არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 ვოვა მაჩაიძე

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: ვოვა მაჩაიძე   Sat Apr 29, 2017 1:55 pm

ვოვა მაჩაიძე

ვოვა მაჩაიძემ 25 წლის ასაკში თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე გასული საუკუნის 70-იან წლებში. ვერაზე ცხოვრობდა.


***
ტანისამოსთან ერთად დატოვა
სანაპიროზე სული და ბედი.
სკაფანდრიანის თოკს დაათოვა
ცრემლი და გაშრა თვალები დედის.
როგორც მუხლებზე ცოდვილი ქალი –
მზე ეგდო ზღვაში და აღთქმას დებდა,
ამოიტანეს სულ სხვა საწყალი,
რომელსაც არვინ არ დაეძებდა.

Arrow


Last edited by Admin on Sat Apr 29, 2017 2:06 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ვოვა მაჩაიძე   Sat Apr 29, 2017 1:57 pm

ვოვა მაჩაიძე


***
ლიმონისფერი მოწყენის ნერგი
ძვირფასი, მაგრამ ასე იაფი.
სიყვარულია მზის აისბერგი
და სიძულვილის ბარელიეფი.
პირველყოფილი, ბავშვის სიზმრების
ექო ზიზღია მუდამ.
ღმერთის გვამია მიწა ნაკორტნი,
ღამისმთეველი ბუდა.
ხორხისმიერი ჟესტი უხეში
ხორცის პლანეტას ათრობს.
ის დასჯილია და დგას კუთხეში,
ბედნიერია ამ დროს.
იცინეთ ჩემზე უფრთოდ ფრენაზე.
(მწვანე ღრუბელი დალბა).
ზესშთაგონება ბრბოს ტლუ ენაზე
სასაცილოა ალბათ.
სულის სიხარულს დაღვრის იებად
არარაობა წმინდა.
არავითარი არც პატიება,
არც გახსენება მინდა...


***
მემორჩილება ჭაობის ყელი,
ასული ტბის და სიცხის –ლეონა,
შემთხვევითობა–ბუნება ხელი
თან უსინათლო ქამელეონი,
იდუმალება ნათელ ქვესკნელის,
პირველყოფილი წყევლის არია–
გთხოვ, პირველად და უკანასკნელად
გამომეცხადო დაო მარიამ.


***
ცოდვა იესომ ზიდა
ფთებით და არა გოგვით,
მოგვიახლოვდა მზიდან,
როგორც ბავშვი და მოგვი.
არ ენდობიან ციდან
მოსულს ადამის ძენი.
და მოიშორეს გზიდან,
როგორც გიჟი და ბრძენი.



იგი არ მოვა
იგი არ მოვა! შრიალებენ ფოთლები ჩუმად.
იგი არ მოვა! ქვითინებენ წვიმის წვეთები.
იგი არ მოვა! ნასიცხარი დუმილით სდუმან
მაცხოვრის ხელზედ ამბორები მონაცვეთები.
სისხლის მაგიერ ცრემლებშია სურვილთა ხროვა
და ცხელი შუბლით მობარბაცე ხეებს ვედები.
როგორც სანაგვეს გადაყრილი ყვავილთა გროვა
ჭკნება საზიზღარ სილამაზით ცრუ იმედები.
გონება სუნთქავს სიბერისგან მკვდარი ფიქრებით,
სულის თვალებში აღარ ცვლიან ფერებს ფერები.
უთანასწორო დუელისთვის ძალებს იკრებენ
გადავიწყება და დემონი მეხსიერების.
და იმ გრძნობათა საყინულის კარს იკეტავენ
სპლინის სიბნელეს შეჩვეული ჩვენი გულები.
ო, ამიხსენით, ამიხსენით როგორ ბედავენ
დგომას სამყაროს საფეთქელთან სომნაბულები.
ტეხილი მზერა მიაცილებს უჩემოდ წყვილებს
და უნაპირო სისადავით თმენით რტოები,
პირველ დაცემით ამაღლებულს და ნაყვავილებს
მიმაცილებენ და ხმებიან განმარტოებით
იგი არ მოვა! მივენდობი ფოთლების გუმანს
იგი არ მოვა! დე, ტიროდნენ წვიმის წვეთები,
იგი არ მოვა! უსასოო ზარები დუმან,
გალაკტიონის სიონისკენ მივეხეტები.



პასუხი
შენი წყლიანი თვალების ფითრით,
საბნის ნაოჭში გამკრთალი ტერფით,
შემორჩა ხსოვნას გოგონას ტვიფრი,
რომლისთვის ერთ დროს ვიყავი კერპი.
ვერ მოვალ, რადგან თვითონ ვარ იგი,
რომელიც უკვე წავიდა შენგან,
გაშიშვლებული დღეების იქით
სწუხს მოვარდნილი დეკემბრის დელგმა.



სხვა
იწყევლებიან მკვდარი წამები!
არ არწმუნებენ შეშლილ წამებას:
მოხვალ–არავის არ ენანები,
მიხვალ–არავინ არ გენანება.
იქუფრებიან მკვდარი ფიქრები
და ფიქრთსაცავის დუმილი დნება:
გახსოვს, გეგონა რომ არ იქნები–
აღარაფერი აღარ იქნება.
თეთრი ბურუსი რომ აინთება,
გადაისხმება ჭურჭლიდან ლექი,
და ობელისკი ფერფლის იდგება
ასე ამაყად სადაც იდექი.
ასე უწყალოდ რისთვის ეწამე,
ან რა საჭირო იყო წამება:
მოხველ–არავის არ დაენანე,
წახვალ –არავინ დაგენანება.


***
დავიწყებათა ყინულის გერო
და სასურველო სიგრილევ ქრობის,
რად არსებობს სამაგიერო
ან სიყვარულის, ან მეგობრობის.
ო, მარტოობის ერთგულო ცეცხლო,
მიუსაფარი ფერფლი ავდება.
ყველა თავისი სიკვდილით ცოცხლობს,
ყველა თავისი სიცოცხლით კვდება...


***
ზედმეტი ძალით განაწვალები
სოლომონივით დიდხანს გედავე,
და მღალატობენ ისე თვალები,
თითქოს საკუთარ სიკვდილს ხედავენ.
ზედმეტი სისხლით განახელები
იაკობივით დაგეჭიდავე.
და მღალატობენ ისე ხელები,
თითქოს საკუთარ კუბოს ჭედავენ.
ზედმეტი ცეცხლით განახურები
პრომეთესავით კლდემ მიმისვენა,
და მღალატობენ ისე ყურები,
თითქოს საკუთარ წირვას ისმენენ.
კმარა! იხილე ხმა მომხმობელი,
ღმერთო, დალოცე, შენი ნერგია,
ამა სოფელის დამამხობელი
და აღმდგენელი _ ეს ენერგია.


***
კვდომამ უკვდავებას თავი აარიდა,
შეუსაბამობას მკვდრებიც უარყოფენ,
და მარად გაუთხრელი ღმერთის სამარიდან
მიხმობს დაუმარხავ ხილვათა ხელყოფა.
შანდლის სინანული, ნაკლულ საუკუნის
შიშველ ფილანქანზე შრება დაჟინებით.
და არის წესრიგი ქაოსის უკუნი
და უწესრიგობა მათი დაშინება.
აღთქმების მოთქმას აღარ ვეპუები
და,რაღა თქმა უნდა, პირველ სართულიდან
მითრევს განწირულთა სველი უპეები
ამ დასასრულისკენ, იმ დასასრულიდან...


***
ვერ მოესწრები საკუთარ ტრიუმფს,
არ გეღირსება ზეცის თაღები.
ვიღაცა კეტავს სინათლის ტრიუმს
და იმუქრება სულის აღებით.
დაგეწაფება მალე წყვდიადი,
ეშმაკმა უწყის რა სადაური.
მაინც რატომღაც იყო დიადი,
შენი ცხოვრება უსათაურო.


***
სულს ტკივა, როგორც ტკიოდა უწინ
შენი თვალების ცისფერ ტკივილით.
კენტი და ლუწი, კენტი და ლუწი,.
ქარი თვლის ფოთლებს წივილ –კივილით.
მოაფრიალებს დაცვენილ ფოთლებს
თუ შემოდგომის ყვითელ მანტიას,
შევყურებ, როგორც გამოცლილ ბოთლებს
სამოსგაძარცულ ჩემს სიმპათიას.
ჩამოეფარა უფერო ფარდა
ფოთლების დამჭკნარ დეკორაციას.
ცრემლი სდის დარდად, დაწყევლილ დარდად,
ჩემს სახელზე რგულ ხმელ აკაციას.
ნოემბრის ნისლში დაუდგამთ სეფა.
იხდიან ქელეხს,აჟღერენ ზარებს.
მოჩვენებათა სამყაროს მეფე
დედიშობილად ამოდის მთვარე.
და მის სარკეში ირწევა ქარი,
და იორთქლება სარკმელის მინა,
კარს სილუეტი აეკრა ქალის
და ქარმა ჩემში დაიდო ბინა.
მოლოდინის დღეს მოეღო ბოლო
და ეხლა ქარი ვნებაში წივის.
ილუზიების მსხვრევაა მხოლოდ
ეს სინამდვილე ტკბილი და ცივი.
სულს ტკივა, როგორც ტკიოდა უწინ,
განუკურნებელ ცისფერ ტკივილით,
კენტი და ლუწი, კენტი და ლუწი,
კენტი ...და შედგა ქარი კივილით.

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ვოვა მაჩაიძე   Sat Apr 29, 2017 2:00 pm

ვოვა მაჩაიძე


***
შენ გივიწყებდნენ ყოველთვის მალე,
შენ ივიწყებდი ყოველთვის გვიან,
და ახლაც იმ სხვებს წაყოლილ ქალებს
შენი ცხოვრების ქალები ჰქვია.
შენ გიშორებდნენ ყოველთვის ადრე,
შენ იშორებდი ყოველთვის გვიან;
სხვების დაცვენილ ნიღბებს და ჩადრებს
შენი ცხოვრების დღეები ჰქვია.
შენ გიმეტებდნენ ყოველთვის მალე,
შენ იმეტებდი ყოველთვის გვიან;
მეგობრებს, მტრებს და სიკეთის ალებს
შენი ცხოვრების მიზეზი ჰქვია.
შენ ერთნაირად სწამდი სიმაღლეს,
ლექსებს და სიზმრებს, ფერდობებს ქვიანს;
ხომ იყვარებდი ყოველთვის მალე,
რად შეგიყვარეს ყველაზე გვიან.


უფალო!
მიათრევს ღამე სიზმრების გროვას,
მიათრევს, როგორც საკუთარ ჯვარცმას,
უფალო! ნუთუ სიმშვიდის დროა,
უფალო! როგორ გაბედა კაცმა.
უფალო! თურმე არავის თენთავს
სიფითრე მთვარის თბილი ქარისი,
და როგორ უნდა მოვიდნენ შენთან,
როცა არავინ არ არის ღირსი.
და როცა სულთა ციურ ნამქერში
ტრიალებს ცეცხლი, ილევა კვალი _
სიცოცხლის სხვაგვარ ფორმათა ფერში
სიკვდილი დადის მთვარემავალით.
როდემდე, როგორც სიზმრების გროვა,
ათრიოს ღამემ, მძიმეა ჯვარცმა.
უფალო! ნუთუ სიმშვიდის დროა,
თუ თავი უნდა მოიკლას კაცმა!?



უფალო! ღმერთო!
(ვედრება)

უამრავი და-ძმა სისხლით ერთობა,
თელავს დედის ჩამოგლეჯილ საყელოს,
წამიყვანე და მიშველე, ღმერთო,
წამიყვანე უცხო და უსახელო.
დინოზავრებს შორის უხმლოს, უფაროს,
მზრდიდა ცეცხლი და ოცნება _ გადია.
გაჩენიდან მამას ვეძებ, უფალო,
სამყაროში კვლავ მატრიარქატია.
ო, მარადი ობოლი ვარ, ღმერთო,
მაზიარე უკვდავების მაგიას.
წამიყვანე _ ისევ სხვას შეერთო,
ისევ ვნება მანაცვალა გეამ.
რომ ცოცხალი მამის ჭირისუფალი
ყოფნის მტვერს და ტრიალს გავერიყო.
იქნებ შენ ხარ, თუ არადა, უფალო,
დაე, შენი შვილობილი ვიყო...

Arrow


Last edited by Admin on Sat Apr 29, 2017 2:05 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ვოვა მაჩაიძე   Sat Apr 29, 2017 2:02 pm

ვოვა მაჩაიძე

ნიღაბი

უღრანები ღამურებით იღამებს
და მთვარეა ცაზე, როგორც ევა.
ვერ ვიშოვე უკეთესი ნიღაბი
და ამ ბრბოში მაწანწალას ვგევარ.
იმ ხეების იდაყვებზე ტოტების
განიძარცვა ქარიშხალთან დავა.
ძველი სულის უძველესი გოდებით,
ნათხოვარი სხეულივით დავალ.
და აწყდება დავიწყება მგოსნებს _
(მოელვარე ვიტრინები ნახეს)
აედევნა სალუქ მანდილოსნებს
ნამთვრალევი მათხოვარის სახე.
საკუთარი ანარეკლიც მიცილებს
და არ იცის ნიღბის მიღმა მე ვარ.
ვერ ვისწავლე უკეთესი სიცილი _
ახირებულ კომედიანტს ვგევარ.
ჭიქის ფსკერით ვიყურები ცისკენ,
ირონიით ბრბო ერთობა ერთობ,
და მივიწევ თვითმკვლელობით მისკენ,
რად დამცინი, რად დამცინი, ღმერთო...

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ვოვა მაჩაიძე   

Back to top Go down
 
ვოვა მაჩაიძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: