არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 ალექსანდრე მიშელაშვილი

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8
AuthorMessage
aleksandre
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 181
Age : 29
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Tue Nov 01, 2016 10:49 am

მე მახსოვს მოვდევდი დეკიანს,
ნისლები წვებოდნენ ქარაფზე,
ვამბობდი ის ჩემი ნეკნია
და მაინც ეჭვები მზარავდნენ.
დღეს ისევ მოვყვები დეკიანს,
შეჰყრიათ მწვერვალებს მკათათვე.
დღეს სულში რაღაცა მაკლია,
რადგანაც ეჭვები გამართლდნენ.
*******************
პირველი ფოთლის დაცემაზე,
ჩიტის გული რომ შეფართხალდება,
გადასაფრენად იწყებს მზადებას,
ეგაა თქვენი სიყვარული.
იშვიათია ზამთრის ტყეში
ჭირისუფალი.
*****************
მე ტკივილებზე თვალს ისე ვხუჭავ,
როგორც თოვაში ღმერთი ყვავილზე.
******************
ბოლოს კი ცაში,
უცხოსავით თვალს ამარიდებ,
როცა წარვდგებით
საგანაჩენოდ,
რომ "ღმერთზე მეტად
უყვარდაო"
მძიმე ცოდვას
გადამარჩინო.
***************
თუმცა სიზმრები
არაფერს არ ცვლის,
მაინც სიზმრებმა
მე ჯვარზე მაცვეს
და ყველა ლექსი
იყო სიზმარი,
ყველა სიზმარი
კი ჯვარცმის მაცნე.
***************
უანგარო სიყვარულიც
ის არის ალბათ,
მოსათიბ ყვავილს
ფუტკარივით გადაეფარო,
დაე ყვავილმაც
ჩათვალოს რომ
შენ აფრენა ვერ მოასწარი.
***********
"ხანძარი"
ხეც შეიძლება
მანამდე ჩახმეს,
სანამ ხანძარი
თვითონ ჩანაცრავს,
როცა უყურებს
როგორ ტოვებენ,
ოდესღაც ტოტზე
რომ შეიფარა,
ცაში აჭრილი
ჭრელი ჩიტები,
ხოლო ფესვებთან,
იმ ყვავილთა
კვნესა ჩაესმის,
ცამდე აჭრილს რომ ,
არასოდეს შეუმჩნევია.


Last edited by aleksandre on Wed Aug 23, 2017 11:19 am; edited 7 times in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 181
Age : 29
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Sat Nov 19, 2016 9:43 am

გამახსენდება: მარეკები, კოცონი, ძაღლი,
გარდასულ დღეთა ჩუმი ხატება
და ამ ბინძური ქალაქით დაღლილს,
მთის თეთრი თოვლი მომენატრება.
მომენატრება, ფოთლების ნაღველს,
თან გაატანეს სული ჭადრებმაც,
ჩამოვა მთიდან ის ერთი ღამე
და ყველა სიზმრის თავში ჩადგება.
ჩადგება როგორც ქარაფში მთვარე,
ცის ვარსკვლავებით ანაპერწკლება.
ზამთრის ჩიტივით სიზმრებში ვათევ
ღამეს და ვუცდი როდის შეწყდება,
სიკვდილით ყინვით და თოვლის მოსვლით,
სიზმარიც, სითბოც, ჩიტის ვედრებაც.
ჰე მყინვარებო! არაგვში შესვლით,
ქედებზე თეთრი ჭირხლი გედებათ.
თქვენ ალბათ ზვავის ქუხილი შეგშლით,
მე ლექსით სული შემიდედდება.
ჩვენი სათქმელი სხვებივით ვერ ვთქვით
და ამომკენკეს ლექსის მტრედებმა.
მე დღესაც იმ თეთრ ღამეებს ვეტრფი,
თქვენ მკერზე ცეცხლთან რომ ათენებდა,
კაცი და ძაღლი არავინ მეტი
და შუბლს უშვერდა წვიმის წვეთებსაც,
რომ უფრო მეტად შეეგრძნო ღმერთი,
ვიდრე მლოცველებს ლოცვით შესწევდათ
და მახსენდება: მარეკები, კოცონი ძაღლი,
ასე დამწერეს ბედის მწერლებმა
და მზე ეს უფლის ობოლი ცრემლი.
მწვერვალებს სულში ჩაეწვეთებათ.
*******************************

ტყუილად ფიქრობ
რომ ჩემ სიზმრებს
დღემდე შემორჩი,
არა ცხოვრობენ
ბეღურები
გადამფრენი
ჩიტის ბუდეში.

***********************

მხოლოდ ყვავილი დაადო მკერდზე,
საფლავის ქვაზეც არ უკოცნია
და უანგარო სიყვარული გადაარჩინა.

***********************
მწვერვალებზე მარადიული თოვლის ქვეშ,
მიწას რომ ყვავილოვანი მინდვრები დავანახოთ,
ისეა ალბათ ჩემი სიზმრები,
ამ მარადიულ თოვლსა და ყინვას,
შენს სულში ერთი შესვლით ვიბერტყავ.

**************************
ფრთამოტეხილი ჩიტები,
ფრთამოტეხილი პეპლებით
არ იკვებებიან.
ასე შიმშილით თვითმკვლელობას,
ღმერთი როგორ არ მოგიტევებს.
******************
არა არ შველის ღმერთი ტკივილებს,
სჯობდა გვირილავ სხვა გზა გეცადა,
ვით დალურსმული უფლის მტევნები,
ფოთლები ყრია დღეს შენს ცხედართან,
რადგანაც სხვისი ბედი იტვირთეს,
რადგან მტანჯველი შენი მეცა ვარ,
მეც ბოლო ფოთლებს გაცლიდი ისე,
ვით თვითონ ღმერთი გამომეცადა.
******************
ამ ვარსკვლავებით მოჭედილ ცაზე,
ყველა ვარსკვლავი მაინც მარტოა
და თუ ვერ მოგწვდნენ შენც დამდგარს
ცალკე,
ტალახს გესვრიან მერე რატომღაც.


Last edited by aleksandre on Mon Oct 02, 2017 12:28 pm; edited 7 times in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 181
Age : 29
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Thu Dec 22, 2016 1:06 pm

არც მწვერვალები მაკვირვებს ახლა,
არც შენი ლურჯი თვალების ფერი
და თოვლიც ამ მკვდარ ვარსკვლავთა ლაშქარს
-ფიფქებს მოჰყვება თეთრი ტერფებით.
მოჰყვება ნისლიც სერ და სერ მაღლა
და მე უბრალოდ არ მემეტები,
არ მემეტები ტკივილის დამღად
და მთებიც - მიწის მკვრივი კერტები,
საცაა ღრუბლებს ახლეჩენ მაღლა
და ვარსკვლავები როგორც კვირტები,
გამოაყრიან ზეცაზე მაგრამ,
როგორც მეფუტკრეს ფუტკრის ნაკბენი,
მტკენ და მე მაინც არ მემეტები.
არ მემეტები, ამასაც ნაკლად,
ვუთვლი ჩემს თავს და ვერხვის ტევრები,
ჩიტებს ბუდისთვის უწვდიან ტოტებს.
ბევრი ტკივილი გადამაქვს მაგრამ ,
შენ სამუდამოდ სულშივე გტოვებ.
მე ჩემი თავი მაკვირვებს ახლა,
რომ სითავხედის საკუთარ პორტრეტს,
ვყურებ რადგან ვერ პატიების,
პირამდე სავსე ცოდვების კონვერტს,
შენს მიტევების სინდისზე ვტოვებ.

***********************
სიყვარული
მისი ჯვრისწერის
ფოტო დევს ცხვირწინ,
ვით უტყუარი
ბეჭდით ფურცელი
და როგორც ღმერთის
ჩადენილ ცოდვას,
მის ღალატს
მაინც ეჭვით უცქერი.
**************
აქ როგორც გველი
ვერ ცნობს თავის ტყავს ,
თავისვე შეცვლილს
და მიტოვებულს,
ვერ ცნობენ ზოგჯერ
კაცნი თავისთავს,
როგორც მგელი , მგელს
გაცხვრისტყავებულს.
****************
თუ შეგხვედრიათ,
ყორნის ბუდეში,
ჩატანებული
ყვავილივით
ჩამხმარი კაცი?!
ოო ასეთ კაცთან,
ნუ ახსენებთ,
ნურასდროს ფესვებს.
******************
დიდი ხნის შემდეგ მიტოვებულთან,
ისევე უკან რომ ბრუნდებიან,
მე მივიყვანდი იმ გამხმარ ხესთან,
ჩიტების უკან დაბრუნებამდე,
ბუდე რომ დაბლა ჩამოუვარდა.
**************-***
როგორ ძლიერ ჰგავს,
საფლავის ქვაზე ხავსის გაჩენა,
უკანასკნელი მამონტის სიკვდილს.
***************---*-
წყალს გატანებულ
სიზმრებში ვცხოვრობ,
არ გაიმეტებს,
ლამაზ სიზმრებს
წყლისთვის არავინ,
არც ეს ლექსები
დაგრჩებოდნენ
ჩემს სამახსოვროდ,
თუ ღმერთის სიზმრებს ,
არასოდეს მოვიპარავდი.

******************
ხელის კანკალმა დაამშვიდა,
მოწყვეტილი ყვავილი ბოლოს.
უდაო იყო,
წრფელ სიყვარულს ეწირებოდა.
****************
ფუტკარს და კრაზანას შორის
მდგარი ყვავილივით,
რამდენს წაართვა ცხოვრებამ,
არჩევანის უფლება.
****************
მგლის ყმუილზე მეტად,
ირმის მყვირალობა ,
რომ შეგაკრთობს,
უღრან ტყეში,
მარტო დარჩენილს,
სიცოცხლეზე მეტად,
უიმედო სიყვარული
ეგაა ალბად.


Last edited by aleksandre on Sat Aug 12, 2017 9:28 am; edited 14 times in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 181
Age : 29
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Thu Apr 13, 2017 8:29 am

ჩიტი ანგელოზის ფრთებით

თოვს, თითქოს ღრუბლებზე ამოსულ ბაბუაწვერებს, ქარმა მთელი ძალით დაჰქროლა და დედამიწას გადმოაბნია.
პირველი თოვლია ამ ადრიან შემოდგომაზე. ბავშვის სულივით სუფთა და გაურყვნელი. ალბათ სწორეთ ასე გაიფიქრა აბდიამ და ამ ანგელოზის ცრემლივით სუფთა თოვლზე, ფეხის დადგმა ეუხერხულა.
ტყეშია აბდია წამოსული, ფიჩხის და ნაყარი შეშის შესაგროვებლად, ნედლ ხეს კი ან და როგორ მოჭრიდა, კაცი რომელსაც პირველ თოვლზე ფეხის დადგმა ეუხერხულა.
ღმერთს ამ ქვეყნად თუ კი რამ შეუქმნია, ყველაზე იდუმალი, ყველაზე მშვიდი, ტკივილების უხმოდ ამტანი, ზამთრის უღრანი ტყე არის ალბათ. თითქმის ყველასგან მიტოვებული, ჩიტები რომ გადაუფრინდნენ, ცხოველებმა ზამთრის ძილს მიაშურეს. დგანან ხეები და ერთადერთი კვნესა მაშინ აღმოხდებათ, ძლიერი ქარი რომ მიტოვებულ ბუდეს გასტაცებთ, თითქოს ძვირფასი სახსოვარი წაართვათ ვინმემ.
დაიწყო ფიჩხის შეგროვება აბდიამ და უცებ რაღაც ხმა შემოესმა, ჩიტი გალობდა, გალობდა მთელი გატაცებით,
სევდიანად. ძალიან გაუკვირდა აბდიას, ახლა ხომ ყველა ჩიტი უკვე გადაფრენილი უნდა ყოფილიყო თბილ ქვეყნებში, მხოლოდ შაშვები, ჩხიკვები და ყვავები თუ შემორჩებიან ხოლმე ზამთარს, ისინიც სოფელთან ახლოს იდებენ ბინას.
მიუახლოვდა ჩიტს აბდია და გაქვავდა, მის წინ ასკილის პატარა ბუჩქზე, ამძვრალიყო უფრთო ჩიტი, თვალები დაეხუჭა და თითქოს სიკვდილს სიმღერით ეგებებაო, გარინდულიყო.
ფრთხილად მიუახლოვდა აბდია ჩიტს, ერთი მოძრაობით მუჭში მოიქცია მიიკრა მკერდზე და მოეფერა.
ჩიტი შეფრთხა განთავისუფლება სცადა მაგრამ,
მიხვდა აბდია არაფერს დაუშავებდა და დანებდა.
მოჰყავს აბდიას ჩიტი სახლისკენ, მოჰყავს და ფიქრობს : რათაც არ უნდა დაუჯდეს ჩიტს ფრთები უნდა დაუბრუნოს, უფრთო ჩიტი ხომ ოცნება წართმეულ კაცს გავს, უოცნებო კაცი კი განწირულია მარადიული ტანჯვისთვის. აუცილებლად დაუბრუნებს აბდია ფრთებს ჩიტს , აუცილებლად აუსრულებს ფრენის ოცნებას.
გუბეში არეკლილ ვარსკვლავებით მოჭედილ ცას გავს ზოგი ადამიანის სული,
შორიდან უჩვეულოდ მიგიზიდავს, გგონია რომ რაღაც განძი აღმოაჩინე, მაგრამ საკმარისია გუბე აიმღვრას რომ გაქრეს ვარსკვლავები, სიმყრალის სუნმა შეგაშფოთოს,
მაგრამ აბდია სულ სხვა იყო, ყოველგვარი ილუზიის გარეშე, მზე ჰყავდა სულში ჩაბუდებული,
მზე რომელსაც ყველა სულდგმულს უნაწილებდა.
დაბრუნდა აბდია სახლში, ხმა არ გაუცია ცოლ - შვილისთვის,
დასვა ჩიტი ბუხართან და დაიწყო ფიქრი, ფიქრი ფრთების დაბრუნებაზე.
სამი დღე ფიქრობდა აბდია მაგრამ ვერაფერი მოიფიქრა,
ბოლოს ისევე ცოლმა ურჩია,
სოფლის ბოლოში მცხოვრებ ,
დედაბერთან მისულიყო , მისთვის ეთხოვა რჩევა.
ასეც მოიქცა, ესტუმრა აბდია დედაბერს, აუხსნა ყველაფერი და პასუხს დაელოდა.
დედაბერმა დინჯათ დაიწყო:
ჩიტს თუ უშველის მხოლოდ და მხოლოდ ანგელოზის ბუმბულიო.
დაღონდა აბდია, სად იშოვოს ანგელოზის ბუმბული? რა წყალში ჩავარდეს?
მაგრამ ისევე დედაბერმა გამოაფხიზლა : ამ მთების იქით, კლდოვან ჭიუხებში, დიდი ხნის წინათ , ღრუბლის ბუდიდან ანგელოზებს ერთი ბარტყი გადმოუვარდათ, გაზარდეს ბარტყი თეთრმა შუნებმა და იქვე დაიდო ბინა კლდის ანგელოზად, მთაში მიმავალთა და მონადირეთა მფარველადო.
იმ დღიდანვე დაიწყო სამზადისი აბდიამ მთაში წასასვლელად, მეორე დღეს კი უთენია დილით დაადგა მთების ვიწრო ბილიკს, მიდის აბდია და ფიქრობს : რა უნდა უთხრას ანგელოზს? როგორ დაუჯერებს რომ ბუმბული მართლა ჩიტისთვის უნდა? განა ადამიანი შეიძლება ერთი უბრალო ჩიტისთვის ამდენს გაისარჯოს?
მაგრამ აბდიას სჯერა კლდის კეთილი ანგელოზისა, განა ანგელოზები ვერ ხედავენ ადამიანთა სულებს? ნუთუ ვერ დაინახავს აბდიას სულში ჩამწყვდეულ მზეს?
აიარა მაღალი მთები,
მიადგა კლდოვან მწვერვალებს, რომლებიც თითქოს ცის სილურჯეში , აისბერგივით მიცურაბენო, იკარგებოდნენ ღრუბლების ზევით.
კლდის ეხში ცხოვრობს ანგელოზი, უახლოვდება აბდია და ფეხები უკან რჩება, ხუმრობა ხომ არ არის ანგელოზი იხილოს კაცმა, სულ სხვანაირი რიდი აქვს ანგელოზისა.
შევიდა კლდის ეხში აბდია მაგრამ არავინ დახვდა, დაჯდა და დაიწყო ლოდინი, სჯერა აბდიას, სჯერა რომ ანგელოზი უთუოდ მოფრინდება.
დაანთო სანთლები კლდის ფხაზე და დაიწყო ლოცვა.
საკუთარი თავისთვის ლოცვა თუ მართლა მთებს ძრავს, მაშინ ჩიტისთვის წაკითხული გულწრფელი ლოცვა, ანგელოზს როგორ არ მოიყვანდა მლოცველის გულთან.
მართლაც მოფრინდა ანგელოზი, მოფრინდა და მოიყოლა ზეციური ბრწყინვალება.
კანკალით აუხსნა აბდიამ ყველაფერი, აუხსნა და თავჩახრილი ელოდა პასუხს.
სიტყვა ძუნწი აღმოჩნდა ანგელოზი, მოიღუშა, ჩაფიქრდა დიდხანს. ბოლოს სიფრთხილით გამოიძრო ფრთიდან ბუმბული. გაუწოდა და ჩურჩულით უთხრა, მეორეთ ნუღარ ჩაერევი ღმერთის საქმეში, ამ ჩემი ფრთებით ჩიტს თუ რამე დაემართება, მეც უსათუოდ დაღუპვა მელის.
მოდის აბდია , მოდის სახლისკენ მაგრამ სულაც არ გავს იმ ადამიანს რომელსაც სიხარული მოაქვს, მძიმე ნაბიჯით, ჩაფიქრებული მოდის სახლისკენ.
მოდის და ყურში ანგელოზის სიტყვები ჩაესმის: მეორეთ აღარ ჩაერიო ღმერთის საქმეში. განა ღმერთს არ სურდა კეთილი საქმე? განა ღმერთს არ გაახარებდა ჩიტს რომ ფრენა შესძლებოდა? მოდის და უამრავი კითხვა უტრიალებს.
ანგელოზებზე ფიქრობს აბდია, ფიქრობს სად მიდიან ჩვენი მფარველი ანგელოზები , ჩვენი სიკვდილის შემდეგ? იქნებ სულეთშიც თან მოგვდევენ და არ გვტოვებენ?
უცებ დედა გაახსენდა აბდიას, გაახსენდა და ტკივილიანმა სითბომ დაუარა მთელ ტანში, დედაზე დიდი მფარველი ანგელოზი, არასდროს ყოლია ცხოვრებაში.
მიაღწია სახლამდე როგორც იქნა, მაგრამ ორჭოფობს , ანგელოზის სიტყვები ახსენდება. ბოლოს მაინც გადაწყვიტა, მივიდა მძინარ ჩიტს ანგელოზის ბუმბული ფრთების ადგილას შეახო და მართლაც მოხდა საოცრება, ფრთები მართლაც ამოუვიდა.
საოცრება იყო ჩიტის გამოღვიძება, განა არსებობს ამაზე დიდი სიხარული? ბრმას რომ ნათელი დაუბრუნდეს, ინვალიდის სავარძელში მყოფს, მუხლებში ძალა.
შეაფრთხიალა ჩიტუნამ ფრთები, მაგრამ ღამეა გარეთ უკვე , ვერ გაფრინდება. ვინ გაიგებს როგორ ელოდებოდა ჩიტი გათენებას, დიდი ხნის შემდეგ უშვილო წყვილს რომ მუცელში ყრმა ჩაესახება, მის დაბადებას ელიან ალბათ, მის დაბადებას ელიან ასე.
გათენდა დილაც , გამოიყვანა აბდიამ ჩიტი, შეაფრთხიალა ჰაერში და ჩიტიც აიჭრა, ერთ ხანს მიდიოდა ასე , ავიდა ღრუბლებამდის, მერე უცებ მოწყდა წამოვიდა დაბლა , აბდიას მხარზე დასკუპდა და მადლობის ნიშნად ნისკარტი ლოყაზე მოულამუნა.
იცის ჩიტმა რაც გააკეთა აბდიამ მისთვის, ისიც კარგად იცის ანგელოზის სიცოცხლე რომ მას აბარია, მაგრამ უნდა გაფრინდეს ჩიტი, უსათუოდ უნდა ჩავიდეს თბილ ქვეყნებამდე.
მთელი ზამთარი უგუნებოდ გაატარა აბდიამ, ყოველ ღამით ესიზმრებოდა ჩიტი, ესიზმრებოდა როგორ მიაპობდა ცას ოკიანის თავზე, ქარიშხალში, თავსხმა წვიმაში.
ასეა ზოგჯერ დიდი სიკეთის გაკეთებას დიდი პასუხისმგებლობა მოსდევს.
მოვიდა გაზაფხულიც, დაიწყეს ჩიტებმა დაბრუნება, გამოჩნდნენ მერცხლები , აბდიას ჩიტი კი არა და არ ჩანს.
ნუთუ დაიღუპა, ნუთუ სადმე ოკიანის ფსკერზე განისვენებს ჩიტის პაწია სხეული. არ ასვენებდა აბდიას ფიქრი და რამდენჯერმე კლდის ანგელოზთან წასვლაც გადაწყვიტა, მაგრამ ფეხები უკან რჩებოდა, ვაი და აღარ დახვდეს ანგელოზი, ეს ხომ მისი ბრალი იქნება.

ჩვეულებრივ იჯდა ბუხართან, ფიქრში წასული რომ უცებ , რაღაც ხმამ ზეზე წამოაგდო, ეს ის ხმაა, ის ხმაა რაც პირველად მოისმინა ტყეში, ჩიტთან პირველად შეხვედრისას, გაიჭრა გარეთ და ის იყო მესერზე შემომჯდარი ჩიტისკენ წასვლა დააპირა რომ იხუვლა შურდულმა და ჩიტი მომაკვდავი დაეცა მიწას. მეზობლის პატარა ბიჭი კი გახარებული გამოიჭრა მის ასაღებად.
თავბრუ დაეხვა აბდიას, როგორღაც დაასწრო ბიჭს და ჩიტი ხელში აიყვანა, მომაკვდავის სუნთქვით ფეთქავდა ჩიტი, პატარა ბიჭიც მიხვდა რომ რაღაც ძალიან დიდი დააშავა და ფეხებთან აეტუზა აბდიას.
ერთ ხანს უცქირა ცრემლ წამოსულმა მომაკვდავ ჩიტს, მერე იქვე ბუერის ფოთლებზე ჩააწვინა, თვითონ კი მთელი ძალით მოკურცხლა მთებისკენ.
უნდა მიასწროს ანგელოზს სიკვდილამდე, აუცილებლად უნდა სთხოვოს პატიება.
ვეღარ მიუსწრო ანგელოზს აბდიამ, უკვე ამაღლებულიყო მარადიულ სასუფეველში.
ალბათ უფლის გვერდით იჯდა და კარგად ხედავდა აბდიას სინდისის ქეჯნას, აბდიასი რომელსაც უამრავი კითხვა დაუტოვა უპასუხოდ.
ვის მოეკითხებოდა ცათა სასუფეველში ანგელოზის სიკვდილი? აბდიას რომელმაც იცოდა , მას საფრთხეში აგდებდა და მაინც გამოართვა ბუმბული თუ პატარა უცოდველ ბიჭს , რომელმაც პირველად ისროლა შურდული პატარა ჩიტისკენ?!
ყოველთვის ასეა, ადამიანები როგორც კი რაიმე უსამართლობას და ცოდვა - ბრალს წავაწყდებით უფლის განკითხვას ვიწყებთ, ამ დროს კი გვავიწყდება,
რომ ღმერთობაც იქამდეა ადვილი, სანამ მონადირე ხორცს გთხოვს, მშიერი ცოლშვილისთვის, ირემი სიცოცხლეს.
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 181
Age : 29
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Sun Jul 16, 2017 9:22 am

რჩებოდა კაცსაც რაღაც სათქმელი,
თუმც უთქმელობა ბოლომდე არ კლავს
და მთები როგორც უფლის ფანქრები,
ცაზე მიბჯენით აჩენდნენ ვარსკვლავს.
ბოლოს კი კაცმაც თავის უთქმელი,
წამოშლილ ნაღველს ამოატანა
და მოჰკიოდა წამოშლილ ღრუბლებს,
ყვავი გულ-მღვრიე და სულ- ყრანტალა.
ყვებოდა კაცი როგორ უყვარდა ,
როგორ დანიშნეს ქალზე აკვნიდან
და როცა მიხვდა ქალს სხვა უყვარდა,
ტუჩზე სიმწრისგან როგორ იკბინა.
როგორ წვდებოდა მდევრის ყიჟინა,
ზეცის ტატნობზე გადაშლილ ღრუბლებს
და მონადირის ვიწრო ხიჟინაც,
როგორ აივსო თან და თან შუღლით.
რადგან თან და თან მოუახლოვდა,
დაჭრილი ცხენის ფლოქვების ბუღი
და იარაღით დგას შემართული,
ვისაც ღირსება , სიცოცხედ უღირს,
უყურებს, უკან მოსდევს სოფელი,
წინ ცხენ დაჭრილი ქალ -ვაჟი მოქრის,
მტერია ალბათ და ვინ ოხერი,
მონადირის მუხლს და თვალებს ორბის,
შორს წაუვიდეს, ან ქედის მოხრით,
დაუთმოს გზა და გადავლა სოფლის.
მაგრამ რა ხდება?! რომ რეტ დასხმულმა,
დაბლა დაუშვა ნიშანი თოფის
და დაინახა მთელმა აულმა,
დაჭრილ ცხენს თვითონ, თავისი ლაფშით,
როგორ უცვლიდა და მზე ასულსაც,
როგორ სახავდა სახეზე პირჯვრით.
შემდეგ კი შემდეგ, მოკვეთეს კაცი,
ისევე კაცთა, ღმერთის წყალობას
და თუმცა მათთვის არაფერს არ ცვლის,
არც კაცს უბრუნებს მამულ-აულსა,
ღმერთის სახელით მოკვეთილ კაცსვე,
ღმერთმა ზეცაში ძეგლი დაუდგა.
*************************

ღრუბლის კუნძულებს გადივლის წერო,
ჩამოზვავდები ლექსის მეწყერო
და ბედი მე რომ ცაში დამწერეს,
არ შეიძლება კაცს რომ ეწეროს,
რომ გამწვანებულ წალკოტებს შერჩე,
ვით გადამწვარი ყვავილის ღერო,
ან და გადამფრენ ჩიტების რიგში,
ყველას უფრთო და სუსტი ეჩვენო,
ან წერდე ლექსად, უცნაურ სიზმრებს
და ყველასგან შორს საკუთარ ჩეროს,
ირჩევდე რადგან არავინ ისმენს,
რომ ახლა მაღლა, ღმერთი ბჭობს ხოლო,
კაცი დგას და ღმერთზე იცინის.
რომ მოასწარი ყველაფრის ნახვა
და აღარ გჯერა კაცის ფიცილის.
რომ სპეტაკ თოვლსაც სიცივე ახლავს,
და ნორჩ ყვავილებს წყვეტავს სიცივით.
დაეძებ ცაზე შენს ბედის ვარსკვლავს,
მუცლად გადაგყვა და ჯერ არ იცი
და მაინც ღმერთს სთხოვ, რომ მოგცეს ძალა,
სხვისი სულისთვის სანთლად ციმციმის.
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 181
Age : 29
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Wed Oct 11, 2017 9:55 am

მახსოვს თვალებში ცა ჩაიგუბე
და ფეხი ცრემლზე როგორ დამიცდა,
ჩამოგვინგრია ბეღურებს ბუდე,
წვიმიანმა და სეტყვის ამინდმა.
მთები შავ-კუპრი ნისლით დაბურეს
და თითქოს ჩემი დასაბამიდან,
მაგ უფაქიზეს სული ჩაგყურებ,
ისევე სუფთად, ისე ადვილად,
მზე რომ წყაროში აირეკლება,
რომ იბადება ლექსი დარდისგან.
ან გაუწოდოს ირემმა, ირემს:
ყვავილი, სული და ერთგულება.
ან როგორც სუსტი პეპელა ღრუბლებს,
ვერასდროს ჩაგწვდი სულში ეგება
და გვიცხადებდა ქარი ბეღურებს:
ან აქ სიკვდილი, ან გადაფრენა.
მე რა თქმა უნდა, ვარჩევდი სიკვდილს,
მაგრამ უხილავ ხმათა ძაფებმა,
მიმაბეს მე სულ სხვანაირ ტკივილს
და ლექსის წამლად ამოძახებას.






Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
Sponsored content




PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    

Back to top Go down
 
ალექსანდრე მიშელაშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 8 of 8Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: