არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 რეზო კლდიაშვილი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: რეზო კლდიაშვილი    Sun Jan 15, 2017 2:05 pm



Rezo Kldiashvili

რეზო კლდიაშვილი

დაბადების თარიღი: 24 სექტემბერი 1947 წელი;
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული;
დაბადების ადგილი ქ. ქუთაისი
გამოცემული აქვს ქიმიაში 8 სახელმძღვანელო, 2 მონოგრაფია, მიღებული აქვს ორი საავტორო მოწმობა და არის 103 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
ქიმიურ მეცნიერებათა დოქტორი; პროფესორი
საქართველოს საიჟინრო აკადემიის წევრ- კორესპოდენტი;
საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის მრჩეველთა საბჭოს წევრი;
Sigma-Xi ამერიკელ მეცნიერთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი;
სამეცნიერო ჟურნალ „ინტელექტი’’ს რედკოლეგიის წევრი;
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიის დეპარტამენტის სადისერტაციო საბჭოს წევრი;

განათლება:
1965 – 1971 წ_ საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის, ქიმიური და კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტი, ძირითადი ორგანული და ნავთობ - ქიმიური სინთეზი და ტექნოლოგიის სპეციალობა, ინჟინერ - ტექნოლოგის კვალიფიკაცია;
1977– 1979 წ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი, ორგანული სინთეზის ლაბორატორიის ასპირანტი;

კვალიფიკაცია:
1983 წ. - მიენიჭა ქიმიურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი;


სამუშაო გამოცდილება:
* 2009 წ. – დღემდე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი, ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტი, პროფესორი * 2015 წ. - დღემდე კორნელი კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, რესტავრაცია-კონსერვაციის ლაბორატორიის ხელმძღვანელი;
* 2006 – 2009 წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი, ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი;
* 1992 – 2015 - თბილისის პეტრე შოთაძის სახ. სამედიცინო აკადმია, სამედიცინო ქიმიის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი;
* 1998 – 2005 წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრის დირექტორი;
* 1992 – 1998 წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ქიმიური ტექნოლოგიის სასწავლო -სამეცნიერო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში;
* 1992 – 2006 წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტის დოცენტი;
* 1988-1992 წწ. - აკად. კ.ერისთავის სახ. ქირურგიის ინსტიტუტის ბიოპოლიმერების ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი;
* 1972-1988 წწ. – საქ. მეცნ.აკადემიის პეტრე მელიქიშვილის სახ. ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი;

საქმიანობა
* საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიის დეპარტამენტის სრული პროფესორი.
* საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპოდენტი
* აშშ-ს მეცნიერთა საპატიო საზოგადოების “Sigma Xi”- s ნამდვილი წევრი
* ალექსანდრე (საბა) კლდიაშვილის ფონდის დამფუძნებელი


ლიტერატურული მოღვაწეობა:
* 1990 წ. _ მოთხრობების კრებული
* 1998 წ. _ „მეც ჩემი ბავშვობიდან მოვდივარ“ - შინაარსი: უნაგირას მთის ძირში; ჩეხო; კენედის მკვლელობა; იმ ბზობის ღამეს; სერენადა; საფიჩხიელი პაგანინი; გუცუნია; ბურდღუას ბიჭები; იადონა; მოხუცები; ირინოლა; სამხატვრო გამოფენაზე; ხე ნაყოფით იცნობა; სერგია; ავტოინსპექტორი; მოლოდინი; პურის რიგში; თიკო; უნივერსიტეტის ბაღში; "Yesterday"; ბიჭი გადარჩენილ ბოძთან - მოთხრობები / [რედ.: ზაალ სამადაშვილი ; გამომც.: ლევან თითმერია]. - თბ., 1998. - 103გვ. ; 18სმ..
* 2002 წ. _ „იადონას თეატრი“ - პიესების კრებული (შინაარსი: საპოვნელა; იადონას თეატრი; შორაპნელი ქალბატონები; მარტოობის ბინადარი; მანველიძეების ოჯახი; პატრონი; ბიზანტიის დედოფალი), / [რედ.: ლევან ხეთაგური ; მხატვ.: თამაზ ვარვარიძე]. - თბ. : ქართული წიგნი, 2002. - 240გვ. ; 20სმ.. - ISBN 999-28-906-0-8
* 2005 წ. _ „ზარატუსტრას ჟამი“ - ერთმოქმედებიანი პიესა : ფრიდრიხ ნიცშეს "ესე იტყოდა ზარატუსტრა"-სა და 3+1-ის "მომავლის რჩეულის" მიხედვით / [გერმ. თარგმნა თენგიზ ხაჭაპურიძემ, რუს. თარგმნა ელენე ბერიძემ ; რედ.: მანანა უკლება ; მხატვ.: თამაზ ვარვარიძე]. - თბ., 2005. - 128გვ. ; 20სმ.. - ქართ., გერმ. და რუს. ენ.. - ISBN 99940-0-191-4
* 2007 წ. _ „ბუნებისმეტყველის მოგზაურობა ცნობიერების შეცვლის თვალსაწიერში“ (მონოგრაფია) - [რედ. მიხეილ ანთაძე]. - თბ. : [ცოდნა], 2007. - 52გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 50-51. - ISBN 978-99940-37-46-9


განხორციელებული სპექტაკლები:

* “საპოვნელა”
კოტე მარჯანისვილის სახ. აკადემიური თეატრი /რეჟ.მ.კუჭუხიძე/ - 1995
რუსთავის სახელმწიფო თეატრი (რეჟ.ლ.სვანაძე ) - 1995
ვ.გუნიას სახ. სახელმწიფო თეატრი (რეჟ. ა. ჯანელიძე)_1996

* „იადონას თეატრი“
კოტე მარჯანიშვილის სახ. აკადემიური თეატრი (რეჟ.გ.თოდაძე)_ 1997
მესხეთის სახელმწიფო თეატრი (რეჟ.ა.ვარსიმაშვილი)_1997
ლ. მესხიშვილის სახ.ქუთაისის სახელმწიფო თეატრი (რეჟ. ნ.ლორთქიფანიძე) – 2000
გ. ერისთავის სახ. გორის სახელმწიფო თეატრი (რეჟ. რ.იოსელიანი) – 2003
ერთი მსახიობის თეატრი `ვერიკო~ (რეჟ.გ,თოდაძე) – 2004წ.
შალვა დადიანის სახ. ზუგდიდის სახელმწიფო თეატრი (რეჟ.ი.გოგია) – 2007

* „შორაპნელი ქალბატონები“
შ.რუსთაველის სახელობის სახ. აკადემიური თეატრი ( რეჟ.მ.კუჭუხიძე) – 1998

* „როსტომ მანველიძე“
თბილისის “მეტეხის თეატრი” (რეჟ.ს.მრევლიშვილი) – 2001
უშანგი ჩხეიძის სახ. ზესტაფონის სახელმწიფო თეატრი (რეჟ.მ.ცერცვაძე) – 2009

* „მარტოობის ბინადარი“ /მონოპიესა/
ერთი მსახიობის თეატრი `ვერიკო~ (რეჟ.ნ.მჭედლიძე) – 2004

* „სუფრა“ ქართულ – ჰოლანდიურ _ გერმანული პროექტი
ქ. ამსტერდამი, ქ. ბერლინი (რეჟ. ფერი დე გეუსი) – 2003

* „ზარატუსტრას ჟამი“
ერთი მსახიობის თეატრი `ვერიკო~ _ 2004 წ./ავტორისეული წაკითხვა/

* „პილონი“
ფოთის ვ. გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრი (რეჟ.ი.გოგია) – 2007წ.

* „ზარატუსტრას ჟამი“
ზუგდიდის შ. დადიანის სახ. სახელმწიფო თეატრი. ავტორის მონაწილეობით
(რეჟ.ი.გოგია)_ 2009 წ.

პრემიები:
* დავით კლდიაშვილის სახელობის პრემია _ პროზაში _ 2000 წ
* საქართველოს სახელმწიფო პრემია ლიტერატურის დარგში _ დრამატურგია _ 2002 წ.
* საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის პრემია წლის საუკეთესო სპექტაკლისათვის ”ზარატუსტრას ჟამი”. 2009წ.
* საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის პრემია 2001-2002 წლების სეზონის „საუკეთესო სცენური ნაწარმოებებისათვის“
* საპატიო სიგელი „თანამედროვე ქართული დრამატურგიის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის“ 2017 წლის 14 იანვარს.


ბმული -- http://gtu.ge/Administration/AcademicBoard/Members/R_Kldiashvili.php

Smile


Last edited by Admin on Sun Jan 15, 2017 5:50 pm; edited 8 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: რეზო კლდიაშვილი    Sun Jan 15, 2017 2:08 pm

რეზო კლდიაშვილი

ჩემი კაბირია

მე მას კაბირია დავარქვი. ჩემი ფანჯრების წინ სამუშაოდ გამოსულს ხშირად ვაკვირდებოდი. მოკლე მკვრივ ფეხებზე მუხლებს ზემოთ შემოტკეცილი კაბა, გაცრეცილი, ჭიპამდე ქურთუკით და ერთობ გამომწვევი სიარულით გამვლელის ყურადღებას ნამდვილად იმსახურებდა. ხოლო მათ სახეებზე შემშრალი გაოცება, შეშფოთება თუ სინანული სულაც არ აწუხებდა, თუმცა, ყველაფერს გრძნობდა და კარგა ხნის მონელებულიც ჰქონდა. ღიმილი, ღიმილი იყო ის იარაღი, რომელსაც ადამიანებისთვის არ იშურებდა. და თუ გაოცებისგან კომაში ჩავარდნილი გამვლელი მზერას ჯიუტად მაინც არ აშორებდა, ერთი ორს გემრიელად შეუკურთხებდა და უმალ გონზე მოჰყავდა. ისინიც ნაბიჯს აუჩქარებდნენ. კაბირია კი ჩვეულებრისამებრ ჩაიღიმებდა.

ჩემი კაბირია სულ არ გავდა ჯულიეტა მაზინას გმირს. მსგავსება მხოლოდ ღამეების მათეულ ცხოვრების წესში შეიძლებოდა ყოფილიყო. მეხსიერებაში ჩარჩენილი იტალიელი კაბირიას მიამიტურ სახეს და გულწრფელ ცრემლებს არავითარი საერთო არ ჰქონდა საქართველოში დაბადებულ კაბირიასთან. უბრალოდ, ბედისწერა მათ ერთნაირად ათამშებდა.

დეკემბრის იმ სუსხიან ღამეს თითებს ამოსუნთქული ჰაერით ითბობდა და გათოშილი ფეხებით გეგონებოდათ ასკინკილას თამაშობსო. სიგარეტს ძლივსძლივობით მოუკიდა. ამასობაში მის მახლობლად მანქანაც მოცურდა. პირველი ნაფაზი გემრიელად დაარტყა და თავმომწონედ გაემართა. რაღაც უცნაურად, გვერდულად წარსდგა. მანქანის მინა მძიმედ დაეშვა და პატრონის სექსუალურმა გამოხედვამ წარბიც არ შეუტოკა. მოლაპარაკება ვერ შედგა და მანაც უდარდელად მიატოვა კლიენტი. მანქანა ნელი უკანა სვლით გაჰყვა. კაბირია შეჩერდა, აუღელვებლად ისმენდა მამაკაცის ვედრებას. ირონიული სახით კარები მიუჯახუნა და სიგარეტის ნამწვავი შორს მოისროლა. შეგინებას ორსართულიანი გინება დაადევნა. ახალი კლიენტის მოლოდინში ჯიბიდან პატარა სარკე ამოიღო და თმებს ღიღინ–ღიღინით ისწორებდა. ზურგჩანთაში სფონჯი მოძებნა და ფეხსაცმელები ააპრიალა. ხმაურიანი მუსიკის ხმა შემოესმა. მოედანზე საახალწლოდ მორთული კოკა–კოლას ფირმის გაჩირაღდნებული დიდი მანქანები გამოჩნდნენ. კაბირიას მოულოდნელობისაგან ბავშვური გულუბრყვილობა აღებეჭდა სახეზე. მანქანებს დაედევნა და გაშმაგებული ცეკვით მათთან ერთად საპატიო წრეს ურტყამდა მოედანს, როცა ისინი თვალს მიეფარნენ, ის მაინც განაგრძობდა ცეკვას.

ჩაბნელებულ მოედანზე, ტროტუართან მდგარი მანქანის პატრონი ხან ძლიერ შუქს მიანათებდა, ხან ღამის წყვდიადში გაინაბდებოდა. ასე, მანქანის ფარებით უხმობდა შუა მოედანზე ცეკვით გართულ კაბირიას. ისიც არ დაიბნა და თითით ანიშნა, შენ თვითონ მეახლეო. მანქანა ადგილს მოსწყდა და თითქოს ყალყზე შეაყენაო მის ცხვირწინ. კაბირია დაფრთხა, მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხა. მიწოდებულ სიგარეტზე უარი არ უთქვამს მოსაკიდებლად რომ დაიხარა, კლიენტს მარჯვენა ძუძუ უკვე ხელში ჰქონდა მოგდებული. ძლიერი ტკივილი იგრძნო, ის კი სადისტური ღიმილით ტკბებოდა. როგორღაც გაქცევა სცადა, მანქანით დაედევნა, გადმოხტა და თმით დაითრია, მანქანაში ჩატენა. ცემისგან დარეტიანებულს გამკლავების თავი აღარ ჰქონდა. მანქანა რომ დაიძრა, კაბირიამ ბოლო გაბრძოლება სცადა და გაქანებული მანქანიდან კი არ გადმოხტა, გადმოვარდა. მეორე მხრიდან სწრაფად მომავალმა მანქანამ ჰაერში მოისროლა. მუხრუჭის ხმა იმდენად ძლიერი იყო, გეგონებოდათ, მთელი ქალაქი შეიძრაო. აივანზე გავვარდი, თვალებს არ დავუჯერე, ჩემს წინ მომაკვდავი კაბირია ეგდო. წამში მასთან გავჩნდი. თავი ფრთხილად წამოვუწიე, თვალებიდან ერთადერთი სიმწრის ცრემლი გადმოუგორდა. ნუ გეშინია, კაბირია, გიშველი, გიშველი. ხელში რომ ავიყვანე, თავი გვერდზე გადაუვარდა. ვიგრძენი, რომ გათავდა.

გამთენიისას მოედანის მყუდროება ჩვენი მეეზოვის, გულოს გოდებამ დააფრთხო, რომელსაც ხელში კაბირიას დაგლეჯილი ზურგჩანთა და რაღაც საბუთები ეკავა. გულო თავში ხელს იშენდა და მის მიერ მოედანზე აკრეფილ კაბირიას მიმოფანტულ ფოტოებიდან ორი წლის შვილთან გადაღებულ სურათს აფრიალებდა.

კაბირიებად არ იბადებიან, ბატონებო!

study


Last edited by Admin on Sun Jan 15, 2017 2:22 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: რეზო კლდიაშვილი    Sun Jan 15, 2017 2:19 pm



რეზო კლდიაშვილი

პილონი
(მონოპიესა)

პილონი – ჩემს აქ არ ყოფნაში, სულ რაღაც თერთმეტ წელიწადში მთელს უბანს საცხოვრებელი ადგილი შეუცვლია და აქ გადმოსახლებულან. იძინეთ, იძინეთ, მშვიდად იძინეთ უბნელებო. დენი, დენი შენს საფლავს შუადღის შემდეგ დავეძებ, დამღამდა კიდეც. დენი მრცხვენია შენი, მეც ხომ ადამიანი ვარ, ცოტა ღირსება მეც ხომ შეიძლება გამაჩნდეს. მეგობარი დავკარგე…
სერჟანტო შენც აქა ხარ?! პილონი ვარ. პილონი! დენის მეგობარი. არ მითხრა არ მახსოვხარო. აბა გაიხსენე მე და დენი რატომ დაგვიჭირე? ძალიან კარგად გემახსოვრება. მოიცა, მოიცა ის ხომ გახსოვს მე და დენიმ მეზობლის
ქათმები რომ მოვიპარეთ? შეგვეცოდნენ და იმიტომ მოვიპარეთ. მორჩილად რომ მოთქვამდნენ თავიანთ გაუხარებელ ბედზე. ჰო, არ შეიძლება გაუთავებელი ქოთქოთი და წუწუნი, ზეცაში წმინდანებს ვაწუხებთ. ის ავად სახსენებელი სიკვდილი ამ დროს თურმე ჩასაფრებულია და დაუკითხავად მოგადგება. აი ისე მე და დენი, რომ მივადექით მეზობლის ქათმებს. სამაგიეროდ ჩვენს მშიერ მეგობრებს, როგორ გავახარებდით. ქურდობა ცოდვაა? მოიცა, მოიცა ზუსტად ისე გავიხარებდით როგორც იმ ორ ქათმით, შენი ცოლშვილი გაახარე იმ დღეს. ორთავეს ქარვასავით კურტუმო ჰქონდათ. არ მითხრა ქათმები პატრონს დავუბრუნეო, მიკვირს ჩემი ცოდვით ლუკმა როგორ გადაგივიდა ყელში ან ქათმის ძვალი როგორ არ გაგეჩხირა. რას შვრები სერჟანტო? რას თხრი? ვინ გაგამწარა ასე? სერჟანტის სიდედრი! მახსოვს, მახსოვს შენმა სიდედრმა, ექვსი თვის თავზე შენს ბატკანივით ცოლს შავი კაბა შემოახია. შავმა ფერმა მიჩვევა იცისო. ცრემლმა ცრემლი იცისო. საკურთხს ითხოვს ალბათ? თუმცა მაგის მუცელს რა ამოავსებს? ხალხს ისე უჭირს მიცვალებულები დაივიწყეს. სერჟანტო, სიცოცხლეში ეკლესიაში წირვაზე ხომ ახერხებდით…სიარულს. თანაც წმინდანებს თვალს უსწორებდი. მე კიდევ არ დავდივარ,წმიდანებს არ ვაწუხებ და არც არაფერს ვთხოვ. ეგ ყველამ იცის ქურდობა რომ ცუდია, მაგრამ მაინც ვქურდობთ.თევზი საიდან ყარს? მე ვინ გამაბედვინებსქურდობას. ქალაქის თავი, პოლიციელი, ან მოსამართლე ქურდები რომ არ იყვნენ. ნუ გაფითრდი. მანდ მაინც რისი გეშინია? მონად იყავი დაბადებული და მანდაც მონურ ცხოვრებას განაგრძობ. არიან ადამიანები მონებად, რომ იბადებიან. ქურდებად არ იბადებიან. ხომ ხედავ დაცემინება მინდოდა და ვერ ვაცემინებ. რადგან სწორს ვამბობ და იმიტომ.

2
რა მაგის პასუხია და ერთი რამ თვალში საცემი გახდა. დიდი ხანია რაც აქედან გადავიკარგე. დღეს რომ უბანში ჩამოვიარე, უბნელებს ნაგაზები ჰყავდათ აშვებული. ეტყობა ქურდობა და ძარცვა ისე მძვინვარებს, ადამიანებმა გამოსავალი მოძებნეს. არადა, სულ რაღაც ამ თხუთმეტი წლის წინ, ფანჯრებს, სახლის კარებს ან ჭიშკარს ვინ კეტავდა. იყო რასაკვირველია წვრილმანი ქურდობები, როგორ არ იყო მაგრამ. . . აი, ის იტალიელი პოლიციელი რომ იყო, ისიც შენსავით წუწკი და დაუნდობელი, ერთხელ მე და დენიმ ქალაქში ფოსტის წინ ვიხულიგნეთ, ნასვამები ვიყავით და დაგვიჭირა. სამი დოლარი მომეცითო და გაგიშვებთო. ბევრი ვევაჭრეთ და ერთ დოლარამდე ჩამოვიყვანეთ, მერე ორივემ ჯიბეები მის თვალწინ გადმოვიბრუნეთ, რომ დარწმუნდა ცენტიც არ გაგვაჩნდა. იმ ახვარმა ოცდაათი დღით გვიკრა თავი ციხეში. საკანში პირი გვიშრებოდა, თითქოს შაბი ამოგვისვესო.
დენიმ ოცნება დაიწყო როგორც იცოდა. კაცი ლოთი უნდა იყოს ან ბოზი, დენი!
დენი! ღვინის წვიმა მოდის, როგორ მინდა მთელი დღე იწვიმოს. ნეტა არასოდეს არ გადაიღებდეს ღვინის წვიმა! წვიმა!
დენის წასვლით ამ ქვეყნიდან, ჩვენი სამეგობროც დაიშალა. რა დაეტაკა ასეთი, როგორ უცებ მოაქცია თავის კლანჭებში. დილით ეზოში სავარძელში ჩაძინებულს მზის სხივი დასთამაშებდა სახეზე, სულ მეგონა სამეგობროს ღერძი მე ვიყავი, თურმე ვცდებოდი. ეჰ, დენი, დენის მეგობრებს არცერთს თავშესაფარი არ გაგვაჩნდა, შეგვიკედლა. ერთ მშვენიერ დღეს მოულოდნელად ანდერძით მამისეული სახლის მეპატრონე გახდა. მამამისი მაგარი ახვარი იყო.
სიცოცხლეში ფეხებზე ეკიდა დენი. საშინელება დაგვატყდა. ორივე სახლი, სულ რაღაც წელიწადნახევარში ხანძარმა შთანთქა და ფერფლად იქცა. დენი გამორჩელი იყო, ქალებსაც როგორ მოსწონდათ!? მე საცოდავი მთელი ცხოვრება მეძებარი ძაღლივით დავძრწოდი სასმელი და დასაყოლებელი რომ მეშოვნა. დენი უყვარდათ უბანში. რა დიდებულად დაასაფლავეს ტორტილა-ფლეტელებმა, რამდენი ცრემლი გაჰყვა. მე კიდევ მე უბედურს ტანსაცმელი არ მქონდა ხალხში რომ გამოვჩენილიყავი და ბუჩქებიდან ვადევნებდი თვალს დენის დასაფლავების პროცესიას. ბოზებმაც როგორ დაიტირეს. დენის გარეშე ძალიან გამიჭირდა, ჩემს სამშობლოში დავბრუნბდი. სიზმრებმა გამაგიჟეს, სულ აქაურობას ვხედავდი. სხეულში სულს ძლივს ვიმაგრებდი. აი, ჩამოვედი, თითქოს ვინმე მელოდა. აქ კი დრო გაყინული მეჩვენა. ისევ ის დაბრეცილი მტვრიანი ქუჩები, აქა-იქ ბოძებზე შერჩენილი ჩამტვრეული ფარნები. ყველას და ყველაფერს გაჭირვებისაგან სახე ჩამოსტირის, ამდენი უმუშევარი, ისევ დაძრწიან იტალლიელები,

3
პორტუგალიელები, კავკასიელები და ვინ ოხერს, ან რა რჯულის ადამიანს არ ნახავ ბედის საძებნელად, რომ ჩამოყრილან
მონტერიეში ჩემსავით, კალიფორნია, კალიფორნია… მისი უძველესი ქალაქით მონტერიე, რომ ქვია. რა ლამაზად ჟღერს არა? უკაცრავად მაგრამ მეფსმება. იმ იტალიელი სერჟანტის გვარიც გავიხსენე, ტიტო რალფი, ტიტო რალფი არც ისე ცუდად არის ჩემი მეხსიერების საქმე. მეხსიერება თუ დავკარგე მე და შენს შორის რაღა განსხვავება იქნება? მიწის ზევით მკვდარი გაცილებით საცოდავია. საუბარი გამიგრძელდა წავედი, წავედი.
დამლაპარაკებელი მეც მენატრება. ერთფეროვანმა დღეებმა დამღალეს. ხანდახან ისე მჭირდება ვინმეს აზრი გავუზიარო, მაგრამ. . . ოჰ, დენი, დენი შენი ფასი არ მცოდნია… საღამო ისევ ახლოვდება როგორც სიბერე უახლოვდება ხოლმე
ბედნიერ ადამიანს. ნეტა ვის საფლავთან უნდა დამელია სული.
დორა?! ნამდვილად დორაა. საროსკიპოს მეპატრონე, დორა უილიამსია, აბა ასეთი ძუძუები მის გარდა ვის ქონდა ტორტილლა-ფლეტში. დორა, ერთხელ ნამყოფიც ვარ შეთან საროსკიპოში. სხვათაშორის ქალებს კაცები აბოზებენ. არცეთ ქალს არ უნდა იყოს ბოზი, ეგ ბიუსტი ალბათ ბოზებმა დაგადგეს, ცოცხალივით ხარ. გეკუთვნოდა, დამსახურებულად,დამსახურებულად.
გეფიცები, მე კიდევ უკვდავი მეგონე, მშვიდად იძინე, ნაშრომი ქალი ხარ.დორას თუ რამე წააქცევდა ვის შეეძლო ამის წარმოდგენა, დოლს არ მოხვედია იმდენჯერ რამდენჯერაც დორას მაგრამ. . .
რად მიხმობ დორა? დორა, რაშია საქმე? ახლავე, ახლავე,
ეს როგორ დამემართა. ცოტა ხმამაღლა არ მესმის დორა. სანთელი დაგინთო? საიდან გავაჩინო? ო, დორა, გულთმისანი ხარ.
დენის საფლავზე მინდოდა დამენთო, მაგრამ არა უშავს. არა უშავს.
ხედავ როგორ იწვის სანთელი? ალს თავისი შუბი ზეცისკენ აქვს მიმართული.მხატვრები, მწერლები და ბოზები, ასე იწვიან უკვდავებას რომ ეზიარონ, შენც ასე ჩაიფერფლე. მე ვიცი ჟორჟი პოეტი რომ იყო, მახსოვს თავის ქვეყანას რომ მისტიროდა. უყვარდა ღელესთან მარტო ჩამოჯდომა და გულდათუთქული ლექსების კითხვა. გუბე ზღვასავით ეჩვენებოდა.
შენ რომ გამოაგდე ერთი ორი ღამე დენის სახლში შევიფარეთ.შენზე ამბობდა, დორა თუ არ შემირიგდება დავიღუპებიო. ადამიანს თავისი თავის უნდა ეშინოდეს. ვინ გიმტრობს ისე შენ რომ უმტრობ შენს თავს.ახლა მე წავალ დორა. ბატონო. გეფიცები დენიში გეშლები. ჩემს სიცოცხლეში არ მიმღერია, სამღერლად საქმე არასოდეს არ მქონია, მერედა სასაფლაოზე სიმღერა ვის გაუგია. ვერ ვიმღერებ!
შენ მიწაში უნდა იწვე და მე ცოცხალი უდა ვიყო, მემღერება… გინდა დორა აქედან პირდაპირ წმინდა კარლოსის ტაძარში გავიქცევი და ბევრ სანთლებს დაგინთებ. ბინდდება დორა და შიშისაგან შეიძლება აქვე შევრცხვე.

4
რა ამოვიღო დორა, შიშისაგან ისეა დაპატარავებული, ამის მოძებნა
არ გინდა? ფეხებიც არ მემორჩილება, შემიცოდე დორა!
რა, ვიცი, სიცოცხლეში შეგეძლო ერთხელ მაინც ნისიად შენს საროსკიპოში მეც მიმეღო სიამოვნება. დენის ხომ სწყალობდი? თუმცა დენი სხვა იყო.მეკობრე ფულს აგროვებდა, მოვპარე და შენს
საროსკიპოში კაცურად მეც შემოვედი.
რა ნაცნობი ხმაა. მოიცა , მოიცა, ეს პიხარიტოა, შეიძლება აქ იყოს ან ცოცხალი ან მკვდარი. თუ ცოცხალია უსიკვდილოდ, დენის საფლავთან იქნება. პიხარიტო, პიხარიტო, აქეთ, აქეთ პილონი ვარ. დორა შენ აუკრძალე პიხარიტოს ჩემთან მოსვლა? არ არსებობს ჩემი ხმა გაეგო და აქ არ მოსულიყო. ლუკმას ვუყოფდი ცუდად რომ იყო, ღამეებს ვუთენებდი და ჩემს კალთაში ეძინა. მართალია ღარიბი ვარ, ზომაზე მეტად მიყვარს სმა, მაგრამ მეც გამაჩნია ღირსების გრძნობა, გტოვებ იძინე მშვიდად. შენ ამის უფლება მოიპოვე. თუმცა გაგიმეორებ სიცოცხლეში შეგეძლო ერთხელ მაინც ნისიად შენს საროსკიპოში მეც მიმეღო სიამოვნება.
მადლენ? მაპატიე მადლენ, მაპატიე. იმ დღეს დორას საროსკიპოში ის ვარდისფერი ლიფი მე მოვიპარე. რასაკვირველია კეთილი განძრახვით. დენის მორიგი ქალისათვის საჩუქარი სჭირდებოდა, ფული არ ქონდა ხელდამშვენებული რომ წასულიყო. მადლენ, რამდენჯერ გაფრთხილებდი სიყვარულს მალვა უნდა მეთქი. არ დამიჯერე და დორამ ორთავე დაგსაჯათ.შრომობდი პატიოსნად, შენს სხეულს ჰყიდდი. ოჯახს არჩენდი.ჩვენს დროში ოჯახის რჩენა დიდი საქმეა. დედაშენის ძროხას რძე რომ გაუშრებოდა მშივრები ეყარეთ. მისის პოლოჩიკო ცოცხალია? მაგას რა მოკლავდა. ის ცოცხალია და შენ კიდევ. . . რა მაგის პასუხია და მისის პოლოჩიკო რძეში ძალიან ბევრ წყალს ურევდა. ეგეც ცოდვაა ერთგვარი.დორამ საროსკიპოდან რომ გამოგაგდო, დედაშენმა სახლში აღარ შეგიშვა. ინერვიულებდა სამსახური რომ დაკარგე. შენ არ ინერვიულო იმ ვარდისფერ ლიფს ვინმე მიცვალებულის ხელით აუცილებლად გამოგიგზავნი ფულს რომ ვიშოვი. რომ იცოდე როგორი სიტყვის კაცი ვარ, ღამე ისე ახლოვდება როგორც სიბერე უახლოვდება ბედნიერ ადამიანს.რას ქვია სანთლებს არ დაგინთებ, აუცილებლად დაგინთებ.
ახალგაზრდობაში მღვდლობა მინდოდა, შენ წარმოიდგინე მონტერიეს კალენდარში, ერთი წმინდანი გაჩნდებოდა, მაგრამ არ ისურვეს.
კიპარესებამდე გაგაცილებ. მადლენ შენ ცახცახებ?
დღესაც ცოცხალი იქნებოდი, მაგრამ დორამ შეგისწროთ,
მიზეზად კი ლიფის დაკარგვა გამოიყენა.
დორა რა ახვარია კარგად ვიცი, მაგრამ იმ შემთხვევაში მართალი იყო. კინწისკვრით გამოგყრიდათ, აბა რას იზამდა, დორა ღალატს

5
ვინმეს შეარჩენდა? ჟორჟი შენზე გიჟდებოდა? ჟორჟი ყველაზე გიჟდებოდა, აბა დორას ჰკითხე. დენის ლიფის მოპარვის ამბავი რომ მოუყევი გამიბრაზდა. მაგრამ საჩუქრად მაინც წაიღო. ღმერთო დიდი და პატარა ცოდვის გარჩევა უნდა შეგეძლოს. აბა აქლემისა და ნემსის ქურდი ორივე ქურდი როგორ არის? ნემსის
ქურდს ცოტა შაღავათი არ ეკუთვნის? არა? მადლენ საფლავზე ცეკვა ვის გაუგია? ვისი საფლავია მადლენ. კიპარისებამდე მიგაცილებ.
ჟორჟ, კავკასიელო შენც აქა ხარ? აჰ, გიჭირს და მე უნდა გიშველო? მე რომ მიცვალებულების შველა შემეძლოს წმინდა კარლოსის ტაძარში მეფესავით მაცხოვრებდნენ. განძი?! ჟორჟ, განძს მაპოვნინებ?!ვიმახსოვრებ! ღამეს გავათენებ სასაფლაოზე, აჰ,დღეს იწყება წმინდა ენდრიუსის დღესასწაული, ვიცი,ვიცი ზეციდან სულები ჩამოდიან და თავიანთ დაფლულ განძს უთვალთვალებენ. წერაქვს კარგად ვხმარობ.საით წავიდე?დორას საფლავთან? წერაქვი ვიპოვე. ჟორჟ სულებმა რომ დაგვინახონ? გამხმარი ხის ტოტიდან ჯვარი გავაკეთო?.ნახე რა ლამაზია, როგორ ციმციმებს აქაურობა.
(პილონი წერაქვით შემოხაზავს წრეს) სანამ მონტერიეს პირველი მამალი არ დაიყივლებს ხელს არ გავანძრევ. ჟორჟ განძის პატრონი რომ დამადგეს რა ვუთხრა. პირი მიშრება, ჟორჟ ერთი კითხვა მაქვს. რით დავიმსახურე შენი ასეთი ნდობა, ამოდენა საიდუმლო რომ გამანდე. მეგობრობის, ფასი რომ ვიცი განა იმიტომ? ოჰ, დენი, დენი, შენ არ იცი ჟორჟ რა მეგობარი დავკარგე. დენი და ჩემი სამეგობრო აქ დიდი განძი იყო ჩემთვის ერთი ტომარა განძი ვერ შეცვლის იმ სიყვარულს. ბევჯერ გვიჩხუია, წავკამათებულვართ მაგრამ.
ერთ მუშტად ვიყავით შეკრული. დორამ რომ გამოგაგდო ხომ გაგიმართეთ შენც ხელი, ლუკმას გიყოფდით. მერე სადღაც აითესე. მაინც სად არის შენი სამშობლო. ორ ზღვას შუა? ერბოსავით ქვეყანაა? ჟორჟ როდის დაიყივლებს მონტერიეს პირველი მამალი? განძს რომ ვიპოვნით შენს ძვლებს ყუთში ჩავდებ და შენს სამშობლოში აუცილებლად წავიღებ, აგისრულებ ოცნებას.
ისე ჟორჟ, ერთი რამ არ მესმის, სულ ერთი არ არის მიწაში სად იქნები?ნუ ნერვიულობ, აუცილებლად შეგისრულებ თხოვნას. კი მაგრამ შენს სამშობლოში როგორ უნდა მოვხვდე? თურქეთი, ტრაპიზონი. არ გამიგია, მაგრამ მივაგნებ. აჰ, ტრაპიზონიდან ჩავალ სარფში. იქ პატარა საბაჟოა, საქართველოში რომ შევალ ჩავალ ქუთაისში, ვიკითხავ საფიჩხიის სასაფლაოს და ყველა მიმასწავლის? ტვინი ამერია… ვიმახსოვრებ: საქართველო, ქუთაისი, საფიჩხია. ეს იგივეა კალიფორნია,მონტერიე, ტორტილა-ფლეტი. კი მაგრამ საქართველოში ვინ შემიშვებს? აჰ, ქრთამი? იქაც ჯოჯოხეთს ანათებს? ძალიან კარგი ჩვენ ეს გვაწყობს. დაიყივლე მონტერიეს მამალო, მგონი ბედი უნდა გამეხსნას. ჟორჟ ერთი შემომხედე და კარგად დამაკვირდი. არ მომატყუო, ცოცხალი ვარ? არა მე კი ვიცი

6
რომ მკვდარი არ ვარ მაგრამ იქნებ ვცდები. თუმცა დიდი განსხვავება არ არის მე და შენს შორის. ჯერჯერობით ცოცხლებში ვწერივარ არა? ჟორჟ ეს ჩვენი მამალი რაღაც იგვიანებს და არ ყივის. ვღელავ ნახე ალიონი როგორ ებრძვის ღამეს. გავგიჟდები ჟორჟ რატომ არ ყივის მამალი რატომ?! დაიყივლე, დაიყივლე მამალო! ჟორჟ, მიწა წერაქვსაც არ იღებს! ხარბი ვარ?
მე ხომ ერთგულების მეტი არაფერი ვიცი. (ელანდება სულები) არ მომეკაროთ! გამშორდით!აქ განძია ჩაფლული მე უნდა ამოვთხარო, მე დამავალა ჟორჟმა გამშორდით!გამშორდით! განძს ვიპოვი, ვიპოვი!
პიხარიტო, პიხარიტო! შენ ძაღლი უნდა გერქვას და ზოგიერთს ადამიანი? მიწამ წერაქვი მიიღო. Mმამალმა დაიყივლა, განძი თუ ვიპოვე მონტერიეს ბაზარში დიდ ხორცის ნაჭერს გიყიდი. შენც დიდი ხანია ხორცი არ გიჭამია არა?გამამხნევე, განძს ხომ აუცილებლად ვიპოვით მონტერიეში დიდ ლუდის ბარს გავხსნი და დენის სახელს დავარქმევ. ბაბუაჩემი მართლია ბრმა იყო, მაგრამ
ბრძნული სიტყვების თქმა იცოდა. შვილებს შეუძახებდა – ნუ გეშინიათ გაჭირვების, სიბნელისო და დაუმატებდა – სიბნელე განთიადია ჯერ არ შობილი. აი, ისე როგორც ეს ღამე ებრძვის ალიონს. ჟორჟ შენ ღელავ? პიხარიტო სიკეთე მართალია გათითოკაცებულია. მაგრამ იგი მაინც ხომ არსებობს. ერთმა ბრძენმა ადამიანმა იცი რა თქვა? ადამიანი ბინძური მდინარეა და ზღვა უნდა იყო რომ შეიერთო და არ წაიბილწო. მან თქვა და გაიარა. პიხარიტო, პიხარიტო! ვიპოვე! ვიპოვე! პიხარიტო შენ მე განძთან ერთად დენის საფლავიც მაპოვნინე?
ცოტაც და კიდევ ამ სიბნელეს სინათლე შეცვლის! გადარჩებიან ყველა ისინი ვინც მართლია ღმერთისა და საკუთარი თავის წინაშე, მათი ერთობით ამ ნანგრევებზე აიგება ღმერთის ქალაქი. თუ სიბნელე განთიადია ჯერ არ შობილი მაშინ რატომ არ შეიძლება. ამ ნანგრევებზე აშენდეს ღმერთის ქალაქი.

დასასრული

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: რეზო კლდიაშვილი    

Back to top Go down
 
რეზო კლდიაშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: