არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ლუბა ელიაშვილი

View previous topic View next topic Go down 
Go to page : 1, 2  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: ლუბა ელიაშვილი   Mon Nov 10, 2008 3:39 pm


Luba Eliashvili © Photo by Mikho Mosulishvili, 2009


“მოვიქცეთ ჯაზურად”,
ანუ
ლუბაურა ლექსების კარნავალი

(რედაქტორის წინათქმა ლუბა ელიაშვილის ლექსების წიგნისთვის)

ლუბაურა ლექსებია ამ წიგნში წარმოდგენილი და თამამად უნდა ითქვას, რომ ამათ, ამ ლექსებს “ჯაზურად მოქცევა”, ანუ “გაჯაზება” უყვართ.
“გაჯაზება” – თანამედროვე ქალაქური ჟარგონიდან არის და უცნაურ, ლაღად საკვირველ ქცევას აღნიშნავს – თანაც ძალიან ზუსტად, როგორც ეს ჟარგონს სჩვევია ხოლმე.
პირველსავე ლუბაურა ლექსში – “ლომებიანი სიზმრები”, სადაც ხორხე ლუის ბორხესის მოთხრობიდან “ლურჯი ვეფხვები” ამგვარი ეპიგრაფია: “ჩემი ცხოვრება არაფრით იყო გამორჩეული, თუმცა სიზმარში სულ ვხედავდი ვეფხვებს”, ხოლო თავად ლექსში ავტორი თავის სიზმრის ლომებზე გვიამბობს, მე გამახსენდა ჯაზური რიტმის ჩინებული მცოდნის, ერნესტ ჰემინგუეის “მოხუცი და ზღვის” ფინალი – დიდი თევზის, მარლინის დამჭერი და მერე დამკარგავი, თან გამარჯვებული და თანაც დამარცხებული მოხუცი სანტიაგო დაიძინებს და სიზმარში ლომებს ხედავს... ძლიერი ხასიათის კაცია და იმიტომ ხედავს ასეთ სიზმარს...
ანუ, ამით ის მინდა მიგანიშნოთ, რომ ლუბაურა ლექსებმა იციან, რომ ამ ცხოვრებაში რაც არ უნდა გაიმარჯვო, მაინც დამარცხებული იქნები...
კიდევ ბევრი რამე იციან ამათ, ამ თავისებურმა და არავის მგვანმა ლექსებმა.
ყურადღება იმას უნდა მივაქციოთ, რომ თავიანთ სათქმელს ეს ლექსები კარნავალური ხერხებით გადმოსცემენ: რაც არ უნდა აუტანელ და დარდიან სინამდვილეზე გვიამბობდნენ, სულ ნავარ-ნავარდით გვაკითხებენ თავს და ისიც ძალუძთ, რომ ღამე გაგვათენებინონ და მამლის ყივილამდე გაკითხონ და გაფიქრონ, მერე უკანაც მიგაბრუნონ ხელახლა გადასაკითხად... კი, თან ადევნებაც მშვენივრად იციან, რომ აგეკვიატებიან და აღარ დაგეხსნებიან.
და ეს ლექსები ისე უხდებიან ავტორს, როგორც – მისსივე შედარებას მოვიყვან – აყვავებული ატმები – გაზაფხულს...
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, მკითხველის გულისკენ მიმავალ გზას დავულოცავ ლუბა ელიაშვილის ლექსების პირველი კრებულს – ამ ლაღ, ალაგ დარდიან და ფიქრიან, ალაგ მხიარულ და იუმორით აღსავსე პოეტურ კარნავალს.
გააჯაზეთ, ლუბაურებო!
ბოლომდე ეგრე გააჯაზეთ!

მიხო მოსულიშვილი



lol!


ლუბა ელიაშვილი

დაიკიდე...


მოდი,
სიღრმეებში ჩამოყევი,
თოკებს, მე რომელიც ჩაგიკიდე.
თუ
უინტერესოდ მოგეჩვენოს,
ცერად შემხედე და
დაიკიდე.
მოდი,
ჭაში უნდა ჩაგახედო,
შენთან
მომენატრა საუბრები.
მოდი,
კიდევ ერთხელ
ვითავხედოთ,
ფოთლებს ვუყნოსოთ და
გავუბეროთ.
მოდი,
ბალახებზე წამოწოლილს,
ზეცა
ნაბადივით
დამაფარე.
მოდი,
დამითვალე ცოდვები და
ტყვიად საყვედური
დამახალე,
მჭიდეგავსებული პისტოლეტით,
ტვინი
დამიცხრილე საცერივით...
უხეშ იუმორზე ამცერი და
სულში ჩამიყავი
საცეცები.
მაჯებზე მითვალე ნაწიბური,
ცოდვები
მამადლე
უსახური,
ოქროსი მომთხოვე
კოშკები და
სიცოცხლის ბოლომდე
მიმსახურე....
მხოლოდ ერთი ღამით
შეუღლება,
ნაკლად ჩაუთვალე
ჩემს ბუნებას,
ისევ გაიკვირვე,
რატომ მიყვარს,
სულელურ ფიქრებში
შებრუნება...
მოდი,
ამ ერთხელაც
ვილაღოთ და
მერე
საბოლოოდ გაგეცლები.
აბა, როდის იყო
მიხაროდა -
საბელად შებმული საცეცები.

2006, ოქტომბერი

study


Last edited by Admin on Wed Nov 12, 2014 1:14 pm; edited 5 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლუბა ელიაშვილი   Fri Nov 21, 2008 10:06 am

სიზმრის ლექსი

წუხელ,
შენი მტრები დამესიზმრნენ,
ისეთი
სუსტები და პატარები,
თითქოს,
ძველ ცხვირსახოცში გამოვკვანძე,
მთელდღეს
პალტოსგულისჯიბით ვატარებდი.
ბნელ ჯიბეში
გამომხრჩვალი შენი მტრები,
დამეფანტნენ
გახეული სარჩულიდან,
მისრულებდა ბედი რასაც ვინატრებდი
მტრებისაგან
თავისუფალ სამშობლოში,
ლაღ ცხოვრებას
ხელს არავინ არ უშლიდა.
სიხარულით
მეცხრე ცაზე დავფრინავდი,
ვერ ვხვდებოდი,
რომ ბალიშზე თავი მიდევს.
მთელი ღამე
ამ სიზმრებში ვიყავი და
დილით...
შენი მტრის ჯიბეში გავიღვიძე


ეს ლუბას ახალი ლექსია და მოდით, ვნახოთ...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლუბა ელიაშვილი   Sun Nov 23, 2008 4:18 pm

ფინალის ლექსი

Kilimanjaro is a snow covered mountain 19,710 feet high, and it is said to be the highest mountain in Africa. Its western summit is called the Masai "Ngàje Ngài," the House of God. Close to the western summit there is the dried and frozen carcass of a leopard. No one has explained what the leopard was seeking at that altitude.

The Snows of Kilimanjaro,
Ernest Hemingway


როცა მუხლებმაც მიღალატეს და
ხელუხლებმა
ნაოცნებარმა დამიქნია
ხელი შორიდან,
რადგან მკაცრი და
უმოწყალო სასოწარკვეთა,
სინანულთან და
სიბერესთან ერთად მოვიდა,
აუხდენელმა სურვილებმა
რადგან დამღალა,
სულზეც დამღა მაქვს,
ყორანი მყავს მხარზე დამჯდარი.
სხვების გაკვალულ ბილიკებზე
რადგან არ დავალ,
რადგან დავლეწე
სასტიკ ომში კალამ-აბჯარი,
თავს არ დავეძებ,
უგუნურთა წესს არ ვივიწყებ, -
მწვერვალისაკენ
სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მივიწევ,
იქ, “ღმერთის სახლში,”
გაყინული ლეოპარდივით,
მეც მეგულება,
მეც მაქვს ჩემი კილიმანჯარო.


კომენტარი იხილეთ აქ.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nel
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 137
Age : 54
Registration date : 21.11.08

PostSubject: Re: ლუბა ელიაშვილი   Tue Nov 25, 2008 10:43 am

დილის ლექსი

სისხამმა,
ბასრად გასერა ცა და
მთვარე ღრუბლებში ჩაქრა
უსისხლოდ.
რა მოხდებოდა,
მხოლოდ გვეცადა,
ამ ღამის ხიბლი არ გასულიყო.
იქნებ,
ვარსკვლავი მოწყვეტილიყო,
ხვალის მეგზურად ჩაგიფიქრებდი.
ან და...
ეს დილა არ ყოფილიყო,
ასე ცხადი და
სინათლისფერი.
ნეტავ,
თვალები არ ჩაგქრობოდა,
სხვისი ალერსის გახსენებისას.
ალმურის ლაქად
არ დამტყობოდა,
შენი შეხება, არც რომ მეღირსა.
ნ ე ტ ა ვ ი
გული გამჩერებოდა,
გაყინულიყო ოღონდ,
ის წამი,
ვნატრობ:
ეს იყოს წუთისოფელი,
დაბადებიდან - მწუხრის მიწამდე.
სამართებლივით ბასრ განთიადებს,
ნირწამხდარი რომ არ გავეგებო,
იქნებ,
აქ გაწყდეს
ჩემი სიცოცხლე,
შ ე ყ ვ ა რ ე ბ უ ლ ი
მოვკვდე, ეგება.
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლუბა ელიაშვილი   Sun Dec 14, 2008 7:53 pm

რეკვიემის ნაცვლად
(მონატრების ლექსი)

სევდა ავიხირე
რატომღაც,
ბოლი, მოტკბო-მწარე სიგარის.
მარტო მოვდიოდი,
მათოვდა.
შენ კი, სულ სხვა მხარეს იყავი.
მარტო მოვდიოდი,
არ მქონდა
სახლში დარჩენილი ვალები.
მარტო მოვდიოდი,
მაფრთხობდნენ,
თევზივით თვალცივი ქალები.
მარტო მოვდიოდი,
ფიფქები
ისე, უთავბოლოდ ცვიოდა
მარტო მოვდიოდი,
რაც მქონდა,
შენთვის მომქონდა და...
მციოდა.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ლუბა ელიაშვილი   Sat Feb 21, 2009 1:04 pm

შეყვარებული მეამბოხის ლექსი

არ გაგაბრაზებ, ისე წავალ, შეუშფოთებლად..
დავიწროვდება ჩემი სულის თვალსაწიერი,
სად შეგვიძლია გრძნობებისთვის თავისშეწირვა,
მეამბოხეებს, უპოვრებს და ფლიბუსტიერებს.

როგორ მეგონა აგიტანდი, მხარზე შემომჯდარს -
მოვახერხებდი ჩიტის სულელ დარდთან შეჩვევას...
არ მესმის - სიკვდილს რატომ უფრთხის ადამის მოდგმა,
ხომ კარგად იცის, ბოლოს მაინც ყველას ეწვევა.

მზერას ამრეზილს, ამარიდებ გიჟს და ბოგანოს,
თავს შეგაზიზღებს გაზეპილი ჩემი დრედები,
ვერ გამიხსენებ, ან იქნება შიშიც მოგგვაროს,
ფუმფულა ქურქზე უნებურად თუ გაგედები.

ნუ შემიბრალებ! დამიჯერე - არ ვარ საპყარი.
ღვთისმოშიშივით - ყასიდად მაქვს თავი დახრილი.
აქ - ადვილია არ გიყვარდეს, ერთი ქალი და... მთელი სამყარო,
ასე პატარა, სხვის ჭუჭყიან ქუდში ჩაჩრილი.

ხურდას თუ მომცემ, მოგიყვები, რად ვერ მხედნავენ
მტვერში წაქცეულს ქარი როგორ მესაუბრება,
სულში ჩაზრდილი, ფარად დამაქვს ჩემი ბედლამი -
ჯაჭვით დაბმული შეშლილების თავისუფლება!

მაინც არ მესმის ტკბილცხოვრებაზეუარისმთქმელი
შენი ნახვისას რატომ ბორგავს გული ოხერი,
მკერდში ჰქონიათ ჯოჯოხეთივით შავი ქვესკნელი -
ფლიბუსტიერებს, უპოვრებს და მეამბოხეებს….


Arrow

როცა ნიჭი არ აქვთ, ან მუზა დამფრთხალები არიან... ნუ, რა ქნან, კომპენსაცია ხო უნდა ამას.
და ხდება ლექსის ხელოვნური მომწიფება და ხელოვნური მშობიარობა.
გაკეთება ლექსის, მოკლედ და მარტივად.
საკმაოდ კარგი ხარისხის ლექსები მიიღებ ხოლმე და ეს დღეს საკმაოდ მიღებული, მოსული და აპრობირებული მეთოდია.
ამ საიტზეც არიან ასეთი ავტორები და ხარისხიანი და კარგი ლექსებიც აქვთ.
და რატომ მიყვარს ლუბა ელიაშვილი? აი, ბატონო, სულ ნაპერწკლებს ყრის ლექსი. გონება, სული ერთადაა ამ ლექსში. და არაა საჭირო კომპრომისი ლექსის იდეურ-კონცეპტუალურის თუ მგრძნობიარე-ექსპრესიულობის სასარგებლოდ.
ნუ, როცა ადამიანს მეტად გამოდის ეს აზრობრივი მხარე, ”ქაჩავს” ამით. როცა ემოციური მხარე - ამითაა, ”კაჟდამუ სვაიო”, რომ იტყვიან და, - ა, ბატონო, თუ ადამიანი ნიჭიერია, თანაბარი ხარისხით აქვს ეს ორივე მხარე.
Back to top Go down
View user profile
nukri bereTeli
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 29
Age : 35
Location : ...
Humor : :)
Registration date : 02.02.09

PostSubject: Re: ლუბა ელიაშვილი   Thu Feb 26, 2009 8:16 pm

ლუბა ელიაშვილი

პოეტები

უფერული ოცნებებით მოვაჭრენი,
ბავშვობაში
უიმედოდ ჩარჩენილი...
პოეტები,
პეშვით სტროფებს გვაჩეჩებენ
სიცოცხლისთვის
წარდგენილი სარჩელივით.
ლოთები და
დებოშირი ხულიგნები,
პარაპეტზე მიყრდნობილი "ხანიგები",
ეპატაჟით
სნობებს გულებს უხეთქავენ,
ყავლგასული რომანტიზმით "ბარიგობენ".
რას გვერჩიან
ანდა თვითონ რას წვალობენ
რაა ლექსი -
უმწიფართა ახირება,
პოეტებს ხომ,
ლამაზებიც არ სწყალობენ
უმეტესად ურჩევნიათ ბანკირები
ისინი კი უტიფრად და
უსაფუძვლოდ,
მო(რ)გებულთა საყვედურებს
არ იგებენ,
დამარცხების ტკივილს
სიტყვებს აკრავენ და
მოტკბო-მწარე
მიქსტურებად არიგებენ.
დადიან და გზებზე ხვდებათ
მახეები
თოფის ლულებს
ყვავილებით
აბლაგვებენ
ნიჭის ნიშნით დაღდასმული
სახეებით
პოეტები
ამ ქვეყანას რას არგებენ _
ძალადობით მოთხვრილსა და
გაუგებარს,
საკუთარი გულჩვილობით აშინებენ
ყველა ბრიყვი ბოგანოსთვის
ემეტებათ
სილამაზე - უშურველად, არშინებით...
ნუ დაფრთხებით,
თუ ბაცილა
სიყვარულის
მათგან
ხანძარად
მთელ სამყაროს მოედება.
პოეტებზე,
ტყვიებს
უქმად
ნუ დახარჯავთ,
თავს ხომ....
თვითონ მოიკლავენ, პოეტები.



ჩემი უსაყვარლესი პოეტესსა!
Back to top Go down
View user profile
Elguja Marghia
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 112
Location : (+995 99)18 80 93
Job/hobbies : საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’
Registration date : 05.01.09

PostSubject: Re: ლუბა ელიაშვილი   Fri Feb 27, 2009 4:22 pm

არ მეგონა, თუ ლუბა ელიაშვილი ასეთი თავისთავადი და კარგი პოეტესა იყო...სასიამოვნოა, რომ ეს ნაცნობობა შედგა და სამომავლოდ ალბათ დაგვპატიჟებს მიხო ,,მრავალნახად ორაყზე’’’, რომ დავლოცო ,,ლუბაურა ლექსები’’...Smile)
Back to top Go down
View user profile http://www.georgianbrand.ge
ნეკერა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 142
Age : 32
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ლუბა ელიაშვილი   Tue Mar 03, 2009 6:02 pm

ელე-ნენეს კეთილი სურვილებით

გოგოა და...
შვენის სიტყვა _ ,,სიფრიფანა,,
გაიზრდება,
მოიხდინოს _ ,,აშოლტილი,,
შეხედავ და
არის სიტყვა _ ,,სიკისკასე,,
გაზაფხული _
სააპრილოდ გაფოთლილი,
ძმას უნდა რომ, _ გული ქონდეს მადლიანი.
იცინოდეს,
თვალში სხივი უნათებდეს,
მამას უნდა:
კოხტა იყოს,
ჯანმრთელი და აზრიანი,
ბედს ეწიოს,
ცხოვრებაში უმართლებდეს.
ბიჭს უყვარდეს,
გულიანს და შეუპოვარს.
ჯიგრიანად,
ხელის გულზე ატარებდეს.
მზედ დახვდეს და,
მთვარედ დასვას,
ნათელ ცაზე,
ვარსკვლავებად
შემოისხან პატარები.
დედას უნდა.
რა და..…
დედა ენაცვალოს,
ეს ფიქრები, კარგად მახსოვს, რას მოება. . .
გოგოა და
გაიზარდოს დიდი ქალი,
შეხედონ და. . .
გავდეს სიტყვას _ ,,სათნოება,,.

დედის დღეს უხდება ეს დედური ლექსი I love you
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
nuciko dekanozishvili
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Humor : :)
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ლუბა ელიაშვილი   Thu Mar 05, 2009 8:44 pm

სასოწარკვეთილი დიასახლისის წერილი 1 (გაუგზავნელი)

შენ,_
სულ დიადი გაქვს
მიზნები,
ცხოვრებას ერევი
უბადლოდ.
მე,_
თუკი არ გამოვიცვლები,
უხეირო ვარ და...
უმადლო.
შენ, _
არც არაფერი გეშლება,
სუფრაზეც მუდამ ხარ თამადა...
და
ცოლიც ჯანმრთელი შეგფერის,
მე,_
ლიტერატურით ავად ვარ...
შენ,_
გრძელი ფეხების
ფანი ხარ,
ეკრანზეც
გეტრფიან ქალები,
ვაჟკაცურს, მდიდარს და ნახიშტარს,
ჭკვიანს და
საომრად ალესილს...
მე,_
ჩემი უძირო თვალებით,
მითხარი,
რას გარგებ,
რას მოგცემ,
შენ,
ჩემი ფიქრები გაცინებს..
მე,_
ლიტერატურა მაოცებს...
რატომ ამირჩიე
არ ვიცი,
ჩემთვის გაიმეტე
ცის კიდე....
მე ლიტერატურა მტკივა და
შენ...
ბიბლიოთეკა
მიყიდე.


luba eliashvili-chemi usayvarlesi poeti sunny
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ლუბა ელიაშვილი   Fri Mar 06, 2009 5:45 pm

[color=blue]


[size=14]ნ ე ტ ა ვ ი
გული გამჩერებოდა,
გაყინულიყო ოღონდ,
ის წამი,
ვნატრობ:
ეს იყოს წუთისოფელი,
დაბადებიდან - მწუხრის მიწამდე.
სამართებლივით ბასრ განთიადებს,
ნირწამხდარი რომ არ გავეგებო,
იქნებ,
აქ გაწყდეს
ჩემი სიცოცხლე,
შ ე ყ ვ ა რ ე ბ უ ლ ი
მოვკვდე, ეგება.

.

sunny cheers
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
გიო
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 29
Age : 41
Location : Milky way galaxy
Job/hobbies : The tramp-poet
Humor : Moderate...
Registration date : 23.03.09

PostSubject: Re: ლუბა ელიაშვილი   Mon Mar 23, 2009 6:50 am

"ისევ იმ ძველი სიყვარულით, როგორც გითხარი
და იმ ძველივე ერთგულებით, როგორც დავძინე..."

Cool
Back to top Go down
View user profile http://Haven`t...
nukri bereTeli
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 29
Age : 35
Location : ...
Humor : :)
Registration date : 02.02.09

PostSubject: Re: ლუბა ელიაშვილი   Wed Mar 25, 2009 10:41 pm

აღმოსავლეთი

მინდა,
ჟინიანი,
ურჩი
გამეტებით,
ფეხქვეშ დავიყარო
გონჯი
პლანეტები.
მინდა,
აზიურად,
უტყვი გამალებით,
უკიდ-უნაპირო
ვსერო ტრამალები.
უდაბნოს ჯიშის და
მზის შვილთა
თვალების,
ვიწრო და უხეში,
კერპი გამოხედვა,
მონათა ლეგიონს,
ვაძგერო ხმალივით.
ვთესო და
ვამრავლო,
ფლოქვების თქარუნში,
ცხენის ფერდებიდან
ახსნილი აკვნების
უძღები ნაყოფი.
ავზილო ალაფი
სისხლში და
აწმყოში.
სარზეწამოცმული
მონათა თავებით,
შევკრა გალავანი,
დავიდგა კარავი....
მიწისთვის ნაჩუქარ
ოქრო-იაგუნდის
ყორღანზე გადმოვდგე
ურცხვი და თავხედი,
უდაბნოს გავხედო
უკვდავ
უსასრულოს
ცხელსა და
მშობლიურს
გულზე ამოვკაწრო
დ ი დ ე ბ ა
სახელად.
ქვიშაში გავწმინდო
ნამგალა ხმალი და...
ჩემს
თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა ს
მივუძღვნა მსოფლიო.

cheers
Back to top Go down
View user profile
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 127
Age : 31
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ლუბა ელიაშვილი   Sat Mar 28, 2009 11:39 am

მაზოხისტური ფიქრი დილის ჩაიზე

მნახე.
უშენობამ მიმატოვა.
დავიმარტოხელე საუბარი.
ჩაი მოვხვრიპე და
სინოტივე,
ნამის ნამცეცებად დავუყარე
ჩიტებს,
ჩვენს რაფაზე შემომსხდარებს,
შენს რომანებზე რომ ჭორაობენ.
ზღაპრობენ:
ღამით რომ არ მოხვედი,
ვიღაცის ლოგინში გორაობდი...
შემთხვევითაც კი არ
მივაყურებ,
ჭიკჭიკი არასდროს მყვარებია.
კარსუკან ცოცხივით
მივაყუდებ,
რაც კი შენს თვალებში ქალებია.
თუ იქნებ,
სიბერის ღარებია,
ნაოჭად დამსკდარი ნაჭუჭები.
და შინაც
იმიტომ დაბრუნდი რომ,
სახლის შეგიყვარდა ფაჩუჩები.
აღარ გაურბიხარ
მყუდროებას,
თბილი ცოლი გინდა,
ბუხარივით.
ცუღლუტი ფიქრებიც
დაგირბილდა,
ჩაიში ჩამბალი სუხარივით.
იქნება,
ნატვრებიც დაგეღალა,
შარაგზის ყაჩაღს და სალახანას
და თუკი,
თვალს აღარ გააპარებ,
კოხტა მუხლისთავის
სანახავად,
შიშისგან გულიც ხომ გამისკდება ,
უცებ თუ შეგატყვე
დაღვინება,
მე შენ,
ვერასოდეს დაგჯერდები,
შეჩვეულს,
გაზეთით ჩაძინებულს...
რაც კი
ქარიშხლებში გვიცხოვრია
ყოფას მირჩევნია ნაპატივებს
საწყლად არაფერი მითხოვია,
სხივჩამქრალ თვალებს ვერ გაპატიებ.
ჩუმად შეგხედე და...
გულს მომეშვა
ფიქრებს წაუღიხარ
თავისნებას,
შენი,
გაქცეული მზერა მიყვარს
ცალტუჩაგრეხილი
ჩაღიმება.

flower
Back to top Go down
View user profile
nukri bereTeli
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 29
Age : 35
Location : ...
Humor : :)
Registration date : 02.02.09

PostSubject: Re: ლუბა ელიაშვილი   Mon Mar 30, 2009 3:23 pm

უბრალოდ შენზე...

აღარ მინდა
„მტრედები და გედები,”
დამეფანტნენ ბანალური რითმები.
დამიჯერებ?!
აღარ მეიმედება
კარგ ლექსებში დამარცვლული სიტყვები.
დამიჯერებ?!
აღარა მაქვს იარა,
ოცნებებით ცაში არ ვარ გაჭრილი.
ყივჩაღივით აღარ ”ვსინჯავ იარაღს,”
არც ქუჩაში წაქცეული ბავშვივით
აღარ ვტირი,
არ მაქვს ”ნუკრის თვალები,”
თმაც არასდროს გავდა მტვრიან მიმოზებს
არ დავეძებ რას დარდობენ ქალები
ამადეოს ფერებჩამქრალ ტილოზე.
ვეღარ დამჭრის
ოქროს ისრით ამური,
შენმა ნდომამ მართლაც გადამიარა,
ჩავანავლე ვნების ცეცხლის ალმური,-
უკარების ავიფარე ტიარა.
დღეებია - მარგალიტის მძივივით
ერთნაირი,
ერთარსი და
ერთფერი.
შემპარავი დავიზუთხე ღიმილი,
კარგად ვიცი, სევდა აღარ შემფერის;
დავამარცხე ბედისწერა თავხედი,
ხვალინდელ დღეს გავუყვები ხვალიდან.
გაიარე,
გაგატარე,
წახვედი...
რეალობას გავუსწორე თვალი და....
ჩავისუნთქე ღრმად და ზეცას ავხედე...


თეთრ ღრუბლებში ნებიერად იწექი,
ძველებურად დამცინოდი მაღლიდან.

კიდევ ერთი "ლუბაურა" ლექსი მოგართვით... Smile
Back to top Go down
View user profile
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: ლუბა ელიაშვილი   Mon Mar 30, 2009 6:39 pm

მიყვარს ეს ლექსი Cool

მამაჩემი
ისეთი ჩუმი კაცი იყო
მამაჩემი,
კი არ დაბერდა,
რაღაცნაირად,
დაპატარავდა.
წესიერი კაცი იყო,
მშვიდად ცხოვრობდა,
ქრთამს არ იღებდა,
არ იპარავდა.
შვილიშვილებთან თამაში
არ გამოსდიოდა.
არ სვამდა,
არ ეწეოდა,
რადგან,
გული სტკიოდა..
სვანური ქუდი ეხურა და
სულ სციოდა,
ზამთარ-ზაფხულ
დედა ამბობდა: გულის ბრალია.
უცებ დაბერდა,
ბებო რომ დამარხა...
კითხვა უყვარდა ყველაზე ძალიან.
კიდევ ჭადრაკი.
ბუკიას ბაღში თამაშობდა,
პენსიონერებთან...
ხშირად იგებდა და უხაროდა:
ფორმაში ვარ,
წლები მე რას დამაბერებსო...
სიკვდილის წინ კი,
გამჭვირვალე გაუხდა სახე,
სინათლე გასდიოდა...
სულ იღიმებოდა
თითქოს უკვე, აღარც სციოდა...
გუშინ ვიყავი სასაფლაოზე,
ცრემლად წამომცვივდა,
რაც კი მონატრება დაულექია..
მამამ გამაოცა...
რა ძალა ჰქონია,
ეს რამხელა,
მიწის ბორცვი
ჩაუზნექია...
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ლუბა ელიაშვილი   Wed Apr 01, 2009 12:29 pm

ისეთი ჩუმი კაცი იყო
მამაჩემი,
კი არ დაბერდა,
რაღაცნაირად,
დაპატარავდა.





Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Tue Aug 27, 2013 12:34 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
Guest
Guest



PostSubject: Re: ლუბა ელიაშვილი   Tue Apr 14, 2009 6:06 pm

.


Last edited by maiakiladze on Wed Jun 25, 2014 3:40 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ლუბა ელიაშვილი   Thu Apr 16, 2009 5:33 pm

რომანსი, ~ბანტიან~ გიტარაზე სამღერი...

შენ ისეთი ხარ...
ეზმანები ვარსკვლავს იღბლიანს,
დროის და სივრცის
ვერ გაბრკოლებს
უნაპირობა,
წუთებს არ ნაღვლობ,
საათები მაჯას გიღლიან,
წარბს არ შეიხრი,
ისე მირღვევ
ყველა პირობას.
შენ ისეთი ხარ,
ასიათას მზერას აისხლეტ,
სასხლეტს აქვავებ
მოსაკლავად გაალმასებულს.
გაიღიმებ და
კაბის ქობით გულებს აითრევ.
თვალს ვერ გისწორებ
ამღვრეულს და გაკაპასებულს,
კარი ღია გაქვს,
ფორტუნაც კი
სახლში დაგიდის,
არაფერი გაქვს
უცხოთაგან დასაფარავი.
შენ ისეთი ხარ,
რასაც სჩადი - ყველა გაგიდის,
და არ დასცდება სამდურავი შენი არავის.
ჩემი ფიქრისკენ
ამოქოლე გადმოსახედი,
სენტიმენტებით
აღარ გართობს თავის შექცევა,
გული რომელიც ვერ გაკმარე
ისე დაფერდდა,
ძველი სახლივით მეშლება და თავზე მექცევა.
შ ე ნ,
დაცემულმა ანგელოზმა
შუბლზე გაკოცა
თვალისმომჭრელი სილამაზე
გცვივა სხივებად,
შენ ისეთი ხარ
ყველასი ხარ - მაინც მარტო ხარ
გეცოტავება ეს სამყარო
გემარტივება.




Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Tue Aug 27, 2013 12:34 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: ლუბა ელიაშვილი   Fri Apr 17, 2009 3:42 pm

Quote :
მიყვარს "ბიჭურად" რომ წერენ ქალი პოეტები.. უფრო სწორად კაცებს რომ არაფერში ჩამოუვარდებიან.. და უფრო მეტიც..

ხო ნიკა მიაზმა ლიტ.გე-ზე ბიჭიც მეგონა, რენუარის არ იყოს Embarassed
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ლუბა ელიაშვილი   Thu May 14, 2009 10:47 am

რეკვიემის ნაცვლად

სევდა ავიხირე
რატომღაც,
ბოლი_ მოტკბო-მწარე სიგარის.
მარტო მოვდიოდი,
მათოვდა.
შენ კი, სულ სხვა მხარეს იყავი.
მარტო მოვდიოდი,
არ მქონდა
სახლში დარჩენილი ვალები.
მარტო მოვდიოდი,
მაფრთხობდნენ,
თევზივით თვალცივი ქალები.
მარტო მოვდიოდი,
ფიფქები
ისე, უთავბოლოდ ცვიოდა
მარტო მოვდიოდი,
რაც მქონდა,
შენთვის მომქონდა და...
მციოდა.
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
Guest
Guest



PostSubject: Re: ლუბა ელიაშვილი   Fri May 29, 2009 11:44 am

მამას

სიყვარულზე ლაპარაკი
არ გიყვარდა,
სენტიმენტებს -
განზე მზერით ნიღბავდი.
წარმატებას - დაბნეული უღიმოდი,
ბოდიშობდი - მქონიაო იღბალი.
უენოს და
თავმდაბლობით გამორჩეულს
ამბიცია
არ გქონია მისხალი,
შეგონებაც
შენგან მხოლოდ ერთი მახსოვს,
ბავშვობაში
ნასვამმა რომ მითხარი:
“კაცი უნდა იყოს
გონიერი,
ქალი ლამაზი და სათნო
დარდი,
სჯობს იცოდე ზომიერი,
სიხარული - გულღია და ღონიერი,
სხვას რომ შენი სიხარულით არგო.”
ბედმა გულში
მეც, შენსავით არაერთხელ ჩამიკრა და
იღბლის მადლიც უდარდელად ვფლანგე,
ზომიერი ვერც დარდი ვერ მოვახერხე,
ვერც ვერავის სიხარულით ვარგე.
ჩემი დროგიც
აი უკვე ფინიშისკენ მიგრიალდა.
ნახე, როგორ
შენნაირი ვხდები -
ცალი ხელით,
უკვე გული მიჭირავს და...
ცალით - შვილის სიფრიფანა მხრები.
Back to top Go down
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ლუბა ელიაშვილი   Fri May 29, 2009 8:54 pm

ლუბას - სიყვარულით:


sunny

flowerflower


სათქმელი, იმაგინაცია , რიტმი, ინტონაცია, ლექსიკა - ყველაფერი ერთად , უნისონში მუშაობს.
/სულ ოდნავ პუნქტუაცია ჩავასწორე/

მამას

სიყვარულზე ლაპარაკი
არ გიყვარდა,
სენტიმენტებს -
განზე მზერით ნიღბავდი.
წარმატებას - დაბნეული უღიმოდი,
ბოდიშობდი - მქონიაო იღბალი.
უენოს და
თავმდაბლობით გამორჩეულს
ამბიცია
არ გქონია მისხალი,
შეგონებაც
შენგან მხოლოდ ერთი მახსოვს,
ბავშვობაში
ნასვამმა რომ მითხარი:
“კაცი უნდა იყოს
გონიერი,
ქალი ლამაზი და სათნო.
დარდი,
სჯობს, იცოდე ზომიერი,
სიხარული - გულღია და ღონიერი,
სხვას რომ შენი სიხარულით არგო.”
ბედმა გულში
მეც შენსავით არაერთხელ ჩამიკრა და
იღბლის მადლიც უდარდელად ვფლანგე,
ზომიერი ვერც დარდი ვერ მოვახერხე,
ვერც ვერავის სიხარულით ვარგე.
ჩემი დროგიც
აი, უკვე ფინიშისკენ მიგრიალდა.
ნახე, როგორ
შენნაირი ვხდები -
ცალი ხელით
უკვე გული მიჭირავს და...
ცალით - შვილის სიფრიფანა მხრები.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
nukri bereTeli
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 29
Age : 35
Location : ...
Humor : :)
Registration date : 02.02.09

PostSubject: Re: ლუბა ელიაშვილი   Fri Jun 05, 2009 9:03 pm

ქვეყანა, რომელსაც მწერალი მოუკვდა

მაღლა მთას მოდგა, უცხო ფრინველი,
უცხო ფრინველი, თეთრი ფრთიანი,
ბოლოწითელი
(ხალხური)


როგორ უჭირდა,
წუხელ მესიზმრა ვიცი,
როცა დამარცხდა და
წიწამურის გზაზე
მონსტრი,
სახელად_პროლეტარული შური,
ბერდენკით კლავდა
ქართული აზრის საზრისს

როგორ ტკიოდა
პაპაჩემისგან ვიცი,
თებერვლის დილას
კოჯრის ტყეების მხრიდან
მონსტრი,
სახელად_ბოლშევიკური ჟინი,
რომ მოასკდა და
ტყვიით თვალებს რომ თხრიდა

როგორ დაშინდა,
მამაჩემისგან ვიცი,
ბელადის მითებს
მსხვერპლად შეწირულ ბალღებს
მონსტრი,
სახელად_შოვინისტური რისხვა,
ცხრა მარტს, შხამიანს
რომ აფურთხებდა ბალღამს

სისხლი სდიოდა
ცხრა აპრილს,
თვითონ ვნახე,
ტანკის წინ მდგარი
ჯოხით ებრძოდა რკინებს...
მონსტრი,
სახელად_იმპერიული ზრახვა,
ნიჩბით უჩეხდა საუკეთესო შვილებს

მერე,
ჩვენს თვალწინ
ცუდად აემღვრა გონი,
ვერ მოერია მტრების
იარაღს ნაცადს
მონსტრი,
სახელად_სამოქალაქო ომი,
თავისუფლებას თვალში აყრიდა ნაცარს.

ნოემბრის შვიდშიც,
კიდევ ერთხელ და ბევრჯერ
ძლიერი ისევ
წიხლით შემოდგა ურჩებს
მონსტრი
სახელად_ძალაუფლების ხიბლი,
აწიოკებდა ჩემი ქალაქის ქუჩებს.

ამ ჟრიამულში,
ადევნებული მონსტრებს,
ქერქეტი ქარი
თბილისს თეთრ კვამლში ხვევდა,
გული ვატკინეთ და
გაგვეცალა ჩუმად
კაცი,
სახელად_ადამიანთა სევდა...


ისევ ჩემი მონატრებული პოეტესას ლექსით დაგიბრუნდით! Rolling Eyes
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ლუბა ელიაშვილი   Wed Jun 10, 2009 7:08 pm

ჩემი უსაყვარლესი ქალბატონი და ფავორიტი პოეტესაSmile

ერთგან მოვკარი ახლა თვალი და მივხვდი როგორ მომნატრებია. flower
Back to top Go down
View user profile
Sponsored content




PostSubject: Re: ლუბა ელიაშვილი   Today at 8:41 am

Back to top Go down
 
ლუბა ელიაშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 2Go to page : 1, 2  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: