არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 პაკო სვიმონიშვილი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: პაკო სვიმონიშვილი   Wed Feb 12, 2014 12:38 am



Amiran (Pako) Svimonishvili

ამირან (პაკო) სვიმონიშვილი (1974-2014) - პოეტი, მთარგმნელი, გერმანისტი და პედაგოგი



წიგნი: სამკვიდრო
ავტორი: სვიმონიშვილი ამირან
გამომცემლობა: სიესტა
გამომცემლობის თარიღი: 2010
ყდის ტიპი: მაგარი
ყდის ზომა: 155X205
გვ. რაოდენობა: 56
ISBN: 978-9941-414-16-9

შინაარსი: ***მოვწყდი შენს კალთას; ღამე თვალებში ჰპოვებს ტყუპისცალს; ***მიწვდა ძახილი ცივი ზღვიდან; ***მზე იძირება მღვიმეწითელი; ***ბავშვი ღიღინით შეიმოკლებს გზას; ***ქვეყანა, ზღვიდან ამომსხლტარი ლურჯი ვეშაპი; დიდ მწვანე ველზე გასრულდება შენი ნადიმი; ***მკვდარი ფორმები შეაშრება ბაგეზე მთვარეს; ***სხვა ძალას ამხელს; ***და ვიდრე გივნე სიკვდილიდან სიბრძნის ჯავარი; ***ვაშლის ყვავილებს ცეცხლით, მარილით; ***მოდიხარ, ლომის რბილი ნაბიჯი; შენი; ***შენი ბინაა ბრმა წერტილში ნაპოვნი სიტყვა; ***ნაკვერჩხლიანი სიმღერაა მღვიძარი მეხრის; ***შორი მთებიდან ქუხილი ისმის; ***ალვა ამოსულა; იჩქერია; ისფაჰანი; სპარსული მინიატურა [და სხვ.]


“ცა დაიფერფლა მოლხენილი
ღრუბლის აუზთან
და შემოდგომას
ნეკერჩხალზე ფეხი დაუცდა”.

ამირან სვიმონიშვილმა პოეზიის მოყვარულთ ახალი პოეტური კრებული შესთავაზა. “სამკვიდრო” – ასე ეწოდება წიგნს, რომელიც მისი შემოქმედების ერთგვარი რეზიუმეა. კრებულში პოეტის ძველი და ახალი ლექსები შევიდა, ბავშვობისდროინდელიც და სიმწიფის ასაკში დაწერილიც, ყველაფერი, რაც ავტორს უყვარს და მკითხველისთვის გაზიარების ღირსად მიაჩნია. აქ ვერ შეხვდებით თარიღებს, რადგან ამირან სვიმონიშვილისთვის ლექსი ლექსია, იმის მიუხედავად, როდის დაიწერა იგი. “სამკვიდრო – მამული და საცხოვრებელი ადგილი” – ვკითხულობთ ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში, და მართლაც, ავტორის ლექსები მისი სამკვიდროს სურნელითაა გაჟღენთილი, მისი მამულის ფერებით შეფერადებული. ეს მისი სამყაროა, პოეტური სამყარო, რომელშიც თავად ცხოვრობს და რომლის წიაღშიც გამძაფრებული წარმოსახვისა და მუსიკალური სმენის მკითხველს ეპატიჟება.



წიგნი: ნასესხები შუქი
მთარგმნელი: ამირან სვიმონიშვილი
გამომცემელი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ISBN 978-9941-15-977-0
ფორმატი: 15x20.5
გვერდები: 118
გარეკანი: მაგარი
გამოცემის წელი: 2013

ანოტაცია: კრებულში შესულია იოჰან ვოლფგანგ გოეთეს, ფრიდრიხ ჰოელდერლინის, ქლემენს ბრენტანოს, ედუარდ მიორიქეს, გოთფრიდ ქელლერის, ქონრად ფერდინანდ მაიერის, რაინერ მარია რილკეს, გოტფრიდ ბენის, გეორგ თრაქლის, იონას ლინიაუსკასის, ნატალია ტროხიმის, ნახტა მანცევიჩის და აჰმედ თელის ლექსები.

წავიკითხოთ აქ - http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/27035/1/Nasesxebi_Shuqi.pdf

ბმულები:
* http://radio1.ge/media-view-old-audio/1102
* http://youtu.be/m4IhDC0xOxM
* http://youtu.be/mU5op04TpIE
* http://lit.ge/წიგნი/ამირან_სვიმონიშვილი/სამკვიდრო/818


Last edited by Admin on Wed Feb 12, 2014 1:15 am; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: პაკო სვიმონიშვილი   Wed Feb 12, 2014 12:41 am

პაკო სვიმონიშვილი

მესხეთი

თაკარა მზეში შლის სამხრეთი სივრცეთა ხალისს,
ველზე შეიხდენს ცხელი ზეცის კრიალს სოსანი
და სინანულში დამწვავს გზნება მარად ახალის,
ცივ მდინარეზე გადაივლის გვირგვინოსანი.
და სიღრმეებში მიმოიძვრის სული კალმახი,
შუქი ვერასდროს გააშიშვლებს თევზის ნაირფერს,
თუ ღამეების წყვდიადს ფრთხილი კალამი ახლე,
ის ხელთუქმნელი ვარსკვლავების ოქროს დაიფრქვევს.
ისევ ჩამღერალ ჩქერალს ჩავჭრი ბასრი ფარფლებით,
ბედს დავუსხლტები, იოლ ფონს არ დავეშურები,
სიტყვა ლითონის ცეცხლით სხმაში დანაფერფლები,
წამლეკავს თვალის ისრიმი და ბუდეშურები.

Arrow


Last edited by Admin on Wed Feb 12, 2014 1:18 am; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: პაკო სვიმონიშვილი   Wed Feb 12, 2014 12:46 am

პაკო სვიმონიშვილი


მოგზაურის სიმღერა

თუთას

შორი ვარსკვლავი აამღერე უდაბნოს გზაზე,
ცა და ქვეყანა მოიკმიე შენი საკმევლით,
ნახე, სისხლი სდის ირმის რქასთან
მყეფარე ნაგაზს,
მიეწურება მწვანე შუქი - სულის სარკმელი.

წყალჩამღერებით მიილევა შენი ზაფხული,
ყოველ მარცვალში გაორდები თვალმოგიზგიზე
და შემოდგები ცისკარივით გადაზაფრული,
როცა ქალწული მწიფე თავთავს
დააწვენს სხივზე.
თანაზიარი სიხარულით ნათლობს ცისკიდე,
შენკენ მომავალს აღარ უხმობს სხვა საესავი,
შავი ხარებით მზის სახლიდან მზითვი გიზიდე,
რადგან თვითონ ხარ ერთადერთი
გზა და მგეზავი.

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: პაკო სვიმონიშვილი   Wed Feb 12, 2014 12:48 am

პაკო სვიმონიშვილი

სამკვიდრო

მოვწყდი შენს კალთას, სინანული დამჩემდა მწარი,
გაშლილი ნისლი, მზესასუნთქი, ნახნავს სდიოდა,
თავს გადაევლო ეზოს სული, ბინდის ციცარი,
ახალდადებულ კვერცხის სითბოს ინახავს ოდა.

აფითრებს თითებს ღამეული ცის ამაღლება,
შორი ვარსკვლავი შლის ცეკვაში ლერწმების მოხრას,
ცრემლის სინათლით მინანქარი ოქროს ალღვება
და ცა-მწვერვალი გააღვიძებს სხეულს ნაოხარს.

ღამით მთვარე ხარ, დღით მზე, სუროს ჩრდილით ბურვილი,
დაუთქვამ საზღვარს ცოდვილ სხეულს, სახევ მარადო.
ქრისტეს გზასავით ძნელი არის შენი სურვილი,
ცეცხლიან მახვილს დაგხვდი უნდო, უმუზარადო.

ახლა კი ვეღარ დააოკებს ხვაშიადს რული,
დაწუნებული სამარეშიც ჩამაგდეს ცერად,
ვვლე ანგელოზთა მდუმარების ქვაში სხმა სრული,
რომ შენი წელი ყვითლიკვერით შემომეწერა.

მომყვება კვამლის და გამშრალი სიმინდის სუნი,
მიწა მიმზადებს ოქროს ლოგინს, კალთაგრძნეული,
დაგიბრუნდები, არ ვარ შენი ავის მოსურნე
და ზღაპარივით გასრულდება ათასწლეული.

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: პაკო სვიმონიშვილი   Wed Feb 12, 2014 12:51 am

რაინერ მარია რილკე

შემოდგომის დღე

დროა, უფალო,
მიიწურა ზაფხულის ჟამი.
ჩრდილით მონიშნე მზის საათი,
რომ ველზე ქარმა
დარჩენილი მოცელოს წამი.
ბრძანე, სიმწიფით ამოივსოს ბუნებამ პირი
და სამხრეთული მიუძღვენი მზიანი ვნება,
ჩაწურე მასში.
მძიმე ღვინით მოვინადიროთ
ნაგვიანევი შემოდგომის დღის სიტკბოება,
დღეს უბინაოს მიატოვებს სახლ–კარზე ფიქრი,
მარტოსული კი მარტოობას თავს ვერ დააღწევს,
მუდამ იფხიზლებს,
წაიკითხავს,ვცრელ ბარათს დაწერს,
იხეტიალებს ხეივნებში აქეთ და იქით,
სულაწეწილი როცა ქარი ფოთლებს დაარწევს.


გერმანულიდან თარგმნა პაკო სვიმონიშვილმა.

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: პაკო სვიმონიშვილი   Wed Feb 12, 2014 1:02 am

პაკო სვიმონიშვილი

მონადირე და თხა ნიალა

ნანგა ნიალა, ნანგა ნიალა,
ქვიან ბილიკზე გადაიალა...
მეც ქვად ვიქეცი, ნანგა ნიალა,
ცა მოწმენდილი, იალკიალა...
ნანგა ნიალა, ნანგა ნიალა,
მზის სამყოფელში განგან იარა,
მეც მზედ ვიქეცი, გახსნილ იარად.
შემომიბრუნდა ნანგა ნიალა,
დააპირქვავა მთვარის ფიალა,
დიდი თვალები დააბრიალა,
მითხრა, - შეჩერდი, ადამიანო,
სჯობს ნასესხები შუქით იარო.

Arrow


Last edited by Admin on Wed Feb 12, 2014 1:24 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: პაკო სვიმონიშვილი   Wed Feb 12, 2014 1:20 am

პაკო სვიმონიშვილი

კატა

ნაბიჯი ტყდება ხავერდის ზოლში,
უახლოვდება ვნებიან ყურებს
და აბრეშუმის დახვეულ ბოლში
მიუალერსებს ცივ ფაიფურებს.

ზანტი ზმორებით აშიშვლებს ბრჭყალებს,
გრძნობს სიზარმაცეს აწეულ მხრებში
და მწვანე თვალი გაიბრჭყვიალებს
ბილიკზე დაყრილ ოქროს ნაფშხვენში.

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: პაკო სვიმონიშვილი   Today at 1:39 pm

Back to top Go down
 
პაკო სვიმონიშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: