არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 მანანა დუმბაძე

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: მანანა დუმბაძე   Wed May 20, 2015 7:17 pm


Manana Dumbadze

მანანა დუმბაძე

ერთ ქილაში ჩატეული სიმართლე!
(უცხოური ამბავი)

ერთ შორეულ ქვეყანაში, ფილოსოფიის ლექტორმა სემინარი იმით დაიწყო, რომ მაგიდაზე რაღაც-რაღაცეების დალაგებას შეუდგა. სტუდეტები სულგანაბულები ადევნებდნენ თვალყურს. ბოლოს, პროფესორმა მაგიდაზე ერთი მოზრდილი მინის ქილა დადო და პირამდე რიყის ქვებით აავსო. შემდეგ მიუბრუნდა აუდიტორიას და ჰკითხა, რას იტყვით ყმაწვილებო, სავსეა თუ არა ქილაო? სტუდენტებმა უპასუხეს, დიახ, სავსეაო.

შემდეგ პროფესორმა ხრეშით სავსე ყუთი ჩაცალა ქილაში. ხრეშმა თავისუფლად გაიკვლია გზა ქვებს შორის დარჩენილ სივრცში და ქილა შეავსო. პროფესორმა ერთხელ კიდევ ჰკითხა სტუდენტებს, სავსეა თუ არა ქილა პირამდეო. სტუდენტებს გაეცინათ და კვლავ დაეთანხმნენ.

პროფესორმა ახლა ქვიშით სავსე ტომსიკა ჩააპირქვავა ქილაში. ქვიშა სრიალ-ასრიალით მოედო ქილას და დარჩენილი ღრიჭოებიც ამოავსო.
პროფესორს სტუდენტებისთვის აღარაფერი უკითხავს, მხოლოდ დასძინა:

მე მინდა, რომ ახლა ერთ რამეზე შევთანხმდეთ: ეს ქილა თქვენი ცხოვრებაა. მასში მთავარი ქვებია – თქვენი ოჯახი, მშობლები, შვილები, ჯანმრთელობა, ყოველივე ის, რაც თქვენი ცხოვრების აზრია და რისი დაკარგვაც გაგანადგურებდათ. ხრეში მეორეხარისხოვანია და ეს არის თქვენი სახლი, სამსახური, მანქანა… ქვიშა ყველაფერი დანარჩენია _ პატარ-პატარა ყოფითი საგნები. თუ ქილის შევსებას ქვიშითა და ხრეშით დაიწყებთ, ქვებისთვის ადგილი აღარ დაგრჩებათ. ასე მოხდება ცხოვრებაშიც. თუ მთელ დროსა და ენერგიას “ქვიშისა და ღორღის” შეგროვებას მიუძღვნით, ჭეშმარიტად მნიშვნელოვანი საქმეებისთვის სიცოცხლე აღარ გეყოფათ.

უმეტესი დრო ყველაზე სანუკვარ საქმეებს დაუთმეთ, ეთამაშეთ შვილებს, ეცეკვეთ შეყვარებულს, მოეფერეთ მეგობარს და ნახავთ, რომ ისეთი რამეებისთვის, როგორიცაა სამსახური, დალაგებული სახლი, კმაყოფილი სტუმარი და “დროსტარება”, დრო თავზე საყრელად გექნებათ.

ჯერ ქვებზე იფიქრეთ! – თქვენი ცხოვრების ჭეშმარიტ არსზე.
და იყავით ბედნიერი!!! – იმედია, გაგიმართლებთ!

დაე, შენს ხელებს საქმე საძებარი ნურასდროს ექნება;
დაე, შენს ჯიბეში მუდამ იჩხრიალოს საკმარისმა ხურდამ;
დაე, შენს ფანჯრებში მუდამ ანათებდეს მზე;
დაე, ყოველი წვიმის შემდეგ ცისარტყელამ გამოანათოს;
დაე, ღმერთმა მეგობრის ხელი ნუ მოგიშალოს;
დაე, ღმერთმა გული სიხარულით აგივსოს.

რაც ახლა მოისმინეთ, სიტყვასიტყვით გადაეცით თქვენს ახლობლებს! ახლავე! ვინც თქვენგან შორს არის, ფოსტით გაუგზავნეთ და თან სურვილი ჩაუთქვით! ხომ გიყვართ, როცა ოცნებები გისრულდებათ? ჰოდა, როგორც გითხარით, ისე მოიქეცით! სურვილი ჩაუთქვით და აუცილებლად აგისრულდებათ! ჩაუთქვით?

რაც მეტს მიაწვდენთ ამ ამბავს, მით უფრო ადრე აგისრულდებათ ოცნება. თავად წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანი მოგბაძავთ და რამდენს ჩაესახება ოცნების ასრულების იმედი. მაშ დავიწყოთ, დავლოცოთ ერთმანეთი?!

Roads on my Palm

I enlarged a photo of the palm of my hand to explore the lines of my fate; I saw there hundreds of endless roads running side-by-side, meeting and crossing one another. My palm looked like the earth observed from far above. Roads run and collect hopes, dreams and disappointments in my small palm. And it becomes so heavy-handed. I cannot bear it alone.

My brother and sister from the other side of the globe please come to the crossroad and let me share those hopes, dreams and disappointments with you. Take any road, short or long, rough or smooth, strait or curved, but come, with handfuls of hopes and dreams and share them with me!



ბმულები:
* https://mananadumbadze.wordpress.com/ - მანანა დუმბაძის პერსონალური საიტი.
* http://ertad.ucoz.com/_ld/0/6_MANANA_WERILEBI.pdf - წერილები
* https://mananadumbadze.files.wordpress.com/2014/04/9_manana_.pdf - „ავღანეთი „ბარონის“ ჭუჭრუტანიდან“
* https://www.facebook.com/manana.dumbadze.1 - Manana Dumbadze on Facebook

Arrow


Last edited by Admin on Wed May 20, 2015 7:25 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მანანა დუმბაძე   Wed May 20, 2015 7:22 pm

კინო – ჩემი ცალმხრივი სიყვარული
(ინტერვიუ მანანა დუმბაძესთან)


ქეთევან ჯაფარიძე – ქალბატონო მანანა, ვიცი რომ ბავშვობიდან ძალიან გიყვართ კინო. თუ გქონიათ უშუალოდ შეხება კინემატოგრაფთან და როდის შემოიჭრა ის თქენს ცხოვრებაში?

მანანა დუმბაძე – გაგიკვირდებათ, მაგრამ რომ დავფიქრდი, მივხვდი, რომ თურმე, მთელი ჩემი ცხოვრება კინოსთან ყოფილა დაკავშირებული. თუმცა ეს უფრო ცალმხრივად შეყვარებული ადამიანის მდგომარეობას გავს.

ქ.ჯ. – რატომ მიგაჩნიათ ასე?

მ.დ. – 1958 წელს რეჟისორი ზაზა გუდავაძე კინოფილმ ,,მანანასთვის~ სხვა და სხვა სკოლებში მანანას როლის შესასრულებლად გოგონას ეძებდა. მე მაშინ პირველ კლასში ვიყავი. ბევრ სხვა გოგონასთან ერთად მეც ამირჩიეს სასინჯ გადაღებებზე მონაწილეობის მისაღებად. ჩემდა სამწუხაროდ, ეს პირველი ცდა უშედეგოდ დამთავრდა, თუმცა რეჟისორმა აშკარად საუკეთესო არჩევანი გააკეთა ნანული სარაჯიშვილის სახით. არადა მეც ისეთივე ახტაჯანა ვიყავი. მე და ნანულის გარეგნობით ხშირად გვამსგავსებდნენ, ხანდახან ვეშლებოდით კიდეც. ამიტომ ბევრჯერ უკითხავთ ჩემთვის, შენ ხომ არ თამაშობ მანანასო. იმავე წელს თენგიზ აბულაძე იწყებდა ,,სხვისი შვილების~ გადაღებას. მას ბავშვების ,,მასოვკა~ სჭირდებოდა, მთავარი გმირის, პატარა ლიას მეგობრები, მეც მათ შორის აღმოვჩნდი. სიამოვნებით ვასრულებდი ყველა მითითებას, თანაც ხმიანი როლი მქონდა. ბატონი თენგიზიც კმაყოფილი იყო ჩემი თამაშით. როდესაც ფილმი ეკრანებზე გამოვიდა, გულის ფანცქალით ველოდი საკუთარი თავის ეკრანზე გამოჩენას, მაგრამ ამაოდ. ძალიან გული დამწყდა და ბევრიც ვიტირე, მამაჩემი თენგიზ აბულაძის მეგობარი იყო და გაიგო, რომ თურმე ფილმი ძალიან დაუჭრიათ (იმ პერიოდში ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო), შემცირებაში მაინც და მაინც ჩემი ეპიზოდი მოხვდა. შემდეგ რეზო ჩხეიძე იღებდა ,,ღიმილის ბიჭებს~. იქაც რაღაც ეპიზოდში უნდა მეთამაშა. ძალიან გავიპრანჭე, კიკინებიც გავიკეთე, ვეცადე თავი გამომეჩინა, მაგრამ ეკრანზე კვლავ ვერ მოვხვდი. თენგიზ აბულაძეს კიდევ ერთხელ შევხვდი გადასაღებ მოედანზე, როცა თავის ცნობილ ფილმს ,,მონანიებას~ იღებდა. იქაც სჭირდებოდათ ,,მასოვკა~ დასაფლავების სცენისათვის. ნანა ჯანელიძემ ორი ავტობუსი მეგობრები შეკრიბა და ბათუმში ჩავედით, სადაც ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა. თენგიზ აბულაძე აღფრთოვანებული იყო ჩვენით. ამბობდა – ასეთი დამჯერი, შემსრულებელი და ენთუზიაზმით აღსავსე ,,მასოვკა~ არასოდეს მინახავსო. ჩვენი კუთვნილი სამ – სამი მანეთი ჰონორარი საღამოსათვის პიდაპირ ,,ინტურისტის~ რესტორანს გამოეწერა და ჩვენი ფასდაუდებელი წვლილიც კინოსტუდია ,,ქართული ფილმის~ ისტორიაში გრანდიოზული ბანკეტით დაგვირგვინდა. მთავარ როლზე გეგა კობახიზე ჰყავდათ მიწვეული, შემდეგ თვითმფრინავის გატაცების ოპერაციაში მონაწილეობის გამო, გეგა შემსრულებელთა სიიდან ამოირიცხა და ნახევრად გადაღებული ფილმიც თავიდან გადასაღები გახდა. მეორე გადაღებაზე რაღაც მიზეზის გამო მონაწილეობა ვეღარ მივიღე და კვლავ ეკრანის მიღმა აღმოვჩნდი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი თავი საკმაოდ არტისტული მეგონა და მსახიობობა ძალიან მინდოდა, თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარებაზეც ვოცნებობდი, მამაჩემმა თავისი ჩვეული იუმორით ეს გატაცება საფუძველშივე ჩამიხშო. მოკლედ ჩემი სამსახიობო კარიერა არ შედგა.

ქ.ჯ. – მე მახსოვს, რომ თქვენ მაინც აიხდინეთ ოცნება და გამოჩნდით ეკრანზე ქეთი დოლიძის ფილმში ,,სანამ წიმა გადაივლიდეს~.

მ.დ. – მე უკვე გათხოვილი ვიყავი როდესაც ქეთიმ თავისი მეგობრები შეგვკრიბა და შემოგვთავაზა ეპიზოდებში მონაწილეობა. მე იქ რამდენიმე ეპიზოდში ვთამაშობ. ყავაზე ვმარჩიელობ, გარკვეული ტექსტიც მაქვს. ეკლესიის ეპიზოდში ჩემთან ერთად ჩემი შვილიც გადაიღეს.
სულ ახლახან ჩემმა დისშვილმა ლევან მაჭარაშვილმა გადაიღო დოკუმენტური ფილმი ,,მე, ბაბუა, ილიკო და ილარიონი~, სადაც კარგად და საკმოდ დიდ ხანს გამოვჩნდი ეკრანზე და დიდი ტექსტიც მაქვს.

ქ.ჯ. – თქვენ გაიზარდეთ დიდი ქართველი მწერლის ნოდარ ნუმბაძის ოჯახში. თითქმის ყველა მისი ნაწარმოები ეკრანიზირებულია და მისი ცხოვრების დიდი ნაწილი კინოსთანაა დაკავშირებული. მაინტერესებს რამდენად იქონია გავლენა თქვენზე ამ ფაქტმა.

მ.დ. – ჩემი დიდი სიმდიდრეა ის, რომ მე ახალგაზრდა მამასთან ერთად გავიზარდე. მამაჩენმი 24 წლის ბიჭი მახსოვს. მისი მეგობრები თენგიზ აბულაძე, ანზორ სალუქვაძე, გიორგი და ელდარ შენგელაიები და ბევრი სხვა. მომავალში დიდი რეჟისორები მაშინ სულ ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ. მე მათ ვხედავდი, კარგად ვიცნობდი, ისინი მოდიოდნენ ჩვენთან სტუმრად. ამ წრეში ბავშვობიდან მიწევდა ტრიალი. მახსოვს ერთხელ მამამ უნივერსიტეტის ბაღში მიმიყვანა, სადაც მას გადაეხვია ულამაზესი ახალგაზრდა, წარმოსადეგი, მაღალი, მხარბეჭიანი მამაკაცი. მამამ მითხრა ეს არისო ცისკარა (ტოგრიკა – თამაზ ტიგონიძე ცისკარას როლის შემსრულებელი ფილმში ..ცისკარა~). სიამაყისაგან გული კინაღამ გამისკდა, ეს რა მაგარი მამა მყოლია, ცისკარას იცნობსთქო. ,,ცისკარა~ ბავშვებში ყველაზე პოპულარული ფილმი იყო. 60 – იან წლებში (ჩემი ბავშვობისა და მოზარდობის პერიოდში) კინო საოცრად პოპულარული იყო. ხოლო ქართულმა კინომ სწორედ იმ წლებში განსაკუთრებული სახელი მოიხვეჭა. ჩვენი რეჟისორები მაშინ ახალგაზრდები, ნიჭიერები, ნოვატორები იყნენ. ისინი მართლა გენიალურ ფილმებს იღებდნენ. მათი სახელი ქუხდა საბჭოთა კავშირის ქვეყნებში და მის გარეთაც. ჩვენ მათ შევციცინებდით, მათით ვამაყობდით. კინო იყო ჩემთვის და ჩემი თაობისათვის ყველაფერი. კინომსახიობები და კინორეჟისორები იმ პერიოდში უფრო პოპულარულები იყვნენ, ვიდრე მწერლები, მხატვრები, მუსიკოსები. პოლიტიკოსები ვის დაკარგვოდათ. დღესაც ყველა ქართული კინო მიყვარს – ცუდიც და კარგიც. დღევანდელი გადასახედიდან ყველა ფილმი საინტერესო საყურებელია. როდესაც ქართული ფილმი ტელევიზიით გადის, რაც არ უნდა გამოჩენილი უცხოელი რეჟისორის ფილმი გადიოდეს სხვა არხზე, მე მაინც ქართული ფილმის ყურებას ვარჩევ. ეს არის ჩემი სუბიექტური დამოკიდებულება ქართული კინოს მიმართ. ღმერთმა მარგუნა, რომ ჩემი ამხანაგების დიდი ნაწილი, შენი ჩათვლით, კინოსთან არის დაკავშირებული და როცა რაღაც არ ვიცი, შემიძლია დავრეკო თქვენთან და გავიგო რა ხდება კინოში ახალი და საინტერესო.

რაც შეეხება მამაჩემს – მამა, კინო და თეატრი განუყოფელი ცნებებია. Mისი
არც ერთი ნაწარმოები არ დარჩენილა კინოში გადაუღებელი და სცენაზე
დაუდგმელი, მოთხრობების ჩათვლით. ბევრი მშვენიერი ფილმია, თუმცა არის
რამდენიმე სუსტიც, მაგალითად, არ მომწონს ,,მარადისობის კანონი~. თენგიზ
აბულაძის ,,მე, ბებია, ილიკო და ილარიონი~ კი შედევრი მგონია. მშვენიერია
მოკლემეტრაჟიანი ფილმები: ,,ძაღლი~, ,,სისხლი~, ,,ჰელადოსი~. ეს იყო კინოს დამოკიდებულება მამაჩემის მიმართ, რადგან მისი ნაწარმოებები იძლეოდა საშუალებას, რომ მათთვის ხორცი შეესხათ ეკრანზე. მაგრამ თავად ნოდარ დუმბაძე პირველივე ფილმის მერე მიხვდა, რომ კინო არ არის მწერლის, კინო არის რეჟისორის. მან თქვა: ,,მე კინოში არ ვერევი~. მიუხედავად იმისა, რომ მის პირველ ფილმში (სადაც სცენარის თანაავტორი იყო) `მე, ბებია, ილიკო და ილარიონი~, საკმაოდ აქტიურად იყო ჩართული, მეორე ფილმიდან `მე ვხედავ მზეს~ (რეჟ. ლანა ღოღობერიძე) მან გადაწყვიტა, რომ არასდროს ჩარეულიყო ფილმის გადაღების პროცესში. მერაბ კოკოჩაშვილის ფილმში `გზა მშვიდობისა, ჯაყო~, ნოდარ დუმბაძის `ნუ გეშინია დედა~-ს მიხედვით, ძალიან ბევრია კოკოჩაშვილისეული: დამოკიდებულება, ხედვა, ტექსტი, სცენები, იუმორი. და მიუხედავად იმისა, რომ ამ ფილმმა თავისი ადგილი ქართულ კინოში მოიძებნა, მიმაჩნია, რომ ნოდარ დუმბაძის შემოქმედება ვერ იტანს რეჟისორის აქტიურ ჩარევას. სადაც სიუჟეტს გადაუხვიეს, ტექსტი შეცვალეს და უხეშად ჩაერიენ, იქიდან კარგი არაფერი გამოვიდა. მისი ენა, მისი იუმორი, სევდაც ძალზე სპეციფიკურია, ამიტომ ვერაფრით იტანს მიმსაგავსებას ან ცვლილებას. ასეთი იყო თავიდან `კუკარაჩას~ ქეთი დოლიძისეული სცენარიც, მაგრამ ბოლოს ქეთი სწორ გზას დაადგა და ზუსტად ისეთი ფილმი გადაიღო, რომელიც მამაჩემს გაახარებდა. როდესაც ვალერიან კვაჭაძემ `მარადისობის კანონი~-ს გადაღება დაასრულა, დაურეკა მამაჩემს და უთხრა – ის ამოვიღე, ეს ამოვიღეო, მამამ შეაწყვეტინა აბა სამი პარტიული კრება დაგიტოვებია და ეგ არისო.

60-იან წლებში ნოდარ დუმბაძე კინოსტუდია `ქართული ფილმის~ სასცენარო განყოფილების რედაქტორი იყო და მოღვაწეობდა იმ დროის საუკეთესო რეჟისორების გვერდით. ეს იყო ქართული კინოს აღზევების ხანა და მამაჩემი მისი განუყოფელი ნაწილი გახლდათ.

ქ.ჯ. – ქალბატონო მანანა, თქვენ `დილის გაზეთში~ მუშაობისას მახსოვს აქტიურად აშუქებდით ქართული კინოს პრობლემებს `კინოტავრის~ თუ `ნატოს~ ფესტივალების მუშაობას. მეც არა ერთი სტატია მაქვს თქვენს გაზეთში გამოქვეყნებული. რითი იყო გამოწვეული ასეთი ცხოველი ინტერესი ხელოვნების ამ სფეროსადმი?

მ.ნ. – `დილის გაზეთი~ აქტიურად აშუქებდა ყველაფერს რაც 90-ან წლებში ხდებოდა საქართველოში, მათ შორის კინოს პრობლემებსაც. კინო ისეთი ხელოვნებაა, რომელმაც შეიძლება შენი ქვეყანა ისეთ ფართო ასპარეზზე გაიყვანოს, როგორსაც ხელოვნების სხვა ჟანრი ვერ შეძლებს. იმ პერიოდის ქართული კინოს სავალალო მდგომარეობა კარგად ჩანს სტატიაში `პასუხი არც თუ უმიზეზო ეჭვებზე~. ინტერვიუში მწერალ ანზორ სალუქვაძესთან გამოიკვეთება ქართული კინოს პრობლემები და ამ პრობლემებიდან გამოყვანის ძიების გზები. სტატიაში `ვიდრე ვარსკვლავები ციმციმებენ~ გამოქვეყნებულია ჩემი ინტერვიუები ჭარმაგ თუ ახალგაზრდა კინოვარსკვლავებთან – დოდო ჭიჭინაძესთან, დუდუხანა წეროძესთან, ლიკა ქავჟარაძესთან, ია ნინიძესთან, ედიშერ მაღალაშვილთან. მათთან საუბარში ნათლად ჩანს მათი გულისტკივილი კონოში არსებული დუხჭირი მდგომარეობის გამო, როლების არარსებობის და მსახიობთა ხელმოკლეობის გამო, თუმცა, ყოველ მათგანს ჯერ კიდევ არ დაუკარგავს იმედი იმისა, რომ ქართული ფილმი დაიბრუნებს ძველ დიდებას. ეს სტატიები მე ჩემი ესსეების წიგნში `უმიკროფონოდ და უმეგაფონოდ~ შევიტანე

ქ.ჯ. – საბედნიეროდ მათი ოცნება დღეს ნაწილობრივ ახდენილია, თუმცა რამდენიმე მათგანი ამას ვეღარ მოესწრო. თქვენ ხართ სამი ზღვის მწერალთა და მთარგმნელთა საერთაშორისო საბჭოს წევრი, ოთხი წელი ამ ორგანიზაციის პრეზიდენტი იყავით. თქვენგან ვიცი, რომ ამ ორგანიზაციაში ევროპის 27 შემოქმედებითი ორგანიზაციაა გაერთიანებული, იგი ყოველ წელს იკრიბება საბერძნეთის კუნძულ როდოსზე და თქვენ ამ შეკრებებზე თითო ქართულ ფილმს აჩვენებთ ხოლმე.
მ.დ. – დიახ, კუნძულ როდოსზე, საბერძნეთში 1997 წლიდან წელიწადში ორჯერ დავდივარ. სამი (შავი, ბალტიის და ეგეოსის) ზღვის მწერალთა და მთარგმნელთა საერთაშორისო საბჭოს შეკრებებზე. ჩემი განსაკუთრებული წვლილი ამ საბჭოში ისაა, რომ დავამკვიდრე ფილმის ჩვენების ტრადიცია ყოველ გენერალურ ასამბლეაზე, რომელსაც ჩვეულებრივ, უამრავი უცხოელი ხელოვანი ესწრება. სხვადასხვა დროს მე ვაჩვენე ფარაჯანოვის, ნანა ჯანელიძის, ლევან ზაქარეიშვილის და ზურაბ ინაშილის ფილმები. ეს ჯერ არც ერთ სხვა წევრს არ გაუკეთებია და ამიტომ მე, როდოსის მწერალთა და მთარგმნელთა საერთაშორისო ცენტრში “მოფერებით” ეროვნული ფილმების ჩვენების ტრადიციის ფუძემდებელს მეძახიან. მეც ვიფერებ, აბა რა ვქნა, ასეა და… გულით და სულით ვცდილობ ვაჩვენო ჩემი ქვეყნის კულტურა, კინო კი ამის საუკეთესო საშუალებაა. წელს მიმაქვს ოთარ იოსელიანის ფილმი `შემოდგომის ბაღები~. მოვიპოვე ამ ფილმის ინგლისური ვარიანტი, რომლის ჩვენებას მოუთმენლად ელიან. წელს როდოსზე გაიმართება ებრაელი და პალესტინელი გამოჩენილი მწერლების ფორუმი. შეხვედრა ალბათ ძალზე მძიმე იქნება. იოსეილანის ფილმი უდაოდ დადებით მუხტს შეიტანს ამ ურთულეს ვითარებაში.

ქ.ჯ. – თქვენი მეუღლის, მწერალ ჯემალ თოფურიძის ნაწარმოებებიც ხშირად იწვევენ ქართველი რეჟისორების დაინტერესებას.

მ.ნ. – რაც შეეხება ჯემალ თოფურიძის ნაწარმოებებს, ისინიც არაერთხელ ყოფილა ეკრანიზირებული. რეჟისორ ზურაბ ინაშვილს ჯემალთან ერთად ჰქონდა დაწერილი კინოსცენარის შავი ვარიანტი, მაგრამ ჯემალი გარდაიცვალა ისე, რომ მათ ვერ დაასრულეს სცენარზე მუშაობა. საბოლოოდ ზურაბმა მაინც გადაიღო ის სცენარი და ფილმს ,,ნუ მოიწყენ შემოდგომისას~ დაარქვა. მე ფილმის კონსულტანტად ამიყვანა. ფილმი აგებულია ახალგაზრდობისა და უფროსი თაობის ურთიერთობაზე. ზურამ ცოტა რაღაცეები შეცვალა, რაღაც – რაღაცეები დაამატა, სიუჟეტი გამართა და საბლოოდ ძალიან სასიამოვნო, თბილი ფილმი გამოუვიდა. ზურაბ ინაშვილთან კიდევ ვიმუშავე, ასევე იმ ფილმის კონსულტანტად, რომელიც მან მამაჩემზე გადაიღო. ეს იმდენად კარგი ფილმია, რომ სხვა რეჟისორები, რომლებიც ნოდარ დუმბაძეზე რაიმეს იღებენ ყოველთვის სარგებლობენ ზურას ფილმის მასალით. რეჟისორმა ზაზა ბუაძემაც გადაიღო ფილმი ჯემალის მოთხრობის მიხედვით ,,მათთვის, ვინც მამამ მიგვატოვა~. მართალია ამ ფილმის გადაღების პროცესში მე არავითარი მონაწილეობა არ მიმიღია, თუმცა გარკვეული წვლილი მაინც მიმიძღვის საერთოდ ამ ნაწარმოების გამომზეურებაში. იგი ჯემალის გარდაცვალების შემდეგ ვიპოვე ჯემალის არქივში და ბევრი ვიმუშავე მის რედაქტირებაზე. შემდეგ რეჟისორ დათო ფაილოძეს უნდოდა ჯემალის ყველაზე ცნობილი მოთხრობის ,,დიოსკურია, ზღვაში ჩაძირული ქალაქია~ გადაღება, მაგარამ დაფინანსება ვერ მოიპოვა. სხვა რეჟისორებმაც სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. თინა მენაბდემ გადაიღო ,,გამოუსწორებელი~. ქეთი დოლიძე ჯემალის მეგობარი იყო და მახსოვს, ერთხელ მითხრა – ძნელია ჯემალის მოთხრობების გადაღება, მითუმეტეს ,,დიოსკურიასი~. ეს მოთხრობა ისეთ სიღრმისეულ შრეებს ატარებს, მათი ეკრანზე გამოტანა ადვილი საქმე არ არისო. მე კი ვოცნებობ ამ ნაწარმოების გადაღებაზე. არსებობს მწერალ ბადრი ჭოხონელიძის მიერ დაწერილი კინოსცენარი, რომელიც ბადრის გარდაცვალების შემდეგ მისმა მეუღლემ გადმომცა. ბადრის ამ ფილმის რეჟისორიც ჰყავდა შერჩეული – რამაზ გიორგობიანი, არც მას დასცალდა. როდესაც სცენარი წავიკითხე, ვიფიქრე ეს ფილმი ოდესმე მე უნდა გადავიღო მეთქი, ჩემს მეგობარ კინორეჟისორებთან ერთად. მე არ მაქვს არც კვალიფიკაცია და არც ცოდნა, რაც ფილმის გადაღებისთვისაა საჭირო. მე მჭირდება ბევრი მეცადინეობა და შრომა ამ კუთხით, რისთვისაც ჯერ არ მცალია. ეს არის ჩემი ჯერ – ჯერობით აუხდენელი ოცნება, მაგრამ ვიმედოვნებ, ამ ოცნებას ახდენა უწერია, იმდენად დიდია სურვილი, რომ ღმერთი აუცილებლად დამეხმარება.

ამდენი საუბრის შემდეგ უნებლიედ ვხვდები, რომ ჩემი ცხოვრება კინოს გარეშე თურმე არც არსებულა. მე მთელი ცხოვრება მივილტვი მისკენ, მაგრამ ეს არის ცალმხრივი სიყვარული, რომელშიც მე დაჩაგრული პერსონაჟი ვარ, იმიტომ, რომ ამ დიდმა სიყვარულმა ამიარა და თავისი გზით წავიდა. ღმერთმა ბედნიერად ატაროს!

ესაუბრა კინომცოდნე ქეთევან ჯაფარიძე

ბმული:
* https://mananadumbadze.wordpress.com/2014/04/01/კინო-ჩემი-ცალმხრივი-სიყ/
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
 
მანანა დუმბაძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: