არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 მანანა კობაიძე

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: მანანა კობაიძე   Fri May 26, 2017 11:57 pm



Manana Kock Kobaidze

მანანა კობაიძე

Manana Kock Kobaidze
Senior Lecturer, Malmö University , Malmö
Adult Education

Research interests: Old Georgian and Modern Georgian, dialectology, sociolonguistics. Teaching: Old Georgian, Modern Georgian, dialectology. Internetbased courses: Georgian I, Georgian II, Bilingualism and identity.


ბმული:
* https://www.facebook.com/manana.kobaidze
* http://forskning.mah.se/en/id/immako
* https://www.researchgate.net/profile/Manana_Kobaidze
* http://mah.academia.edu/MananaKobaidze
* http://www.caucasusstudies.org/center/researchers-publications/manana-kock-kobaidze.html

study


Last edited by Admin on Sat May 27, 2017 12:27 am; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მანანა კობაიძე   Sat May 27, 2017 12:05 am

მანანა კობაიძე


* * *
ჩემს თავს ისე ვუფრთხილდები
და ვეფერები,
დამყავს სასეირნოდ,
ბაღებში, კონცერტებზე,
კერამიკის და გობელენის გამოფენაზე.
საღამოობით ერთად მივდივართ
მზის ჩასვლისფერი ღრუბლების საყურებლად.
ვასმევ ჩაის, სადილს ვუმზადებ,
ვურეცხავ და ვუუთოებ.
ჩვენ ისე კარგად ვართ ერთმანეთთან,
მშვიდად და თბილად.
ზოგჯერ, ერთმანეთი როცა მოგვბეზრდება,
ვიძინებთ, და სიზმარში ვმღერით.
როცა დანის წვერს მივაბჯენ ყელზე,
მაკრთობს მისი მრგვალი სინატიფე და სიმრთელე,
და ხელი აღარ მიბრუნდება მის დასარღვევად.
ვიცი, მით უფრო ძნელი იქნება ეს სიბერეში:
სუსტი და ნაოჭიანი ყელის გამოჭრა.
ამიტომ ვენდობით ერთმანეთს
და დავცინით კიდეც.
და ისევ ერთად გამოვდივართ სავსე ქუჩაში.
ორივენი შენ დაგეძებთ.
შენში გვინდა ერთმანეთის
შეყვარება
და დავიწყება.


* * *
ღმერთო, მასწავლე, როგორ გავჩუმდე,
როგორ დავბრუნდე უსიტყვო სიმართლეში,
სადაც სამყარო ბრუნავს გარინდებული,
და რიტმისა და დარდის
ურთიერთშეხვედრით
ბრწყინდებიან შუშაბანდები
სამყაროსი -
სადაც მარადიული დედა გვეგულება
ღმერთთან შუამავლად
და თვით ღმერთის ლმობიერ დედად.
მარადიული სილბოს იმედით
მივეახლებით დედამიწას
და ჩავადნებით,
ჩონჩხებად შევაშრებით,
ჩვენი ძვლებით კალთას ავუვსებთ.
ამასაც გვაპატიებს,
გადაგვივლის მწვანე, ნათელი ყვავილებით აჭრელებული მდელოებით -
ვარსკვლავებს ავხედავთ
ყვავილების ბუტკოებიდან.
გრძელი საღამოები
დაგვაღონებენ.


* * *
გალეული განთიადების
მძიმე ტყეებში
თავდახრილი ჭერი, გაურანდავი,
სველი სოკოები…
გაიხსნა კედელი ელვის კვეთით,
გამოვიდა ქალი,
გამოიბადა,
ქალი პირმშვენიერი,
თმაგრუზი და
მკერდთბილი და
მკერდსაამოდმოსახილველი.
გამოუჩნდა
ქვედა კაბის კალთიდან ფეხი
- წვივი შემკრთალი,
შავ წინდაში გამოკვეთილი,
ტერფი, შემოსილი დედაჩემის ქალიშვილობის
მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით და,
იღიმებოდა.
კედლიდან მისი გამოსვლა ჰგავდა
ტვინის უეცარ განათებას – ეს არის სიკვდილი.
განათებას, რომელიც წამიერია და მოუხელთებელი,
და გვიტოვებს მხოლოდ ხსოვნას
თავის შესახებ.


* * *
ღმერთო, დაბადებულთაგანს
სიკვდილს ნუ ანატრებ,
მიცვალებულთაგანს – ამ ცხოვრებას.

ყველა თავის ხვედრში დააამე,
თავის სახლში დაამშვიდე,
და აჩვენე სიმდიდრის გული.

ყველას ასწავლე თავისი წილი განსაცდელის
მშვიდად შეტკბობა,
და მოჰფინე მათ ცხოვრებას
მწიფე ნაყოფთა წმინდა სხივები.

საფლავთ ნუ აღაშფოთებ,
ნუ გამოიხმობ
სულთა სამეფოს მკვიდრთ ამ მიწაზე,
და თვითმკვლელობის თესლს ნუ ჩასთეს
მარტომყოფთა არსობის პურში.

ბრმებსაც მიარგე ცეცხლისა და მდინარის წილი,
თვალთა ახელის საშიში წამი,
ვარსკვლავთა და გულთა ცნობით
თავზარდაცემა.

უბედოებს ბედი მიაგე.
გულნაკლულებს აუვსე გული,
გაუხსენ ყველას
შენი სიზმრის მოწყალება -
სამოთხის ხილის ყვავილობა
და მწიფობის ძვირფასთვლოვანი
მდინარება დედამიწაზე.


* * *
ვინ გვიპატრონებს!
ღვთისმშობლის ოქროს შარავანდედს
ნუთუ სიბერის
შავი ქარი
აშარიშურებს?

თივის ზვინების
ოქროს ბზინვას ასდევს მოწყენა
ასსევდიანი,
ასთავიან დევზე ბოროტი.

ზაფხულის ფრესკის ლურჯ ღვინოს და მკრთალ თაიგულებს
ღამე ჩაიშრობს.
მოწყვეტილი გული ვარდებად
აჰყვება შენს ხელს, ტკბილო უფალო!

შენ ჰკრეფ ჩვენს თვალებს,
ვარსკვლავებად იყრი კალთაში,
როგორც ზაფხულის ოქროს თესლებს და ფერად მარცვლებს
აგროვებს სოფლად
დაბერებული დედაჩემი და სიმჭვირვალის

წითელ ღრუბლებში და ლილისფერ მთებში შემოდის
ქარვისფერ ქარის სიმსუბუქე და ახლო ხმათა
მტკივნეული სიშორეულე.
შორეული და ალისფერი
ყივილი მამლის.


* * *
ჩავმყუდროვდები
გარინდების ძველ სინათლეში.
და მივენდობი
ტკივილებს შორის ნეტარებით
გულის დამტვრევას.

ერთ მტვრიანაზე ყვავილობდა ჩემი სიცოცხლე
საზღვრის კიდეზე თავმიხრილი შემოდგომებით,
და გაზაფხულის მარადისი გარდამავლობით.

ერთ მტვრიანაზე ეტეოდა ჩემი ბინდების
შავ ფიჭვებს შორის მოელვარე გამჭვირვალობა,
დღე ძილბურანში მიბინდული
მიხვევდა ძილში,
და ვარსკვლავებსაც,
დედამიწის მფარველ ხეებსაც,
ბალახის ღერსაც,
ქვეყნის კიდეზე გადაკარგულს, შიშით შერხეულს,
შავი კლდის ძირში მიტოვებულს ქართა ამარა,
და სიცივესაც, წყალთა და ქვათა ღამეებში მოხეტიალეს,
მე ვიფარავდი,
ყოველივეს გარს ვეხვეოდი
ალერსის ნაღვლად,
დედისფერი სევდის ბურუსად,
და არ შემეძლო დავიწყება არცერთი კენჭის,
თევზის ფარფლის და
ვარსკვლავის და
გზის და ქვირითის,
არც ჩემი ბაღის მწუხარების გამსუბუქება
დედისმძებნელი უსუსური ჭიამაიას
მტკივნეულ გულში ჩაქცეული ცივი ობლობის
მოუსმენლობით.

* * *
დაიმახსოვრე
გალობის და
საკმევლის სურნელს
რა შორეთიდან შემოჰქონდა მარადი სუნთქვა,
როგორც ხსოვნაში გაელვება დავიწყებული
დილის ბრწყინვისა -
ბავშვობის ფსკერზე შენახული ვარდი და ლილა,
ლაჟვარდი მუქი.


ბმული:
* http://arilimag.ge/მანანა-კობაიძე-ლექსები/

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მანანა კობაიძე   Sat May 27, 2017 12:07 am

მანანა კობაიძე

სამი ნარცისი

მხვდები, მიცინი:
- გიჭირს?
- არც ისე.

გახსოვს? ჩემ სახლში სამი ნარცისი
შენ გაგონებდა ოქროს ფერს ჩემსას.
დღეს მხოლოდ შემრჩა
ფერი ნაცრისი.
გულიც დამწყვიტე.
ამავსე ცრემლით.
დაცინვითა და წყენით გამცრიცე.

მხვდები, მიცინი:
- გიჭირს?
- არც ისე.


study


Last edited by Admin on Sat May 27, 2017 12:27 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მანანა კობაიძე   Sat May 27, 2017 12:13 am

ემილი დიკინსონი

(თარგმნა მანანა კობაიძემ)

***
უცნაური რამ არის წარსული,
თუ მისი სახე ახლოს ვიხილეთ,
ხან სიხარულით წავილეკებით -
ხან კი სირცხვილით -

იარაღს დაჰყრის, ვინც მას შეხვდება,
ჩემი რჩევაა მხოლოდ გაქცევა.
წარსულის უკვე ნაცვეთ საჭურველს
ძალუძს პასუხის კიდევ გაცემა.


* * *
ეს არ ჰგავს ზაფხულს!
ზაფხული - გაქრა!
გაზაფხული კი ჯერ ლოდინს არჩევს,
ჯერ უნდა - გავცდეთ - სითეთრის ქალაქს -
აამღერებდეს ვიდრე შავ შაშვებს!
ეს არც კვდომაა - ასე ფერადი!
სიკვდილი მოვა თეთრი ფერებით -
ასე მიუქმებს კითხვებს მზის ჩასვლა
ქრიზოლიების საყურეებით!

* * *
დაცალე შენგან ეს ჩემი გული,
მაცოცხლებელო ძარღვო მთავარო -
დაიწყე - დამთმე - მარტივად დადგეს
განადგურების ბოლო თარიღი.

ზღვა როგორ ღელავს, რომ მოგიწყვიტოს -
აჰა, მაკლდები ათამაშებით,
ჩემგანაც რაღა ნაშთი დარჩება -
შესანახად და გადასადებად -
ვამბობდი „მე და შენ გგულისხმობდი -
შენით ცოცხლობდა ჩემი სახება-

აღმოფხვერ ფესვი - და ხეც გახმება -
წახვალ და - ვქრები - და აჰა უკვე -
ცამ გააშიშვლა ჩემს შესახვედრად -
მარადისობის უსაზღვრო უბე -


* * *
სხვები გაზაფხულს რომ უწოდებენ -
ჩემთვის თვე არის გზების ამრევი -
რომ აგზნებს ჩემს გულს შენს სამსახურად
და სავარძელი მოაქვს ვარდების.

ან სხვა რა სახლი იფარავს ყვავილთ
- ჩიტების ზრუნვა, ტრფობის გამჩენი.
ან სხვა რა ჯილდო მოგველის ბოლოს -
მხოლოდღა კუბო - სხვა არაფერი.

study


Last edited by Admin on Sat May 27, 2017 7:56 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მანანა კობაიძე   Sat May 27, 2017 12:17 am

მანანა კობაიძე

***
ლეღვმა დაკეცა სილაღის ფრთა, ლეღვმა დაკეცა,
ფერი დაკარგა, ჩამოყარა ფოთოლ-ნაყოფი,
ლეღვმა დაკარგა თვალისჩინი და სითამამე,
და მოლისფერი
ტანთშესამოსი.
ასე მოვიდა შემოდგომის ფერის საწყლობა,
ქარი უგულო და უნამუსო,
და მზემ წასვლის წინ დაიბარა - აწ სინანულმა
მიწას თვალები დაუნამოსო.
ლეღვმა დაკეცა სილაღის ფრთა, და ჩამოსცვივდა
ჩიტთა სტვენა და წამოსხმული მოლი სამოსად,
და გვირგვინმოხდილს, და უხამურს, და ბედსშეჩვეულს,
დედოფალს ცრემლი უნებური ისევ წამოსცდა.
ლეღვმა დაკეცა სილაღის ფრთა, ლეღვმა დაკეცა.

study


Last edited by Admin on Sat May 27, 2017 12:18 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მანანა კობაიძე   Sat May 27, 2017 12:18 am

მანანა კობაიძე

ჩვენი ჩრდილები

მთვარე ბზობისა ისევ სავსეა,
ისევ მომავალ ჯვარცმის მაცნეა.
მერე აღდგომის.
დამებნა მძივი შენს საწოლთან,
ვერ გაგიცანი.რაზე ვდარდობდით
– მთვარის ჩრდილებში ირწეოდა მთელი ქალაქი,
გათენების იდუმალებამ გადაგვიარა,
გულზე დაგვადგა ცივი ნიავი.
მდინარეებიც ჩერდებიან.
დროც ჩერდება გათენების წინ.
მარადისობა შემოიხედავს წამის ნაპრალში
– თვალი შეგვასწრო იმ გარინდებამ – ერთად გავქვავდით.
მარადისობის შემოხედვამ აგვიბეჭდა სამარადისოდ.
მერე სხვადასხვა გზით წავედით,
მაგრამ ჩვენი მაშინდელი სუნთქვა და სული ისევ იქ არის,
იქ არაფერი აღარ იცვლება.
სამუდამოდ იქ გაქვავდნენ
ჩვენი ჩრდილები.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: მანანა კობაიძე   

Back to top Go down
 
მანანა კობაიძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: