აზერბაიჯანული პროზა

ზუმრუდ იაღმური
ქალად ყოფნა მთელი თავისი ოცნება, სურვილები, ნეტარება, ცხოვრების ეშხი საყვარელ ადამიანებს შესწირა როგორც დილის რიჟრაჟი ვარსკვლავების ცაზე ციმციმს უღებს ბოლოს,ასე შეალია მათ . არასოდეს იყო ბედნიერი და არც არასოდეს ყოფილა უბედური . ოდესღაც,.უბრალოდ ,ღმერთმა მიალურსმა დედამიწას , თავისი მძიმე დარტყმა ერთხელ მიაყენა და ამითაც ყველაფერი დასრულდა.
წუხდა რომ გრძნობებმა მიატოვეს , ძალიანაც რომ მოესურვებინა ვეღარ დამწუხრდებოდა, უკვე ,აღარაფერი შეეძლო, აღარ წვალობდა ცხოვრებისათვის, ყოველდღიური ყოფისათვის ცხოვრებას ბრჭყალებით აღარ ებღაუჭებოდა ,აღარც უყვარდა და აღარც არავინ ეზიზღებოდა. ყველაფერი წარსულს შერჩენოდა...
ყველაფერი უმომავლო წარსულში...
ისე ,გასახსენებლად წარსულიც არ ჰქონდა, ყოველთვის აწმყოს იყო შეკედლებული და სულის სიღრმეში ხვდებოდა, რომ მისი დღევანდელობაც მასთან ერთად გამქრალიყო.
„არა არაფერი არ გამქრალა, კვლავ მინდა ცხოვრებას მაგრად ჩავებღაუჭო , არსებობისთვის სხვა ვინ მყავს,რა გამაჩნია?! წუთისოფელი?..იყო ოდესმე?! როდის,რა დროს,სად,როგორ? უბრალოდ, იძულებითი არსებობა...სხვა არაფერი.მე და ცხოვრებას საერთო არაფერი გვქონია, მას ჩემთან საქმე არ ჰქოდნა და მე კი მასთან. უბრალოდ იძულებით ნაკერებად ვექეცით ერთმანეთს, არც მას უკითხავს როდესმე ჩემი სურვილების შესახებ და არც მე მიკითხავს მისი მიზანი...
მერე რა მოხდა, ეს ხომ ტრაგედია არაა. ვის რას ეკითხებიან? ვის სურვილებს ითვალისწინებენ, რო? ასეთ სიცარიელეში ყოფნა რას მომიტანს, რაში მჭირდება, ვის რა უნდა, გარშემო მყოფნი რას ელოდებიან ჩემგან, საერთოდ იციან ჩემი არსებობის შესახებ, მათ შეუძლით სულ ადვილად მატკინონ გული და მეც ასევე ვალში არ ვრჩები, სიცარიელე, სიცარიელის მიერ ჩემში განადგურებული არაფრად ჩაგდების შესაძლებლობაც კი ნელი–ნელ ნაცრად იქცა. ვის რაში სჭირდება ჩემი განადგურება? ღმერთო ჩემო, არავის არ ვჭირდები. ეჰ, საოცარი ისაა,რომ კაცი რომ უპრეტენზიოდ, წყნარად ცხოვრობს, მაშინ ყოველივე მისგან შორსაა. აი მოთხოვნები, რომ გაგიჩნდება, მაშინ იჩენს თავს ყველაფერი, მათი სიყვარულიც კი, ვისაც უყვარდი შენდამი ზიზღად ან და უაზრობად იქცევა. შვილებიც ასეა, როცა წყნარადა არიან და შენ არაფერს გთხოვენ მათი სიყვარული ადვილი ხდება.
მეც ხომ მყავს შვილები , აბა,ისინი , ნეტა მათაც არ ვუყვარვარ? არა, რა თქმა უნდა ვუყვარვარ, მაგრამ ეს ის არაა, შერჩევითი სიყვარული. ჩვენ ერთმანეთი არ აგვირჩევია, ბედად გვერგო ,რომ ისინი ჩემი შვილები ყოფილიყვნენ, მე კი მათი დედა. ჩემი სიყვარული მათი ბედისწერაა. იძულებულნი არიან ვუყვარდე, სხვა გზა არ აქვთ. სხვა დედა რომ ყოლოდათ, ისიც ჩემსავით ეყვარებოდათ...“
ფიქრისაგან თავის გაუსივდა, ძილიც არ შეეძლო, ლოგინში ბორგავდა, ძილი არ ეკარებოდა , ეგონა,რომ ყველაფერი სტკივა. მაგრამ არ კვნესოდა. ქმარს არაფერი ესმოდა და არც არაფერს გრძნობდა , ტკბილად ეძინა, ეს უფრო ძლიერ აშინებდა. კბილი კბილს დააჭირა და შეტრიალდა, საწოლში თავს მოუსვენრად გრძნობდა, , ჩუმად ადგომა და კარიდან გასვლა უნდოდა,რომ ღამის სიბნელეს შერეოდა, მაგრამ სად წავიდეს? ღამე ხომ უსასრულო არ არის , დილით კვლავ გათენდება და ყველაფერი სინათლეზე გამოვა, ყველაფრი ,კვლავ ახლიდან დაიწყება. დაიწყება,ნეტავ? ტირილი უნდოდა, მაგრამ ყელში მიბჯენილმა ბოღმამ ცრემლებსაც გზა გადაუკეტა და ყელი,რომელიც ორი დღეა საშინლად სტკიოდა უფრო ძლიერ აეწვა.
ერთი–ორჯერ დაიჩივლა კიდეც ყელის ტკივილზე,მაგრამ ქმარმა ყურადღება არ მიაქცია.ის,რომ ზოგჯერ ტკივილები ძლიერ აწუხებდა ქმარი კი ხათრის გულობაზე რაღაცაში წაეხმარებოდა, მაგრამ არ უთანაგრძნობდა, გაიხსენა და ამოიოხრა, მაგრამ წინანდელივით გული არ სტკენია, გული იმაზე სტკიოდა,რომ უწინდელივით ვეღარ ტიროდა , სულიერ ტკივილს ქვითინით ვეღარ ამოთქვამდა,ცრემლები ღვარად აღარ მოედინებოდა ...
„ დღეს რა დამემართა, რატომ ვარ აფორიაქებული , ადამიანობას ავცდი, რატომ,რა მომივიდა? ყველაფერი თუ უწინდელივითაა, მაშ რატომ ვიტანჯები?.. დღეს რა რიცხვია? უფრო სწორად დილით რა რიცხვი იქნება? გუშინდელიც კი მახსოვდა, არ დამვიწყებია. ჰმ, დასამახსოვრებელი რაა,რო? ქმრის სიტყვები გაახსენდა „ უბედურებას საძირკველი ჩავუყარე დღესაც...“
ქმრის სიტყვებს ყოველთვის ერთი და იმავე რეაქციით პასუხობდა, „ შეგიძლია გამეყარო, ვინ გაიძულებს ჩემთან ცხოვრებას ,„ ეუბნებოდა და მაგრამ დაბეჯითებით აღარ იმეორებდა,მაგრამ სულს ბზარი და ნანგრევები ემატებოდა ... ფრთხილად ნათქვამი სიტყვების ანადგურებდა ,მაგრამ იძულებული იყო ქმართან დარჩენილიყო. რჩებოდა,მაგრამ სილამაზე , ქალური სული ტანჯვის ქვეშ ყველასაგან ფარულად სრულიად მოსპობილიყო,წაშლილიყო,ისე რომ მასახ არ დაჰკითხვია . ისე ჩამოდნა და ჩამოიღვარა წყალივით .
სარკეში საათობით უყურებდა თავის სახეს. წინათ თვალების ქვეშ ნაოჭების, თმაში შერეული ჭაღარის, ხელებზე შეპარული ჭკნობის გამო ნერვები ეშლებოდა, განიცდიდა და აგრესიულიც კი ხდებოდა. ახლა კი თითქოსდა სარკეში სხვის სახეს მისჩერებოდა. სულაც არ აქცევდა ყურადღებას თავის გარეგნობას , დღეები გადიოდა და თმებს არ ივარცხნიდა, ნახევრად ჭუჭყიანი ტანსაცმელით ხვდებოდა მოსულ სტუმარს. ყოველთვის უნდოდა,რომ რაღაც საზეიმო განწყობა შეექმნა, გახარებოდა რაღაც უმნიშვნელოც კი,მაგრამ რატომღაც მისი საწინააღმდეგო ხდეობდა, როგოც ყოველი ხვალინდელი დღე...ცხოვრების სიყვარული ზოგჯერ თავს ახსენებდა, მისი უჯრედები ჯერ კიდევ იყოფოდა და ცხოვრების ეშხით წარმოქმნილი სურვილი იღვიძებდა... სუფრის გაშლა და ქორწინების დღის აღნიშვნა... ქმრისთვის საჩუქარიც კი ჰქონდა შერჩეული,მაგრამ არ უყიდია... თავისთვის ემზადეობდა , სუფრისათვის საყიდელი პოდუქტების სიაც კი არ ჰქონდა ქმრისთვის მიცემული. ქმარი წინა დღეს სახლში გვიან დაბრუნდა. სადღესასწაულო სურვილი ქმრის ლოდინში ბოღმასა და ბრაზში ჩაახრჩო და მოსპო.
საოჯახო დღესასწაულები ქმარს არასდროს არ ახსოვდა. მასთან თანაცხოვრების წლებში ერთხელაც არ უყიდია ისეთი საჩუქარი, რომ თვითონ არ ეთხოვოს ქმრისთვის. და იმას კი რასაც ყიდულობდა დიდი ხნის მანძილზე ეხვეწებოდა რომ ეყიდა .
„შემდეგ, იძულებით რომანტიკულობას დავშორდი და ყველაფერი ,აი ასე გაუფერულდა,შავ–თეთრად იქცა ..„
წამოდგა და ფიქრით ატკივებულ თავს ხელები შემოუჭირა . ქმარს უწყინრად ეძინა, არაფერი ენაღვლებოდა.იცოდა რომ ქმარიც უბედური იყო, მასთან თანაცხოვრებით ბედნიერი ვერ იქნებოდა. დარწმუნებული იყო, რომ ცხოვრების შესაცვლელად ჯერ ფორმა ვერ მოეძებნა ან და ფორმა მოეძებნა მაგრამ განსახორციელებლად დრო და პირობები არ იყო ჯერ შესაბამისი. თორემ , ასე რომ ყოფილიყო როგორც ქმარი ეტყოდა ხოლმე „ამ ბაიყუშთან„ ერთად არ იცხოვრებდა. ცოლმა ეს კარგად იცოდა და იტანჯებოდა კიდეც,მაგრამ ქმრის გაღვიძების სურვილმა მაინც წასძლია და ჩურჩულით დაუძახა . კაცმა ვერ გაიგო.ქალი სულიერად უფრო დაეცა, ხელი მტკივან ყელზე მოისვა და ლოგინზე დაეშვა. ახლა კი ვერ მოითმინა და წამოიკვნესა, ცოტა ხმამაღლაც კი, ქმრის გაღვიძების იმედით...არა, ქმარს არც გაუგია, ეძინა... სულ ცოტა ხანში ქმრის ხმის გაგონების მოლოდინში ,ქალი შეტრიალდა და თვალები დახუჭა., ღმერთს მადლობას შესწირავს. არა,ეს მოფერებისა და მზრუნველობისათვის გამიზნული ხმა არ იქნება. „რა მოგივიდა?„ კითხვა გველივით დაგესლავს, „არაფერი„, ეტყვის და მოფერების მოლოდინით ქმრის პასუხს დაელოდება...
მაგრამ ეს არ მოხდება. ღმერთო,მაშინ ცოტათი კიდევ მოკვდება, სრულად მოკვდომისათვის კი გამჩენს სიკვდილს სთხოს, მაგრამ იცის რომ სიკვდილის სურვილი მისი ნებით არ ასრულდება..
„ მე, შეუძლებელს გთხოვ, შენ მანამ შეგიძლია გიყვარდე,სანამ მაგ სიყვარულში რაიმე პრეტენზი, მოთხოვნა და რაღაც–რაღაცეებზე უარის თქმა საჭირო არ იქნება ,მაგრამ ასეთ ვითარებაში...“ ქალმა, ქმრისათვის სათქმელი სიტყვები გულში გაივლო და ღრმად ამოიოხრა . თითქოსდა დარწმუნებული იყო,რომ მისი ქმარი ოჯახის ტვირთს იძულებით ეწეოდა, იძულებით იყო ოჯახურ უღელში შებმული.
გაფიქრებულმა სული შეუძრა, სახე ბალიშში ჩარგო და ჩუმად ატირდა, უნდოდა ყველაფრისათვის მოეღო ბოლო, ახლა, ამ წუთას მომკვდარიყო , მაგრამ როგორც მისი სხვა სურვილები, ესეც აუსრულებელი რჩებოდა. იცოდა,რომ თვითონ ვერასოდეს ვერ აისრულებდა ამ ოცნებას, რადგანაც შვილების უპატრონოდ, ობლად მიტოვებას ვერასოდეს ვერ შესძლებდა. ამიტომაც თვითმკვლელობის სურვილს გულის სიღრმეში მალავდა. მას, როგორც თავისი სხვა მრავალი სურვილის ასრულება არ შეეძლო, ასევე უარი უნდა ეთქვა სიკვდილზეც, სანამ თვითონ არ ესტუმრებოდა.
ტირილით გული რომ იჯერა,თვალები გაახილა და ქმრის წყნარ სუნთქვას მიუგდო ყური. მის შიგ სიცარიელე გამეფებულიყო, ტირილს მასში ჩამდგარი ტანჯვაც ჩაერეცხა და ცრემლებისთვის გაეყოლებინა.თითქოსდა, მისი ცრემლები მასზე ადრე შერეოდა მიწას. ზოგჯერ ფიქრობდა,რომ მისი სიკვდილიც კი ქმარს ტკივილს ვერ მიაყენებდა. წინათ ეგონა, რომ მომკვდარიყო , ქმრისთვის დიდი დარტყმა იქნებოდა, დიდ ტკივილს მიაყენებდა , ამის გაფიქრებაც კი თვალების აცრემლიანების მიზეზი ხდებოდა და ამ მიზეზით სიკვდილის ეშინოდა, ახლა კი სულ სხვას ფიქრობდა, იცოდა, რომ მისი წასვლა ქმარს სიმშვიდეს მოუტანდა, ახალ სამყაროს გადაუხსნიდა, ადვილ და მშვიდ სამყაროს. ეს აზრი ქალს ძვალსა და ხორცში ჰქონდა გამჯდარი.
ქალი ცოტა დაწყნარდა, გონებას და სხეულს სიცარიელე დაეუფლა ,მოდუნდა . ღამის სიჩუმეში მთელი სხეული დაბუჟებოდა. ადგომა და აქედან სამუდამოდ წასვლის ფიქრმა კვლავ გაუელვა თავში , მაგრამ ადგილიდან არ დაძრულა, პირიქით სხეული კიდევ უფრო დაუმძიმდა და თითქოსდა ტანზე მძიმე ქვა დაკიდებული , ნელი–ნელ ზღვის უფსკრულისკენ ეშვებოდა. თავს წამოდგა აიძულა, და აივანზე გავიდა, ჰაერის უკმარისობა იგრძნო, ცხელოდა, კიდევ უფრო გახდა , მძიმედ დაკიდებული ფეხებით ბავშვების ოთახში შევიდა. ჩუმად ჩამოჯდა უფროსი შვილის საწოლზე და სახეზე მიაჩერდა. ის ერთხელ კიდევ დარწმუნდა იმ აზრში რომ მას, ქმარი კი არა ბავშვები ტანჯავდნენ, მიჩვეული სიმშვიდის, მიჩვეული ცხოვრების წესის დაკარგვა მოსვენებას არ აძლევდა და ასეთ მდგომარეობაში აყენებდა.
წინათ ქმარი უყვარდა, ისე როგორც თავისი შვილები , მაგრამ ახლა...ახლა რას აღარ მისცემდა რომ მასთან პირის–პირ არ დარჩენილიყო. მაგრამ ბავშვების უზრუნველ ცხოვრებას თავის ინტერესებს ვერ ანაცვალებდა.
რადგანაც მასში ქალური ყველაფერი მოსპობილიყო, გარდა დედური გრძნობებისა და არ უნდოდა,რომ ისიც ამოეძირკვა. იცოდა, რომ ეს საყრდენი არც ისე ძლიერი იყო. ბავშვები გაიზრდებოდნენ და ყველა თავისი ცხოვრებით იცხოვრებდა, მის ცხოვრებას ვერავინ დაუბრუნებდა.
ზოგჯერ იმასაც კი გაივლებდა თავში,რომ ნეტავ შვილები არ მყოლოდაო, მაგრამ შემდეგ თავისი განაფიქრისა თვითონვე ეშინოდა , თავის თავის დალახვრავდა და შვილებზე ლოცულობდა.
უკანასკნელ წლებში თითქოსდა მათზეც იძულებით ზრუნავდა, იძულებით ეწეოდა დედობის ტვირთს,მაგრამ ამის შესახებ არავის არაფერს ეუბნებოდა. შვილები ძალიან უყვარდა, ძალიან... მაგრამ „იძულებით დედობაზე ფიქრიც არ აძლევდა მოსვენებას. წუთისოფელი მისთვის იძულებით მოვალეობად, იქნებაც თანამდებობად იყო ქცეული, რომლის შესრულებაც არ შეეძლო, მაგრამ არც მიტოვებისა და წავსვლის უფლება ჰქონდა!
ზოგჯერ ფიქრობდა ,რომ მის სულს დიდი ხანია აქაურობა მიეტოვებინა. ფიზიკური სხეული კი სატანჯველად, ვიღაცის ცოდვების მოანანიებლად იყო წუთისოფელს შემორჩენილი. ზოგჯერ მოუთმენლად წამოუყვირებდა ქმარს „ ადრე თუ გვიან წავალი„, ქმრის პასუხი, „ ნუ გეშინია, შემთხვევა მომეცემა თუ არა მეც უნდა ვუშველო ჩემს თავს, წავიდე„ იმდენად ანადგურებდა,რომ... შემდეგ კი შეეჩვია, კაცი ყველაფერს ეჩვევა და მანაც ამ შეგნებით დაიწყო ცხოვრება.
აქდენ წასვლა...მისი ყველაზე დიდი ოცნება იყო.
ქმარი იმდენად სძულდა,რომ ზოგჯერ მის სიკვდილს ნატრობდა. ეს ოცნება თავ–გზას ურევდა, ცოდვა –ვიღაცის სიკვდილის ნატვრა და თავიუფლების სურვილი ერთმანეთში ერეოდა . მშვიდი, დაუმცირებელი, ზიზღსა და ღვარძლს მოშორებული ცხოვრება ისე ტკბილად ეჩვენებოდა რომ ყოფის სხვა სიძნელეებს ივიწყებდა. სულ რომ არაფერი, ცოტა ხნით თავისუფლად,მშვიდად ცხოვრების უფლება მასაც აქვს.
წამოდგა და კვლავ საძილე ოთახში გავიდა. ქმარს ეძინა. უბედურების შეგრძნება ტანჯავდა. ქმარს მშვიდად ეძინა. ის უიმედოდ იყო. ქმარი, თითქოსდა ყველაფრის მფლობელივით წყნარად მისცემოდა ძილს.
ის , ღამის სიბნელე ჩამდგარ სულში იხედებოდა და შიშით ცახცახებდა, ქმარმა არაფერი იცოდა, წყნარად ეძინა... თითქოსდა ღამის წყვდიდადი მხოლოდ მას აშინებდა, ქმარს არა.
სიბნელისა ყველა ქალს ეშინია. ასე,რომ ის ქალი იყო...
ღამე იწურებოდა. მილიონობით წლებია,რომ ღამეები ასე იღვრებიან დილისაკენ, მილიონობით წლებია,რომ ქალებს ასე აშინებს ღამის წყვდიადი, იტანჯებიან და უბედურად გრძნობენ თავს!.. რადგანაც წუთისოფელი კაცური ხასიათისაა,მასშიც რაც არსებობს ყველაფერი – თვითკმაყოფილება, მატყუარა, გარდამავალი... კაცურია, ამიტომაა ,რომ კაცები უფრო კარგად ერწყმიან ცხოვრებას, კარგად ესაბამებიან.
ქალმა იცოდა,რომ ეს ღამეც ჩაივლიდა და მორიგ ღამეს კვლავ იგივე განმეორდებოდა, ის კვლავ შიშის–ტანჯვის მოლოდინით დახვდება ღამის სიბნელეს. ამას არავის უამბობს, „სუსტად„ გამოაცხადებენ, მაგრამ მან თვითონ კარგად იცის თუ რა შეუძლია და როგორი ძლიერია...
მას ცხოვრების ხალისი დაეკარგა. ის შედომით მოევლიან ამ ქვეყანას. შემდეგ ბედნიერების საპოვნელად გავიდა გზაზე, გზა აებნა და შეცდომით ამ კაცთან აღმოჩნდა.
უბრალოდ კაცის... ყველა ქალივით...
აზერბაიჯანულიდან თარგმნა ნელი მამედოვმა