არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 დავით რობაქიძე

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: დავით რობაქიძე   Fri Nov 10, 2017 2:02 pm


David Robakidze

დავით რობაქიძე

სხვა სახელი: როქბაიძე (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი: 7 იანვარი, 1975 (42 წლის)
კატეგორია: ფილოლოგი

ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: თერჯოლის რაიონი, სოფელი ჩხარი.
დაამთავრა თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი 1999 წელს.
ლიტერატურათმცოდნე.
სხვადასხვა დროს მუშაობდა გაზეთების რედაქციებში, 1993 წლიდან ახალგაზრდულ გაზეთ "კოქტეილში" კორესპონდენტად, პარალელურად ხელმძღვანელობდა სარეკლამო სააგენტო "ორიონს", 1995 წლიდან ლიტერატურულ გაზეთ "პედადოქსში" , როგორც ერთ-ერთი დამფუძნებელი, 1995-1999წწ. სწავლობს კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტში ლიტერატურის დაოსტატობის ფაკულტეტზე, 1999 წლიდან ამავე ინსტიტუტის ასპირანტი შესაბამისი სპეციალობით.

ბიბლიოგრაფია
* „რას ნიშნავს ადამიანი“ (ლირიკა) - თბილისი, სიესტა, 2007. - 55გვ.

ბმული:
* http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00000502/
* https://www.facebook.com/D.Robakidze?lst=100002035099487%3A1819779854%3A1510308105
* http://siestabooks.blogspot.com/2009/04/david-robakidze.html
* https://youtu.be/byOIsCSe3lw
* http://gf.ghn.ge/author.php?name=რობაქიძე%20დათო

Arrow


Last edited by Admin on Fri Nov 10, 2017 3:49 pm; edited 4 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: დავით რობაქიძე   Fri Nov 10, 2017 2:16 pm

დავით რობაქიძე

რას ნიშნავს ადამიანი?

ადამიანი ნიშნავს:
მოზელილი თიხის ცომით კაცის ფორმის ყულაბას რომ გამოაცხობ
და ნეკნის ადგილზე ხურდა ფულის ჩასაგდებს დაუტოვებ.
ადამიანი ნიშნავს:
მოზელილი თიხის ცომით კაცის ფორმის ყულაბას რომ გამოაცხობ
და ბაზრის დახლზე წამოაყუდებ გასაყიდად.
ადამიანი ნიშნავს:
მოზელილი თიხის ცომით კაცის ფორმის ყულაბას რომ გამოაცხობ
და ზურგის უკან მოახედებ მოძრავ მშობლებზე გამობმულ ბავშვებს.
ადამიანი ნიშნავს:
მოზელილი თიხის ცომით კაცის ფორმის ყულაბას რომ გამოაცხობ,
დღის ბოლომდე რომ ვერ გაყიდი და შეუფუთავს წაიღებ სახლში.
ადამიანი ნიშნავს:
მოზელილი თიხის ცომით კაცის ფორმის ყულაბას რომ გამოაცხობ
და შვილს უსახსოვრებ, ვიდრე ხურდა ყელში ამოუვა წელში გადატეხოს.
ადამიანი ნიშნავს:
მოზელილი თიხის ცომით კაცის ფორმის ყულაბას რომ გამოაცხობ
და როგორ გამოაცხვე ვერასოდეს აუხსნი ყველას.

ბმული:
* http://gf.ghn.ge/view.php?post=291




* „რას ნიშნავს ადამიანი“ ("ვიკტორია ეპისტემიასათვის") : [ლექსები] / დავით რობაქიძე ; [რედ. ვახტანგ ჯავახაძე ; შოთა იათაშვილის წინასიტყვ.]. - თბ. : [სიესტა], 2007. - 55გვ. ; 20სმ.. - ISBN 978-99940-908-0-8 : [ფ.ა.][MFN: 130515]
შინაარსი: რას ნიშნავს ადამიანი?; ***მსურდა გავყოლოდი ტრამვაის; ***სასიცოხლო მნიშვნელობის ხეებს; ***თოვდა და გრიპით კბილებამდე შეიარაღებული; საზამთრო; ***მიხო ნათლისმცემლის თავებს აგროვებს; ობიექტი; ***ვიდრე თქვენ გეძინათ; ***ადამის ცოლი შედგება ფულისაგან; მანეკენი; ***ხმა მიეცი სიკვდილს; გაფრენის მოგონება; ***ვინც გაჩუმდა მან ქვები აღაღადა; "საკმარისი გაკვეთილი"; ***ღარიბად მოწყობილ თავში, სადაც; სამზარეულოში; იოანეს სიმღერა; ***უდროო დროს წავიდა ჩვენგან; პოსეიდონია და სხვ.


გელა ოდიკაძე

ზუსტი მეტაფორის ძიებაში

დავით რობაქიძე, რას ნიშნავს ადამიანი (ლექსები). რედაქტორი ვახტანგ ჯავახაძე. თბ. “სიესტა”, 2007.

ერთი კრიტიკოსი სამართლიანად აღნიშნავდა, რომ თანამედროვე ქართულ პოეზიაში წარმოიშვა ერთგვარი “ცარიელი სივრცე”, რომელიც შეიძლება შეივსოს. ეს “ცარიელი სივრცე” დღევანდელი რეალობის ექსცესურ სიმწვავეს, პარადოქსულ ნაირგვარობას, ლამის სრულ ფანტასმაგორიულობას ითვალისწინებს და პოეზიისგანაც შესაბამის რეაგირებას მოითხოვს.
არ ვიცი, შეიძლება ზოგიერთმა იდავოს კიდეც ამ “ცარიელი სივრცის” არსებობის გამო, მაგრამ ერთი რამ ცხადია: დავით რობაქიძის პოეზია ადასტურებს ჩვენი ყოფიერების (კონკრეტულად, დღევანდელობის) პარადოქსულობას და შესაბამისად ეპასუხება კიდეც მას, რითაც “ცარიელ სივრცეს” ავსებს.
მსგავსი ცდები XX საუკუნის 20-იან წლებში არსებობდა და ახლაც XXI საუკუნის პირველ ათეულში საგრძნობლად იკიდებს ფეხს. ოღონდ ერთი საუკუნის ინტერვალი, ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა აღიბეჭდოს რამენაირად პოეტურ ცდებში და თამამ ექსპერიმენტებში, ვინაიდან დღევანდელი რეალობა გლობალური თვალსაზრისით მნიშვნელოვანწილად განსხვავდება ასწლეულის წინანდელი რეალობისგან.
დავით რობაქიძე ასოციაციურ სტრიქონებსაც თხზავს, რაც XX საუკუნის ხანგრძლივი გამოცდილებაა. აი, ვთქვათ, უაღრესად ლაკონური ლექსები: “მეთევზე ძილმა ჩაითრია და უცებ ფხიზელი დაიჭირა”, ან ასეთი: “კვერცხი დადებითი მოვლენაა”, ან კიდევ: “მიცურავს ბატი, ეს ვიცე-გედი”.
XX საუკუნის 20-იან წლებში ასოციაციებთან გადაქსოვილი ლაკონიზმი არ არსებობდა, ეს გვიანდელი გამოცდილება რობაქიძემ ევროპული პოეზიის საუკეთესო ნიმუშებიდან გაიზიარა. ამგვარი ასოციაციური დინებები უფრო ვრცელ ლექსებშიც არის გადატანილი.
დავით რობაქიძე სრულიად წინასწარგანუჭვრეტელი პოეტია. მისი ლექსის დასაწყისს ვინც წაიკითხავს, ძნელია წარმოიდგინოს სასურველი გაგრძელება. ზოგჯერ რობაქიძე ისეთ მოულოდნელ სიტყვათშეხამებას, აზრს ან მეტაფორას გვთავაზობს, რომ მკითხველი პირველი წაკითხვისას იბნევა, მეორე და მესამე გადაკითხვა კი ყველაფერს თავ-თავის ადგილს უჩენს.
საინტერესო ლექსია დავით რობაქიძის “ოფშორეული სიყვარული”. ლექსის ინტონაცია ნაცნობია და ტრადიციული, მაგრამ ამ ტრადიციული ინტონაციის ჭრილში იმდენად მოულოდნელი სახეები იჩენს თავს, რომ საგრძნობი კონტრასტი ესთეტიკურ ეფექტს ბადებს.
დავით რობაქიძეს აქვს მიძღვნითი ლექსები, მაგრამ ეს მიძღვნითობა სრულიადაც არ არის ტრადიციული. სხვადასხვა ახალგაზრდა ქართველი პოეტების და პროზაიკოსებისადმი მიძღვნილი ნაწარმოებები, თითქოს განკერძოებით დგას და არაფერი აქვს საერთო ადრესატებთან. აქ უფრო ფარული კონტაქტია დამყარებული.
პოეტმა შოთა იათაშვილმა დავით რობაქიძის პოეზიაში კომიკური მეტაფორების პოზიტიური ენერგია შენიშნა. არ ვიცი, შეიძლება ეს თვალსაზრისი ზედმიწევნით ესადაგება კიდეც რობაქიძის პოეზიას, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ხაზგასმული კომიზმი კონკრეტულ შემთხვევაში კომიზმად აღარ აღიქმება, რადგან ავტორის ბუნებრივი და თითქმის მუდმივი მდგომარეობაა. დავით რობაქიძე რაღაც გარკვეულ ხერხს კი არ მიმართავს, ვთქვათ, კომიკურ მეტაფორულობას ან სკაბრეზულ წიაღსვლებს, არამედ ძალდაუტანებლად, შთაგონების ოდნავი ბიძგით წერს ლექსებს და თავის მუდმივ, თითქმის ჩვეულებრივ მდგომარეობას აფიქსირებს.
დავით რობაქიძის პირველივე ლექსი “რას ნიშნავს ადამიანი?” (რაც წიგნის სათაურიცაა) ამჟღავნებს მისი პოეტური აზროვნების თავისებურებას: აქ პოეტური პარალელიზმები პარადოქსებზეა აგებული, განმეორება აძლიერებს მხატვრულ ეფექტს, დამაგვირგვინებელი სტრიქონი კი შინაგანი სამყაროს და საერთოდ ადამიანის ფენომენის აუხსნელობაზე მეტყველებს: “მოზელილი თიხის ცომით კაცის ფორმის ყულაბას რომ გამოაცხობ და როგორ გამოაცხე ვერასოდეს აუხსნი ყველას”.
დაახლოებით იგივე პრინციპზეა აგებული ლექსი “იოანეს სიმღერა”. აქაც პარალელური სტრიქონები აძლიერებენ ეფექტს და შინაარსი კი პარადოქსულია.
დავით რობაქიძეს აქვს ლექსები, სადაც გაშლილი მეტაფორა მახვილგონიერებას ერწყმის და ყოველივე ამასთან ერთად ნატიფი აზრიც მოძრაობს. ეს უკვე თავისებური ოსტატობაა, ოღონდ ფარული, თითქმის უჩინარი ოსტატობა: “შენ ხარ ურემი. / შებმული გყავს გულისა და გონების ხარი, / ტვირთს გაზიდვინებს უხმო კაცი სახრეთი ხელში, / შენ ხარ ურემი და როდესაც გადაბრუნდები, / გზა გამოჩნდება.”
დავით რობაქიძე თავისი თაობის ყველა სხვა პოეტისაგან იმით განსხვავდება, რომ ის მთლიანად ენდობა თავის შინაგან ხმას და ამგვარად მინდობილი მიჰყვება თვითდინებას. ამიტომაც არის ალბათ ამოვარდნილი ნაცნობი ლიტერატურული სამყაროდან და ყველაზე მეტად საკუთარ თავს ჰგავს, რომლის კონტურებიც ჯერ არ არის გამოკვეთილი. ეს კონტურები მაშინ მუქდება და მაშინ იკვეთება, როცა პოეტი ზუსტად ახვედრებს სამიზნეს და ასეთ მეტაფორას გვთავაზობს: “მსურდა ვყვარებოდი კაკლისმურაბისთვალებიან აფრიკელ გოგოს”.

©️ “ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
February 23, 2009

ბმული:
* http://arilimag.ge/გელა-ოდიკაძე/

Arrow


Last edited by Admin on Fri Nov 10, 2017 2:50 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: დავით რობაქიძე   Fri Nov 10, 2017 2:21 pm

დავით რობაქიძე

ავტობუსის სიზმარი

(დავით ქართველიშვილს)

და დაესიზმრა ავტოსადგომზე განაბულ ცარიელ ავტობუსს
დღის განმავლობაში გადაყვანილი მსუბუქი აზრები,
დაესიზმრა სიკვდილთან თვალებით შეჯახება და თვალის ექიმი,
დაესიზმრა ლოდინი ცარიელ გაჩერებაზე სხვა მიმართულებით მოძრავი მგზავრების,
დაესიზმრა რომ მოეჩვენა, თითქოს ხელს უქნევდნენ ბავშვები
და დაწყევლა ერთსართულიანობა თავისი,
დაესიზმრა მოსახევბილეთიანი ყულაბა და სიცარიელეში ჟრუანტელის
მომგვრელი წკარუნი,
დაესიზმრა რომ გამქრალიყო სინდისის ტიხარი
და აღარ აწუხებდა მასზე მიწებებული ხატები,
აღარც თავდაყირა დაკიდებული ბურთიანი და უსუნო სამკუთხედები,
დაესიზმრა გიდივით ენალუღლუღა პაპი და ფეხზე მდგარი უბილეთო კაცი
მთელი გზა რომ ახდილ ლუქში იჭყიტებოდა,
დაესიზმრა ჩინური ანბანით დასველებული შუბლი
როგორ გადაიმშრალა საფეთქლებზე მიმაგრებული წარბებით,
დაესიზმრა რომ მოვიდა მძღოლი და გაქლექილი ნიკელის გასაღებით გამოაღვიძა.


Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: დავით რობაქიძე   Fri Nov 10, 2017 2:31 pm

დავით რობაქიძე

იოანეს სიმღერა

გწყევლი ჰეროდე!
ყველა კაფეში გწყევლი ჰეროდე!
ყველა რესტორნის მაგიდასთან გწყევლი ჰეროდე,
კაპუცინივით რომ მოაქვთ შენთვის ძვირფას გარსონებს
ჩემი მოჭრილი თავის კერძები.

გწყევლი ჰეროდე!
ყველა კაფეში გწყევლი ჰეროდე!
ყველა რესტორნის მაგიდასთან გწყევლი ჰეროდე,
სამზარეულოს ჯალათები რომ გამოწრთვენი.

გწყევლი ჰეროდე!
ყველა კაფეში გწყევლი ჰეროდე!
ყველა რესტორნის მაგიდასთან გწყევლი ჰეროდე,
ყველა კუთხის და კუნჭულის წრეში გძებნი და გწყევლი.

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: დავით რობაქიძე   Fri Nov 10, 2017 2:32 pm

დავით რობაქიძე

ირმის ფეხის მტვერი

ცაში დაფრინავს რამდენიმე მათ შორის თითი,
გამოგონილი ამბებისგან შეთხზული წერო.
სუნთქვაშეკრული დარბაზების საბავშვო მითი,
გამოვიყვანოთ ეკრანზე და ამოვხსნათ წირვა.
ჯერ ვითამაშოთ რძის სხივებში ჩაფლული მღვდელი,
წმინდა ხესთან რომ შესახებად ამზადებს გოგოს.
ვაჩუქოთ ბიჭი, ძველ სიმღერებს რომელიც მღერის,
შეკვეთილ პირებს ალაგებს და უკეთებს ლოგოს.

საღამოს, როცა შვიდს სცილდება ზამთრის მეცხრედი,
ივნისის დროით დეკემბრიჯის მზესავით მცივა.
უმძიმს საათის წიწაკები თანამეცხედრეს,
ვისი სახელიც აღარ მახსოვს და რითმა მცვივა.
ბნელ სასტუმროსთან ხმადაბალი კიბით დგას ბიჭი,
მას აივანთან მიპარული თვალები უყვარს.
ამ მდინარეში მოჭრილი მაქვს ათასი ჭიპი,
ამიტომ გვერდით გადავდივარ და ბიჭის უკან,
ვაგრძელებ სახლის გზადაკარგულ ქუჩებს და მიჭირს
დანებებული სიგარეტის უაზრო ქაჩვა
ვიტრინის ჯოხზე ჩამომჯდარი ჭიკჭიკებს წყვილი,
ფეხსაცმლის წინა ცხოვრებაში უხმარი ლანჩა
და მანეკენი სქელ ტუჩებზე წასმული ფხვნილით,
ქმნის გატრუნული აზროვნების უაზრო ლანდშაპტს.

სამაგიეროდ ქვაფენილის ღია ფანჯრიდან,
ანათებს ბოთლის სახურავის ჯანმრთელი შუქი.
უკვე რამდენჯერ მახსენდება ჩვენი მაგიდა,
პარალელური მაგიდიდან მოძღვნილი ლუდით.
აღარ მიხდება გადმოღება თაროდან კანტის
და ვარსკვლავებით გამოჭედილ წიგნში ჩახედვა,
რომ არ ვამტკიცო, თითქოს ბიჭის უკანა ნაწილს
ვიცნობ თუ არა გადაძახილ-გადმოძახილით,
ან არაფერში გადასახდელ სამადლო მხედრებს,
ცხელ წერტილებში ვისაც შეჰყავთ მძიმე ტექნიკა,
ყველა კითხვაზე გაჩენილი ბავშვების შემდეგ,
ბურთიერთობის რა ნიჭი აქვთ გუნდის ექიმთან!

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: დავით რობაქიძე   Fri Nov 10, 2017 2:33 pm

დავით რობაქიძე

მასწავლებელი

ჩვენი საკლასო ზეცა,
წესრიგდებოდა მაშინ
მასწავლებელი როცა,
შემოდიოდა კლასში.

თვითმფრინავები ხათრით
უბრუნდებოდნენ მერხებს,
ხოლო ქაღალდის ბურთის
ნაგვის ურნასთან შეხლა,
ასე გაგრძელდა ერთხელ…
მოგვესალმა და მსროლელს
ააღებინა ბურთი,
ჯერ თვითმფრინავი გახსნა,
მერე ქაღალდის ფურცელს

გადაატარა ხელის,
ნათელმხილველი გული,
გასუსულია კლასი,
მდუმარებაა სრული.

ისე კითხულობს, თითქოს
იღებს მიწიდან ცხედრებს.
gაუხედნელი ყურიc
ვეღარ გაურბის მხედრებს.

ვიდრე ცხენი ხარ, ამბობს:
სხვისი სიტყვები შავი,
გეჩვენება და პატრონს,
უნდა აუბა მხარი,

როცა მხედარი ხდები,
წელქვეშ ამღვრეულ მერანს,
რა მთვარის შუქზეც გასწმენდ,
ის შეეტყობა მელანს

და თუ საკუთარ ნაწერს,
შუბით გაუპობ ხახას,
მასში პატარა დიო-
კლეტიანესაც ნახავ.

მერე მიხვდები ვინ და
რა უნდა წეროს კაცმა,
თუ გული გექნა წმინდა,
თუ ხელი საზღვრებს გასცდა.

თქვა. – ვის ეკუთვნის, ადგეს,
გადაგდებული ლექსი,
ის გაქცევია ჰადესს,
მასთან ყოფილა მწყემსი.

ფეხზე არავინ ადგა,
მასწავლებლიდან ბურთი,
ნაგვის ურნაში ჩახტა,
ვით ამოსუნთქვის წუთი.

ბმული:
* http://gf.ghn.ge/view.php?post=318

Arrow


Last edited by Admin on Fri Nov 10, 2017 2:53 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: დავით რობაქიძე   Fri Nov 10, 2017 2:34 pm

დავით რობაქიძე

მძიმე ზამთრის ბუზი

ბუზის გაფრენის წინ დაჯავშნული ბილეთებით,
ვათავისუფლებ ოთახს, სადაც დარჩენას ვფიქრობ,
მიდის კარადა, ძველი ზმანების ილეთებით,
თავზე დაყრილი ჩემოდნების და გაზეთების, აპირებს
თითქოს დატოვებას, რაც არ სურს ფანქარს,
ფურცელზე ნდობის გამომხატველ უბრალო ასოს,
ტრფობის წყვეტას რომ მსაყვედურობს, ხაზდახაზ ჩანთქმას,
თანდათან იქით გადავყავარ ქაღალდის საშოს
და უხილავი ნეკროლოგის დაწერას მითმობს.

ტახტზე ძაღლისთვის გადაგდებულ ბალიშის ლუკმას,
მუთაქის ძვალს რომ ეფარება, რვა ბილეთს ვაძლევ,
ბუზი თავისას იტვირთება, არც მე ვარ უქმად,
ორნი ერთმანეთს ვეჯიბრებით, რომელი დავძლევთ.
დღეს ავუხვიე ვენერათითს ყურმილზე თვალი,
აღარ ავკრიფე ჩამოყრილი რიცხვები ხიდან,
მიზიდულობის ვაშლებისგან თავისუფალი
ვზივარ სადღაც და ტანზე მაკრავს სადღაცის ბინა.
გარეთ თავსხმაში გარეკილი ხმები ბღავიან;
ამტვრევენ ბლოკებს, პარტიებად იტყნავენ დედებს,
მეტი მოუწევს მეცოდება ბუზი ძალიან,
თავს იქაჩლავებს, გაცეცებით უყურებს კედელს,
მეფუტკრის თვალწინ მორიდებით რომ მშობიარობს,
სწორი ჭკუიდან გადამდგარი აგურის პირით,
შავ ტელევიზორს და ბზუმერზე პასუხის ნაცვლად,
თავშეკავებით უმკლავდება საკუთარ ტკივილს.

პიანინოსთან ბევრი მჯდარა, ბევრიც ამდგარა,
როდის გაუსწრო პიანინომ დომინოს, ფანდურს,
ანდა სალამურს, მოაბღავლეს ცხვრებმა ფანჯარას
ბუზი გაგიჟდა, ვერ გაუძლო მეტ სიაფანდურს
და გამოჭერილს იმ ფარდაში, რომელიც წეღან,
თქვენთვის არ მითქვამს-უნებლიეთ დავუგე მახედ,
ვიდრე წელებზე ფეხშედგმულმა ნივთები წნეხა,
ძაფიან ქაღალდს ვამზადებდი, ვუშვებდი მაქეთ,
სადაც იხვები ნაღვლით სავსე კალმის ტოტებით
ყინულზე წერენ გაზაფხულის წყალქვეშა ამბავს
და ბუხრის ირგვლივ მოთუხთუხე ლოცვა ქოთნებით
მავთულზე თოვლის გაჟღერებით არაფერს კარგავს.

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: დავით რობაქიძე   Fri Nov 10, 2017 2:37 pm

დავით რობაქიძე

საზამთრო

ყინულოვანი ოკეანის წყლებში,
თევზსაჭერ კატარღებს შორის,
ლომსაჭერ კატარღებს შორის,
სელაპების და თეთრი დათვების გარემოცვაში,
დაცურავს შუააზიური დიდი საზამთრო
ჩაძირული დედალი ჭიპით და ჭიპივით მოჭრილი ყუნწით
და დროდადრო მაღლა იხედება
წყლის აბეზღარბი მაცხოვრებლებით შეწუხებული,
ვინაიდან ისინი ერჩიან მის ყანწს
და ხლამობენ შეძრომას მის გასხივოსნებულ ჭიპში,
ვინაიდან ის ელის ამ ხელებს მთელი ქერქით და კურკით,
მთელი თავისი არსებობის მოხაზულობით
ელის ამ ლამაზ, ბატკანივით გაკრეჭილ ციდან,
როგორც დღეები ელიან მუყაოს კალენდარულ ყუთში
ჩამწკრივებული კვერცხებივით აღდგომის დღესასწაულს.

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: დავით რობაქიძე   Fri Nov 10, 2017 2:38 pm

დავით რობაქიძე

სპორტი

ყველა:
ფეხბურთი,
კალათბურთი,
ჰოკეი,
რაგბი,
რაც მოედანზე თამაშდება ან მაგიდაზე,
რასაც ცენტრი და საზღვარი აქვს
მიწის თუ ბადის,
რაც ტაბლაზე აწყობს წიწილებს,
ბადის შიგნით, თუ ბადის გარეთ გამოტეხილებს,
ყველა სპორტი;
თავს იყრის ბაღის აიწონა – დაიწონაში.

ფუნჯი – ფეხებში მიწაგამოცლილ ბავშვებს.
ჯოხის ცხენი ფეხით მიწაზე დარჩენილებს.
სიცარიელე უნაგირებს მაყურებლისთვის.

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: დავით რობაქიძე   Fri Nov 10, 2017 2:39 pm

დავით რობაქიძე

სუფთა წვენი

პროგრესული დიქტატორი ტრიბუნაზე სიტყვით წარსდგა,
უკანალი მოიქექა, შეისწორა ქამრის ლარტყა.
განაცხადა, რომ შვილია ოქროს მზის და ვერცხლის მთვარის,
დარბაზს თვალი გადაავლო, მომნუსხველი მხედართმთავრის.

იმ დარბაზში იყო ერთი სრული მოდგმის კაცთაგანი,
ღვთის განგებით ეპყრა სვეტი უხილავი ლავგარდანით.
უყურებდა მხედართმთავარს, არ უსვამდა კითხვებს რადგან,
არც დარბაზის მგლებს წყალობდა, არც დაწკეპლილ ვირებს ჰგავდა.

თითქოს ლანდი ყოფილიყო საუკუნის გაკრთა წამი,
წარსული და მომავალი შესვა აწმყომ ერთი ჯამით.
დარბაზს ცხვარი მიეძალა, გააძევა მგელი, ვირი,
პროგრესული დიქტატორი გაუყენა ბილიკს სტვირით.

ცხვარმა ხატზე დაიფიცა, ძაღლოვანმა უკლო ყეფას,
საგანგებოდ გამოცხადდა დოლორესას გზა და კეფა,
გზის პირველი გამკაფავი დაისახეს წინამძღოლად,
მამხილებელ გონებაში აღიმართა წინაღობა.

ზოგმა ეგოდ მიიჩნია, ზოგმა თავის მგონიათი,
წინაღობას შეუკერა უცხო სიტყვა გოლიათი.
ცივი შიშით დაძაბული გაძვრებოდა კისერს თხემი,
ვერძმა ყოჩი დაიხმარა, დარბაზიდან გაქრნენ თხები.

გადაძოვა წინაღობის ველ-მინდორი ცხვრების ფარამ,
საღამოს რძე მწყემსმა ჯამით მწუხრის სხივებს შეანამა,
დილით ცხვარი დარბაზიდან საბალახოდ გადის გარეთ,
მგლები თხებთან კამათობენ, ვირს ღებავენ წითელს, მწვანედ.

პროგრესული დიქტატორი შეეგუა კბილთა ხრჭენას,
ვირმა როგორ გააჭენოს, სპილომ თუ ვერ გააჭენა.
საკარგავში გაფანტული გროვდებიან ჩემი ცხვრები,
ვაი, ჩემო სიმართლეო, – უვიცთაგან შემირცხვები.

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: დავით რობაქიძე   Fri Nov 10, 2017 2:41 pm



დავით რობაქიძე

ღადოური

გაიღო შავი კარი,
გამოვიდა შავი კაცი,
შავი მანქანით,
გამოუდგა შავი კვამლი.
კაცმა უთხრა-
კვამლო საით მიჰკვალავო;
თავის ქალის ქალაქშიო,
დაბალ მაღალ ნარგავშიო,
კაცის შვილის ფილტვებშიო,
ნერვებსა და ფიქრებშიო.
იძრო კაცმა გასაღები,
დაჰკრა შავ კვამლს,
გაწყდა კვამლი,
ჩაიკეტა შავი კარი,
წამოვიდა კაცი ფეხით.

გაიღო წითელი კარი,
გამოვიდა წითელი კაცი,
წითელი მანქანით,
გამოუდგა წითელი კვამლი.
კაცმა უთხრა-
კვამლო საით მიჰკვალავო;
თავის ქალის ქალაქშიო,
დაბალ მაღალ ნარგავშიო,
კაცის შვილის ფილტვებშიო,
ნერვებსა და ფიქრებშიო.
იძრო კაცმა გასაღები,
ჰკრა წითელ კვამლს,
გაწყდა კვამლი,
ჩაიკეტა წითელი კარი,
წამოვიდა კაცი ფეხით.

გაიღო ყვითელი კარი,
გამოვიდა ყვითელი კაცი,
ყვითელი მანქანით,
გამოუდგა ყვითელი კვამლი.
კაცმა უთხრა-
კვამლო საით მიჰკვალავო;
თავის ქალის ქალაქშიო,
დაბალ მაღალ ნარგავშიო,
კაცის შვილის ფილტვებშიო,
ნერვებსა და ფიქრებშიო.
იძრო კაცმა გასაღები,
ჰკრა ყვითელ კვამლს,
გაწყდა კვამლი,
ჩაიკეტა ყვითელი კარი,
წამოვიდა კაცი ფეხით.

გაიღო თეთრი კარი,
გამოვიდა თეთრი კაცი,
თეთრი მანქანით,
გამოუდგა თეთრი კვამლი.
კაცმა უთხრა-
კვამლო საით მიჰკვალავო;
თავის ქალის ქალაქშიო,
დაბალ მაღალ ნარგავშიო,
კაცის შვილის ფილტვებშიო,
ნერვებსა და ფიქრებშიო.
იძრო კაცმა გასაღები,
დაჰკრა თეთრ კვამლს,
გაწყდა კვამლი,
ჩაიკეტა თეთრი კარი,
წამოვიდა კაცი ფეხით.

გაიღო გამჭვირვალე კარი,
გამოვიდა გამჭვირვალე კაცი,
გამჭვირვალე მანქანით,
გამოუდგა გამჭვირვალე კვამლი.
კაცმა უთხრა-
კვამლო საით მიჰკვალავო;
თავის ქალის ქალაქშიო,
დაბალ მაღალ ნარგავშიო,
კაცის შვილის ფილტვებშიო,
ნერვებსა და ფიქრებშიო.
იძრო კაცმა გასაღები,
გამჭვირვალე კვამლს გადაჰკრა
გაწყდა კვამლი,
ჩაიკეტა გამჭვირვალე კარი,
წამოვიდა კაცი ფეხით.

გაიღო პურის კარი,
გამოვიდა პურის კაცი,
პურის კალათით,
გამოუდგა პურის კვალი.
კაცმა უთხრა,- შინ დარჩიო.
კვალმა უთხრა,- იარეო.
იარეს და შეხვდნენ სხვა კაცს;
წამოსულა ღვინის კარით,
სიბრძნით სავსე დოქის ტარით.
დასხდნენ ხესთან:
გადაცვალეს ერთმანეთში,
გზას გაუდგნენ,
შინ ცოლ-შვილი ელოდებათ.

დაინახეს სხვა კაცებმა,
თქვეს; ამ ხესთან კიდევ მოვლნენ,
იქნებ ჩვენც მიგვიყვანონო.
გაიგონა ხემ და უთხრა:
მოდით, ახლოს მოდექითო.
მივიდნენ და ამოუდგნენ.
გამჭვირვალე მაღლა აძვრა,
დანარჩენი დაბლა დადგნენ.
შეკრეს წრედი, ხე შებოჭეს-
ხემ თქვა: ხელი გამიშვითო.
გამჭვირვალემ ჩამოსძახა,
არ გაუშვად იდექითო.
ხემ ფოთლები გაახილა,
ცას ახედა ფოთოლებით,
ცამ ჩახედა ვარსკვლავებით.
შეეშინდათ კაცებს და თქვეს;
დავიშალედ ყველა,
სახლში ვბრუნდებითო.

გამჭვირვალე გველეშაპმა,
გამჭვირვალე კაცით შიგნეული შეიფერა.
თეთრმა გველეშაპმა,
თეთრი კაცით ისაუზმა.
ყვითელმა გველეშაპმა,
ყვეთელი კაცით ისადილა.
წითელმა გველეშაპმა,
წითელი კაცით ისამხრა.
შავმა გველეშაპმა,
შავი კაცით ივახშმა.
სადაც იყვნენ იქვე დარჩნენ:
მათი ბედი აგვაშოროს
სალოცავმა ხე გვიცოცოხლოს.

ჭიქა,
ლაქა,
ქიქა,
ფაქა.


2014


ბმული:
* https://egoarts.wordpress.com/2014/10/16/დავით-რობაქიძე-ლექსები/

Arrow


Last edited by Admin on Fri Nov 10, 2017 3:50 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: დავით რობაქიძე   Fri Nov 10, 2017 2:45 pm

დავით რობაქიძე

მკვლელი

ვშიმშილობ, როცა ხალხი ვერ ჭამს,
ვშიმშილობ, როცა ხალხი ვერ სვამს,
ვშიმშილობ, როცა ხალხი ვერ ძღება,
ვმშიმშილობ, როცა ყველას ენძრევა,
ვმშიმშილობ, როცა ყველა ტყუის,
ვშიმშილობ, გაუთიბავ ზიზღში,
ვშიმშილობ, სექსზე გაცვლილ ტყნაურში,
ვმშიმშილობ, დაუთესავ პურში,
ვმშიმშილობ სათესურში გადაკეთებულ დაკოდილ მარცვლეულში,
ვიცი რას გიშლის... რომ არ გამრავლდეს ისე, შენ რომ ჭკუა არ გკითხოს.
ადამიანი თუ არ დაიცავი, მოგკლავ!
ცხოველი თუ არ დაიცავი, მოგკლავ!
ფრინველი თუ არ დაიცავი, მოგკლავ!
მცენარე თუ არ დაიცავი, მოგკლავ!
ჰაერი თუ არ დაიცავი, მოგკლავ!
წყალი თუ არ დაიცავი, მოგკლავ!
ცეცხლი თუ არ დაიცავი, მოგკლავ!
მიწა თუ არ დაიცავი, მოგკლავ!

2017

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: დავით რობაქიძე   Fri Nov 10, 2017 2:47 pm

დავით რობაქიძე

შრატი

ლგბტ ჩურჩხელები,
ლგბტ ტყლაპები,
ბაზრის ომში წაგებულიც,
არსად ჩაიყლაპები.
აპუტუნე ურჩხულები,
ათავხედე ღლაპები,
ფსკერს ჩოგანით იგრილებენ,
ფქვილბადაგის ქვაბები.
ბავშვობიდან ეზიარე,
მშვიდად იტან დაცინვას,
ამ უსისხლო სიტყვით წირავ,
რვა თიკანს და რვა ციკანს.
მალე ისიც დაგენახოს,
ვისი კეტი აჯობებს,
ბაზრის მგელიც გაგელახოს,
შენს ცხვარს თუ დააჩოქებს.

2017

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: დავით რობაქიძე   

Back to top Go down
 
დავით რობაქიძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: