არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ბექა რამიშვილი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4104
Registration date : 09.11.08

PostSubject: ბექა რამიშვილი   Wed May 24, 2017 10:26 am


Beka Ramishvili

ბექა რამიშვილი

დაიბადა 1980 წლის 19 მარტს.
პროფესიით რეჟისორი.

ბმული:
* https://youtu.be/NrSjvy9xFW0


Last edited by Admin on Wed May 24, 2017 11:15 am; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4104
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბექა რამიშვილი   Wed May 24, 2017 10:29 am

ბექა რამიშვილი

ბოდვა გრანელის საფლავთან

გლოვის საღამო ისე მშვიდია,
რომ სინანული აქ აღარ მოვა
დღეს მე მკვდარი ვარ როგორც ფიდია
და უსხეულო ვით ქართა ქროლვა.
ჩემს სულში სევდა ისე დიდია,
წვიმის წვეთები ცრემლად წამოვა,
ჩემი ფიქრები ალბათ სხვისია
და არას მშველის ვარდების გლოვა.
ღამე მომიტანს მკვდრების სამოსელს,
ჩემი საფლავიც უკვე ახლოა,
შორიდან ვხედავ ალში ჯოჯოხეთს
სადაც ცოდვილთა სამოსახლოა.
და ჩემი სულიც გაქრება ალში,
აქ მხოლოდ მკვდარი სასფლაოა.
დამიტირებენ ფოთოლცვენაში
თუმცა ზამთარი უფრო სათნოა.
კვლავ სინანულის დადგება წამი,
ჩემი სხული ღამის პანოა
ჩაფიქრებულა თეთრად ზამთარი,
მე კი, მკვდარი ვარ...
სული მარტოა...
და ეს სამოთხეც ისე შორია
როგორც ცისფერი ეს საღამოა,
გამქრალა სევდა მკვდარი წარსულის
და ეს სიკვდილი უფრო სანდოა.
მთვრალია ღამე, ზეცა მშვიდია
არას მარგია ვარდების გლოვა
დღეს მე მკვდარი ვარ, როგორც ფიდია
და უსხეულო ვით ქართა ქროლვა.


სიკვდილის სონეტი

გავა ხანი და შემოცვდება თითებზე ხორცი.
თითებზე, ერთ დროს კლავიშებს რომ ეფერებოდნენ,
მუსიკის სუნთქვას ვეღარ იგრძნობს გაცლილი ჩონჩხი
დამსხვრეულ ძვლებზე სინანულით რომ ეხებოდნენ.
თითქოს პირფერი მისტერია იყო წამების
სიკვდილის ჰანგი კლავიშებზე აცეკვებული,
მთვარეს იწვევდა სამარისკენ გზა შეღამების,
ქარიც აჩრდილთა როკვად იყო გადაქცეული.
ელოდა ისევ, შეღერებულს, თეთრად ალიონს
ჩონჩხის თვალებში მოვლენილი ხილვად ტაძარი,
მდუმარებაში თავდახრილი ხედავდა დემონს,
რომ მოსდებოდა სისასტიკის შავი ხანძარი.
გოდებდა მთვარე, შემოსილი სისხლის მანტიით
და არაფრისმთქმელ სიმარტოვეს ებრძოდა სული.
ლპებოდა, ერთ დროს შეპყრობილი მკვლელის მანიით,
დემონის ხელით დაკუწული მისი სხეული.
და მხოლოდ თოვლი, დაფენილი მის სამარესთან,
ათბობდა ძვლების სიმარტოვეს ცხელი ყინულით.
იწვოდა სული, ჯოჯოხეთის დახშულ კარებთან
სნეული ცოდვის საბურველში გამოხვეული.
და იყო თეთრი ამბოხება მუსიკით ვნების,
თეთრ კლავიშებზე დანთხეული სისხლის სურნელად.
გამეფებული ჰარმონია ამაოების,
ნოტების სუნთქვა, გადაშლილი ფერად ფუცლებად.
შემორჩენილი ნაფლეთებად ჩონჩხზე წუხილი
განცდა ეული, გაფენილი ცაზე ღრუბლებად,
მკვდარი სხეული და მუსიკის გრგვინვა - ქუხილი
შემომსხვრეული ყინულებზე სიკვდილის ვნებად,
გადმოიღვრება სამარიდან სევდის ჩანჩქერად
ჩააქრობს ირგვლივ გამეფებულ მხიარულებას,
მძულვარე განცდას მიმოფანტავს სისხლის წვეთებად
მერე ჩაშრება და ჩაიშრობს სამარის ელდას.
და დაიტირებს ჩონჩხი უცხო სისხლის წვეთებით
იმ თითებს, კლავიშებს რომ ეფერებოდნენ
და ვეღარ იგრძნობს ათრთოლებას ის იმ ხელების,
დამსხვრეულ ძვლებზე სინანულით რომ ეხებოდნენ.


ლოთი

შეშლილი ღამე მოგონებებს აურევს გროვად,
სისხლი ოფლივით დაცვარულა ხელისგულებზე,
თითქოს ეს ხალხი გეჩვენება ძაღლების ხროვად
როცა, გაახელ დილით თვალებს ნაბახუსევზე.
შენ ეს თვალები გაშინებენ მრუდე სარკეში,
უაზრო მზერა ირგვლივმყოფთა უფრო გახელებს
შენ უკვდავი ხარ, როც მთვრალი ქვის სამარეში
მიცვალებულებს შემოახვევ გაყინულ ხელებს.
და ეს ფოთლები, ღამის საბნად რომ მოგიხურავს
გეალერსება უცხო ქალის ნაზი თითებით
სასაფლაოზე შეღამებას თოვლი გასუდრავს,
თითქოსდა ღვინით დაბანგული თეთრი ფიფქებით.
ეს მდუმარება შემზარავი შენ არ განაღვლებს,
ჩუმი ალერსი გენატრება ღვინის წვეთების
არ უშინდება ეს წადილი სისხლიან ტალღებს
არ ეშინია უსასრულოდ ქვებზე ხეთქების.
ო, შენს ფიქრებში მხოლოდ ღვინის სევდა ბატონობს,
მხოლოდ ბახუსის სურნელებას ემორჩილები,
შენს შთაგონებას მთვრალი ღამე მორცხვად პატრონობს
და შენ არ გზღუდავს ამ ცხოვრების ყრუ ბორკილები.
შენთვის სავანედ გაჩენილა ეს სასაფლაო,
სადაც სიჩუმე გარდაცვლილთა თეთრ ძვლებს დარაჯობს,
შენთან სტუმრობენ სასაფლაოს ძველი მუზები
და თეთრი თოვლი შენს სუფრაზე ნაზად სარაჯობს.
შეშლილ ღამეში არ გაშინებს მორჩილი სუნთქვა,
არც ეს სიცივე არ გაწუხებს ბახუსში თოვლით.
გათენებამდე მხოლოდ ერთი გსურს რომ ჩაუთქვა
გელოდებოდეს ბოთლი ღვინო დილაზე თრთოლვით.


ჰამლეტი

თითქოსდა ამ ქვეყნად ვეძებდი სამოთხეს,
ცრემლებში იწვოდა სისხლისფრად დაისი.
სიხარულს ვეძებდი, გული არ მათხოვეს
და მხოლოდ ოცნებას ართობდა მაისი.
აქ ღამე ფანტავდა ცრემლებად ყვავილებს
ამ მიწას სიტყვებით ართობდნენ მონები.
ჩემი სიყვარული თითქოს არ დაინდეს,
გათელეს სიტყვები...
გათელეს გრძნობები...
და ცრემლმა წალეკა ჩემში ეს სამყარო,
ბინძური ფიქრებით აღვსილი მორევი.
ეძებდა სიჩუმეს დაღლილი საღამო,
სიცოცხლე იბრძოდა სიკვდილზე მორევით.
და თოვდნენ თითები ცისფერ კლავიშებზე,
გრძნობები სიცივეს უფრთხოდნენ ცოდვებით
ნაპირებს სიჩუმის, აქრობდნენ ბისებზე
უაზრო სიცილით...
უაზრო ბოდვებით...
ამ ქვეყნად არ არის ნამდვილად სამოთხე,
კვლავ ცრემლში იწვოდა სისხლისფრად დაისი.
სიყვარულს ტყუილად ნუ მოსთხოვთ მათხოვრებს
აქ მხოლოდ ოცნებას გაართობს მაისი.


დღეს დამმარხავენ

დღეს დამმარხავენ...
ჩასვენებულს სანთლის კუბოში
და გადამფარავს ყვავილების ფერადი ტალღა.
ქარი წაიღებს ჩემს ოცნებას, დაკარგულს დროში,
დაცლილ სხეულსაც აღარ ტანჯავს ალბათ გადაღლა.
დღეს დამმარხავენ...
ცა ფერფლისფრად იტირებს დიდხანს,
ალბათ შენს სულსაც დააწვება სევდის ნამქერი.
ღამე მოიტანს ჩემს საფლავთან ნაცრისფერ მიხაკს
და სასაფლაოს გადაუფრენს მთვარის ნამღერი.
დღეს დამმარხავენ
და... სიცოცხლე მომენატრება,
ჩემთვის რექვიემს ააჟღერებს ყრუ ბეთხოვენი.
ალბათ სიმშვიდე წამიღებს და მომეახლება
დრო, როცა ღამის მდუმარებას დავეთხოვები.
დღეს დამმარხავენ...
დამემსხვრევა შენზე ფიქრები....

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4104
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბექა რამიშვილი   Wed May 24, 2017 10:33 am

ბექა რამიშვილი

საზღაური

გაუსაძლისი ტკივილია...
ესეც სასჯელი!
ირმადქცეული სხეულიდან
ხორცს მაგლეჯენ ჩემივ ძაღლები,
გავრბივარ...
ტევრში სიკვდილია ჩასაფრებული...
ვიცი!...
მე თვითონ ჩავასაფრე დღეს ეს სიკვდილი...
ო, ეს ქვაბული...
ეს ნიმფებით გარშემორტყმული შენი სხეული,
შენი თვალები...
ღირდა სასჯელად!
არ ვნანობ წუთით!
ახლა ძნელია გაარჩიო მტყუან - მართალი...
სრბოლა არსაით...
გავურბივარ ჩემივ მახეებს,
მაგრამ როდემდე?!
ისევ ტკივილი...
სისხლი იცლება ძარღვებში და
მაცლის არაქათს,
მაინც მომყვება ნუგეშივით
შენი თვალები - ჩემი სასჯელი...
და არ მაქვს შიში,
კვლავ ვაგრძელებ რბოლას სიკვდილთან,
მაინც როდემდე?...
აი, ადმეტიც - ჩემი ძმობილი...
უსწრაფესია მისი მშვილდი,
აუცდენელი!
ამ უკანასკნელ გაელვებას
ვხდები სიმშვიდით!
საზღაურს ვიღებ
შენი სხეულის ხილვისათვის და -
არ ვნანობ მაინც არაფერს!
მიწაზე გართხმულს
ხორცს მაგლეჯენ ჩემივ ძაღლები,
მე კი ვეღარ ვგრძნობ ტკივილს,
ტკივილი გაქრა!
მხოლოდღა თვალებს ვხედავ შენსას
და ადმეტის ხმა მესმის -
აქტეონ, სად ხარ?!...

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4104
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბექა რამიშვილი   Tue May 30, 2017 11:38 am

ბექა რამიშვილი

Stop-cadre

სისულელეა ყველაფერი, ჩემო ძვირფასო,
ირგვლივ ქარია, ოცნებებს რომ ანაგვიანებს.
გათელილია ეს ბაღები და აღარ მახსოვს -
ადრე წავედი, თუ წვიმებმა დაიგვიანეს...
დამეფანტები ახლა ვიცი მოგონებებად,
უცნაურია, ეს აპრილი ხომ უკვე იყო.
აქ გათენებაც არეულა ისეთ ფერებად,
რომ, ვერ ვიხსენებ, ეს სიგიჟე რატომ დაიწყო...
სისულელეა, დამიჯერე, ნამდვილად ვიცი,
ეს ნაბიჯებიც მამსგავსებენ ხანდახან ჯამბაზს.
ცხოვრება მესვრის ტყვიებივით, შეფარულ სიცილს,
თანდათანობით ემგვანება უაზრო თამაშს...
უნდა წავიდე, ალბათ უკვე უნდა წავიდე.
ახლა ქუჩამაც ტკივილამდე იცვალა ფერი,
სადღაც გაბნეულ მონატრებას მიაქვს სიმშვიდე
და სიკვდილამდე დამღლელია ეს ყველაფერი...
უცნაურია, ეს აპრილი ნამდვილად იყო.
ირგვლივ კი ქარი, ოცნებებს რომ ანაგვიანებს.
გათელილია ეს გზა უკვე და აღარ მახსოვს -
ადრე წავედი, თუ… წვიმებმა დაიგვიანეს...

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ბექა რამიშვილი   

Back to top Go down
 
ბექა რამიშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: