არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ალექსანდრე მიშელაშვილი

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8  Next
AuthorMessage
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Wed Sep 24, 2014 11:50 am

იდგა არაგვზე თალხი აპრილი,
ქსანზე მიმავალ ქარებს ათბობდა.
ეყარა დაჭრილ სულზე მარილი
და საქართველოს მგლოვიარობდა.
წყალი იმდენი იყო ჩავლილი,
უყმოც იმდენი იყო ხატობა,
ქარჩოხთან იდგა ქარი დაჭრილი
და გორგასალის მახვილს ნატრობდა.
თუ ბაყათარმა მოგვჭამა ჭირი,
არა გვჩვევია თუკი დათმობა,
დღეს საქართველოს ქსანთან აქვს ხიჭვი,
მაჩვენეთ ერთი თქვენი და-ძმობა.
მაჩვენეთ ერთი თვალებში სხივი,
ტატოს მერანის ერთი დაფრთხობა.
მისი ნაფრენი ცხრა მთა და ხევი,
მთვრალი ხევსურის ერთი გაფხორვა.
მაჩვენეთ ერთი სადმე ნაცემი,
იბრუხისაგან ტოტიას ხროვა.
რომ აღარა გვყავს ჩვენში გამცემი,
"ყორღანაშვილი" რომ აღარ მოვა.
რომ დავიქუხო, შევიშრო ცრემლი,
ქსანზე დაიწყოს იების თოვა.
ავახმაურო ხმალი და გრდემლი,
ახლა მტრის აპრილს დაუდგეს გლოვა.





როგორც ორაგულმა ზღვის შესახებ,
ჩიტმა- თბილი ქვეყნების,
დაბადებამდე რომ იცი მისი არსებობა
და მიათრევ შესავსებად სულის ნახევარს.







Last edited by aleksandre on Wed Aug 10, 2016 11:35 am; edited 5 times in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Sun Sep 28, 2014 10:02 am

ემიგრანტებს
შენი ფანჯრებიდან სხვისი ცა ჩანს,
ჩემი ფანჯრებიდან ქართლის მთები.
წყევლი ამ ცხოვრებას-"არაბ ვაჭარს",
ნატრობ რომ შეგასხან ქარის ფრთები.
ჩამოუქროლებდი ხონს და რაჭას,
გულში ჩაგიკრავდნენ ქართლის ზვრები.
მიუახლოვდები სოფლის სახლ-კარს,
დაბლა შეტოკდება პაპის ძვლები.
შვილებს აყოლებდე მერე ავ-კარგს,
მერე საყდრისაკენ დაიძვრები.
ყველა ჭრილობიდან სამი რამ ჩანს,
ენა , სამშობლო და წმინდა ჯვრები.
სხვა ვინ შეგიკერავს ისეთ ფარჩას,
აქ რომ შემოდგომის ცქერით თვრები.
ნუთუ ყველაფერი ხსოვნას დარჩა,
დგახარ სხვის მეჩეთში, სანთლად დნები.
არა არ იქნები ბედის ხარჭა ,
ერთხელ მაჭარივით ადუღდები.
სხეულს ჩამწყვდეული სისხლის ზღვა ხარ,
ერთხელ იყივლებს და დაბრუნდები.
სადღაც შენს ხსოვნაში ქართლის ცა ჩანს,
ფანჯრის იქით მხოლოდ ღამურები.


*************************
სიკვდილის წინ მაინც რომ შევხვედროდით,
წყლიან ლარნაკში ჩაწყობილი ყვავილებივით.

















Last edited by aleksandre on Sun Jun 19, 2016 7:34 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Sun Oct 05, 2014 10:34 am

ღამე მთაში
ბნელა ხევადან ამოიცმევს ბინდი ქალამნებს,
მთვარე მხედარი, ზურგს უმშვენებს ღრუბლის ფაშატებს.
დგება მყინვარი საპატარძლოდ მორთულ ქალივით
და ვარსკვლავები აბნევია ნისლის ფატაზე.

შეჰყმუვლებს მგელი და მწვერვალებს ექო დაივლის,
ჩაეჭიდება მთვარე ღრუბელს გაშლილ ფაფარზე.
შორს ოჩოპინტრე, კლდის ეხებში ნადირს დაითვლის,
წამოუწვება სადარაჯოდ ჯიხვებს ქარაფზე.

ვიღაც იბრუხი გათენებას აღარ დაიცდის,
გადაევლება სერებს თავზე ,ნისლის ფაფახზე.
სად მოეღება ერთხელ ბოლო კაცმა არ იცის,
მშობელს კი მზერა ეყინება ფანჯრის რაფაზე.

გათენებისას ქარიშხლებმა ვინ სად გალახეს,
მთვარე თავისთვის გადაითვლის, გადააფასებს.
ჩამოიბერტყავს ღამე ცრემლებს, დასხავს ბალახზე
და ხევში ნისლებს გააბოლებს ბოლო ნაფასზე.

აედევნება ბუხრებიდან კვამლი ლაჟვარდებს
იმშობიარებს ჰორიზონტი ნისლში ნაბან მზეს,
დაასხით ერთი, უნდა შევსვა ჯანიც გავარდეს,
იტყვის პაპა და ჯიხვის ყანწით ლოცვას აღავლენს.


********************
მხოლოდ ტკივილებს შეუძლიათ,
ხმელ ხესთან მისულ ნაჯახიან ბერიკაცს,
დაამსგავსონ სიკვდილი.




Last edited by aleksandre on Mon Jul 04, 2016 2:15 pm; edited 4 times in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Thu Oct 09, 2014 2:43 pm

ისე მაკლიხარ ვით ზამთრის პირზე,
სითბო გაუშლელ მინდვრის ყვავილებს.
როგორც ხემ ქარი ვერ აგირიდე
და შიშვლად ვდგავარ მზისგან ნაგრილზე.
ვდგავარ და მზეც კი რაღაც სხვა გვარად,
ღრუბლებმა თითქოს ხელში გალიეს,
შემომჩვევია ქარი მასხარა
და სითბოს მპარავს, ჯიბე ცარიელს.
დამჩემდა ფიქრი მძიმე სახადათ,
ვისმენ სამყაროს კვნესის არიებს.
მე ხშირად ვდგავარ მთაში ახადთან
და სულს ვუბერავ გადამჭკნარ იებს.
რაღაც სხვაგვარი დამჩემდა ხედვა,
სამყარო სულ ჩემს ჭკვაზე ავრიე,
მესმის ყვავილთა სუნთქვა და ფეთქვა,
ხეებმა სული როგორ დალიეს.
ხშირად მინდოდა, მინდოდა მეთქვა:
მთებმა ღრუბელი წვერით დახიეს,
ლაპარაკობსო სუყველა: ხე, ქვაც,
ნასახლარებიც სტკივა ახიელს.
მაგრამ თქვენ ყველას სიყრუე გეცვათ,
სიგიჟეთ თვლიდით ასეთ საქციელს.
შევეგუე და ჩვევადაც მექცა,
რომ სულს მე სხვისი სევდა დამილევს,
ისე მაკლიხარ უფალო დღესაც,
როგორც დაცული ქუსლი აქილევსს.





















Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Thu Oct 23, 2014 11:45 pm

გვირილასათვის ფოთლების გაცლით,
მიყენებული ტკივილითაც კი,
არ მინდოდა სიყვარულის დაწყება.
***********************

მზად ვარ შენი ღრუბლები, ჩემს ცაზე შევიკედლო,
თუნდაც ვარსკვლავები, სულ სხვამ დაგითვალოს.

***********************


სულში რომ შეუშვებ
და ყვავილივით ამოზრდი ვინმეს,
ფესვების სიღრმე
შეიძლება შეგრჩეს იარად.
აქ შეიძლება ყვავილებიც,
გადასაფრენ ჩიტებად იქცნენ.

*************
ხის ძირში,
ნაადრევად მოწყვეტილი ფოთოლივით,
მთელი ცხოვრება ელოდა ვიღაცას,
წინა ცხოვრებიდან.
ფოთოლცვენამდე ვერ მიახწია.


Last edited by aleksandre on Thu Jun 16, 2016 10:07 am; edited 8 times in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Sat Oct 25, 2014 7:57 am

ცაც კი არ არის დღეს უსასრულო,
ნაპირი მაღალ მწვერვალებს აკრავს.
მზე გდია ცაზე თითქმის უსულო
და ქარი ურწევს ღრუბლების აკვანს.
სამშობლოვ სუნთქვა იქ დავასრულო,
სადაც შენ იწყებ შიშსა და კანკალს.
სამშობლოვ უკვე ძვლამდე დასულო,
მზადა ვარ მე შენს ტარიგად დამკლან
და თუ რამეა დღეს უსასრულო,
თუ კი რამ დაღრღნის საწუთროს ლაგამს,
მსურს რომ შენ იყო სულო ქართულო,
აფრიალებდე გორგასლის ალამს.
მსურს რომ შენ იყო სისხლო რუსთველის,
მიწავ ნაჩვევო ჭირსა და ვარამს.
ვუბრუნდებოდეთ ტაოს და ართვინს,
და ჭარ-ბელაქანს მოხუცს და ჭარმაგს.
ნუთუ თქვენს გულში არაფერს არ ცვლის?!
რომ საქართველო თავის თავს არ გავს.
რომ დავემგვანეთ ცარელა ბარძიმს,
და მტერი ბოლო ყლუპებსაც გპარავს.
გამობმული გვყავს ფეხებთან ვერძი,
და სამუდამო ძილის წინ ზღაპარს,
ქარი გვიყვება და ვიღაც თერძი,
თავის ჭკუაზე გვიმოკლებს საზღვარს.
ცა იყოს თუნდაც ეშმაკის კერძი,
მზეს გაუყრიდნენ შიგ გულში ლახვარს,
მე ვიყო ოღონთ დღეს ოქროს თევზი,
და საქართველო მიჭერდეს ზღვასთან.












Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Mon Oct 27, 2014 10:40 am

"ომში მყოფი ჯარისკაცის მონოლოგი"
სისხლისფერი ცა მაქვს,
ცა რომელიც ერთ დროულად, სიკვდილიცაა და გადარჩენაც,
ცა რომელზეც ერთდროულად ისახება:
დედის და ჩემგან მოკლული ჯარისკაცთა სახეები.
გუშინ მოვკალი,
მკერდში ოქროს კულულებიან ბიჭუნას სურათი ჰქონდა ჩაკრული.
პირდაპირ თვალებში მიყურებდა, მე ვერ გავბედე მზერის გასწორება.
რაღაც სახელი გაიმეორა რამდენჯერმე ლოცვასავით და თითქოს დავინახე,
როგორ ამოფრინდა სული, ღიად დარჩენილი თვალებიდან.
ვიღაცამ შემნიშნა სადღაც ზღვარზე მყოფი და ალბათ გასამხნევებლად ჩაილაპარაკა:
"ომში მოკლული ცოდვად არ ითვლება".
როგორ არ ეცადნენ ეს სიტყვები სულში შეღწევას, მაგრამ ამაოდ.
მეწამული სიზმრები მაქვს,
სიზმრები სადაც ერთად ვდგავართ უფლის სამსჯავროზე,
მე და ჩემგან გაუბედურებული ოჯახები.
სიზმრები სადაც გამბედაობა მყოფნის, მტერს პირველი სროლა დავუთმო.
დავუთმო რადგან ახლა ის შეაწუხოს, დედაჩემის აბოჟირებულმა აჩრდილმა.
ხან ვფიქრობ რომ ომში ღმერთი საერთოდ არ არსებობს
და თუ არსებობს სწორედ ის სინდისია მე რომ ახლა მალაპარაკებს.
სარკეს ვერიდები , სარკეს კი არა გუბესაც კი,
ალბათ ასე ემართებათ, როცა საკუთარ თავს თვალს ვერ უსწორებენ.
ბევრმა ვერ გაუძლო, ბევრი გაიქცა , ბევრი უბრალოდ ჭკვიდან შეიშალა.
მე არცერთის უფლება არ მაქვს, ჩემს უკან სამშობლოა.
მე უბრალოდ მინდა მთელი ძალით ვიყვირო:
ისეთი ჭრილობებიც არსებობს,
მკვდარზე ნასროლი ნატყვიარივით,
ცოცხალზეც რომ არ ხორცდებიან.









Last edited by aleksandre on Fri Dec 12, 2014 10:23 am; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Mon Nov 03, 2014 10:32 am

აცივდა , ჩიტებმაც დამტოვეს მარიამო,
აქ ზოგჯერ ჩემს სათქმელს ქარი ამბობს
და როგორც მაჭარმა ძარღვებში მარიამო,
მინდა რომ ამ ლექსმა მთელ სულში დაგიაროს.
მერე რაა მთები თუ ზაფხულშიც ავდრიანობს?!
არ გვტკივა სხვისი წყლული არასდროს მარიამო,
შვლის ნუკრმა იდარდოს, არწივის ირაო.
ტყუილად ვუთანაგრძნობთ,ტუილად ვდარდიანობთ.
პრომეთე დასაჯესო ღმერთებმა მარიამო,
სხვა უფრო უსამართლო რა გითხრა რა გიამბო,
ან მაგ ღმერთებისა რა ვიცნო , რა ვიწამო,
მიტომ გვყავს ჩვენი ღმერთი, სხვა ღმერთი მარიამო.
მისავით თუ შეძელი ბოლომდე დამისწავლო,
უთუოდ მომიტევებ , უთუოდ მარიამო.
უფრთოდ ვარ დარჩენილი ჩოხელის "ცას წავალა"
და თუნდაც მეფის სკიპტრამ, სულ ახლოს ჩამიაროს,
საკუთარ თავს სადმე კუთხეში გადავმალავ,
მაგასაც თქვენ დაგითმობთ, თქვენ გითმობთ მარიამო.
***********************
დადგება ზამთარი და ჩააცმევენ, მიწას ჩააცმევენ თეთრ ქალამანს,
ჩამოიმუხლება მწვერვალი და თასმას თეთრ ხეებზე გაიბანტავს.
ყველა რომ მოგიყვე მარიამო, თვალმა თუ რამდენი რამ დალანდა,
მთვარე იხრჩობოდა ღრუბლებში და ქარი მის საშველას ცას ფატრავდა.
არა ვერ გამიგებთ მარიამო, ისე ჩამთავრდება ეს კალანდაც.
აბა ნორმალური ვინ აღითქვამს, ზამთარს თეთრი კაბით ჩემს პატარძლად.
სულზე მეწამული ლაქები მაქვს, სული დაემგვანა მთის კალმახთა.
ერთხელ შევდგები და დავიყვირებ, ერთხელ დავიყვირებ რომ არა მწამს,
ცხრაჯერ გამოცვლილი სიყვარული, მარადიულობა ვინც დამარხა.
ერთხელ ამოვიღებ გულს მივუშვერ , მას ვინც ცალ ლოყაში დღეს გამაწნა.
გარეთ ანგელოზის ბუმბულებმა, თოვა დაიწყეს და ჰკრეს კამარა.
ჰოო -ფიფქებია ბუმბულები, გარეთ თეთრ თოვლად რომ თმას დაადნა.
იქნებ ეს ლექსია დღეს ბოდიში, ან და აღსარების ცდის ქარაგმა,
ვისაც დავაბიჯე ვერ ვიგრძენი, მას კი ნაფეხური გულს დააჩნდა.
რაც კი ქვეყანაზე პეპლებია , რაც კი ყვავილია დღეს არაგვთან,
ერთხელ ავიღებ და თავხედურად, ეე მაგ ლამაზ სულში ჩაგიქარგავ.
რა ვქნა ასეთი ვარ უცნაური, ერთი თხოვნა მაქვს რომ შენ არა თქვა,
ღმერთთან არა თქვა, რომ მე გატკინე, ფიფქებს დააბრალე თმის ჭაღარა.




.







































Last edited by aleksandre on Tue Mar 10, 2015 10:10 am; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Fri Nov 07, 2014 10:05 am

მთის წვერზე გინახავთ მზის შარავანდედი?!
ან მოგისმენიათ ბღავილი ირმისა?!
გინახავთ არწივი, ან კლდის შევარდენი,
ჩანჩქერი კლდეებზე როგორა ტირისა ?!
გინახავთ ?! სამშობლო აქედან იწყება,
აქედან იწყება დათმენა ჭირისა.
მთებიდან იწყება, იწყება ყოველი,
და თერგიც გულდიდათ ამიტომ ყვირისა.
ამას უმღეროდა ვაჟა და ჩოხელი,
სული რომ ჩაუდგეს, კლდესა და ყვავილსა
და მე ვინ ოხერი და შენ ვინ ოხერი,
დრო -ჟამი გავიდეს, დღეს ამის ყავლისა.
მთა ის ბედაური მგონია მე ზოგჯერ,
მშიშარა მხედარს რომ არასდროს არ ისვავს
და თუკი მუცალს დღეს, მარჯვენა არ მოსჭერ,
მოგპარავს და თავის ბაგაზე დაიბავს.
თუ კი არ გინახავს ხვამლი და არხოტი,
მთვარე რომ ღრუბლის თმებს, არაგვში დაიბანს,
შენ ძმაო სამშობლო გიგრძვნია არც როდის,
და აბა არ ნანახს, ან როგორ დაიცავ ? !
მუცო ინგრეოდა, შენ სხვაგან გარბოდი,
და როცა საკუთრად მიიღე სხვისი ცა,
ანატორს შეტოკდა ძვლები და დაობლდი,
ისე რომ ფუძეც კი არ დაგრჩა სახლისა
და როცა მე გულში, ვერაფრით ვაქრობდი,
მთებისგან გაჩენილ, ვარ-ვარა სახმილსა,
შენ გვერდზე მიმწიე და ჩემი მთებითურთ,
კუზიანს მეძახდი, უქონელ მახინჯსაც.
მე მეცოდებოდი, ვიცოდი რამე თუ,
სხვა ქვეყნის სიმდიდრემ ვინც ასე აგყინჩათ,
მე თქვენთან ვიდექი, დღეს როგორც დემეტრე,
სამშობლოს გულისთვის რომ იდგა ყაენთან.























Last edited by aleksandre on Tue Mar 24, 2015 5:37 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Wed Nov 12, 2014 1:44 pm

რა დაგიშავე განა ყაყაჩოვ?!
რომ დღესაც შენი მოსისხლე მქვია,
ხვალე მიწაში დამღრღნა, დამახრჩო,
ეგ რა ვაჟკაცის აბა საქმეა ?!
ამოუტანო სისხლი სამყაროს,
საფლავი ჰგავდეს, მიწას ნატყვიარს,
ფოთლებზე სისხლად უნდა ავყვირდე,
რომ თუ მოგჭრიან, ჩემს სისხლს დაღვრიან.










Last edited by aleksandre on Thu Jan 08, 2015 7:56 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Fri Nov 21, 2014 9:48 am

ვინ დაგიფასა ერთგულება ჩემო ბეღურავ?!
საკენკი დღესაც კაკანათთან ახლოს დაყარეს.
ჩავებმეოდი უსათუოდ მე თქვენს ფერხულთან
და ცოტნესავით ვეგდებოდი ზამთრის ჩავლამდე.

ჩავებმეოდი უსათუოდ მაგრამ რათ გინდა?!
მე თქვენზე ფიქრი, ასე მხოლოდ ზოგჯერ მაწვალებს,
ზოგჯერ უთუოდ მიგატოვებ მარტოს ამინდთან,
როცა ზამთარი შემოარხევს ფიფქის წამწამებს.

ზოგჯერ უთუოდ შემიკურთხებ, გვარს და საფიცარს,
დასწყევლი მწარეთ, კაცთა მოდგმის მღვრიე საწადელს.
რომ ჩვენ სამყოფად , არ გვეყოფა თუნდაც სამი ცა,
და შენს ერთ ციდა, ბუდეს მაინც ვინმე წაგართმევს.

ნეტავ შემეძლოს, შენ დაგაფრთხო ისე დაგიცვა,
კაკანათში კი დავამწყვდიო თვითონ ზამთარი.
ნეტავ ოდესმე გაყინული მნახონ გულ-ცივთა,
მეჯდე უბეში, ერთგულების ცეცხლით გამთბარი.
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Thu Nov 27, 2014 11:28 am

მე ვდგავარ შენთან როგორც ცერბერი
და შენ სულს, როგორც სამოთხეს ვიცავ,
მე მსურს, რომ ერთხელ ერთი შებერვით
სხეული როგორც მტვრიანი მიწა,
ზე -ავყარო და ვაშიშვლო სული,
სული- რომელშიც ანგელოზს სძინავს.
მე მინდა ჩემი "ურჩხულის" გული
შენი ჭიშკარის, იმ თავხე ფიცარს,
დავაკრა როგორც სულის ურდული
და სიყვარულის მეწყერი ციდან.
მეძახე გველი, თუნდაც დრაკულა,
ან და ურჩხული ლოხნესის ტბიდან,
შენ ესმერალდას ბაძავ ფარულად,
მე კვაზიმოდოს მძიმე როლს ვიტან.
შენ ამჩნევ მაგრამ, არასდროს ყნოსავ,
ურჩხულის სულში სიკეთის ტიტას.








Last edited by aleksandre on Sat Mar 14, 2015 12:22 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Fri Nov 28, 2014 12:11 pm

თოვდა და ფიფქებს მოჰქონდათ სრული,
იდილია და ბავშობის განცდა.
იდექი სადღაც შენც მარტოსული
და იზომავდი, თოვლს როგორც კაბას.
იდექი ასე და ლოდინს ღლიდი,
ჩიტებს კი როგორც დარჩენის საბაბს,
იმიზეზებდი და საკენკს ყრიდი,
ქუჩა კი ისე ჩუმად და სწრაფად,
გტოვებდა მარტოს ვით მეფე ლირი
და მიდიოდნენ ჩიტებიც სადღაც.
თოვდა და ფიფქებს მოჰქონდათ სრული,
იდილია და ბავშობის განცდა,
იდექი სადღაც შენც მარტოსული,
და იზომავდი თოვლს როგორც კაბას.


*****************
არაფერია,
ყველაფერი ღმერთმა ინება,
ღრმა ტკივილებსაც
ჩემს ამღვრეულ სულში ჩავაწნავ.
შენში კი ალბად,
ახლა ღმერთის ის ტკივილია,
მხურვალე მლოცველს,
როცა მისი უცებ აღარ სწამს.






Last edited by aleksandre on Sun May 29, 2016 11:12 am; edited 9 times in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Mon Sep 14, 2015 10:00 am

ისეთი ცაა,
ერთ ჩასუნთქვად, რომ არ გვეყოფა,
მისდევენ ჩიტებს, თბილ ქვეყნებში ანგელოზები.
მე შემოსვლისას, შემოდგომის სუნი შემომყვა
და მწვერვალები, იდგნენ როგორც ბერ-მონაზვნები.
იდგნენ და მაღლა თოვლიანი შუბლი მიჰქონდათ,
რომ სანთელივით, ზედ დაენთო, ღმერთს ვარსკვლავები.
მე შემოსვლისას, მხოლოდ მიწის სუნი შემომყვა,
შენ მშიერ შვილებს აძინებდი თან კანკალებდი.
მე ვთქვი: სამყოფად დღესაც მხოლოდ ლოცვა გვეყოფა
და მაგ თვალებში, ვცადე პოვნა ღვთის ნაკვალევის.
ვიდექი როგორც შემოდგომა, გთხოვდი შენდობას,
შენი სიცოცხლის არჩევანი, ზამთრის თვალებით.
გამოდევნილი შენი სულის გრილი ჩეროდან,
კაცი რომელიც ცოცხალს ჰგავდა, გარდაცვალებით.
კაცი რომელსაც შემოჰქონდა ოჯახში არც რა,
გარდა ჩიტების დაკენკილი სხეულის მეტი.
ვინც გაცემის გზა აირჩია , წართმევის ნაცვლად
და ზედ სუნამოდ, ეცხა მხოლოდ ყვავილის მტვერი.
ძნელია ასე, მიყურებდე ცხოვრება დაცლილს,
პეპლის ფრთებივით შეარხიო უტყვი თვალები,
მძიმე ტვირთია, გერქვას ასე "პოეტის ცოლი"
კაცის რომელიც ცოცხალს მოჰგავს გარდაცვალებით.
კაცის რომელიც, ადგა ლექსის სარკოფაგიდან
და შენს სიცოცხლეს, ემუქრება სულის წვალებით.



Last edited by aleksandre on Mon Dec 07, 2015 6:31 pm; edited 20 times in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Mon Sep 28, 2015 10:23 pm

სისხლის წვეთებია ვარსკვლავები,
ქრისტეს დალურსმული მტევნებიდან.
როგორ უმტკივნეულოდ ვუყურებთ
დღესაც.
*********************
რომ მიატოვეს
და გადაფრინდნენ,
იქ თბილ ქვეყნებში,
იმ ჩიტების,
იმედები მძულს.
დაბლა ,
ზღვის ფსკერზე,
რომ ჩაჰყვებიან,
ფრთებ ნამტყუნები,
ცალის სილუეტს,
მე იმ ჩიტების,
გადარჩენა მწამს.
******************
სიზმარში,
სიზმარს რომ მიუტან ყვავილებივით,
მხოლოდ სიზმარში,
რომ გაბედე,
სულის სიშიშვლე.


Last edited by aleksandre on Sat Sep 03, 2016 10:22 am; edited 6 times in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Mon Oct 05, 2015 6:15 pm

მოდიან ასე გაზაფხულივით
და უსაშველოდ უზამთრდებათ,
სულში შემოსვლა.
**************
უფლის ფილტვებივით შერჩენია,
ცას ჩასასუნთქად ლეგა ღრუბლები.
***********
ფრთა მოტეხილ ჩიტთან,
ღერო მოტეხილ ყვავილთან,
ტოტ მოტეხილ ხესთან.
რამდენჯერ შევჩერებულვარ,
სევდა ჩამდგარი თვალებით.
რამდენჯერ მიგრძვნია,
რომ წასვლისას ,
რაღაცას ვტოვებდი ნუგეშივით.
მაგრამ ეს მანამ,
სანამ ჩემთანაც,
ჩემი თვალებიდან გამოჟონილი,
ტკივილი შეაკრთობდა ვინმეს,
ნუგეშისთვის შეაჩერებდა
და მაშინ მივხვდი:
არ შეიძლება,
ვის ტკივილსაც შენ ვერ გაიგებ,
ასე უბრალოდ,
რაიმეთი დააიმედო.
**************
ბეღურებიც მიდიან თბილ ქვეყნებში,
როცა შეყვარებულ მერცხალს მისდევენ
და ზუსტად იციან, სუსტი ფრთები ,
სადღაც ოკეანის თავზე უმტყუნებთ.
მე მხოლოდ ასეთი ერთგულების მწამს.
**************
ლოცვა როდის მშველის იცი?!
ღმერთო მიშველეს მაგივრად,
ღმერთო უშველე თუ დამცდება.
*************
მე შემიძლია შეგიბერო თვალებზე სული
და შეგატოვო სამუდამო პატიმარივით.
**********************
მოვა ზამთარი, ჩამოწვება თეთრი უდაბნო
და ეს ხეები მიწას ფესვით რომ არ იჭერდნენ,
შემეჭრებოდა ვიცი სულში და უარაფრო,
შემთხოვდა თრთოლვით, არასოდეს ამოვიჭრიდე.
სულიდან სადაც, მზიან დღეებს, ასე ანაცვლებს,
ყველას ტკივილის ზამთარი და ჩამოზვავება,
მიტოვებული კაცისა თუ ძაღლის ქიცინის.
სულში რომელშიც, ვერ ჩამხედეს შენმა თვალებმა
და სულის პეპლებს, მოეყინათ ფრთები სიცივით.
ასეა ახლა, განიცდიან ფერისცვალებას,
ვინც ვერ უშველა,საკუთარ თავს გარდაცვალებით.
ვინც სიზმრებიდან მოსულივით, გექცათ წვალებად
და ვისაც ფხიზლად, ისევ გლეჯენ სიზმრის სვავები,
მათზე ვინც ზამთარს, დეკემბერში გარეთ დაურჩა,
გვიან გატანილ, შემოდგომის კვირტების ჩათვლით
და როცა ასე, თეთრად თოვას ბოლო არ უჩანს,
გამოდის გარეთ, მგლოვიარე კაცის იერით,
რათა ბუნების სიკვდილი და თეთრი სუდარა,
სურს აქ კაცთაგან, ერთმა მაინც მიუსამძიმროთ.



*****************
როდესაც ზამთრის ტყე, ძახველში აგროვებს,
ბოლო წვეთს სისხლისა და გულის ცემისა,
მათთვის ვინც ზამთარში, არასდროს არ ტოვებთ,
ჩიტები რომლებიც მათ გვერდით იცდიან.
მაგონებს მეგობრებს ვინც გზაში დავტოვეთ
და მაინც მათივე გულწრფელი ლოცვიდან,
ისმოდა ჩვენივე სახელი ბუტბუტით
და მიტოვებულებს, ღმერთი არ მოსცილდათ.




Last edited by aleksandre on Sat Oct 15, 2016 8:32 am; edited 7 times in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Tue Nov 24, 2015 7:53 pm

როდესაც ასე შეციებული,
ბეღურებივით სხედან ცრემლები,
წამწამებზე და სიტყვა "მტკივა"
უხვად ყრია ირგვლივ საკენკად.
უნდა ადგე და აიშვირო ღმერთისკენ ხელი,
აქშევასავით გამოგივა ცრემლის ჩიტების.
*************
ყველა ტკივილი შეიძლება,
ჩაამწყვდიო ერთ მუჭაში,
ერთ მუჭა მიწაში.
როცა საფლავთან,
ყველაზე ძვირფასს აყრი.
არა და პირველ ყვავილს,
ყოველთვის მიწა გვაწვდის.
****************
შეჰყმუვლე ძაღლო, აედევნა ხეობებს ბინდი,
ნამგალა მთვარე, ცაზე უფლის მშვილდივით დგება,
ვარსკვლავებს ესვრის, მოწმენდილი ზეცის კაბადონს.
შეჰყმუვლე მიდი , თუ ამ ხევებს ხმა გადაწვდება,
სანამ ეს თოვლი, ფიფქებივით კლდეში ჩაგვადნობს.
შემოვრჩით ქარაფს, ზამთრის ქარიც აქადაგდება
და უკუნეთი ნადირივით აქვე ჩაგვამწყვდევს,
მონადირეებს, ვინც ბუნებას სხვაგვარად ვსუნთქავთ,
სხვაგვარად გვესმის ხის ჩურჩული, ქარის ვედრება
და თუკი დღემდე, ჩვენზე რამე სხვაგვარად უთქვამთ,
მოვუნათლივართ, პირსისხლიან უბედურებათ.
შევუნდოთ რადგან არ იციან, ამ გულის თუთქვა,
როცა გათელილ ყვავილებთან ჩაიმუხლებდა
როცა სიკვდილი, საკუთარი ჭირივით სძულდა
და როცა ველზე, ყიამეთში დაიქუხებდა,
გარბოდა სწრაფად, ნამეხარი მუხის საშველად.
მხოლოდ ამ გვარად, იოკებდა ძარღვებში დუღილს,
სისხლის ან თუნდაც მეამბოხე წადილს სულისას.
ასეა სიკვდილს, არასოდეს არაფრად უღირს,
ნადირს მოკლავს თუ მონადირეს, მაგრამ უღირსად,
არ უნდა შეხვდე, მის მოქნეულ ცელს და იარაღს.
ჩვენ კი რა გვიჭირს, აქ ამ კლდეს და ქვიშას ვერევით,
შავ მიწის ნაცვლად, თეთრმა თოვლმა გადაგვიარა.
დედის ტირილი ვერ ვიხილოთ, მკვდარზე ფერებით,
ბოლომდე სჭირდეს მოლოდინის მწარე იარა..
შვეებაა დიდი, კლდეს შემრჩალი მონადირისთვის.
შეჰყმუვლე ძაღლო, მზე სულივით ჯერ არ ამოვა,
უნდა თვალებში ჩავიმწყვდიოთ თოვლის თარეში,
რომ როცა სული, სხეულიდან ფრთხილად გადმოვა,
ნაფეხურები ჩაატოვოს თვალებს კაეშნით.
შეჰყმუვლე მიდი ჩამოინგრას კლდეების წყება,
სხეული თოვლმა ნაპრალებში აქვე ჩაადნოს.
ნამგალა მთვარე, ცაზე უფლის მშვილდივით დგება
და ჩვენს სულს ესვრის, მოწმენდილი ზეცის კაბადონს.


















*************
როცა ღრუბლები იბერტყავენ , დაბლა სითეთრეს,
როცა ფიფქები, ანგელოზთა ცრემლის ბრალია,
აქ უნდა იდგე და იმ დღეებს ერთად ვითმენდეთ,
რაც ამ ჩემს სულში, შენს გარეშე, თოვლს უბარდნია.
აქ უნდა იდგე,
მომეცი ხელი , სანამ თვალები თოვლმა დაბურა.
მოდი თვალებში, ჩავიწუროთ თოვლის სითეთრე
და მერე მხარი, თუნდ სიკვდილის როკვას ავუბათ.
მოდი შეხედე, ზეცა ღრუბლებს როგორ მიითრევს,
ზედ ვარსკვლავებზე, როგორ აფენს ნაჩხვლეტ იარას.
მოდი და როგორც მძიმე ჯვარი, ისე მიტვირთე,
რომელსაც სტკივა, თუკი ზედვე თვითონ გაგაკრავს.
**************************8
დანაბიჯები, დაღ დასმული, გული კი არა,
ის მტკივა, ასე დაბიჯება რომ შეუძლიათ.
(ფეხის გულებზე ვარსკვლავები,
ირგვლივ მხოლოდ უფალს მოუჩანს.)

*****************

გულის ბედი აქვს,
ეკლის ბარდში ამოზრდილ ყვავილს.
გულის რომელსაც,
სიძულვილი არ შეუძლია.


Last edited by aleksandre on Thu Jun 02, 2016 6:54 pm; edited 16 times in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Tue Jan 19, 2016 1:36 pm

სულ რომ პირნათლად შეეცადო, ათივე მცნებას,
ჩემთვის უფალთან, ის ურჯულო უფრო ახლოა,
ვინც არაფერი არ იცოდა ღმერთის შესახებ,
მხოლოდ შინაგან კულტურით და ექოს ძახილით,
შეძლო და ასე ერთი მცნებაც არ დაარღვია.
*********************
ზამთრის ღამეში,
ყველას თბილ სახლში
რომ ეჩქარება.
ვიღაც ხომ მაინც გადაუხვევს
სასაფლაოსკენ.
არასდროს მჯერა,
თბილ სახლებში,
გულით სიკვდილი.
მხოლოდ საფლავზე,
გაყინულთა გულწრფელობა
მწამს.
********************888
წვრილი ხურდებით,
რომ ვინმეს დაეხმარონ,
ლოცვის დროს,
უთუოდ შეგახსენებენ უფალო.
შენ მათი გულისთვის,
ჯვარზე გაკრულს,
დალურსმულსაც რომ
ფიქრი გტანჯავდა:
"იქნებ და მეტი
შემეძლო მათთვის."


Last edited by aleksandre on Sat Apr 09, 2016 8:25 pm; edited 8 times in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Thu Jan 21, 2016 12:03 pm

შენი თვალები-
- (ჩიტის გალიაში ჩამწყვდეული ანგელოზები),
ჩემი ხსენებისას შეფართხალდებიან.
***********************
გაწვიმდეს, ჩამოდგეს დელგმა და ბურუსი,
დანისლულ თვალებით ვხვდებოდე ალიონს.
წვიმასაც ჩემსავით, ჩემსავით მოსურდი
და მთები ბოლავენ ღრუბლების ყალიონს.
ვერ საით ვერ გნახე ჩემამდე მოსული,
მასპინძლობს ხევები ნისლების მაყრიონს.
ჰე მიდი კოპალავ შერისხე ავსულნი,
რომ მთვარის ყანწიდან მწვერვალმა დალიოს,
მშვიდობის და მერე, ეს მისი თვალები,
მინთებდეს, მინთებდეს მზე-ჩამქრალ ალიონს.
გაწვიმდეს ჩამოდგეს დელგმა და ბურუსი,
მოადგეს ნისლები მწვერვალთა ამბიონს,
წვიმასაც ჩემსავით, ჩემსავით მოსურდი
და მთები ბოლავენ ღრუბლების ყალიონს.
****************

რამდენი სევდა ნარევი სითბო,
ჩაეღვრებოდა დედამიწას,
სადმე მღვიმეში,
ყოველ გაზაფხულს,
ყვავილები რომ დაგვეხატა.
****************
ქარიშხალის და დასეტყვის შემდეგ,
ჩუმად განაგრძეს გაზრდა ზეცისკე,
ღმერთისთვის არც რა შეუჩივლიათ.
შეგვეძლოს ნეტა ყვავილებივით.


Last edited by aleksandre on Tue Oct 18, 2016 12:04 pm; edited 12 times in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Tue Feb 02, 2016 3:30 pm

ერთი ფესვიდან,
ამოზრდილი ყვავილებივით,
ვერასდროს ვხედავთ,
ერთმანეთთან რა გვაკავშირებს.
მხოლოდ ფესვების დაწყვეტასავით,
მოქმედებს ჩვენი,
ცალ-ცალკე წასვლა.

****************
რატომ შემორჩა,
დღემდე ხსოვნას ,
ცალხელა კაცი?!
ტყეში საკრეფად
გამოსული,
ყვავილებისთვის.
ალბათ იმიტომ,
ინსტიქტურად,
რომ გავუწოდე,
მარჯვენა მოჭრილს,
ჩემი ხელი
ჩამოსართმევად.
******************88
ერთი ფუტკარი
მაინც რომ მანახა ღმერთო,
შიმშილით მკვდარი,
ყვავილები
რომ დასაჩხვლეტად
ვერ გაიმეტა.
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Fri Mar 25, 2016 8:42 am

თენდება, ნისლი თანდათან იკლებს,
ცაში თეთრ მტრედებს მისდევს მარჯანი
და უნაგირა მთებს გადაჰკიდეს,
ფერ- გაცრეცილი ღრუბლის ხურჯინი.
მოდი შეეხე, დაკოჟრილ თითებს,
როგორც ეს თოვლი, ხმელი ხის ტოტებს.
ჩემს ტკივილს, ჩემი ლექსები ითმენს
და შენთვის როგორც მანიფესტს ვტოვებ.
ვტოვებ ამ ლექსებს როგორც ნასიზმრალს,
გაზაფხულ ნასიზმრ, ზამთრის ტყეების
ვტოვებ და შენი მზერის ნაისრალს,
ვითმენ როგორც ჯვარს, ქრისტეს მტევნები.
გარეთ კი გარეთ გლოვობენ ზამთარს,
ვერ გაფრენილი ზამთრის ჩიტები.
გააკრეს ხეებს, ყინვების აბრა,
და ჩაუბრუნეს სულში კვირტები.
შენ ამ ლექსების სისხლი ხარ ალბად,
წვეთავენ სულში, სისხლის წვეთები
და როგორც წვიმას, მოსდევს და ახლავს,
შიგ ცისარტყელად აისვეტები.
მანამ კი მანამ, ლექსებსაც ვმალავ,
როგრც ლურჯ სიზმრებს, ზამთრის ხეები,
გაზაფხული რომ ესიზმრათ ალბათ
და აფხიზლებდათ თოვლი შეხებით.

***********************


წვიმს და მთებს ნისლის აბლაბუდები,
ვარსკვლავთ საჭერად გაუბამთ თითქოს.
წვიმს, ძველ სიზმრებშიც ვეღარ ვბრუნდები,
რომ გაყინული სული გაგითბო.
რომ მე შენს წასვლას, ვერ ვუყურებდი
და დავიბრმავე თვალები თვითონ,
რომ როგორც მიწა, მიწა ყვავილმა,
მე ამ ლექსებმა უნდა დამხვრიტონ.
დამხვრიტონ თეთრი ნისლების ფონზე,
მთათა კალთების მწვანე ხავერდთან.
ჩავენაცრო და ჩავაკვდე ლოდებს,
ყელში გადავცდე მიწას ნაღველად.
მზე დამსხვრევა მწვერვალებს წვერზე,
ცა ნამსხვრევებით მოვარსკვლავდება
და მარადიულ სიკვდილის ველზე,
შენ შეგწევს ჩემი გაუკვდავება.
მანამ კი წვიმა გვითოშავს ხელებს,
ძილიც კი არცერთს არ გვეკარება
და მთებზეც ნისლის აბლაბუდებში,
დაიწყეს თრთოლვა ცის ვარსკვლავებმა.




















Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Thu Aug 11, 2016 2:04 pm

(არც თოვლი არის ისე სპეტაკი,
რომ შენს სულს მიწვდეს და აათრთოლოს)
**************************
ასე თავდახრით, ტკივილებს ვღეჭდი,
ღამე ვარსკვლავებს ქვირითად ყრიდა
და როგორც მკვდარი ყვავილის ნეშტი,
მტრედებს მაგ შენი სულის საყდრიდან,
მივქონდი თეთრი ღრუბლების იქით
და ასე შენი წარმოსახვიდან,
ქრებოდა ჩემზე ყოველი ფიქრი,
მაგრამ ლექსები იქცნენ მახვილად
და როგორც ყვავილს პირველი ფიფქი,
პირველი ლექსი შენ წინ დაგიხვდა.
ასეა ახლა ჩემი თვალებიც,
შენზე სიზმრების სასაფლაოა
და უკვდავება კი არა ალბათ,
ლექსით სიკვდილი უფრო ახლოა.
ახლოა ახლა, ზამთრის ქარები,
დალეწენ მინდვრის ბოლო ყვავილებს.
თუ ჩემზე მეტად შეუყვარდები,
ვისთანაც გინდა დაიყვავილე.
დამწერეს ჯვარი ასე წვალებით,
თავჩახრით უნდა ტკივილი ვღეჭო
და თუ მოგიკვდი ეგ თვალებია,
ჩემი ცხედარის სახლიც და ჭერხოც.
ახლა კი ღამე, ეს ვარსკვლავებიც,
ცის ფსკერზე უნდა ქვირითად ეწყოს,
და ეს ლექსი კი წაუკითხავი,
სიკვდილ მისჯილის წერილი იყოს.




Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Sat Oct 08, 2016 1:20 pm




ჩვენ ერთხელ
ყველა მოვრიდებივართ,
ეტლს მიჯაჭვული
ბიჭის წინ თამაშს,
იქნებ ათასჯერ მტკივნეულია,
ვარსკვლავების წინ,
ხელების გაშლა,
ჩასახუტებლად,
ჩასახუტებლად.
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Tue Oct 11, 2016 8:03 am

დაჭრილი ჩიტისთვის ლოცვა წაიკითხა
და ღმერთს იმედის ნაპერწკალი
(ახალი ვარსკვლავი) გაუჩნდა ცაზე.
***************
ვარსკვლავების ყურებას გავს
ჩემი სიყვარული.
უნდა მოხვიდე ღმერთივით
ახლოს,
უკიდეგანო,
წერტილად რომ
არ მოგეჩვენოს.


Last edited by aleksandre on Wed Oct 26, 2016 2:38 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Sun Oct 16, 2016 8:30 am

თვალებში მკვდარი სიზმრები წვანან,
მე ყველა ჩემი ოცნება დავგმე
და ზამთრის პირზე ხეები გვანან,
სიცოცხლეს მკვდარი იმედის შემდეგ.
შენ ხომ ძვირფასო ყვავილი არ ხარ,
ჩამიხმე სულში და აღმოცენდე
და როგორც მზეში, ლექსებში ვმარხავ
სულს, შენი ხსოვნა რომ არ გაცივდეს.
რომ როგორც ცაში აცდენილ ჩიტებს
მიგვქონდა დარდი სამარადისო
და ჰორიზონტზე ყოველ სილუეტს,
ვნატრობდით, ნუთუ ის არ არისო.
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
Sponsored content




PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Today at 6:01 am

Back to top Go down
 
ალექსანდრე მიშელაშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 7 of 8Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: