არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ნიკოლოზ თარხნიშვილი–სეგალი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: ნიკოლოზ თარხნიშვილი–სეგალი   Wed Apr 06, 2016 11:14 am



ზურაბ ქართველაძე

სამშობლოს ბედით შეძრული საოცარი ყმაწვილი – ნიკოლოზ თარხნიშვილი–სეგალი


(პირველი პუბლიკაცია: “დრონი”25.02.2012)

საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მატიანეში ინახება ლექსები და წარმომდგენის თანდართული ბარათი შემდეგი შინაარსისა:

„33–ე შრომის სკოლის (დიღომში) მე–7 ჯგუფის მოწაფე – ნიკოლოზ თარხნიშვილი–სეგალი, 12 წლისა. იცის ქართული და რუსული, ბევრს კითხულობს. სწერს ქართულად ლექსსა და პროზას (124 ლექსი და დანარჩენი მოთხრობებია), მოიყვანა თამარ ხუციშვილისამ. ამავე დღეს წერილი მივსწერე კ.მაყაშვილს და ორი ლექსის პირი სანიმუშოდ გავუგზავნე (№№1 და 7)“

თავისთავად თითქოს არაფერი უნდა იყოს გასაკვირი ნიჭიერი ბავშვის შემოქმედებითად დაკვალიანებაში, რომ არა ორი გარემოება – ისტორიის პერიოდი და ლექსების პათოსი – და თუ არის გასაკვირი, მხოლოდ ის, რომ ლექსები 12 წლის ასაკის ავტორის ნაწერებს სრულიად არა ჰგავს – ეს არის 1921 წლის თებერვლით ადრე დაბრძენებული მოზარდის პოეზია; და მეორეც – ბოლშევიკური რეაქციის ამ სასტიკ დროებაში, წარმდგენელი ან ვერ ხვდება ყმაწვილის ლექსებში მოძალადე მტრისადმი გამოხატულ წინააღმდეგობრივ საზრისს, ან ხვდება და, მოდარაჯე თვალთაგან ასარიდებლად, პოეტური მიმდინარეობის – რომანტიზმის საბურველით სურს დაფაროს; ან შეფარვით უნდა, რომ ახაროს თანამოაზრეებს – კოლეგებიდან დაწყებული მწერალთა კავშირის თავმჯდომარის, თავად თებერვლის დიდ ტკივილგამოვლილი კოტე მაყაშვილის ჩათვლით – საქართველო სულმთლად არ დაღუპულა და არც დაიღუპება მანამ, ვიდრე ასეთი ბავშვები იბადებიან საქრთველოში!

ჩვენს ლიტერატურის მატიანეს არ შემორჩენია ცნობა – ვინ იყო ნიკო თარხნიშვილი–სეგალი. საინტერესოა ის გარემოებაც, თუ რატომ ატარებდა იგი ორ გვარს. პირველი გვარით ის უცილობლად დიდი მოურავის შორეული შთამომავალია; მეორე გვარი კი კეთილშობილ ებრაულ მემკვიდრეობითობას ამჟღავნებს – ლევიტელთა მუხლიდან არიან სეგალები. სავარაუდოდ ორი დიდი ერის შთამომავალი უნდა ყოფილიყო; მაგრამ ის, რაც ყოველგვარ ვარაუდზე მაღლა დგას, გახლავთ ამ ყმაწვილის უსაზღვრო სიყვარული სამშობლოს მიმართ და კიდევ უფრო უსაზღვრო სევდა ამ სამშობლოს დამხობითა და იავარქმნით გამოწვეული!

პირველი ლექსები იმ რვეულიდან 1922 წელს განეკუთვნება და, თუ წარდგინებით ვიმსჯელებთ, ამ დროს ის მხოლოდ 11 წლისაა. ამ პერიოდის თითქმის ყველა ლექსში „ოცნებაა“ ნახსენები, მაგრამ არც ერთ მათგანში ეს ოცნება არ არის ცისასარტყელას ფერებით დახატული – 11 წლის ბიჭი ადრე დასამარებულ ოცნებაზე წერს! მაშინაც კი, როდესაც ვერ ელევა ყვავილების დედოფლისა და პოეტური ზეშთაგონების გამომხატველ მეტაფორებს და ეპითეტებს, მის ლექსებში ოცნებასთან შენივთებული თვით ვარდიც დამჭკნარია და უსიცოცხლო:

„შავად გარდმექმნა ზეცა ლაჟვარდი,
ბედის ვარსკვლავი აღარ ენთება,
დამრჩა ბრძოლაში ოცნების ვარდი
და მასთან ჩემი ოცნებაც ჭკნება“.


ქვემოთ ნიკოს რამდენიმე ლექსს სრულად შემოგთავაზებთ. ამ დანარჩენ ლექსებზე არაფერს გეტყვით, გარდა იმისა, რომ ორი მათგანი 12 წლის ასაკშია დაწერილი (1923 წელს) და სამიც 16 წლისას დაუწერია(1927 წელს –ეს ბოლო ლექსები საოჯახო არქივიდან მოხვედრილა არქივში).

ნიკოს შემოქმედების ღირსებაზე თავად მკითხველმა იმსჯელოს. ვიტყვით მხოლოდ ერთს, ნიკოს მსგავსი გულმხურვალე მამულიშვილები ძნელად რომ გადარჩენოდნენ რეპრესიების მრისხანე წლებს – მათ დაუნდობლად იწირავდა ბოლშევიზმის ცოდვიანი კალო. ამდენად, ჩვენთვის უცნობია ამ ყნაწვილის შემდგომი ბედისწერა და, რადგან არ ვუწყით, მივმართავთ მკითხველს, გამოგვეხმაუროს – ვინ იცით რამე ნიკო თარხნიშვილ–სეგალზე?

ბმული - http://www.georoyal.ge/?MTID=5&TID=46&id=1834
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნიკოლოზ თარხნიშვილი–სეგალი   Wed Apr 06, 2016 11:19 am

ნიკოლოზ თარხნიშვილი-სეგალის კვალი ნაპოვნია!

სექტემბრის დამლევს ჩვენს საიტზე გამოქვეყნდა წერილი, სათაურით: ”სამშობლოს ბედით შეძრული საოცარი ყმაწვილი – ნიკოლოზ თარხნიშვილი–სეგალი”. მასში მკითხველს ვაცნობდით თითქმის საუკუნის წინ, საოცარი ნიჭიერებითა და პატრიოტიზმით გამორჩეული ყმაწვილის დაწერილ ლექსებს. წერილი მთავრდებოდა თხოვნით - გამოგვხმაურებოდა, თუ ვინმემ უწყოდა ამ ყმაწვილის მომავალი ბედის შესახებ.

ჩვენდა სასიხარულოდ მივიღეთ ასეთი გამოხმაურება ნიკოლოზ ცინცაძისაგან, ვისი დიდი პაპაც აღმოჩნდა ნიკოლოზ თარხნიშვილი-სეგალი - ბებიის მამა. აი, რა ინფორმაცია მოგვაწოდა მან:

ეკატერინე ცოლად გაჰყოლია მიხეილ სეგალს, ასე რომ, თარხან-მოურავი , იგივე თარხნიშვილი, დედის გვარი ყოფილა, ხოლო მამა - დიდგვაროვნული ებრაული წარმოშობისა ჰყავდა (სეგალები არიან აარონის - მოსეს ძმის - პირდაპირი შთამომავლები მამრობითი ხაზით, ანუ ლევიტელები. როცა იმყოფებოდნენ გერმანიაში, იქ სეგალ ლევის შთამომავლები გახდნენ სეგალები).

ნიკოლოზის დედა, ეკატერინე თარხან-მოურავი იყო 1905 წლის ევროპის არისტოკრატთა შორის სილამაზის კონკურსში გამარჯვებული.

ეკატერინეს მამა იყო თავადი პოლკოვნიკი, მისი მაღალკეთილშობილება და ბრწყინვალება გრიგოლ თარხან-მოურავი, ხოლო მისი მეუღლე - იაკობ მანსვეტაშვილის და.

გრიგოლმა მოითხოვა ქალიშვილის განქორწინება , რადგანაც ქართველი სიძე უნდოდა.

მას შემდეგ ნიკოლოზს მამა არ უნახავს. მისი (უფრო სწორად ძმის) შთამომავლობა დღესაც ცხოვრობს საფრანგეთში და მათთან თარხნიშვილ-სეგალებს შენარჩუნებული აქვთ ურთიერთობა.

გრიგოლმა მიანიჭებინა ნიკოლოზისთვის თავადობა, პაპის ხაზით.

ბედის ირონიაა ალბათ, რომ ეკატერინეს მეორე ქმარი რუსული წარმოშობის იყო.

თავად ნიკოლოზი დაიბადა 1909 წლის 19 დეკემბერს, თბილისში.

1926 წელს დაამთავრა თბილისის 33-ე სკოლა.

პირველი ნაწარმოები დაწერა 7-8 წლის ასაკში - დედაზე, რომელმაც იმოგზაურა საფრანგეთში (თარხან-მოურავების ოჯახი ხშირად დადიოდა საფრანგეთში). აქ აღწერილია, როგორ გაიმარჯვა დედამ ევროპის არისტოკრატთა შორის სილამაზის კონკურსში.

ნიკოლოზი 1927-31 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე

საუკეთესო დრამატულ ნაწარმოებზე გამოცხადებულ კონკურსში 1934 წელს მიიღო მეორე ხარისხის პრემია

პირველი ხარისხის პრემია არ მიუღია არც ერთ ნაწარმოებს.

პიესა იყო ”მეჯლისი” (უფრო სწორად, პიესად დაწერილი პოემა), რომელიც ეხებოდა 1908-11 წლის ირანის რევოლუციას.

სკოლის ასაკიდანვე აქვს დაწერილი ნაწარმოებები: "ცხოვრების მეზღვაურნი", "ორი მწვერვალი", "მადანი","უკანასკნელი ამქარი", "ტექსელი" რომელიც ჰოლანდიის კუნძულ ტექსელზე მომხდარ ქართულ აჯანყებას ეძღვნება. ეს დაიწერა 1957 წელს პიესად.
ეწეოდა მთარგმნელობით მოღვაწეობას - თარგმნა ალ.პუშკინის მოთხრობები : "ძუნწი რაინდი" "ქვის სტუმარი" "მოცარტი და სალიერი" და ა.შ., შტეფან ცვაიგის მოთხრობები; რა თქმა უნდა თარგმნიდა იურიდიულ ლიტერატურას.

მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში, იბრძოდა კავკასიის დაცვისთვის, დაიჭრა ელხოტოვთან.

დაჯილდოებული იყო მედლებით და ორდენით. 1952-53 იყო ქალაქის მთავარი პროკურორის მოადგილე.

იოლი მისახვედრია, რომ საქართველოს ანექსიასთან დაკავშირებულ მის ლექსებს საბჭოთა პერიოდში არავინ დაბეჭდავდა...

შთამომავალთა ცნობით, ”როცა სხვა ქალაქის პროკურორები და მასზე დაბლა მდგომი პირები ძალიან დიდი სიმდიდრეში ცხოვრობდნენ, ნიკოლოზს, ქალაქის მთავარი პროკურორის მოადგილეს, ხშირად მისი საყვარელი ტკბილეული ენატრებოდა, და ერთად 200 გრამზე მეტის ყიდვა არ შეეძლო”.

1960 წელს გარდაიცვალა, 26 მარტს; 54 წელი არ შესრულებოდა.

იყო მწერალთა კავშირის და თეატრალური საზოგადოების წევრი.

ბმული -
* http://georoyal.ge/?MTID=5&TID=46&id=2078
* http://www.geomigrant.com/2016/03/28/первой-мисс-мира-была-грузинская-княжна/


Last edited by Admin on Wed Apr 06, 2016 11:29 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნიკოლოზ თარხნიშვილი–სეგალი   Wed Apr 06, 2016 11:20 am

ნიკოლოზ თარხნიშვილი-სეგალი

ოცნების გედი

კვლავ შენსკენ ვილტვი ბედით ეული,
კვლავ შენსკენ ვილტვი, შენით ვარ მთვრალი,
მიმიღე მოძმევ, ძმა ღირსეული,
მიმიღე მოძმევ, გრძნობით მაშვრალი.

მიმიღე... ამ დროს ოცნების გედი
ოცნების კარებს სიფრთხილით აღებს,
ბედმა მომპარა მე ოქრომკედი,
მანვე გაუყო სოფლის ყაჩაღებს.

მიმიღე, გრძნობა თვალს აღარ ნაბამს,
მიმიღე, გედო, ოცნების ბაღებს,
ოცნება გულში იმედს ჩააბამს
და ეს იმედი იმედს აჩაღებს.

1923 წ. თებერვალი
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნიკოლოზ თარხნიშვილი–სეგალი   Wed Apr 06, 2016 11:22 am

ნიკოლოზ თარხნიშვილი-სეგალი

ქეთევან
(სონეტი)

მას მრისხანებით შეექცია შაჰისთვის გვერდი,
კოჭებამდისინ ჩამოშლოდა კავ–ნაწნავები,
მარგალიტ კბილებს უმშვენებდა ბაგე ხავერდი
და რძისფერ ტბაში დაცურავდნენ გიშრის ნავები.

როგორც ედემში მოწყვეტილი ყურძნის მტევანი,
ისე ნარნარად ცახცახებდნენ ბროლის თითები,
ადის კოცონზე ფეხაკრეფით თვით ქეთევანი,
გააფთრდნენ სპარსნი, გაალმასდნენ, როგორც სკვითები.

როგორც გაცვეთილ–გახუნებულ მგოსნის რითმაში
შეიპარება ხოლმე ხავსი, ხავსი სიძველის,
ისე ქეთევანს შეეპარა ჯერ კვამლი თმაში

და განკიცხვის წუთს ის სულგრძელად ელის და ელის.
ჰა, ქეთევანიც გაეხვია ავარდნილ კვამლში
დაიწვა, დადნა, როგორც ტანი თაფლის სანთელის.


1923 წ. იანვარი

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნიკოლოზ თარხნიშვილი–სეგალი   Wed Apr 06, 2016 11:23 am

ნიკოლოზ თარხნიშვილი-სეგალი

ზამთარი

ბამბისფერ თოვლით დაიფარა ლურჯი მწვერვალი,
თებერვლის სუსხში გაეხვია მთათა გრეხილი,
და ჩემი სულიც სუსხიანი, ვით თებერვალი
დაჰქროდა ისე, ვით გრიგალი და ქარტეხილი.

თეთრი საბანი გადეფარა: მინდვრებს, მთებს, ტყეებს,
ყინვა შეიქმნა ქვეყანაზე ბრძანების მცემი:
ყინვის მეფობა დაობლებულ ჩემს გულს ატყვევებს;
და აღარა ჰყავს ჩემს გრძნობასაც დღეს ხმის გამცემი.


1927
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნიკოლოზ თარხნიშვილი–სეგალი   Wed Apr 06, 2016 11:24 am

ნიკოლოზ თარხნიშვილი-სეგალი

ელეგია

მიაპობს ტალღებს ცხოვრების გემი,
ირგვლივ ლურჯია ზღვისა სამთავრო,
უკან ჩამორჩა ბედის ედემი,
და სიცოცხლე მსურს აქ დავამთავრო.

ჰოი, ობოლო, სულის აკვანო!
მოგწყინდა ფუჭი – უღვთო წამება?!
ჩვენთვის შორს არის დრო სათაყვანო,
და არაფერი არ გვიამება!

მხოლოდ ოცნება ატყუებს თვალსა,
ნამდვილი ჩვენთვის შეიქმნა უცხო
და წარსულმა კი ტკბილ მომავალსა
ჯერ ბედისკვერი ვერ გამოუცხო.


1927
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნიკოლოზ თარხნიშვილი–სეგალი   Wed Apr 06, 2016 11:25 am

ნიკოლოზ თარხნიშვილი-სეგალი

კონსტანტინე ლორთქიფანიძეს

როცა სიცოცხლეს შენ უმღერ ჰიმნებს,
მომავლის იმედს ეალერსები
სევდა ამძიმებს მაშინ ჩემს სიმებს,
და სიკვდილს უმღერს ჩემი ლექსები.

ყველგან სიცოცხლის სიმბოლოს ხედავ,
არსებობისთვის თავ–დადებული...
მე ყველაფერში ვიხილე სევდა
და დავრჩი ობლად აცრემლებული.

როცა ვკითხულობ შენს მხნე სტრიქონებს,
სადაც ძახილი ბრძოლის ქარია,
გამარჯვებისკენ მოუხმობ მონებს...
ვკითხულობ: ვსტირი და მიხარიან.

როცა სიცოცხლე შენ გიხარიან,
სამოთხეთა მწამს ქვეყნიერება;
ჩემი თვალები მაშინ ცრემლს ღვრიან
და მშურს მე შენი ბედნიერება.


Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ნიკოლოზ თარხნიშვილი–სეგალი   Today at 1:38 pm

Back to top Go down
 
ნიკოლოზ თარხნიშვილი–სეგალი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: