არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 უშანგ სახლთხუციშვილი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4358
Registration date : 09.11.08

PostSubject: უშანგ სახლთხუციშვილი   Mon Dec 11, 2017 3:23 pm



უშანგ სახლთხუციშვილი

ცნობილი მეცნიერი ონომასტიკოსი, ლატვიელ კლასიკოსთა მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე


მარტყოფელი კაცის ნაფიქრალი...

ახლა რაღა გვიკვირს, თორემ გასული საუკუნის 60-იან წლებში, ჩემი სტუდენტობისას, სწორედაც რომ პროგრესულად ჩანდა საბჭოთა კავშირის უნივერსიტეტებში სტუდენტთა მივლინება, ერთურთში გაცვლა-გამოცვლა ბეჯითი ახალგაზრდებისა. მახსოვს, უშანგ სახლთხუციშვილი რიგაში გაუშვეს, სადაც სრულყოფილად დაეუფლა იგი ლატვიურ ენას, თარგმნა არაერთი კლასიკური ნაწარმოები და ქართველი მკითხველი დააახლოვა ლატვიურ კულტურას.
ჩამოვიდა უშანგი ლატვიიდან და დედაუნივერსიტეტში სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა ტოპონიმიკის კვლევის ცენტრში, აქვე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და გამოსცა მშვენიერი წიგნები - "ადგილის დედა, ანუ რას მოგვითხრობენ ტოპონიმები", "გარეკახური ლექსიკონი". მისი უდროო გარდაცვალების შემდეგ გავიგეთ, რომ უშანგი შესანიშნავი პროზაიკოსიც ყოფილა. ჩვენმა ძვირფასმა ელგუჯა ლებანიძემ ჩვეული გულითადობით სიკვდილის შემდეგაც უმეგობრა უშანგს, მიხედა მის შემოქმედებას - შეაგროვა ერთ წიგნად, მიდგა-მოდგა, მწერალთა კავშირი დაიხმარა და გამომცემლობა "ეროვნულ მწერლობაში" გამოსცა უშანგ სახლთხუციშვილის მოთხრობების კრებული - "თოვლმა წაშალა ნაფეხურები"...

ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე ეს რამდენიმე მოთხრობა ადრე წასული კაცისა და ერთხელაც დამწყდა გული წუთისოფლის უკუღმართობაზე, ამაოებაზე... რას ვიზამთ, ღმერთს იმისთვისაც მადლობა, რომ შენ შენი საკეთებელი, რაც მოასწარი, ნიჭიერად, მამულიშვილურად აკეთე ჩვენო უშანგ, სხვაგვარად არც შეგეძლო მარტყოფელ კაცს - დღეს მარტყოფის მიწაში განსვენებულს...

16 აპრილს შენი დაბადების დღეა...

ბმული:
* http://www.opentext.org.ge/index.php?m=12&y=2009&art=6340

study


Last edited by Admin on Mon Dec 11, 2017 3:38 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4358
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: უშანგ სახლთხუციშვილი   Mon Dec 11, 2017 3:25 pm

ადგილის დედა ანუ რას მოგვითხრობენ ტოპონიმები / ტომი 1 ; უშანგ სახლთხუციშვილი ;
რედაქტორი: პაატა ცხადაია.
სახლთხუციშვილი, უშანგ. (ავტორი). ცხადაია, პაატა , რედაქტორი.
ფიზიკური აღწერილობა: 179,[1] გვ. ილ.
გამომცემლობა: თბილისი : ლომისი , 1997.
სარჩევი:
წინასიტყვაობის მაგიერ -- ისტორიის უტყუარი ფურცლები -- მარტყოფი -- აკრიანი -- ტევალი -- მამა ანტონის ნაკვალევზე -- იალნო -- ჭოტორი -- ახალსოფელი -- საცხენისი -- სად მდებარეობს სამგორი -- სათისჭალა -- საჯერნე -- ნორიო -- ლილო -- მასაგური -- ვარკეთილი თუ ვერკეთილა -- გლდანი თუ გრდანი -- მამკოდა -- ავჭალა -- ჯაჭვი -- საგურამო -- პატარძეული -- საგარეჯო -- ყანდაურა -- ვაჩნაძიანი -- მერე -- რომელი სახელი დაბრუნდეს? -- სიღნაღი -- ნუკრიანი -- ნიკორწმინდა თუ ნიკორციხე -- "ყაზბეგი" – ისტორია–ეტიმოლოგიისათვის -- ხარაგაული.

სკუინი, ზიგმუნდ
კოლუმბის შვილიშვილები : რომანი / ზიგმუნდ სკუინი ; ლატვიურ. თარგმნეს: ჯემალ სილაგაძემ და უშანგ სახლთხუციშვილმა ; [რედ. ნ. მაძაღუა ; მხატვ. ნ. ლაფაჩი]. - თბ. : მერანი, 1971. - 312 გვ. : 1 პორტრ. ; 21 სმ.. - 20000ც.[MFN: 9824]
UDC: 821.174-31
• სილაგაძე, ჯემალ (მთარგმნელი); სახლთხუციშვილი, უშანგ (მთარგმნელი); მაძაღუა, ნ. (რედაქტორი); ლაფაჩი, ნ. (მხატვარი);


ქარვის ზღვის პირას : ლატვიური მოთხრობები = Die Dzihtara luras: Latviesu Stasti / თარგმნა უშანგ სახლთხუციშვილმა ; კოლ. რედ. დავით იუკურიძე ; [მხატვ. ნ. ნარიმანიძე] ; საქართველოს მწერალთა კავშირთან არსებული მხატვრულ თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობების მთ. სარედაქციო კოლეგია. - თბ. : მერანი, 1990. - 236 გვ. ; 20 სმ.. - 5000ც.[MFN: 9831]
UDC: 821.174-32
• სახლთხუციშვილი, უშანგ (მთარგმნელი); იუკურიძე, დავით (რედაქტორი); ნარიმანიძე, ნ. (მხატვარი);
• საქართველოს მწერალთა კავშირთან არსებული მხატვრულ თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობების მთ. სარედაქციო კოლეგია;


გრივა, ჟან
ნოქტიურნი : [მოთხრობები] / ჟან გრივა ; ლატვიურიდან თარგმნა უშანგი სახლთხუციშვილმა ; [რედ. ნ. გოგოძე ; მხატვ. ნ. ხინველი]. - თბ. : ნაკადული, 1979. - 192 გვ. ; 20 სმ.. - 10000ც.[MFN: 9837]
UDC: 821.174-32
• სახლთხუციშვილი, უშანგი (მთარგმნელი); გოგოძე, ნ. (რედაქტორი); ხინველი, ნ. (მხატვარი);


სკუინი, ზიგმუნდ
კოლუმბის შვილიშვილები : რომანი] / ზიგმუნდ სკუინი ; ლატვიურ. თარგმნეს: ჯემალ სილაგაძემ და უშანგ სახლთხუციშვილმა ; [რედ. ნ. მაძაღუა ; მხატვ. ნ. ლაფაჩი]. - თბ. : მერანი, 1971. - 312 გვ. : პორტრ. ; 21 სმ.. - 20000ც.[MFN: 11488]
UDC: 821.174-31
• სილაგაძე, ჯემალ (მთარგმნელი); სახლთხუციშვილი, უშანგ (მთარგმნელი); მაძაღუა, ნ. (რედაქტორი); ლაფიჩი, ნ. (მხატვარი);

study


Last edited by Admin on Mon Dec 11, 2017 3:42 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4358
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: უშანგ სახლთხუციშვილი   Mon Dec 11, 2017 3:32 pm



წიგნი - „სულ იმ ყეყეჩი პაულინეს ბრალია“ (მოთხრობები)
ავტორი - ვიზმა ბელშევიცა
ლატვიურიდან მთარგმნელი - უშანგ სახლთხუციშვილი
რედაქტორი - თამაზ ხმალაძე
მხატვარი - კარლო ფაჩულია
გამომცემლობა - თბილისი : [გ.გ.] , 1999.
გვერდები - 152

სარჩევი
* რედაქტორისაგან
* სულ იმ ყეყეჩი პაულინეს ბრალია - ამ მოთხრობის მიხედვით კინორეჟისორმა ვიია ბეინერტემ 1979 წელს რიგის კინოსტუდიაში გადაიღო ამავე სახელწოდების 24 წუთიანი მოკლემეტრაჟიანი ექსცენტრიკული კომედია.
* სამი გირვანქა სოსისი
* ბურბეწიშა
* ტიმოთელა
* უბედურება ოჯახში
* პრანწია

Vizma Belševica - Tās dullās Paulīnes dēļ (stāsti), No latviešu valodas tulkojis Ušangs Sahlthucišvili, 1999

ბმული:
* https://ka.wikipedia.org/wiki/ვიზმა_ბელშევიცა

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: უშანგ სახლთხუციშვილი   

Back to top Go down
 
უშანგ სახლთხუციშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთარგმანებელთა და თარგმანთათვის-
Jump to: