არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ალექსანდრე მიშელაშვილი

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8  Next
AuthorMessage
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Thu Jan 30, 2014 1:41 pm

**************


ჩვენ ვდგებოდით, მომაკვდავი ყვავილების რიგში,
ზამთრის პირზე და ველოდებოდით წეროებს,
გათოშილი ყვავილების, თბილ ქვეყნებში გასატანებლად.
ახლა ვდგავარ მარტო და ხდება პირიქით.
დგანან და ელოდებიან, ყვავილები წეროთა რიგებს,
ჩემი უშენობით გათოშილი, სხეულის გასატანებლად.



Last edited by aleksandre on Fri Mar 13, 2015 10:02 am; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Fri Jan 31, 2014 10:41 am

"სიბერეში დასაწერი"

ვიჯექით,
აღარ ვთვლიდით ვარსკვლავებს
მხრებზე დრო-ჟამის, გვედგა უღელი.
ნახევარ მთვარიეს, ისე ვით ნემსკავს,
თევზივით ჩასწყდა თეთრი ღრუბელი.
შენ ხშირად გითქვამს თითქოს ღრუბელი,
ღვთის ანგელოზთა თეთრი სახლია
და მე მთელი დღე, ფიქრს ვუნდებოდი,
ღრუბლის სახლში რომ შენც შეგეხწია.
ახლა კი ახლა, ვზივართ და ვუმზერთ,
ჩვენს თვალში, მკვდარი მზე ირეკლება,
და როგორც ბოლი, დაცლილ მაუზერს,
სული ზეცისკე მიიკლაკნება.
ჩვენ სიყვარულის, შემოვრჩით მუზებს,
სიბერე ავი ძაღლივით გვკბენდა
და როგორც წყალი აქლემის კუზებს,
შემოგვრჩა თვალში ერთურთის სევდა.
ვით დეკემბერში, დაუკრეფ ყურძენს
დღეები შავი შაშვივით კენკავს,
მაგ თვალებიდან, ბოლო ვარსკვლავებს
და მეც მეზრდება ტკივილი ნეკნთან.
უნდა მიგასწრო, უნდა გავფრინდე,
ვისწავლო ღრუბლის კერვა და კემსვა,
ანგელოზების -"ღრუბლების სახლში",
საკუთარივით რომ შეძლო შესვლა.
***********
ღამე არეული,
მთვარე გალეული,
ნისლში არეული,
ზეცა მთვარეული.
ხიდათ გადებული ,
რწმენა გაბედული.
თოვლი წვიმისაგან
უკვე გაბნეული,
ფიფქზე ლოცულობდა
თვალებ ანთებული.
დილა თენდებოდა,
ფეხებ ათრეული.
მარტი მოდიოდა,
ქალი მიდიოდა,
უფალს ასე ჰქონდა,
მადლი დაბნეული.
**************
ვერც სიყვარულში დავემგვანე ადამიანებს,
მათ უპასუხო სიყვარული, უფრო სტკიოდათ,
მე კი რომელზეც, ვერ ვუპასუხე.
****************
თოვს, მეც არ ვიცი, რატომ ამტკივდი,
სადამდე გასტანს სულის წამება.
თოვლი კი როგორც თეთრი ბატკნები,
მოვა და მინდვრად, ისე დაწვება.

დასდევენ ფიფქებს, სულის პეპლები,
მერე კი ზამთარს ხელში აკვდება.
აკვდება მაგრამ ცივი ხელებით,
მომაკვდავ პეპლებს სულში მაბერტყავს.

თოვს, მეც არ ვიცი რატომ ამტკივდი,
თოვლია- ჩემი სულის წამება,
მოვა და როგორც თეთრი აკლდამა,
შენი სულისთვის, ჩემში ჩადგება.


Last edited by aleksandre on Sat Mar 26, 2016 10:19 am; edited 6 times in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Fri Jan 31, 2014 3:29 pm

მე ვდგავარ სადღაც, შენს გულის კართან
და თოვა ჩემი სულის ჰიმნია.
ღრუბლები როგორც ალბატროსები,
ჰორიზონტისკენ ისე მიქრიან,
ფიფქები როგორც ქვიშის საათი,
სულს ავსებენ და წამებს მითვლიან.
ის რომ შენ ჩემი ნეკნისგან იყავ,
ახლა ვხვდებით რომ დიდი მითია,
მე უნეკნობა შემეძლო მაგრამ,
უშენოდ წამმაც ვერ დამიტია.


Last edited by aleksandre on Tue Mar 15, 2016 11:39 am; edited 4 times in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Sat Feb 01, 2014 10:45 am

არც შენ არა ხარ, ჩემსავით მუხავ,
ყვავილებივით მთლად უცოდველი,
ისიც მადლია, რომ მათზე ვწუხვართ
ვისაც დღეს ჩვენგან, მიადგა ჩრდილი.
ენძელებსა და ამოზრდილ იებს
მზე წავართვით და მზე დავუმარხეთ,
ჩვენი ტოტიდან წასულ ნიბლიებს,
ზამთარში ბუდე ვერ შევუნახეთ
და რათგან მაინც ეს უნებურად,
ხდება და სხვა გზა, ვერც რა მოვნახეთ,
ორივეს გვრჩება ბოლო ოცნებად,
ჭიგო მოგვიდგან როგორც ვენახებს,
რომ სიკვდილისას ჩვენი წაქცევა,
ვერ უშავებდეს ყვავილს ვერაფერს.
****************
ზამთრის, უღრან ტყეში რომ დადგები,
სიჩუმეს სწავლობ.
მიადებ ხეს ყურს
და სიცოცხლის ხმა გესმის.
ალბათ ზამთრის ტყეში ვისწავლე,
ტკივილების მუნჯად ატანა.
გულთან კი,
ჯერ არავინ შეჩერებულა,
ყური რომ მოადოს.
*************

მწყემსავდა ქარი, ღრუბლის ერკემლებს,
მერე ლაშარის გორზეც ითოვა,
ამ მთებს კი- მიწის მრუდე ხერხემალს,
თან კვაზიმოდოს დარდი მიჰქონდათ.
მიჰქონდათ დარდი, ვეხიდებოდი,
მჩატე ზურგით და სუსტი მუხლებით
და თუკი სადმე დავეცემოდი,
მესმოდა მთებო როგორ მიხმობდით.
როგორ მიდგავდით თოვლიან მხრებს და
წამოყენებას როგორ ცდილობდით.
მიგვქონდა დარდი , თქვენ კვაზიმოდოს,
მე კვაზიმოდოს ცრემლებზეც მეტი,
როგორც იმ ბებერ ჭიგოზე ვაზი,
მე საქართველო მიმქონდა მხრებით
და მერე როცა დაეცა ჭიგო,
როცა სხეული მიწამ შეჭამა,
სწვდებოდა ჩემს სულს, ღრუბლებში ექო,
მთებს დიდხანს ვაზი, როგორ ეკავათ.
*************
ყველასგან მიტოვებულ,
ადამიანს თუ შეხვდებით,
უსათუოდ ტკივილით ჩაილაპარაკებს:
"ღმერთის იმედათ ვარ დარჩენილიო".
არა და ამაზე მეტი, არც არსებობს


Last edited by aleksandre on Mon Mar 14, 2016 8:25 pm; edited 6 times in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Sat Feb 01, 2014 12:12 pm

******************
სულ ველოდები, ვიღაც მოვა,
დიდიხნის ნაცნობივით დამაკვირდება,
მერე კი, სხვებივით ბრმად არ ჩამივლის.
უბრალოდ მოვა და სულს შემიბერავს.
ბაბუაწვერებსაც სჯერათ, სჯერათ რომ ოდესმე,
ვიღაც მივა, შეუბერავთ სულს და გაფრინდებიან.

ალეკო მიშელაშვილი


Last edited by aleksandre on Thu Nov 12, 2015 7:12 pm; edited 5 times in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Mon Feb 03, 2014 11:19 am

ჩემი ცრემლი, სხვის თვალებში არ ჩაეტევა.



Last edited by aleksandre on Sun Aug 07, 2016 10:08 am; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Tue Feb 04, 2014 10:46 am

ჩემში უკვე ვიპოვე საკუთარი თავი,
ახლა შენი თვალებიდან , აღთქმულ სამყაროში ვეძებ,
იქ სად ვიწყები და სად ვმთავრდები?!
ქვაზე უკან ვდგავარ, თუ მწვერვალზე ზემოთ?!
ხელს მაინც თუ გამომიწვდი , უფსკრულთან მდგომს ?!
კითხვები რომლებიც ჩემში აღარ ეტევიან
და მუნჯი სხეულის ბუდიდან,
დაფრთიანებული ბარტყებივით, ამოფრენას ლამობენ.


Last edited by aleksandre on Fri Mar 13, 2015 10:20 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Wed Feb 05, 2014 1:39 pm

*************
" ქვევრი"
ეს ის მოთხრობაა, დასაწყისიდანვე უნებურად რომ ჩაგითრევს და პირველ ნაბიჯებს გადაგადგმევინებს იმ სამყაროში, სადაც მდინარის პატარა კენჭებიც კი სუნთქავენ და ჩურჩულებენ .
ყველაფერს თავისი ენა და ჩვევაა აქვს , თავისი სატკივარი და თუ მთლად ყრუვები არ გამოვდექით, ამ მოთხრობიდან, მაინც გამოჟონავს მათი სათქმელი. ზოგი მეტს გაიგებს, ზოგი ცოტას და უფრო მეტი ალბათ ვერაფერს.
მე ამ მოთქრობას "ქვევრს" დავარქმევ, რადგან მან უნდა ამოგვძახოს, გაძლიერებული ექოს სახით, რასაც ყვავილები, ხეები და გარეული ცხოველები ჩასძახებენ, რათგან ასე მაინც მოახწიონ ჩვენს ყურამდე სათქმელი.
გაზაფხულია, ტყის პირად ამოსულ ენძელებს მისი სურნელი სდით , გაფურჩქნული ყვავილებიდან, როგორც ახალშობილს დედის რძის სუნი. ხან და ხან ცრემლივით ჩამოწყდებათ ხოლმე , მწვერვალებს ზვავი და დაუგორდებათ ვეება მკერდზე.
ამოსვლისას და ჩასვლისას, მზეს ჩვილი ბავშვივით წამოიწვენენ ხოლმე , დიდრონი მთები სხეულზე და ელოლიავებიან.
გაზაფხულია, წესით ტყიდან მხოლოდ ჩიტების საამური გალობა და მოდიდებული მდინარის რაკრაკი უნდა ისმოდეს, მაგრამ ეს რა ხდება?! ხევის მხრიდან ქვითინი ისმის, ყველას აქ მოუყრია თავი: ნიბლიებს, მელაკუდებს, დიდრონ მუხებს, ყველა ტყის ბინადარი ერთად შეკრეფილა და ტირიან.
გარკვევით მხოლოდ დაჭრილი ირმის სიტყვები ისმის: რატომ მუხავ , რატომ არ ამაფარე შენი დიდრონი მკლავები, რომ მათვის უხილავი ვყოფილიყავი?! ან შენ მდინარევ, რატომ არ გადარეცხე ჩემი ნაფეხური, რომ ჩემი გეში, მდევარ ძაღლებს ვეღარ აეღოთ?!
უსმინა , უსმინა მუხამ და მერე თვითონაც დაჭრილივით ამოიკვნესა: სადღა შემრჩა დიდრონი მკლავები, შემომხედე რამდენგან მჭირს ნაიარევი, რამდენი მკლავი ამაჭრა ვერაგმა ადამიანმა, დღეს ან ხვალ მოვა და მთლიანად მომჭრის, მე ვერაფრით დაგეხმარებოდი.
მორჩა მუხა და ახლა მდინარემ ამოხეთქა: მე რომ მიყურებ, ეს ხეები მასაზრდოვებენ , შეხედე ჩემს კალაპოტს, დართული ძაფივით დავწვრილდი, საცაა დღეს თუ ხვალ გავწყდები, მეც ვერაფრით გიშველიდიო.
იდგნენ და ლანძღავდნენ , წყევლიდნენ ადამიანის გაჩენის დღეს და სწორეთ ამ დროს, ყველა შეაკრთო უცნაურმა ხმაურმა.
აქეთ წავიდეთ პაპა აქეთ , ხალისიანათ მოხტოდა ცხრა-ათი წლის ბიჭუნა, პეპლების საჭერით ხელში და თან პაპას უხმობდა, რომელიც ნელი ნაბიჯით , წალდით ხელში , ჩაფიქრებული მოაბიჯებდა.
ყველანი დაფრთხნენ. ნიბლიები მუხის კენწეროზე ,ფოთლებს ამოეფარნენ, მელაკუდები სოროში ჩაძვრნენ და იქიდან იმზირებოდნენ ცალი თვალით, ციყვებმა ფუღუროებს მიაშურეს, მხოლოდ დაჭრილი ირემი ცდილობდა, საცოდავად წამოდგომას, უყურებდა ოქროს კულულებიან, სიცოცხლით სავსე ბიჭუნას და მის ნაცლად აუცდენელ სიკვდილს ხედავდა.
როგორღაც წააშველა მუხამ , შერჩენილი მკლავები, დაეხმარა წამოდგომაში მაგრამ, ამ დროს შენიშნა მოხუცის ხელში, ნახევარ მთვარესავით ალესილი წალდი და შეუშვა ხელი, მკლავები სადამდეც შეეძლო მაღლა აზიდა, იმის იმედით რომ მოხუცი ვერ შეწვდებოდა.
ბიჭუნას მიახლოვებაზე ბოლო ძალები მოიკრიფა ირემმა, უცებ წამოიწია თითქოს გაიმართა კიდევაც , მარა უცებ უმტყუნეს ძლიერმა მუხლებმა და დაენარცხა ისევ მიწას.
ბიჭი შეკრთა, შეშინდა, უკან საითაც პაპა ეგულებოდა თავქუდმოგლეჯილი , ყვირილით გაიქცა. პაპამ დაამშვიდა და ორიოდე წუთში ორივენი ერთად დაბრუნდნენ უკან, ბიჭი უკნიდან ფეხებზე ეკვროდა პაპას, მხოლოდ ცნობისმოყვარე, მაყვალივით თვალებს აკვესებდა წინ .
უყურებდა ირემი მოხუცის ხელში ალესილ წალდს, წელზე დაკიდებულ ხანჯალს და თვალწინ უტრიალებდა კადრები, როგორ გამოჭრიდნენ ყელს, როგორ აანაწევრებდა მის ლამაზ სხეულს ბასრი დანები.
მოხუცმა ირემთან დაიმუხლა, ჭრილობა შეუმოწმა, მერე შვილიშვილს რაღაც უჩურჩულა და ისიც მოწყდა, ადგილიდან თავქუდმოგლეჯილი სოფლისკენ.
დიდ ხანს უყურებდა თეთრწვერა მოხუცი , შემკრთალ ნადირს დიდრონ ცრემლიან თვალებში და ამ თვალებზე სევდიანი, იმ წუთას მისთვის დედამიწის ზურგზე სხვა არა მოიძებნებოდა რა.
რამდენი რამ ქონდა სათქმელი, მოხუცსაც და ირემსაც იმ წუთას ერთმანეთისთვის, რამდენი ყელთან მომდგარი სიტყვა შეაშრათ , მაგრამ განგებამ თავიდანვე გაწირა ისინი, სხვა და სხვა ენაზე აამეტყველა, მათ მხოლოდ ერთმანეთის გულისცემა ესმოდათ , გულისცემა რომელიც ირმის საყვედურსა და მოხუცის ბოდიშს ირეკლავდა.
მოხუცი ურმის თვლების ჭრაჭუნმა გამოაფხიზლა, ურემი რომელსაც ბებო და შვილიშვილი წინ მოუძღოდნენ.
ფრთხილად დაასვენეს ზედ ირემი, ბიჭუნა იმ წუთშივე ურმის კოფოზე მოექცა და ხმამაღალი შეძახილით დაძრა ხარები.
ერთ კვირას მკურნალობდა მოხუცი ირემს, ერთი კვირა იტანდა მეზობელთა დაცინვასა და ჩუმ გადალაპარაკებას: მშივრები იხოცებიან და სანამ ეს ნადირი უსულოდ არ მოკვდება, მანამ არ დაკლავენო.
ესმოდა მოხუცს ყველაფერი და არ იმჩნევდა.
ერთი კვირის თავზე ირემს უკეთესობა დაეტყო, მუხლებშიც გაიმართა, ერთ ქარიშხლიან ღამეს კი ჩვეული ნახტომებით გადაევლო ღობეს და სიბნელეს შეერია.
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, მოხუცი დაიღუპა, მის საფლავზე კი ხშირად ამჩნევდნენ , ირმის ნაკვალევს, საფლავის ქვაც ხშირად ხვდებოდათ, ირმისგან ნალოკი და ხანდახან ბნელ ღამეებში ირმის ბღავილიც მოისმოდა სასაფლაოს მხრიდან.
ერთ დღისით კი მენახირეებმა შემთხვევით დაინახეს, როგორ შებღაოდა დაჭრილი ირემი მოხუცის საფლავს,
ყველამ იფიქრა ისევ შველას სთხოვსო , არა და ირემი უბრალოდ, სიკვდილის წინ ეთხოვებოდა.
ასეა ზოგჯერ, მკვდართან სჯობს მისვლა, თუ ცოცხლებს მაინც უკუღმა გვესმის.


Last edited by aleksandre on Tue Jan 19, 2016 10:50 am; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Thu Feb 06, 2014 9:56 am

სადაც ნისლები ფეხქვეშ მიყრია
და ზეცამდეა არც ისე შორი,
იქ ამიყვანეთ იქ დამასახლეთ,
სადაც არ არის შფოთი და ჭორი.
სადაც ღრუბლებმა გადამიარა
და შუბლზე თბილი დამისვა ტორი.
იქ ამიყვანეთ ,იქ დამასახლეთ,
უნდა ფიქრების დავიდგა გორი.
ჩემი ცხოვრება ხან ყმულია,
ხან ცის კიდეზე, დაღლილი ქორი
და ნუ მომძებნით რათგან თქვენამდე
ამ მთის გარეშეც შორია, შორი.
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Fri Feb 07, 2014 11:53 am


*****************
მე ზუსტად ვიცი, დაბრუნებით ფრთებს რომ მომიტან,
შენ ამ გაფრენის შეგეშინდა, ამიტომაც აღარ ბრუნდები.
გამარჯვებული ვბრუნდებოდეთ ყველა ომიდან,
მოგების გამცდას, ასე სულ მთლად გავახუნებდით.
მე ზუსტად ვიცი, დაბრუნებით რასაც მოიტან
და სანამ ქარში გაგვლეწავენ ვით თავთუხები,
მოდი და მოვწყდეთ, დედამიწის ვიწრო ტანიდან,
მთიდან ახლოა, ზეცა, ღრუბლის საფეხურებით.


Last edited by aleksandre on Fri Mar 13, 2015 10:35 am; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Sat Feb 08, 2014 9:04 am

მანძილი ასჯერ გავზომე,
გაჭრამ კი დააგვიანა.
ფიქრებმა როგორც ალამუტს,
ასი წრე შემოგიარა.
ვევნე, ვეწამე , მამტვრიეს
შიგნიდან მღრნიდა იარა.
ნისლსში ნაბანმა ვიარე,
ნაკლული გაჩნდით მთლიანად.
ჩემს ტკივილს როგორ იგრძნობდით,
ქრისტე გაყიდეთ ჯვრიანად.
თურმე ბევრ ფიქრსაც ნაკლი აქვს,
ცხოვრებას გიქცევს მტვრიანად.
ზოგჯერ არც უნდა გაზომო,
უნდა გაჰკვეთო მთლიანად.



Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Sun Feb 09, 2014 10:06 am



გვჯეროდა მიწა იყო ნუგეში,
ცა- მკვახე ყურძნის, მელას იარა.
და ცამ კი არა სოფლის გუბეში ,
ვარსკვლავი მთვარემ იმშობიარა.




Last edited by aleksandre on Tue Apr 21, 2015 4:55 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Tue Feb 11, 2014 11:45 am

*******************





Last edited by aleksandre on Wed Mar 30, 2016 7:16 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Wed Feb 12, 2014 9:29 am

ციცინათელა ვარ და ღამეს ველოდები,
ველოდები რომ შემამჩნიონ.


Last edited by aleksandre on Tue Apr 21, 2015 4:57 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Thu Feb 13, 2014 10:45 am


ბავშვობაში ადამიანი ვიყავი.
მთელი დღე ვეძებდი, ფრთამოტეხილ ჩიტებს,
ბუდიდან გადმოვარდნილ ბარტყებს,
ავადმყოფ პეპლებს.
მერე კი ღამეებს ვათენებდი,
როგორმე ფრთა გამემთელებინა,
ბუდეში დამებრუნებინა,
გამომეჯანმრთელებინა.
მერე კი როცა წამოვიზარდე,
მახსოვს ძალიან მეჩქარებოდა,
ხუმრობა ხომ არ იყო პირველი პაემანი?!
და ასე სტვენით ჩავუარე დაჭრილ ჩიტს გზაზე.
შემდეგ კი შემდეგ , აღარც არასდროს მიძებნია დაჭრილი ჩიტი,
საძებნელი ღმერთი გამიხდა.








Last edited by aleksandre on Tue Apr 21, 2015 4:58 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Sun Feb 16, 2014 5:42 pm

************
მე მაინც უნდა, სანთელი მენთოს,
მკერდში სინათლის შუქი ჩავიდგა,
ბრმების მოქნეულ ხმალს მივაგებო
და მზე ვანახო, სისხლის მაგივრად.




















Last edited by aleksandre on Wed Mar 30, 2016 8:09 pm; edited 4 times in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Sun Feb 16, 2014 5:54 pm

დადგება ზამთარი და ჩააცმევენ, მიწას ჩააცმევენ თეთრ ქალამანს,
ჩამოიმუხლება მწვერვალი და თასმას თეთრ ხეებზე გაიბანტავს.
ყველა რომ მოგიყვე მარიამო, თვალმა თუ რამდენი რამ დალანდა,
მთვარე იხრჩობოდა ღრუბლებში და ქარი მის საშველას ცას ფატრავდა.
არა ვერ გამიგებთ მარიამო, ისე ჩამთავრდება ეს კალანდაც.
აბა ნორმალური ვინ აღითქვამს, ზამთარს თეთრი კაბით ჩემს პატარძლად?!
სულზე მეწამული ლაქები მაქვს, სული დაემგვანა მთის კალმახთა.
ერთხელ შევდგები და დავიყვირებ, ერთხელ დავიყვირებ რომ არა მწამს,
ცხრაჯერ გამოცვლილი სიყვარული, მარადიულობა ვინც დამარხა.
ერთხელ ამოვიღებ გულს მივუშვერ , მას ვინც ცალ ლოყაში დღეს გამაწნა.
გარეთ ანგელოზის ბუმბულებმა, თოვა დაიწყეს და ჰკრეს კამარა.
ჰოო -ფიფქებია ბუმბულები, გარეთ თეთრ თოვლად რომ თმას დაადნა.
იქნებ ეს ლექსია დღეს ბოდიში, ან და აღსარების ცდის ქარაგმა,
ვისაც დავაბიჯე ვერ ვიგრძენი, მას კი ნაფეხური გულს დააჩნდა.
რაც კი ქვეყანაზე პეპლებია , რაც კი ყვავილია დღეს არაგვთან,
ერთხელ ავიღებ და თავხედურად, ეე მაგ ლამაზ სულში ჩაგიქარგავ.
რა ვქნა ასეთი ვარ უცნაური, ერთი თხოვნა მაქვს რომ შენ არა თქვა,
ღმერთთან არა თქვა, რომ მე გატკინე, ფიფქებს დააბრალე თმის ჭაღარა.


Last edited by aleksandre on Tue Apr 21, 2015 4:59 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Mon Feb 17, 2014 10:39 am




ხევსურებივით ღრეობენ მთები,
ერთმანეთს ღრუბლის ტიკებს ესვრიან.
აქ დგანან ჩემი ჩავლილი წლები
და ხარებივით მიწას ტკეპნიან.
აქ დგანან ვხედავ, ვხედავ და ვიცი,
მწვერვალზე სიკვდილს როგორ ეტრფიან.
საფლავს შეამკობს დეკა და დუცი
და ქარი როგორც ეპიტაფია.
ქარია ჩემი მათდამი ფიცი
და მწვერვალებმა კარგად იციან,
უნდა შეიშრონ ნისლივით ძვლები,
ამიტომ დგანან, დგანან იცდიან.


Last edited by aleksandre on Tue Apr 21, 2015 5:00 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Tue Feb 18, 2014 10:51 am

მე თვითონ მიკვირს , როგორ გავუძლე
როგორ ვათრიე სული წყეული.
როცა გამვლელი ზარმაციც მგლეჯდა
და ჩავამთავრე ასე წლეული.

როცა სამართალს ბრბოში ვეძებდი
და ციციკორე ჰყავდათ მოთავე.
როცა ლინჩის წესს ისე გიდგენენ,
რომ ღვთისნიერი ვერვინ მონახე.

ჩაჩოქილი ხარ პირველ ქვას უცდი,
უცდი თვალები შეაგებო შენზე უარესს.
ჯერ არ მომკვდარხარ, მაგრამ რაც დაგრჩა,
იმას მათ უკვე წილი უყარეს.

მე უკვე მიკვირს როგორ გავუძლე,
როგორ აღვსდეგი ფერფლად ფენიქსი,
ახლა სფინქსივით როგორღა ვდგავარ!?
როცა დამისვეს გულზე დეფისი.








Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Tue Feb 18, 2014 5:43 pm

*************


"ძაღლი"
ძაღლო მე და შენ ერთგულება დაგვყვა მუცლიდან,
შენ ცხვრის ფარეხი ჩაგაბარეს, მე კი ვინ მოსთვლის?!
იჯდა ღმერთი და ჩვენს ღალატსაც ასე უცდიდა.
მახსოვს ერთ ღამეს უსაშველოდ ძლიერი თოვლი
და ცაზე მთვარე, მგლის ყმუილზე როგორ გაფითრდა,
მახსოვს ყინვისგან, დედამიწას ავარდა ორთქლი
და მწვერვალებმა ნისლი შესვეს, მთვარის ჩაფიდან.
იდგნენ ნაძვები სოფლის გვერდძე და ვარსკვლავებით,
მთვარის გუმბათით , სასახლეებს გვანდნენ ზღაპრიდან.
შენ კი იწექი ცხვრის გვერდით და თოვლს როგორც ნაბადს,
დიდოელივით გატკეპნიდი, ტყაპუჭივით ტანზე ირგებდი.
დავიწყებოდი მშიერი პატრონს და მაინც მთელი ფარა გებარა.
შუა ღამისას ლანდები შეკრთა, კარგად იგრძენი ნადირის გეში,
თავზე დაგესხა მშიერი ხროვა და წაგიჭირეს კბილები ყელში.
იბრძოდი ასე სანამ პატრონი, გამოიზლაზნა სახლიდან ხვნეშით,
დაგაგდეს იქვე, გაიქცნენ მგლები და პატრონისგან რასაც ელოდი,
მადლობისა და ნუგეშის ნაცვლად, მაგ ნაიარევ, დაგლეჯილ ფერდში,
მოგარტყა თავის რუსული ჩექმა და გაგაფრთხილა თითის ჩაქნევით:
აწი არაფრად აღარ მჭირდები, ასე ნაცემი და ხეიბარი,
გასწი აქედან სხვას მიეკედლე, უშნოდ გდის ტანზე სისხლი შემხმარი.
ასეა ძაღლო ჩვენ ორივენი, მთელი ცხოვრება ვისაც შევხარით,
ვისთვისაც ჩვენი სიცოცხლე გვსურდა და მტერს ვისთვისაც ასე ვჩეხავდით.
ბოლოს იგივე გამოგვჭრის ყელს და მგლებს რჩებათ ჩვენი ყველა მწვერვალი.











Last edited by aleksandre on Fri Mar 13, 2015 10:40 am; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Wed Feb 19, 2014 3:09 pm

შენ სასთუმალთან, აპრილი გიწევს,
მაისის სიომ გადაგიარა.
გადაგიარა შენ არ გაჰყევი,
და დარდით მთებში იბორიალა.

შენ სასთუმალთან იები ყვავის
და დეკემბერი გაჩნდა იარად,
ვერ შეითვისე იანვრის სუსხი,
ყვავილები რომ გაგიტიალა.

შენი თვალებით დათვრა ივნისი
და ივლისამდე მთვრალმა იარა.
შენ გვირილებში მაშინ გიპოვეს,
გაზაფხულმა რომ იმშობიარა.
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Thu Feb 20, 2014 10:01 am

ყველა თავისი სახმილით იწვის,
ჩანაცრულ გულს კი იმედით ივსებს.
ნაძვები სერზე, ნემსა წიწვებით,
სჩხვლეტენ, ტყის თავზე გადასულ ნისლებს.
შენ ალბათ მზესთან დიდხანს იწვები,
სანამ იბღავლებს სულით ობლობა.
ფიფქები- ზეცის თეთრი პეპლები,
წუხელ ჩემ სულთან ახლოს მოთოვა.
ერთ დღეს კი როცა დაიპენტები,
მონატრების და ვნების ზვირთებით,
ჩაყლაპავ მზეს და სულში დატევით,
მზიანად ჩემში ჩაიღვენთები.






Last edited by aleksandre on Fri Mar 13, 2015 10:40 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Thu Feb 20, 2014 12:22 pm

მთები ხომ ჩვენი , თითქოს არცაა,
მხოლოდ ზე-კაცთა გამხდარა ტახტი.
დევები ბარში გადმოხვეწილან,
ზურგზე ემჩნევათ კოპალას ლახტი.

მთები ხომ უფლის ტახტრევანია
კლდის ეხებშია ზე-კაცთა სახლი.
მთები ღირსეულ კაცთა ხვედრია,
ჩვენ ვინ გვარგუნა ,მირონის საცხი.

და ამიტომაც არ გაგიკვირდეს
გულში დარჩები ყველას არაკად,
მწვერვალზე ასულს, ცა თუ მოგერგო,
დედამიწა კი გეპატარავა.
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Fri Feb 21, 2014 4:25 pm

ერთი ნახვით, შევიყვარო მინდა,
ერთი გვქონდეს, დადებული ზავი.
ზაფხულივით მწველი მზერა მინდა,
ერთი ნახვით, შემაყვარო თავი.

მე ერთგული, ორი გული მინდა,
რომ სხვას, არც როს გავაპარო თვალი.
მთელ სამყაროს ვანაცვალო მინდა,
მისი თუნდაც პაწაწინა ხალი.

ჩვენს სავალად ცის ლაჟვარდი მინდა,
ღრუბლებს ეტყოთ ნატერფალი კვალი.
მსურს წვიმაში მივდიოდეთ, მე და შენ და ბავშვი,
ნაფეხურებს ასდიოდეს, სიყვარულის ჭავლი.









Last edited by aleksandre on Mon Jun 02, 2014 10:43 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Sat Feb 22, 2014 9:13 am

***************


Last edited by aleksandre on Fri Apr 29, 2016 8:21 am; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
Sponsored content




PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Today at 8:42 am

Back to top Go down
 
ალექსანდრე მიშელაშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 2 of 8Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: