არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 მაია რუხაძე

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: მაია რუხაძე   Wed Feb 22, 2017 12:31 am



მაია რუხაძე

1968 წლის 30 მარტი


ბმული - https://www.facebook.com/Maia.Rukhadz3?lst=100002035099487%3A100005898973093%3A1487709177


Smile


Last edited by Admin on Wed Feb 22, 2017 12:37 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მაია რუხაძე   Wed Feb 22, 2017 12:32 am

მაია რუხაძე

იმ ღამეს

იმ ღამეს თურმე რეკდნენ ზარები,
ზამთარს ქალების ემართა ხურდა,
და ფერმიხდილი განთიადები
გზაგასაყარზე გეძებდნენ თურმე...
გაუხედნავი იწვა ღალატი
მაშინ ჩვენ შორის როგორც გორგონა,
თავჩაქინდრული ჭადრების ჩრდილი
შენი ძლიერი მხრები მეგონა...
თურმე ჩატეხილ კიბესთან მდგარი
თითებზე ისევ ვთვლიდი მზის სხივებს,
გათიბულ წლების ამფითეატრში
ზამთარი იდგა როგორც ივდითი...
იმ ღამეს თურმე რეკდნენ ზარები,
ზამთარს კი უკვე მზე ყავარჯნობდა,
და ფერმიხდილი განთიადებიც
ნარექვიემებ ოდებს ამბობდნენ...

20.2.2017

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მაია რუხაძე   Wed Feb 22, 2017 12:39 am

მაია რუხაძე

შენ

შენ - ჩემო ისევ უბელო ბოდვა,
და ქარიშხალის ზანტო ზმორება,
დაუნდობელო სიჩუმის შფოთვა
ცრემლებმიღმეთის თანასწორება!
შენ- ხრამის კიდედ ეკალში ვარდო,
გაზაფხულებო - წვიმით მაძღარო,
ფილტვში სიმსივნედ მოსულო დარდო,
სიღატაკეში - ნერვებმდიდარო...
შენ - უიღბალო მასხრის ცრემლებო,
ჩემში მოხეთქილ თიბათვის ტალღად,
ზამთარში თოვლო ვერნასესხებო,
სიზმრების გერო ჩემში მომთბარო...
შენ - ჩემო რითმავ ვერშეწყობილო,
იარავ გულში - კორძად გამხმარო,
ირმის ბალახო ვაჟას მთებიდან,
შავი ნისლებით მკერდში გამდნარო...

2017

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მაია რუხაძე   Wed Feb 22, 2017 12:41 am

მაია რუხაძე

წერილები რიუნოსკე აკუტაგავას
(წიგნიდან " სიკვდილი უსიერ ტყეში")

წერილი მეხუთე

სად არის ნეტავი ის ხე? არ დამეკარგოს... არ ამერიოს , არ დაათოვოს და ან კიდევ არ მოჭრან.... ასე დუდუნებდა მაკიკო ყოველ დილას და ნელა მიიპარებოდა ტყის პირისკენ. გაიშლიდა თმას , ასკილის გვირგვინს დაიდებდა, მივიდოდა ერთ დაგრეხილ ხესთან და იმ ხეს უყვებოდა თავის ისტორიას .
როცა გშიოდა, დაგაპურე...
როცა გციოდა, ჩაგაცვი...
როცა არავის არ სჯეროდა შენი, მე დაგიჯერე....
ასე დუდუნებდა, მერე ჩაეხუტებოდა ხეს და მის მერქანს ჰკოცნიდა და ეხვეწებოდა არ გამიქროო ჩემი სანატრელის სუნი, შემინახეო იქო, ჩვენ რომ ვიცითო...
დაემხობოდა მუხლებზე და ჩუმად იწყებდა სიმღერას, შემოახვევდა ხეს თმას და ასე გაშეშდებოდა ქვასავით...
-საით, ვისკენ, რატომ?-ისმოდა ტყიდან...

16.2.2017

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მაია რუხაძე   Wed Feb 22, 2017 12:43 am

მაია რუხაძე

ზამთრის ეიფორია

ფიფქებშორისი, რითმებშორისი ქალი და ქუჩა,
ფერთამძარცველი ზამთრის მონები,
დამარხულ მიწას ენძელები უკრავენ პერანგს,
და მეც წარსულში, ვით სარკეში კვლავ ვიყურები.

ეს ფერთა გამა ლანცეტივით ჭრის დიაფრაგმას,
და მაინც ჰაერს მიწის სუნი მიჰყვება კენტად-
ნაფაზებს შორის შენი სუნთქვა მიმოიფანტა,
და ამ ნაბიჯებს ისევ ზამთარს ვუტოვებ მძევლად...

და ისევ ქალი აგლეჯს ღილებს მიწის სურვილით,
დამარხულ მიწას თოვლი ლოშნის ვით შლეგი კაცი,
ზურგშექცეული და მიწამდე წრეგადასული,
რითმებშორისი რეკს წარსული ადამის სახით...

12.2.2017

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: მაია რუხაძე   

Back to top Go down
 
მაია რუხაძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: