არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ნათია ავსაჯანიშვილი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4151
Registration date : 09.11.08

PostSubject: ნათია ავსაჯანიშვილი   Tue Aug 05, 2014 9:42 am



Natia Avsajanishvili

ნათია ავსაჯანიშვილი

„თაობები“
-- რას ეკითხებით ყველაზე ხშირად საკუთარ თავს, მაგრამ ჯერჯერობით ვერ პასუხობთ და კითხვა, რომლის პასუხი ზუსტად იცით (რაღა თქმა უნდა, ლიტერატურულ კითხვებს ვგულისხმობ).

ნათია ავსაჯანიშვილი
-- იმის გათვალისწინებით, რომ ლიტერატურა ამოუწურავი დარგია, კითხვები ჩნდება, ოღონდ არა ისეთი _ პასუხი თავად ვერ გავცე. პრინციპში, ალბათ იმიტომ, რომ ჩემთვის ყოველი ლიტერატურული ჟანრი, თემა, სტილი, იდეა, მეთოდი, მიმართულება და ა.შ. _ განურჩევლად ეპოქისა, როგორც ქვეყნის ისტორიული ძნელბედობის, ისე მისი სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ დაღმა და აღმავლობით პერიოდში შექმნილი _ გასაგებია. რამდენად ვიზიარებ ამა თუ იმ… _ ეგ, უკვე სხვა თემაა. რამდენადაც, ლიტერატურის ათვისება ხდება გონის საფეხურზე, შესაბამისად ლექსის რიტმი, ეპითეტი, თხრობა, მეტაფორა, სიტყვა, ემოციურობა და ა.შ. _ Mმიმაჩნია, რომ არ არის საკმარისი შესაფასებლად სრული აღქმისთვის თუ, ინტელექტუალური და სულიერი საწყისი არ ახლავს არსებულ მხატვრულ სინამდვილეს ან მეტყველებას. მიმიხვდით ალბათ, დაახლოებით რა დონის ლიტერატურაა ჩემთვის მისაღები…
რაც შეეხება კითხვას, რომლის პასუხიც ზუსტად ვიცი. ეს არის ის, რომ ვიცი როგორ იქმნება ჭეშმარიტი ლიტერატურა _ პოეზია, პროზა. მხოლოდ მოფრენილ მუზას შეუძლია ჩაგჩურჩულოს რაღაც ისეთი, რაც _ ტვინს აგირევს, აგაფორიაქებს, წარმოუდგენელს წარმოგადგენინებს, არდასაწერს დაგაწერინებს, გაგახალისებს, დაგაღონებს. გაუმხელელს გაგამხელინებს, აგატირებს, გაგანებივრებს და ეეე…, რომელი ერთი კიდევ… დიახ, ნადვილად ვიცი, რომ მხოლოდ ღმერთს ძალუძს მუზა მოუვლინოს თავის ამორჩეულს…

აპრილი 15, 2010


ბმულები
* http://taobebi.site.ge/wordpress/?p=1370
* https://www.facebook.com/natia.avsajanishvili.5


Last edited by Admin on Tue Aug 05, 2014 12:26 pm; edited 4 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4151
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნათია ავსაჯანიშვილი   Tue Aug 05, 2014 9:43 am

ნათია ავსაჯანიშვილი

სიზმარი

რა მოწყენილი ამინდია
ჰგავს დღეებს წასულს,
მუსიკის ჰანგებს გავურბივარ
მაგონებს წარსულს...
თვალებზე სიზმრის გუნდა გაწვა
წამწამზე დნება,
ოკეანეში ტივით გასულ
ფიფქებად ქრება...
ბურუსში მეხი დაენარცხა -
დააფრთხო შველი,
კორდზე ჭიხვინით მიჰქრის ჰუნე -
ჟინი აქვს მწველი...
ბინდი გამეფდა, უსასრულო
ჟამთ მოლოდინში...
მოიკალათა ნისლმა მშვიდად -
მთვარის ლოგინში.
ღაწვზე მოგორავს ციცქნა წვეთი -
ჩუმი ცრემლია,
ბაგე გაიპო სათქმელი აქვს,
მაგრამ სველია...
ძილ-ბურანიდან გამორკვევა
თურმე ძნელია,
უსაზღვრო სივრცის მარწუხებში
ტრფობის ველია...
ამინდი ისევ არ შეცვლილა,
მოწყენილია...
ვერც ეს ჰანგები მეტყვის ახალს,
მოსმენილია...!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4151
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნათია ავსაჯანიშვილი   Tue Aug 05, 2014 9:46 am

ნათია ავსაჯანიშვილი


ცრემლი დამაკვდა თვალზედა!


შენ ჩემო ერო ბეჩავო!..
სახლს რად დამჯდარხარ
კვნესადო?! -
მამულს ტურები ჯიჯგნიან,
თავი აზიდე შველადო!
რუქამ - დამდაღა კანზედა,
გზანი დამიდის ტანზედა,
მდინარე სისხლად ჩუხჩუხებს
ქუშად დაძარღვულ
მკლავზედა!..
ხიჭვი შემესო თათშია,
ტკივილი ვიგრძენ წამშია -
ხორცი რომ გამომაგლიჯეს,
ცრემლნი წამომსკდა
თვალშია!..
რუქამ - დამდაღა კანზედა,
გზამ გზა იცვალა მხარზედა -
ხორცი, რომ გამომეგლიჯა
ცრემლი დამაკვდა
თვალზედა!..
შენ, ჩემო ერო ბეჩავო!
სახლს რად დამჯდარხარ
კვნესადო?! -
მამულს ტურები ჯიჯგნიან,
თავი აზიდე შველადო!
მამულს ტურები ჯიჯგნიან,
სახლს რად დამჯდარხარ
კვნესადო!.
შენ, ჩემო ერო ბეჩავო! -
თავი აზიდე შველადო!..
სატრფიალო
იქნებ მე ვარ - შენი სულის
სურნელება
გზის სინათლე, გაკაფული
ეკალ-ბარდი,
იქნებ მე ვარ - შენი გულის
ზედწარწერა
სიტკბოება, სააქაო
დარდიმანდი.
იქნებ, ჯერაც არ გაყრილან
ჩვენი გზები,
სადღაც ჩიხში ელოდება გულის
ნადებს,
იქნებ, ჯერაც არ დამშრალა
ნაკადული,
ორაგული ვერ გაექცეს
ნასროლ ბადეს.
იქნებ, შენმა სიმარტოვემ
ამაჩუყოს,
დაგიკოცნო ეგ თვალები -
ცრემლით სავსე,
იქნებ, შენ ხარ არნახული
დონ კიხოტი
მე კი შენი - დულსინეა
ტობოსელი.
იქნებ, ჩუმი სამდურავი
გამაგონე -
შეიცვალა ცამ ელფერი,
მზემაც მხარე,
იქნებ, ისხამს მარადმწვანე
ბუჩქი ყვავილს
და უსაზღვროდ იღიმება
სავსე მთვარე...
წინ - ბევრი
საფრენია...
დროს ვერ ვგრძნობდი -
გარბოდა
მგონი ივლისს ათოვდა,
ვითომ გული ხარობდა,
თურმე ღვინო მათრობდა...
დრო გარბოდა, მაგრამ სად.
რად არ მიცდის - ნეტავ რად.
გულმოსული ვიქეც ქვად,
მომისროლეს სადღაც გზად.
გზა გამოდგა ეული,
მიხვეულ-მოხვეული,
დაბურული, შვეული -
ჩემთვის არა ჩვეული.
უცებ მესმა ხმებია -
ეს მომავლის ზღვრებია,
ოცნებათა ძვრებია...
ესეც შენთვის - ფრთებია.
გაფრენილი წლებია,
დრო უკან დამრჩენია...
მშვენიერი ხედია,
წინ - ბევრი საფრენია...

Smile
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4151
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნათია ავსაჯანიშვილი   Tue Aug 05, 2014 11:45 am

პუბლიკაციები

* ავსაჯანიშვილი, ნათია
მისალოცი.-წვიმს.-უსამართლობა.-საიდუმლო.-ხვეული თმები.-ამავალ-ჩამავალი : ლექსები / ნათია ავსაჯანაშვილი // ლიტერატურული პალიტრა. - თბილისი, 2008. - ივნისი. - N6. - გვ.81-82[MFN: 9987]
UDC: 821.353.1-1
Subjects: ქართული პოეზია.

* ავსაჯანიშვილი, ნათია
როგორ მიყვარხართ, იცით?! : ინტერვიუ / ნათია ავსაჯანიშვილი ; ესაუბრა ეკა ეცატაძე // ლიახვის ხეობა / ქურთის მუნიციპალიტეტის ჟურნალი. - გორი, 2011. - ISSN 1512-438X. - ნოემბერი. - N10. - გვ.32[MFN: 107743]
UDC: 821.353.1(092)
• ეცატაძე, ეკა (კორესპ.);
Photos: ნათია ავსაჯანიშვილი
Person Name: ავსაჯანიშვილი ნათია (პოეტი).
Subjects: ქართველი პოეტები.

* ავსაჯანიშვილი, ნათია
სამძიმარი; ცრემლი დამაკვდა თვალზედა!; იცი?! : [ლექსები] / ნათია ავსაჯანიშვილი // ლიახვის ხეობა / ქურთის მუნიციპალიტეტის ჟურნალი. - გორი, 2011. - ISSN 1512-438X. - ნოემბერი. - N10. - გვ.37[MFN: 107806]
UDC: 821.353.1-1
Photos: ნათია ავსაჯანიშვილი
Person Name: ავსაჯანიშვილი ნათია (პოეტი).
Subjects: ქართული პოეზია.


წიგნები

* ავსაჯანიშვილი, ნათია
ლირიკა / ნათია ავსაჯანიშვილი ; [წინასიტყვ. ზაალ სამადაშვილი ; მხატვ. თაზო ღუდუშაური]. - თბ. : "მერანის" გამ-ბა და სტ., 2001. - 134გვ. : ნახ. ; 17სმ.. - ISBN 99928-34-34-X, 300ც.[MFN: 138163]
შინაარსი: ნეტავ გესმოდეს ამისა; ჩამძინებია; სერენადა თბილისზე; მაჯამა; თავისუფლება; არ არსებობს...!!!; სიზმარი; პალიმფსესტი; ღამით ცხადო მოლანდებავ; შრიალი თუ შრაშა-შრუში; რას არ გაიგებ; ცისკარზე; სანამ; ნეტავ-სად ხარ?!; მირეულ-მორეული; სატრფიალო; გულში; ნეტავი, ვის რაში არგია?!; ***მენტარება; რა მიხარია?! [და სხვ.]
UDC: 821.353.1-1
23
• ღუდუშაური, თაზო (მხატვ.); სამადაშვილი, ზაალ (წინასიტყვ.);
F 4.857/1 - საარქივო ფონდი
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ნათია ავსაჯანიშვილი   

Back to top Go down
 
ნათია ავსაჯანიშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: