არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 მიშო დადიანი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
mishodadiani



Male
Number of posts : 1
Age : 29
Location : taso
Job/hobbies : taso
Humor : taso
Registration date : 29.01.14

PostSubject: მიშო დადიანი   Wed Jan 29, 2014 5:57 pm



***
კიბე-კიბე მაღლდებოდა ცხოვრება,
არ მიჩქარია, როცა ხალხი შეესია,
რადგან, მეგონა, მხოლოდ მაშინ იბადებოდა,
თითქოს მანამდე არ ყოფილა სულაც არავინ,
მაშინ იდგამდა ფეხს ჩემს თვალწინ,
ენას იტეხდა.
ხელს ჩავკიდებდი, დავატარებდი
ჩემს გემოზე.
მაინც როგორი ყოფა იყო,
მძიმე და ტკბილი,
ცისკენ აწვდილი ხელებივით
დამქონდა ფიქრი.
ღმერთო, ის გზა ხომ ჩემი იყო,
იმდენად ჩემი, ვერ შევძელი, ვერ გავიარე.
დუღდა და დუღდა ყველაფერი,
უსახსრობას გაურბოდა ხალხი.
წრეზე ბრუნვას გავს ალბათ გაქცევა,
სად გაიქცევი.
თვალის ჩინივით ენთო ქუჩაში დედაჩემი
ჩვენს მოსაძებნად.
ჩვენი მომავლის ამოსაქექად,
ჩვენი სიკვდილის.

კიბე კიბე მაღლდებოდა ცხოვრება,
ბოლოს კი ისე გაიზარდა ვერ შემამჩნია.


***
იცი, როგორი ქალი იყო, მზე თითებიდან
ამოჰყავდა
და პურს ზილავდა.
პურს
ჰყიდდა,
ჰყიდდა ,
მთელი ცხოვრება ბებიაჩემი.
მტრედების გუნდი ესია და მათ აპურებდა.
მტრედებმა წაიღეს მისი სიცოცხლეც
და არეკლილი სუსტი კვალივით -
ირგვლილ მოფანტეს.


***
არასოდეს ყოფილა ცხოვრება სიზმარი.
ჩემი ცხოვრება ზედმეტად რეალურია იმისთვის,
რომ ბედნიერებას დავუთმო მხოლოდ.

არც ის მითქვამს — რთულია ბედნიერება.

თუ ვარსკვლავები არ ანათებენ,
ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა მხარეს ვდგავარ.

სულ ერთი ლექსი —
ერთი ტკივილიც მაბედნიერებს,
თორემ
სიმშვიდე რა ჩემი ხელობაა,
ცივი სიმშვიდე,
რომელიც იმის შეგრძნებას მიტოვებს,
შენს დახრილ ჩრდილზე მოვდიოდე
და მზეს ვეძებდე.


***
წყალს კი არა ლექსებს ვატანდი
ჩემს ყველა კოშმარს,
რომ არსად დაკარგულიყვნენ
იქ.. სხვა ყოფაში.

***
ბავშვობაში, როცა დედა იგვიანებდა,
კართან ვიდექი,
მეგონა ასე უფრო მალე მოვიდოდა.
ვცდილობდი
ვინმეს ფეხის ხმა
მიმემსგავსებინა დედაჩემისას,
ესეც მყოფნიდა დასამშვიდებლად —
იქნებ ის არის.



***
ნიქოზს გამოვცდით
და გზა გრძელდება
და გზა
გულივით
გრძელდება
ვატყობ.
გადაბმული ვარ
შარას ბეჭებით,
უნდა ეს სივრცე
ვათრიო მარტომ.

ქუჩა თანდათან
ცარიელდება,
შობა კი
ნელა
შედის ტაძარში.
ჩუმად დამცილდა
შენი თმები და
ქარს წაეკიდა,
როგორც ხანძარი.



***
დღეს ჩემი ბავშვობის სახლს ჩავუარე,
რაღაც სიმძიმე ვიგრძენი გულში,
გზა გავაგრძელე,
მაგრამ ჩემგან ვიღაც გავიდა.

სუნი რომ ჰქონდეს ჩემს ბავშვობას,
მას დედაჩემის სუნი ექნებოდა.




***
გაჩერებაზე გროვდება ხალხი.
ქუჩა, ბაგები და ცა - მთებია.
არყოფნისაკენ ჩუმად გადახრილს,
უკან ლექსები მექაჩებიან.
ისე ჩუმია, სხვაგან არც მივა
ეს ლექსი,ერთი ყოფის ფასია.
და სველ ფოთლებში ნაპოვნი დილა,
იღვიძებს, როგორც ანასტასია.
გროვდება ხალხი გაჩერებაზე,
ტელეფონებით და საათებით,
თუთუნს აბოლებს მთვრალი მებაღე,
ნერვებიანად ღამენათევი.
მეც ამ ლექსივით არსად მივდივარ,
არსად მივდივარ.. და სულერთია..
გზაა, ხიდია, წვიმა დილიდან,
ქუჩა, ბაგები და ცა - მთებია.




***
ვიღაც რომ ჩაგივლის,
სრულიად უცხო,
რაღაცნაირად მთელ ცხოვრებას
გიტოვებს უცებ -
ისეთი იყო იმის თვალები.



***
ვერაფრით მოვიშინაურე ეს დღეები,
ყველა მათგანი ხელებში მაკვდება,
როგორც უცხო ადამიანი,
სადღაც, გზის პირზე.

დგას ჩემი ლექსი,
ხმაურში მოქცეული სიჩუმესავით
და არაფერს ელოდება,
მხოლოდ ცდილობს, რომ
გაუძლოს შენი ზურგის
სიმხურვალეს.


Back to top Go down
View user profile
 
მიშო დადიანი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: