არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 შურთხია ბეროშვილი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4104
Registration date : 09.11.08

PostSubject: შურთხია ბეროშვილი   Fri Dec 04, 2015 7:32 pm

შურთხია ბეროშვილი

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4104
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: შურთხია ბეროშვილი   Fri Dec 04, 2015 7:34 pm

შურთხია ბეროშვილი

2006 წელს გაუქმებულ ვაჟა-ფშაველას კაბინეტში მისი წარსული გაბრწყინდა

03 დეკ 2015



2006 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გატარებულ ეგრეთ წოდებულ „ლომაიას რეფორმებს” ვაჟა-ფშაველას კაბინეტიც შეეწირა. სწორედ მაშინ გაუქმდა ყველა კაბინეტი, რაც უნივერსიტეტის წიაღში ფუნქციონირებდა და ვაჟა-ფშაველას კაბინეტი თსუ-ის მუზეუმს შეუერთეს. ეს უკანასკნელი გადაწყვეტილება მაშინდელმა რექტორმა მისი მრჩევლის, მეტად პატივცემული პროფესორ ჯუმბერ ჭუმბურიძის რჩევისთვის ანგარიშის გაწევის მოტივით მიიღო და სწორედ ამიტომ შენარჩუნდა უკვე მუზეუმის ფარგლებში ე.წ. ვაჟას კაბინეტი. ზოგიერთი უნივერსიტეტელისთვის ეს დრამატული წარსული დღეს უკვე ისტორიას ჩაბარდა და, თსუ-ის რექტორის ლადო პაპავას მხარდაჭერით, 18 ნოემბერს ვაჟა-ფშაველას მუდმივმოქმედი ექსპოზიცია სწორედ იმ ოთახში გაიხსნა, სადაც საუკუნის წინ კლასიკოსი მწერალი გარდაიცვალა. „ამ მოვლენას დიდი სიმბოლური დატვირთვა აქვს: ვაჟა-ფშაველამ თავისი ცხოვრება ქოხში დაიწყო და უნივერსიტეტში დაასრულა, ამ კაბინეტის გახსნაც ამის დასტურია, რომ ვაჟა თავისი ცხოვრებით, თავისი გარდაცვალებით და მთელი მისი შემოქმედებით „გვაიძულებს“ გავითავისოთ მისი ფასეულობები და თაობებს გადავცეთ“, - დღეს უკვე ასე საუბრობს ვაჟა-ფშაველას შთამომავალი, ვაჟა-ფშაველას ფონდის თავმჯდომარე ლელა რაზიკაშვილი, რომელიც მისი დიდი წინაპრის კაბინეტის გახსნას დაესწრო.

„ვაჟა-ფშაველას გარდაცვალებიდან 100 წლის იუბილეზე უნივერსიტეტმა მის ხსოვნას პატივი მიაგო. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ოთახი ერთ-ერთი საყვარელი ადგილი გახდება ჩვენი სტუდენტებისთვის, სადაც გაიმართება შემოქმედებითი საღამოები. ეს დღე კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ვაჟა არასდროს „წასულა“ უნივერსიტეტიდან“, - განაცხადა ღონისძიებაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ლადო პაპავამ, რომელმაც მადლობა გადაუხადა თსუ-ის მუზეუმის დირექტორს მაია გურაბანიძეს და თსუ-ის მუზეუმის უფროს სპეციალისტს მამუკა ჭანტურაიას ვაჟა-ფშაველას მუდმივმოქმედი ექსპოზიციის განახლებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ვაჟა-ფშაველას კაბინეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველად 1961 წელს, პროფესორ გრიგოლ კიკნაძის ინიციატივით დაარსდა და იგი 2006 წლამდე ფუნქციონირებდა. მას შემდეგ რამდენჯერმე იყო კაბინეტის აღდგენის მცდელობა, რის შესახებ დადგენილებებიც არსებობს, მაგრამ ამ დრომდე ვერ განხორციელდა. დაახლოებით ერთი წლის წინ თსუ-ის მუზეუმის დირექტორის მაია გურაბანიძის ინიციატივით და თსუ-ის რექტორის ლადო პაპავას ხელშეწყობით დაიგეგმა ვაჟა-ფშაველას მუდმივმოქმედი საექსპოზიციო დარბაზის აღდგენა და თსუ-ის მუზეუმისთვის მიერთება.

„მნიშვნელოვანია, რომ ვაჟა-ფშაველას გარდაცვალებიდან 100 წლის თავზე გადაწყდა უნივერსიტეტში, იმ ოთახში, სადაც ვაჟა-ფშაველამ უკანასკნელი დღეები გაატარა, მემორიალური მუზეუმი გახსნილიყო. უნივერსიტეტის ამ ფლიგელში არსებულ ლაზარეთში გარდაიცვალა პოეტი. მუზეუმში გამოვფინეთ ვაჟა-ფშაველას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ყველა დოკუმენტი, რომელიც იმ პერიოდში ოფიციალურად გამოიცა: უწყებებს შორის მიმოწერები, ასევე, მისი რამდენიმე ხელნაწერი. მემორიალური მუზეუმი განთავსდა ოთახში, სადაც დიდმა მწერალმა უკანასკნელი დღეები გაატარა. გამოიფინა პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი მასალები. მათ შორისაა მწერლის დაბადების მოწმობა, სხვადასხვა დროის ცხოვრებისეული საბუთები, გარდაცვალების ამსახველი დოკუმენტები, მგოსნის ხელნაწერთა ასლები. ასევე პოეტის ნიღაბი, საწვენე, რითაც სარგებლობდა ავადმყოფი პოეტი, ვაჟას მამის, პავლე რაზიკაშვილის ხელჯოხი და სხვა. მუზეუმში განთავსდა ვაჟას ნაწარმოებებზე შექმნილი ცნობილი მხატვრების: ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანის, გოგი და ირაკლი ოჩიაურების, სევერიან მაისაშვილის, ლევან ცუცქირიძისა და სხვათა ფერწერული, გრაფიკული და სკულპტურული ნამუშევრები“, - განაცხადა თსუ-ის მუზეუმის დირექტორმა მაია გურაბანიძემ.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მიმართა თსუ-ის მუზეუმის უფროსმა სპეციალისტმა, ვაჟა-ფშაველას მემორიალური კაბინეტის დაფუძნების ერთერთმა ინიციატორმა მამუკა ჭანტურაიამ.

„დღეს ჩვენს უნივერსიტეტს ზეიმი აქვს. ტკბილ-მწარეა ეს ზეიმი. ტკბილია, რადგან უნივერსიტეტში ვაჟას სამარადისოდ დამკვიდრების აღმნიშვნელია; მწარეა, რადგან იგი ვაჟას გარდაცვალებას უკავშირდება. დღეს, აქ, ამ ოთახში, თითქოს ჩაგვესმა 100 წლის წინ მოწყალების დასთან ვაჟას საუბარი. რომელი საათიაო - უკითხავს დიდ მწერალს იმ საბედისწერო დღეს. სამიაო - უპასუხია მედდას.

„მიკვირს, სამ საათამდე როგორ ვიცოცხლე“, - უთქვამს ვაჟას.

„იმას ვგრძნობ, რომ ეს საათი ჩემი სიცოცხლის უკანასკნელი საათიაო“.

ეს გახლდათ ჩვენი სასიქადულო პოეტის უკანასკნელი სიტყვები...

აქ, ამ ოთახში, სამუდამოდ დადუმდა დიდი მგოსნის ბაგე. აქ, ამ ოთახში, დაიხურა გენიოსი შემოქმედის ცხოვრების წიგნი. მაგრამ, როგორც იტყვიან, ღირსეულ მამულიშვილებთან სიკვდილს რა ხელი აქვს. ვაჟა ცოცხალია და იცოცხლებს მანამ, სანამ იარსებებს ქართული გენი, ანუ იცოცხლებს სამარადისოდ.

დღეს ჩვენს სიბრძნის ტაძარში ზეიმია. ამ დღეს ელოდნენ ვაჟა-ფშაველას შემოქმედების მოყვარული ადამიანები წელების მანძილზე, ამ დღეზე ოცნებობდა ჩვენი სასიქადულო მეცნიერი და ღირსეული მამულიშვილი, უპირველესი ვაჟაოლოგი - გრიგოლ კიკნაძე, ამ დღის დადგომას ესწრაფოდნენ ვაჟას პოეზიის მოტრფიალე სახელოვანი მეცნიერები - ჯუმბერ ჭუმბურიძე, იუზა ევგენიძე, ალექსი ჭინჭარაული, რომელთა ღვაწლის უთქმელობა უმადურობა იქნებოდა ჩვენი მხრიდან. ცხადია, აქვე უნდა მოვიხსენიოთ უფროსი და უმცროსი თაობის მრავალი მკვლევარი, რომლებმაც დიდი შრომა გასწიეს ვაჟას შემოქმედების შესწავლის საქმეში. ამიერიდან მნიშვნელოვანი მოვალეობა დაეკისრება ვაჟას უკანასკნელი დღეების მოწმე ამ ოთახსაც, რომელიც მთელი საუკუნე მდუმარებდა და ფართო საზოგადოებისთვის მისი ადგილ-სამყოფელი უცნობი იყო. დღეს კი ვაჟა-ფშაველას ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი დოკუმენტებით, ასევე, მისდამი მიძღვნილი ქართველ ხელოვანთა ნამუშევრებით ამეტყველდა იგი. ცხადია, მომავალში ახალ-ახალი ექსპონატებით შეივსება ჩვენი გამოფენა. მოვლენ თაობები, ახალგაზრდებით აივსება უნივერსიტეტის აუდიტორიები, მათ შორის ჩვენი მუზეუმის ოთახებიც. ახალი დროის ეს გოგო-ბიჭები ახალ სიცოცხლეს მოიტანენ, მაგრამ არასდროს იტყვიან უარს ქართველი ხალხის დიდი მეგზურების: ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის ბრძნულ შეგონებებზე: „ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება, როცა ერი თავისდა საუბედუროდ, თავის ისტორიას ივიწყებს“, - გვმოძღვრავდა ილია, „ვინც საკუთარ წარსულს ივიწყებს, იგი მომავალზეც ხელს იღებს“, - გვიქადაგებდა აკაკი. დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ საშვილიშვილო საქმეში მხარში ამოგვიდგა“, - განაცხადა მამუკა ჭანტურაიამ.

შურთხია ბეროშვილი

© „თბილისის უნივერსიტეტი“, 1 დეკემბერი, სამშაბათი, 2015, # 15 -- http://newspaper.tsu.ge/ge/news/view/ULPGZavr

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
 
შურთხია ბეროშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ესეებისა და კრიტიკოსთათვის-
Jump to: