არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 ლევან ჭოღოშვილი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: ლევან ჭოღოშვილი    Fri Oct 27, 2017 12:00 pm



ლევან ჭოღოშვილი Levan Chogoshvili

ლევან ჭოღოშვილი
დაბადების თარიღი: 22 მაისი, 1953 (64 წლის)
კატეგორია: მხატვარი


ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი, მხატვარ-ფერმწერის სპეციალობით 1976 წელს.

ლ. ჭოღოშვილის მხატვრობის თემას უმთავრესად პორტრეტი შეადგენს. მის შემოქმედებაში გვხვდება ქართველი არისტოკრატების ჯგუფური პორტრეტები, საქართველოს მეფეთა პორტრეტების სერიები, რელიგიურ თემატიკა, საქართველოს ისტორიის ამსახველი სურათები, ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟთა სახეები.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999. - გვ. 403



ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ძველი ქრისტიანული მხატვრობის დაცვის საზოგადოება, თავმჯდომარე
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
1995 - ანკარის საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალი, მთავარი პრიზი
1995 - კანის საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალი, საფრანგეთის პრეზიდენტის პრიზი, საუკეთესო ნაციონალური სელექციისათვის

ბმული:
* http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00002341/
* https://ka.wikipedia.org/wiki/ლევან_ჭოღოშვილი
* http://artgeorgia.blogspot.com/2009/05/1998.html

Arrow


Last edited by Admin on Fri Oct 27, 2017 2:09 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლევან ჭოღოშვილი    Fri Oct 27, 2017 12:04 pm


სერიიდან განადგურებული არისტოკრატია



ლევან ჭოღოშვილი Levan Chogoshvili - "შამილი და ალექსანდრე ბატონიშვილი"

„1980 წელს ლევან ჭოღოშვილი შეკვეთით ქმნის კახეთის მეფეთა პორტრეტებს. ამ იდეის ავტორი გიორგი მარჯანიშვილი იყო. მან დაარწმუნა ზემდგომი პირები იმაში, რომ გრემის სამონასტრო კომპლექსი დამთვალიერებელთათვის უფრო საინტერესო გახდებოდა, მას შემდეგ, რაც კახეთის მეფეთა პორტრეტებით შეამკობდნენ მის კოშკს. “ისინი ხომ, ყველაზე მოწინავე მონარქები აღმოჩნდნენ რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარების საქმეში.” ამ სარჩულით გიორგი მარჯანიშვილს უფლება დართეს იდეა განეხორციელებინა.

ლევან ჭოღოშვილმა შვიდი მეფის პორტრეტი შექმნა გრემის მუზეუმისთვის: “ლევანი”, “ალექსანდრე I “, “თეიმურაზ I”, “გიორგი III”, “დედოფალი ქეთევანი”, “თეიმურაზ II”, “ერეკლე II”.

ამ სერიამ ისე გაითქვა სახელი, რომ 90-იანი წლების ბოლოს მას თბილისის ნავთობის კომპანიისთვისაც დაუკვეთეს მეფეთა პორტრეტები“.

ქეთი კვიტატიანის წერილიდან „ქართველი თავად –აზნაურობა მხატვარ ლევან ჭოღოშვილის შემოქმედებაში“

ლევან ჭოღოშვილი Levan Chogoshvili



Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლევან ჭოღოშვილი    Fri Oct 27, 2017 12:15 pm


The Andronikashvili (from destroyed aristocracy series) by Levan Chogoshvili, 1987
ლევან ჭოღოშვილი - ანდრონიკაშვილები, სერიიდან: „განადგურებული არისტოკრატია“, 1987


„გარკვეული მხატვრული ღირსებებით გამოირჩევა სურათი “ანდრონიკაშვილების ოჯახი” (1987წ.) კადრთან ახლოს, ცენტრში ხალიჩის ფონზე, ქალისა და მამკაცის ფიგურებია გამოსახული. მათი პოზა დაუკონკრეტებელია. მუთაქის დეტალის გამოსახვის გამო, კომპოზიციის ქვედა, მარცხენა კუთხეში, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ისინი სხედან.
ორივეს სახე პორტრეტული და არაჩვეულებრივად მეტყველია. ქალის სახეს ჭრელი ხალიჩისგან გამოჰყოფს და აქცენტირებს ჩიხტიკოპი. მამაკაცისას კი ხშირი თმა-წვერი. თუ ამ უკანასკნელის მუნდირი, ერთიან მოყავისფრო ტონებში, საკმაოდ რეალისტურადაა გადაწყვეტილი, სხვადასხვა შეფერილობის ოთკუთხა წყლიანი ლაქებისგანაა ნაძერწი ქალის ზედა სამოსი. ამგვარ ფონზე გადაჭდობილი ხელებიდან მისი ტუშით შემოვლებული გრძელი თითები მოჩანს. სიბრტყობრივად დაწერილ კაბაზე გულდასმით გამოწერილი ფოთლოვანი ორნამენტი გემოვნებით ჩასმული დეკორატიული ელემენტია. თხელი საღებავით დაწერილი პერსონაჟთა სამოსები მუქი, ორნამენტული ხალიჩის ფონზე, მეტად ხალვათი ჩანს, რაც ერთგვარ სიმსუბუქეს ძენს ცოლ-ქმრის სხეულებს. ეს სიმსუბუქე და მშვიდი, შორს წასული მზერა, ჩვენგან განყენებულს ხდიან პერსონაჟებს. წვრილი, წითელი და შავი შტრიხები, ხელებსა და სახეებზე, თითქოს ძველ დაზიანებულ ფრესკებთან ასოცირდებიან.
სურათის ქვედა კიდეში, მთელ ჰორიზონტზე, დიდი ფრანგული შრიფტით წერია “La Princesse Vatchnadze Prince Komnen” (კომნენები ანდრონიკაშვილების წინაპრები იყვნენ). სხვა წარწერებიცა და ქსოვილთა დეკორატიული ელემენტებიც სურათში გულდასმითაა გამოწერილი. უკანა პლანზე ხალიჩა, მუთაქის დეტაილი და ტახტი, მათ იმდროინდელ საცხოვრებელ გარემოზე მიგვანიშნებს, ან შეიძლება სიმბოლურად უკანმოტოვებულ აღმოსავლურ ტრადიციებსაც გულისხმობს.
განსხვავებული წერის სტილები, მეტ მრავალფეროვნებას ძენენ სურათს. რომ არა სახეთა დომინანტური როლი, შეიძლება კომპოზიცია, ჭრელი და ოდნავ დეკორატიულიც კი მოგვჩვენებოდა“.

ქეთი კვიტატიანი - წერილიდან: „ქართველი თავად–აზნაურობა მხატვარ ლევან ჭოღოშვილის შემოქმედებაში“
ბმული:
* https://burusi.wordpress.com/2009/06/22/chogoshvili/


Levan Chogoshvili

Levan Chogoshvili is among the Georgian artists who got to write a column in the April issue of Artforum. Here he formulates his inspirations and motives behind creating the compositions that remind of the photo albums of noble families from the late XIX century. The photography that was so influential for the painter is most likely to have been from his family albums. His protest against the Soviet censorship was expressed in the subject matter of Georgian aristocracy and the pale pallet also a conscious rebellion against the imposed norms of Socialist realism. Painter describes the initial appeal to these photos as he saw the direct opposite to the pseudo-delightful life of Soviet Union and the aggressive atheism. He associated the aristocrats on the photos with the first Christians, both forbidden and forced to rethink their value systems. Chogoshvili saw those photos as the contemporary icons and therefore painted his interpretations in tempera (the traditional icon painting technique). Similar to the vast majority of worthy artists, his art was banned from official exhibitions, transforming him into one of the prominent members of Georgian underground art scene.

There is a strong influence of Orthodox Christian fresco paintings that the artist got to experience first hand while working on the conservation of Achi monastery in Guria, province of Georgia. His artistic impulse comes from strive to preserve the history of his country. Hence, the portrait series of Georgian Monarchs reside special place in his oeuvre, as well as the portraits of the prominent Georgian families- the Shervashidzes, the Vachnadzes. The very photo that provoked him to produce the first painting in the manner was of the Tsitsishvili brothers. There is a spirit of protest against the Soviet occupation that had the aristocracy wiped out. The aspirations Chogoshvili had for these portraits was to create the images of Georgian prominent ancestry, so that the future generations would know what to be proud of.

The oeuvre of Levan Chogoshvili has attracted international attention too. Apart from exhibiting in Europe he is a laureate of the President’s Prize on the Cannes festival. Most recently, a painting of his was included on the Sotheby’s exhibition At the Crossroads: Contemporary Art from Caucasus and Central Asia.

He is a founder of the Association of Protection of Old Christian Art.

ბმული:
* http://geoplatforma.blogspot.com/2013/06/levan-chogoshvili.html

Arrow


Last edited by Admin on Fri Oct 27, 2017 2:12 pm; edited 4 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლევან ჭოღოშვილი    Fri Oct 27, 2017 12:46 pm

მეგი მაჭარაშვილი

ლევან ჭოღოშვილი: ჩემი ოცნება ხელოვნებაში დეზინფორმაციის მოსპობაა
22-11-2013, 16:25

1953 წელს დაბადებულ მხატვარს, ლევან ჭოღოშვილს ცხოვრება საბჭოთა რეჟიმში მოუწია. სამხატვრო განათლება აკადემიაში მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ მშობლის არჩევანით არქიტექტურულზე სწავლობდა, გადაწყვიტა ფერწერაზე გადასულიყო და ასეც მოხდა... ამბობს, რომ გაუმართლა, იმ პერიოდში მოუწია მოღვაწეობა, როდესაც ხელოვნება დიდ ინტერესს იწვევდა.
ლევან ჭოღოშვილი გახლდათ, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების დეპარტამენტის პროფესორი (1986–1988) და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი. (1997–2007) ფოტოგრაფიისა და ახალი მედიების კავკასიის ინსტიტუტის დამფუძნებელი და პროფესორი (2001–2005).
- ხატვა როდის დაიწყეთ?
- ბავშვობაში ნახატებს ვასურათებდი, 4 წლის ასაკში დავხატე ამირანისა და გველეშაპის შებრძოლება, ეს იყო ჩემი პირველი ნახატი.
ორი ბიძა მყავდა მხატვარი: ოთარ ანდრონიკაშვილი და შალვა მაყაშვილი, გარდა ამისა მხატვრების გარემოში ვიზრდებოდი. მახსოვს, მამამ მოსკოვში წამიყვანა და ფაქტობრივად ყველა მუზეუმი დამათვალიერებინა, პარალელურად მიკითხავდა თეორიას: ბერძნულსა და გერმანულ მითებს, ამან ჩემზე დიდი ზეგავლენა მოახდინა. ჩემი ნახატები ახლობლების მოწონებას იმსახურებდა და დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ მხატვარი უნდა ვყოფილიყავი.
- რა არის თქვენთვის მხატვრობა?
- ყველა ხელოვანი გამქრალ მშვენიერებას აცოცხლებს, მაგალითად რუსთაველი, რომელიც ტარიელს მისტირის, ჰომეროსი კი - დაღუპულ ტროაზე გოდებს. შესაბამისად ხელოვნების ერთ-ერთი მთავარი აზრი, განწირულ სილამაზესა და კეთილშობილებაზე დატირებაა. ჩემთვისაც ეს არის მხატვრობა. მე როგორც მხატვარი, კომფორმისტი არ ვყოფილვარ, არ ვემორჩილებოდი მაშინდელ სამარცხვინო კანონებს და აკრძალვებს. სრულიად შეგნებულად ვხატავდი, იმას რაც მსურდა...
- ეს თქვენი პროტესტი იყო რეჟიმისადმი?
- კი, ეს ჩემი პროტესტი იყო, ამით მხოლოდ ის მემუქრებოდა, რომ ჩემს ნახატებს გამოფენებისთვის არ მიიღებდნენ...
ლევან ჭოღოშვილი: ჩემი ოცნება ხელოვნებაში დეზინფორმაციის მოსპობაა
- რომელია თქვენი საყვარელი ნამუშევარი?
- განსაკუთრებით ორი ნამუშევარი მიყვარს: საქართველოს პირველი ხუთი პატრიარქის, რომელიც ჩვენს პატრიარქს ვაჩუქე, შემდეგ პარიზში გამოფენაზე წაიღეს და დღემდე არ დაბრუნებულა. ვიმედოვნებ, საქართველო ამ ნახატს დაიბრუნებს. მეორე კი 70-იან წლებში შესრულებული ნამუშევარია - თეიმურაზ პირველის მიერ არაგვის ერისთავის მოკვლა.
ჩემი ნამუშევრები, საკუთარი შემოქმედებიდან სერიებია, განადგურებული არისტოკრატია, ძველი სურათებიდან შექმნილი ნახატები, ამან ერთგვარი წარმატება მომიტანა. ერთ-ერთი სერია დავხატე: ვენერა და მარსი, „სოც. არტ“ - ასე ეწოდება, იგი საბჭოთა კავშირის პერიოდის ირონიით აღქმაა.
- თქვენთვის გამორჩეული მხატვრები...
- ძალიან მიყვარს, ჩემი მასწავლებელი გურამ ქუთათელაძე და საქართველოს 50-იანი წლების გამორჩეულ მხატვრად მიმაჩნია. 1910-1920-იანი წლების ქართული მხატვრობა მთლიანად შესანიშნავია, მოდერნისტული და ავანგარდული ეპოქა, ამიტომ არ მინდა კიდევ ვინმე გამოვყო.
- მსოფლიოს მაშტაბით?
- ესპანური და ინგლისური მხატვრობა მიყვარს.
- რა მიმდინარეობით ხატავთ?
- ჩემი მხატვრობა, კონცეპტუალური ხელოვნებაა. ქართველებისთვის კარგად ნაცნობ ფრანგ მოქანდაკე რუბენს ვეთანხმები, მხატვარმა სიმართლე უნდა თქვას, ჭეშმარიტებაზე უნდა ესაუბროს დამთვალიერებელს. ჭეშმარიტება ყველა ეპოქაში იკრძალება, ჩემი ცხოვრება ისე წავიდა, ვცდილობდი ყოველთვის მეთქვა ის, რაც აკრძალულია.
- ამბობთ, რომ მხატვრობაში თავისუფლება არ არის?
- მიმაჩნია, რომ არ არის თავისუფლება და ის რაც არის, სრული სისულელეა....
ლევან ჭოღოშვილი: ჩემი ოცნება ხელოვნებაში დეზინფორმაციის მოსპობაა
- რა გჭირდებათ შთაგონებისთვის, რომ ხატოთ?
- შთაგონება უსამართლოდ დაჩაგრულის გამოსარჩლებაა, ეს მაწვდის აზრს, რომ ვხატო.
- საკმაოდ გამოცდილი მხატვარი ხართ, რომელ გამოფენებში მიგიღიათ მონაწილეობა?
- პერსონალური გამოფენები:
* ,,არაოფიციალური გამოფენები ქალბატონ სიდამონ-ერისთავის სახლში“, თბილისი, 1976–1978წ.
* ისტორიიდან მხატვრის სახლი, თბილისი, 1985 წ.
* მეფეები, თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა) 1990 წ.
* სენ პოლ დე ვანსში, საფრანგეთი, 1990 წ.
* განადგურებული არისტოკრატია, მოსკოვის მხატვრის სახლი, 1993 წ.
* ბრიმპტონ დავერსის სასახლე, სომერსეთი, ინგლისი 1996 წ.
* აკომოდაცია, ჰობი გალერეა, თბილისი, 200 წ.
* აკრძალვების მიღმა, (ვენეციის 50-ე ბიენალე ვიზუალურ ხელოვნებაში, 2003 წ. სად არის პოლონეთის მეფე? გალერეა ელექტორი, ვარშავა , 2004 წ.
* გამოფენა ამერიკის საელჩოში, თბილისი , 2007 წელს და მრავალი სხვა.
- რა ფერია თქვენი სამყარო?
- ჩემი სამყარო ზომიერ ფერებშია გადაწყვეტილი და ნაკლებად ჭრელი.
- რას ფიქრობთ თანამედროვე მხატვრობაზე?
- ხელოვნება, ხელოვნების შემდეგ... მხატვრები აღარ არიან, ერთი შეხედვით ეს საოცარია, რადგან მხატვრები აღარ ხატავენ. მეორე მხრივ ყოფილა ეპოქები, როდესაც ბერძნულ-რომაული სამყარო კრიზისმა მოიცვა და მაშინდელი წარმოდგენები, ქრისტიანული მსოფლმხედველობით შეიცვალა. ამა თუ იმ დარგში ყველაფერი ძირფესვიანად შეცვლილა. ჩვენ ასეთ ეპოქაში ვცხოვრობთ. რასაც იტალიური რენესანსი ერქვა დამთავრდა. ამჟამად, მხატვრობა დიზაინში გრძელდება, ყველაფრის დიზაინს ვგულისხმობ, რაც მოდას წინ უსწრებს და შემდეგ ქმნის კიდეც. ძნელია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ამ საკითხთან დაკავშირებით ხელოვნებათმცოდნეები წიგნებს წერენ და შეიძლება ანალიზის გაკეთება, თუ რა ხდება.
არ შეიძლება ჩემი - ყინწვისის ფრესკის ავტორის ნამუშევრები და მეშვიდე კლასელი გოგოს ნახატები ერთად იყოს გამოფენილი და ერთნაირი ღირებულება ჰქონდეს.
- განსაკუთრებული რა გახასიათებთ თქვენს შემოქმედებაში?
- შემოქმედებაში სიახლის შეტანა. მიმაჩნია, ახლით უნდა შეიცვალოს ძველი. წინსვლა და სიახლის მიღება აუცილებელია, თუნდაც შეცდომების ხარჯზე. ხელოვნებაში, ახლისკენ სწრაფვის და ძველის შენარჩუნების ერთობლიობა სწორია.
- რა გსურთ პროფესიაში ყველაზე მეტად...
- მინდა, ორმაგი სტანდარტი არ არსებობდეს. ისეთი დრო დადგეს, ხელოვნებაში ყველაფერი სწორად ფასდებოდეს, რაც არ ხდება. ჩემი ოცნებაა დეზინფორმაციის მოსპობა.

ბმული:
* http://geoelite.ge/418-levan-tcoghoshvili-chemi-ocneba-khelovnebashi-dezinformaciishtml

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ლევან ჭოღოშვილი    

Back to top Go down
 
ლევან ჭოღოშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მზერის გადანაცვლება :: მხატვრობა არმურზე: "ნიკალა და მარგარიტა"-
Jump to: