არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსი „თბილისი“

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3970
Registration date : 09.11.08

PostSubject: ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსი „თბილისი“   Mon Sep 07, 2015 12:07 pm



ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსი „თბილისი“

კონკურსის შესახებ

კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს: ლიტერატურის, ფერწერის, არქიტექტურის, სკულპტურის, სიმღერის და ფოტოგრაფიის დარგში მოღვაწე შემოქმედთა აქტივობას, ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენას, ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნას, საზოგადოებაში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, ეროვნული და საკაცობრიო ღირებულებების დანერგვას, რისთვისაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მონაწილეობა.

ნომინაცია წლის საუკეთესო ესე - "ჩემი თბილისი" განკუთვნილია მხოლოდ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის. სხვა ნომინაციებში კონკურსანტებს, ყოველგვარი ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე, შეუძლიათ მონაწილეობის მიღება.

კონკურსში განიხილება ბოლო ერთი წლის განმავლობაში შექმნილი/გამოცემული საავტორო ნაწარმოების პირველადი (გადაუმუშავებელი) ვერსია.

კონკურსანტს - ნებისმიერ თემატიკაზე - შეუძლია თითო ნომინაციაში მხოლოდ ერთი ნაწარმოების წარმოდგენა.

გვერდების რაოდენობა შეზღუდული არ არის.

პროზის, პოეზიისა და ესეს ქართულენოვანი ვერსია მიიღება ელექტრონული ან ბეჭდური სახით.

სიმღერის, ნახატის, ქანდაკების, ფოტოს, არქიტექტურული ნამუშევრის წარმოდგენა შესაძლებელია გამოხატვის ნებისმიერი ფორმითა და ხერხით. (MP3, CD, JPEG, PDF ვერსია და სხვა...)

საკონკურსოდ წარმოდგენილი ნაწარმოები არ უნდა იყოს რომელიმე ენიდან თარგმნილი ნაწარმოები.


კონკურსანტი, საკონკურსო ნაწარმოების გამოგზავნიდან სამი დღის განმავლობაში, პირად ელექტრონულ მისამართზე ადმინისტრაციისგან მიიღებს შეტყობინებას - მასალების სრულყოფილად მიღების ან ხარვეზების გასწორების მოთხოვნის შესახებ.

კონკურსზე წარდგენილი მხოლოდ დედანი ნამუშევრები უბრუნდებათ ავტორებს.



კონკურსზე რეგისტრაციის პირობები

სავალდებულოა შეივსოს ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა (საკონკურსო განაცხადი), სადაც მიეთითება ავტორის პერსონალური მონაცემები.

სააპლიკაციო ფორმაში ავტორი ვალდებულია მიუთითოს ნამდვილი გვარ-სახელი, ხოლო სპეციალურ გრაფაში მიანიშნოს ფსევდონიმით მონაწილეობის მოთხოვნის შესახებ.

კონკურსის ადმინისტრაცია კისრულობს ვალდებულებას, რომ ავტორის ნებართვის გარეშე მის გვარ-სახელს, არც ერთ ეტაპზე, არ გაასაჯაროებს (საკონკურსო პერიოდში, შედეგების გამოცხადებისას ან პუბლიკაციის შემთხვევაში).

კონკურსის ორგანიზატორების მოთხოვნისამებრ, საკონკურსო ნამუშევრები წარმოდგენილ უნდა იყოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, მისამართი თავისუფლების მოედანი # 2

საკონკურსო ნაწარმოებების მიღების ვადაა: 20.07.2015 - 10.09.2015

სამუშაო დღეებში განაცხადები მიიღება: 09:00-დან - 18:00-მდე.

საკონკურსო ნაწარმოები, სააპლიკაციო ფორმა და კონკურსთან დაკავშირებული კითხვარები გამოაგზავნეთ ერთ წერილად: konkursitbilisi@tbsakrebulo.gov.ge

საკონტაქტო პირი: ნატო აბრამაშვილი; ტელ: 555-459-643



საკონკურსო ნომინაცია, პრემია

წლის საუკეთესო პროზაული ნაწარმოები;

წლის საუკეთესო პოეტური ნაწარმოები;

წლის საუკეთესო ესე („ჩემი თბილისი“ - სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის);

წლის საუკეთესო სიმღერა;

წლის საუკეთესო ფერწერული ნაწარმოები;

წლის საუკეთესო ქანდაკება;

წლის საუკეთესო ფოტოხელოვნების ნაწარმოები;

წლის საუკეთესო არქიტექტურული ნაწარმოები;

და ჟიურის სპეციალური პრიზი.

გამარჯვებულებს გადაეცეს კონკურსის პრიზი (სიმბოლო, XII საუკუნის არტეფაქტის - ხოხბის - გამოსახულების სტილიზებული ვარიანტი) და ფულადი ერთჯერადი განაცემი (ჯილდო) 1500 (ერთიათას ხუთასი) ლარის ოდენობით.



კონკურსის ჩატარების ეტაპები

I ეტაპი (20 ივლისი -10 სექტემბერი) - კონკურსის გამოცხადება, განაცხადების შევსება და საკონკურსო ნამუშევრების წარდგენა;

II ეტაპი (11 სექტემბერი - 25 სექტემბერი) - ჟიურის მიერ ნამუშევრების გაცნობა და შეფასება;

III ეტაპი (30 სექტემბერი) - გამარჯვებულების გამოვლენა;

IV ეტაპი - გამარჯვებულების დაჯილდოება „თბილისობის” ღონისძიების ფარგლებში.



ჟიურის შემადგენლობა, მუშაობის სპეციფიკა

კონკურსის ჩატარების, ნამუშევრების შეფასებისა და გამარჯვებულთა გამოვლენის მიზნით იქმნება 7 წევრისგან შემდგარი ჟიური.

ჟიურის წევრთა კანდიდატებს ყოველწლიურად, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისია დასამტკიცებლად წარუდგენს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.

კონკურსის ჟიურის მუშაობას ხელმძღვანელობს ჟიურის თავმჯდომარე, რომელსაც ყოველწლიურად, ხმათა უმრავლესობით, ირჩევენ ჟიურის წევრები. ჟიურის თავმჯდომარეს და ჟიურის წევრებს აქვთ ერთი ხმა. ჟიური უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი.

თითოეულ ნომინაციაში, ხმათა უმრავლესობის პრინციპით, ჟიური გამოავლენს ერთ გამარჯვებულს.

ჟიური უფლებამოსილია კონკურსში მონაწილე ნებისმიერი პირი დააჯილდოვოს სპეციალური პრიზით.

ჟიურის წევრები ინდივიდუალურად ეცნობიან კონკურსანტთა მიერ წარმოდგენილ ნაშრომებს, აფასებენ, არჩევენ და ავლენენ საუკეთესო ნაწარმოებებს.

ჟიურის უფლებამოსილება შეუწყდება ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის ,,თბილისის” დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ.

ჟიურის სახელმძღვანელო კრიტერიუმებია: პროფესიონალიზმი, სახელოვნებო ოსტატობა, სალიტერატურო ფორმებისა და მხატვრული ხერხების ფლობა, ნაწარმოების ესთეტიკური მხარე, თბილისისთვის საინტერესო და აქტუალური თემების დამუშავება და ინოვაციური აზროვნება.

ჟიურის მხრიდან პლაგიატის გამოვლენის შემთხვევაში, წარმოდგენილი მასალა მოიხსნება კონკურსიდან, ხოლო ავტორი დაკარგავს განმეორებით მონაწილეობის უფლებას.

ბმული - http://tbsakrebulo.gov.ge/index.php?m=576&service1_id=383&service1=ლიტერატურისა%20და%20ხელოვნების%20კონკურსი
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
 
ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსი „თბილისი“
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ლიტერატურული კონკურსები-
Jump to: