არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ალექსანდრე მიშელაშვილი

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8  Next
AuthorMessage
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Sun Feb 23, 2014 11:28 am

*********




Last edited by aleksandre on Sat Jun 06, 2015 8:02 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Mon Feb 24, 2014 11:16 am

მე მარტოობის ბღავილი შემშლის
და განთიადზე ცოლად მოგიყვან.
შენ ზღვა ოცნების ახდენას უცდი,
მე კი ამ ზღვიდან ერთ წვეთს მოგიტან.

შენ აბრეშუმის გზას ელოდები,
მე ნარ-ეკალზე, წყლულებს მოგიბან.
ბავშობიდან რომ უფლისწულს უცდი
მე სულ უბრალო გლახა მოგივალ.

მოვალ და ვიცი ჩუმად დაწყევლი,
დედამიწაზე ბედ-იღბლის სარწყავს.
რომ ბროლის კოშკი ჩამოიშალა
და მიახწია ეშმაკმა საწადს.

ბოლოს კი ბოლოს მე ვიცი ჩემო,
დატრიალდება ეგ ფიქრი წაღმა.
ამ დაღლილ სულში ჩამოიხედავ
ჩამოიხედავ და არსად წახვალ.

მიხვდები მერე ის ერთი წვეთი,
დღეს ათას ზღვაზე მეტი რომ ჩანდა.
ვინც აბრეშუმის გზა აირჩია,
ფუფუნებაში უღმერთოდ წახდა.

უფლისწულს თურმე გლახაშიც სძინავს,
და ერთ დღეს თურმე აგიხდენს ზღაპარს.
სულში უღმერთოდ ჩაგისახლდები,
ვეღარ გაავლებ, ჩვენს შორის საზღვარს.














Last edited by aleksandre on Sat Jul 05, 2014 9:53 am; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Tue Feb 25, 2014 11:11 am

მოდი მიწამლე ნაკლული ფრთები,
რომ მხოლოდ შენთვის ავაფრიალო.
მოდი შეხსენი სულს საკეტური,
რომ ერთხელ მაინც ავაბრიალო.
მოდი ჩამხსენი გულიდან მწუხრი,
რომ გაზაფხული გაგიმთლიანო.
მოდი მოჰყევი ყვავილების მტვერს,
მთებში წავიდეთ სახეტიალოდ.
გამოგვეტიროს მარტის ნიავი,
და შენს კალთებზე ილოლიავოს.
მე ამას უკვე სიზმრებში ვხედავ,
და გაღვიძება მიჭირს ტიალო.






Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Tue Feb 25, 2014 12:31 pm

სანამ ბოლომდე ჩაინაცრები
და გულს დაგიხრავს წყეული მახრა,
მანამდე უნდა იყვირო ძმაო,
მანამდე უნდა გაუსწრო სავალს.

ოქროთი სავსე სკივრი რათ გინდა,
თუ კი არ ახდი არასდროს, არსად.
ჩაინაცრები და უკან მოგდევს,
ამოუთქმელი სიმდიდრის დასტა.

უნდა იყვირო უნდა , იტირო
უფრო მსუბუქად რომ შეძლო წასვლა.
ქვიშაზე ისე უნდა დაწერო,
ცხრა ოკიანემ ვერ შეძლოს წაშლა.

ისე ძლიერად უნდა იყვირო,
შეაზანზარო ეშმაკის შარა.
დღეს უკვე ისიც უნდა იყვირო,
რაც მხოლოდ ღმერთმა იცოდა შარშან.

უნდა იყვირო, უნდა იტირო,
ყველა წყაროზე მოასწრო ჩავლა.
შენ ყველას კოკა უნდა აავსო,
უფრო მსუბუქად რომ შეძლო წასვლა.



Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Wed Feb 26, 2014 3:38 pm

***************
უხერხულია თქვა რომ შეგძულდა,
ვინმე ან რამე თუნდაც უსულო,
როცა ღმერთი გყავს, ვინც ჯვარს დალურსმა,
იმის სულზე რომ გულით ლოცულობს.


Last edited by aleksandre on Fri Mar 13, 2015 10:42 am; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Wed Feb 26, 2014 4:16 pm

*********


Last edited by aleksandre on Sat Apr 25, 2015 12:41 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Thu Feb 27, 2014 9:24 am

**************


Last edited by aleksandre on Sat May 16, 2015 8:38 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Fri Feb 28, 2014 1:32 pm

ვუყურებ წარსულში,
ჩემს აღთქმულ სამყაროს
და უკვე დაღრუბლულ,
დანისნულ ჩემს თვალებს,
ნათელი ფერები მგელივით მოშივდა.

დედის მოყოლილი გმირების ზღაპარი,
როცა სასთუმალთან დილამდე რჩებოდა.
როცა ცისარტყელა ღრუბლებში ნაბანი,
ბოლო წვეთებისგან ზეცაზე შრებოდა.

ცხრა თავა დევს ენთო სიკეთის ლამპარი
და უსიყვარულოდ არავინ კვდებოდა.
როცა უანგარო იმ პირველ სიყვარულს,
თითქოს ღვთიშობელის თვალები შვენოდა.

ახლა კი წლებისგან ჯურღმულში ჩავარდნილს,
ის წლები მშიერი მგელივით მშიოდა.
ფანჯრიდან მოჩანდა ხოჯა და შამანი,
მოლა კი შორიდან სულში ჩამკიოდა.

წლებმა შეგვიჭამა ნათელი ფერები,
სულმა ბავშობიდან ზურგით რომ ეზიდა
და უკვე ეშმაკის ნალოკი რწმენისგან,
სული იმედებზე წრიაპით ეკიდა.







Last edited by aleksandre on Tue Aug 05, 2014 9:45 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Sun Mar 02, 2014 10:50 am

*************
უხერხულია თქვა რომ შეგძულდა,
ვინმე ან რამე თუნდაც უსულო,
როცა ღმერთი გყავს, ვინც ჯვარს დალურსმა,
იმის სულზე რომ გულით ლოცულობს.


Last edited by aleksandre on Fri Mar 13, 2015 10:43 am; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Mon Mar 03, 2014 9:18 am

გაზაფხულს ქალაქში ვერ იგრძნობ ძვირფასო,
გაზაფხულს ქალაქში ფერმკრთალად ხვდებიან.
ვერც მე დავიტიე სულში მოსართმევად,
გაზაფხულს ამბოხი ხომ იცი სჩვევია.

ნუ ღელავ, სიმორცხვის მანდილი მოიძრე,
ჩვენ არა, ქორწილი ბუნებას სწვევია.
შური მორევიათ მინდორში ყვავილებს,
და შენს სილამაზეს ტირილით წყევლიან.

წამოდი გაზაფხულს გვირგვინი დაადგი,
სანამ ყინვები და სუსხხი მორევია.
თორემ მე ჩავამწყვდევ შენთვის მოსართმევად,
ჩემს თავს ყვავილები შეგეცილებიან.

Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Tue Mar 04, 2014 9:33 am

ზეცა დაბზარა წუხელ ქუხილმა,
უმწეო გმინვა არვინ იწამა.
მე კი ვამჩნევდი გასამთელებლად,
დილით ღრუბელმა როგორ იწვალა.

ზეცა არ კვდება ერთი ნაჭრევით ,
ღრუბელი უფრო მეტად იტანჯა.
მე უფრო მომკლავს ეგ ნაკაწრები,
თუ კი ზეცაზე უფრო იმატა.

მე უფრო სხვისი ტკივილი მომკლავს,
საკუთარს ვშველი, ნისლით ვიფარავ.
მე ყოველ დილით ფრთხილად გამოწმებთ,
და თქვენს ტკივილებს ჩუმად ვიპარავ.

Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Wed Mar 05, 2014 9:52 am

**************
და დავრჩი როგორც წინარე ქრისტე,
ქრისტიანი და მაინც წარმართი.
ჯარჯი შუქიაური.

გადაიწვერა მზე -ფარაონი,
მთები ხეოფსის ჰგვანან პირამიდს,
თან ჩაჰყვა ღრუბლის ცხენი თეთრონი,
როგორც ჩვენ ერთ დროს, ტარიგს ვწირავდით.
როგორც ჩვენ ერთ დროს, ვწირავდით კერპებს,
სისხლიან ძღვენს და საკუთარ შვილსაც
და როგორც ქარი იტაცებს პეპლებს,
ზღვის ტალღებზე კი იბნევა ქვიშა,
უმისამართოდ მივდევდით სტეპებს
და თითქოს რაღაც ველოდით ნიშანს.
ჩვენ ასე სულით შემდგარ წარმართებს,
რაღაც საერთო თვით უფლის შიშთან,
გვქონდა მაინც და როგორც სამარე ,
იცდიდა უფლის აღდგომის დღისას,
ვიცდიდით მანამ მოვიდა ღმერთი
რომელმაც რისთვის ჩაგვთვალა ღირსად?!
მთებმა ცას რატომ შეუდგეს მხრები?!
ეს კითხვაც რაღაც იგივეს ნიშნავს.
იმ დღიდან ღმერთო მივყავი ხელი
და ვაშენებდი ოშკსა და იშხანს.
იმ დღიდან ღმერთო შევცოდე ბევრიც,
კერპებსაც ისევ ვწირავდი დიდ ხანს
და როგორც მწვერვალს, ზვავი ვით ცრემლი,
დრო და დრო ისე გწყდებოდი მხრიდან.
რამდენჯერ ვცადე, ვცადე გაქცევა,
იმდენჯერ შემჭერ ბუმბული ფრთიდან.
შემჭერი რადგან რწმენის გარეშე,
ფრთებით გაფრენაც დაცემას ნიშნავს.
ღმერთო მე შენი ხან და ხან მესმის,
და ჩამორბიან ღრუბლები ციდან,
რომ ზეცა იყოს უფრო მსუბუქი,
მოვდგე და ყური მოვადო მთიდან.
ღმერთო მე ისევ მერყევი ვრჩები,
ხე ვარ და ტოტნი ქარისგან კრთიან,
მე შენს მუჭაში შემრჩა ფესვები,
წავიქცევი და მომიქცევ მთლიანს.












Last edited by aleksandre on Thu Mar 24, 2016 8:58 am; edited 4 times in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Wed Mar 05, 2014 1:15 pm

მე მოვალ ძვირფასო შორეულ მთებიდან
და ამ აღსარებას ბელტებად ამოვყრი.
მე მოვალ ძვირფასო ზამთარ გამოვლილი,
გაზაფხულს მაგ შენი სულიდან ამოვთხრი.

მოვალ და უბრალოდ თვალებით მითხარი ,
სანამ მოვიდოდი, მანამ რომ მიწამე.
მოვალ დაჭრილი და ჯავშან დალეწილი,
ჭრილობებს თუ არა, სულს მაინც მიწამლე.

მოვალ და არაფრად არ ჩავთვლი მას უკვე,
რამდენიც ვევნე და რამდენიც ვიწვალე.
მე მინდა უბრალოდ იმისი მჯეროდეს ,
სანამ მოვიდოდი, მანამ რომ მიწამე.




Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Thu Mar 06, 2014 10:03 am

**************


Last edited by aleksandre on Fri Apr 29, 2016 8:25 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Fri Mar 07, 2014 11:20 am

სადაურობას როდესაც მკითხავთ,
მე წამით პასუხს დაგიგვიანებთ,
და იმ ერთ წამში ჩემში რა ხდება,
იმას მაინც ვერ გაგიზიარებთ.

მერე წმსკდება ამაყი მზერა
და არწივივით თვალს ვაბრიალებ.
ჩემს წარსულს, მერე ისე გიყვებით,
თითქოს დაჭრილი დევი ვღრიალებ.

მე იმ ბერმუხის ერთი ტოტი ვარ,
სამასი ფესვი კრწანისს რომ ჩარგო
და იმ ფესვების ოფლმა და სისხლმა
მთელ საქართველოს მალამოდ არგო.

მე იმ მთებიდან ერთი კენჭი ვარ,
წანარებმა რომ არაბებს ავნო.
არაგვზე მდგარი ნისლის ნაგლეჯი
და მამულს უნდა წულულები ვბანო.

ვაჟას ლექსიდან ერთი ნაწყვეტი
და გუდამაყარს გოდერძის წყარო.
კრწანისამდე რომ ვეღარ ჩავედი,
ცრემლები უნდა მცხეთაში ვღვარო.

მე ის ჯარჯი ვარ ჯიხვებს რომ სდევდა
და დამიფარე გუდანის ჯვარო.
ზვავმა უფსკრულში ვერ გადამჩეხა,
შენ როგორ დამღრღნი სევდავ და ჯავრო.

არაგველი ვარ ბოლოს კი გეტყვით,
საფლავიც უნდა ამ მთებში ვთხარო.
მაგრამ სამშობლოს თუკი დასჭირდა
ეს სისხლი უნდა კრწანიშიც ვღვარო.














Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Sat Mar 08, 2014 9:31 am



ქალი სახლი არის, რომლის გასაღები,
სადღაც მწვერვალზეა ზოგჯერ დამარხული.
ქალი ზოგჯერ დარდი, ზოგჯერ გაზაფხული,
ქალი ყვავილია ვნებით დაზაფრული.
ვინ სთქვა უმწეოა, ვინ სთქვა უძლურია,
ძალა სინაზეს აქვს, ნიღბად დაფარული.
მიდი მოიკითხე, შველა შესთავაზე
როცა თვალები აქვს ცრემლით დანამული.
ქალი სიცოცხლე და ქალი აღმაფრენა,
ქალი ნახატია უფლის დახატული.
ქალი ის ხატია, ქალი ის ოცნება,
გულში ჩუმად რომ გვაქვს, ზოგჯერ დამალული.
ქალი ცისკარი და უფლის დახატული,
ღმერთო არ მანახო ოღონთ დატანჯული.


Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Sun Mar 09, 2014 10:11 am



ცოტა ღიმილი შემომაშველე,
ნაწყენი, ნაქნარს ნუ კი დამიგმობ,
წუთისოფლიდან, წუთის მაგივრად,
დედოფლად მთელ დღეს თუკი დაგითმობ.








Last edited by aleksandre on Mon Sep 14, 2015 4:40 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Sun Mar 09, 2014 1:29 pm

ან მერამდენედ აფრინდა გნოლი,
ან მერამდენედ ვლეწო ტაძრები,
უმჯობესია მუხრანზე მომკლან ,
თუ უსაშველოდ მომენატრები.

როგორც მთის ფერდზე, ცხვრების ფარეხი,
ზეცაზე ყრია ღრუბლის ფარები.
სივრცეს აშრება მზერა ყმულით,
ყაბარდოს როცა მოეფარები.

თუ გაზაფხული შემომაღამდა,
სიცოცხლეს აბა რას ვეხარბები.
მუხრანზე ვაზის გვერდით დამმარხეთ,
ბადაგს იქ მაინც დავეწაფები.

მე თვითონ მოვალ, მგლისფერი მოყმე,
ხმალსაც მე თვითონ დავეტანები.
ოღონთ ნისლებთან ერთად მიტირე,
საფლავში როცა ჩავეტანები.

ვიცი ჩაგრჩება ის ბოლო მზერა
სიზმრებში ბევრჯერ შეეფარები.
თუ პემანი საფლავთან შედგა,
ოო, სიკვდილსაც კი შევიყვარებდი.







Last edited by aleksandre on Thu Jan 21, 2016 11:14 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Mon Mar 10, 2014 5:23 pm

************






Last edited by aleksandre on Wed Oct 15, 2014 7:03 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Tue Mar 11, 2014 10:02 am

*********


Last edited by aleksandre on Wed Oct 15, 2014 7:04 pm; edited 5 times in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Tue Mar 11, 2014 11:48 am

******************




Last edited by aleksandre on Sun Feb 07, 2016 10:48 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Wed Mar 12, 2014 10:39 am

ჩამნაცრეს ძმაო, უკვე ჩამნაცრეს ,
ფერფლად ვედები მინდვრის ყვავილებს.
დანაშაული მხოლოდ ერთია,
რომ ვერ მოვარგე სული ყალიბებს.

რომ ბოთლის პროპკათ არ გამოვდექი
და მომისროლეს უცხო ნაპირებს.
რომ სხვები კლავდნენ და მე მტკიოდა,
ვეღარ გითვლიდით გულზე ნაბიჯებს.

რომ თვითონ ღმერთიც ვეღარ მარგლავდა,
ეშმაკის თესლით გავსილ ყამირებს.
რომ ეკლიანი ბალახი გვერქვა
და ყოველ ქარში ვჩხვლეტდით ყვავილებს.

რომ ვითომ უფლის სამწყემსო ვიყავ
და ღმერთის თვალში ვგავდით კალიებს.
უფლის მაგივრად სასჯელს ვზომავდი
ასე ვავსებდი დილეგს, გალიებს.

ჩამნაცრეს ძმაო უკვე ჩამნაცრეს
სადაც არაგვი ამტვრევს ნაპირებს
გამიხარდიას სადმე ვიპოვნი,
სადმე ვიპოვნი და გამოვგზავნი,
თევზის წერილებს მის დანაპირებს.















Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Thu Mar 13, 2014 10:39 am




*************






Last edited by aleksandre on Wed Oct 15, 2014 7:06 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Thu Mar 13, 2014 12:34 pm

******************


Last edited by aleksandre on Wed Feb 03, 2016 11:56 am; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Fri Mar 14, 2014 2:26 pm

მიყვარხარ, ამაყად ნათქვამი არა მწამს
მიყვარხარ გეტყვის და ცეცხლი სულ არა წვავს.
მიყვარხარ კანკალით ნათქვამი იწამე,
გეტყვის და მიწა რომ უსკდება თან და თან.

ქალი ხარ სისუსტე კაცში რომ არ გხიბლავს,
ვიცი და იმიტომ გარიგებ ხან და ხან.
თავს მიქნევ საეჭვოდ, იმიტომ იღიმი,
იცი რომ ,გულს მაინც იმ პირველს გაატან.





Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
Sponsored content




PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Today at 1:39 pm

Back to top Go down
 
ალექსანდრე მიშელაშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 3 of 8Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: