არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 თამაზ ხმალაძე

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: თამაზ ხმალაძე   Fri Nov 25, 2016 5:30 pm

თამაზ ხმალაძე


თამაზ ხმალაძე-70

1946 წლის 25 ნოენბერს დაიბადა და დღეს 70 წლისა შესრულდა გამოჩენილი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე თამაზ (აკაკი) გიორგის ძე ხმალაძე. ამის გამო საქართველოს მწერალთა კავშირმა იუბილარს მისალმება გაუგზავნა. მისალმებაში ნათქვამია:
ჩვენო ძვირფასო ბატონო თამაზ!
საქართველოს მწერალთა კავშირი, თქვენი მეგობარი ქართველი მწერლები გულმხურვალედ მოგესალმებიან დიდებულ მწერალს, დიდებულ ერისკაცს, თანამედროვე ქართული პროზის ერთ-ერთი ჩინებული წარმომადგენელს და გილოცავენ ღირსშესანიშნავ თარიღს თქვენს ცხოვრებაში-დაბადების 70 წლისთავს.
თითქმის ნახევარი საუკუნეა, რაც რწმენითა და სიყვარულით ემსახურებით მშობელ ქვეყანას, მშობლიურ მწერლობას და თქვენი წვლილიც შეგაქვთ მის განვითარებაში.
1969 წლის გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“ გამოქვეყნდა თქვენი პირველი მოთხრობა
„მოლოდინი“, მას შემდეგ თქვენი ნაწარმოებები სისტემატურად ქვეყნდება ჩვენს სალიტერატურო ჟურნალ-გაზეთებში, გამოდის ცალკე წიგნებად.
მართლაც რომ ჩინებული პროზაიკოსი, ქვეყნის ბედსა თუ უბედობაზე ღრმად დაფიქრებული შემოქმედი ბრძანდებით. ქართველი მკითხველი დიდი ინტერესით შეხვდა თქვენს ასეთ პროზაულ კრებულებს, როგორიცაა „მოლოდინი“, „ორნი ღუმელთან“, „დღეთა ქარავანი“, „ათი ახალი მოთხრობა’’... ამ კრებულებში შესული ნაწარმოებები დიდი ადამიანური სიმართლით, ლაღი და ცოცხალი დიალოგებით, დასამახსოვრებელი ხასიათებით, კოლორიტული სურათებით, თავანკარა, მადლიანი ქართულით, მდიდარი ლექსიკით, იუმორითა და სინათლით გამოირჩევა... ჭეშმარიტი მწერლური ოსტატობით გვიცოცხლებთ ჩვენს თანამედროვე ყოფას, ქართულ სოფელსა თუ ქალაქს, სავსეს ჰარმონიითა და იდილიით, ტკივილითა თუ სიხარულით...
თქვენს შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია რომანს „დროის მკვლელები“, რომელსაც თანამედროვე კრიტიკოსთა და ლიტერატორთა მიიპყრო და იგი მეოცე საუკუნის ბოლო ათწლეულის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შენაძენად მიიჩნიეს. მათი შეფასებით მეოცე საუკუნის ბოლოსა და ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისის ქართული მწერლობის განხილვისას მკვლევარები ამ რომანს მომავალშიც ვერ აუვლიან გვერდს.
თქვენი შემოქმედების საუკეთესო ნიმუშები თარგმნილია სომხურ, რუსულ, ესპანურ ენებზე.თავადაც ჩინებული მთარგმნელი ბრძანდებით. სწორედ თქვენი თარგმანებით გავეცანით ჩეხური, ჩინური და იუგოსლავიური მწერლობის პირველხარისხოვანი წარმომადგენლების შემოქმედებასს.
ცალკე და განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია თქვენი მოღვაწეობა საქართველოს რადიოში. ათასწლეულები იმუშავეთ რადიოს ლიტერატურულ-დრამატულ გადაცემათა მთავარ რედაქციაში. იყავით რედაქტორი, პასუხისმგებელი მდივანი, მთავარი რედაქტორის მოადგილე, 1993 წლიდან კი - მთავარი რედაქტორი. ამ ხნის განმავლობაში საქართველოს რადიო ეროვნული სულისკვეთებით დამუხტულ მძლავრ საინფორმაციო ორგანოს რომ წარმოადგენდა, ამაში თქვენი დიდი დამსახურებაცაა...
ყველას კარგად გვახსოვს თქვენი საავტორო გადაცემები, ისეთები, როგორიცაა „ებაუ შემკული და კურთხეული“, „დროება“, „პოეზიის ქნარი“, „ლიტერატურა და სხვა“, ეს გადაცემები იცავდნენ ქართულ ენასა და მწერლობას, ქართულ სულიერებას, სრულიად საქართველოს იცავდნენ...
საქართველოს რადიოში გადმოცემული რჩეული დიალოგები იბეჭდებოდა პერიოდულ პრესაში, ცალკე წიგნებად გამოიცა სხვადასხვა გამომცემლობაში.
1995 წლიდან ხელმძღვანელობთ მწერალთა კავშირის ქიზიყ-ჰერეთის (ცენტრით სიღნაღში) განყოფილებას და ყველაფერს აკეთებთ საიმისოდ, რათა ქიზიყში- უბატონო მხარეში აღორძინდეს ლიტერატურული და კულტურული ტრადიციები...
წლების განმავლობაში ეწევით პედაგოგიურ საქმიანობას ქვეყნის უმაღეს სასწავლებლებში და სტუდენტებს ქართული ჟურნალისტიკის, ქართული ენის მადლსა და მირონს აზიარებდით.
იყავით რამდენიმე უმაღლესი სასწავლების პროფესორი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ სიღნაღის (კახეთის) ფილიალის ჟურნალისტიკის კათედრის გამგე.
თქვენი დიდი შრომა და რუდუნება უყურადღებოდ არ დარჩენილა. ბრძანდებით გიორგი ლეონიძის, ნიკო ლორთქიფანიძის, გურამ რჩეულიშვილის, ჟურნალ „დროშის“, ჟურნალ „ოლეს“, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციისა და საქართველოს რადიოჟურნალისტთა ასოციაციის პრემიების ლაურეანტი. დაჯილდოებული ხართ ღირსების ორდენითა და ღირსების მედლით.
ჩვენო თამაზ!
კიდევ ერთხელ გულმხურვალედ გილოცავთ საიუბილეო თარიღს ღირსებით სავსე მწერალსა და მამულიშვლის, გისურვებთ დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და ახალი შემოქმედებითი მწვერვალების დაპყრობას.

საქართველოს მწერალთა კავშირი
25 ნოემბერი, 2016 წელი

ბმული -
* მწერალი -- http://radio1.ge/ge/videos/view/142688.html
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თამაზ ხმალაძე   Fri Nov 25, 2016 5:35 pm

ხმალაძე, თამაზ
"დარდი"; "სისხლი" : [მოთხრობები. 1981, N8] / თამაზ ხმალაძე // ცისკარი. - , 1997. - N9. - გვ.108. - ახლავს ავტორის ფოტო[MFN: 225277]
UDC: 821.353.1-3
მატიანის რუბრიკა: მხატვრული ლიტერატურა; ფოლკლორი; სსრკ ხალხთა ლიტერატურა; ქართული ლიტერატურა.


ხმალაძე, თამაზ
ღრჯუ : [მოთხრობა] / თამაზ ხმალაძე // ცისკარი. - , 1988. - N12. - გვ.7-37[MFN: 266708]
UDC: 821.353.1-3
მატიანის რუბრიკა: მხატვრული ლიტერატურა; ფოლკლორი; სსრკ ხალხთა ლიტერატურა; ქართული ლიტერატურა.

ხმალაძე, თამაზ
როგორ ვიცით ქართული... : [დიალოგი ქართული ენის სწავლების თაობაზე, დედაენასთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებზე / თამაზ ხმალაძე, გიორგი გოგოლაშვილი // კრიტიკა. - , 1992. - N2-3. - გვ.62-67[MFN: 289733]
UDC: 372.8:811.353.1 + 373(075)
• გოგოლაშვილი, გიორგი;
მატიანის რუბრიკა: ფილოლოგიური მეცნიერებანი; ენათმეცნიერება; ქართული ენის სწავლება; საქართველო; სახელმძღვანელოები.

ხმალაძე, თამაზ
დროის მკვლელები : [რომანი] / თამაზ ხმალაძე // ცისკარი. - , 1999. - N2. - გვ.15-71. - დასასრული. - დასაწყისი იხ. N1[MFN: 308476]
UDC: 821.353.1-31
მატიანის რუბრიკა: ფილოლოგიური მეცნიერებანი; მხატვრული ლიტერატურა; ლიტერატურათმცოდნეობა; ქართული ლიტერატურა.

ხმალაძე, თამაზ
დროის მკვლელები : [რომანი] / თამაზ ხმალაძე // ცისკარი. - , 1999. - N1. - გვ.14-67. - ახლავს ავტორის ფოტო[MFN: 350915]
UDC: 821.353.1-31
მატიანის რუბრიკა: ფილოლოგიური მეცნიერებანი; მხატვრული ლიტერატურა; ქართული ლიტერატურა.

ხმალაძე, თამაზ
ტოპონიმოსი; სამი კაცი დუქანს არი; რეკვიემი ჭინკებისთვის : [მოთხრობები] / თამაზ ხმალაძე // ცისკარი. - , 2003. - N3-4. - გვ.47-58. - ახლავს ავტორის ფოტო[MFN: 351254]
UDC: 821.353.1
მატიანის რუბრიკა: მხატვრული ლიტერატურა; ქართული ლიტერატურა.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
 
თამაზ ხმალაძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: