არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემია

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემია   Fri Jun 02, 2017 8:10 pm

იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემია

მწერალთა სახლი აცხადებს კონკურსს იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის მოსაპოვებლად. პრემია გადაეცემა საბავშვო მწერლებს, ილუსტრატორებს და საბავშვო პროექტის ავტორებს.
საბავშვო-საყმაწვილო ლიტერატურული კონკურსი ავტორებისა და ილუსტრატორებისათვის პირველად ცხადდება. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და მწერალთა სახლის ერთობლივი პროექტი მიზნად ისახავს საბავშვო სალიტერატურო პროცესების განვითარებას, თანამედროვე საბავშვო ავტორების მოტივირებასა და წახალისებას. კონკურსის დაწესება ხელს შეუწყობს ახალი საბავშვო ლიტერატურული ნაწარმოებების შექმნას, ასევე, მომავალი თაობის წიგნიერების ამაღლებას.
საბავშვო ლიტერატურული პრემია გაიცემა წელიწადში ერთხელ, სამი განსხვავებული ასაკობრივი ჯგუფისთვის: ყველაზე პატარებისთვის ( 3-6 წწ.), პატარებისთვის (6-12 წწ.), ყმაწვილებისთვის (12-16 წწ). პრემია წარმოადგენს პრიზს და ფულად ჯილდოს.

ნომინაციები

1) საუკეთესო პოეტური წიგნი (გაიცემა 2 პრემია);
2) საუკეთესო პროზაული წიგნი (გაიცემა 3 პრემია);
3) საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი (გაიცემა 3 პრემია);
4) საუკეთესო საბავშვო დრამატურგია (გაიცემა 1 პრემია);
5) საუკეთესო საყმაწვილო პროექტი (გაიცემა 1 პრემია);
6) საუკეთესო დებიუტი (გაიცემა 1 პრემია);
7) საუკეთესო ნათარგმნი საბავშვო/საყმაწვილო წიგნი (გაიცემა 1 პრემია);
8.) საბავშვო ლიტერატურაში გაწეული ღვაწლისათვის (გაიცემა 1 პრემია);

1) საუკეთესო პოეტური წიგნი

ა) ყველაზე პატარებისთვის, 3 – 6 წელი;
ბ) პატარებისთვის, 7 – 12 წელი.

1) საუკეთესო პროზაული წიგნი

ა) ყველაზე პატარებისთვის, 3 – 6 წელი;
ბ) პატარებისთვის, 7 – 12 წელი;
ც) ყმაწვილებისთვის, 13 + .

3) საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი;

ა) ყველაზე პატარებისთვის, 3 – 6 წელი;
ბ) პატარებისთვის, 7 – 12 წელი;
ც) ყმაწვილებისთვის, 13 + ;

4) საუკეთესო საბავშვო დრამატურგია

გაიცემა ერთი პრემია.

ნომინაციაზე საბავშვო დრამატურგია ნაწარმოებების წარდგენა მოხდება განსხვავებული წესით: ვინაიდან ქართულ საბავშვო პერიოდიკაში თითქმის არ იბეჭდება საბავშვო პიესები და არც წიგნად გამოიცემა, ამიტომ ავტორებს მიეცემათ შესაძლებლობა, პიესები წარმოადგინონ ელექტრონული სახით.

5) საუკეთესო დებიუტი;

გაიცემა ერთი პრემია.
ნომინაციაზე განხილული იქნება დებიუტანტი ავტორის სხვადასხვა ჟანრის (პროზა, პოეზია, დრამატურგია, მხატვრობა) წიგნი.

6) საუკეთესო ნათარგმნი საბავშვო/საყმაწვილო წიგნი.

გაიცემა ერთი პრემია.
ნომინაციაზე განხილული იქნება ქართულ ენაზე თარგმნილი სხვადასხვა ჟანრის (პროზა, პოეზია, დრამატურგია) უცხოენოვანი წიგნი.

7) საბავშვო -საყმაწვილო ინოვაციური პროექტი

გაიცემა ერთი პრემია.
ნომინაციაზე განხილული იქნება ბავშვებისთვის შექმნილი ვებგვერდები, შემეცნებითი თამაშები, სასწავლო მასალები, აპლიკაციები და ა. შ.

8.) საბავშვო ლიტერატურაში გაწეული ღვაწლისთვის

გაიცემა ერთი პრემია.

თითოეულ ნომინაციაში პრემია 2000 ლარია, ხოლო საბავშვო ლიტერატურაში გაწეული ღვაწლისთვის - 3000 ლარი.

საკონკურსო მასალები მიიღება მწერალთა სახლში (მაჩაბლის ქ. 13. ტ. 297 41 01; 297 41 02) 1 ივნისიდან 10 სექტემბრამდე და მათ 5 კაცისგან შემდგარი კონფიდენციალური ჟიური შეაფასებს.
იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურულ პრემიაზე განიხილება 2016 წელს წიგნად/ელექტრონულ წიგნად გამოცემული საბავშვო და საყმაწვილო ნაწარმოები (გარდა ნომინაციებისა „დრამატურგია“ და „საბავშვო ინოვაციური პროექტი);
პრემიაზე წარდგენილი უნდა იყოს ტექსტის პირველი გამოცემა;
წიგნის კონკურსზე წარდგენა და შესაბამისი ელექტრონული განაცხადის შევსება შესაძლებელია მხოლოდ გამომცემლის მიერ (გარდა ნომინაციებისა „დრამატურგია“ და „საბავშვო ინოვაციური პროექტი”);

დრამატურგიის ნომინაციაში ავტორებმა პიესები ელექტრონული სახით უნდა გადმოაგზავნონ ელფოსტაზე info@writeshouse.ge (PDF ფაილი). თითოეულ ავტორს უფლება აქვს გამოგზავნოს ერთი პიესა.

„საბავშვო საყმაწვილო ინოვაციური პროექტის“ კონკურსში პროექტის ავტორებმა ელფოსტაზე, info@writeshouse.ge, უნდა გამოგზავნონ პროექტის აღწერილობა და ვებგვერდის მისამართი.

ნომინაციაში „საბავშვო ლიტერატურაში გაწეული ღვაწლი“ ჯილდოვდება საბავშვო მწერალი ან პოეტი. ჟიური ითვალისწინებს მწერლის მნიშვნელობას და მის მიერ შეტანილ წვლილს საბავშვო ლიტერატურის განვითარებაში.
ჟიურის წევრები შეფასებისას ითვალისწინებენ წიგნების შესაბამისობას კონკურსის პირობებთან. ჟიური იტოვებს უფლებას გამონაკლისის სახით ერთჯერადად დაუშვას პრემიის გაყოფა ერთ ან ორ ნომინაციაში. ამ შემთხვევაში საპრიზო თანხაც გაიყოფა ორად.
გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება გაიმართება მწერალთა სახლში, 2017 წლის 24 ოქტომბერს.

ბმული:
* http://writershouse.ge/geo/new/851

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემია   Mon Oct 30, 2017 9:04 pm

იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემია

29 ოქტომბერი
იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის მოკლე სია

საკონკურსოდ შემოსული 48 წიგნიდან ფინალურ ეტაპზე გავიდა 18.
იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის წლევანდელი ფინალისტები არიან:

პროზა

თამარ ფხაკაძე - „გრძელცხვირა ჯადოქარი მარსია“ (3-6) ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა;
ირმა მალაციძე - „ექიმი კოდალა“ (7-12) გამომცემლობა " არტანუჯი";
ნინო სადღობელაშვილი - „განძის თეატრი“ (13+) გამომცემლობა "ინტელექტი";
გიორგი კეკელიძე - „თომას ზღაპრები“. საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობა.

პოეზია

ლია ბეჟანიშვილი -„ცხრათვალა მზე დაგვნათის“ (3-6) გამომცემლობა "ირიდა";
მარიამ წიკლაური - „მხიარული რეცეპტები“ (7-12) გამომცემლობა "სეზანი".

ილუსტრირებული წიგნი

რუსუდან ყიფიანი - ბონდო მაცაბერიძე, „წვიმის ზღაპარი“ (3-6) გამომცემლობა "ბაკმი";
დეა სოსელია - ფარნა-ბექა ჩილაშვილი, „ნამცეცა“ (7-12) გამომცემლობა "არტანუჯი";
ვარლამ ჯმუხაძე - კიპლინგი, „აი, როგორ და რატომ“ (7-12) ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა .

დრამატურგია

მანანა აბრამიშვილი - „ბაყაყი ყიყო და ვარსკვლავი“;
ლელა ცუცქირიძე - „ზანზარა და ჩუ“;
ნინო სადღობელაშვილი „შვიდი სიმღერა“.

თარგმანი

თეა ბაკურაძე - მაიკლ ბონდის „დათვი, სახელად პედინგტონი“ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა;
ციცო ხოცუაშვილი -რ.ჯ.პალაციოს "ავგუსტი და მე", ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა;
ეკატერინე სუმბათაშვილი - მარკ ჰედონის "რა შეემთხვა ღამით ძაღლს და სხვა უცნაური ამბები" ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა;
ლელა ფიროსმანაშვილი - ნილ გეიმანის "სასაფლაოს წიგნი" ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.

ინოვაციური პროექტი

ირმა მალაციძე „ვიმღეროთ, რათა ვილაპარაკოთ“;
კოტე იანტბელიძე „კრეატორის დღიური“. გამომცემლობა "პალიტრა L"

Arrow

30 ოქტომბერი
გამოვლინდა იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის ლაურეატები:

წლის საუკეთესო პროზაული კრებული
თამარ ფხაკაძე „გრძელცხვირა ჯადოქარი მარსია“

წლის საუკეთესო პოეტური კრებული
მარიამ წიკლაური „მხიარული რეცეპტები“

წლის საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი
რუსუდან ყიფიანი - ბონდო მაცაბერიძის „წვიმის ზღაპარი“ (3-6)
ვარლამ ჯმუხაძე - კიპლინგის „აი, როგორ და რატომ“ (7-12)

წლის საუკეთესო საბავშვო დრამატურგიული ნაწარმოები
ლელა ცუცქირიძე „ზანზარა და ჩუ“

წლის საუკეთესო თარგმანი
თეა ბაკურაძე - მაიკლ ბონდის „დათვი, სახელად პადინგტონი“
ეკატერინე სუმბათაშვილი - მარკ ჰედონის „რა შეემთხვა ღამით ძაღლს“

წლის საუკეთესო საბავშვო ინოვაციური პროექტი
ირმა მალაციძე „ვიმღეროთ, რათა ვილაპარაკოთ“

წვლილი საბავშვო ლიუტერატურის განვითარებაში
დოდო ხიმშიაშვილი-ვადაჭკორია

კონკურსი წელს პირველად გამოცხადდა და ის ყოველწლიური იქნება.

ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ:
* ვასო გულეური (თავმჯდომარე)
* მანანა მათიაშვილი
* თამუნა ნინიკაშვილი
* დავით გაბუნია
* ზაქრო ქიტიაშვილი

ბმული:
* http://writershouse.ge/geo/new/918

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
 
იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემია
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ლიტერატურული კონკურსები-
Jump to: