არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 რუსკა ჟორჟოლიანი Ruska Jorjoliani

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4358
Registration date : 09.11.08

PostSubject: რუსკა ჟორჟოლიანი Ruska Jorjoliani   Thu Dec 14, 2017 11:10 pm


Ruska Jorjoliani

რუსკა ჟორჟოლიანი



LA TUA PRESENZA E' COME UNA CITTA'
Ruska Jorjoliani

Collana:SEDICIGIUGNO
Pagine:176
Prezzo: 14,00 €
ISBN:9788899006068
Formato:14X21 cm
Data pubblicazione: 15/12/2015

Viktor e Dimitri si conoscono a Miroslav da bambini, crescono insieme, poi frequentano l’università a Mosca. Dimitri diventa professore di letteratura, Viktor ingegnere. Dimitri non crede nella causa sovietica. Un giorno hanno una discussione e le loro divergenze di pensiero si manifestano aspramente. Dimitri, amareggiato, entra nella sua classe e davanti agli alunni fa volare dalla finestra il ritratto di Lenin. Viene arrestato. Viktor, interrogato, ammette che Dimitri non ha mai creduto nella rivoluzione; Dimitri è quindi spedito in Siberia ai lavori forzati. In seguito, Viktor, sposato e con un figlio, Saša, prende in casa Šošanna e Kirill, la moglie e il figlio dell’amico. I due bambini vivranno nella stessa casa, cresceranno come fratelli. Saša diventerà bibliotecario e scriverà lettere a Kirill, anche lui come il padre mandato al confino in Siberia.

Saša è la voce narrante del libro. La voce di un bibliotecario riecheggia delle mille voci custodite tra le pareti di libri, geni nelle lampade. La voce di Saša comporrà puzzle. Sarà il filo d'oro che unisce i due corsi della narrazione, tre generazioni. E tante russie. Una mappa della Russia fatta di pezzi di numerose mappe della Russia, con le cuciture ben visibili; il nome della Russia che per non morire si diffrange nei nomi di poeti russi, di posti russi, di oggetti russi.

* http://www.corrimanoedizioni.it/catalogo


ამონარიდები იტალიური გაზეთებიდან

მოამზადა და ქართულად თარგმნა ნუნუ გელაძემ

LA STAMPA (გაზეთი "ლა სტამპა", n°56, ტურინი, პარასკევი, 26 თებერვალი 2016)

შვიდი წლის იყო ეს ქართველი დევნილი გოგონა, როცა ეთნიკურ წმენდას გამოქცეულ იმ ზღვა, გაუბედურებული ადამიანების რიცხვს მიეკუთვნებოდა, თბილისს რომ შეაფარა თავი. დღეს, 30 წლის ასაკში, ის იტალიელი მწერალია, რომელმაც თავისი პირველი, გამაოგნებელი ლიტერატურული დონის ნაწარმოები გამოაქვეყნა. რუსკა ჟორჟოლიანის ისტორია ყველასგან განსხვავებულია: იმ სიცილიელ ოჯახთან ურთიერთობიდან იწყება, რომელმაც, თავის დროზე პალერმოს მერიის მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში, ის იშვილა და გაზარდა, თანაც ისე, რომ ნამდვილ მშობლებს არ ჩანაცვლებია, უბრალოდ გვერდში ამოუდგა მათ. ამას გარდა, ეს ენობრივი არჩევანის ისტორიაცაა.
უკვე არაერთი მწერალია ჩვენს ლიტერატურაში, რომელიც აქ არ დაბადებულა, სხვა ენას მიეკუთვნება, თუმცა წარმატებულადაა გადმონერგილი ჩვენს კულტურულ ნიადაგში. რუსკას შემთხვევა ამ მხრივაც გამორჩეულია: მისი სრულყოფილი იტალიური თავისი მუსიკალურობით “უცხოურ” ფონზე ვიბრირებს […]. ეს რომანი შექმნილია განყენებული პოზიციიდან, სრულიად უნიკალური მზერით. თუ როგორ მოახერხა ეს, ალბათ, იმ იდუმალი კოქტეილის იდეით აიხსნება, რომელსაც ჯოისმა “ათი პროცენტი ინსპირაცია და ოთხმოცდაათი პროცენტი ტრანსპირაცია” უწოდა, ანუ შრომა და ოფლისღვრა, მაგრამ არა მარტო ეს. ამ წიგნის შექმნის ისტორიაზე მისი ორ ქვეყანას შორის გაყოფილი ცხოვრება მეტყველებს.
რუსკა არ არის ემიგრანტი ვიწრო გაგებით. ის პირველად იტალიაში ტურისტული ვიზით მოხვდა, პალერმოს მერიის ინიციატივით, რომელიც აფხაზეთიდან დევნილ ქართველ ბავშვებს სიცილიურ ოჯახებში რამდენიმე თვით ასვენებდა. იმ ტრაგედიამ - დღეს თითქმის დავიწყებულმა - მაშინ მსოფლიო შეძრა, მხოლოდ რამდენიმე წამით, როგორც ხდება ხოლმე […]. აფხაზეთმა, საქართველოს ერთ-ერთმა რეგიონმა, მოსკოვის მხარდაჭერით გამოყოფა სცადა. ქართულმა მხარემ წინააღმდეგობის გაწევა ბოლომდე ვერ მოახერხა და დამარცხდა, რასაც რეგიონში ქართველების ეთნიკური წმენდა მოჰყვა. მსხვერპლის რაოდენობა, 1992 და 1993 წლებში, ათ-ოცდაათ ათას შორის მერყეობდა. არანაკლები იყო დევნილების რაოდენობა, რომელთაც ძირითადად თბილისს შეაფარეს თავი. მათი დამხმარე არავინ ჩანდა. რუსკა ჟორჟოლიანის ოჯახმა, აგრონომმა მამამ და მასწავლებელმა დედამ, დროის მცირე მონაკვეთში თითქმის ყველაფერი დაკარგა. თვითონ მთელი ერთი წელი მთებში ბაბუასთან და ბებიასთან შეხიზნულმა გაატარა. მათი ერთადერთი პერპექტივა თბილისში ერთოთახიანი ვიწრო ბინა იყო მთელი ოჯახისთვის.
[…]
მისი საყვარელი ავტორები არიან: ნაბოკოვი, კუნდერა, დანილო კიში, და პარალელურად, იტალიელი მწერლები: პონტიჯა, ლანდოლფი, ფენოლიო. სამაგისტრო თეზისი ერთ ქართველ ფილოსოფოსზე დაიცვა. [...] მისი, როგორც მწერლის ისტორია, ახლა იწყება.
ინტერნეტ ბმული:
http://www.lastampa.it/2016/02/26/cultura/storia-di-ruska-che-pensa-in-russo-e-scrive-in-italiano-mrVMTNS3WEMMXKJTBllxsN/pagina.html


LA REPUBBLICA (“ლა რეპუბლიკა”, n°16, 20 იანვარი 2016)

სამოქალაქო ომი საქართველოში, ჩამოსვლა პალერმოს აეროპორტში 11 წლის ასაკში და ახალი მშობლები: რუსკა ჟორჟოლიანი წარადგენს თავის რომანს და ყვება თავის ისტორიას კეთილი დასასრულით.
[…]
რუსკამ პალერმოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სადიპლომო დაიცვა მერაბ მამარდაშვილზე, ქართველ ფილოსოფოსზე, რომლის ერთ-ერთ პირველ მთარგმნელადაც გვევლინება იტალიურ ენაზე [...] რუსკა დაუღალავი მკითხველია, იტალიურად წერა რამდენიმე წლის წინ დაიწყო: 2008 გაიმარჯვა პოეტურ კონკურსში "მონდელო ჯოვანი" დინო კამპანასადმი მიძღვნილი ლექსით; ახლა კი თავისი პირველი რომანი გამოაქვეყნა, სახელწოდებით "შენი აქ ყოფნა, როგორც ქალაქი", რომლის მოქმედებაც საბჭოთა კავშირში ხდება.

ინტერნეტ ბმული:
http://video.repubblica.it/edizione/palermo/la-georgiana-salvata-da-palermo/225580/224843


L’UNITA’ (“უნიტა”, 30 იანვარი 2016)

რუსკა ჟორჟოლიანი – "შენი აქ ყოფნა, როგორც ქალაქი" – გამომცემლობა "კორიმანო" (ფასი 14 ევრო)
საოცარი დებიუტი ოცდაათი წლის ქართველი გოგონასი, რომელიც პალერმოში ცხოვრობს და წერს პირდაპირ იტალიურად. პირველივე გვერდიდან იმოგზაურებთ საბჭოთა რუსეთში, ერთი ოჯახის თაობათა მონაცვლეობის კვალდაკვალ. ჩაინიშნეთ ეს სახელი და გვარი, მასზე აუცილებლად ისაუბრებენ.

ინტერნეტ ბმული:
http://www.unita.tv/focus/5-libri-consigliati-dalla-libreria-indipendente-modusvivendi-di-palermo/

ბმულები:
* http://www.specimen.press/articles/frammenti-di-unautobiografia-che-non-scrivero-mai/
* https://www.facebook.com/ruska.jorjoliani
* https://www.amazon.it/tua-presenza-come-una-citt%C3%A0/dp/8899006067/ref=sr_1_1?s=books&ie=UTF8&qid=1513280599&sr=1-1
*

study


Last edited by Admin on Thu Dec 14, 2017 11:49 pm; edited 4 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4358
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: რუსკა ჟორჟოლიანი Ruska Jorjoliani   Thu Dec 14, 2017 11:24 pm

რუსკა ჟორჟოლიანი

ნაწყვეტები ავტობიოგრაფიიდან, რომელსაც არასოდეს დავწერ

Written in Italian by Ruska Jorjoliani
Translated into Georgian by Darejan Kikoliashvili

საკვირველი ყაბარდოული ბედაურები

ჩვენს მხარეში საგმირო ამბავთა თხრობა იმ ნაფოტს მოგაგონებდათ, სამუშაო მაგიდის ფეხს რომ შეუყენებდნენ, არ იყანყალოსო; დაზგაზე კი იაფფასიანი ხელსაწყოები შემოეწყოთ და დაუსრულებელი, მომქანცველი ზამთრებივით თან დაათრევდნენ. იმ საგმირო ამბების ცხენები იყო, მშიერი და დავრდომილი, მაგრამ მაინც ცხენები, ჩემი ბავშვური ფანტაზია რომ გააღვივეს...
ვხედავდი ხოლმე, ყოველ დილით როგორ მოახტებოდა თავის ქურანს ჩვენი მეზობელი ჩიკო. შალის უხეშ ქუდს შეისწორებდა, ერთს დასჭყივლებდა და მთებს იქით იკარგებოდა თქარუნით.
ერთ არსებად იქცეოდნენ ხოლმე ცხენი და სადავეებს ჩაფრენილი ჩიკო. მათ შეეძლოთ, რომ, კაცზე უწინ, ბუნების მიერ დადგენილი კანონის საზღვრებს გასცდენოდნენ, ექროლათ და სხვა ჰაერის, ადამიანის თვალისგან დაფარული სულ სხვა სამყაროს სუნი ეკრათ. ოციოდე კილომეტრი უნდა გაევლო ცხენით, მერე ჩამომხტარიყო და ფეხით შესდგომოდა აღმართს, თორემ შეიძლებოდა, ცხენი უფსკრულში გადაჩეხილიყო. მერე ტბამდე უნდა მიეღწია, გაზაფხულზე - მწვანე, ზაფხულში კი ცისფერ ტბამდე, რომელზეც ვერავინ გეტყოდათ, რა ფერისა იყო შემოდგომაზე ან ზამთარში, რადგან ვერავის გაებედა წელიწადის ამ დროს იქამდე მისვლა. ბოლოს კი მთა უნდა დაენახა, საღათას ძილში ჩაძირული გველეშაპის კუდივით გაწვრილებული. და შორს კიდევ, სხვათა, უცნობთა, სხვა ღვთაებათა შვილების - ყაბარდოელების სახლებიც დაელანდა...
ყაბარდოელი ჩემს დღეში არ მენახა და პაპაჩემს რომ ვეკითხებოდი, მართლა არსებობდნენ თუ არა, ან როგორი იყვნენ, მხრებს აიჩეჩავდა: „ჩვენსავით საზღვრისპირა ხალხი უნდა იყოს, ასე მგონია".
პაპაჩემი, ისევე როგორც პაპამისი, არასდროს მოსწრებია ყაბარდოელების შემოსევას, მაგრამ სულ იმას ამბობდა, შეიძლება ოდესმე ასეც მოხდესო: ერთ დღესაც მთის გველეშაპმა გაიღვიძოს, ტბა ამოხაპოს და, ჩვენსაზე ათასჯერ უფრო ღონიერ და სწრაფ, ყაბარდოულ საარაკო ცხენებზე ამხედრებულ სხვა ღმერთთა შვილებს ჩვენი მიწისკენ გამოუძღვესო. მუდამ მზად უნდა ვყოფილიყავით. ამიტომ იყო, რომ დიდი გულმოდგინედ, გამოუთქმელი მღელვარებითა და შეუპოვრად ერთი მეორის მიყოლებით აშენებდნენ ქვის კოშკებს - ყაბარდოელი იქნებოდა თუ სხვა ვინმე, არავის ისე არ უნდა გაევლო ამ ხეობებში, დაუველი ჰგონებოდა, რადგან აქ ყოველი გოჯი რომელიმე ღვთაებას ეკუთვნოდა და არაფერს ჰქონდა მხოლოდ ფიზიკური სახე: მდინარეები იქნებოდა თუ სიმღერები, ამ მდინარეებს რომ ეხმიანებოდნენ... მკვდრები, რომელთა სულები წელიწადში ერთხელ შინ ბრუნდებოდნენ... და ცოცხლები, რომლებიც იარაღს და ყოველნაირ წვეტიან ნივთს მალავდნენ, სულებს რომ არ შეშინებოდათ...
ჩვენ, საზღვრისპირა ხალხმა ბრძოლა დიდი ხნის წინ წავაგეთ. უფრო ადრე, ვიდრე საზღვრის, ბრძოლისა და ბრძოლაში ჩაბმული საზღვრისპირა ხალხის მნიშვნელობას სათანადოდ გავიაზრებდით...
და ცხენის ზურგზე გაკრული ჩიკო სხვაგან სად წავიდოდა, თუ არა იმ საგმირო ამბავთა საჭვრეტად, არასოდეს რომ მომხდარა. იმ ეპოსისა, რომელიც დროის ჩარჩოში ვერ თავსდება და ამიტომ მუდამ დროის მიღმაა. იმ სიქველეთა საცქერლად, რომელიც არასდროს გადახდენია თავს, - ყველაზე რთულად გადასაკვეთ, მაგრამ თან გაფერმკრთალებულ, უკვე დაძლეულ საზღვართან შესაჭიდებლად...
თუ განაპირდები, უკეთ დაინახავ საგნების ფორმებს.
ყაბარდოული ცხენებიც ძველებურად ავსებენ ჩემს კიდევ უფრო მშფოთვარე სიზმრებს და მიუხედავად დამარცხებისა, მიუხედავად იმისა, რომ ყაბარდოელი ჩემს დღეში არ მინახავს, ზუსტად ვიცი - უფრო შორსაც რომ მომისროლოს გეოგრაფიის და ისტორიის საერთო ზრახვებმა - ერთ დღესაც, შინ დაბრუნებულს, იქვე დამხვდებიან მომლოდინე საზღვრისპირა ადამიანები, არარსებული რაღაცის მოდარაჯენი: პაპაჩემი, მისი ყაბარდოელები და საკვირველი ყაბარდოული ბედაურები.


ბმული:
* http://www.specimen.press/articles/frammenti-di-unautobiografia-che-non-scrivero-mai/

study


Last edited by Admin on Tue Dec 19, 2017 9:40 am; edited 6 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4358
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: რუსკა ჟორჟოლიანი Ruska Jorjoliani   Thu Dec 14, 2017 11:26 pm

რუსკა ჟორჟოლიანი

ნაწყვეტები ავტობიოგრაფიიდან, რომელსაც არასოდეს დავწერ

Written in Italian by Ruska Jorjoliani
Translated into Georgian by Darejan Kikoliashvili

ომი სამ სურათად

ჩემებისთვის, - მთის ხალხისთვის, ყველანაირ თევზს, ვეშაპის ჩათვლით, კალმახს რომ ეძახის, - ნებისმიერი დაპირისპირება ჩხუბია, უბრალო კამათიდან დაწყებული და მეორე მსოფლიო ომის „დიდი ჩხუბით“ დამთავრებული.
მამაჩემს უყვარდა ხოლმე კალმახის ამბის მოყოლა, თანაც მცოდნე კაცის ეშმაკური ღიმილით, ვიდრე ერთხელაც ორიოდე საათის წინ გაცნობილმა ვიღაც ტიპმა, რამდენიმე ჭიქა ღვინის მერე არ გამოუცხადა:
„ეგ ყველაფერი სისულელეა. სხვა სახელები დიახაც გვაქვს სხვა თევზებისთვის“.
„აბა, რომლები?“ - ჰკითხა მამამ ღიმილით.
„როგორ თუ რომლები? აი, მაგალითად...“ - და თქვა რომელიღაც უცნობი თევზის რაღაც რთული სახელი.
„მე აქ დავიბადე და გავიზარდე“, - შეეპასუხა მამა, - „მაგრამ მსგავსი არაფერი მსმენია“.
„ეგ არც არაფერს ნიშნავს“, - მიუგო იმან, - „ან შეიძლება იმას ნიშნავს, რომ უვიცი ხარ და მეტი არაფერი...“
მამა აღარ იღიმებოდა და იმ კაცივით ატრიალებდა თვალებს, რომელსაც მუშტი-კრივისაც ბევრი გაეგება...
ჰოდა, იმ ომმა რომ მოგვისწრო, - და არა იქიდან, საიდანაც პაპაჩემს ეშინოდა, არამედ სულ სხვა მხრიდან, - ვეღარავინ გაბედა მისთვის „ჩხუბი“ დაეძახა. შეიძლება იმიტომაც, რომ ენა შეიცვალა, ან იქნებ ომები შეიცვალა.
უფრო ხშირად, სიტუაციების მიხედვით, სურათებს იშველიებდნენ, ზოგად ან დაწვრილებით აღწერებს, იმ პერიოდის აღსანიშნად, როდესაც - „ლტოლვილებმა მთა-მთა ვიარეთ“, „ჩვენ ვცადეთ მდინარეში გავსულიყავით, მაგრამ მეორე ნაპირი, მოახლოების მაგივრად, უფრო და უფრო შორს მიიწევდა“, „ტანსაცმლის ქვეშ ზოგს ჯერ კიდევ პიჟამო ეცვა“.
მე მხოლოდ სამ სურათს ვხედავ. ალესილი და მჭრელი კიდეები აქვთ.
და ზოგჯერ, ღამით, როდესაც თავდაცვის მექანიზმი მომიდუნდება, ეს სურათები ისევ და ისევ თვალწინ ჩამივლიან ხოლმე, როგორც მოშლილ სტერეოსკოპში, თითქმის კინემატოგრაფიული სიზუსტით.
ოღონდ ერთი ესაა, რომ სამივე ეს სურათი ფერების გარეშეა, რადგან დრო, პირველ რიგში, საგანთა ფერებს არ ინდობს.
პირველი სურათი (ერთადერთი ფერი დაბალვოლტიანი ნათურის მკრთალი ყვითელია): მამაჩემი შინ ბრუნდება, შუაღამეა, შფოთავს, სწრაფი მოძრაობით კარადაში მალავს „კალაშნიკოვს“. ტანსაცმლიანად დაწვება ჩემს საწოლზე, ლოყაზე მკოცნის და წვერით მჩხვლეტს, დედას წვრილი კისრის ქვეშ მკლავს ამოსდებს და ამბობს: „მორჩა. მე ამ ომში აღარ ვიომებ.
მეორე სურათი (ცა ნაცრისფერია): პაპა, უკვე მოხუცი და სრულიად ბრმა, ბაღის სკამისკენ მიდის ფრთხილად. პირველმა ყინვამ უკვე დააზრო ბაღის ბუჩქები და ბალახი. კეპიანი ქუდი ახურავს, რკინის ჯოხს ეყრდნობა, კარგად ესმის განგაშის სიგნალი, თითმფრინავებს გუგუნიც, დაბლა რომ მოფრინავენ და უცებ ამბობს: „კიდევ კარგი, ბრმა ვარ. ნეტავ ყრუც ვიყო, ჯანდაბა, ნეტავ ყრუც ვიყო“.
მესამე სურათი (მგონი, ერთ მათგანს წითელი ჯემპრი აცვია): დედაჩემმა შეიტყო, რომ მის ბიძაშვილს, სამი შვილის მამას, ტელევიზორი აუფეთქდა და დაიღუპა. ამ დროს ჩვენთან მეზობელია სტუმრად, მკაცრი და წაწვეტებულნაკვთებიანი ქალი, რომელიც დედაჩემს ეუბნება: „ეს რა სიკვდილია? ომში მაინც დაცემულიყო“. სიფრიფანა და ტირილით აცახცახებული დედა თავს ასწევს, დაჟინებით უყურებს - იმის თვალებში პირველად ვხედავ დიდ სიძულვილს ამ ქალის მიმართ, ან რაღაც იმისადმი, რაც მისი სიტყვების უკან დგას.

ბმული:
* http://www.specimen.press/articles/frammenti-di-unautobiografia-che-non-scrivero-mai/

study


Last edited by Admin on Sat Dec 16, 2017 5:01 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4358
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: რუსკა ჟორჟოლიანი Ruska Jorjoliani   Thu Dec 14, 2017 11:27 pm

რუსკა ჟორჟოლიანი

ნაწყვეტები ავტობიოგრაფიიდან, რომელსაც არასოდეს დავწერ

Written in Italian by Ruska Jorjoliani
Translated into Georgian by Darejan Kikoliashvili

უცხო ქალაქი

ვერ გაეგო, სად იმყოფებოდა. აღებდა ერთ კარს და მეორე კარი ხვდებოდა, მასაც აღებდა და მესამე ეფეთებოდა.
ბოლოს, საწოლიდან წამოხტა.
აქოშინებული და დაქანცული ფანჯარაში ზღვის ვიწრო ზოლს მიაშტერდა.
დედის სიტყვები გაახსენდა, გამგზავრების წინა ღამით, ნავთის ლამფით განათებულ ოთახში რომ ეუბნებოდა:
„იქ ასე არ ებნელება, აი, ნახავ“.
მართალია, იმ ოთახს ბნელი არ ეთქმოდა, მაგრამ წვიმა ხმაურით და ლამის ჰორიზონტალურად ასხამდა მინაზე, - ღონივრად, გადაუღებლად და ფანჯარას ამუქებდა.
ქერათმიანმა და ელეგანტურად ჩაცმულმა ქალმა შოკოლადის ფილა გატეხა, ჯერ ორად, მერე, მეთოდურად, თითოეული მათგანიც ორ, უფრო პატარა ნატეხად; ფრთხილად დაიჭირა ვერცხლის ქაღალდი და მზრუნველად, თითქმის ალერსიანად გაუწოდა დივანის კუთხეში მიკუნჭულ გოგონას.
მან კი მადლობის გადასახელად უბრალო სიტყვებიც კი არ იცოდა. მორცხვად და გაუბედავად დააპირა ნატეხის აღება: ჯერ ქალს შეხედა, მერე შოკოლადს. უცებ რაღაცამ შეაჩერა, ხელი ჰაერში გაუშეშდა, ერთი წამით ასე იყო, მერე გულამოსკვნით ატირდა.
მოგვიანებით, ერთმა კაცმა, ამ ქალის ქმარმა, წითელი მანქანით მოატარა ზღვის სანაპირო.
ხასხასა ფერებით შეღებილ სანაყინეში ნაყინი უყიდა და თითით ანიშნა თეთრ აფრიან ნავზე, რომელიც ნელა მიცურავდა გაშლილ ზღვაში.
იმ აფრის ჭრიალის ხმა ნიავს მოჰქონდა ნავმისადგომამდე, სადაც ისინი იდგნენ, მაღალი კაცი და გამხდარი გოგონა, ხელში ნახევრად დამდნარი ნაყინის კონუსით.
მანქანაში დაბრუნებულებს, ხმა აღარ ამოუღიათ, ჩუმად იმგზავრეს.
სახლთან შეჩერდნენ, ყავისფერ სახურავიან ყვითელ სახლთან.
ღობის გვერდით ბუგანვილი ყვაოდა.
კაცმა მანქანის გასაღები გამოაძრო, ჰაერში გააქან-გამოაქანა, ააჩხრიალა და ბავშვს დამარცვლით, გარკვევით უთხრა: „გა-სა-ღე-ბი. ეს გასაღებია“.
გოგონამ პირველად მიიღო იმ ადამიანის სახე, გაღიმებას რომ აპირებს, შემდეგ ხელი გაიშვირა ლურჯი ზოლისკენ, რომელიც საქარე მინის ზუსტად შუაზე გადიოდა.
კაცმა, აშკარა შვებით, თქვა: „აჰ, ეგა?.. ეგ ზღვაა, ზღვა“.

ბმული:
* http://www.specimen.press/articles/frammenti-di-unautobiografia-che-non-scrivero-mai/

study


Last edited by Admin on Fri Dec 15, 2017 5:57 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4358
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: რუსკა ჟორჟოლიანი Ruska Jorjoliani   Thu Dec 14, 2017 11:29 pm

რუსკა ჟორჟოლიანი

ნაწყვეტები ავტობიოგრაფიიდან, რომელსაც არასოდეს დავწერ

Written in Italian by Ruska Jorjoliani
Translated into Georgian by Darejan Kikoliashvili

სიტყვები

კითხვა იმიტომ ვისწავლე, რომ პაპასთვის ახალ-ახალი ამბები მომეყოლა, რაკი საკუთარი ნელ-ნელა შემოაკლდა (პირველი წიგნი, რომელიც წავუკითხე, ერთ ახოვან, ცალხელა კაცზე იყო, ციმბირის მიყრუებულ ქალაქში ძმის საძებნელად რომ წავიდა).
ვუკითხავდი ამბებს პაპაჩემს და, ალბათ, მრავალი წლის მერე, სწორედ ამის გამო დავიწყე წერა.
დღეს კი, ფერსაჭერი მჟავის მსგავსად, რომელიც მე და სამყაროს თან გვყოფს და თანაც აადვილებს ცხოვრების ფერთა ჩემზე აღბეჭდვას, სიტყვები რელიეფურ ყალიბებად, ანაბეჭდებად, პროფილებად გარდაიქმნება, და ვფიქრობ, ადამიანი ამით ფასდება; ესე იგი, იმით, თუ როგორ ეჭიდება სიტყვებს ანდა როგორ რეაგირებს თოვლში გადაკარგული ძმის საძებნელად წასული კაცის თავგადასავალზე.

თეთრი ფურცლის შიში არა მაქვს, უკვე დაწერილი ფურცელი მაფრთხობს.
ჩემი ხელით გამოყვანილ ყოველ ფრაზას ავიღებდი და ხელახლა დავწერდი.
დროის უკიდურეს საზღვრამდე ვიწვალებდი, ამ საზღვარსაც უყოყმანოდ გადავცდებოდი, რადგან ერთადერთი, რაც მაღელვებს, უსაზღვროების, „ამის იქით რა იქნებას“ ჭვრეტაა, როგორც წიგნში, რომელსაც თუ კიდევ ერთხელ გადაიკითხავ, სულ სხვა წიგნია; და ასევე მეგობრებთან დროსტარებაში, რომელსაც აზრი მაშინ ეძლევა, თუ მეგობრები უკვე აღარ ხართ, ან წინანდელზე უფრო მეტად ხართ.
თეთრი ფურცელი მუნჯია იმ ხალხივით, ვისთვისაც სიტყვებს აზრი არა აქვს, ან, პირიქით, მეტისმეტი მნიშვნელობა აქვს, რაც ძალზე ხშირად ერთი და იგივეა. ამ ორსავე შემთხვევაში გაბედულება არ გყოფნის, სიტყვებში ჩაება, როგორც ყველაზე უარეს სასიყვარულო ისტორიებში.
ყველაზე უარესი კი ის ისტორიებია, რომლებში ჩაბმაც ვერ გავბედეთ.
მე კი სიტყვებს ვებღაუჭებოდი მუდმივად: ჩემი ყოველი დღის როგორღაც გამართლება სულ რამდენიმე სიტყვაა.
ყოველი თავის ბოლოს დასმული წერტილი იმ სხვაობის ხსოვნაა, რაც მინდოდა დამეწერა და რაც რეალურად დავწერე.
სამაგიეროდ, ჩემი ყოველი ღამე სავსეა პაპაჩემის ან ჯიხვებზე მონადირე ბებერი ჩიკოს მონაყოლი ამბებით. ყოველ დილით ვფენ და ვაშრობ ამ ისტორიებს, და ვუქარგავ ზედაპირს, რაც ხელთ მივარდება, ქაღალდი იქნება თუ ყოველდღიურობის თეთრი ტილო.
და თუმცა კარგად ვხედავ მოსალოდნელ სინანულსაც, ვიღაც ან რაღაც, ღამით შობილი სიტყვების უკან რომ დგას, მეუბნება, რომ ერთადერთი, რაც მევალება, დილით ამ სიტყვების ავანსცენაზე გამოყვანაა, დამწყები მსახიობებივით, და მათი შეცდომებისა და თუნდაც სულ ერთი მისხალი სიხარულის საზღაურის ჯიბეში ჩადება.

ერთხელ მესიზმრა, თითქოს რაღაც უნდა მეთქვა. ვიძაბებოდი, მთელი მონდომებით ვცდილობდი, მაგრამ ვერ ვახერხებდი საჭირო სიტყვის ზუსტად წარმოთქმას. ვიბრძოდი, ვფართხალებდი, ყელის ძარღვები მებერებოდა. და ეს იმას ჰგავდა, თითქოს პაპა მოკვდა, ან ცნობა მოვიდა, - ჩიკო ნადირობიდან აღარ დაბრუნებულაო...

ყოველთვის მხოლოდ ის მაინტერესებს, „შემდეგ“ რა არის, მაგრამ ეს „შემდეგ“ იმასთან არის დაკავშირებული, რაც არავინ იცის, როდის დაიწყო.
ვინ იყო პირველი, რომელმაც ცეცხლის პირას ამბის მოყოლა წამოიწყო ან ბრტყელ ზედაპირზე სურათი ამოკაწრა და შემდეგ ინანა, რადგან იფიქრა, რომ უკეთაც შეეძლო; ან სულაც არ უნდა ექნა ეს, მაგრამ მეორე დღესაც ისევ იგივე გაიმეორა.
და ვიღაცამ, უფრო ახალგაზრდამ, იმ ღამით სიზმარი ნახა და მოგვიანებით მის კვალს გაჰყვა.
და აი, ასე, - მე მხოლოდ ის შემიძლია, რომ კვალს მივყვე. ვინანო. შემდეგ, თითქოს უდაბნოდან ან წვიმის ხმაურში ჩემამდე მოღწეული სუსტი ხმა მომესმას და გზა გავაგრძელო. და ეს იქამდე, ვიდრე ჩემი ღამეები პაპას ღამეებივით არ დასრულდება, როდესაც მოსაყოლი აღარაფერი ჰქონდა და უბრალო მელოდია წამიღიღინა, უსიტყვო სიმღერა.

მაშინ გარდაიცვალა, როდესაც მე, შორეულ ქვეყანაში, იმის ამბებს ვწერდი იმ ენაზე, რომელიც არ იცოდა.
რამდენიმე დღით ადრე ტელეფონით ველაპარაკე.
გული რომ წაუვიდა, იმაზე შევეკითხე და ასე მიპასუხა:
„ყველა ერთად გნახეთ, მაგიდასთან ისხედით. ყველანი კარგად იყავით, მხიარულობდით. მერე შევამჩნიე, რომ პატარავდებოდით. ოთახიც პატარავდებოდა... ან, შეიძლება, მე გშორდებოდით. სახეებს ვეღარ ვარჩევდი და ვიფიქრე, ეს აღსასრულია-მეთქი, მაგრამ, მადლობა ღმერთს, ასე არ მოხდა“.

ბმული:
* http://www.specimen.press/articles/frammenti-di-unautobiografia-che-non-scrivero-mai/

study


Last edited by Admin on Tue Dec 19, 2017 9:42 am; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4358
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: რუსკა ჟორჟოლიანი Ruska Jorjoliani   Thu Dec 14, 2017 11:37 pm

თამ­თა და­დე­შე­ლი

დან­გ­რე­უ­ლი ბავ­შ­ვო­ბა, დაფ­ნის გვირ­გ­ვი­ნი და ქარ­თ­ვე­ლი გო­გო­ნას იტა­ლი­უ­რი წარ­მა­ტე­ბე­ბი

იტა­ლი­ელ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში თა­ვის დამ­კ­ვიდ­რე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია

"შე­ნი აქ ყოფ­ნა, რო­გორც ქა­ლა­ქი", - ბო­რის პას­ტერ­ნა­კის ლექ­სი­დან აღე­ბუ­ლი ეს ფრა­ზა იმ რო­მა­ნის სა­ხელ­წო­დე­ბაა, რო­მე­ლიც იტა­ლი­ა­ში მცხოვ­რებ­მა, ძალ­ზე ჭკვი­ან­მა და ნი­ჭი­ერ­მა ქარ­თ­ველ­მა გო­გო­ნამ - რუს­კა ჟორ­ჟო­ლი­ან­მა იტა­ლი­ურ ენა­ზე და­წე­რა და იქა­უ­რი კრი­ტი­კო­სე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. საბ­ჭო­უ­რი რე­ა­ლო­ბა გა­მო­გო­ნილ ქა­ლაქ­ში ვი­თარ­დე­ბა და მა­მა­თა და შვილ­თა ცხოვ­რე­ბას მხატ­ვ­რუ­ლად ასა­ხავს. რუს­კა იტა­ლი­ა­ში ფი­ლო­სო­ფი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობს და სა­მო­მავ­ლოდ, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კი­დევ უფ­რო სიღ­რ­მი­სე­უ­ლად და სე­რი­ო­ზუ­ლად აპი­რებს გან­ვი­თა­რე­ბა­სა და წინ­ს­ვ­ლას. დევ­ნი­ლო­ბა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი ბავ­შ­ვო­ბა, უცხო ქვეყ­ნის სიტ­კ­ბო, ნა­წარ­მო­ე­ბებ­სა და ნა­ხა­ტებ­ში ასა­ხუ­ლი სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი, იტა­ლი­უ­რი ყო­ფა რუს­კას მო­ნათხ­რო­ბის მთა­ვა­რი თე­მე­ბია.

პა­ლერ­მო - დევ­ნი­ლი ბავ­შ­ვე­ბის "სა­ვა­ნე"
- პა­ლერ­მო­ში პირ­ვე­ლად ათი წლი­სა იმ პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში მოვ­ხ­ვ­დი, რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა "სა­ქარ­თ­ვე­ლო-იტა­ლი­ა" პა­ლერ­მოს მე­რი­ას­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით ახორ­ცი­ე­ლებ­და და ძი­რი­თა­დად, დევ­ნილ ბავ­შ­ვებ­ზე იყო გათ­ვ­ლი­ლი. პა­ლერ­მო­ელ­თა ოჯა­ხებ­ში გაგ­ვა­ნა­წი­ლეს და ზაფხუ­ლო­ბით მთე­ლი სა­მი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ისი­ნი გვმას­პინ­ძ­ლობ­დ­ნენ და გვპატ­რო­ნობ­დ­ნენ. ცდი­ლობ­დ­ნენ, ჩვენ­თ­ვის ცხოვ­რე­ბა გა­ე­ხა­ლი­სე­ბი­ნათ. ძი­რი­თა­დად, მრა­ვალ­შ­ვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხე­ბის ბავ­შ­ვე­ბი ვი­ყა­ვით და ისი­ნი, ვი­საც რო­მე­ლი­მე მშო­ბე­ლი და­ღუ­პუ­ლი ჰყავ­და. მოკ­ლედ, 18 წლამ­დე ანუ ზრდას­რულ ასა­კამ­დე, პა­ლერ­მო­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩავ­დი­ო­დით, მე­რე კი თი­თო­ე­უ­ლი ჩვენს გზას ვირ­ჩევ­დით, ზო­გი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დარ­ჩა და სწავ­ლა გა­ნაგ­რ­ძო, და­ო­ჯახ­და, ზოგ­მა - იტა­ლი­ელ "მშობ­ლებ­თან" ურ­თი­ერ­თო­ბა არ გავ­წყ­ვი­ტეთ და ის სით­ბო და სიყ­ვა­რუ­ლი, რაც იმ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­მოგ­ვი­ყა­ლიბ­და, დღემ­დე მოგ­ვ­ყ­ვე­ბა.

ქარ­თულ-იტა­ლი­უ­რი მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბა და პირ­ვე­ლი ლექ­სე­ბი
- ჩე­მი იტა­ლი­ე­ლი მშობ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით, თბი­ლის­ში იტა­ლი­უ­რი სკო­ლა და­ვამ­თავ­რე, მე­რე თსუ-ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე ჩა­ვა­ბა­რე და დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე იტა­ლი­ა­ში გა­ვემ­გ­ზავ­რე. მათ შვი­ლი არ ჰყავთ და ფაქ­ტობ­რი­ვად, შვი­ლო­ბი­ლი ვარ. 2007 წელს გა­ვემ­გ­ზავ­რე იტა­ლი­ა­ში საცხოვ­რებ­ლად. თა­ვი­დან იქაც სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე ჩა­ვა­ბა­რე, შემ­დეგ პრო­ფი­ლი შე­ვიც­ვა­ლე და ფი­ლო­სო­ფი­ის ფა­კულ­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე. იტა­ლი­ურ ენა­ზე ლექ­სე­ბის წე­რაც და­ვიწყე და ჩემ­მა პირ­ველ­მა, 2009 წელს და­წე­რილ­მა ლექ­ს­მა ერთ-ერთ ლი­ტე­რა­ტუ­რულ კონ­კურ­ს­ში გა­ი­მარ­ჯ­ვა. ეს იყო ჩე­მი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი იტა­ლი­ის კულ­ტუ­რულ ცხოვ­რე­ბა­ში. რა­ღა­ცებს მა­ნამ­დეც ვწერ­დი - დღი­უ­რებს, წე­რი­ლებს, ჩა­ნა­ხა­ტებს ვა­კე­თებ­დი, მაგ­რამ ვფიქ­რობ­დი, რა­ი­მე სე­რი­ო­ზუ­ლის და­წე­რა ჯერ ნა­ად­რე­ვი იყო. ჩე­მი წიგ­ნის გა­რე­კანს ჩე­მი დის ნა­მუ­შე­ვა­რი ამ­შ­ვე­ნებს. ისიც პა­ლერ­მო­შია, აკა­დე­მი­ა­ში ფერ­წე­რას სწავ­ლობს. ჩე­მი ძმა - ლა­შა კი ლონ­დონ­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი მუ­სი­კო­სია, დი­ჯეია, სა­კუ­თა­რი კომ­პო­ზი­ცი­ე­ბიც აქვს.
ფი­ლო­სო­ფია უმაღ­ლე­სი მეც­ნი­ე­რე­ბაა. სი­მო­ნა ვე­ი­ლის (ცნო­ბი­ლი ფრან­გი ფი­ლო­სო­ფო­სი ქა­ლი) პო­ლი­ტი­კუ­რი წიგ­ნე­ბის კითხ­ვი­სას მივ­ხ­ვ­დი, რომ ეს ჩე­მი სფე­რო იყო. ჩე­მი ქა­ო­სუ­რი იდე­ე­ბი­სა და მის­წ­რა­ფე­ბე­ბის თავ­მოყ­რა და მო­წეს­რი­გე­ბა სწო­რედ ფი­ლო­სო­ფი­ას შე­ეძ­ლო. სა­მა­გის­ტ­რო მე­რაბ მა­მარ­დაშ­ვი­ლის ნაშ­რო­მებ­ზე და­ვი­ცა­ვი, რომ­ლის იტა­ლი­უ­რი თარ­გ­მა­ნი თით­ქ­მის არ მო­ი­პო­ვე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი რუ­სუ­ლი­დან და ქარ­თუ­ლი­დან ვთარ­გ­მ­ნე. ნო­ემ­ბერ­ში რო­მის ფი­ლო­სო­ფი­ურ ჟურ­ნალ­ში ჩე­მი სტა­ტია და­ი­ბეჭ­დე­ბა, რომ­ლის ნა­წი­ლი ჩე­მი სა­დიპ­ლო­მო­და­ნაა ამო­ღე­ბუ­ლი.

იტა­ლი­უ­რი ენა, მა­მუ­ლი და მგრძნო­ბი­ა­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბა
- იტა­ლი­ელ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში თა­ვის დამ­კ­ვიდ­რე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან გახ­ს­ნი­ლე­ბი, გუ­ლი­თა­დე­ბი და მე­გობ­რუ­ლე­ბი ჩა­ნან. მძი­მე ის­ტო­რი­ის მქო­ნე ქვე­ყა­ნაა, იტა­ლი­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბაც ხომ რთულ პრო­ცე­სებ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, თვი­თონ მა­თაც პრობ­ლე­მე­ბი აქვთ ერ­თ­მა­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. რე­გი­ო­ნებს შო­რის დღემ­დე ბევ­რი რამ გა­ურ­კ­ვე­ვე­ლია. სი­ცი­ლი­ე­ლი და სარ­დი­ნი­ე­ლი იქა­უ­რად უფ­რო თვლის თავს, ვიდ­რე იტა­ლი­ე­ლად. ერ­თა­დერ­თი გა­მა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ლი მა­თი ენაა. გახ­ლე­ჩი­ლო­ბა იტა­ლი­ის პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი ელე­მენ­ტია და ეს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ზეც აისა­ხე­ბა. ასეთ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ემიგ­რან­ტის მი­ღე­ბა და თა­ვის დამ­კ­ვიდ­რე­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლია. კარ­გად იცი­ან, რო­გორ მო­აწყონ სახ­ლი, სად წა­ვიდ­ნენ, რომ ცხოვ­რე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბით შე­ივ­სონ, რო­მე­ლი ტი­ლო სად ჩა­მო­კი­დონ, მაქ­სი­მა­ლუ­რი ეს­თე­ტი­კუ­რი სი­ა­მოვ­ნე­ბა რომ მი­ი­ღონ, რო­გორ მი­ირ­თ­ვან ესა თუ ის კერ­ძი და ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა რო­გორ გა­ი­ლა­მა­ზონ, ასე­თი ნი­უ­ან­სე­ბის შე­ტა­ნა­ში ნამ­დ­ვი­ლად პირ­ვე­ლე­ბი არი­ან.

იტა­ლი­უ­რად ასა­ხუ­ლი საბ­ჭო­ე­თი გა­მო­გო­ნე­ბულ რე­ა­ლო­ბა­ში
- ჩე­მი ნა­წარ­მო­ე­ბი მხატ­ვ­რუ­ლი რო­მა­ნია, იტა­ლი­ურ ენა­ზე, სწორ­ხა­ზო­ვა­ნი სი­უ­ჟე­ტია, მაგ­რამ ფორ­მა - არა, თა­ვე­ბა­დაა და­ყო­ფი­ლი და მკითხ­ველ­მა თვი­თონ უნ­და და­ა­ლა­გოს, თა­ვე­ბი ერ­თ­მა­ნეთს შე­უ­სა­ბა­მოს. ში­გა­და­შიგ, ჩა­ნა­ხა­ტე­ბი, ლექ­სი, დღი­უ­რი, გა­ზე­თი­დან ამო­ნა­რი­დი მაქვს ჩარ­თუ­ლი. სა­ბო­ლო­ოდ, ყვე­ლა­ფე­რი ერ­თი­ან­დე­ბა და მკითხ­ვე­ლის­თ­ვის ერ­თი­ან სუ­რათს იღებს. მოვ­ლე­ნე­ბი გა­მო­გო­ნილ იდე­ა­ლურ ქა­ლაქ­ში ვი­თარ­დე­ბა, რო­მელ­საც მი­როს­ლა­ვი ჰქვია. ის­ტო­რი­ულ-პო­ლი­ტი­კუ­რი სივ­რ­ცე საბ­ჭო­თა კავ­ში­რია, ტე­რი­ტო­რია - რუ­სე­თის და სხვა­დას­ხ­ვა წარ­მო­მავ­ლო­ბის პერ­სო­ნა­ჟე­ბი არი­ან - ყა­ზა­ხე­ბი, ქარ­თ­ვე­ლე­ბი, რუ­სი ებ­რა­ე­ლე­ბიც და ა.შ. ამ­ბის თხრო­ბა ოქ­ტომ­ბ­რის რე­ვო­ლუ­ცი­ი­დან იწყე­ბა და 2 000-იან წლებ­ში სრულ­დე­ბა. ოთხი მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟია - ბა­ბუ­ე­ბი, მა­მე­ბი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი და ისი­ნი ერ­თ­მა­ნეთს ცვლი­ან. მა­თი ცხოვ­რე­ბა ის­ტო­რი­ი­თაა გა­ჯე­რე­ბუ­ლი, რად­გან ერთ-ერ­თი ტი­პუ­რი კო­მუ­ნის­ტია, რო­მე­ლიც დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლია, რომ გან­სა­კუთ­რე­ბულ ქა­ლაქს ააშე­ნებს. მი­სი მე­გო­ბა­რი დი­მიტ­რი კი პი­რი­ქი­თაა, სკეპ­ტი­კო­სია, ფი­ლო­ლო­გი და ეჭ­ვობს, რომ ამ ყვე­ლა­ფერს კარ­გის მო­ტა­ნა შე­უძ­ლია. მი­უ­ხე­და­ვად ბავ­შ­ვო­ბის მე­გობ­რო­ბი­სა, ერ­თ­მა­ნე­თის მი­მართ უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დე­ბათ. მას ვიქ­ტორ­თან კა­მა­თი ხში­რად მოს­დის პო­ლი­ტი­კურ თე­მებ­ზე. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი შემ­დ­გომ მოქ­მე­დე­ბას გან­საზღ­ვ­რავს ნა­წარ­მო­ებ­ში. დი­მიტ­რის გა­და­ა­სახ­ლე­ბენ და იქ და­ი­ღუ­პე­ბა. ვიქ­ტო­რი დი­მიტ­რის შვილს იშ­ვი­ლებს და სა­კუ­თარ­თან ერ­თად გაზ­რ­დის. მთხრო­ბე­ლი ვიქ­ტო­რის შვი­ლია. რო­მა­ნის სა­თა­უ­რი კი - "შე­ნი აქ ყოფ­ნა, რო­გორც ქა­ლა­ქი", პას­ტერ­ნა­კის ლექ­სი­და­ნაა აღე­ბუ­ლი. ჩე­მი წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცია პა­ლერ­მო­შიც გა­ი­მარ­თა და სი­ცი­ლი­ის სხვა მთა­ვარ ქა­ლა­ქებ­შიც. რომ­ში­ცაა და­გეგ­მი­ლი. ჩემ­თ­ვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ის და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბე­ბი, რაც იტა­ლი­ე­ლი კრი­ტი­კო­სე­ბის­გან მოჰ­ყ­ვა. პრე­სამ საკ­მა­ოდ მოზ­რ­დი­ლი სტა­ტი­ე­ბიც მო­მიძღ­ვ­ნა. ჩე­მი ცხოვ­რე­ბით გან­სა­კუთ­რე­ბით და­ინ­ტე­რეს­დ­ნენ, - რო­გორ მოხ­და, რომ იტა­ლი­უ­რად ასე კარ­გად ლა­პა­რა­კობ და წერ კი­დე­ცო. ნამ­დ­ვი­ლად არ ვე­ლო­დი ასეთ მიდ­გო­მას და ამან ჩემ გარ­შე­მო და­დე­ბი­თი გან­წყო­ბა შექ­მ­ნა.

დევ­ნი­ლი ბავ­შ­ვო­ბა
- ად­რე, გა­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჭუ­ბურ­ხინ­ჯ­ში ვცხოვ­რობ­დით. ძი­რი­თა­დად, სვა­ნე­ბით და­სახ­ლე­ბუ­ლი სო­ფე­ლი იყო, 1989 წელს ჩემ­მა მშობ­ლებ­მა სახ­ლი იყი­დეს და საცხოვ­რებ­ლად იქ გა­და­ვე­დით, მაგ­რამ ომი რომ და­იწყო, იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხ­დით, ყვე­ლა­ფე­რი მიგ­ვე­ტო­ვე­ბი­ნა და სა­კუ­თა­რი თა­ვის­თ­ვის გვეშ­ვე­ლა. შემ­დ­გომ, მე ბე­ბია-ბა­ბუ­ას­თან ვი­ყა­ვი მეს­ტი­ა­ში, მშობ­ლე­ბი კი თბი­ლის­ში, ჩემს ძმა­სა და დას­თან ერ­თად. ერ­თ­მა­ნე­თი წე­ლი­წად-ნა­ხევ­რის მე­რე ვნა­ხეთ... ამ პე­რი­ოდს და­ემ­თხ­ვა იტა­ლი­ა­ში წას­ვ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და ამან ჩე­მი ცხოვ­რე­ბა სრუ­ლი­ად შეც­ვა­ლა, ბავ­შ­ვო­ბა და­მიბ­რუ­ნა. ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის ომი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის სა­ჭი­რო ეტა­პებს, ჯაჭვს ან­გ­რევს - ბავ­შ­ვო­ბა, ახალ­გაზ­რ­დო­ბა. პა­ლერ­მო­ელ­მა ოჯახ­მა კი ეს ბავ­შ­ვო­ბა და­მიბ­რუ­ნა. იქ მოგ­ზა­უ­რო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც მაქვს ხოლ­მე, შარ­შან ეს­პა­ნეთ­შიც ვი­ყა­ვით წა­სუ­ლე­ბი მე და დე­და, ახ­ლა ავ­ს­ტ­რი­ა­ში ვა­პი­რებ გამგზავრებას. ამ მხრივ, კარ­გად შე­იძ­ლე­ბა დრო­ის, სივ­რ­ცი­სა და იმ შე­საძ­ლებ­ლო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, რა­საც ევ­რო­პა იძ­ლე­ვა. ში­და გა­და­ად­გი­ლე­ბე­ბის­თ­ვის დი­დი თან­ხე­ბი არაა სა­ჭი­რო. თა­ვი­სუფ­ლად მოძ­რა­ო­ბის, სწავ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბაა. იტა­ლი­ე­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში დიპ­ლო­მის დაც­ვა დი­დი მოვ­ლე­ნაა, რად­გან სწავ­ლა რთუ­ლია და ყვე­ლა კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლის­თ­ვის დღე­სას­წა­უ­ლი ეწყო­ბა, დიპ­ლო­მა­ღე­ბულს დაფ­ნის გვირ­გ­ვინს ად­გა­მენ და მე­რე წვე­უ­ლე­ბას მარ­თა­ვენ. მეც და­მად­გეს ეს გვირ­გ­ვი­ნი.

სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი და წიგ­ნე­ბი
- რაც შე­ე­ხე­ბა სამ­სა­ხურს, მინ­და, აქა­ურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში დავ­რ­ჩე და სწავ­ლა და კვლე­ვა გან­ვაგ­რ­ძო. იქ მოხ­ვედ­რა ძალ­ზე რთუ­ლია და თუ ეს ვერ მო­ვა­ხერ­ხე, ვნა­ხოთ, რა იქ­ნე­ბა. წე­რას აუცი­ლებ­ლად გან­ვაგ­რ­ძობ, ვთვლი, რომ ეს ჩე­მი გზაა და იმე­დი მაქვს, ჩე­მი მცდე­ლო­ბე­ბი გა­ა­მარ­თ­ლებს. სხვა­თა შო­რის, "ჩაწყო­ბე­ბი" იტა­ლი­ა­ში­ცაა, ოფი­ცი­ა­ლუ­რიც კი, ვი­თომ­და "სა­რე­კო­მენ­და­ციო წე­რი­ლის" სა­ხით. ცდი­ლო­ბენ, მის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ ახერ­ხე­ბენ. ამ მენ­ტა­ლი­ტე­ტის შე­დე­გია მა­ფია და პი­რი­ქით, მა­ფი­ის შე­დე­გია ეს, ყვე­ლა­ფე­რი ღრმა­დაა გამ­ჯ­და­რი, ზო­გა­დად ამ ტერ­მინს აღარ იყე­ნე­ბენ, მაგ­რამ ფე­ნო­მე­ნი იგი­ვეა და მათ მთა­ვარ პრობ­ლე­მად რჩე­ბა.
სა­მო­მავ­ლოდ, ვა­პი­რებ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ზე წიგ­ნი დავ­წე­რო, სა­დაც ქარ­თულ კულ­ტუ­რას უკე­თე­სად წარ­მო­ვა­ჩენ. შემ­დეგ კი რა­ი­მე მოქ­მე­დე­ბას იტა­ლი­ა­შიც გავ­შ­ლი და სი­უ­ჟეტს ამ ორ კულ­ტუ­რას­თან და­ვა­კავ­ში­რებ. თუ რო­მე­ლი­მე სა­გა­მომ­ცემ­ლო სახ­ლი ინ­ტე­რესს გა­მოთ­ქ­ვამს, ჩემს და­ბეჭ­დილ წიგნს ალ­ბათ ქარ­თუ­ლა­დაც ვთარ­გ­მ­ნი.

07.06.2016


ბმული:
* http://gza.ambebi.ge/life/3526-dansgsresusli-bavsshsvosba-dafsnis-gvirsgsvisni-da-qarsthsvesli-gosgosnas-itaslisusri-tsarsmastesbesbi.html

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: რუსკა ჟორჟოლიანი Ruska Jorjoliani   

Back to top Go down
 
რუსკა ჟორჟოლიანი Ruska Jorjoliani
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: