არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ლადო ალფენიძე

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: ლადო ალფენიძე   Thu Jun 09, 2016 2:07 am

ლადო ალფენიძე

სხვა სახელი: ლადო ბახტრიონელი (ფსევდონიმი); ვლადიმერ ალფენიძე
დაბადების თარიღი: 3 მარტი, 1937
გარდაცვალების თარიღი: 2002
კატეგორია: მწერალი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: სოფელი ოტობაია, გალის რაიონი.

დაამთავრა მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.

სხვადასხვა დროს მუშაობდა კომკავშირის გალის რაიონის პირველ მდივნად, გაზეთ "მებრძოლი გუშაგისა" და "ბოევოი სტრაჟის" რედაქტორად, პარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივნის თანაშემწედ. 1986–1989 წლებში იყო საქართველოს მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების მუშაკთა საავტორო უფლებების რესპუბლიკური სააგენტოს ხელმძღვანელი, სახელმწიფოს მეთაურის აპარატის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი. პირველი პოეტური ნაწარმოები "საახალწლო ზღაპარი" გამოაქვეყნა 1954 წელს, პირველი წიგნი–ლექსების კრებული "მთები და სიჭაბუკე" 1963 წელს. მისი მხატვრული ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია მოთხრობების კრებული "ოცდაცამეტი მზის სახოვანი ბრძენი იაკობი"(1976), რომანები: "ცურტავის ზარები"(1978), "სიყვარული და უკვდავება"–ტრილოგია: "დუელი მგლის ველზე"(1980), "მწვერვალები და უფრსკულები"(1981), "სიკვდილი ქრისტეს ასაკში"(1982). რომანების, ლექსებისა და მოთხრობების კრებული "სააწუთრო"(1988), პუბლიცისტური წიგნები "პორტუგალიური დღიურები"(1979), "ბრაზილიური დიალოგები"(1980). მისი ნაწარმოებები თარგმნილია უცხოურ ენებზე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.116

ჯილდოები, პრემიები და პრიზები
1977 - იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია
ოცდაცამეტ მზის სახოვანი ბრძენი იაკობი : ი. გოგებაშვილის "დედა ენის" 100 წლისთავი / ვლადიმერ ალფენიძე . - თბილისი : განათლება, 1976 . - 319გვ.
1937 - საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი
ბიბლიოგრაფია
ბრაზილიური დიალოგები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1981. - 653გვ.
ცისკრის ვარსკვლავი : რომანი-თქმული ფარნაოზ ქართველის ანბანსა და იაკობ ხუცესის წიგნზე (ავტორი). - თბილისი, განათლება, 1978. - 478გვ.
მთვარის ღვთაების დღე : ეტიუდები, ესკიზები, ესეები, ნარკვევები, სტატიები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1977. - 423გვ.
მზე ლომის თანავარსკვლავედში : ნარკვევები და ეტიუდები (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1976. - 560გვ.

ბმული - http://www.opentext.org.ge/index.php?m=57&y=2002&art=9777

Smile


Last edited by Admin on Thu Jun 09, 2016 2:39 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლადო ალფენიძე   Thu Jun 09, 2016 2:18 am

ლადო ალფენიძე

ფორე მოსულიშვილის მონოლოგი

სიცოცხლე შეწყდა, დამთავრდა შებმა,
დედის სიმღერის ხმა მიწყდა როცა,
„ბანდერა როსა“ მიმღერეს მთებმა,
მთებმა მიმღერეს „ბანდერა როსა“.

ო, იტალიავ, დედავ მეორევ,
შენი ცა ისე ღრმა და ლურჯია!
დედად ვიწამე ქართველმა ფორემ,
იმღერე, დედავ, „სანტა ლუჩია“!

დედავ, მზის ბეჭდით და ოქროს ვარდით
შემიმკე სატრფო, თვალის ნათელო!..
ო, იტალიავ, ვით მე მიყვარდი,
გთხოვ, შეიყვარო შენც საქართველო!

მე აქ სიკვდილი მეწერა ბედად,
რომ მტერი ქართლში არ მოსულიყო.
თავისუფლებას შევწირე, დედავ,
სიცოცხლე ტკბილი, როგორც სულიკო!

არ არის მიწა სხვა შენისთანა,
ჩემო კახეთო, გახსოვდეს ფორე!..
მიმღერე, დედავ, ქართული ნანა,
და გწამდეს, ქვეყნად მოვალ მეორედ.

Smile


Last edited by Admin on Thu Jun 09, 2016 2:40 am; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლადო ალფენიძე   Thu Jun 09, 2016 2:19 am

ლადო ალფენიძე

არ დაგავიწყდე

შტეფანკირხეში გიხილე ერთხელ,
ხელში გეჭირა ღვთისმშობლის ვარდი,
შენ იყავ ბერტა, შენ იყავ გრეთხენ,
შენ ბეთჰოვენის ოცნებას ჰგავდი.
იმ დღიდან მესმის ღმერთების ენა
და გესიზმრება შენ საქართველო.
ვიცი, ბეთჰოვენს უბრუნებს სმენას
შენი ორღანი და შენი ჩელო.
ბახის ეს ფუგა შეძრავს თვით მოცარტს,
მგონი შენც გესმის ცაში, გამჩენო,
შტეფანკირხეში თვით ღმერთი გლოცავს,
მოთქვამს ორღანი და მღერის ჩელო.
შორეულ გზებით კვლავ შენსკენ მოვქრი,
როცა შენ გხედავ, მსურს ვარსკვლავს მივწვდე.
დევს როიალზე, ვით შენზე ფიქრი,
ცისფერი ვარდი "არ დაგავიწყდე".
რომ დამავიწყდე,-
თქვი,
ბედისწერამ,
შენზე ლამაზი სხვა ვინ მაჩვენოს?!
უნდა გაკოცო აქ! ჯვართან ერთად
სვეტიცხოველმაც რომ შემაჩვენოს.
შენით ვთავდები, შენით ვიწყები...
ვიცი, რას ტირის შენს სულში ჩელო.
ლამაზო, შენ თუ დამავიწყდები,
მითხარი, ქვეყნად ვინ გავიხსენო?!

Smile
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ლადო ალფენიძე   Today at 5:59 am

Back to top Go down
 
ლადო ალფენიძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: