არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 რენე კალანდია

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: რენე კალანდია   Wed Aug 16, 2017 8:24 am



Rene Kalandia

რენე კალანდია (1944-2014)

პოეტის პირველი კრებული სახელწოდებით „ხსოვნის ყვავილები“ აფხაზეთში 1972 წელს დაიბეჭდა.

2011 წელს სერიით „ასი ლექსი“ გამოიცა პოეტის განახლებული კრებული, სადაც მანამდე გამოუქვეყნებელი ლექსებიც შევიდა. მის შემოქმედებას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც კარგად იცნობენ. რენე კალანდიას ლექსები მსოფლიოს სხვადასხვა ენაზეა თარგმნილი.

ბმული:
* https://www.facebook.com/renekalandia/
* https://youtu.be/TPuckHEO8Ac
* https://www.radiotavisupleba.ge/a/rene-kalandias-poezia/27043120.html


study


Last edited by Admin on Wed Aug 16, 2017 11:12 am; edited 5 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: რენე კალანდია   Wed Aug 16, 2017 8:26 am


Rene Kalandia

რენე კალანდია

საუკუნის მიწურული

მტვერში მივათრევ ცალ ფრთას, — მიმზერს ერი და ბერი,
ზღვა დარდი მძიძგნის,
ხოლო მეორე — ცისარტყელა — შვიდი ხმით მღერის —
ცაზე — ღვთის წიგნი...
ეტყობა, პოეტს არ ეკუთვნის აღარაფერი, —
ტკივილის გარდა...
აქაც და იქაც — თავზე გადგას ჟამი — ცერბერი,
რომელიც ყარდა —
აჰ, სა... უკუნ... ე!.. დროდადრო კი ამოდიოდა
ბორცვაკზე ია —
ცრემლის სხივივით... წამს, რომელიც ასე მტკიოდა,
უცნაურია: ლექსები ჰქვია!..


კრებულიდან „გამოთხოვება ალკოჰოლთან“, 1990 წ.



study


Last edited by Admin on Wed Aug 16, 2017 10:51 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: რენე კალანდია   Wed Aug 16, 2017 8:29 am

რენე კალანდია

ნაწვიმარი დღე

შემოეჩვივნენ ეზოს შაშვები
და ჭახჭახებენ: ,,რენე, რას შვრები''!..
- რა ვქნა?.. ლექსებს ვწერ, ჩემო შაშვებო,
თუმც ვის სჭირდება?!. თავს ვიბავშვებ, ჰო,
რა თქმა უნდა, და... ვკითხულობ ტომებს
კლასიკოსების... რომ შემატოვეს
ამ ჭრელ საწუთროს - სავსებით ფუჭად,
თუმცა წიგნებით მასვეს თაფლუჭა...
მკითხველო, მინდა, რომ გავამართლო
ბრძენთა წასვლა, თან ცის სასამართლოს
ვერ წარვუდგები ცოტა ხანს, რათა
აღარ გაუსკდეს გული სამ ქათამს,
რომლებიც სიმწრის ოფლით იყიდა
დედამ და ყოველ დილას იმკიდა
ოჯახი სამ კვერცხს... მე ვწერდი ლექსებს -
არალეგალურს - ვერმოალერსეს...
ქუხს ანარქია,
დაქრის ბრმა ტყვია,
ძმათაკვლის შხამი თეთრ სიშორიდან
მოედინება... ბნელ მოსახვევში მოყვასისათვის
აგურით თავის გაბრტყელებას კი ,,უბედური შემთხვევა'' ჰქვია:
ეზოს შაშვებო, უფრთხილდით ტყვიას,
რადგანაც თოვლი მოვიდა...

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: რენე კალანდია   Wed Aug 16, 2017 8:30 am



რენე კალანდია

თივის და გოგოს ბალადა

ყველაფერში დამნაშავე იყო თივა…
(თითქოს ყვება ისტორიულ ამბავს),
ყველაფერში დამნაშავე იყო თივა,
ზაფხული და შენი მოკლე კაბა.
ყველაფერში დამნაშავე იყო თივა,
ვარსკვლავები უპირველეს ღამის…
ყველაფერში დამნაშავე იყო თივა,
უცნაურად მოცახცახე წამი…
ყველაფერში დამნაშავე იყო თივა…
თივის სუნი და ნაცნობი სუნთქვა…
ყველაფერში დამნაშავე იყო თივა,
წავიდა და არაფერი უთქვამს…

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: რენე კალანდია   Wed Aug 16, 2017 11:01 am

რენე კალანდია

სიკვდილ-სიცოცხლის გზაჯვარედინი
(უმაღლესი პილოტაჟის მოლოდინში)

წვიმიან დღეთა უსასრულობის
სიზმარ-ცხადს უცებ აკრთობს სტრიქონის
ელვა და გიპყრობს, არათუ ფლობაგაცემის
ჟამი, არამედ გონის
დაკარგვის ჟინი: შენ უკვე სხვა ხარ,
აღარ ეკუთვნი სამყაროს სულაც:
უფალი უსმენს შეშლილის ხარხარს, _
შენში დემონი აღზევებულა...

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: რენე კალანდია   Wed Aug 16, 2017 11:02 am

რენე კალანდია

***

არც სიძულვილით, არც სიყვარულით,
არც შეძრწუნებით: უბრალოდ, გელი _
მშვიდად, არც ვფიქრობ, რომ მომჩვარული
შეგხვდე _ ღარიბი და უქონელი
დაგხვდები: შეშლილთ ჟამიც ხომ დგება
იქ _ ცათა შინა, რადგან აქ _ ძნელი
დრო მეფობს: სული ნაგვიანდება:
_ სადღაა შენი მსახვრალი ხელი?!


***
როდესაც იცი: ეს დღეც მოკვდება,
ბინდში გადავა, როგორც სურნელის
სასოწარკვეთა... კვლავ მეორდება
შენში ტკივილი, შავი კუნელის
ეკლის სიმძაფრით: რას ელოდები,
საბრალო ხორცო _ ტანჯვის ჭურჭელო?..
დაბადებიდან რისხვის ლოდებით
ნაგვემო, ძილშიც უსმელ-უჭმელო!..

***
აჰა, აყვავდა ისევ,
დალის ოცნების ბაღი!..
ვკვნესი: უფალო, მიხსენ,
როცა წერისგან დაღლილს,
სიკვდილი მომენატრება,
თავის მოკვლაზე ვფიქრობ...
უეცრად აშრიალდება,
სატანა სანთელს მიქრობს _
ტვინში... იღვიძებს ბუნება _
ჩემში... მეც ვიგრძენ, ბაღმაც:
აჰანდე, შემობრუნება
დაღმა მავალის აღმა...

study


Last edited by Admin on Wed Aug 16, 2017 11:08 am; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: რენე კალანდია   Wed Aug 16, 2017 11:03 am

რენე კალანდია

***

ახლახან მივხვდი: ჩემი წარსული
დამარცხებათა ნუსხაა მხოლოდ _
ამბოხებულის და დაღდასმულის
გამათხოვრება _ ბოლოს და ბოლოს
ფალიაშვილის ბგერა _ გოდების
წამი: სულისა და ხორცის გაყრა...
შემდეგ _ საფლავის მტვრიან ლოდიდან
ასხლეტილ სხივის ზეცისკენ აყრა...

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: რენე კალანდია   Wed Aug 16, 2017 11:05 am

რენე კალანდია

მელანქოლიის გამოქვაბული
(სკეპტიციზმის თეორიიდან)

„გეშინოდეთ სიმარტოვისა,
გეშინოდეთ მცონარობისა!“
რობერტ ბერტონი, „მელანქოლიის ანატომია“


ჩამოწერილი კელაპტრებია:
ბჟუტავენ, წყვდიადს ვერ ანათებენ...
მოწყენილობა _ გადამდებია
სურდოსებრ... ბეჭზე _ ბასრი თათები
გაწევს სატანის: `ყოფნა-არყოფნის~
საკითხი _ მარად გადაუჭრელი
გიძიძგნის გულკაჟს: რა ცოტა ყოფნის
მოკვდავს, როდესაც გატყვრა მუცელი?!

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: რენე კალანდია   Wed Aug 16, 2017 11:07 am

რენე კალანდია

პანორამა

სახლების ჭრილში შავი ზღვა მოჩანს,
სახლების ნისლში სუნთქავს შავი ზღვა _
სახლების ფონზე _ ფოთლად და.. მორჩა!..
სახლების ქვებთან ერთი შავი ქვაც...
ჰა, მოვშორდები წყეულ აივანს,
მაინც ძველი გზით ივლის ცხოვრება
და იწრიალებს დასაბამიდან
ჩემი ერთგული განმარტოება...
იქით, ყრუ კედლის მიღმა ხმაურობს
დღე დაბადების... და აღშფოთების
სევდა ანათებს, როგორც ამური _
ლარნაკზე ღამით და სათნოებით...

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: რენე კალანდია   

Back to top Go down
 
რენე კალანდია
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: