არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ელენე (პეპი) ბოჭორიშვილი - ნინო ჩხეიძე

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3983
Registration date : 09.11.08

PostSubject: ელენე (პეპი) ბოჭორიშვილი - ნინო ჩხეიძე   Fri Dec 30, 2016 1:15 am



ნინო ჩხეიძე

„ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე გასაგზავნი ნაწარმოების შერჩევაში გადაწყვეტილება ბიუროკრატებმა არ უნდა მიიღონ. ისტორიას დარჩება ის მწერალი, რომელიც ამის ღირსია!“

(ნინო ჩხეიძის ინტერვიუ ელენე პეპი ბოჭორიშვილთან)

2016 წლის 29 დეკემბერი 21:49


უკვე 10 წელია რაც შვეიცარიაში ტარდება პრესტიჟული ლიტერატურული ფესტივალი Babel. ფესტივალი ეძღვნება უცხო ენაზე თარგმნილ ლიტერატურას.

სწორედ ამ ფესტივალთან დაკავშირებით News.ge კანადაში მცხოვრებ ქართველ მწერალს, ელენე (პეპი) ბოჭორიშვილს დაუკავშირდა.

"რადგანაც ფესტივალი იტალიურ შვეიცარიაში ტარდება, პირველ რიგში იწვევენ იმ მწერლებს ვისი ნაწარმოებებიც არის იტალიურად ნათარგმნი. ასე, რომ ყოველი წელი რომელიმე ქვეყანას ეძღვნება -ერთი წელი დაეთმო რუსულენოვან ლიტერატურას.

ასე მოვხვდი მეც ამ ფესტივალზე, რადგანაც ჩემი ნაწარმოები იტალიურად ნათარგმნი იყო. ჩემი უდიდესი სურვილია, როდესმე „ბაბელში“ ჩატარდეს ქართული ლიტერატურის ფესტივალი. მაგრამ ამისთვის მხოლოდ სურვილი საკმარისი არ არის. ბევრი საუკეთესო ქართული ნაწარმოები უნდა იყოს გადათარგმნილი იტალიურად ან სხვა ენებზე მაინც.

ცნობისათვის, გამომცემლები თავად ირჩევენ, მათი აზრით, საუკეთესო ლიტერატურულ ნაწარმოებებს და გამოსცემენ.

რას გვეტყვით ვებ-საიტზე specimen.press?

სწორე Babel-ის ბაზაზე არის შექმნილი ვებ-საიტი specimen.press, სადაც არა მხოლოდ იტალიურად, არამედ არაბულად, იაპონურად, ინგლისურად და ა.შ. ნათარგმნი ნაწყვეტები იბეჭდება

ასე დაიბეჭდა specimen.press ნაწყვეტი ლევან ბერძენიშვილის ნაწარმოებიდან „წმინდა წყვდიადი“.

„წმინდა წყვდიადი“ არის მოგონებები გულაგის ბოლო დღეებზე. წიგნი დაიბეჭდა საქართველოში, მაგრამ მას, ცხადია, საერთაშორისო წარმატება ელის.

გარდა იმისა, რომ წიგნი დიდი (და მოულოდნელი!) იუმორით არის დაწერილი, ეს თემა - გულაგი, საბჭოთა კავშირი - უამრავ ხალხს აინტერესებს მთელს მსოფლიოში. ნაწყვეტი ოთხ ენაზე - გერმანულად, ინგლისურად, რუსულად და ქართულად დაიბეჭდა.

მინდა გითხრათ, რომ „წმინდა წყვდიადიდან“ ინგლისურ ენაზე ნაწყვეტი არაჩვეულებრივად თარგმნა ირაკლი ბერიძემ.

ცნობილია, რომ specimen.press დიბეჭდა ნაწყვეტი თქვენი ნაწარმოებიდანაც...

-specimen.press დაიბეჭდა ნაწყვეტი „ოპერა“-დან. ოპერა ჩემი პირველი წიგნია, რომელიც ქართულად დაიბეჭდა. მადლობელი ვარ ჩემთვის უცნობი ქალბატონის მარიამ სააკაშვილის, რომელმაც ეს წიგნი იტალიიდან თბილისში ჩაიტანა, გადათარგმნა და ქართულად დააბეჭდინა.

2016 წელს კი გამომცემლობა „სეზანმა“ ჩემი სამი პატარა წიგნი ერთ კრებულად გამოსცა, სათაურით „სტენოგრაფიული რომანები“.

ბრწყინვალე მთარგმნელთან მომიწია მუშაობა, ქალბატონ ელზა ნაბახტეველთან. იცით, უკვე იმდენ მთარგმნელთან მიმუშავია, რომ კარგს და ძალიან კარგს იოლად ვარჩევ. საქართველოში დღეს არიან ძალიან კარგი მთარგმნელები და ესეც უნდა წარმოვაჩინოთ „სპესიმენის“ ვებ-გვერდზე.

News.ge-სათვის ცნობილია რომ ქართველი რეჟისორი გეგმავს თქვენი ნაწარმოების ეკრანიზაციას, გაგვიმხელთ რეჟისორის ვინაობას?

- თქვენ გეტყვით. ეს გახლავთ ქალბატონი ნანა ჯანელიძე. რომელიც კანადელებთან ერთად გადაიღებს ამ ფილმს. კანადელები ამ პროექტს მხარს უჭერენ. მინდა გითხრათ, რომ ქალბატონ ნანას კანადაში იცნობენ, სწორედ მონრეალის ფესტივალზე იყო ნაჩვენები მისი ფილმი "ნეტავი, იქ თეატრი არის?!" .

ფილმს დიდი წარმატება ხვდა წილად. კანადა-საქართველოს ერთობლივი ფილმი ჯერ არასდროს შექმნილა და ეს იოლი პროექტი არ არის, მაგრამ ნანა ჯანელიძე ჯერ „მონანიების“ შემდეგ გაიცნო მსოფლიომ, ეს არ არის ის ხელოვანი, რომელსაც სირთულეების ეშინია.

specimen.press რომ დავუბრუნდეთ, თქვენი ამოცანა რაში მდგომარეობს? რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია თქვენ რედკოლეგიის წევრი ხართ?

- საბჭოთა კავშირის შემდეგ, ყველანაირ კავშირებს სიფრთხილით ვეკიდები, მაგრამ ამ ადამიანებს მე ვიცნობ და ვენდობი, საერთაშორისო ჯგუფია, პოეტები, მწერლები, მთარგმნელები, პროფესორები, ყველამ 4-5 ენა მაინც იცის. მთავარი რედაქტორი შვეიცარიელი პოეტი ვანნი ბიანკონია. ძირითადად მიწევს რუსულენოვანი ნაწყვეტების შერჩევა, მაგრამ ასევე ვზრუნავ ქართველი მწერლების პროპაგანდაზე, ეს ჩემი დიდი სურვილია - რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიცნოს საუკეთესო ქათველი მწერლები. ეს ჩემი ამოცანაა და არც ვმალავ!

ჯერ-ჯერობით ორნი ვართ „სპესიმენის“ გვერდზე, ბატონი ლევან ბერძენიშვილი და მე და ცხადია უფრო მეტი იქნება....

რას გვეტყვით ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე რომელიც 2018 წელს გაიმართება?

ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე საქართველო იქნება წარმოდგენილი როგორც „სტუმარი ქვეყანა“ . მინდა გითხრათ, რომ სწორედ ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე წყდება ვინ, სად, რომელ ქვეყანაში და რომელ გამომცემლობაში დაიბეჭდება. იქ უნდა გამოვაჩინოთ ქართველი მწერლები იმისათვის რომ სხვადასხვა ქვეყნის გამომცემლები გაეცნონ ქართველ მწერლებსა და ლიტერატურას, დაინტერესდნენ და შემდეგ გამოსცენ. ამისათვის ძალიან დიდი მომზადებაა საჭირო.

ხშირად ჩნდება კითხვა, ვის შეგვიძლია დავარქვათ დღეს ქართველი მწერალი?

ჩემთვის, მე ქართველი ვარ მიუხედავად იმისა რომ კანადაში ვცხოვრობ და რუსულად ვწერ. ასევე ფიქრობენ, დარწმუნებული ვარ, ის ქართველი მწერლებიც, რომლებიც დღეს საქართველოში არ ცხოვრობენ, ქართულად წერენ, ან არ წერენ, მაგრამ ქართველობენ....

ისინი აუცილებლად უნდა გამოვაჩინოთ საქართველოში მცხოვრებ მწერლებთან ერთად. მაგალითად გერმანიაში ცხოვრობს წარმოშობით ქართველი გივი მარგველაშვილი, ის 89 წლის ადამიანი და ბრწყინვალე მწერალია.

გივი მარგველაშვილი მსოფლიოში ცნობილია როგორც ქართველი გერმანელი მწერალი, რომელიც გერმანულ ენაზე წერს.

ისე, მწერალ ზურაბ ქარუმიძეს თუ აქვს ინგლისურ ენაზე დაწერილი რომანი, რა ვქნათ, ინგლისელი მწერალი დავარქვათ...?

არის მაგალითად არჩვეულებრივი ქეთევან დავრიშევი (დავრიშაშვილი). ის საფრანგეთში ცხოვრობს და ძალიან ცნობილი მწერალია. რა მოხდება თუ მას გამოვაჩენთ ფრანკფურტში. ის ქართველობს და საქართველოს თემებზე წერს.

ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ საზოგადოებამ, ლიტერატურისმცოდნეებმა, ჟურნალისტებმა, კრიტიკოსებმა მიიღონ მონაწილეობა ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე გასაგზავნი ნაწარმოების შერჩევაში.

ეს გადაწყვეტილება ბიუროკრატებმა არ უნდა მიიღონ. თუ ვინმე გვინდა წარმოვაჩინოთ, გადაწყვეტილება არ უნდა მივიღოთ იმის მიხედვით თუ ვინ ვისი მეგობარია და ჰყავს თუ არა მას მთავრობაში მხარდამჭერი. ისტორიას დარჩება ის მწერალი, რომელიც ამის ღირსია!

ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე მონაწილეობით, ჩვენ შევდივართ ისტორიაში, ამიტომაც ეს გადაწყვეტილება არ უნდა ჩაუვარდეს ხელში ბიუროკრატებს...ამის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საზოგადოებამ: პროფესორებმა, სტუდენტებმა, კრიტიკოსებმა და ა.შ.

დიდი მადლობა.

- შეიძლება ერთი რამ ვთქვა...

რა თქმა უნდა...

- ერთხელ მითხრეს, თუ ქართული პასპორტი გინდაო პრეზიდენტს უნდა მიმართო წერილობით. მგონია, რომ ქართველობას ვერავინ ვერ წამართმევს და ვერავინ მომცემს.

ლაპარაკი მხოლოდ ქაღალდზეა და არა სულისკვეთებაზე. მას შემდეგ, რაც საქართველოდან წამოვედი, რამდენიმე პრეზიდენტი შეიცვალა, მე კი როგორც ვიყავი ქართველი, ასევე დავრჩი.

ეს ჩემი არჩევანია, სადაც არუნდა ვიცხოვრო, რა ენაზედაც არ უნდა ვწერო.

დიდი მადლობა.



ბმულები:
* http://news.ge/ge/news/story/204820-frankfurtis-tsignis-festivalze-gasagzavni-natsarmoebis-sherchevashi-gadatsyvetileba-biurokratebma-ar-unda-miighon.-istorias-darcheba-is-mtserali-romelits-amis-ghirsia
* http://www.specimen.press/articles/и-пули-купить-было-проще-чем-цветы-опе/

Smile
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
 
ელენე (პეპი) ბოჭორიშვილი - ნინო ჩხეიძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: სიტყვითდუელები-
Jump to: