არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 თორნიკე გოგნიაშვილი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
edgaralanpo



Male
Number of posts : 3
Age : 23
Location : Tbilisi
Job/hobbies : Belletristic
Humor : ok
Registration date : 07.03.15

PostSubject: თორნიკე გოგნიაშვილი   Sat Mar 07, 2015 8:21 pm



თორნიკე გოგნიაშვილი

დაიბადა 1993 წლის 8 სექტემბერს.
სწავლობდა მედეა ჩახავას სახელობის თეატრალური კინო აკადემიაში.


Arrow
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/profile.php?id=100006423906626
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თორნიკე გოგნიაშვილი   Sat Mar 07, 2015 8:28 pm

თორნიკე გოგნიაშვილი

ადამიანი, რომელიც თოვდა

მაშინ როცა ღამდება, ჯაკომო სახლიდან გამოდის და პარკთან ახლოს პატარა სახლის ნანგრევებში ცეცხლს ანთებს. ამ ცეცხლის ალი ინახავს მის სახეს ისეთს როგორიც არის სინამდვილეში. სხვები ვერ ამჩნევენ მის სილამაზეს. მისი მწვანე თვალები, ადამიანებისთვის მხოლოდ უსიცოცხლო პლანეტებს გვანან, ფსიქოტროპული წამლის ტაბლეტებივით რომ წამლავენ ადამიანის ტვინს.
ჯაკომო სხვებს არ გავს. გარდა იმისა რომ უცნაურ მუსიკას უსმენს, თითქმის ყოველთვის შავი სამოსი აცვია და სკოლასაც ხშირად აცდენს, მისი მწვანე თვალებიც გამოირჩევიან სხვა მწვანე თვალებისაგან. ყოველთვის როცა თბილისში თოვლი მოდის და მიწა თეთრი ლაბადით იმოსება. ყოველთვის როცა, თეთრი ჯელტმენები გროვდებიან ნაძვის მარადმწვანე ტოტებზე, მისი თვალებიდანაც თოვს. დიახ. მისი ჭაობისფერი თვალებიდანაც ცვივა ცივი ფანტელები. ამის გამო ჯაკომო ხშირად ვარდება უსიამოვნებაში. ხშირად გამხდარა იგი მის გარშემო მოძრავი სიმშვიდის ბარიერის დამსხვრევის მიზეზი. მას არასოდეს დაავიწყდება ის დღე, როცა საკლასო ოთახის ფანჯრიდან, თეთრ ჯელტმენები დაინახა. მაშინ მისმა თვალებმაც დაიწყო თოვა და მთელი ოთახი თეთრად შეიღება. მასწავლებელმა ჯაკომო გარეთ გააგდო და უბრძანა აღარასოდეს დაბრუნებულიყო სკოლაში, სანამ ექიმს არ მიაკითხავდა. ეზოში მდგარი ბიჭი, იმ დღეს დიდხანს უყუებდა როგორ მოძრაობდნენ მისი თვალებიდან დედამიწის კანისაკენ, ცივი, თეთრი ფიფქები და გრძნობდა სიჩუმე მის გარშემო აბლაბუდასავით, რომ იბლანდებოდა და შიგ იმწყვდევდა გაფითრებულ სხეულს. არ არსებობდა მისთვის უსასრულობა, არც წამიერი შეგრძნებები არსებობდნენ და არც თეთრი დიუნები, რომელთაც ვერასოდეს შეხედავდა ისე როგორც ყველა. თოვლი მისი სხეულის ნაწილი იყო, მისი სევდაც თოვლს გავდა, საკმარისი იყო სითბოს პატარა სერაფიმი, რომ მაშინვე დნობას იწყებდა და წყლად იქცეოდა. ჯაკომო სიცივის შვილი იყო, თოვლი იყო ერთადერთი გზა, რომელიც მხოლოდ მწვანეთვალება ბიჭს უნდა გაევლო. ის საკუთარ მშობლებსაც კი არ უყვარდა. ჯაკომო ყველასთვის დემონური ძალებით შეპყრობილი არსება იყო, რომელიც თითქოსდა საფრთხეს უქმნიდა სხვათა უსაფრთხოებას. მისი მხოლოდ ელას ესმოდა. ის მშივიდი გოგონა იყო. მწითურთმიანი, ფერმკრთალი. მისი ემოცია ჰგავდა, დეკემბრის სიჩუმეს. დიახ. დეკემბრის სიჩუმეს, რომელიც თოვლის წვრილი მძივებით არის სავსე. მისთვის არასოდეს ყოფილა ჯაკომოს სიყვარული ტვირთი. ელას უყვარდა იგი. უყვარდა, როგორც ერთადერთი ძალა, მის გონებაში არსებული. ძალა რომელიც იზიდავს პლანეტებს. იზიდავს და შემდეგ, ყინულის მრუმეში ყრის, როგორც ნაძვის ტოტებიდან ჩამოყრილ წიწვებს.
ჯერ კიდევ ნათელი იყო ჯაკომო, რომ ელას შეხვდა. გოგონას შინდისფერი კაბა ეცვა, თეთრი შლაპა ეხურა თავზე. ჯაკომოს სხეულს კი არ შორდებოდა შავი სამოსი. არასოდეს ჩაუცვამს, სხვა ფერის, არც შარვალი და არც სვიტრი. მისი მაღალი, ღამისფერი ლაბადის ქვეშ მოქცეული მხრები, შორეულ მთებს გავდნენ. ისინი უძრავად დაჰყურებდნენ გაყინულ მიწას, რომელიც ხალხის უემოციო ნაბიჯებით დასვრილი, უტყვად უცდის, გაზაფხულის მზის პირველი სხივის ხილვას. მაინც რა ლამაზია ზამთარი, მაშინ როცა არ გეშინია ასაკის, მაშინ იცი, რომ ის სითეთრე დროებითია თმაში. იცი რომ წლებს არ მოუტანია. სევდამ მოიტანა. თეთრმა, უემოციო სევდამ. მერე გადის წლები და ხვდები, რომ სევდა სადღაც გაქრა და თოვლმა მარადიულად დაიდო ბინა, შენს თმაში. არა! შენ არ გეშინია ზამთრის, როცა ახალგაზრდა ხარ.
მთელი საღამო პარკში ისეირნეს ჯაკომომ და ელამ. უყურებდნენ მტკვარი, როგორ იძირებოდა, მღვრიე ბურუსში და როგორ მიყავდა მეტივეს, აღმოსავლეთისაკენ ტივი. ის ალბათ ვერასოდეს გაცდებოდა მათ მზერას. ის ხომ უსასრულოა. მაინც არ თავდება სინათლე, ადამიანის თვალებში, როცა ის შეყვარებულია. რაც არ უნდა იშვიათად ხედავდეს, მზის ეკლებს, რაც არ უნდა უჭირდეს მისთვის თვალის გასწორება. სინათლე უსასრულოა, უსასრულო, როგორც გზა.
ჯაკომოს ფეხები ეყინებოდა. მას სწრაფად სურდა სიარული. ელა კი არ ჩქარობდა. ის ნელი ნაბიჯით მიუყვებოდა შავ ორთქლში ჩაძირულ ქუჩებს და ფიქრობდა სითბოზე. ის საკუთარი ფიქრებით ათბობდა სხეულს. არ უშვებდა, სიცივეს დაერღვია, მისი შეგრძნებისათვის მყუდროება.
-ხომ არ წუხარ სიცივის გამო ელა?_ხშირად ეკითხებოდა ჯაკომო.
-არა ჯაკომო. მე მხოლოდ იმაზე ვწუხვარ, რატომ ბნელდება ასე მალე._ელას ხმაში შიში გაიმქვრა. რაღაც ამოუცნობი და ლამაზი შიში. ასეთ შიშის მხოლოდ სიყვარულის ჟამს გრნძობენ ქალბატონები.
-ამაზე ცივი დეკემბერიც მახსოვს ელა. გაიხსენე შარშან, როგორი თოვლი იყო. ოთახის კარს ვერ გააღებდი. მაშინ სრულიად მარტო, შევხვდი ახალ წელს. შენც კი არ იყავი ჩემთან._ჯაკომო ხესთან იდგა, უყურებდა ელას სახეს და ფიქრობდა მზეზე. ეკითხებოდა ღმერთს, სად გაქრნენ მზიანი ამინდები! ხომ შეიძლებოდა დღეს მაინც არ ყოფილიყო სიცივე. ხომ შეიძლებოდა დღეს მაინც არ დამსგავსებოდა თბილისი ყინულის პირამიდაზე მიბორკილ ქალაქს.
-არ მჯერა, რომ ასე გექცევიან მშობლები.
-ალბათ უკვე სძინავთ. დარწმუნებული ვარ, ერთხელაც არ ვუკითხივარ მათ._ჯაკომო ხეს მოცილდა და სკამისკენ წაიყვანა ელა.
მათ დიდხან უყურეს ქალაქს. არ ფიქრობდნენ აღარაფერზე. აღარც სიცივეზე და აღარც სევდიან ქუჩებზე. ისინი ჩუმად იყვნენ, უტყვად უმზერდნენ, შავ სამოსში გამოწყობილ მგლოვიარე ხალხს. რას გლოვობენ ნეტავი? ფიქრობდა ჯაკომო და საკუთარ ხელებს უყურებდა. მათაც ხომ შავი სამოსი აცვიათ. შავი, სიცივის სამოსი. მე ის მხოლოდ თეთრი მეგონა. ნეტავი თუ მოვა ოდესმე ასეთივე ფერის თოვლი, როგორიც ჩემი ხელებია. ან იქნებ ელას თვალებისფერი თოვლიც ვნახო? ეგებ მაშინ მაინც შეწყდეს ჩემი თვალებიდან თოვა.
მტკვრის ტალღებში ისევ კრთებოდა, მეტივეს ანარეკლი. საით მიდიოდა მეტივე? ნუთუ არ ეშინოდა დეკემბრის? ნუთუ არ იცოდა, რა იყო მარტოობა? რა ძნელია, გაექცე მარტოობას, როცა ახალგაზრდა ხარ. რა ძნელია იპოვო საკუთარი გზა.
ათი დეკემბრის საღამო ძალას კარგავდა და მოდიოდა თერთმეტი რიცხვი. ზუსტად ის თარიღი, როცა ხუთი წლის წინ, პირველად ნახეს ერთმანეთი. ჯაკომოს და ელას სკამზე ჩაძინებოდათ. ისინი ხელჩაკიდებულნი, ერთმანეთის მხარზე მიყრდნობილნი, ატანდნენ სუნთქვას, უსიცოცხლო მდინარის ვერცხლისფერ ტივს, რომელიც აღმოსავლეთისაკენ მიდიოდა.
იმ ღამეს თოვლი არ წამოსულა, ისე დაიძრნენ ჯაკომოს თვალებიდან თეთრი ჯელტმენები. ელას სხეული თეთრად შეიღება. მისმა ხელებმა ნელა-ნელა ფერი იცვალეს და სისხლმაც შეანელა მოძრაობა. მისი სევდიანი თვალები ვეღარ გრნობდნენ ვეღარ ტივის სილუეტს და ვეღარც ქუჩების ერთფერეოვნებას. მისი გულისცემა, სიბნელის მატარებელივით გაჩერდა და დილის შუქმა, ქვის მონუმენტს დაამსგავსა, პატარა ქალბატონი. ელა ჯაკომოს თვალებიდან წამოსულ თოვლში გაიყინა. მისთვის ყველაზე ძვირფასმა ძალამ, შეაჩერა მისი სუნტქვა და სამუდამო სამყოფელად უქცია, სიჩუმის ღამისფერი კასრი. სწორედ ის კასრი, რომელმაც შთანთქა მზიანი ქალაქის მთრთოლვარე სხეული.


***
დილის მზემ ჯაკომოს სახეს ყვითელი ლაქები დაამჩნია. მისი თითები, სანთლებს გავდნენ, ტაძრის კედელზე მიბორკილ სანთლებს, რომელთაც არასოდეს უნახავთ ცეცხლის ძალა. ბიჭი უყურებდა, ელას გამაგრებულ სხეულს და დუმილს მორევში ფანტავდა ფიქრებს. არაფერს ამბობდა. არაფერს არ გრძნობდა. არც მწუხარებას და არც სიხარულს. მისთვის ქალაქი სიკვდილის გვირაბში გაჩერებულ მატარებელს გავდა. იმ მრუმეში ჩაგდებულ პლანეტას, რომელმაც მოიცილა დიდი ხნის წინ, სისხლის ლაქებით დასვრილი ხალხის უნაყოფო სავანე. ჯაკომო პირველად ატირდა მაშინ. ეს ცრემლები უემოციო და უფერული იყო. უფერული როგორც დეკემბრის მზე. ჯაკომოს არაფერი ახსოვდა. აღარც გაყინული ქუჩები და აღარც აღმოსავლეთისაკენ წასული ტივი, რომელიც სევდიანი მეტივესათვის, ერთადერთი ნუგეში იყო, იმ ღამეს. ჯაკომო უყურებდა ელას სახეს და ლოცულობდა ღმერთისთვის. მისთვისაც ხომ უნდა ილოცოს ვინმემ!
ჰო მაშინ როცა ღამდება, ჯაკომო სახლიდან გამოდის და პარკთან ახლოს პატარა სახლის ნანგრევებში ცეცხლს ანთებს. ამ ცეცხლის ალი ინახავს მის სახეს ისეთს როგორიც არის სინამდვილეში.


Smile
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
edgaralanpo



Male
Number of posts : 3
Age : 23
Location : Tbilisi
Job/hobbies : Belletristic
Humor : ok
Registration date : 07.03.15

PostSubject: დინგო   Sat Mar 07, 2015 8:31 pm

თორნიკე გოგნიაშვილი

დინგო

ძმაო! გწერ ამ წერილს და არ ვიცი რა ბედი ეწევათ, ჩემი თითების მონუმენტებს, ფსიქიატრიული საავადმყოფოს კედელივით თეთრ ფურცელზე რომ დგანან, მეფეებივით. ისინი ყველაზე მეტად მიყვარს ახლა, რადგან მეხმარებიან მოგაწვდინო ჩემი ნერვიული სიტყვების ვიწრო მატარებელი, იქ სადღაც რუსული თოვლით სავსე ტყეებში, სადაც უკვე წლებია იცილებ, ქვისფერი ჯალათის სევდიან მახვილს. იცილებ და ელოდები, როდის მოვა დროის ფოსტალიონი და შინ დაბრუნების შიშის წაიღებს შენგან.

ის ლეკვი რომელიც მამამ მოიყვანა რამოდენიმე წლის წინ, ძაღლს ჰგავს თითქმის. თითქმის იმიტომ ვამბობ, რომ კარგად ვიცნობ ძაღლის ბუნებას. ისინი უფრო მეტად გვიყვარებენ ჩვენ, ვიდრე ჩვენ მათ. სწორედ ისინი არიან სიყვარულის მომგონნი დედამიწად წოდებულ პლანეტაზე, რომელიც შენთვისაც და ჩემთვისაც სულელთა ბუნაგს ჰგავს.

დინგო ორი წლის ძაღლია უკვე. მისი ყეფა ტყეს ნისლივით ეფინება ყოველ საღამოს. შებინდებისას მის თვალებში იალნოს თოვლიან სვეტებს ვხედავ და მიკვირს. როგორ იტევენ ეს ცრემლიანი რგოლები, პლანეტის ფორმა რომ აქვთ, ამხელა სივრცეს. ნუთუ ის გზა, რომელიც ჭაობიდან თავის დაღწევისთვის გვჭირდება ადამიანებს, ძაღლებმა იციან მხოლოდ. ნუთუ მათ თვალებში ჩნდება რუქა, სიზმრიდან გამოსასვლელი. არ ვიცი. მე შემიძლია გითხრა ის რასაც მე ვგრძნობ და ვფიქრობ....

ზამთრის ერთ საღამოს დინგო სისხლიანი დრუნჩით დაბრუნდა სახლში. რომ დავინახე ძალიან შემეშინდა. მეგონა ჭილობები იყო. მერე კარგად რომ დავაკვირდი, მივხვდი არაფერი სჭირდა. მან უბრალოდ ხორცი მოპარა ვინმეს, ან მოინადირა რაღაც.

რამდენიმე დღეში კიდევ დაბრუნდა სისხლიანი დრუნჩით. ამჯერად დავსაჯე და სქელი ჯაჭვით დავაბი. ვფიქრობდი ასე უკეთესი იყო მისთვის, მეგონა ჭკუას ისწავლიდა, მაგრამ შევცდი. ავუშვი თუ არა, იმ საღამოსვე ისევ დასვრილი მოვიდა შინ. ამჯერად რაღაც უცნაურიც შეათრია ბუნაგში. მე ფანარი ავიღე და ეზოში გამოვედი. ბნელოდა. ირგვლივ არაფერი ჩანდა. მხოლოდ რკინის დიდ ჭიშკარს ვხედავდი. რომელიც შარიანი კაცივით მედგა წინ.

ახლოს რომ მივედი დინგო წინ გადამიდგა, უცნაურად შემომხედა რამდენიმეჯერ და თოვლიან მიწას დაადო თავი. მერე შემიღრინა, ჩემსკენ წამოიწია და დადგა. მე ჯერ გამიკვირდა, მერე შემეშინდა, ტყემლის დიდ ხეს, რომელიც ძაღლის ბუნაგთან იდგა, ტოტი მოვატეხე და დინგოს მოვარტყი გვერდში. ძაღლი გამერიდა, ჭიშკართან დაჯდა. მისი ნაფეხურები თოვლზე მატარებლის ვაგონებივით გადაბმოდნენ ერთმანეთს, სისხლის რამოდენიმე წვეთიც დავინახე და უფრო მომივიდა გული, მინდოდა კიდევ მომერტყა, მაგრამ შორს იყო.

დინგოს ქოხში ჯერ ჯოხი შევყავი, მერე ფანარიც შევანათე და გავშეშდი კიდეც. იმ წამს მე ვეღარც სიცივე ვიგრძენი და ვეღარც სიბრაზე. მხოლოდ შიში. შიში რომელიც გველივით მეხვეოდა ყელზე და დახრჩობას მიპირებდა.
იქ ადამიანის ხელი ეგდო. მაჯასთან თითქმის შეჭმული იყო ხორცი. მხოლოდ ძვლები ჩანდა. თითები გაშავებოდა, ფრჩხილებზე წითელი ლაქი შევნიშნე და მივხვდი ქალის ხელი იყო. თვითონ ქალი? მინდოდა მეკითხა დინგოსთვის, რომელიც ჭიშკარს თოვლის თხელი ფენასავით მიკრობოდა.

ჯოხით რომ დამინახა შეეშინდა და ჭიშკარს ქვემოთ დარჩენილ სივრცეში გაძვრა. მე კარი გავაღე, გზაზე დავუწყე ძებნა. ის გაიქცა და მეც გავყევი. ქვაფენილიანი გზა ჩაირბინა და მაყვლის ბუჩქებში შეძვრა. მე ფანარი მაღლა ავწიე და შევყევი. სახე და ხელები სულ დამეკაწრა. რამოდენიმეჯერ დავეცი კიდეც და ტალახშიც დავისვარე, მაგრამ არაფერზე ვდარდობდი, მხოლოდ ძაღლის დაჭერა მინდოდა. დაჭერა არა, უფრო ის მაინტერესებდა სად წავიდოდა.

როგორც იყო გადაიარა ეკლების ტალღამ და გამოჩნდა კიდეც სკოლა. სკოლის გვერდით მიტოვებული სახლი იდგა ბელეტაჟზე. დინგო იმ სახლის ეზოში შევიდა. მე აღარ შემეძლო სირბილი, ძალიან დავიღალე, თოვლიან მიწაზე დავჯექი და ფანარი ჩავაქრე რამოდენიმე წამით. დინგო სახლის აივანზე ყეფდა. თითქოს მე მიხმობდა, რაღაცას მანიშნებდა ვგრძნობდი. წამოვდექი და აივნისკენ გავეშურე. ძაღლი იქ ვეღარ ვნახე, სახლში შესულიყო. მე ნელა შევაღე კარი და ჩამქრალი ფანრით შევედი ოთახში. იატაკი დამპალიყო, კედლებზე აბლაბუდები იყო დახვეული, ჭერზე უცნაური ჭაღი შევნიშნე, პირამიდას გავდა, პატარა ყვითელ პირამიდას. მინდოდა ხელი მიმერტყა მისთვის, მაგრამ დინგომ ისევ შემიღრინა, შარვლის ტოტზე ჩამავლი კბილი და მეორე ოთახის კარისკენ გამწია.

ფანარი ჩავაქრე და ისე შევედი. არ მინდოდა ისეთი რამ დამენახა რაც შიშისგან მომკლავდა. ძაღლი სიბნელეში ვეღარ ვიპოვე და კართან გავჩერდი. მერე არ ვიცი რატომ, არ ვიცი რამ მაიძულა, ალბათ უფრო ცნობისმოყვარეობამ, ფანარი ავანთე. მე ისევ მომეხვია შიშის კანცივი გველი კისერზე. ამჯერად უფრო მსხვილი და შხამიანი. სახე დამიბუჟდა, ხელებში ძალა დამეკარგა, ვიგრძენი, რომ იატაკის ღრიჭოებში წვეთავდნენ ჩემი თითები. ოთახში ადამიანის დანაწევრებული სხეული იყო მიმოფანტული. რაც არ უნდა უცნაური იყოს, წვეთი სისხლი არ მინახავს არც სხეულის ნაწილებზე და არც იატაკზე. ვერც დანა ვიპოვე და ვერც ნაჯახი. შეშინებული გამოვვარდი სახლიდან და დინგოც თან წამოვიყვანე. იქ ხომ არ დავტოვებდი?! ძალიან შემეცოდა საბრალო ძაღლი. ის ერთ ადგილას ვერ ისვენებდა, წრიალებდა, ტიროდა, მე მეკვრობოდა ფეხებზე. კიბეებზე ლამის წამაქცია, ისე აიბლანდა ძაფის გორგალივით.

გადავწყვიტე იმ გზიდან დავბრუნებულიყავი სადაც მანქანების ხშირი მოძრაობა იყო. ასფალტიან ქუჩას გავუყევი და რამოდენიმე წუთში გამოჩნდა კიდეც პირველი მანქანა. მე ხელი დავუქნია და მანაც გააჩერა. სატვირთოდან მსუქანი, ულვაშიანი მამაკაცი გადმოვიდა, მერე ჩემს წინ დადგა, ერთი უცნაურად შემიბღვირა და ხელით მანიშნა რაღაც. მივხვდი მეკითხებოდა რატომ გავაჩერეო და მეც ვუპასუხე. ვუთხარი რომ აქვე ახლოს, ჭალაში, მამაჩემი იყო, მანქანაში საწვავი გაუთავდა და გამომაგზავნა ეგებ მეპოვა ვინმე. ულვაშიანმა მამაკაცმა არაფერი შეიმჩნია, არც ჩემი დაღლილობა და არც ის, ჭურჭელი რომ არ მქონდა. პლასტმასის ბოთლი ნახევრად გამივსო ბენზინით და სიბნელეში გაუჩინარდა თავისი სატვირთოთი.

მე უკან დავბრუნდი. ეზო ამჯერად ნელა გავიარე, თან გარშემო ვიყურებოდი, მეშინოდა არავის დავენახე. მერეღა დავიწყე ნორმალურად ფიქრი, თითქოს გავთავისუფლდი და შიშის გველიც ისეთი სიძლიერით აღარ მეხვეოდა ყელზე.

ბენზინი ჯერ კარს მივასხი, მერე ფანჯრებს, მერე მინა ჩავამტვრიე და რაც ბოთლში იყო დარჩენილი იატაკზე დავღვარე. ირგვლივ სიცარიელე იყო, თითქოს ვეღარც სიბნელე მილესავდა თვალს, ვეღარც სიცივე მესროდა ნემსებს. იყო მხოლოდ სიჩუმე, სიჩუმე და თოვლის თხელი ნაჭერი, რომელიც გაყინულ მიწას გუდავდა.
ცეცხლი უცებ მოედო სახლს, სინათლის წითელმა ჭინკებმა მთელს ეზოში დაიწყეს ცეკვა. საოცარი სითბო ვიგრძენი სახეზე და ცოტა ხნით გავრინდდი. დინგო მიწაზე იწვა, დამშვიდებული, დაღლილი, თათებდასვრილი. იჯდა და უყურებდა როგორ ჭამდა წითელი სტიქია სიკვდილის ლეშს.

სახანძრო საათნახევარში მოვიდა. სახლისგან აღარაფერი იყო დარჩენილი. „ვინ წაუკიდა“ ეკითხებოდნენ ეზოში შეკრებილ ხალხს მეხანძრეები. „რა ვიცით აბა, ვიღაც გიჟმა ალბათ, ჭკვიანი მაგას არ იზამდა“ პასუხობდა წელში მოხრილი მოხუცი და ხელსახოცით იწმენნდა ნაოჭებისგან შეჭმულ სახეს.

მეც იქვე ვიდექი საყელოში ჩამალული, ხელებდამძრალი, ვიდექი და ვუყურებდი დინგოს თვალებს, მინდოდა ისევ დამენახა იალნოს თოვლიანი სვეტები.

თორნიკე გოგნიაშვილი
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/profile.php?id=100006423906626
edgaralanpo



Male
Number of posts : 3
Age : 23
Location : Tbilisi
Job/hobbies : Belletristic
Humor : ok
Registration date : 07.03.15

PostSubject: პოეზია   Sun Mar 22, 2015 2:28 pm

ზიზილები


ყრუ პაემნები ქუჩის ორთქლში იზილებიან,
ჩვენ ვგავართ ცხედრებს, ალბათ უფრო საფლავის ლოდებს,
და ჩვენს გარშემო თაფლისფერი ზიზილებია,
და თხელ წვიმაში შენი მზერა შიშველი მოდის.
(არავინ უწყის სად მიდიან ეტლები ზამთრის)
უფრო მარტივად თქმაც შემეძლო მაგრამ ვართულებ
ყველაფერს, რასაც დრო ნაჯახით ნეკნიდან მათლის,
ყველაფერს, როცა მზე ანათებს ბრილიანტურად.
ჩვენ კი აღარ ვართ, და არაფრის ძებნაც არ არის,
არც იყო ალბათ, თამაშია ხიბლი მეფური,
წვრილმანებია ყველაფერი, ბედი მთავარის,
დედამიწაა, დედა მიწა რელიეფური.
ყრუ პაემნები ქუჩის ორთქლში იზილებიან,
და ჩვენს გარშემო თაფლისფერი ზიზილებია.



ერთი დღე


დღეებს ვიგონებ მიბნედილს,
კალენდრის წრეში გაჭედილს,
ყელზე ოქროს რომ იბნევდი,
სკივრში ბეჭედს რომ არჩევდი.
გახსოვს სიზმარი თებერვლის?
უიმედობის ხაფანგი,
როცა ფილტვები მწეველის,
ჭლექის ქურუმთან წავაგე.
ახლა გათავდა მარაგი
სიგარეტების, სიგარის,
სიზმრის ყველა კოშსკს დავანგრევ,
ტვინის კედლების სიგანის.
სარკეს ვუყურებ, არ ვიცი
ვინ არის, ღმერთო ვინ არის?
ყველა წავიდა თავისით,
ჟანრიდან გამომდინარე.
სულს ჟრუანტელი დაუვლის,
ხელებს სიცივე მისრესავს,
როგორც თვალები დაუნის,
უშენობა მაქვს მიზეზად..
დღეებს ვიგონებ მიბნედილს,
კალენდრის წრეში გაჭედილს,
ყელზე ოქროს რომ იბნევდი,
სკივრში ბეჭედს რომ არჩევდი.




თორნიკე გოგნიაშვილი
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/profile.php?id=100006423906626
Sponsored content




PostSubject: Re: თორნიკე გოგნიაშვილი   Today at 8:43 am

Back to top Go down
 
თორნიკე გოგნიაშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: