არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 ირაკლი გოგია

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4302
Registration date : 09.11.08

PostSubject: ირაკლი გოგია   Sun Nov 06, 2016 8:06 pm



ირაკლი გოგია

დაიბადა 1982 წლის 20 მაისს.

თანამედროვე ქართული თეატრის ახალგაზრდა რეჟისორთა თაობის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და თვალსაჩინო წარმომადგენელი. ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი 2014 წლიდან.

ირაკლი გოგიამ დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის რეჟისურის ფაკულტეტი (პედაგოგები: მედეა კუჭუხიძე, გიორგი მარგველაშვილი, ავთანდილ ვარსიმაშვილი).

ჯერ კიდევ სტუდენტმა თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა დამოუკიდებელი სათეატრო სივრცე თბილისში „ახალი თეატრი", სადაც დადგა სპექტაკლი „თეატრი საოცარი სამყაროა", რომელიც ახალი ქართული თეატრის ერთგვარი მანიფესტიც იყო. ეს სპექტაკლი აღინიშნა საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრემიით - საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორული ნამუშევრისთვის.

2006-2010 წლებში იყო ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის მმართველი და სამხატვრო ხელმძღვანელი. ამ თეატრში მან განახორციელა ათზე მეტი დადგმა.

ირაკლი გოგიას დადგმული აქვს ორმოცზე მეტი სპექტაკლი რუსთაველის, მარჯანიშვილის, ფოთის, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა, თბილისის თავისუფალი, მეტეხის და მესხეთის თეატრების სცენებზე.

არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის მკვლევარი და ერთ-ერთი დამფუძნებელი, ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტი იდენტობის კვლევების მიმართულებით მსოფლიო და ქართულ თეატრში. იკვლევს სათეატრო აღზრდისა და მეთოდოლოგიის საკითხებს. უძღვება სალექციო კურსებს მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტზე რეჟისურის შესავალსა და თანამედროვე მსოფლიო სათეატრო რეჟისურაში. მსოფლიოს სხავდახვა ქვეყნის სტუდენტებთან ერთად არის ერთ-ერთი ორგანიზატორი საერთასორისო პროექტისა „მშვიდობის ფესტივალი".

ირაკლი გოგიას მიერ განხორციელებულია არა ერთი კოპროდუქცია საქართველოს სხვადასხვა თეატრებში. მათ შორის, აღსანიშნავია რუსთაველის, ფოთის და ახმეტელის თეატრში განხორციელებული პროექტები პოლონელი, ბელორუსი, ესტონელი, იტალიელი, ბრაზილიელი, ფრანგი რეჟისორების მონაწილეობით.

ირაკლი გოგია არის საერთაშორისო ფორუმის „პოსტსაბჭოტა დრამატურგია" დამფუძნებელი და ერთ-ერთი ორგანიზატორი. არის არაერთი საერთასორისო ფესტივალისა და სათეატრო კონკურსის ჟიურის წევრი და მონაწილე. 2015 წელს დააფუძნა ესტონურ-ქართული ხელოვნების ცენტრი ტარტუში.

აქტიურად თანამშრომლობს ისრაელის კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდ „სამბატიონთან".

საუკეთესო დადგმები
* რომეო და ჯულიეტა, უილიამ შექსპირი, ახმეტელის თეატრი, 2015
* ბედისწერის თეატრი, გოდერძი ჩოხელი, ახმეტელის თეატრი, 2015
* პეპი გრძელიწინდა, ასტრიდ ლინდგრენი, ახმეტელის თეატრი, 2014
* იმერული რეკვიემი, რეზო კვლდიაშვილი, ახმეტელის თეატრი, 2014
* მორფი, მიხეილ ბულგაკოვი, ტარტუს ახალი თეატრი, 2014
* მემუარები, ჯონ მარელი, მარჯანიშვილის თეატრი, 2013
* ფერფლის პლანეტა, დევიდ ზან მაიროვიცი, ბათუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრი, 2012
* ბენიამინი, რადოსლავ პაჩოხა. რუსთაველის თეატრი, 2010
* Auschwitz დევიდ ზან მაიროვიცის პიესის მიხედვით. ზუგდიდის თეატრი, 2009
* ზარატუსტრას ჟამი, რეზო კლდიაშვილი. ზუგდიდის თეატრი, 2009
* ძალაუფლება, ფერნარდო ჯოვანინი. ფოთის თეატრი, 2008
* მატყუარები – მარსელ კარნე. ზუგდიდის თეატრი, 2006
* თეატრი საოცარი სამყაროა, მარსელ მიტუა, ახალი თეატრი, 2004
* ცარცის ჯვარი, ბერტოლდ ბრეხტი, მეტეხის თეატრი, 2003

ჯილდოები
* „საუკეთესო რეჟისორის“ პრიზი ქალაქ პეჩის (უნგრეთი) უნივერსიტეტების საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე ტარტუს (ესტონეთი) სტუდენტური თეატრში დადგმული სპექტაკლისათვის „მორფიუმი“, 2016
* პრიზი ერევნის საშემსრულებლო ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე ზუგდიდის თეატრის .სპექტაკლისათვის „აუშვიცი", 2009
* საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრიზი წლის საუკეთესო სპექტაკლისთვის „ზარატრუსტრას ჟამი", 2009
* საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრემია - საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორული ნამუშევრისთვის - სპექტაკლი „თეატრი საოცარი სამყაროა“. 2004


ბმული --
* https://ka.wikipedia.org/wiki/ირაკლი_გოგია
* http://akhmetelitheatre.ge/geo/#!/staffdetail/1
* http://www.culture.ee/event/morphine/
* https://vimeo.com/user8416436
* http://kultuur.info/event/3rd-international-student-theatre-festival-a-festival/
* https://www.facebook.com/heraklus7



"Best Director" in Hungarian Theatre Festival.
M. Bulgakov / I. Gogia "Morphine" (Estonia), duration 60 min.
TÜT (Tartu Student Theatre) is the oldest student theatre in Estonia that takes part in several national and international festivals, having also won many awards. TÜT is run by freelance director Kalev Kudu.

"Morfium"
Doktor Poljakov flees to Siberia from Russia because of the revolution and his loved one. There he meets sister Anna and morphine. Will Anna help him forget his beloved or will morphine?

Director, design, music design: Irakli Gogia

Cast: Katrin Kalma (külaline, TÜT alumni), Karl Edgar Tammi (TÜ VKA 10th year, TÜT alumni) and Enor Niinemägi (TÜT).

2016 წლის 6 ნოემბერს უნგრეთის ქალაქ პეჩის სტუდენტური სპექტაკლების ფესტივალზე მიხეილ ბულგაკოვის „მოსრფინის“ მიხედვით ტარტუს უნივერსიტეტში დადგმულ სპექტლაკში ირაკლი გოგიამ დაიმსახურა პრიზის საუკეთესო რეჟისურისათვის.

IX. International University Theatre Festival (Janus University Theatre)
Event date: October 23, 2014 - October 26, 2014
at Pécs (Hungary)
To the festival, three Hungarian and five foreign university companies will be invited and it will take place in the Zsolnay Cultural Quarter in Pécs (in our studio theatre and The Bóbita Puppet Theatre – both having been developted within the project of “Pécs as the European Capital of Culture 2010”). The production will be evaluated by a board of professionals, and we also plan to discuss the operational models of university theatres.
Email address: jesz@pte.hu
Address: H-7621 Pécs • Zsolnay Vilmos u. 16
Phone #: 72/501500/28292
Fax #: 72/501646

* http://aitu-iuta.org/index.php/public/en/festivals?cid=*&month=10&year=*

study


Last edited by Admin on Tue Nov 08, 2016 11:42 am; edited 6 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4302
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ირაკლი გოგია   Sun Nov 06, 2016 9:55 pm




ნინო ჯაჯანიძე

ტყავშემოხვეული, მოვიკინგო მთის ხალხი – უძველესი საქართველო რეჟისორ ირაკლი გოგიას ხედვით…

რეჟისორ ირაკლი გოგიას ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“, ქართველი კლასიკოსი მწერლის შთამომავალმა, ლელა რაზიკაშვილმა ასე შეაფასა – „ყოჩაღ! მე ასეთი „სტუმარ-მასპინძელი“ ჯერ არ მინახავს“… ახმეტელის თეატრში სპექტაკლს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც რეჟისორი ირაკლი გოგია აღნიშნავს, ეს, ძირითადად, მსახიობების თეატრალურმა კოსტიუმებმა განაპირობა. რა მოლოდინი ჰქონდა რეჟისორს და რა სჭირდება ქართულ მაყურებელს, ირაკლი გოგია მოგვიყვება…

– მინდა აღვნიშნო, რომ უმეტეს შემთხვევაში მოლოდინი მეტია ხოლმე და შედეგი ნაკლები. ამ შემთხვევაში მოლოდინს გადააჭარბა-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ იდენტიფიკაცია უფრო ახლოს არის მოლოდინსა და შედეგს შორის. მსახიობებმა ძალიან კარგად იმუშავეს… ყოველთვის მინდოდა ვაჟა-ფშაველა დამედგა. როცა გადავწყვიტე, ვფიქრობდი, რომ ვაჟა მსოფლიოს ყველა ქვეყნის მოქალაქისთვის გასაგები უნდა ყოფილიყო. ის დიდი აზრი, რაც „სტუმარ-მასპინძელშია“, ეს არ არის 2 საუკუნის წინანდელი აზროვნება, ესაა არქაული საქართველოს პერიოდიდან მოყოლებული აზროვნება. ამაზე დგას ჩვენი ქართული ტვინი, ქართული სული. ვაჟა-ფშაველას ყოველთვის ვადარებ და ვამბობ, რომ ეს არის ქართველების განძი. ამდენი სამშვიდობო იდეა, კეთილშობილება და ამხელა სიბრძნე, რომელიც რა ენაზეც უნდა თარგმნო, მაინც არ იკარგება – იშვიათობაა. შოთა რუსთაველს არ ვაყენებ მწერალთა რიგში. ის უფრო მაღლაა, ზეცაშია. ილია ჭავჭავაძე, როგორც საზოგადო მოღვაწე, ჩემთვის ძალიან დიდია. ხოლო ქართველი მწერლების მეფე, პოეზიისაც და პროზისაც, ვაჟა-ფშაველაა. ამ სპექტაკლს სუფთა ხელებით, ზედმეტი ფსევდოთეატრალობის გარეშე მივუდექით. გვინდოდა ის იდეა გაგვეჟღერებინა, იმ სარიტუალო ფორმებით, რომლითაც დატვირთულია ქართული მთა. აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია თეატრალურმა კოსტიუმებმა, იმიტომ რომ ეს არ არის ქართულ ორნამენტებიანი და პაჭიჭებიანი ზვიადაური და ჯოყოლა. ეს არის ტყავშემოხვეული მოვიკინგო მთის ხალხი, რადგან ჩვენ გადავედით ძალიან ძველ საქართველოში და არა, ვთქვათ, რელიგიების პერიოდის საქართველოში… მაყურებელს როდესაც მოსწონს და ტაშს გიკრავს, ყოველთვის მაშინ ჩანს, ჩვენი ნამუშევარი ღირდა და გაამართლა თუ არ გაამართლა.
– ქალბატონი ლელა რაზიკაშვილის შეფასება…
– ქალბატონმა ლელამ ასეთი შეფასება სპექტაკლის ნახვისას გააკეთა, სახალხოდ და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც კი ცხოვრებაში მიმიღია. მაშინვე დაიგეგმა, რომ 15 მაისს, ვაჟა-ფშაველას არაფორმალური დაბადების დღეზე, ჩარგალში, მის სახლ-მუზეუმში გვეთამაშა. ახმეტელის თეატრის „სტუმარ-მასპინძელი“ ადგილობრივმა მაყურებელმა ვაჟას სახლის გვერდით მინდორში იხილა. იქ სულ სხვა ენერგეტიკა იყო. ალბათ თვითონ ვაჟაც გვეხმარებოდა, ენერგიას გვაძლევდა… პატრიოტიზმზე, ტრადიციებზე ლაპარაკი საქართველოში ცოტა ცუდი ტონი გახდა და მე კი პირიქით ვფიქრობ… აჯობებს, ფროიდის პოპულარიზაციას თავი დავანებოთ და ვაჟა-ფშაველას პოპულარიზაცია, მისი გზით სიარული, კანონების დაცვა დავიწყოთ. ეს არის კანონონები მშვიდობის, არაძალადობრივი მიდგომის, კონფლიქტების მოგვარების, სიყვარულით ურთიერთობის, რომელიც ძალიან მძლავრად გვაქვს. ის სრულიად ერგება ქართულ მენტალიტეტს, ქართულ რიტმს. გამომდინარე და ამოსავალია თანასწორობის.
ჩვენი თეატრის იდეაც ქართულ საწყისზე, ქართულ დრამატურგიაზე, ქართულ კლასიკური მწერლობის ადაპტაციაზეა. ჯერ გავაკეთოთ ბევრი ქართული, როცა ამოვწურავთ და დრო გვექნება, მერე მივყოთ ხელი და დავდგათ 21-ე საუკუნის გერმანული ან ფრანგული პიესები…
– თქვენი პროფესია რის საშუალებას გაძლევთ, რატომ გადაწყვიტეთ, რომ რეჟისორი ყოფილიყავით ...
– მე ყოველთვის ვეუბნები სტუდენტებს, ყველაფერს თავისი ახსნა აქვს… მე ასე ვთვლი, რომ ეს არის კომპლექსების მოხსნა. ყველა შენი კომპლექსი მაშინ მოგეხსნება, როდესაც ამას ითამაშებ და გაიტან სცენაზე, გარეთ გამოიტან. თუ მე იმას მივაღწევ, რასაც ყოველთვის ვცდილობ. ესაა – თვითონ შენი ქვეყნის კომპლექსები გამოიტანო და ქვეყანასაც მოხსნა ეს ტვირთი, რომელიც ასე მძლავრად გვაქვს. ზოგი იმ კომპლექსით არის შებოჭილი, რომ ზედმეტად კონსერვატორია, ზოგი ზედმეტად ლიბერალია და შუალედს ვერ პოულობენ. შუალედი კი ზუსტად არის განათლებაში, შემოქმედებითობაში და სინდისში…
– ყოველთვის თეატრის რეჟისორობა გინდოდათ?
– თეატრალური უნივერსიტეტი დავამთავრე, ძალიან კარგი პედაგოგები მყავდა: ქალბატონი მედეა კუჭუხიძე, ბატონი გოგი მარგველაშვილი და ბატონი ავთო ვარსიმაშვილი. ძალიან ბევრი კარგი რამ მასწავლეს. დრო რომ გადის, უფრო კარგად აფასებ, რომელმა რა დეტალამდე მიგიყვანა და რა ამოგახსნევინა შენს პროფესიაში. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი კარგი პედაგოგები მყავდა. სამივესთან დღემდე ვაგრძელებ ურთიერთობას. შეიძლება გარკვეული პერიოდი ვერ შევხვდეთ ერთმანეთს, ყოველთვის თავში მიზის სამივე მათგანი – აბა, ახლა ამ სცენას რომ ვაკეთებ, როგორ შემისწორებდნენ და რას მირჩევდნენ… რაც შეეხება თეატრის რეჟისორობას, 14 წლიდან თეატრში ვმუშაობდი. რაც თავი მახსოვს, თეატრის გარდა არაფერი მდომებია. ბავშვობიდან ვიყავი სცენის მუშა, რეჟისორის ასისტენტი, გამნათებელი. ყველა ეს საფეხური გავიარე, სანამ თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარებდი და სანამ სკოლას დავამთავრებდი. კინო ძალიან მიყვარს და განსაკუთრებით დოკუმენტური კინო. ალბათ ავიხდენ ამის ოცნებასაც და გადავიღებ დოკუმენტურ კინოს. მხატვრული ფილმი უბრალოდ სხვა რამეა, ვგიჟდები, მომწონს, მაგრამ მე მაინც თეატრალი ვარ.
– როგორც მსახიობი?..
– არა, ალბათ მსოფლიოში ყველაზე უნიჭო მსახიობი თუ არსებობს, ეს მე ვარ. როცა მსახიობი არ მომეწონება, გაბრაზებული ვამბობ ხოლმე – შეიძლება ჩემზე უნიჭო მსახიობი სცენაზე იდგეს? მსახიობობა რაღაც ჯილდოა, რომელიც დაბადებიდან გეძლევა. თუმცა, ყველა იმ ენერგიას ყველა იმ კონფლიქტს, რომელსაც გადიან შენი პერსონაჟები, როცა სცენაზე ცოცხლდებიან, შინაგანად შენც გადიხარ და ბევრჯერ შემიმჩნევია რეპეტიციაზე, რომ მე დაღლილი ვარ ემოციურად და რაც სცენაზე ხდება, ეს ყველაფერი მეც გადავიტანე…
– რამდენად არის თეატრით მაყურებელი დაინტერესებული?
– როდესაც ერთ თეატრში ხარ ჩაფლული, იშვიათად ახერხებ სხვა თეატრში წასვლას. დღეში ორჯერ ვთამაშობთ სპექტაკლებს და ყოველთვის გვყავს მაყურებელი, არ გვაკლია. აქედან გამომდინარე, მაყურებელი საქართველოში არის, ქართველებს თეატრი უყვართ. ვართ ქართველები იმისკენ ვართ მოწოდებულნი, რომ გვქონდეს კარგი თეატრი და თეატრი, რომელიც არის, პირველ რიგში, ქართული თეატრი. ქართული თეატრი არ დააარსა მსოფლიომ, არამედ – ილია ჭავჭავაძემ, – პროფესიული ქართული, მუდმივმოქმედი თეატრი, რომელიც დღემდე არ გაჩერებულა. სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ საქართველოში არ გადაჯიშებულიყო ფასეულობების შეფასება, არ გადაჯიშებულიყო ენა, არ გადაჯიშებულიყო მიდგომები და ქართული რელიგია…
– როგორ ფიქრობთ, გაგიმართლათ, რომ რეჟისორის გზა გერგოთ?…
– მე ყოველთვის ვამბობ, რომ მე უკვე გამარჯვებული ვარ, რადგან ამ ქვეყანაში დავიბადე. ამ ქვეყანაში რომ დაიბადები და სწორად ვერ აღიქვამ, რასთან გაქვს საქმე, რა ენერგეტიკასთან, მაშინ ცოტა მეტი უნდა დაფიქრდე შენს ქვეყანაზე და მეტი უნდა გაიგო. ბედნიერებაა, როცა მიხვდები, რომ შენ ხარ ქართველი, დაიბადე საქართველოში და გაქვს ქართული გენოკოდი, ქართული რიტმი, სისხლი… აქედან გამომდინარე, უკვე ბედნიერია ნებისმიერი ქართველი, უბრალოდ ჩვენს ქვეყანას სჭირდება სამი ერთიანობის კანონი, ასე დავარქვი. ესაა – განათლების, კრეატიულობის და სინდისის კანონი. ამაზე დგას ადამიანი, რომელიმე თუ გამოაკლდა, არცერთი აღარ არის…


BY KVIRA ON 30/05/2016 20:35 -- http://kvira.ge/258627

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
 
ირაკლი გოგია
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მზერის გადანაცვლება :: თეატრი არმურზე: მელპომენე და თალია-
Jump to: