არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ლალი სხირტლაძე

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: ლალი სხირტლაძე   Thu Jun 09, 2016 2:41 am



წიგნის დასახელება - „სახელები“ (ლექსები)
ავტორი - ლალი სხირტლაძე
რედაქტორი - ვახტანგ ხარჩილავა
მხატვარი - მ. კვარაცხელია
გამომცემლობა – „მერანი“
ყდა - რბილი
გვერდების რაოდენობა - 100
გამოცემის წელი – 1990


Smile
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლალი სხირტლაძე   Thu Jun 09, 2016 2:43 am

ლალი სხირტლაძე

ალვის ხეთა

ალვის ხეთა ეს შრიალი
გულზე შვებად დამათოვს
და მინდება ხეტიალი
სადმე, უმისამართოდ.

ახლა, როცა ზამთარია,
როცა ცივი ქრის ქარი,
ნეტავი, რამ გადარია,
შენ რომ გიყვარს, ის ქალი.

ღამე შავი თავსაფარით
ჩემს სარკმელში შემოდის.
ღამევ, როგორ გამახარე,
რა ხანია, გელოდი.


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლალი სხირტლაძე   Thu Jun 09, 2016 3:22 am

ლალი სხირტლაძე

ციკლი: „ფორე მოსულიშვილი“

„საქართველოვ, შენ ვინ მოგცა
შვილი დასაკარგავი“ -
ჯანსუღ ჩარკვიანი


1. ვიხსენებ ოდეს...

შვილი კი არა, შვილები ვკარგეთ,
სულ გავიქვავეთ მკერდი დედებმა,
ღმერთის იმედით დანთებულ სანთლებს
ცრემლად მოჰქონდა ჩვენი ვედრება...
ვეგუებოდით ამ მწარე იღბალს,
არარსებული ძალაც ვიწამეთ
და სევდიანი დღეების მიღმა
მაინც ცხოვრება ჩქეფდა მიწაზე.
და მუშაობდა ჟამთამსახველი,
დღეებმა ხსოვნას უბერეს სული,
არ დაგვავიწყდეს მათი სახელი,
არ ფარავს ბინდი მათს ნათელ სურვილს.
ახლა კი,
ახლა ჩამოთვლაც გვიჭირს,
დავკარგეთ როგორ, ვინ, სად და როდის.
მე მაინც ერთი კახელი ბიჭის
მაწამებს ლანდი, ვიხსენებ ოდეს...
ის ჩემს ლექსებში ამოდის ახლა
სიკეთისა და მშვიდობის ფარად.
მადლობა დროს, რომ არ იცის დაღლა
და შეგვინახა ძვირფასი ფორე.


2. მეთაური

მეთაურს უხმობენ ბოროტი წადილით
და ედო დელ გრატა არ ჩანს.
მეთაურს ელიან, არ არის ადვილი
ერთ წამში ყველაფრის განსჯა.
მეთაურს ელიან და უცებ თვალები
დაფარა რძისფერმა ნისლმა.
რაღაც გამწარებით, რაღაც გამძაფრებით
იყვირა ქართულმა სისხლმა...
და ვაგლახ...
უფალო...
შენ - ბედო მუხთალო,
რამდენ საოცრებას ცდილობ.
ვაშა, შენს ამაყ სულს, კაცობას უბადლოს,
ჩემო უნახავო შვილო.
ვაშა შენ, შენს მამულს...
ლამაზმა სიკვდილმა
სიცოცხელ გარგუნა მაინც.
შორს, იტალიაში ამცნე შენს მიწის მადლს
შვილნი გაუზრდია რანიც.
დედამ დაგილოცა გზა, მზისკენ სავალი,
ამ გზას ხომ სიცოცხლე ჰქვია.
მე შენგან ვასწავლი გმირობის მაგალითს
ჩემს ბიჭებს: ვახტანგს და ზვიადს!


3. ბოლო წამები

წამები, წამები, დამღლელი წამები,
საუკუნეების დამტევი წამები...
ყველა ნაფიქრალის განსჯა და მოსწრება,
წარმოუდგენელი ტანჯვა და წამება...
დედის გახსენება და თბილი კერიის.
თვალების,
ლოდინით დაღლილი თვალების.
წამები არ იცდოს, ითვლება წამები,
კვლავ გულთან ჭიდილი და ტვინის წვალება.
სატრფოს გახსენება, თეთრი ღამეების,
სისხლსავსე ჭაბუკის ტკბილ-მწარე ზმანება.
გადაწყდა, ო, ყველავ, მშვიდობით მარადის.
წამები,
წამები,
მიქრიან წამები...
მერე ყველაფერი ერთად იკუმშება,
მერე გასროლის ხმას მიჰყვება ზეცაში,
მარცხდება ყოველი ღვთიური ზედაშე...
არცა ვაი-ვიში, არც ბედის დაცინვა,
მხოლოდ გაოცება, ახდენა სიზმრისა...
უფრო სიამაყე, - თუ ჩვენმა არწივმა
ბრძოლა ვით მოიგო მუხანათ სიკვდილთან.


4. შვილის სურათთან

დედავ, აანთე კენტი სანთელი,
უკვე გაგიშრა, ალბათ, ცრემლებიც...
ოცდაათი წლის ღამენათევო,
დედავ, შენს სევდას რა შეედრება...
სანთლების ხვედრი ერთია მაინც,
ინთებიან და ბოლოს იწვიან...
სხვაგვარი ბედი ერგო შენს რაინდს,
ამ მწველ მზინს და ამ დიდ მიწიანს...
არ გაგიზრდია, დედილო, უქმად.
არ გაგიმტყუნა, რაიც ელოდე.
მან სხვა სანთელი აინთო შუქად
იტალიიდან საქართველომდე...
და დაგიბრუნდა დიდი ხნის მერე
ახალ სიცოცხლედ, ახალ ღიმილად.
მის გმირობაზე წერენ და წერენ,
ძუძუს გიქებენ დედას იღბლიანს.
არ შეუძლია, მოვიდეს, თორემ
ისე გაცოცხლდა შენთვის და ჩვენთვის, -
ყველას გულებში დაფრინავს ფორე
და საქართველოს ლაჟვარდებს ერთვის.

1990

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ლალი სხირტლაძე   Today at 1:39 pm

Back to top Go down
 
ლალი სხირტლაძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: