არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ჩიტო რუხაძე - Tchito Roukhadze

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: ჩიტო რუხაძე - Tchito Roukhadze   Tue Sep 15, 2015 10:23 pm



Tchito Roukhadze

მარი ელენ (ჩიტო) რუხაძე



LE RETOUR DU MORT
Tchito Roukhadze
Lettres de l'Océan Indien
LITTÉRATURE ROMANS, NOUVELLES OCÉAN INDIEN Madagascar

Ce roman a pour cadre Madagascar, pays enchanteur marqué par ses coutumes. Félix, un jeune paysan sans histoires, se sent contraint d'enfreindre les dernières volontés de Vavat, son père défunt. Ce dernier a décidé de revenir sur terre pour protéger les habitants de son village, menacés par un homme sans scrupules. Cette décision va entraîner Félix dans des aventures qui le libéreront d'une dépendance psychologique.


ISBN : 2-7475-9519-6 • novembre 2005 • 92 pages

Prix éditeur : 11 € 10,45 €




* http://www.editions-harmattan.fr/index.asp?navig=catalogue&obj=livre&no=20266


Last edited by Admin on Tue Sep 15, 2015 11:41 pm; edited 6 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ჩიტო რუხაძე - Tchito Roukhadze   Tue Sep 15, 2015 10:24 pm

მარი ელენ (ჩიტო) რუხაძე

კონცერტი

ძველი, დაცრეცილი პიჯაკი აცვია, დასიებული ხელები სავარძლის სახელურებზე ჩამოუყრდნია, მოცახცახე თითებს პროგრამის ფურცლებს უთათუნებს, თითებს, რომლებიც რახანია ყოველდღიურად ფურცლავენ კონსერვატორიის ბიბლიოთეკის ხელნაწერებსა თუ წიგნებს, მტვრით დაფარულ ამ საგანძურს, პიოტრ ივანოვიჩი გზნებით რომ შთაბერავს სიცოცხლეს. ღრმად განსწავლულსა და ყველასადმი კეთილგანწყობილს დიდად აფასებენ, მაგრამ სიბინძურის გამო გული არავის მიუდის მასზე და არცთუ ხშირად სტუმრობენ. ეს სიბინძურე მისი დუხჭირი ყოფის შემადგენელი ნაწილია უჰაერო და უწყლო სარდაფში, სადაც თავი შეუფარებია მის კაეშანს.
პიოტრ ივანოვიჩის ერთადერთი ფუფუნება კონცერტებზე სიარულია. როდესაც ბილეთი ძალიან ძვირია, მისი ერთ-ერთი ყოფილი მოწაფე, ჩაიკოვსკის საკონცერტო დარბაზის ადმინისტრატორი, უგზავნის ხოლმე მოსაწვევს. ამ საღამოსაც გულისფანცქალით ელის სვიატოსლავ რიხტერის გამოჩენას სცენაზე. ფიქრებით უკვე იქ არის. ამიტომ ვერც კი ამჩნევს ქვაბიდან ამოფრქვეულ ოხშივარს, მისი ტანსაცმლიანად ყველაფერი რომ გაუჟღენთია. მის გარდა იქ არავინაა, რომ კომბოსტოს წვნიანს მიხედოს, თვითონ კი ისე შორსაა ამ ყოველდღიური უბადრუკი ყოფისაგან, რომელსაც ვერ ჩაუკლავს მის ეულ სულში ჩაბუდებული თბილი და კეთილი გული.
მუსიკა უნანავებს. თვალები მილულა. პირი ოდნავ ღია დარჩენია, თავი მარცხნივ გადაუხრია. ყოველი ბგერა, ყოველი ნოტი მის სხეულს დაივლის. გრძნობს, როგორ გაიჟღერებენ, დაჯგუფდებიან, სადღაც მაღლა აიჭრებიან, იფანტებიან, წყდებიან... ნუთუ შეიძლება ჰარმონიის ასეთი ზეობა სიკვდილს მოასწავებდეს? არა, ის ჯერ კიდევ ცოცხალია. ტაშის გრიალმა რეალობაში დააბრუნა. კონცერტთან ერთად მისი ბედნიერი წუთებიც ჩათავდა. წელში მოხრილი კალოშებში უყრის ფეხებს და კონსერვატორიას ტოვებს. შინისკენ მიფარფატებს. შიშობს, არ მოცურდეს და დაენარცხოს მარმარილოსავით მოპრიალებულ, მოლიპულ ტროტუარს.
სადღაც ცნობიერების მიღმა მყოფი უბრუნდება თავის უბადრულ სადგომს. ქვაბი თუხთუხებს. ოთახში ბუღი დგას. ორთქლი სქლად დასდებია საჭმელებით დალაქავებულ ქაღალდებს. ისეთი დაღლილია, შიმშილსაც ვერ გრძნობს. გაზი გამორთო და მძიმედ ჩაეშვა მონჯღრეულ სავარძელში, დაფლეთილი საბანი მუხლებზე წაიფარა, აკანკალებული ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და სიკვდილზე დაფიქრდა. სიმარტოვეში სიკვდილი აშინებს, ამ დამშეული, უმოწყალო ვირთხების გარემოცვაში.
ისევ კონცერტი აგონდება, გარს ნოტები ეხვევიან, ნაზად ეფერებიან, ელამუნებიან, იდუმალებით მოცულ მარადისობაში მიაცილებენ. ხელები აღარ უკანკალებს. როგორც იქნა, მათაც ეღირსათ მოსვენება.


ფრანგულიდან თარგმნა ლია რუხაძემ
„ჩვენი მწერლობა“ 29 ივნისი 2012 #13(169)
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ჩიტო რუხაძე - Tchito Roukhadze   Tue Sep 15, 2015 11:13 pm



მარი ელენ (ჩიტო) რუხაძე

ISBN - 13:978-9941-9317-2-7
სათაური: ფამადიჰანა
ავტორი: ჩიტო რუხაძე
გამომცემელი: ქართული აკადემიური წიგნი
გამოცემის თარიღი: 2013
თარგმანი: ფრანგულიდან
მთარგმნელი: ლია რუხაძე
გვერდები: 96
კატეგორია: რომანი

ანოტაცია: ვავა - ოჯახის პატრიარქი და უპირობო ავტორიტეტი, ერთი მხრივ, მოითხოვს, არ შეაწუხონ „დაბრუნების“ რიტუალით: „პატივი ჩემს ხსოვნას ეცი, ჩემი სხეულის ტემპერატურა კი შენი საზრუნავი არაა“. მეორე მხრივ, სულეთიდანაც კი ყველა ღონეს მიმართავს, ტრადიციული სამეურნეო ცხოვრების წესის შენარჩუნებაში დაეხმაროს მშობლიურ სოფელს.



მოკლე ფრაგმენტი რომანიდან:

1. ცოცხალთა გამოძახილი
ვავამ რომ გაიგო, მისი მკვლელი ციხიდან გამოუშვესო, საფლავში ისე ძალუმად გადატრიალდა, ტანზე შემოფლეთილი სუდარა სულ ნაკუწებად აქცია. „ საიქიოშიც კი არ მასვენებს ეს კაცი, ამ ქვეყნის სამართალს რა ვუთხარი “ - გაიფიქრა აღშფოთებულმა.
ვავას სულს საბოლოოდ ჯერ კიდევ არ დაეტოვებინა ტამპუკო, ზემო პლატოებზე მდებარე მისი მშობლიური სოფელი, და წუხდა, რომ ამ კაცის გათავისუფლება დიდ უბედურებას მოუტანდა მის თანასოფლელებს. მათ უმრავლესობას, ალბათ, აღარც კი ახსოვდა ფილიბერი, ეს უსინდისო და უნამუსო კაცი, რომლის ზნეობა ამ ანდაზას მოგვაგონებდა: „ სიტყვა ობობას ქსელივითაა: მარჯვე კაცისთვის კარგი იარაღია, უნდილისთვის - მახე “ .
ფილიბერი ბრწყინვალე ორატორი და ძლიერი პიროვნება იყო. არავის იმდენი უსიამოვნება არ მიუყენებია მისთვის, რამდენიც ვავას და, ცხადია, ვერ აპატიებდა ცუდ გარემოსა და საზოგადოებაში გატარებულ ამდენ უქმად დაკარგულ წელს. საქმის გადასინჯვებისას ქრთამის წაშველებამ განაჩენი შეურბილა, მაგრამ შურისძიების წყურვილი ამით ოდნავადაც არ განელებია. როდესაც ციხის კარი გამოიხურა, გადაწყვიტა, მეხსიერებიდან ამოეშალა წყალში გადაყრილი ეს ათი წელი. ცხოვრება იქიდან უნდა განეგრძო, სადაც გაუწყდა. ჯერ ძველ კავშირებს აღადგენს და პირად საქმეებს მოიწესრიგებს, შემდეგ თავისი გეგმის განხორციელებას მიუბრუნდება, იმ გეგმისა, რომელიც ასე უმსგავსოდ ჩაუშალა ვავამ.
ვავა ძალიან კარგად იცნობდა ფილიბერს და ხვდებოდა, რა განზრახვაც ჰქონდა მას. ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა დაბრუნებულიყო სოფელში.


ბმული - https://saba.com.ge/books/details/1556
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ჩიტო რუხაძე - Tchito Roukhadze   Tue Sep 15, 2015 11:34 pm



ლია რუხაძე

წინათქმა ჩიტო რუხაძის რომანის ქართული თარგმანისთვის


1939 წლის 9 აგვისტოს გაზეთი „ნიცის მაცნე“ იუწყებოდა: 19 ივლისს დაიბადა მარი-ელენ (ჩიტო) რუხაძე; მამა - ვლადიმერ რუხაძე, წარმოშობით ქართველი, დედა - მარი სანტრო, ფრანგი.

6 აგვისტოს სენ პიერ დე ფერიკში შედგა ნათლობა. ნათლია - პრინცესა ანტუანეტ მიურატი. დიდი ზეიმით აღინიშნა ნათლობა. სუფრას თამადობდა ჩვენი სახელოვანი თანამემამულე, მისი აღმატებულება პრინცი ნაპოლეონ მიურატი, რომელმაც, ქართული წესის თანახმად, სათითაოდ შესვა ოცდაათივე თანამეინახის სადღეგრძელო. მათ შორის იყვნენ თავადი თენგიზ დადეშქელიანი, პრინცი და პრინცესა დადიანები, ახვლედიანები, ბატონები: ქოჩაკიძე, მაღლაკელიძე, ჭეიშვილი, გურგენიძე, შავგულიძე და სხვ. ჩვენი საუკეთესო სურვილები პატარა მარი-ელენს, მონათლულს ფრანგულ-ქართული მეგობრობის ნიშნით.

ჩიტოს მამა, ლადო რუხაძე (1902-1998) დაიბადა ხონში. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და ახლადგახსნილი თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტს მოუსწრო იმ ავბედითმა 20-იანმა წლებმა. გაუჭირდა სამშობლოს და ახლობლების დატოვება. პირველად საზღვარს გადასული უკან გამობრუნებულა, მაგრამ 26-ში უკვე საბოლოოდ წავიდა. სხვებთან ერთად მასაც დიდხანს არ სჯეროდა, რომ ეს სამუდამო იყო და სამარადისო განსასვენებელს ლევილის ქართულ სასაფლაოზე ჰპოვებდა... ცხოვრება კი თავისას მოიხოვდა. ნიჭმა, გონიერებამ და უდიდესმა შრომისმოყვარეობამ წარმატება მოუტანა ტყავის წარმოების ინჟინერ-ტექნოლოგს და ამ დარგის საუკეთესო სპეციალისტი გახდა. იღბალსაც ვერ დაემდურებოდა; ბედმა შესანიშნავი მეუღლე და შვილების დედა არგუნა ხანგრძლივი ცხოვრების თანამგზავრად.

გასაკვირია, როგორ ეგუებოდა ფრანგულ ბურჟუაზიულ ოჯახში ნებიერად გაზრდილი ქალბატონი მარი სანტრო იმ მამაპაპურ ფართომასშტაბიან ქეიფებს, მისი ქართველი მეუღლე საკმაოდ ხშირად რომ უმართავდა თავის თანამემამულეებს.

„დედას უზომოდ უყვარდა მამა, ცდილობდა გაეგო მისთვის და ყველანაირად უწყობდა ხელს, დაეძლია ნოსტალგია“ - ამიხსნეს ფრანგმა ბიძაშვილებმა.

ისინი პარიზის მახლობლად ქალაქ პონტუაზში, მამისეულ სახლში ცხოვრობენ. კოპწია შატო-ბეკოეთი (ბეკო ლადოს მეტსახელია) კარგა მოზრდილი მამულით, მდინარე უაზის წარმტაც ხეობას გადაჰყურებს. სახლის ერთ-ერთი დარბაზის კედლები ფელიქს ვარლამიშვილის მოხატულია, რომელსაც რამდენიმე თვე აქ უცხოვრია. სახლში ძალუმად იგრძნობა ქართული სული: უამრავი სუვენირი, მშვენიერი ქართული ბიბლიოთეკა, რომელსაც აქ, სამწუხაროდ, ვეღარავინ კითხულობს, მაგრამ სათუთად ინახავენ მამის ხსოვნის პატივსაცემად.

ოჯახი ხელოვნების პატარა ტაძარია: მუსიკა, სიმღერა, ხატვა, ფოტოხელოვნება და, საერთოდ, გამოყენებითი ხელოვნების თითქმის ყველა სფერო - აქ აშკარად მუზების რჩეული სამფლობელოა.

ჩიტოს მოწოდება მწერლობა აღმოჩნდა. თუმცა, ვიდრე პროფესიონალი კალმოსანი გახდებოდა, საუნივერსიტეტო ჰუმანიტარული განათლებით სხვადასხვა საქმიანობას ეწეოდა: მასწავლებლობდა, მუშაობდა გაზეთების რედაქციებში, ერთ-ერთი ფირმის წარმომადგენლობაში მოსკოვში. ბოლოს, ორი ათეული წლის მანძილზე, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში ხელმძღვანელობდა საგამომცემლო და კულტურის განყოფილებებს. ქართველი ოლიმპიელები მუდამ გრძნობდნენ განსაკუთრებულ ყურადღებასა და გულშემატკივრობას სოკ-ის მაღალჩინოსანი ფრანგი ქალბატონისაგან ქართული გვარით.

თუ შეეკითხებით, წერა როდის დაიწყო, ჩიტო რუხაძე გიპასუხებთ, რაც თავი მახსოვს, სულ ვწერ და ვისურვებდი, მანამ ვიცოცხლო, სანამ წერა შემეძლებაო. მართლაც, მუდამ განუყრელად ხელთა აქვს კალამი და რვეული, რომელიც სავსეა საინტერესო ჩანაწერებით. ამას ემატება აურაცხელი რაოდენობა მამის კორესპონდენციისა, რომლის თარგმანზეც ღამეები გვითენებია.

იმედი მაქვს და სულ ველი, აქედანაც მოუვიდეს შთაგონების წყარო. ვნახოთ.

მანამ კი ამ თხელტანიანი რომანით დაგვაფიქრებს ბევრ რამეზე და მათ შორის იმაზეც, რომ მიწა, რომელზეც ვდგავართ, წინაპართა მრავალი თაობისგან გადმოგვეცა და მათი ხსოვნა გვეხმარება, მყარად და, რაც მთავარია, სწორად ვიდგეთ ამ მიწაზე.

რომანში აღწერილი შორეულ მადაგასკარზე განვითარებული მოვლენები, ვფიქრობთ, ზოგადსაკაცობრიოა. ისინი, თამამად შეიძლება ითქვას, ჩვენს სინამდვილესაც ეხმიანება; მოხდა ისე, რომ ბაგრატის ტაძარში მოვხვდით გამალებული სარესტავრაციო სამუშაოების დროს. გულმა რეჩხი მიყო. მერე ერთმანეთს ჩვენს ეჭვებს და შეშფოთებას ვუზიარებდით.

ის ხელოვნების ყველა დარგში ძალიან კარგად ერკვევა (სხვათა შორის, არის წევრი საზოგადოებრივი ორგანიზაციისა „ლუვრის მეგობარი“), და შენიშნა, რომ აქაც რაღაც ისე არ კეთდება, ისევე როგორც სიღნაღში, რომლის სახეცვლილებამ ძალიან დასწყვიტა გული...

მის რომანშიც ხომ კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და მოვლა-პატრონობის აუცილებლობაზეა გამახვილებული ყურადღება! თან, განსაკუთრებულად, სულიერი კულტურული მემკვიდრეობაა ხაზგასმული, რაც, ძირითადად, განაპირობებს ადამიანის ცხოვრების წესს. ამასთან, ზნე-ჩვეულებები, წინაპართაგან რომ გადმოგვეცემა, გონივრულად უნდა გავიაზროთ; ზოგი მტკიცედ შევინარჩუნოთ, ზოგზეც შეგნებულად ვთქვათ უარი.

ვავა - ოჯახის პატრიარქი და უპირობო ავტორიტეტი, ერთი მხრივ, მოითხოვს, არ შეაწუხონ „დაბრუნების“ რიტუალით: „პატივი ჩემს ხსოვნას ეცი, ჩემი სხეულის ტემპერატურა კი შენი საზრუნავი არაა“. მეორე მხრივ, სულეთიდანაც კი ყველა ღონეს მიმართავს, ტრადიციული სამეურნეო ცხოვრების წესის შენარჩუნებაში დაეხმაროს მშობლიურ სოფელს. რომანის თავდაპირველი სახელწოდება "Le Retournemet", რომელიც ფრანგული გამომცემლობის თხოვნით შეიცვალა "Le Retour du Mort" (მკვდრის დაბრუნება), მივიჩნიეთ, რომ ქართველ მკითხველში აპრიორი გარკვეულ ასოციაციებს აღძრავდა და, ავტორის სრული თანხმობით, ვამჯობინეთ „ფამადიჰანათი“ შეგვეცვალა, რაც იგივე მიცვალებულის დაბრუნების და ხელახლა დამარხვის რიტუალს ნიშნავს მალგაშურ ენაზე.

ჩიტო რუხაძის სტიქია ყოველთვის იყო და არის მოგზაურობა. თითქმის ყველაგანაა ნამყოფი, ალბათ, პოლუსებს გარდა. მისი წერილები ამ მოგზაურობების შთაბეჭდილებებით - საინტერესო დაკვირვებებით, ზუსტი შეფასებებით, იქნება ეს მაროკოდან, ახალი ზელანდიიდან, პატაგონიიდან, კაპადოკიიდან თუ შანხაიდან, ამ ჟანრის საუკეთესო ნიმუშებად გამოდგებოდა.

მაგრამ ყველაზე ხშირად მაინც საქართველოს სტუმრობს. იცის, რომ აქ მას განსაკუთრებულად ელიან. აქ ოლიმპიური მოძრაობიდან დამეგობებული პაატა ნაცვლიშვილი დაახვედრებს მორიგ სიურპრიზებს, იქ ბაბალეს სახლში გაიხარებს ფშავში, არაგვის პირას, და ჩარგლის უნახავად როგორ წამოვა?!

ხევსურეთმა შეაგულიანა. მუცოზეც ავიდა ეს არცთუ ისე ახალგაზრდა ქალბატონი.

სიღნაღშიც ბეჟაშვილების სახლი, ალაზნის ველს მთელი სიგრძე-სიგანით რომ გადაჰყურებს, მისი სახლია.

ქუთაისი ხომ... და, საერთოდ, მთელი იმერეთი, მისთვის მამის დანატოვარი ამქვეყნიური სამოთხეა.

სხვათა შორის, აფხაზეთიც მოვლილი აქვს იმ დროს, როცა იქ, კელასურში ჩვენი საყვარელი, თბილი-ტკბილი მამიდა თამარი ცხოვრობდა. იქიდან, რა შორს ის არის და, ზუგდიდსაც ვწვევივართ, სადაც განსაკუთრებული ინტერესით ათვალიერებდა ნათლია ანტუანეტ მიურატის ყოფილ საბრძანებელს.

რა დაავიწყებს სვანეთს, განსაკუთრებით უშბის ძირას, ბეჩოში წერედიანების ოჯახში გატარებულ დღეებს.

ბოლოს, ისე არ გაემგზავრება, მამის სანატრელი დედის, ბებია მარიამის საფლავზე სანთელი არ დაანთოს.

ჩიტოს ნიშანდობლივად მიაჩნია, რომ „სამშობლო“ და „მშობელი“ , „მამა“ და „მამული“ ქართულში ერთი წარმომავლობის სიტყვებია. თუმცა, თავად არ თვლის თავს ქართველად და ამისი მიზეზი მისთვის, სხვათა შორის, ენის არცოდნაა. ანბანი რომ აითვისა - ისიც მხოლოდ ერთი - რა თქმა უნდა, არასაკმარისია.

სამაგიეროდ, მისი ძმისშვილი თამარი, საფრანგეთში დაბადებული და გაზრდილი, ქმარს დუშეთში გამოჰყვა და სამ ნამდვილ ქართველს უზრდის ბაბუ ლადოს სათაყვანებელ სამშობლოს. მამა ძალიან გაიხარებდაო, ამბობს ჩიტო სევდიანი ღიმილით...

დაბოლოს, ამ რომანის გარდა, ჩიტო რუხაძის კალამს ეკუთვნის რამდენიმე ნოველა, რომელთაგან ორის („კონცერტი“ და „ქლიავის ყვავილობა“) თარგმანი ჟურნალ „ჩვენი მწერლობის“ 2012 წლის 29 ივნისის ნომერშია დაბეჭდილი.


„ცოცხალი წიგნების“ მონაწილეებთან შეხვედრა მაღროსკარის საჯარო სკოლაში 2015 წლის 8 სექტემბერს.

Smile
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ჩიტო რუხაძე - Tchito Roukhadze   Today at 8:43 am

Back to top Go down
 
ჩიტო რუხაძე - Tchito Roukhadze
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: