არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ალენ დელონი - ვაჟა-ფშაველას სინდრომი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: ალენ დელონი - ვაჟა-ფშაველას სინდრომი   Wed Feb 11, 2015 11:51 pm



ალენ დელონი: „არაა მართალი, რომ ცუდად ყოფნის დროს ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებებს ვკითხულობდი“

16:00 / 11.02.2015

მსოფლიო კინოვარსკვლავმა ალენ დელონმა, რომელიც თბილისში პაატა ბურჭულაძის 60 წლის საიუბილეო კონცერტის წასაყვანად ჩამოვიდა, „არტ პალასში“ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
ალენ დელონის თქმით, საქართველოზე არაფერი იცოდა, თუმცა 10 წლის წინ გაიგო საქართველოს შესახებ, როდესაც ედუარდ შევარდნაძემ და მიხეილ გორბაჩოვმა 10 წლის წინ ქალაქ ვენაში დააჯილდოვეს.

„არაფერი ვიცოდი საქართველოსა და ქართველების სესახებ. 10 წლის წინ გორბაჩოვმა და ედუარდ შევარდნაძემ დამაჯილდოვეს და გავიგე საქართველოს შესახებ. პირველად ვარ საქართველოში. აქამდე არავის მოვუწვევივარ აქ. ასევე არაფერი ვიცოდი ქართული კინემატოგრაფიის შესახებ, მაგრამ დავინტერესდი და უნდა გავეცნო ქართულ კინოს. ასევე, მცდარია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წლების წინ ცუდად ყოფნის დროს ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებებს ვკითხულობდი. ისიც დაიწერა, თითქოს ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების კითხვის დროს ვისწავლე ქართული ლაპარაკი. ისე, უკვე მაინტერესებს ამ მწერლის შემოქმედება“,-განაცხადა ალენ დელონმა.

კინოვარსკვლავის თქმით, მასზე დიდი გავლენა მოახდინა რამდენიმე რეჟისორმა.

„რეჟისორორებს რაც შეეხება, ჩემზე გავლენა რამდენიმე რეჟისორმა მოახდინა. მათ შორისაა ვისკონტი. ამ რეჟისორით გავიგე, რა არის ოპერა და ბედნიერი ვარ ამით. ისე, რეჟისორები არიან გენიოსები, საშუალოდ ნიჭიერები და არარაოებები. მე ვარჩევ გენიოსებთან მუშაობას და ალბათ, ამიტომ არ ვმუშაობ სხვა დონის რეჟისორებთან. გამორჩეულ როლებზე საუბარი რთულია. მე ყველა როლი მიყვარს. სიცოცხლე თამაშია და ამითაა ცხოვრება საინტერესო. მსახიობობა ლამაზი პროფესია, მსახიობები პენსიაზე არასდროს გადიან და ისინი სულ მუშაობენ, სიკვდილამდეც კი. მიყვარს ჩემი პროფესია, რამაც ბედნიერება მომიტანა. რაც შეეხება ჩემ წარმატებულ კარიერას, ეს დაკავშირებულია საქმის სიყვარულთან. მსოფლიოში მილიონობით ადამიანია, რომლებიც წარმატებას ვერ აღწევენ. ეს კი იმის ბრალია, რომ მათ თავიანთის საქმე არ უყვართ“, - განაცხადა ალენ დელონმა.

მისივე ინფორმაციით, მის ცხოვრებაში ძალიან ბევრი ქალი იყო, რომლებიც კარიერაში დაეხმარნენ.

„სამხედრო სამსახური რომ დავასრულე, 23 წლის ვიყავი. ამბობდნენ ცუდი გარეგნობა არ მქონდა. ჩემ გარშემო ბევრი ქალი ტრიალებდა. ბევრი მათგანი მსახიობი იყო, თუმცა ჩემზე 8-10 წლთ უფროსები იყვნენ. ისინი დამეხმარნენ ჩემი კარიერის დასაწყისში. მე გამოვარჩევ რომი შნაიდერს და ვიტყვი, რომ ის ჩემი ცხოვრების პირველი და მთავარი ქალი იყო“,-აღნიშნა ალენ დელონმა.
კინოვარსკვლავის თქმით, ბოლო პერიოდში სპექტაკლში თამაში შვილთან, ანუშკასთან ერთად მოუწია.

„ჩემი შვილი ანუშკა 24 წლისაა. ძალიან ნიჭიერი მსახიობია. მასთან ერთად სპექტაკლში ვითამაშე და დიდი კომფორტი ვიგრძენი, თუმცა სცენაზე დგომისას გულის სიღრმეში მაინც ვფიქრობდი, რომ ის ჩემი შვილია“,- აღნიშნა ალენ დელონმა.

მისივე თქმით, ის მდიდარი და ბედნიერია 58 წლიანი კინოკარიერით, რომელმაც წარმატება და მსოფლიო აღიარება მოუტანა.

„რომ არა ჩემი პროფესია, მე დღეს თქვენ წინაშე არ ვიქნებოდი, ასეთი დიდი ინტერესი არ იქნებოდა და ჩემსკენ ამდენი ვიდეოკამერა არ იქნებოდა მომართული. მადლობა ყველას სიყვარულისთვის“, - აღნიშნა პრესკონფერენციის ბოლოს ალენ დელონმა.


ბმული -- http://info9.ge/kultura/108951-alen-deloni-araa-marthali-rom-cudad-yofnis-dros-vazha-fshavelas-natsarmoebebs-vkithkhulobdi.html?lang=ka-GE

Arrow


Last edited by Admin on Fri Feb 13, 2015 12:37 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ალენ დელონი - ვაჟა-ფშაველას სინდრომი   Fri Feb 13, 2015 12:24 pm


„რაო, რაო? ვისი და ვისი სინდრომიო?“


მიხო მოსულიშვილი

ორიოდე სიტყვა „ალენ დელონი -- ვაჟა-ფშაველას სინდრომის“ (ილუზიის სინდრომი) თაობაზედ
(სამედიცინო დასკვნა, ხუმრობის თანხლებით)

„ასევე, მცდარია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წლების წინ, ცუდად ყოფნის დროს ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებებს ვკითხულობდი. ისიც დაიწერა, თითქოს ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების კითხვის დროს ვისწავლე ქართული ლაპარაკი. ისე, უკვე მაინტერესებს ამ მწერლის შემოქმედება“, - განაცხადა ალენ დელონმა.

ალენ დელონს შემოუთვლია, რომ არც თქვენი კინომსახიობები სხლავენ ფრანგულ ლიტერატურასო და სანამ ეგენი ვაჟა-ფშაველაზე ათი წლით უმცროსი (1871 წელს დაბადებული) მარსელ პრუსტის რომანის „დაკარგული დროის ძიებაში“ შვიდივე ტომს არ წაიკითხავენ და სათანადო შეფასებებს არ წარმოადგენენ, მე ვაჟა-ფშაველას წაკითხვას ნუ მომთხოვთო...
თუ არადა, მე კორსიკელი ფაბიენ დე ლონის შვილი ვარ, ძველთაძველი იბერიული სისხლი მეც მიჩქეფს ძარღვებში, ნაპოლეონიც ხომ იმ ჩემ კუნძულზე დაიბადაო და თანაცო, კორსიკულ სამხმიან სიმღერეში პირველი ხმის მთქმელი მეცა ვარო და, მოდით და, -- ხმალში გავსწორდეთო!..
და ინდოჩინეთის ომში რომ სამი წელი მედესანტე ვიყავი, არც ის დაივიწყოთო, -- ბიჭოს!

მინაწერი:
ხუმრობა იქით იყოს და, იმ ჭორის გამო, რომ ვითომდა ალენ დელონი საკუთარ დეპრესიას ვაჟა-ფშაველას პოემებით მკურნალობდა, ნუ გავუბრაზდებით ალენ დელონს და ისევ ისე გვიყვარდეს, როგორც გვიყვარდა. ჩვენ რომ „ალენ დელონი -- ვაჟა-ფშაველას სინდრომი“ (ილუზიის სინდრომი) გვჭირდეს, რა იმისი ბრალია?

12.02.2015

ბმული -- https://www.facebook.com/mimosu/posts/753800691364427?notif_t=like

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
 
ალენ დელონი - ვაჟა-ფშაველას სინდრომი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: სიტყვითდუელები-
Jump to: