არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი - Tbilisi International Film Festival

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი - Tbilisi International Film Festival   Sun Nov 16, 2014 7:57 pm



თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ისტორია

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი 2000 წელს დაარსდა. პირველი ორი წლის განმავლობაში ის ხელოვნების ფესტივალის "საჩუქრის" ფარგლებში ტარდებოდა, რომელსაც ბევრი სპონსორი და მხარდამჭერი ჰყავდა და, შესაბამისად, კინოფესტივალის პროგრამაც ძალზე მრავალფეროვანი და საინტერესო იყო. 2002 წელს "საჩუქარს" დახურვის საფრთხე დაემუქრა, ამიტომ რამდენიმე თანამოაზრემ (გაგა ჩხეიძე, ნინო ანჯაფარიძე, ლაშა ბაქრაძე, დავით ბუხრიკიძე, ბესიკ დანელია, გუგა კოტეტიშვილი, გაგა ლომიძე, გიორგი ყაჯრიშვილი) კინოხელოვნების ცენტრი "პრომეთე" დააარსა, რომლის საქმიანობის მთავარი მიზანი, სხვა პროექტების განხორციელების გარდა, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის შენარჩუნება იყო. 2002 წელს კინოხელოვნების ცენტრმა "პრომეთემ" კინოფესტივალი დამოუკიდებლად, მწირი ფინანსებით ჩაატარა.

დროთა განმავლობაში "პრომეთემ" თავისი საქმიანობით სახელმწიფო სტრუქტურების დაინტერესებაც შეძლო. 2004 წელს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კერძო სპონსორებთან ერთად საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა დააფინანსა, მომდევნო წლებში კინოცენტრს თბილისის მერია და კულტურის სამინისტროც შეუერთდა.

კინოფესტივალის მთავარი მიზანია, მაყურებელს გააცნოს მსოფლიო და ქართული კინემატოგრაფიის ახალი, მაღალი მხატვრული ღირებულების მქონე ნამუშევრები, მსოფლიო კინოს ახალი ტენდენციები და ხელი შეუწყოს ქართული კინოინდუსტრიის განვითარებას.

პროფესიული შეხვედრები, უორკშოპები, მასტერკლასები, რეტროსპექტივები და სხვა ინდუსტრიული ღონისძიებები, რომლებიც ყოველწლიურად იმართება ფესტივალის ფარგლებში, სტიმულს აძლევს ახალგაზრდა კინემატოგრაფისტების ნიჭისა და შემოქმედებითი ხედვის განვითარებას. ჩვენ ვისწრაფით, რომ კინოფესტივალი სამხრეთ კავკასიაში რეჟისორების, პროდიუსერების, გაყიდვების აგენტებისა და დისტრიბუტორების თავშეყრის ადგილი გახდეს. თავისი არსებობის მანძილზე ფესტივალმა საერთაშორისო მასშტაბით დიდი მნიშვნელობა შეიძინა. წლიდან წლამდე მატულობს ფესტივალზე ფილმის წარდგენისა და მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა.

საერთაშორისო კონკურსი
ფესტივალის ძირითადი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია ახალი თაობის ევროპელი რეჟისორების სადებიუტო და მეორე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსი. საკონკურსო ფილმებს 5 წევრისგან შემდგარი საერთაშორისო ჟიური აფასებს და გამარჯვებულებს ფესტივალის ოფიციალურ პრიზებს გადასცემს.

იმის გამო, რომ თბილისის კინოფესტივალი დეკემბერში ტარდება, ჩვენ საშუალება გვაქვს კონკურსისთვის წლის საუკეთესო სადებიუტო ფილმები შევარჩიოთ, რომლებმაც უკვე მოიპოვეს გარკვეული წარმატება მსოფლიოს სხვა დიდ თუ პატარა კინოფესტივალებზე.

პრიზები
საერთაშორისო კონკურსის მონაწილეთათვის დაწესებულია ორი ოფიციალური პრიზი: ოქროს პრომეთე საუკეთესო ფილმისთვის და ვერხლის პრომეთე საუკეთესო რეჟისურისთვის. (კინოფესტივალის 10 წლისთავზე პრომეთეს ქანდაკებამ სახე იცვალა - გია ჯაფარიძის სკულპტურა თამარ კვესიტაძის მიერ დამზადებულმა პრიზმა შეცვალა.) გარდა ამისა, კინოფესტივალზე ყოველ წელს გაიცემა არაოფიციალური პრიზები, როგორიც არის, მაგალითად, სერგო ფარაჯანოვის სახელობის პრიზი განსაკუთრებული კინოესთეტიკისთვის. პრიზების დაწესება შეუძლიათ სხვადასხვა ორგანიზაციებსაც. მაგალითად, 2011 წელს საქართველოს ბანკმა დააწესა პრიზი „ქართულ პანორამაში" წარმოდგენილი საუკეთესო ქართული ფილმისთვის, რომელიც ჟიურის გადაწყვეტილებით რეჟისორ ნანა ჯანელიძეს მიენიჭა ფილმისთვის „ნეტავი იქ თეატრი არის?!".

საკონკურსო პროგრამის გარდა, ფესტივალის ძირითადი სექციებია:

ევროპული კინოს ფორუმი
თბილისის საერთაშრისო კინოფესტივალი თავიდანვე ჩაფიქრებული იყო, როგორც ევროპული კინოს ფესტივალი, ამიტომ მისი ერთ-ერთი მთავარი პროგრამაა „ევროპული კინოს ფორუმი". ამ პროგრამაში წარმოდგენილია ბოლო ორი წლის საუკეთესო ევროპული ფილმები, რომლებიც მსოფლიოს წამყვანი კინოფესტივალების (სან-დენსი, როტერდამი, ბერლინი, კანი, კარლოვი ვარი, ლოკარნო, ვენეცია, სან-სებასტიანი და სხვა) პროგრამებიდან არის შერჩეული.

ჰორიზონტები
ეს სექციაა აერთიანებს ბოლო ორი წლის საუკეთესო ფილმებს აზიიდან, აფრიკიდან, ავსტრალიიდან და ჩრდილოეთი და სამხრეთი ამერიკიდან.

ქართული პანორამა
თბილისის საერთაშრისო კინოფესტივალი დიდი ყურადღებით ეკიდება ქართული კინოს სიახლეებს და ყოველწლიურად ქართველ და უცხოელ მაყურებელს სექციაში „ქართული პანორამა" უახლეს ქართულ მხატვრულ, დოკუმენტურ და ანიმაციურ ფილმებს წარუდგენს. თბილისის კინოფესტივალმა ბევრ ნიჭიერ ქართველ კინემატოგრაფისტს გაუხსნა გზა მსოფლიო ასპარეზისკენ.

დამზადებულია გერმანიაში
დაწყებული 2005 წლიდან, თბილისის კინოფესტივალი თავის ერთგულ პარტნიორთან, საქართველოში გოეთეს ინსტიტუტთან ერთად ყოველწლიურად წარადგენს უახლესი გერმანული ფილმების პროგრამას „დამზადებულია გერმანიაში".

რეჟისორი ფოკუსში
ეს სექცია ფესტივალის სტუმარი კინორეჟისორის ფილმების მცირე რეტროსპექტივას სთავაზობს მაყურებელს. ფილმების ჩვენების შემდეგ აუდიტორიას ავტორთან შეხვედრის და მისთვის კითხვების დასმის საშუალება ეძლევა. ხშირად მოწვეული რეჟისორი მასტერკლასსაც მართავს სტუდენტებისა და სხვა დაინტერესებული პროფესიონალებისთვის.
2011 წელს ამ სექციას სტუმრობდა ცნობილი ფრანგი რეჟისორი ლეოს კარაქსი, წინა წლებში კი მისი სტუმრები იყვნენ: ჰიუ ჰადსონი, ულრიკე ოტინგერი, ბობ რაფელსონი, მაიკ ლი, ჯო რაიტი, პატრიკ კაზალსი, ჰარუტიუნ ხაჩატრიანი.

სპეციალური ჩვენება
ყოველ წელს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს კინოს სამყაროს არაერთი ცნობილი წარმომადგენელი სტუმრობს - რეჟისორები, ოპერატორები, მსახიობები და პროდიუსერები. სექცია „სპეციალური ჩვენება" წარადგენს მათი შემოქმედებიდან შერჩეულ ერთ ან რამდენიმე ფილმს, რასაც მოყვება შეხვედრა აუდიტორიასთან.
გარდა ამისა, კინოფესტივალი შეძლებისდაგვარად ცდილობს, პატივი მიაგოს დამსახურებული ქართველი კინომოღვაწეების შემოქმედებას. მაგალითად, „სპეციალურ ჩვენებაში" წარმოდგენილი პროგრამით სხვადასხვა დროს აღინიშნა ნატა ვაჩნაძისა და მიხეილ კალატოზიშვილის 100 წლის იუბილე, სერგო ფარაჯანოვის 80 წლის იუბილე, მიხეილ კობახიძისა და ირაკლი კვირიკაძის 70 წლის იუბილე.

Pitch.Doc
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ერთ-ერთ მიზანს საქართველოში და ამიერკავკასიის რეგიონში კინოინდუსტრიის განვითარების სხვადასხვა გზით ხელშეწყობა შეადგენს. ამ მიზნით ფესტივალის ფარგლებში 2009 წლიდან ტარდება ინდუსტრიული სახის ღონისძიება Pitch.Doc, რომლის ორგანიზატორია დოკუმენტური ფილმების საპროდიუსერო კომპანია „საქდოკ ფილმი".
Pitch.Doc საშუალებას აძლევს კონკურსის წესით შერჩეულ მონაწილეებს, ორდღიანი ტრენინგის განმავლობაში დახვეწონ თავიანთი დოკუმენტური კინოპროექტები გამოცდილი პროფესიონალების რჩევების გათვალისწინებით და შემდეგ საერთაშორისო კომისიას წარუდგინონ, რომელიც ცნობილი კინოდოკუმენტალისტების, საერთაშორისო ფონდებისა და ტელევიზიების წარმომადგენლებისგან შედგება.
სხვადასხვა წლებში Pitch.Doc-ში მონაწილეობდნენ კინოდოკუმენტალისტები შემდეგი ქვეყნებიდან: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა, თურქეთი, ბულგარეთი, რუმინეთი.

***

გასული 12 წლის მანძილზე ფესტივალმა 500-ზე მეტ რეჟისორს, მსახიობს, კინომცოდნესა თუ პროდიუსერს უმასპინძლა. ამ წლების განმავლობაში ფესტივალის სტუმრები იყვნენ კინოს სფეროს ისეთი ცნობილი წარმომადგენლები, როგორებიც არიან ბობ რაფელსონი, ვანესა რედგრეივი, ლეოს კარაქსი, გრეტა სკაკი, მაიკ ლი, ქშიშტოფ ზანუსი, მიკა კაურისმიაკი, ფრანკო ნერო, ბრუნო დიუმონი, ჰიუ ჰადსონი, ჯაფარ პანაჰი, მარიამ დ'აბო, ფრენკ როდამი, სერგეი სოლოვიოვი, იესიმ უსტაოღლუ, ჰელმა ზანდერს-ბრამსი, ჯო რაითი, ჯიმ სტარკი და სხვები. აგრეთვე, უცხოეთში მოღვაწე ქართველი კინემატოგრაფისტები: ოთარ იოსელიანი, მიხეილ კობახიძე, ირაკლი კვირიკაძე, ნანა ჯორჯაძე, ნინო კირთაძე, მიხეილ კალატოზიშვილი, დიტო ცინცაძე, მერაბ ნინიძე და სხვები.

ფესტივალის მთავარი პარტნიორია ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი. ფესტივალის ორგანიზატორებს მუდმივად უწევენ კონსულტაციას ბერლინალეს „ახალი კინოს ფორუმის" დამაარსებლები ერიკა და ულრიხ გრეგორები, აგრეთვე სხვა საერთაშორისო კინოფესტივალების დირექტორები, ცნობილი მსახიობები, პროდიუსერები და ამ სფეროს აღიარებული პროფესიონალები. კინოფესტივალი თანამშრომლობს საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, გოეთეს ინსტიტუტთან და ფრანგულ ინსტიტუტთან, აგრეთვე ისეთ საერთაშორისო გამოცემებთან, როგორიცაა Hollywood Reporter და Screen Daily.

ბმული -
* http://tbilisifilmfestival.ge/index.php?lang=1
* https://www.facebook.com/TbilisiFilmFestival/timeline
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი - Tbilisi International Film Festival   Fri Nov 21, 2014 12:38 pm

თბილისის ინდუსტრიული დღეები

2014 - 11 11 2014

3-5 დეკემბერი
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი მოხარულია გაცნობოთ ინდუსტრიული დღეების პირველი გამოშვების გახსნის შესახებ.
ქართულ კინოში ბოლო წლებში საგრძნობი გამოცოცხლება შეინიშნება, რასაც მსოფლიოს სხვადასხვა ფესტივალებზე მიღებული პრიზებიც მოწმობს.
მხოლოდ 2014 წელს ათი ქართული ფილმი აჩვენეს მსოფლიოს წამყვან კინოფესტივალებზე ბერლინში, ვენეციაში, სტოკჰოლმში, ჩიკაგოში და ა.შ. ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი სპეციალურ რეტროსპექტივას ატარებს ქართული კინოს შესახებ, ბუსანის საერთაშორისო კინოფესტივალმა ( სამხრეთ კორეა) კი ქართველ ქალ რეჟისორებს სპეციალური სექცია მიუძღვნა.
ამ ფონზე, ვფიქრობთ დროა გავაფართოვოთ ჩვენი ინდუსტრიული პროგრამა და ფესტივალი ვაქციოთ ერთგვარ პლატფორმად კინოპროფესიონალებისთვის სამხრეთ კავკასიასა და მის ფარგლებს გარეთ. გეპატიჟებით ინდუსტრიულ შეხვედრებზე, სადაც თქვენ შეძლებთ:
მიიღოთ უახლესი ინფორმაცია სწრაფადგანვითარებადი ქართული კინოინდუსტრიის შესახებ: შეხვდეთ ახალგაზრდა, ნიჭიერ ადამიანებს, გაეცნოთ საქართველოში გადაღებისა და კო-პროდუქციის შესაძლებლობებს.
შეხვდეთ რეგიონალურ და საერთაშორისო კინოპროფესიონალებს ჩვენს ყოველდღიურ ღონისძიებებზე და ისიამოვნოთ ქართული სტუმართმოყვარეობით.
განიხილოთ თემატური საკითხები სტუმრებთან და ახალგაზდა ტალანტებთან ერთად პანელ-დისკუსიებზე.
ასევე, გიწვევთ ფილმების ჩვენებებზე, სპეციალურ ღონისძიებებსა და დისკუსიებზე, რომლებიც ფესტივალის ფარგლებში გაიმართება .
რეგისტრაციისთვის გთხოვთ მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე: office@tbilisifilmfestival.ge , სათაური- "Industry Days”.
ფესტივალისა და პროგრამის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ჩვენი ვებგვერდი: www.tbilisifilmfestival.ge

პროგრამა

ოთხშაბათი, 3 დეკემბერი
10 ახალი ქართული ფილმის პროექტის ფიჩინგის სესია: პრეზენტაციას საერთაშორისო ჟიური შეაფასებს, გამარჯვებული პროექტი 3000 ლარით დაჯილდოვდება. პრიზი ქართული კინოს განვითარების ფონდმა დააწესა. ჟიურის თავმჯდომარე თურქი პროდუსერი ზეინეპ ატაკანი იქნება (ნური ბილგე ჯეილანის „ ზამთრის ძილი"). ფიჩინგ ტრენინგს მედიენბორდ ბერლინ-ბრანდერბურგის წარმომადგენელი ბრიგიტე მანთაი გაუძღვება (გერმანია).
საერთაშორისო კო-პროდუქციის შეხვედრები:
საერთაშორისო და რეგიონალურ პროდიუსერებსა და რეჟისორებს ექნებათ შანსი შეხვდნენ ერთმანეთს სასიამოვნო გარემოში და ესაუბრონ საკუთარ პროექტებზე, განიხილონ თანამშრომლობა. შესაძლებელია დაიგეგმოს პერსონალური შეხვედრებიც.
საუკეთესო ფიჩინგის დაჯილდოების ცერემონია
საღამოს კოქტეილი

ხუთშაბათი, 4 დეკემბერი
პრეზენტაცია საერთაშორისო კინოპროფესიონალებისთვის: კინოს გადაღება საქართველოში (დაფინანსების შესაძლებლობები და ლოჯისტიკა- საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი).
პრეზენტაცია საქართველოში გადაღების შესახებ: როგორ დავაზღვიოთ კინოწარმოება.
პანელ-დისკუსიები
საღამოს კოქტეილი

პარასკევი 5 დეკემბერი
ქართული რეგიონალური კინოს კონფერენცია: რეგიონალური კინოთეატრებისა და კინოჩვენებების ქსელის შექმნა, როგორც პირველი ნაბიჯი ქართული კინო ბაზრის აღორძინებისთვის.
პანელ დისკუსიები
საღამოს კოქტეილი


ფესტივალის შესახებ:
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი 2000 წელს დაარსდა და ის ყველაზე მნიშვნელოვანი კინომოვლენაა საქართველოში. ფესტივალი ყოველწლიურად, დეკემბრის დასაწყისში იმართება და მისი ორგანიზატორი კინოხელოვნების ცენტრი პროემეთეა. ფესტივალი საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამა წარმოგიდგენთ საუკეთესო თანამედროვე ფილმებს ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბით.

ბმული -
*http://www.gnfc.ge/geo/news/430

::
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
 
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი - Tbilisi International Film Festival
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მზერის გადანაცვლება :: კინო არმურზე: კამერითაც ცხონდების კაცი-
Jump to: