არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ალექსანდრე მიშელაშვილი

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8  Next
AuthorMessage
aleksandre
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 180
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Mon May 26, 2014 10:35 am

***************


Last edited by aleksandre on Fri Apr 07, 2017 1:54 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 180
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Thu May 29, 2014 10:40 am

**************


Last edited by aleksandre on Fri Apr 07, 2017 1:55 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 180
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Tue Jun 03, 2014 10:27 am

***************


Last edited by aleksandre on Fri Apr 07, 2017 1:55 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 180
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Thu Jun 05, 2014 11:32 am

ეჰჰ საქართველოვ, შენს დასალპობად,
მკერდზე ნისლს საბნად მტრები გაფენდნენ.
მთები კი როგორც გველეშაპები,
იწვნენ პირიდან ღრუბლებს აქშენდენ.

მახსოვს მე ყველა ვიცი და მახსოვს,
სისხლი სისხლის წილ ვერ მივარგია,
დღესაც ჯოყოლას სინდრომი მათოვს,
შენს მკვლელზე მიტომ ვერ მიმარჯვია.

სხეულზე მტკივა ყველა ნაგლეჯი,
მტერმა შენს სხეულს რაც მოარღვია.
საცაა უკვე მიაქვთ გარეჯი,
მთებიღა გვრჩება, დეკა და ღვია.

ხვალ ზეგ ამასაც ვინმე გამვლელი,
დღეს რომ უბრალოდ სტუმარად თვიან ,
შეისყიდის და მერე ქართველი,
საქართველოში ერთგულ ძაღლს ქვია.

ახსოვს ამ მიწას სუყველა ახსოვს,
მამულთან ვის რა ზვარაკი მიაქვს.
მთები კი დარდით განაწამები,
დაამთქნარებენ ღრუბლების თრიაქს.





Last edited by aleksandre on Tue Jul 08, 2014 10:27 am; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 180
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Thu Jun 12, 2014 11:34 am

დღე-ნაკლულებზე როგორ ვწერო, როგორ ვიტირო?!
რომელ პეპელას შეამჩნიეთ , შიში ან და თალხი სამოსი?!.
მე უფრო, უფრო შავად ჩაცმულ ყვავ-ყორანზე უნდა ვიფიქრო,
ცრემლს რად მალავს და ეფარება მათ ჩხავილზე ღრუბლებს ტაროსი?!

იქნებ ზედმეტი სიცოცხლეც კი მძიმე ტვირთია,
იქნებ ყვავებსაც ურჩევნიათ , დღე- ნაკლული იყვნენ სალოსი.
როცა სიცოცხლე, დაღებული ეშმას პირია,
სიკვდილზე არა, სიცოცხლეზე უნდა გვეცვას, ყვავებივით თალხი სამოსი.


















Last edited by aleksandre on Thu Apr 09, 2015 11:10 am; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 180
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Tue Jun 17, 2014 10:00 am

**************


Last edited by aleksandre on Fri Apr 07, 2017 1:57 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 180
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Fri Jun 20, 2014 10:52 am

*************


Last edited by aleksandre on Fri Apr 07, 2017 1:56 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 180
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Sun Jun 22, 2014 8:32 am

ლამაზებს არ ვეძებ , არ ვეძებ ქალაო,
მე უფრო უბიწო თვალები მწყურია.
წუხელაც ქარებმა გათელეს ჭალა და
შენ ფიქრობ რომ ვითომ არავის უვლია.
წუხელაც დამტორეს ქალაო ფიქრებმა,
ნუ გგონავს რომ ჩემი სხეული სრულია,
სხეულზე რას ეძებ თვალებში ჩამხედე,
თვალებში ჩამხედე რამდენი წყლულია.
თავს რომ ანგელოზად მაჩვენებ ქალაო,
ეგ თვალნი ეშმაკის უძირო ტბებია.
დღეს მინდა მაია წყნეთელის თვალები,
რადგანაც კარებთან მომდგარი მტერია.
ქალაო შეხედე ძირიდან აჰყვა და
ნისლებმა მთა თითქოს ნახევრად შეჭამა,
მთებია სამყაროს თავი და თვალები,
თავი დაიქნია ჭალაზე ჭერამმა.
ქალაო ლამაზი თვალები არ მინდა,
მთებივით უბრალო თვალები მწყურია.
ანგელოზს თვალები სულ არ აქვს ძვირფასო,
რადგანაც ბრმებისთვის სულ გზაზე უწყვია.











Last edited by aleksandre on Sat Aug 09, 2014 10:13 am; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 180
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Mon Jun 23, 2014 8:08 am

ვარდებს კი არა დედოფლობა ჩვენ უფრო გვინდა,
ყველა ყვავილი გულმოსული ერთად ყვიროდა
და გვირილა კი თავმდაბლობით მაღლა რომ იდგა,
მის თავმდაბლობას ეს სიმაღლეც ძლიერ ტკიოდა.
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 180
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Tue Jun 24, 2014 8:30 pm

შენც დაგღლის ერთხელ, დაგღლის ღიღილოვ,
სხვაზე წუხილით გზაზე ყურება,
შენ როცა გიჭირს, შენი ტირილი,
ქვეყნად არავის არ ეყურება.
მე ვერ გავუძლე , ჩემო ღიღილო,
ჩემი ცა უკვე მრუმედ ხუნდება.
იქმებ შენ მაინც სადმე იხილო,
მადლი რომელიც უკან ბრუნდება.
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 180
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Tue Jul 01, 2014 2:35 pm

იწვიმებს ალბათ, დღეს იწვიმებს ზეცის თვალები
და ლელოსავით გაიტანენ, მზის სამყოფზე ღრუბელს ქარები.
შენ დედამიწავ, წვიმის ბანგით დღესაც დათვრები
და გადახსნილი ვენასავით დატბორავენ, სივრცეს მერე შენი ჭალები.
სადღაც უღრანში ირემი იდგა
და შებღავლებით შეელეწა, სურდა ზეცის ყველა კარები.
სათქმელი ჰქონდა, რაც სხვის გულშიც მრავალჯერ ითქვა,
ახლა მას უნდა წარედგინა, თვით უფლისთვის დანაბარები.
ჰეი შენ ღმერთო , სხვის საკბილოდ თუკი დაგვბადე,
თუკი "მგლის ხახა" წააწერე მაგ ჩვენს განაჩენს,
ან სამართალი სად არის და ან ბრმასავით გენდო სადამდე?
ახლა ამაზე მიპასუხე, მერე გეტყვი, გეტყვი დანარჩენს.
მე უცოდველი კრავი ვიყო, არ ვერჩოდე ქვეყნად არაფერს,
ამისთვის უნდა გამრიყო და ზედ შემაკლა ხელში ჯალათებს?!
მეც შემიძლია, რომ ჯიქივით გადავევლო თავზე ქარაფებს
და ფიწალ რქებით დავუხურო, კარი სუსტის მზიან დარაბებს.
თითქოს ადუღდა ნისლი მკათა-თვის
გადმოდიოდა , ამოევსო ხრამი პირამდის.
მთები კი ჰგავდნენ, უცნობ გმირთათვის ,
თვით უფლის ხელით ნაგებ პირამიდს.
უცებ გაისმა ხმა უფლისა, შეკრთა ირემი.
-შენ ახლა ცდილობ შემოლეწო ღია კარები.
უფლის კარები არ გეგონოს, საკუთარი ფურთა ჰარემი,
რადგან კრავი ხარ , იცოდე რომ ბევრს სცოდავენ თვითონ კრავები.
ვიცი რამდენჯერ ჩაიხედე, წყლის კამკამა წმინდა სარკეში,
მაგრამ არასდროს ჩაგიხედავს, საკუთარი სულის სარკეში.
მე ბევრჯერ ვნახე მყვირალობას, შენი ურცხვი, ურცხვი თარეში
და არასოდეს ჩაგიხედავს , შენგან ნაჩხვერ, მომაკვდავი მოძმის თვალებში.
თუ მტაცებელი კბილს გაგკრავს ზოგჯერ,
თავად ნედლ ყლორტებს სისხლივით წოვდე,
თუ ჯალათივით თავი არ მოსჭერ,
მხოლოდ ამიტომ სამოთხეს მოწვდე? !
დადუმდა ირემს მოეჭრა გზები,
ღმერთს სულის სარკე გამოეტანა.
დადამიწას კი დატოტილი, გაბმული მთები,
ირმის რქებივით ამოეზარდა.


Last edited by aleksandre on Sun Nov 01, 2015 4:43 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 180
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Mon Jul 07, 2014 10:14 am

************


Last edited by aleksandre on Fri Apr 07, 2017 1:58 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 180
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Sun Jul 13, 2014 12:13 pm

************


Last edited by aleksandre on Fri Apr 07, 2017 1:58 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 180
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Sat Jul 19, 2014 9:43 am

***********


Last edited by aleksandre on Wed Oct 15, 2014 7:31 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 180
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Sun Jul 20, 2014 11:53 am

ვერ გაგიგებენ ჭიამაია,
შენ ჯერ არ ნახულ სიყვარულს ეტრფი,
სად გაგონილა უბრალო ჭიას,
ჭრელ პეპელასთან გაებას ფლირტი
იჭორავებენ, ნუ გიკვირს ჩემო,
ნუ გიკვირს ასე გვირგვინი ეკლის,
სიყვარულს სისხლის შემორჩა გემო,
სხვის ტანში, შენი ნაკლული ნეკნის.













Last edited by aleksandre on Fri Apr 01, 2016 12:34 pm; edited 6 times in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 180
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Tue Jul 22, 2014 9:50 am

შენ თუ ცა ხარ და ცხრათვალა მზე ხარ,
მე ცისარტყელად დაგემართები
და სანამ სადმე სხვის სულში ჩახვალ,
ჰორიზონტს სანამ ჩაეფარები,
ჩაგაცმევ ზღაპრულ პატარძლის კაბას
ცხელ გულში ჩუმად ჩაგეპარები.
მოვძებნით ცაში ვარსკვლავთა დაბას,
ღრუბლების იქით ჩავესახლებით
და ნუთუ უნდა მზის ქმარი მერქვას?!
ქმარს "ბანალურად" ვერ დამარქმევდი.
უბრალოდ გულის დამჩემდა თუთქვა,
დამჭირდი როგორც სულის თანმხლები.
შენ ხარ უბრალოდ დღეს ჩემი ის ცა,
სულის ნატეხი და ტკბილი სენი,
შუბლზე ღრუბლებით რომ ჩამომაწვა
და გულში ღმერთის, ფეთქვა ვიგრძენი.






Last edited by aleksandre on Mon Sep 14, 2015 8:38 pm; edited 10 times in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 180
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Thu Aug 14, 2014 10:55 am

ხევსურებივით ღრეობენ მთები,
ერთმანეთს ღრუბლის ტიკებს ესვრიან.
აქ დგანან ჩემი ჩავლილი წლები
და ხარებივით მიწას ტკეპნიან.

აქ დგანან ვხედავ, ვხედავ და ვიცი,
მწვერვალზე სიკვდილს როგორ ეტრფიან.
საფლავს შეამკობს დეკა და დუცი
და ქარი როგორც ეპიტაფია.

ქარია ჩემი მათდამი ფიცი
და მწვერვალებმა კარგად იციან,
უნდა შეიშრონ ნისლივით ძვლები,
ამიტომ დგანან, დგანან იცდიან.



Last edited by aleksandre on Thu Jan 08, 2015 7:54 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 180
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Tue Aug 19, 2014 6:41 pm

თავს ზოგჯერ საკუთარ ზურგს ვუმალავთ,
ოცნებაში გაფრენილებმა, უფრთოობა რომ არ შევნიშნოთ.
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 180
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Sat Aug 23, 2014 9:43 am

მთაო მე და შენ გარიყული გვქვია სახელად.
შენ ნასროლ ქვებზე აიწიე, ცამდე ამაღლდი.
დგანან დღეს შენი მონატრება ბევრში გახელდა
შენც მონატრების წერილს წერდი მერე მალავდი.
მალავდი რადგან სიამაყემ ორივეს გვძლია,
რადგან ორივეს კაცი გვერქვა უნდა გვეთმინა.
ნისლები ალბათ ტკივილების ნაჟური რძეა ,
არა დევს ჩემში ვმდგარიყავი შორით მემზირა,
სხვისი ტკივილი, არა ნაკლებ ჩემს სულსაც მარცვლის.
მოვედი რადგან, ჩუმად, მარტოს აღარ გეტირა
და ეს ტირილიც დავამთხვიოთ როდესაც ცაც ცრის.
მოვედი მთაო გარიყული მქვია სახელად,
და სიამაყეს, სიყვარულზე შენსავით ვერ ვცვლი.







Last edited by aleksandre on Tue May 23, 2017 8:32 am; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 180
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Fri Sep 05, 2014 10:11 am

*************


Last edited by aleksandre on Fri Apr 07, 2017 1:59 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 180
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Wed Sep 10, 2014 9:41 am

" "შემოდგომა"
მკვდარი ფოთლები მიაბარეს მიწას ქარებმა,
ორსული ზეცა, შემოდგომას მუცლით ატარებს.
ამოიბღავლეს ენკენის თვე ირმის ხარებმა
და ფიწალ რქებით, მშობიარე ზეცა გაფატრეს.
დაავადმყოფეს მთები სუსხის ურცხვმა თარეშმა,
ზედ ბოტკინივით, სულ ყვითელი პლედი დაფარეს.
კუდს აქიცინებს ცხვარში ძაღლი, ძაღლი თარეშა,
და კუდით უკრავს შემოდგომის მოსვლას დაფ-დაფებს.
სამყარომ ქარი ხის ფოთლებზე ისე დაგეშა,
ხეებს გაძარცვავს მოაწყდება მერე დარაბებს.
მწვერვალებიდან თოვლის ფარდა ქვემოთ დაეშვა,
ნისლს აუვსია, ბამბის გზაა, გადაივლი თავზე ქარაფებს.
ბაღებში უკვე, სულ გაკორტნეს ხურმა შაშვებმა,
შორს წეროს ფრთები, ქნევით თითქოს ღრუბლებს აქაფებს.
მკვდარი ფოთლები მიაბარეს მიწას ქარებმა,
ორსული ზეცა შემოდგომას მუცლით ატარებს,
ამოიბღავლეს ენკენის თვე ირმის ხარებმა,
და შემოდგომა გადმოვარდა, ზეცა რქებით ისე გაფატრეს.
















Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 180
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Mon Sep 15, 2014 10:39 am

მგლები და ადამიანები
ზამთარია, შეჰყივლა მამალმა და შეწყდა მგლის ყმუილი, თითქოს ქვეყანას ამცნო , სინათლის დრო მოვიდა, ქურდებს და ავაზაკებს აღარაფერი გესაქმებათო, მაგრამ უთუოდ შეცდა მამალი, სადღაც მთაზე ორი მონადირე წელამდე თოვლს მიარღვევს. ადამიანის მტაცებლური ბუნება თანაბრად აქტიურია დღისითაც და ღამითაც, ცხოველისაგან განსხვავებით.
ეს ის დრო და ის სოფელია ადამიანის ძირითად საზრდოს მონადირებული ხორცი რომ წარმოადგენდა,
სახნავიც ჰქონდათ და სათესიც, შინაური პირუტყვის მოსაშენებლადაც ყველა პირობა, მაგრამ არა, მათ მხოლოდ ერთად- ერთი პროფესია ჰქონდათ "მონადირე". ნადირობდნენ განუწყვეტლივ, თოვლსა თუ ავდარში, გაზაფხულსა თუ შემოდგომაზე, არად დაგიდევდნენ მაკედ მყოფსა თუ უკანასკნელ ინდივიდს. ამ ყოველივემ თავისი შედეგი გამოიღო და დროთა განმავლობაში ნანადირევმა საგრძნობლად იკლო.
აი ახლაც მიარღვევს თოვლს ორი მონადირე და სახლში სიმშილისაგან აბოჟირებული ცოლ-შვილი ელოდება.
ერთი კვირაა უკვე , ყოველ დილას გადიან სახლიდან და გვიან ღამით ბრუნდებიან, კვალსაც ვერსად მიაგნეს ნადირისა. იციან დღესაც ტყუილად მიდიან, მაგრამ მიდიან.
უშედეგო აღმოჩნდა ის დღეც , იმ წელიწადს უსაშველოდ მკაცრი ზამთარია, ძლიერი ყინვითა და დიდი თოვლით. მთელი ღამე ბჭობდნენ სოფლის თავ- კაცები , რა გამოსავალი მოენახათ, საკუთარი გაუმაძღრობა , გაჭირვების მიზეზად არცერთ მათგანს არ დასცდენია, ყველანი ბუნებას აგინებდნენ, რომელმაც საზრდო აღარ გაიმეტა. არცერთ მათგანს არ გახსენებია და არ დაბადებია კითხვა, რატომ მოკლეს ხუთი ირემი , როდესაც ადგილიდან მხოლოდ ერთის წამოღება შეძლეს, ასეთი ფაქტები კი მრავლად იყო წარსულში.
მეორე დღეს კი მოხდა სასწაული, როდესაც ისევ აიკაზმნენ სანადიროთ და ეზოში გავიდნენ, ჰოი საოცრებავ მთიდან ირმების ჯოგი პირდაპირ სოფლისკენ ეშვებოდა. ეშვებოდნენ მკაცრი ზამთრისაგან გაწირულები, მშივრები. ზანტად მოაპობდნენ ნამქერს და უახლოვდებოდნენ ადამიანს მათი ხსნის ბოლო იმედს.
ერთ ხანს ყველანი გაიყინნენ ადგილზე , ხდებოდა ბრძოლა ჰუმანიზმს, სიკეთესა და ადამიანის მტაცებლურ ბუნებას შორის, ბრძოლა უფალსა და სატანას შორის.
სულ ახლოს მოვიდნენ, თოფის აწევა და მიზანში ამოღება ვერავის გაებედა. ტიროდა სიმშილისგან აბოჟირებული ცოლ-შვილი და გარეთ ადამიანის თვალებიდან თითქოს ღმერთი უცინოდა გაბეჩავებულ ირმებს.
ზოგჯერ ცხოველმაც უნდა აჯობოს ვაჟკაცობით ადამიანს რომ, თვალი აუხილოს, საკუთარ საქციელზე და ხვალინდელ დღეზე დააფიქროს, მტაცებლებშიც არიან ღირსეულები, იოლად მოსაპოვებელსა და დაცემულს ახლოსაც რომ არ ეკარებიან, ეს ყვავ-ყორნისა და სვავების საქმეა, ძირს დაცემულისა და წახდენილის გამოშიგვნა.
საღამოა მამალი დუმს , მგლები კვლავ ყმუიან, კიდევ ერთი ტოტია შეეწირება ალბათ , თანამოძმეთა შიმშილს, სოფელიდან კი საამური თამაშში გართული , ირმის რძით დაპურებული ბაღანების ჟივილ- ხივილი ისმის.
ზის სატანა სადღაც სოფლის თავზე, შავი ღრუბლის კიდეზე და სოფლიდან გამოსულ პატარების უდარდელ ჟღურტულსა და ტოტიას უკანასკნელ ამოკნავლებას წონის, ხვალ ალბათ სოფლის თონის ნაცარში, შავი ღრუბლებიდან გადმოვარდნილ კოვზს იპოვნიან, მამალი კი მგლების ჯინაზე სიყვარულს დაიყივლებს.
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 180
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Thu Sep 18, 2014 8:35 am

დღეს უკვე შეშლილი მიწოდეს ლექსებმა,
ხვალიდან შენს აჩრდილს დამარქმევს სამყარო,
მთებს როგორც ჩვილები გასტაცონ ლეკებმა,
ქარებმა ნისლები მკერდიდან აჰყარონ.
ჭლექიან მწვერვალმა ხველებით შეღება,
ცისკარი და ღრუბლის ხელები აღაპყრო,
ხელები აღაპყრო რომ ღმერთსაც ენება,
მარტოსულს სხეული სიკვდილმა გაღადროს.
სიკვდილი ჩემთვისაც შვებაა ეგება,
რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი გავა დრო,
როცა პაემანი მიწაზე არ დგება,
სჯობია ღრუბლებში ლოდინმა დამადნოს.












Last edited by aleksandre on Sat Oct 18, 2014 8:42 am; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 180
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Fri Sep 19, 2014 8:58 am

მიდიხარ, ნაბიჯებს სიკვდილის სუნი აქვს,
არ ვნანობ მაინც რომ სიცოცხლე გიწოდე.
მიდიხარ და ქარიც ისეთი ჩუმია,
ჩუმად ჩურჩულით, რომ ერთ სიტყვას იტყოდე,
რომ ნანობ, რომ წასვლა შენთვისაც რთულია,
ჩემს ტანჯვას სულ ოდნავ მაინც რომ იყოფდე.
მოწვდება ყურსა და მერე კი სრულიად,
დანარჩენ ქვეყნისა თუნდ არც რა ვიცოდე.
მოგარგებ ნაბადს და მომდევდეს დუნია,
ქალს არა, ვიტაცებ საკუთარ სიცოცხლეს.
ნუ მეტყვი მიტაცებ?! ეგ სადაურია ?!
ის სადაურია წამართვა სიცოცხლე ? !
მე შენი სხეული კი არა მწყურია,
თვალებზე კოცნით მსურს, მაგ შენს სულს ვიწოვდე.
მიდიხარ ნაბიჯებს სიკვდილის სუნი აქვს,
არ ვნანობ მაინც რომ სიცოცხლე გიწოდე,
მიდიხარ და ქარიც ისეთი ჩუმია,
ეგება , ეგება ერთ სიტყვას იტყოდე.









Last edited by aleksandre on Mon Sep 22, 2014 8:25 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 180
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Sat Sep 20, 2014 9:54 am

"ჯიხვთა ჭიდილი"



ქარი ზუზუნებს გვიანი შემოდგომაა, სოფელს ღრმა ძილით ძინავს და ირგვლივ მხოლოდ ნიავზე აცეკვებული უკანასკნელი ფოთლები ასრულებენ , გამოსათხოვებელ ცეკვას. თითქოს სამყარო კიდევ ერთ იავნანას უმღერის, დედამიწას ზამთრის ძილის წინ.
სოფელშიც ფხიზლობს ერთი ადამიანი, ბათირასც არ ეკარება ძილი, არ მოქმედებს მასზე შემოდგომის იავნანა,
წევს გულაღმა და ფიქრობს. ავი ზრახვები აქვს გულში ჩადებული და ორივე ჭერზე მიპყრობილი თვალიდან ეშმაკი ხარხარებს.
მეხუთე წელია ბათირას თავის სოფლელი სანათა შეჰყვარებია, შეჰყვარებია და თავიც დაუკარგავს, აი თქმით კი დღემდე ვერ უთქვია სანათასთვის და არც მეგობრებისთვის გაუმჟღავნებია. მეხუთე წელია ბათირას ვერავინ ვეღარ სცნობს, იმდენად შესცვლია ხასიათი და ვერც მიზეზს მიხვედრილა ვინმე. ძველი მხიარული, ხალისიანი ბათირა აბსოლიტურად სხვა ადამიანს ჩაენაცვლებინა. ერიდებოდა სოფელში ყველას და ყველაფერს , ამ ყოველივესგან თავის დაღწევის საუკეთესო გზა კი სანადიროთ წასვლა იყო.
გასცდებოდა თუ არა სოფელს ჩამოჯდებოდა ერთ ამოჩემებულ ადგილას და თვალ მოუწყვეტლივ მისჩერებოდა , სოფლის განაპირას სანათას პატარა ფიცრულ სახლს, იმ წუთებში ბათირასთვის ამ სახლზე დიდი არც სასახლე არსებობდა და არც რაიმე სიმდიდრე უფრო ფასეული, ეს ფიცრული იყო მისი ჯადოსნური ზარდაშხა.
რამდენჯერ დაკრიფა მთის ფერდზე, სიცოცხლისა და სიყვარულის ნიშნად ამოსული ია , ღიღილო და დეკის ყვავილები, შეკრავდა თაიგულს და დამალავდა გულის ჯიბეში. მთელი გზა ფიქრობდა მივიდოდა და მისცემდა სანათას ყვავილებს, ყველაფერი ძალიან იოლი ეჩვენებოდა, მაგრამ როგორც კი სანათას სახლს მიუახლოვდებოდა, ამის გაკეთებას სიკვდილი ერჩია რატომღაც, დაიწყებდა გული ძალუმად ფეთქვას და ლამის იყო გულის ფეთქვას ამოესროლა, გულის ჯიბიდან ლამაზად შეკრული თაიგული.
თაიგულს ყოველთვის ერთი ბოლო ჰქონდა, სახლში მისული საკუთარ თავზე გაჯავრებული ბათირა მთელ ჯავრს თაიგულზე იყრიდა, ამოიგლეჯდა გულის ჯიბიდან და შეუძახებდა გახურებულ ბუხარში, შემდეგ კი აბრიალებულ თაიგულს ისე გადახედავდა, თითქოს მისი ბედნიერება ძალით შეეგდო ვინმეს ცეცხლის ალზე.
ასე გრძელდებოდა წლების განმავლობაში, ახლა კი უფრო მძიმედაა საქმე, სანათას მეზობელ სოფლიდან მთხოვნელი გამოუჩნდა.
შიშია მეზობელ სოფელში ცხოვრობდა , სანათას და ბათირას ორივეს კარგად იცნობდა. ჩაუვარდა ქალი გულში და არც დააყოვნა, გოგოს მხარეც თანახმა იყო ნიშნობაზე, სხვა არაფერი დარჩენოდა გარდა ქორწილისა.
ახლა კი გამოცოცხლდა ბათირა, დღე და ღამ ერთი საფიქრალი ჰქონდა რა ეღონა და როგორ ჩამოეშორებინა უშიშა სანათასთვის, რა არ იფიქრა, მაგრამ ბოლოს ყველაზე ცუდი გამოსავალი მონახა, გამოსავალი კი შემდეგი იყო : უშიშა უნდა სანადიროდ დაეპატიჯა და ნადირობისას მინდობილ კაცზე რაიმე უბედურება დაემართნა.
აი ახლა წევს ბათირა და ელოდება გათენებისას უშიშას მოსვლას, თავში ათასი აზრი უტრიალებს მაგრამ კარგი და კეთილი არაფერი.
მოვიდა უშიშა და შეუყვნენ ნაბილიკარს მთისკენ, მთელი გზა სანათაზე ილაპარაკა უშიშამ, ბათირა კი უჩუმრად უსმენდა.
არ გყვარებია ბიჭო არავინ ? ! ჩაეკითხებოდა შიგა და შიგ და მერე ისევ თვითონ აგრძელებდა შეყვარებული კაცის გახელებით , სიცოცხლესა და სიყვარულზე დაუსრულებელ საუბარს.
აამთავრეს ბილიკი და ავიდნენ სანადიროში, შესასვენებლად გაჩერდნენ, უყურებდნენ მთიდან ძირს მოტოვებულ სივრცეს, შეხედავდნენ მთის ფერდზე ნაფლეთ-ნაფლეთ შერჩენილ თეთრ ნისლებს და ორივეს საპატარძლო კაბაში გამოწყობილი სანათა ელანდებოდა და აი მათი მყუდროებაც დაირღვა , თითქოს კლდე -კლდეს ვინმემ შეანარცხაო ისეთი ხმა გაისმა და ექომ გადაიარა ხევ-ხუვები. ქერშილობა იყო და ხარ- ჯიხვები შუნის მოსაპოვებლად, სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლას მართავდნენ. დაეკარგათ ყოველგვარი სიფრთხილე და ისეთ ფრიალოზე ეჯახებოდნენ ერთმანეთს , ერთ ერთი შეჯახებისას ორივენი უთუოდ უფსკრულში გადაიჩეხებოდნენ. ასეც მოხდა შეეჯახნენ ერთმანეთს და უმტყუნა ნაპრალთან მდგომს ძლიერმა ფეხებმა, დიდ ხანს უყურეს როგორ მიფრინავდა უფსკრულისკენ მიწა გამოცლილი ხარი და როგორ დაენარცხა ალესილ სიპებს. გამარჯვებული კი ფხის თავზე შემომდგარიყო და გამარჯვებული კაცის იერით, იქედნურად იმზირებოდა, თითქოს კიდევ ბრძოლა სურდა და იწვევდა მეტოქეებს, რადგან იოლად მოპოვებული, სიყვარულიც კი არ სურდა.
ერთ ხანს გაშტერებულები იყვნენ ბათირაც და უშიშაც , დუმილი უშიშამ დაარღვია , მზერა კლდის ქიმზე წამომდგარ გამარჯვებულს მიაპყრო და ზიზღით გამოსცრა კბილებში: ფუი, გაგიწყრა გამჩენი, ეგაა შენი სიყვარული და ვაჟკაცობა ? ! მოძმის სისხლზე აგებული ბედნიერება, ქალის სიყვარულმა ნამუსი და მოძმის სიყვარული როგორ უნდა დაგაკარგინოს, არ ხარ შენ სიცოცხლის ღირსი და ამ სიტყვებზე კარაბინი შემართა, აიყვანა ჯიხვი ნიშანზე და იარაღმაც იჭექა. იჭექა და ჯიხვი და ბათირა ერთდროულად ჩაკეცა მიწაზე.
უშიშა გაოგნებული ასულიერებდა მკვდრის ფერ დადებულ მეგობარს , რომელიც შეშლილი თვალებით აკვირდებოდა და ხმამაღლა ღრიალებდა , მე მომხვდა ტყვია, მე. უშიშამ დაკვირვებით გასინჯა გაკვირვებულმა, მაგრამ ნატყვიარი არსად ეტყობოდა. ბოლოს როგორც იქნა გონს მოეგო, ჯიხვი ჩამოატყავეს, გაინაწილეს და დაეშვნენ სოფლისკენ, მოდიოდნენ ოღონთ ბათირა გაცილებით მძიმედ რადგან, ჯიხვის მაგივრად საკუთარი მკვდარი სხეული ეკიდა თითქოს ზურგზე.
მოდიოდნენ და ყვავილებს მხოლოდ უშიშა კრეფდა. მოდიოდნენ და ღმერთმაც არ იცოდა რომელს მეტად უყვარდა სანათა. ბათირას რომელსაც მეგობრის მოკვლაც კი შეეძლო მისთვის, თუ უშიშას რომელსაც მოძმის წვეთ სისხლს , საკუთარი სიკვდილი ერჩია.
მიდიოდნენ და უკან ორივე ხარის ნარჩენებს სვავები ჯიჯგნიდნენ, შუნი კი ბრძოლის დროს განზე მდგომ ხარს შეწყვილებოდა.



Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
Sponsored content




PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    

Back to top Go down
 
ალექსანდრე მიშელაშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 6 of 8Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: