არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 შოთა ნიშნიანიძე

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: შოთა ნიშნიანიძე   Thu Feb 12, 2015 9:20 pm

შოთა ნიშნიანიძე
(დ. 18 მარტი, 1929, თბილისი – გ. 1999), ქართველი პოეტი.

ბიოგრაფია
სწავლობდა ვაჟთა 37-ე სკოლაში. ფიზიკურად მეტად ძლიერი იყო და სპორტისკენაც ჰქონდა მიდრეკილება. განათლების სამინისტროს ფეხბურთის გუნდში თამაშობდა ცენტრალურ მცველად. ერთ-ერთი ვარჯიშის დროს მხარი დაიზიანა და საერთოდ ჩამოშორდა სპორტს.

მეთერთმეტე კლასში უკვე საკმაოდ ჰქონდა დაგროვილი პატარ-პატარა ლირიკული ლექსები. იმ დროისათვის შოთას დედობილთან ცხოვრობდა მისი მოსკოველი ბიძაშვილი. მან იოსებ ნონეშვილთან წაიყვანა. იოსებს რამდენიმე ლექსი მოსწონებია და "ახალგაზრდა კომუნისტში" გამოუქვეყნებია.

1947 წელს დაამთავრა სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიოლოგიის ფაკულტეტზე. მაგრამ მალევე გაირიცხა პირველი სემესტრის დამთავრებამდე ლექციების გაცდენის გამო. შემდეგ, მეორედ ჩაირიცხა უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტი დაამთავრა 1954 წელს. 1958 წელს მწერალთა კავშირმა გორკის ინსტიტუტთან არსებულ უმაღლეს ლიტერატურის კურსებზე მიავლინა.

1964 წელს დროებით დაიწყო მუშაობა გამომცემლობა "მერანის" ქართული მხატვრული ლიტერატურის რედაქციის გამგედ. 1974 წელს მუშაობა დაიწყო მწერალთა კავშირის მთავარ ლიტერატურულ კონსულტანტად.

1958-60 წლებში სწავლობდა მოსკოვის მაქსიმ გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის უმაღლეს ლიტერატურულ კურსებზე. 1968-74 წლებში იყო გამომცემლობა "მერანის" ქართული მხატვრული ლიტერატურის რედაქციის გამგე; 1974-77 წლებში - მწერალთა კავშირის კონსულტანტი, 1976-82 წლებში -ალმანახ "საუნჯის" მთავარი რედაქტორი, 1981-84 წლებში-საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი, 1984-86 წლებში ამ კავშირის თავმჯდომარე. სიცოცხლის ბოლო წლებში რედაქტორობდა ჟურნალ "საუნჯეს".

მას დაწერილი აქვს ბელეტრისტული ოცი პოემა, რომელიც არ გქმოქვეყნებულა. შოთა ნიშნიანიძის პირველი პოეტური კრებული "მე და შენ" გამოვიდა 1956 წელს. ამ დროიდან მოყოლებული პოეტმა არაერთი წიგნი გამოსცა, რომელთაც მკითხველთა ფართო საზოგადოების დიდი სიყვარული და პატივისცემა მოიპოვეს. ნაყოფიერი ლიტერატურული და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის იგი დაჯილდოებული იყო სხვადასხვა ორდენებითა და მედლებით. 1975 წელს გახდა შოთა რუსთაველის, ხოლო 1977 წელს გალაკტიონ ტაბიძის პრემიების ლაურეატი.

შოთა ნიშნიანიძე გარდაიცვალა 1999 წელს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ბმული - http://ka.wikipedia.org/wiki/შოთა_ნიშნიანიძე
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: შოთა ნიშნიანიძე   Thu Feb 12, 2015 9:22 pm

შოთა ნიშნიანიძე

რომი

ლაპლაპებს მახვილი, ბრკიალებს მონეტა,
ოქრო და ბრინჯაო მზისფერია,
ღმუის იმპერია მონათა,
ღრეობს სენატორთა იმპერია.
აჰა, გაიბოტა, ატოტდა გრიგალი -
ნახტომი, ღრიალი ლომის -
რომი აიჯაგრა და წამოიგრაგნა,
რომი!
რომი!
რომი!
გრძელ-გრძელი შუბები, ვეება ფარები,
მახვილი ურიცხვი ზომის,
რკინის და სპილენძის ჩახჩახა ღვარები -
რომი!
რომი!
რომი!
შემოდის დროშების, აფრის გაშლით
სამყარო ორგიის და ტყვრომის,
რომი - აზიაში,
რომი - აფრიკაში,
რომი!
რომი!
რომი!
მოჰყავთ გალიებით აფრიკის სიცხეები -
მზისფაფრიანი ლომები!
კაპადოკიაში ტაროსი იცვლება,
კაცს აღარ დაედგომება.
გისოსებს ლოკავენ განაზებით
აფრიკის ღამეები -
ავაზები...
რომს ვერ გაექცევი, ვერ გადაურჩები,
სიკვდილსაც გაექცე რომც!
რომს მიჰყავს მონებად მონობის ურჩები,
რომს!
რომს!
რომს!
კვიცივით აჩეხეს ლამაზი კოლხიდა,
ხარივით გამოღადრეს პონტო...
კვამლი ნახირივით ლოღნიდა
ისრებით დაცხაულ ფოთოლს...
იომა...
ივაჭრა...
იმრუშა...
ილოთა...
დატვირთა ქარავნები აქლემთა, სპილოთა...
გზებიც კი, გზებიც კი, წაასხა ტყვეებად
ყველა:
პატარა თუ
დიდი.
იკვეხნის, რომის მჭერმეტყველება:
ყველა გზა
რომში
მიდის!..


II
შუბებით გაწეულ ჰორიზონტებს,
ყიჟინით რეტდასხმულ ისტორიას,
როგორც სისხლიან პალმის ტოტებს,
რომის ლეგენდები მისწოლიან.
სკიპტრის და მახვილის მოკლეა საჭრვეტელი,
ამაოა და ფუჭი.
მას გამოისყიდის საჭრეთელი,
აანაზღაურებს ფუნჯი.
მოვლენ თაობები,
მოვლენ და ჰპოებენ
ქვის და მარმარილოს ლეგენდა-პოემებს.
რომი ლეგენდაა ასაკითაც,
ღმერთების ტოლი და ხიბლია -
რომი - მატიანე გარდასულ დღეთა;
რომი - ძიების და წვდომის,
რომი - ხელოვნების ადგილის დედა,
რომი - შემოქმედი რომი.

Arrow


Last edited by Admin on Tue Feb 24, 2015 7:13 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: შოთა ნიშნიანიძე   Thu Feb 12, 2015 9:25 pm

შოთა ნიშნიანიძე

მგლური კანონის ბალადა


I
ბაბილონიდან,
რომიდან,
სულაც არ ვამბობ ტყუილს,
და კიდევ უფრო შორიდან,
მგლური კანონი ყმუის.

მიწაზე,
წყალში, ჰაერში
მგლური კანონი მეფობს,
ომებისა და თარეშის
მწარეს ვკითხულობთ ეპოსს.

თუ ტყეში მშიერ მგელივით არ გაძუნძულდა შიში,–
ირმებისა და შველ–ნუკრის გადაშენდება ჯიში.

II
აღგვილა იგავ–არაკი, როგორც ზღაპრული თებე:
ცირკში მალაყებს გადადის ლომი – ნადირთა მეფე.
ატრიალებენ კარუსელს, დათვს ახტუნებენ ცვედანს,
მამლაყინწა და მელიკო ვეფხვის ფიტულზე სხედან.
ბავშვებიც სიცილისაგან ვერ იკავებენ სლოკინს –
ხატაურა და თაგუნა დასეირნობენ ქოლგით.
სალამურს უკრავს ფაკირი,
თვალს არ აშორებს თოფრაკს
და პაპირუსის გრაგნილად
აშრიალებდა კობრა.
მერე ჰანგივით ცახცახებს,
თითქოს მაგიას აკმევს,
ჰგავს ვიოლინოს გასაღებს
და მუსიკალურ ფრაგმენტს...

III
მგელი კი ისევ მგელია! არ მორჯულდება მგელი!
მგლის თავზე სახარებაო, – თქმაა ღიმილის მგვრელი.
როგორც ტყეების სიმწვანის, პირველყოფლობის კლების,
ტყიდან სიმღერა მოისმის, როგორც ტირილი მგლების;
„თავისუფლები ვყოფილვართ მონათმფლობელურ რომში,
ახლა კი ვლოღნით გალიებს ამ კაცთმოყვარულ დროში,
არც ცირკში გვითამაშნია, ისევე მგლურად ვცხოვრობთ,
მგლობას არ გადავჩვეულვართ, გავძაღლებულვართ მხოლოდ.
სამხეცეებში ნუ გვამწყვდევთ, ორფეხიანთა ტომო,
არმია აღარ არსებობს... პარტიზანულად ვომობთ...
ცუდი ბიჭები დავზარდეთ მგლური კანონის მწვდომი?–
მსოფლიოს აზანზარებდა მგლის ნაშიერი რომი.
ბუნების ყველა კანონი,
იგავის მართალ–ტყუილი
დაწერილია, გეთაყვათ,
ჩვენი თათით და ყმუილით.
კაცო მოკვდაო, ნუ განსჯი ღვთიურ კეთილს და ბოროტს,
მხოლოდ განგებამ თუ უწყის მისი თავი და ბოლო...“

IV
ირგვლივ ცხოვრება ირევა
ტყესავით შიშის მგვრელი...
მგლისათვის მონადირე ვართ,
მონადირისთვის – მგელი.
შენც დაგკბენს მგლური კანონი, ვერც შენ იდგები ცალკე,
რომში ხარ დაბადებული და გაზრდილი ხარ ალგეთს.
მტერს მგლურად მიუხტებოდა, აწყევლინებდა სვე–ბედს
მეფე ვახტანგი – მგელკაცი, ქართლოსიანთა მეფე.

V
ჩემივე ლექსის ბწკარებში დამწყვდეული ვარ მგლისებრ,
მგელივით მივდი–მოვდივარ, ძლივს ვატრიალებ კისერს, –
მაღიზიანებს მკითხელი, ცნობისმოყვარედ მიმზერს.
ქეჩოს მგელივით ავშლი, სათქმელს ყმუილით მოვჭრი. –
ტუჩს გადამიხლეჩს სტრიქონი – მგლის ალესილი ღოჯი.
ჰაუ, სატკივარს უხდება კბილის გაკვრა და გესლი,
ვაითუ, ჩემი ვიშვიში მხოლოდ გალობად გესმით
ხანდახან შიშიც ამიტანს, თავს შევუწყრები ხისტად:
იქნება ღვთის ხატს ვატარებ და ბუნაგი ვარ მგლისა?
და ჩემში მგელი ამთქნარებს მგლური კანონის გამო,
მფხოტნის და მეწკურწკურება, გარეთ გავარდნას ლამობს...

VI
გაყმუის რომის ლეგენდა:
– ტყეს დაუბრუნეთ მგლები!
ატოტებულა ალგეთი:
– ტყეს დაუბრუნეთ მგლები!
არა მულტფილმის ან თოჯინების,
ტყეს დაუბრუნეთ მგლები!
ქეჩოაშლილი, დაღოჯილები,
ტყეს დაუბრუნეთ მგლები,
– მგლის თვალი აგვიბრიალეთ,
– მგლის თათი მოგვიქლასუნეთ,
– მგლის კბილი აგვიღრჭიალთ
და მოგვიქსიეთ მგლის სუნი!

ტყიდან ირემი ყვირის –
არ უშინდება ხირიმს...

Arrow


Last edited by Admin on Mon Mar 02, 2015 1:41 am; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: შოთა ნიშნიანიძე   Thu Feb 12, 2015 9:30 pm

შოთა ნიშნიანიძე

ხევსური

სამასი არაგველის ხსოვნას

ზაფხულში, არაგვზე, სალუდე დუქანთან,
უკრავდა დაირა და დათვი ბუქნავდა.
ფიცხობდა, სხიოდა მზის ცხელი დაირა,
სიცხე ძუნძულდება მთლად დათვისნაირად.
ღრეობდნენ ხევსურნი... და ზორბა ხინკლები
პეშვიდან სხლტებოდნენ,
როგორც თხის ჯიქნები.
დაჩეხილ ცხვირ-პირზე ეფინათ ხაშხაში,
აგვისტოს პირდაპირ ისხამდნენ ხახაში.
გზაზე კი სურათი კაცს ღიმილს მოჰგვრიდა:
ერთ ახმახს იაბო დაუფრთხა ბოგირთან.
რაც ვნახე, როგორ ვთქვა ან როგორ გიამბოთ,
გოლიათს ლაჯებში მოეხრჩო იაბო.
ჩამოხტა დევკაცი და ცხენი მშიშარა
ვეება იღლიის ქვეშ ამოიჩარა.
გადმოვლო ბოგირი და მთვრალი ხევსურნი
შემოხვდნენ ყიჟინით აზარტში შესულნი.
ჩამოსვეს, მაგიდა ჩასცილდა მუხლისთავს,
ჯამში აშიშინდა თვალები ბუღისა.
რაც იყო სუფრაზე _ ერთიან მოხოცა,
დათვიც კი დააფრთხო იმისმა ხორხოცმა.
დაჩეხილ ცხვირ-პირზე ეკიდათ ხაშხაში,
აგვისტოს პირდაპირ ისხამდნენ ხახაში,
ურთიერთს ხანჯლებივით უღერდნენ ტაეპებს
და ჰგავდნენ ლანდები წარმართულ ღვთაებებს.
ფიცხობდა, სხიოდა მზის ცხელი დაირა,
სიცხე ძუნძულებდა მთლად დათვისნაირად.
ცხენს გადაახუხა ხევსურმა არაყი.
დეზი ჰკრა და... ფეხით გასტოპა არაგვი.
როდესაც სიკვდილი იქ, ბარში, მოყვრებთან
ვენახებს მოხრავდა და
მტკვრის წყალს მოხვრეპდა,
მთიდან ჩამორბოდნენ ხარები ბარადა
და რქებით ჩხვერავდნენ კრწანისს თუ მარაბდას!
მთიდან ჩამორბოდნენ,
მტრის ჟლეტა ნებავდათ _
და ბარში რჩებოდნენ სამარის ჯვრებადა.
ბარში მოდიოდნენ „ვოჟები“ კერკეტა _
მთაში ბრუნდებოდნენ ზღაპრად და ლეგენდად.
და სიკვდილს,
სიმწრისგან ყელზე რომ დაადგა,
ხევსურის ფარია სხვა მრავალ ფართაგან.
ე მაგის სისხლია, ე მაგის ძვლებია,
ჩვენს ქართულ ციხეებს რომ ჩაფიცხებია.
ე მაგის სისხლია, ე მაგის სინდისი,
ომში რომ არ წავხდით სიკვდილთან პირისპირ.
მის გორდას მამულის გზა გაუკაფია,
გორდასებრ ჩინჩხლებს ყრის ე მაგის კაფია.
მოდის საქართველო ე მაგის ჯიშისა,
რომ მტერი ვერაგი კვდებოდეს შიშისგან!

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: შოთა ნიშნიანიძე   Today at 8:43 am

Back to top Go down
 
შოთა ნიშნიანიძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: