არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 ეკა კვიციანი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: ეკა კვიციანი   Fri Nov 03, 2017 3:54 pm


Eka Kvitsiani

ეკა კვიციანი

Studied at ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

Lives in Tbilisi, Georgia
Birthday - April 20

ბმული:
* https://www.facebook.com/eka.kviciani.52?lst=100002035099487%3A100004090591064%3A1509710145

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ეკა კვიციანი   Fri Nov 03, 2017 4:00 pm

ეკა კვიციანი

***

უკურნებელი სახადისგან მიხსენი, მთაო,
ჩააქრე ცეცხლი!
გულზე ეჭვის ნემსების როკვა!
არც მწვავს ბოლომდე,
ვეღარც მისი
ალებით ვთბები,
ათასი გველი შხამიანი ენებით მლოკავს...
ნუ მასმენინებ მდუმარების შემზარავ ექოს,
ნუ გამაბრუნებ სალოცავად წამოსულს, გზიდან,
ნუ დამაჯერებ, რომ ეს წყევლა სასჯელად მერგო
და ბოლო წამის ჩამოკვრამდეც მე უნდა ვზიდო...
შენ დგახარ უტყვი,
მოღუშული და გათოშილი,
თითქოს, მიმზადებ კიდევ უფრო მძიმე განაჩენს,
მითხარი, მთაო, რომ სპეტაკი თოვლით მოსილი
საკურნებელად გრძნეულ თითებს სულზე დამამჩნევ..
თორემ, როდესაც ძველებურად თავხედი ვნებით
გადაირბენენ ამ ნახანძრალ გულზე ალები,
სულისშემძვრელი სიცხადით და ტკივილით ვხვდები,
სასოწარკვეთას
მომაკვდავი ჭლექიანების,
შენს ცივ უბეში
განკურნების იმედით რომ
თავს აფარებდნენ
და მეშინია....

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ეკა კვიციანი   Fri Nov 03, 2017 4:01 pm

ეკა კვიციანი

***

მოაქვთ ღამეებს უთვალავი თოვლის ფანტელი,
სველი ფიქრების სუსხიანი კორიანტელი.
ვდგავარ ყინვაში გამხელილი, შეუმოსავი,
და მეშინია, შენი ქოხი ისე შორს არი,
სადაც ვგზავნიდი აღსარებებს, ცრემლის ბარათებს,
რომ მიდიოდნენ არსად, ანდა სხვა მისამართზე,
ახლაც არ ვიცი, შეუცვალათ გეზი რა ქარმა,
დღეს მხოლოდ ერთს გთხოვ, ვიდრე ეჭვის ზვავი დამფარავს -
ცეცხლის ალები იმ თვალების და იმ ტუჩების,
ტკივილად მენთოს, ნურასოდეს გამიყუჩდები...

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ეკა კვიციანი   Fri Nov 03, 2017 4:02 pm

ეკა კვიციანი

***

არასდროს წამოგცდეს ეს სიტყვა: -
"სიყვარული!" -
მოვლენ,
ცივ ხელებზე თეთრ ხელთათმანებს მოირგებენ,
გულში ღრმა ორმოს ამოგითხრიან,
მათი ზომის ორმოს.
შიგნით სიცარიელეს ჩაასვენებენ და წავლენ..
ქვასავით მძიმე იქნება,
ნისლივით ცივი და სველი იქნება,
გაუთენებელი წყვდიადი იქნება და
შენ მოგიწევს მისი ტარება მაშინაც,
საკუთარი თავიდან თუ გაიქცევი...
დაწყევლილია ეს სიტყვა: -"სიყვარული".
მოჯადოებულია ეს სიტყვა:- "სიყვარული"
ვერავინ აგხსნის,
ვერავინ გამოგილოცავს,
თუ შეგეყარა.
არასდროს წამოგცდეს!

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ეკა კვიციანი   Fri Nov 03, 2017 7:45 pm

ეკა კვიციანი

***

წავიდა ყველა,
მეორდება ისევ იგივე...
გარეთ თოვლია,
შელახული და გათელილი.
სხეულზე ყინვაშემოცმული
ეჭვის სიგრილე,
დილაადრიან
მოსრიალდა სულში გველივით.

და მინაკუწებს წუხანდელი
სიზმრის ნარჩენებს...

ყელზე კი არა,
სადღაც შიგნით,
სიღრმეში მიჭერს,
ისე ვიწროა
მარტოობის მჭიდრო ქამარი...
დავკარგე გეზი
და სინათლის დანახვის ნიჭი.
წავიდა ყველა,
ჯერ მომსვლელიც,
არ ჩანს არავინ.

ამ გვირაბიდან გამოსაღწევ
გზას ვინც მაჩვენებს...

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ეკა კვიციანი   Fri Nov 03, 2017 7:46 pm

ეკა კვიციანი

***

ნურასდროს იტყვი,
რომ შეძელი,
რომ კარგად მიცნობ,
თვალახვეული ნუ ენდობი
მოლიპულ ვიწრობს,
ნუ იმახსოვრებ ღამეების
უმწეო ცახცახს,
მატყუარაა სხივჩამდგარი
დღეების ასხმაც...
თვალებში ბევრჯერ ნაპერწკლები
ავად რომ ელავს,
ნუ გაიოცებ, დამერწმუნე,
დღეს ესეც მე ვარ!
მე შემიძლია უმოწყალოდ
ყველაფრის ნგრევა!
შორიდან რაც ჩანს, ტყუილია,
პოზაა, ფარსი,
სხვა ყველაფერმა
დიდი ხნის წინ
დაკარგა ფასი...
ნურასდროს მეტყვი, რომ შეძელი
წაკითხვა წვიმის,
ან ცრემლი წყლისგან გაარჩიე -
ნუ მომგვრი ღიმილს....
რომ ისე მიცნობ, შეგიძლია
ბრმასავით მენდო,
რომ დაკარგული ვერ იქნება
ვერაფრით ეს დრო...
მოურჩენელი ხდება ხშირად
და მძიმე ჭირი -
აუხილავად დარჩენილი
თვალების ჭრილი...
ჩემი დანახვა დამერწმუნე,
შეგაკრთობს მხოლოდ,
და სანამ კიდევ ამოივლი
საფეხურს ბოლო
გეტყვი:- ყინულის სასახლეა,
სადაც მე ვსახლობ-
ნუ მოხვალ ახლოს!

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ეკა კვიციანი   Fri Nov 03, 2017 7:47 pm

ეკა კვიციანი

***

ამაოდ ბზუიან კრაზანები,
ნექტარი უკვე ჩაწურულია
დუმილის სკაში.
– გამოგადგება,
წვეთ სიტკბოს როცა დაუწყებ ძებნას,
სასიცოცხლოდ აუცილებელს....

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ეკა კვიციანი   Fri Nov 03, 2017 7:48 pm

ეკა კვიციანი

***

როცა კითხულობ -
ის, ვინც ათასი წლის წინ
შენი ლექსის ბინადრად იქცა,
რა სიფაქიზით და განცდით წერს
ვიღაცის გრძელ და მოქნილ თითებზე...
შენ
გახსენდება მხარბეჭიანი, მაღალი და ტლუ კაცი,
რომელიც აგერ, საუკუნეა,
გულმოდგინედ ცდილობს,
მთელი მისი ღირსება -
გაშლილი მხრები და
კუნთებად ასხმული ხორცის ნაჭრები დაგანახოს...
შენ კი ვერასდროს შეძელი,
ამ ათლეტური მონდომების სანაცვლოდ,
ერთი სტრიქონი მაინც გადაგეხადა...
გახსენდება და საკუთარ,
სიმწრით დაკვნეტილ თითებს უბრაზდები,
რომლებიც
ღმერთზე,
ტკივილზე,
არარსებულ სიღრმეებსა და სიმაღლეებზე
და ( უკაცრვად!)
მიფურთხებულ
სიყვარულზე წერაში გაცვდნენ....

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ეკა კვიციანი   Fri Nov 03, 2017 7:49 pm

ეკა კვიციანი

***

გამოლევამდე გზის, რომელსაც
სიცოცხლე ჰქვია,
საკუთარ ჩრდილებს გავურბივართ,
ანდა – გარს ვუვლით....
ყველა ჭრილობა პირს იკრავსო,
ადრე თუ გვიან,
ადრე თუ გვიან ყველაფერი
ხდება წარსული...
მაგრამ მე ისე გადავები
სულის ფესვებით,
ტკივილთან-
ალბათ, ვეღარ შევძლებ,
გზაში დავტოვო...
იქნებ, მირჩიო,
ცრემლგამშრალი ჩემი ლექსების,
არათუ მხოლოდ ადრესატო -
თანაავტორო –
თუ გეგულება ხავსზე უფრო
მყარი საგანი,
ხელჩასაჭიდად,
შევაჩერებ მასზე არჩევანს...
მაგრამ თუ ჯერაც არ არსებობს
რამე, სხვაგვარი
ხსნა,
ამ ლექსებში მოგესაჯოს
მაშინ, დარჩენა...

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ეკა კვიციანი   Fri Nov 03, 2017 7:50 pm

ეკა კვიციანი

***

ასეთი არის ჩემი გული, მას ვინ გამოცვლის -
მდინარეების აზვირთება და დაგუბება.
გულდიდობისას ერთ პატარა წვეთად წამოსცდი,
და ახლა, როცა კალაპოტში შფოთვით ბრუნდება,
ამბობს, რომ არ ხარ, საგულეში ჩაატევს ვისაც,
ანუ ვინც ხსოვნის პალიტრაზე სილურჯედ შრება,
არყოფნიდანაც, თუკი მხოლოდ სიყალბე გიჩანს,
მარადისობას სამახსოვროდ რა დარჩეს შენგან? -
- აღარაფერი! - ახლა მხოლოდ სიტყვად მინდიხად,
მანამდე უნდა გიმეორო, გწერო და გშალო,
ვიდრე დაშრები, დახურული გულისშიგნიდან
ჩაგუბებულო ტკივილო და ლექსების შხამო...

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ეკა კვიციანი   Fri Nov 03, 2017 7:51 pm

ეკა კვიციანი

***

მივდივარ ჩუმად,
უხმაუროდ,
სვენებ - სვენებით,
ნუღარ ეცდები,
დღეს ვერაფრით
შემეშველები...
უკან რჩებიან
ზამთრებიც და
გაზაფხულებიც,
შხამნასვამები,
დაღლილები,
დაზაფრულები...
დავტოვე სახლი,
სავსე ხმებით,
სავსე ჩრდილებით,
დაწერილია,
ბედის მწერალს
ვემორჩილები...
გაფრინდა სული,
გარდაცვლილებს
მიწა მიელის....
სხეული მიმაქვს
და სიმძიმე
სიცარიელის...

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ეკა კვიციანი   Fri Nov 03, 2017 7:51 pm

ეკა კვიციანი

***

სულ ერთი წვეთი იყავი, თითქოს
და მერე ასე რამ აგადიდა,
როგორ გაბევრდი ან რატომ ითხოვ,
აქ გუბდებოდე, დასაბამიდან...
შორს არის ჯერაც, გაამინდება -
მზე ქარიშხლების ყელში გაჩრილა,
სულში უძრავად დგას გარინდება,
და შიში - სისხლის ლურჯი დაჩრდილვა
ძარღვებში წევს და ორკაპა ენით
კედლებს შიგნიდან ეკვრის და ლოკავს,
ჩემში ვიღაცა მწუხრისას მღერის,
თუ გამომთვრალი ტკივილი როკავს...
რამდენჯერ, ისევ, ელდისგან ვკრთები,
ხსოვნის წვეთიდან როცა ზღვაურობ,
და მეძახიან დაჭრილი ფრთები,
შენს სივრცეებში სამოგზაუროდ.
როგორც წყევლამ და როგორც ამინმა,
ჩამოიარა ერთხელ შენმა ხმამ,
სულში ის ერთი წვეთი ჩამიდგა
და ამოუშლელ ლაქად შემახმა.
ვინ მეტყვის, ასე რამ აგადიდა,
აზვირთებულო წვეთიდან, თითქოს,
ავად ბობოქრობ, დასაბამიდან
და შენს მორევში ჩავიხრჩო, - ითხოვ!
დაე, აღსრულდეს! მხოლოდ მანამდე,
მოდი, წამით კვლავ დაგემდურები,
იქნებ, დუმილის შხამში გაზავდეს,
ჩემი ხმამკვდარი საყვედურები...

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ეკა კვიციანი   Wed Nov 08, 2017 10:52 am

ეკა კვიციანი

***

ეს იყო გუშინ...მთანგავდი, მწვავდი,
ვეღარ ვიხსენებ იმ ძველ ნათებას,
გულში ვიმარხავ ერთ სიტყვას:-"წადი!"
მკვდარი დღეების გასამართლებლად.

ახლა ნეტავ, რა მალაპარაკებს,
ან ნეტავ, უკვე რა დროს ლექსია...
აღარ ამძიმებს ცისფერ ბარათებს
არც სათქმელი და არც პოეზია...

გაფენილი მაქვს მთების უბეში,
თეთრი ნისლების თეთრი კარავი,
გზააბნეული მგზავრის ნუგეში,
დუმილით სავსე და შემზარავი.

ვიღაც კი სისხლში მაპარებს ავ სენს -
სიყვარულს -
შხამით მიწერს ეპილოგს...
მაგრამ მე გული მკვდრებით მაქვს სავსე,
უფრო როგორღა უნდა მეტკინოს?..

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ეკა კვიციანი   Wed Nov 08, 2017 10:53 am

ეკა კვიციანი

***

შენ უკვე იცი, გულდიდობებს მერე რა მოჰყვა
და ახლა ჩემმა გარინდებამ რომ არ შეგზაროს,
გეტყვი, რომ გულის მორევიდან მკვდრები ამომყავს,
ანუ - ვთევზაობ...

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ეკა კვიციანი   Thu Nov 09, 2017 9:30 am

ეკა კვიციანი

***

ისე თქვი, თითქოს მამშვიდებდი კიდეც, სიცხიანს,
რომ ამ ამინდში, თუ გაფინე, სულიც გაშრება,
მერე კი თვალი ამარიდე, როგორც იციან,
სარკის წინ მდგარმა,დაბნეულმა, დიდმა ბავშვებმა.

და ვიდრე მთვარე გულისპირზე მეჯდა ღილივით
(არ ვიცი, ალბათ, გულისცემას თუ მისინჯანდა)
შემოგეშველა, უხერხული შენი ღიმილი
სულმოუთქმელად გამოცალა ყავის ფინჯანმა...

მერე ცდილობდი, გესაუბრა მშვიდად და დინჯად....
როცა ჩამომწყდა მკერდიდან და ღია ვერანდას
დაუწყო მთვარემ მოჭუტული თვალებით სინჯვა,
და მთელი ღამე მსტოვარივით, ფრთხილად გვზვერავდა...

ღამე კი იდგა, უმოძრაოდ იდგა და დუმილს
ახამხამებდა მილულული თვალის გიშრიდან,
ჩვენ ვერ მივუხვდით, დახუჭული და გარინდული,
რომ ერთმანეთის დანახვაში ხელს არ გვიშლიდა...

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ეკა კვიციანი   

Back to top Go down
 
ეკა კვიციანი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: