არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 მწერალთა სახლი - Writers’ House of Georgia

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4106
Registration date : 09.11.08

PostSubject: მწერალთა სახლი - Writers’ House of Georgia   Sat Nov 22, 2014 1:26 pm



მწერალთა სახლის ისტორია

შენობა, სადაც ამჟამად მწერალთა სახლია განთავსებული, ცნობილმა მეცენატმა და ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელმა, ქიმიისა და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორმა დავით სარაჯიშვილმა (1848-1911) 1903-1905 წლებში ააგო. სახლი გერმანელი არქიტექტორის, კარლ ცაარის პროექტის მიხედვითაა აგებული, მასთან ერთად მუშაობდნენ თბილისელი არქიტექტორები ალექსანდრე ოზეროვი და კორნელი ტატიშჩევი, ხის ინტერიერის ავტორი ასევე თბილისელი ხელოსანი, ილია მამაცაშვილი იყო.

სახლი მოდერნის სტილის არქიტექტურის ნიმუშია. ფასადის მოპირკეთების დროს უხვადაა გამოყენებული ტალღოვანი ფრონტენები, ნაძერწი ნიჟარები, მცენარეული ორნამენტები. არქიტექტურის მკვლევართა აზრით, სარაჯიშვილის სახლი თბილისური და ევროპული არქიტექტურის შერწყმის ბრწყინვალე მაგალითია.

სახლის ვერანდა მოპირკეთებულია ცნობილი ფირმის “ვილეროი და ბოხის” კერამიკული ფილებით. მსგავსი ფორმისა და მოხატულობის ფილები დიდი იშვიათობაა და მხოლოდ განსაკუთრებული შეკვეთისა და მესაკუთრეებისთვის მზადდებოდა. კიოლნის ტაძარი გერმანიაში, მოსკოვის დიდი თეატრი, აინზიდელნის სააბატო შვეიცარიაში - ეს ის შენობებია, სადაც იგივე სტილის კერამიკული ფილები შეგიძლიათ იხილოთ, რაც მწერალთა სახლის ვერანდაზეა.

სახლის გახსნა დავით სარაჯიშვილმა ეკატერინე ფორაქიშვილთან ქორწინების 25 წლის იუბილეს დაამთხვია. სარაჯიშვილის სახლი გახსნისთანავე იქცა ქალაქის კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვან ცენტრად. იგი ხშირად მასპინძლობდა ლიტერატურულ და სამხატვრო საღამოებს, რომელთა შემდეგაც სასიამოვნო ქართული ნადიმები იმართებოდა. ამ სასახლის ხშირი სტუმრები იყვნენ აკაკი წერეთელი, გიგო გაბაშვილი, არტურ ლაისტი, ვალერიან გუნია და სხვები. მცირე ხნით აქ აკაკი წერეთელიც ცხოვრობდა, ივანე მაჩაბელიც და არტურ ლაისტიც. პირველად აქ მოეწყო ქართველი ფერმწერის, გიგო გაბაშვილის გამოფენა.

დავით სარაჯიშვილი 1911 წელს, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. მისმა ანდერძმა კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა საზოგადოება. ანდერძის თანახმად, მრავალმილიონიანი ქონების უდიდესი ნაწილი ქართველი ერის განვითარებას უნდა მოხმარებოდა. სახლი კი თავის მეუღლეს, ეკატერინე ფორაქიშვილს უანდერძა. თუმცა, არსებობდა მეორე მოსაზრებაც, რომლის მიხედვითაც დავით სარაჯიშვილის სურვილი იყო, რომ ეს სახლი ხალხური რეწვის ნიმუშების საგამოფენო სივრცედ ქცეულიყო. ეს ცნობა იმდროინდელ რუსულ გაზეთში “Тифлисский Листок” - ში (1911.26.VI N.143) გამოქვეყნდა, რომელიც ქართულ გაზეთს იშველიებდა ამ ინფორმაციის დასადასტურებლად. ანდერძის შესაბამისად, გარდაცვალების შემდეგ სახლში ეკატერინე და მისი ძმა ადამ ფორაქიშვილი ცხოვრობდნენ. ეკატერინეს გარდაცვალების შემდეგ 1916 წ., ფინანსური პრობლემების გამო ადამ ფორაქიშვილი იძულებული გახდა სახლი აუქციონზე გასაყიდად გაეტანა; 1918 წელს ქართული საზოგადოების თხოვნით იგი ცნობილმა ქართველმა მრეწველმა და მეცენატმა აკაკი ხოშტარიამ (1873-1932) შეიძინა. მან, თავის მხრივ, კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა დავით სარაჯიშვილის სახლი, იტალიიდან ჩამოტანილი ლომის ქანდაკებებითა და ანტიკური ნივთებით მორთო იგი. მანვე მოაწყო საზაფხულო და ზამთრის ბაღები.

1921 წლის თებერვალში საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, აკაკი ხოშტარია იძულებული გახდა, დაეტოვებინა ქვეყანა და ემიგრაციაში წასულიყო. იმავე წლის 28 თებერვალს, ანუ გასაბჭოებიდან მესამე დღეს, საქართველოს რევოლუციურმა კომიტეტმა დავით სარაჯიშვილის სახლად ცნობილი შენობა, პაოლო იაშვილის ინიციატივითა და საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის დადგენილებით, ქართველ მწერლებსა და ხელოვანებს გადასცა. 20-იან წლებში ამ სახლს ხელოვნების სასახლეს უწოდებდნენ კიდეც. 1925-1926 წლის „ცნობათა კრებულში“, რომელიც ტიციან ტაბიძის რედაქციით გამოვიდა, ვკითხულობთ: „ხელოვნების სასახლე დაარსებულია 1921 წელს გასაბჭოების პირველ დღეებში. მწერალთა კავშირის დელეგაციის მიმართვის თანახმად სარევოლუციო კომიტეტმა განსაკუთრებული დეკრეტით ყოფილი სარაჯიშვილების სახლი, შემდეგ აკაკი ხოშტარიასი, გამოაცხადა ხელოვნების სასახლედ. ხელოვნების სასახლე იმყოფება ივ. მაჩაბლის N 13. ხელოვნების სასახლეს განაგებს სრულიად საქართველოს ხელოვანთა კავშირის კომიტეტი, რომელშიაც შედიან წარმომადგენლები ყველა სექციებისა“. მალე, 1923 წელს ხელოვანთა კავშირს მწერალთა კავშირი ცალკე ორგანოდ გამოეყო და 2007 წლამდე ეს სახლი მწერალთა კავშირს ეკუთვნოდა. პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, მიხეილ ჯავახიშვილი, გალაკტიონ ტაბიძე, კონსტანტინე გამსახურდია, გიორგი ქუჩიშვილი ეს სულ მცირედი ჩამონათვალია იმ მწერლებისა, ვისი ხილვაც ამ სახლში იყო შესაძლებელი. სხვადასხვა დროს მწერალთა კავშირის თავმჯდომარეები იყვნენ კოტე მაყაშვილი, სიმონ ჩიქოვანი, გიორგი ლეონიძე, ირაკლი აბაშიძე, გრიგოლ აბაშიძე, ნოდარ დუმბაძე, მუხრან მაჭავარიანი, გურამ ფანჯიკიძე, შოთა ნიშნიანიძე და სხვები.

სარაჯიშვილისეული სახლი წლების მანძილზე მრავალი ისტორიული მოვლენის ეპიცენტრი იყო, რაც კიდევ უფრო ზრდის მის მემორიალურ მნიშვნელობას. თუმცა, კარგი და საინტერესო მოვლენებისა და შეხვედრების გარდა ამ სახლთან არაერთი დრამატული ისტორიაცაა დაკავშირებული. ყველაზე ტრაგიკული 1936-38 წლების დიდი ტერორია, როცა მწერლებს ერთმანეთისთვის აქვე გამართულ კრებებზე გამოჰქონდთ განაჩენი. 1937 წლის 22 ივლისს პაოლო იაშვილმა ამ შენობის მეორე სართულზე, ერთ-ერთი ასეთი სხდომის მიმდინარეობისას სანადირო თოფით მოიკლა თავი. ტერორი, დასმენები, აბსურდული ბრალდებები მწერლებს აიძულებდა თავის გადასარჩენად ან ჩუმად ყოფილიყვნენ, ან მიეღოთ სისტემის მიერ შემოთავაზებული თამაშის წესები. ბევრმა ვერ გაუძლო ამ მძიმე წნეხს. პაოლო იაშვილის დაკრძალვას მისი მეგობრებიდან კოლაუ ნადირაძის გარდა არავინ დასწრებია. რეპრესიები დიდხანს გრძელდებოდა და მხოლოდ XX საუკუნის 60-იან წლებში შეწყდა.


ბმული -
* http://writershouse.ge/geo/index

Smile
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
 
მწერალთა სახლი - Writers’ House of Georgia
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მართალს ვიტყვი, შევიქნები ტყუილისა მოამბე რად?-
Jump to: