არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 ნოდარ გრიგალაშვილი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4293
Registration date : 09.11.08

PostSubject: ნოდარ გრიგალაშვილი   Tue Apr 01, 2014 8:47 pm


Nodar Grigalashvili

ნოდარ გრიგალაშვილი
(3 მაისი, 1958 - 31 მარტი, 2014)

ნოდარ გრიგალაშვილი დაიბადა 1958 წლის 3 მაისს, ბორჯომის რაიონის სოფელ ყვიბისში.
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკაკულტეტი 1980 წელს.
იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ასისტენტი; 1981 წელს მესტიის სკოლა-ინტერნატის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; 1981-1987 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და I საშუალო სკოლის პედაგოგი; 1984-1988 წწ. ალმანახ "კრიტიკის" განყოფილების გამგე; 1987-1990წწ. გამომცემლობის მთავარი რედაქტორი; 1990-1998 წწ. გაზეთ "საქართველოს " მთავარი რედაქტორი; 1998 წლიდან "ახალი საქართველოს" მთავარი რედაქტორი. ავტორია ლექსების კრებულის "ზრუნვის საგანი"(1987), ლიტერატურულ-პუბლიცისტური წერილების "სამწუხარო პარალელები"(1988).
ნოდარ გრიგალაშვილი გარდაიცვალა 2014 სლის 31 მარტს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი:
* გაერთიანებული რესპუბლიკური პარტია, წევრი (1994-1998)
* საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (1972-)
* საქართველოს პარლამენტი, წევრი
* სახალხო ფრონტი, წევრი (1988-1994)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები:
*1994 - საქართველოს მწერალთა კავშირის პრემია

ბიბლიოგრაფია:
* კონკურენცია ქართულად ანუ რამდენიმე სურათი და ეპიზოდი ყაჩაღების ცხოვრებიდან : პიესა 5 მოქმედებად (ავტორი). - თბილისი, ლომისი, 2000. - 80გვ.
* სკოლაში შესასწავლი ქართველი მწერლები : სახელმძღვანელო XI კლასის მოსწ. და აბიტურიენტთათვის (ავტორი). - თბილისი, ფარნავაზი, 1997. - 416გვ.
* ნიკო ლორთქიფანიძე : ცხოვრება და მოღვაწეობა (ავტორი). - თბილისი, ფოლიანტი, 1992. - 56გვ.
სამწუხარო პარალელები ; აი, ვინ გვარცხვენს! ; კეისარს კეისრისა. (ავტორი). - თბილისი, საქ. თეატრის მოღვაწეთა კავშირის სტ., 1990. - 331გვ.
* ზრუნვის საგანი : ლიტ.-კრიტ. წერილები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1988. - 175გვ.
აღსავლის კართან : ლექსები. - თბილისი, მერანი, 1987. - 55გვ.

ბმული - http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00000550/


Last edited by Admin on Tue Apr 01, 2014 9:03 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4293
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნოდარ გრიგალაშვილი   Tue Apr 01, 2014 8:48 pm

ნოდარ გრიგალაშვილი


* * *
წაქცეული ვარ გამშრალ თივაში,
თავქვე მიგორავს ჩემი მათარა,
წაქცეული ვარ მე შენს წინაშე,
ღრუბელმა დარდი გარდამატარა.

სულო, ოცნების გზებზე მიმიშვებ
და ქარიშხლიან სივრცეს დაივლი,
ჩემი ტანი კი ეგდება ცის ქვეშ
მიტოვებული ნასაყდრალივით...

და თუ ამყვება მიწით უჟმური,
გამომილოცავს ჩემი გადია,
ცა არის მშვიდი და გარუჯული,
და ვარსკვლავები ჩუმად ჩადიან.

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4293
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნოდარ გრიგალაშვილი   Sat Aug 05, 2017 1:15 pm

ნოდარ გრიგალაშვილი

დედა
(მინაწერი ოთარ ჩხეიძის ეტიუდზე „დედა“)

ჩვენი სიშორით რარიგ გაწამებთ
ჩუმად ჩურჩულებ ჩუმი დარდებით,
- შვილებო, ნეტავ სულ არ გესწავლათ
და მეხრეებად დამეზარდენით...

ყველა შინ არის , თავის ბუდეში,
ღამდება, წვება სოფლის სიჩუმე,
დედა მარტოა და უნუგეშო,
ჩუმად ტირის და ჩუმად ჩურჩულებს.

- დედა მოგიკვდეთ, ვის კარზე გძინავთ,
ვისი ჭერის ქვეშ შეიხიზნენით,
ნუთუ გავალებთ დედის განწირვას
ამაღლებული თქვენი მიზნები.

ცივა, ქვა ტყდება გარეთ სიცივით,
ჩემო შვილებო, ჩემო ურჩებო,
დედა მოგიკვდეთ, გადახდა იცით,
ვინ ამოგიგებთ საბანს უჩემოდ.

მერე მოძებნის დანას და ნახშირს,
(შორს თრიალეთის ქედები მოსჩანს),
დედა ჩურჩულებს ცარიელ სახლში
და როგორც წერილს, გვიგზავნის ლოცვას...

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4293
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნოდარ გრიგალაშვილი   Sat Aug 05, 2017 1:19 pm

ნოდარ გრიგალაშვილი

ლოთებს

ლოთებო, ჭიქებს არ მოგვიშივდეს,
ვიდრე მოვკვდებით და ავმტვერდებით;
დღეს მოვიმტერებთ ჩვენსავ სიმშვიდეს,
დავთვრებით, სხვისას დავემტერებით!..

ვიდრე სიკვდილი მოვა ტიალი
და ჩვენს ცხოვრებას გახდის საცილოს;
სამყაროს გზებზე სახეტიალოდ,
ლოთებო, ლხენა გავიმანძილოთ.

ასე სარდაფში გვესვას მეფურად,
თვითონ ღმერთებმა დასცეს დასტური;
ვაჭრულ ღიმილით მოაქვს ჩოფურას,
ჩაფები, სავსე ალადასტურით.

ლოთებმა ღვინით დარდი ავცელეთ,
ვით გადამხმარი დიდი სათივე;
მერე ხორხოცით და ღრიანცელით,
ქუჩებში ღამე შემოვათიეთ.

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4293
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნოდარ გრიგალაშვილი   Sat Aug 05, 2017 1:22 pm

ნოდარ გრიგალაშვილი

***

თქვენ რომ იცოდეთ, ყველაფერი რა ამაოა,
როცა ქარონის ნავი მოდის ნისლით ნაფერი...
როცა იგრძნობ, რომ ეს მზე შენთვის აღარ ამოვა,
რა ამაოა, თურმე, მერმე ეს ყველაფერი.

თქვენ რომ იცოდეთ, ყველაფერი რა ამაოა,
როცა ნისლივით მოგადგება ნავი სულეთის...
როცა თითებზე ითვლი ცაზე მზე რომ ამოვა,
როცა გრძნობ, ერთი ნაბიჯია დასასრულამდე.

თქვენ რომ იცოდეთ ის, რაც ადრე არც მე ვუწყოდი....

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4293
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნოდარ გრიგალაშვილი   Sat Aug 05, 2017 1:25 pm

ნოდარ გრიგალაშვილი

თქვენ ხომ სიცოცხლეს თავიდან იწყებთ

ასე უეცრად ცა რამ შეშალა,
რამ გადარია ასე ტაროსი,
წვიმის წვეთები, ციდან ეშვებით,
ცაზე კი რჩება ცისარტყელა,
ცის ავგაროზი.
დიდთა მდინარეთ ჩუმად მიჰყვებით,
თქვენი ტირილით ქარი ერთობა,
მღვრიე ტალღები დაგიბრიყვებენ,
ჩემი საბრალო წვიმის წვეთებო.
სიზმრებს შერჩებათ თქვენი სიწმინდე,
იმღერებთ სხვისი ყალბი ჰანგებით,
ჭუჭყსა და ტალახს დაწინდულები,
კარგებო, რარიგ ნაგვიანდებით.
თუმც ნაადრევად ნუ დაღონდებით,
თქვენ ხომ სიცოცხლეს თავიდან იწყებთ,
ზეცისკენ ლურჯად გაიბონდებით
და ნება–ნება აჰყვებით ნისლებს.
წვიმის წვეთივით მეც ამ ქალაქში
მომყვა სიწმინდე და აღტაცება,
„ქალაქში, მტვერში, წაიქცა ბავშვი“,
მის სულს უმანკოს წარიტაცებენ...
იქნებ ეწეროს სიზმრებს ახდენა,
იქნებ ამქვეყნად კვლავაც მოვიდეთ,
ვესწრაფვი ამგვარ გარდასახლებას,
სიკვდილო,
ჩემო კარის მორიგევ...

1977

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ნოდარ გრიგალაშვილი   

Back to top Go down
 
ნოდარ გრიგალაშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ესეებისა და კრიტიკოსთათვის-
Jump to: