არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ტრისტან-ბერდია არაბული

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: ტრისტან-ბერდია არაბული   Wed Sep 16, 2015 1:45 pm


ფოტო ნიკო ნიკოლოზიშვილის, 2013 წელი

ტრისტან-ბერდია არაბული

დაბადების თარიღი: 1961 წლის 5 ივლისი
სამუშაო ადგილი: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ბარისახოში.


მეგობრებს

არაგვის პირზე ნისლები
ცხვრის ფარებივით დაყრილან...
მთების უბეში შეყუჟულს
თქვენი ღიმილი მაკლია.
ცისკარი ცერზე დავისვი,
ღამე ბეჭებით მიჭირავს,
თქვენს უნახაობას ვჩივი,
თორემ სხვა არა მიჭირს რა...

ბმული - https://www.facebook.com/arabuliberdia


Last edited by Admin on Wed Sep 16, 2015 2:03 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ტრისტან-ბერდია არაბული   Wed Sep 16, 2015 1:47 pm

ტრისტან-ბერდია არაბული

***
ტაშით არასდროს მივლია
მუცელზე ხოხვით, ლიქნითა,
მე არაფერი მომქონდა
საცა არ მიხნავ - იქითა.
სხვისთვის აროდეს მქონია
სამადლოდ ხელი გაწვდილი.
მე ჩემი მქონდა სავალი,
ჩემი შარაც და გზაწვრილიც.
ამ გზით ვიარე, მოვედი
დღემდე ბებრული ხანხალით,
კაცმა კაცურად იცხოვრო
ძველია და არ ახალი.

Smile


Last edited by Admin on Wed Sep 16, 2015 1:59 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ტრისტან-ბერდია არაბული   Wed Sep 16, 2015 1:50 pm

ტრისტან-ბერდია არაბული

***
ჩემი ცხოვრების კიბეზე,
სულ აღმა-დაღმა დავალ
და თავი ჩემი ვერ რჩება
საკუთარ თავთან დავას.
ვერაფრით შევაგნებინე,
იყოს, რაც იყო, იყო.
წარსულს ვერ მოატრიალებ
შენ ჩემო თავო, ბრიყვო!
როდემდე უნდა მოუნდე
უკვე განვლილის ქილიკს,
საით მიყავხარ, ის კითხე
კლდეებზე გაბმულ ბილიკს.
იქნებ აროდეს შემცდარხარ,
იქნებ კიდევაც შეცდი,
ბედის მორჩილი ხომ არ ხარ,
ცდება ის, ვინაც ბედს ცდის.

Smile


Last edited by Admin on Wed Sep 16, 2015 2:00 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ტრისტან-ბერდია არაბული   Wed Sep 16, 2015 1:53 pm

ტრისტან-ბერდია არაბული

დილა ჰუროში

მზეწვია მზესთან მაწვევს და
ცასწავალა ცად მპატიჟებს,
ჩიტებო რამ გადაგრიათ,
ან რად გსურთ რომ მე გავგიჟდე?
არ იცით, რომ ვერ ვიცხოვრებ
საცა არ გავჩნდი, იმ ბუდით,
სად წამომსვლელი მე მნახეთ,
მიწას ვარ ჯაჭვით მიბმული.
იფრინეთ ფრთახატულებო,
იწივწივეთ და ცას წადით,
მე კი მადლობა ჩიტებო,
რომ მინახულეთ წასვლამდის.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ტრისტან-ბერდია არაბული   Today at 1:36 pm

Back to top Go down
 
ტრისტან-ბერდია არაბული
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: