არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 დათო კრაწაშვილი(ლექსები და ნახატები)

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Eka Chichua
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 27
Age : 29
Location : Georgia, Tbilisi
Job/hobbies : Manager / Literature, poetry
Humor : Extrovert
Registration date : 14.09.14

PostSubject: დათო კრაწაშვილი(ლექსები და ნახატები)   Tue Sep 30, 2014 5:42 pm

დათო კრაწაშვილი - David Kratsashvili (1963 - 1980)


17 წლის მხატვრის - ფენომენალური ნიჭით აღფრთოვანებულმა ჰოლანდიელმა ასტროლოგებმა, ერთ-ერთ ახლადაღმოჩენილ პლანეტას - დათო კრაწაშვილის სახელი უწოდეს. მას შემდეგ - ცისკაბადონზე ციმციმებს ვარსკვლავი, სახელად - "დათო"!...

იგი - პატარა გენიოსი იყო. წერდა, ხატავდა, მღეროდა. სამწუხაროდ, ძალიან ახალგაზრდა - 17 წლისა გარდაიცვალა.
დაიბადა თბილისში - 1963 წლის 9 ივლისს. მამა, მუსიკოსი და ჟურნალისტი გიორგი კრაწაშვილი, წარმოშობით სიღნაღის რაიონის - სოფელ ნუკრიანიდან იყო.
სწავლობდა 31-ე სამხატვრო სკოლაში. დაამთავრა თბილისის მეორე ექსპერიმენტალური სკოლა და ვანო სარაჯიშვილის სახელობის, სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებული მუსიკალური ათწლედი - ფორტეპიანოს განხრით.
ამავე წელს, თბილისის, იაკობ ნიკოლაძის სახელობის - სამხატვრო სასწავლებლის, ფერწერის განყოფილებაზე - ჩაირიცხა, რომლის მხოლოდ ორი კურსის დასრულება მოასწრო.
1979 წელს, თბილისის ხელოვნების მუშაკთა სახლში მოწყობილ - არასაკურსო ნამუშევართა გამოფენაზე, დათო დაჯილდოვდა სიგელით და პრიზით - “ვენერა”, საუკეთესო კომპოზიციისათვის - “წვიმიანი დღე”. ეს იყო - მისი პირველი და სიცოცხლეში ერთადერთი აღიარება.
მის - მოაზროვნე სურათებში: “ცხოვრების წრე”, “ავდარი დასავლეთში”, “გალაკტიონი”, “ბარათაშვილი”, “ბეთჰოვენი”, “მათხოვარი”, “ადამიანი და სამყარო”, “დაბადება”… საოცრად ღრმა - ფილოსოფიური აზრი დევს... საერთოდ - მისი ყველა ნამუშევარი განსაკურებულია(მათ შორის ჩანახატებიც)... მითუმეტეს - მისი ასაკისთვის... მართლაც - რომ გენიალურია!...
1980 წლის - 13 ივლისს, დათო კრაწაშვილი - ოპერაციის შემდგომი გართულებით გარდაიცვალა.
დათომ დატოვა 1000-მდე ფერწერული, გრაფიკული ნამუშევარი, 35 ლექსი და 10-მდე დღიური. არ შემორჩენილა მისი მუსიკალური იმპროვიზაციები, რადგან არასოდეს გადაჰქონდა ისინი სანოტო რვეულში.
საბედნიეროდ, შემორჩა მისი თავისუფალი თემები - ქართულ ლიტერატურაში: “ჩემი მეგობარი!” და “ვინ ვარ მე?!”... “და მაინც, ვინ ვარ ახლა მე? ადამიანი, რომელსაც აქვს მხოლოდ თავისთვის შედგენილი კანონები. ეს კანონები მხოლოდ მისთვის არის გასაგები და ასატანი. სხვა ვერც ერთი ადამიანი ამ კანონებით ვერ იცხოვრებს. ეს ადამიანი არ აქცევს ყურადღებას ჩაცმას, ხალხს, მათ აზრებს, რომლებიც ეწინააღმდეგება მისას. მასში არ იწვევს ტრაგედიას ან სიხარულს ყველაფერი ის, რაც სხვისთვის ძნელი ასატან-გადასატანია. ანდა, პირიქით, იწვევს… ჩემი სურვილები მიმდინარე სასწავლო წელთან დაკავშირებით ბევრი იყო. კერძოდ, მინდოდა, სალაპარაკო ლექსიკონიდან ცუდი სიტყვები ამომეშალა, კარგ ნიშნებზე მესწავლა და, რაც მთავარია, მეგობრული დამოკიდებულება მქონოდა თანაკლასელებთან. როცა კარგად მოვიქცევი, დღის რეჟიმს დავიცავ და კარგ ნიშნებს მივიღებ, მშობლები კარგად მეპყრობიან და ბევრ რამესაც დამპირდებიან ხოლმე, თუმცა, უმეტესობა არ სრულდება. რატომ? იმიტომ, რომ მეორე, მესამე ან სულაც ერთი კვირის შემდეგ სამიანს “მივართმევ” მათ და ყველა დაპირებაც საპნის ბუშტივით ქრება… ჩემდა “საუბედუროდ”, დაბადებიდანვე ხატვისა და მწერლობის ნიჭი “დამბრალდა”. ჰოდა, კლასში ხშირად მავალებენ კედლის გაზეთისა და ალბომების გაფორმებას. ეს არც ისე რთულია, მაგრამ ბევრია!”.

სიღნაღის ნახატების გალერეაში, პიკასოს ნამუშევრების შემდეგ, დათო კრაწაშვილის - 65 ნახატი გამოიფინა.

“დიდია მწუხარება, მაგრამ ტალანტი არ კვდება!”
ელგუჯა ამაშუკელი.

“დათუნა, გაუმარჯოს შენს უკვდავებას - ქართულ ხელოვნებაში!”
გურამ ფანჯიკიძე

“დათო კრაწაშვილის სახელი დარჩება - დიდ ხელოვნებაში ყველაზე ადრეული შესვლის მაგალითად!”
ვერა ალექსეევა(რუსი ხელოვნებათმცოდნე).

“ეს ბიჭი გენიოსი იყო და მადლობა შევწიროთ ღმერთს, რომ დათომ - ჩვენს აღტაცებაში მოსაყვანად... თავისი გენის ნაწილი დაგვიტოვა!”
მაქს გეიტორი(ამერიკელი ხელოვნებათმცოდნე).
____




ძალიან მიყვარს, ამ გენიალური ბავშვის - ნახატები და ლექსები!... ❤
გთხოვთ, თუ ვინმეს გაქვთ - სხვა ლექსები, დაამატეთ!...
(ნახატებსაც დავდებ(რასაც - მოვიძიებ))...


დათოს სახელოსნო
.
კედლები მოხატული,
"პოლი" მოთხუპნული,
აქა-იქ ყრია
ჩემი პალიტრები.
შავი პიანინო
ძველი და დასვრილი
და ზედ ბროწეული,
ვაშლი, სულ წითელი.
ნახეთ, აგერ გდია
გადაჭრილი "გუბკა",
კედელს მილურსმულა
ტელეფონის "ტრუბკა",
თიხის ქოთნები და
თუნგის ჭურჭელი ხომ
მეც და თქვენც გეყოფათ,
აქ მე იმდენი მაქვს.
ტილოებიც არის...
მეტი რაღა მინდა,
ქვემოთ დააფერფლეთ
სიგარეტი,
...როგორც გინდათ!!!
რაო, თქვენ რას ამბობთ,
ვერ ხარ სახერხოთო?
რა ვქნა, ასეთია
ჩემი სახელოსნო.
1980 წ.


აი, რა სწყინდა დათოს...
.
ეს ერთი ღამეც თეთრად
მათენდება,
გარეთ წვიმს...
მოვა ერთად დღე და დაფეთება,
აი, ეს მწყინს!
ეს პორტრეტი სხვისთვის მენანება;
ისევ წვიმს...
ყველა ხვრელში კაცი
რომ ვერ ეტევა...
აი, ეს მწყინს!
კიდევ ბევრი მწყინს,
რაც რითმში ვერ ეტევა;
ნუთუ ისევ წვიმს?!
საათიც რომ თავის რითმში
ვერ ეტევა...
აი, ეს მწყინს!!!
აი, ეს მწყინს!!!
1980 წ.

*
გაირბენს დრო, ჩაივლის წყლები,
საათი დარეკს, და ისიც მოვა.
გამიფრინდება ბავშვობის წლები,
მოვა ზაფხული და შემოდგომა.

შემოდგომაზე დავხატავ სურათს
და მე ეს ტილო გამითქვამს სახელს,
დაველოდები მერე ცივ ზამთარს,
და მაინც ბოლო ნახატი მამხელს.

მოვა ზამთარი, გამოიცვლებით,
ჩაიძირებით მოგონებებში…
ოთახში ჩუმად გარდავიცვლები
ჩემი პალიტრით და ფუნჯით ხელში.

გასვენების დღეს იქნება წვიმა.
წვეთები უკვე წუწუნს იწყებენ,
მიმაბარებენ თბილისის მიწას
და მერე ალბათ… დამივიწყებენ...

*
აბა გაზაფხულზე რა უნდა მარტოობას,
გიპოვი სადმე და ქვეყანას დაგიმტკიცებ,
მე შენი თვალებით შევხედავ სამყაროს.
არ გჯერა?
თუ გინდა იებზე დაგიფიცებ,
”პატარა იების სიცოცხლეს გეფიცები,
მათ ახლად ახელილ თვალებს”.
ო! ისე ლამაზად მეყვარები,
შენს თავს შენ თვითონვე შეგაყვარებ,
არა გაზაფხულზე რა უნდა მარტოობას,
გიპოვი სადმე და ქვეყანას დაგიმტკიცებ.
მე შენი თვალებით შევხედავ ყვავილებს.
არ გჯერა? თუ გინდა იებზე დაგიფიცებ,
”პატარა იების სიცოცხლეს გეფიცები,
მათ ახლად ახელილ თვალებს”.


Last edited by Eka Chichua on Tue Nov 11, 2014 8:54 pm; edited 6 times in total
Back to top Go down
View user profile http://maksi-m-a.wix.com/eka777
Eka Chichua
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 27
Age : 29
Location : Georgia, Tbilisi
Job/hobbies : Manager / Literature, poetry
Humor : Extrovert
Registration date : 14.09.14

PostSubject: დათო კრაწაშვილი   Wed Oct 01, 2014 9:29 pm


ანდრია დავითაშვილი

ყოველდღიურობის წარმოსახვითობა(დათო კრაწაშვილი)
.
1970-იანი წლები უჩვეულო ნოვაციებით ხასითდებოდა. ცხადია, საბჭოეთს ვგულისხმობ. იმ საბჭოეთს, რომლის კულტურაში მოღვაწეებისადმი დღეს უკვე ბევრს გაუჩნდა ნოსტალგია. რას იზამ, უტოპია იზიდავს ადამიანებს!
ის წარმოდგენილი ტექსტი, ანუ, სოციალურობის ველი, რომელშიც ჩვენ, გადამდგარ ჰომო სოვიეტიკუსებს გვიწევდა ყოფნა (და არა ცხოვრება!), რაღაცნაირად გულისხმობდა ჭეშმარიტებისა და ამომწურაობის პერსპექტივას. დღეს ეს ყოველივე სასაცილოა! მაგრამ უფრო სასაცილოა (სატირალი რომ არ იყოს!), ის ახალი უტოპია, რომელსაც დღეს გვთავაზობენ. ამ რეალობაში, ძნელია წარმოდგენა იმისა, თუ რა გზას გაუდგებოდა ერთი ძალიან ნიჭიერი ბიჭი, სახელად დათო, გვარად – კრაწაშვილი…
მე მას პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ არა მგონია ქუჩის ბიჭი ყოფილიყო! თუმცა, ალბათ, ქუჩასაც იცნობდა… ქუჩას, ანუ… ყოველდღიურობას! ნიცშესი არ იყოს, ყველა დიადი საკითხი ქუჩაში წყდებაო! და მაინც, მან ვერ მოასწრო ქუჩაში, ანუ, ყოველდღიურობაში გასვლა! იმ ხსენებულ (თუ უხსენებელ) ეპოქაში, რომელსაც “უძრაობის ხანა” შეარქვეს, სინამდვილეში არაფერი ყოფილა ბოლომდე უძრავი და გაყინული, ერთ ადგილას გაჩერებული.
ეს იყო ბუნებრივი გაგრძელება ეგრეთწოდებული ხრუშჩოვისეული “ოტტეპელისა”, ამ საბჭოური ექსისტენციური შატალოსი, რომელმაც ბევრ აბეზარ ბავშვს მისცა
საშუალება გამოპარულიყო კანონიკური გაკვეთილებიდან და ქუჩაში გამოსულიყო, თავისუფლად ეთამაშა კლასობანა…
თუმცა, ეს საუბარი უფრო 60-იან წლებს უხდება, როცა დათო სულ პატარა იყო… “კლასობანას” მიღმა რომელი ავტორი და რომელი ნამუშევარიც ვიგულისხმე, გათვითცნობიერებული მკითხველი ისედაც მიხვდება.
დათო კრაწაშვილიც გაკვეთილებიდან იპარებოდა. და ხატავდა… თანაც, ხატავდა ყოველდღიურობას. ის არ იყო იმ დროისთვის ერთი გოგონასავით მიღებული და აღიარებული ვუნდერკინდი, თუ აქსელერატი. უბრალოდ, ხატავდა…
ხატავდა ერთი შეხედვით ჩვეულებრივ მოწაფურ ნატურმორტებს, ჟანრულ სცენებსაც ხატავდა. პორტრეტისმაგვარ სურათებსაც… არავითარი სიმბოლოები და ფანტასმაგორიები! თითქოსდა, ამჯერაც უმწიფარ ნამუშევრებში არც არაფერი იყო გამორჩეული.
ასე მუშაობდა სამხატვრო სკოლის ბევრი მუყაითი მოწაფე, მაგრამ მას მაინც მოსდგამდა ერთგვარი მიდრეკილებაც ასოციაციური აზროვნებისაკენ, მეტაფორული ენისკენ.
მოკლედ, ის თავიდანვე ემზადებოდა მხატვრობისათვის და ეტყობა შინაგანი რწმენა, თუნდაც ინფანტილური ამბიციაც ჰქონდა საიმისოდ, რათა თავი მოეაზრებინა გარკვეულ არტისტულ კონტექსტებში.
სამწუხაროდ, არ დასცალდა…
პირველი, რაც მის ნამუშევრებში გიზიდავს, ესაა მოტივის გრძნობა, გნებავთ, მოტივიზაცია. მის ბანალურ ნატურმორტებშიც კი გამოსჭვივის საგნებზე, უკეთ: ნივთებზე მიყურადების უნარი. და კულტურაც, ამ საგნების თითქოსდა ტრივიალურ დალაგებაში მათი გადალაგების პოტენციისა. ბავშვებს საერთოდ სჩვევიათ საგანთა გადალაგება.
ბოლოს და ბოლოს, ხელოვნებაც ხომ საგანთა არა დალაგება, არამედ გადალაგებაა.
…ამიტომაცაა ყველა ნამდვილი მხატვარი დიდი ბავშვი, თამაშ-თამაშ რომ გადააწყობს სამყაროს და დათოც ასეთ მხატვრად უნდა ჩამოყალიბებულიყო.
მხატვრობა სამყაროს სურათის სანაცვლოდ სურათის სამყაროს აღმოჩენაა, ანუ, სამყაროს ახალი წესრიგის შეთავაზება და დამკვიდრებაა. დათოს ამის ნიჭი აშკარად მოსდგამდა. თუმცა, ალბათ, ისიც სათქმელია, რომ მისი ნამუშევრებიდან ძალიან ძნელია ახალი წესრიგის საბოლოო ვარიანტის განჭვრეტა. მით უფრო, რომ ყმაწვილს, რომელმაც სულ რაღაც 16 წელი იცხოვრა ამქვეყნად, შეუძლებელია თავიდანვე ჰქონოდა გამომუშავებული მეტ-ნაკლებად სერიოზული სამომავლო გეგმა, როგორც ახლა ვამბობთ _ პროექტი.
ის ხატავდა დიდივით და ხატავდა ბავშვივით… ის ნამუშევრები, რომლითაც დათოს არსებობას შეგვახსენებენ ხოლმე, გარდამავალ ასაკშია შესრულებული. და მათში კარგად ჩანს ხიდი ინფანტილურ და თინეიჯერულ მსოფლშეგრძნებას შორის. სულაც არაა აუცილებელი ამ ნამუშევრებზე მსჯელობისას ზედმეტი ფილოსოფოსობა! კაცმა არ იცის, როგორი ტიპის მხატვრად გაიზრდებოდა. საით გაუხვევდა, თუ გადაუხვევდა. მის ნამუშევრებში იგრძნობა რაღაც უცნაური წყურვილი, რათა არა მხოლოდ არტისტულად, არამედ, სოციალურადაც მოერგო პროფესიული ტანსაცმელი. მთავარი ისაა, რომ მას ჰქონდა ფერწერაში ლირიკული ინტონირების ნიჭი. თუმცა, ეს ლირიკა არ ყოფილა წარმოსახვითი და უმისამართო.
საერთოდ, წარმოსახვები რომ პოეტურ განძად აქციო, გენიოსად უნდა დაიბადო. ისეთ გენიოსად, როგორიც გალაკტიონი იყო! თუმცა, ვინ იცის, ეგებ გალაკტიონიც არ ყოფილა გენიოსი! ეს ის გალაკტიონია, რომელსაც ინფანტილური გრაფიკული ოპუსი უძღვნა დათომ _ ბერმუხად ტრანსფორმირებული გალაკტიონის ასოციაციური ხატი.
წეღან კი დავაპირე დამეწერა, დათოს და მის თაობას დღევანდელი მხატვრებივით ბევრი ინფორმაცია არ ჰქონდა-მეთქი, მაგრამ, ის რაზეც ხელი მიუწვდებოდა, მისი ასაკისთვის შესაბამის ინტერპრეტაციას განიცდიდა. მას ქონდა აპრობირებული ჟანრული კლიშეებისა და როგორც ახლა ვიტყვით ხოლმე, არტისტული დისკურსების გემოვნებიანი გადათამაშების უნარი. მრავალი არტისტული ენა იგრძნობა მის ნამუშევრებში. უფრო ზუსტად, ამ ენათა დანალექი… ბევრ მათგანს გაცილებით უფრო საფუძვლიანი და დროში გაწელილი დალექვა სჭირდებოდა. მაგრამ ის, რაც მან შეძლო, სავსებით საკმარისია ერთი 16 წლის ბიჭისთვის, რომელიც შეიძლება სერიოზულ მხატვრად გაზრდილიყო! ერთი მოარული გამოთქმისა არ იყოს: ერთ პატიოსან ნიჭიერ ყმაწვილს კანონით მეტი არც მოეთხოვება! ისიც ნიშანდობლივია, რომ მას არ ჰქონია სპეციფიკური არტისტული გარემო. ის არც მხატვრების ოჯახში გაზრდილა და არც მოდურ ბომონდთან ჰქონია შეხება. ყველაფერს თავად იქმნიდა… და იქმოდა!
თავიდანვე ემზადებოდა მხატვრობისათვის. და ემზადებოდა ბედისწერასთან ღირსეული შეხვედრისთვისაც. მას ჰქონდა წინათგრძნობა, რომ დიდი დღე არ ეწერა ამ სოფელში ცხოვრებას. თუმცა, მგონი, არც ზესთასოფლის იმედზე აპირებდა, ალბათ, ყოფნას! ესეც ბუნებრივია! დაუჯერებელია, სიკვდილს ელოდეს 16 წლის ბიჭი! არანაირი პესიმისტური განწყობილებები მის სურათებში არ ჩანს. სამაგიეროდ, ჩანს მის პოეტურ ტექსტებში, რომელსაც ლექსს ძნელად თუ დავარქმევთ…
მის ფერწერასაც ძნელად დაარქმევს კაცი სურათს (სურათს კი _ ფერწერას). მიუხედავად ამისა, მათშია ჩანასახი იმ არტისტული პროფესიონალიზმისა, რომელსაც აღსრულება, საუბედუროდ, არ ეწერა! დღეს ამგვარი პროფესიონალიზმის საშინელი დეფიციტია ჩვენში.
ძალიან არ მინდა, ეს ტექსტი ნეკროლოგიურად იკითხებოდეს. ისიც ფაქტია, რომ დღეს დათო კრაწაშვილზე საუბარი გვიწევს უფრო იმის გამო, რომ ის ძალიან ადრე წავიდა ჩვენგან. და ეს იყო, უპირველეს ყოვლისა, დიდი ადამიანური უბედურება (და, უბედობა)!
მისი მემკვიდრეობა, რა თქმა უნდა, მწირია, და ვერასოდეს ვერ იქნება გათვალისწინებული ქართული მხატვრობის კონტექსტში. თუმცა, ხელოვნებას და სახელოვნებო აურას ხომ ასეთი ინდივიდებიც ქმნიან _ სოციალურად განუხორციელებელი არტისტები?! შემოქმედებითი უნარით დაბედებული ადამიანები მუდამ რაღაცას ტოვებენ. მერე რა, რომ ისინი ვერასოდეს შევლენ სპეციალურ ანთოლოგიებში! სამყაროში არაფერი იკარგება. არც ამ კონკრეტულ შემთხვევაშია რაიმე დაკარგული. ბოლოს და ბოლოს, დაკარგულიც თავისებური მონაპოვარია…
როგორც მახსოვს, მამარდაშვილი ამბობდა: ჩვენი სამყარო სავსეა ნახევრად დაბადებული ადამიანებითო… ხელოვნება ადამიანის, როგორც ბოლოვადი, სასრული არსების სრული დაბადების, ანუ ექსისტენციური განხორციელების ფუნდამენტური ფორმაა. და ის, ვინც ამ ფორმისკენ მიდის, არ შეიძლება უბედური იყოს!





დათო კრაწაშვილს
.
ყველაზე მძიმე ის ფიქრი ყოფილა
უთქმელი რომ რჩება გულში,
ყველაზე მძიმე ის სევდა ყოფილა
დიდხანს რომ ვინახავთ სულში.
შენ შენი ოცნება ქაღალდზე დახატე,
მე ლექსში ვეცადე მეთქვა,
ორივეს დაგვქონდა ლამაზი ნატვრები
და ვზრდიდით ოცნებას ფერადს.
შენ იყავ მდუმარე, ვით სვეტიცხოველი
დუმილიც ბევრ რამეს იტევს
და დიდი, წყლიანი, ლამაზი თვალებით
ხატავდი ბავშვობის სიზმრებს.
გიყვარდა რაფაელ და მიქელანჯელო,
გიყვარდა ოცნება ლურჯი,
შენ დადიოდი პატარა მეოცნებედ
და დიდი მხატვრების ფუნჯით.
და შენი სხეული ღრმა ფიქრებს იტევდა,
ჩქარობდი, ჩქარობდი ძლიერ. . .
უთქმელი რომ რჩება, ის ფიქრი ყოფილა
ამ ქვეყნად ყველაზე მძიმე.


Last edited by Eka Chichua on Thu Oct 02, 2014 2:37 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://maksi-m-a.wix.com/eka777
Eka Chichua
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 27
Age : 29
Location : Georgia, Tbilisi
Job/hobbies : Manager / Literature, poetry
Humor : Extrovert
Registration date : 14.09.14

PostSubject: დათო კრაწაშვილი   Wed Oct 01, 2014 9:32 pm




























































Last edited by Eka Chichua on Tue Nov 11, 2014 9:00 pm; edited 5 times in total
Back to top Go down
View user profile http://maksi-m-a.wix.com/eka777
Eka Chichua
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 27
Age : 29
Location : Georgia, Tbilisi
Job/hobbies : Manager / Literature, poetry
Humor : Extrovert
Registration date : 14.09.14

PostSubject: დათო კრაწაშვილი   Fri Oct 03, 2014 5:49 pm

































Last edited by Eka Chichua on Tue Nov 11, 2014 9:06 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://maksi-m-a.wix.com/eka777
Eka Chichua
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 27
Age : 29
Location : Georgia, Tbilisi
Job/hobbies : Manager / Literature, poetry
Humor : Extrovert
Registration date : 14.09.14

PostSubject: დათო კრაწაშვილი   Thu Oct 09, 2014 4:08 pm





















Back to top Go down
View user profile http://maksi-m-a.wix.com/eka777
Sponsored content




PostSubject: Re: დათო კრაწაშვილი(ლექსები და ნახატები)   Today at 4:01 am

Back to top Go down
 
დათო კრაწაშვილი(ლექსები და ნახატები)
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: