არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ალექსანდრე მიშელაშვილი

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8  Next
AuthorMessage
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Thu Apr 10, 2014 11:30 am

**********






Last edited by aleksandre on Wed Aug 12, 2015 5:53 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Fri Apr 11, 2014 10:27 am

ნუ შემიყვარებ , არ მიცნობ ჯერაც
არც ის ვარ ალბათ ვისაც მოელი.
მე შეიძლება დღეს უცებ დაგთმო
და ხვალე შენთვის შევქმნა დუელი.

ნუ შემიყვარებ , არც ღირსი არ ვარ,
შავი ნისლი ვარ , მთების მძოველი.
ზოგჯერ იმედათ გაგიწვიმდები,
ზოგჯერ შეგზარავ ჩემი ბოდვებით.

ნუ შემიყვარებ , გულს გატკენ კარგო,
და მერე ღამით მტანჯავს ცოდვები.
ღამით ჭრილობის მეხსნება პირი,
დილით კი ისევ ჩუმად ვხორცდები.

ნუ შემიყვარებ, არ გიღირს კარგო,
მაცდურად დამდევს მთების სურნელი,
ბევრი ეცადა მაგრამ ბოლომდის,
ვერ გადაშალა სულის ფურცელი.














Last edited by aleksandre on Fri May 23, 2014 12:03 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Sat Apr 12, 2014 9:22 am

შეგიმჩნევიათ მოხუცის მზერა,
მაღალ მწვერვალებს როგორ აშრება?!
ორივე თვალში ჩამქრალ ვულკანებს,
გეიზერივით ცრემლი წასკდება.
მწყრალად დახედავს დაბორკილ მუხლებს
და გულში ერთი სიმიც ჩაწყდება.
უკვე წლებია მზის ჩასვლა ზარავს,
ამოსვლას ყველას უწინ დახვდება.
ჩამოჰკრავს თავის მჭვარტლიან ჩონგურს,
და თითქოს მთიდან ექოც აჰყვება,
იქამდე იმღერს "ბინდისფერ სოფელს"
სანამ სიკვდილის ჯავრით გაძღება.
მერე შვილიშვილს ჯარჯის ლექსს ეტყვის
და თითქოს უფსკრულს ჩაჩეხილ ჯიხვებს,
ჯარჯის მაგივრად თვითონ ჩაჰყვება.
შეგიმჩნევიათ მოხუცის მზერა,
მაღალ მთებს როგორ თრთოლვით აშრება?!
შეიშრობს ერთ დღეს ამ მოხუცს ზეცა
და მწვერვალებზე ისე დაწვება.






Last edited by aleksandre on Thu Jul 17, 2014 9:54 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Sun Apr 13, 2014 11:17 am

ეს გაზაფხულიც გამყიდის ვიცი,
გულს სამზეოზე ისევ გაიტანს.
აღარც მისი მწამს ერთგული ფიცი,
გამყიდის მერე ხელებს დაიბანს.

დაემგვანება ღამე ეშაპოტს,
ამ სისხლს დაცლამდე წვეთ-წვეთ დაიყვანს
და დედამიწა როგორც ჯალათი,
მეწამულ დღეებს მკერდზე დაიფქავს,

სანამდის დამღრღნის დროის აფთარი,
სანამ ეს მიწა ამ ძვლებს ჩაიტანს,
ჩემთან შენს ნაცვლად მოვა ზამთარი
და საპატარძლო კაბას ჩაიცვამს.

Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Mon Apr 14, 2014 3:57 pm

დალახვროს ეშმაკმა , წუხელაც ყმუოდა,
წუხელაც გულამდე გადმომდო სათქმელი,
რომ მგელი იყო და კეთილს ვერ გუობდა,
რომ ყელში უჭერდა გვარ-ჯიშის საბელი.
დალახვროს ეშმაკმა მგელსაც კი სტკიოდა,
რომ ბევრ კრავს ჩაუქრო სიცოცხლის სანთელი,
რომ მგელი იყო და გენები ითხოვდა,
რომ სხვა გზა არ ჰქონდა, ყველასგან განდევნილს.
თავს ისე ასწევდა, ისე შეჰყმუვლებდა,
მუქარად მიიღეს ბრიყვებმა ნაღველი
და როცა ბგერებმა სულში ჩაახწია,
ყმუილს აღსარება დავარქვი სახელი.
იქნებ მგელს რომ ვკითხოთ, მხეცები ჩვენა ვართ,
ჩვენივე სანთლით და ჩვენივე საკმევლით.
იქნებ ჩვენც მგელივით, საჯაროდ არ შეგვრცხვეს,
ამოვთქვათ: შეგვინდე, თუ ვინმეს ვატკენდით.







Last edited by aleksandre on Mon Apr 11, 2016 8:49 am; edited 9 times in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Thu Apr 17, 2014 9:43 am

მე ნუ მიმალავ მინდვრის გვირილავ,
მე შენს ტკივილებს არასდროს ვამხელ.
მე ისეც ვიცი ავდარი, ქარი,
როგორი ტანჯვის მანტიას გაცმევს.

ვერ მომატყუებ მზისფერი სახით,
ყველა ფურცელზე ტკივილი გაწევს.
როგორ არ გტკივა ავ-შარი ქარი,
წელში იმტვრევი და მაინც გარწევს.

მითხარი მიდი, ამოხეთქე, ამოიოხრე,
სათქმელი გტანჯავს , ვხედავ და ვამჩნევ.
მეც მოგიყვები თუ ჩემს საფლავზე,
ჭირისუფალად შენ რატომ გარჩევ.

რომ ყველა მომსვლელს, შეაგებო ეგ მზის ღიმილი,
რომ ყველა მომსვლელს სიცილით დახვდე
და ვერ გაიგოს ვერავინ ვერა,
რამხელა დარდის ლოდები მაწევს.











Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Fri Apr 18, 2014 9:59 am

**************


Last edited by aleksandre on Fri Apr 29, 2016 8:34 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Sat Apr 19, 2014 11:24 am

სადმე მთის სოფელში , ბუხრის გვერდით,
ვიჯდე შენს სასთუმალს ვდარაჯობდე.
ირგვლივ მისტიური ყველაფერი,
ჩვენ კი ზღაპრის გმირებს ვთამაშობდეთ.

ლექსებს გიკითხავდე ისე გრძნობით,
თვალზე მარგალიტებს, ვერ აშრობდე.
ვნებას წაგიკიდებ ისე ცოფით,
მერე წარღვნითაც რომ ვერ აქრობდე.

დილით გვაღვიძებდეს მთიდან ქარი,
შენ ჩემს უტიფრობას არ დაგმობდე.
თუნდაც გეწუწუნა მთის ცხოვრება,
მაინც ვერასოდეს ვერ დამთმობდე.














Last edited by aleksandre on Fri Jul 04, 2014 8:36 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Sun Apr 20, 2014 1:12 pm

"გოდება მთისა"

სულში ვერ ჩამხედავთ , თვალები მაღლა მაქვს,
თვალები მაღლა მაქვს , ღრუბლებში ვტირივარ.
მოყოლით ისევე წარსულზე მოგიყვეთ,
აწმყოში მითების დაშლილი წიგნი ვარ.

ვიყავი ჯარჯი და ხოგაის მინდია,
ჭიუხში ჯიხვების ფეხ და ფეხ მივლია.
დღეს ვიღას ადარდებს ან სად რა მიქნია,
მე ხომ წლების ნაცვლად, ნასახლარს მითვლიან.

ვიყავი თორღვა და ვიყავი ნინია,
გმირები რომლებიც დღეს ჩემზე ტირიან.
რა გაგკვირვებია?! მე ვიყავ, მე ვიყავ,
მთებზე ამირანის , მშველელი ფინია.

ვიყავი არდოტის ამაყი კოშკები,
დღეს ბოლო ჩაშლამდე ან რაღა მიკლია.
დამჩა სიკვდილამდე ბოლო დედა ბოძი,
რადგან წლების ნაცლად ნასახლარს მითვლიან.







Last edited by aleksandre on Mon Apr 04, 2016 10:14 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Tue Apr 22, 2014 10:29 am

წვიმა ნისლებით ჩემი სახლია,
სხვა თუნდაც კოშკი, სულის საკანი.
რომ სხვა არ მწვდება ჩემი ბრალია?!
რომ გამწვდა მხოლოდ ნისლის საბანი.

ღრუბლები ჩემი სახლის ბანია,
როგორ დამიტევს თქვენი სავალი.
სამყაროს გავცდი დიდი ხანია,
ვლოკე ნამცვრევი უფლის საგზალი.

თქვენ რომ ვერ მიტევთ ჩემი ბრალია?!
რომ მე არ მწვდება თქვენი საბანი.
კუ ვარ რომელიც ცას დახარბნია
და უჭერს მიწის ვიწრო ბაკანი.











Last edited by aleksandre on Sat Sep 27, 2014 11:22 am; edited 6 times in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Wed Apr 23, 2014 11:55 am

ნიავს ავაყოლოთ ნაბიჯები,
აპრილის ყვავილებს სუნთქვა.
სადღაც ცის კიდესთან დამეღლები,
შემომეკედლები სულთან.

მერე ღრუბელივით გაიშლები,
სულით, მთის ნისლივით სუფთა.
სახლი მთის სიპებით ნაშენები,
სტვენა გაღვიძებდეს შურთხთა.

სანამ აულივით ჩავიშლები,
სანამ სული კიდევ სუნთქავს,
ხორცი თუნდაც ეშმაკს დაუტოვე,
სული შემაკედლე სულთან.




Last edited by aleksandre on Sun Aug 14, 2016 10:13 am; edited 6 times in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Fri Apr 25, 2014 5:39 pm

**********
სად დავსრულდები?! საით მიჰქრის ჩემი იაბო?!
ვინ განმიკითხავს?! ყვავილები გადავთელო, გადავიარო.
იქნებ უფალო, უსულონი სულ ერთი დღით აახმიანო,
იქნებ ერთი დღით ქვათა ღაღადს, ჩვენც გვაზიარო.

თორემ ყრუ ვარ და ყრუა სამყარო,
კაცის არ მესმის, ყვავილისას რას ვეზიარო?!
ხატობას დაკლულ ხარის თვალებით,
იქნებ მლოცველად არც მაღიარო.

სად დავსრულდები?! საით მიჰქრის ჩემი იაბო?!
მაინც ვერ ვიგრძნობ, ყვავილებზე ბევრიც ვიარო.
რომ დავსრულდები , მერე მოდი, მოდი ნიავო,
რაც ვატკინე და ვერც ვიგრძენი, როგორ მტკივა უნდა გიამბო.


Last edited by aleksandre on Fri Sep 04, 2015 9:00 am; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Mon Apr 28, 2014 10:07 am

***********
ჯიხვმა სთქვა უსამართლოა,
რაც ლეგენდები დაირხა,
რომ ვაჟკაცობას იყოფენ,
მგელი, არწივი, კაი ყმა.
არ გავჩუმდები ვიბღავლებ
შეგაზანზარებთ ჩემი ხმა.
ვაჟკაცებს სისხლითა ზომავთ,
ვინ სკალპი აჭრა ნედლი თმა.
ვინ კბილი გაჰკრა, გაჰკვეთა,
ვინ სისხლში ცვითა კლანჭის ფხა.
თუ სისხლში არ ხარ, კრავი ხარ,
დაწყებული გაქვს დროს თვლა,
"ვაჟკაცი" მგელი მოვა და
მაგ ქურქს დიდებად მოისხავს.
ასეა ნუ მედავებით,
თუ ჩემი ძმა ხარ მოიცა,
ვაჟკაცს იმ წამსვე დაგმობენ,
თუ ჰუმანურად მოიქცა.
ვისზე ნაკლები კაცი ვარ?!
სიმხდალეს რაში მოვიხმარ?!
თუ არა გჯერათ მომყევით,
ქარაფზე სიკვდილს მოვიბავ.
მოვიბავ ფეხ და ფეხ ვათრევ,
სულ გაფითრებულს მოგიყვან.
მაგრამ ვაჟკაცად ვინ ჩაგთვლის?!
თუ სხვის სისხლს ზედ არ მოიბან.


Last edited by aleksandre on Fri Sep 04, 2015 9:01 am; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Wed Apr 30, 2014 5:37 pm

ერთი ცა ვერ გვიტევს მე და შენ მთვარეო,
სამყაროს ზედმეტი ნაღველი აწვება.
მოდი და გაუძლე მთვარის ჯავრს ღამეო,
მისი მზე როდესაც ღრუბელთან დაწვება.

მოდი და გაუძლე ჩემს ყმუილს ღამეო,
ჩემი მზე როდესაც, სხვის სულში ჩადნება.
არ შეგეკითხები, "მიამბე რამეო",
ეგ ლურჯი სიზმრები , მაინც არ ახდება.

ერთი ცა ვერ გვიტევს, მე და შენ მთვარეო,
ეს ღამე ორივეს დიდხანს ვერ გაგვწვდება.
მე ჩავალ, ვერ ვუძლებ ისევ შენ უყურე,
შენი მზე ურცხვად რომ ღრუბელთან დაწვება








Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Tue May 06, 2014 9:59 am

იქ არც რა წყდება,
სადაც უკვე წერტილი დასვი.
სიკვდილის იქით,
მარადიულ ზღაპრად გრძელდება
და ყოველ ღამით,
მოწყვეტილი ვარსკვლავთა დასი,
მაგ შენს თვალებში,
ფენიქსივით კვლავ აღზევდება.
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Thu May 08, 2014 9:53 am

ჯიხვმა სთქვა უსამართლოა,
რაც ლეგენდები დაირხა,
რომ ვაჟკაცობას იყოფენ,
მგელი, არწივი, კაი ყმა.
არ გავჩუმდები ვიბღავლებ
შეგაზანზარებთ ჩემი ხმა.
ვაჟკაცებს სისხლითა ზომავთ,
ვინ სკალპი აჭრა ნედლი თმა.
ვინ კბილი გაჰკრა, გაჰკვეთა,
ვინ სისხლში ცვითა კლანჭის ფხა.
თუ სისხლში არ ხარ, კრავი ხარ,
დაწყებული გაქვს დროს თვლა,
"ვაჟკაცი" მგელი მოვა და
მაგ ქურქს დიდებად მოისხავს.
ასეა ნუ მედავებით,
თუ ჩემი ძმა ხარ მოიცა,
ვაჟკაცს იმ წამსვე დაგმობენ,
თუ ჰუმანურად მოიქცა.
ვისზე ნაკლები კაცი ვარ?!
სიმხდალეს რაში მოვიხმარ?!
თუ არა გჯერათ მომყევით,
ქარაფზე სიკვდილს მოვიბავ.
მოვიბავ ფეხ და ფეხ ვათრევ,
სულ გაფითრებულს მოგიყვან.
მაგრამ ვაჟკაცად ვინ ჩაგთვლის?!
თუ სხვის სისხლს ზედ არ მოიბან.














Last edited by aleksandre on Mon Jun 16, 2014 7:43 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Fri May 09, 2014 9:18 am

"დათვი"
გვიანი შემოდგომაა, წვიმს, სოფელს ნესტიანი ნისლი ახურავს, გულ ცივი საღამო , თავისი მრუმე ფერებით ,ფეხაკრეფით შემოიპარა და გაბატონდა. წვიმის წვეთებისგან დამძიმებული, სიკვდილის პირას მისული, ჭადრის ბოლო ფოთლებიც, გამოეთხოვნენ სიცოცხლეს და მიწას მიებარნენ, მიებარნენ იმიტომ რომ, ნეშომპალად იქცნენ და ახალი სიცოცხლის დაბადებას დაუდონ სათავე. მთაში შემოდგომის სილამაზეს, მხოლოდ იქ გაზრდილი ან ბუნებასთან შესისხლხორცებული ადამიანი თუ შეიგრძნობს ბოლომდე, დანარჩენისთვის ეს უბრალოდ მორიგი თვალ-სეირი ან და მორიგი ლამაზი პეიზაჟი იქნება.
წვიმის წვეთების მელოდიას, სოფლის ერთი ქოხიდან დედაკაცის ქოთ-ქოთი არღვევს. სოფელი მთის ერთ-ერთ სერზეა შეფენილი. სულ ოთხი ოჯახი ცხოვრობს, ისინიც ერთმანეთისაგან თითქმის კილომეტრით არიან დაცილებულები, დიახ ბატონო ეს არის მთის სოფელი, მთაში ამას ეძახიან სოფელს.
სოფელი ტყესთან საკმაოდ ახლოსაა, უკვე ერთი თვე იქნება ნინიას საქონელს , ბაბრი დათვი შემოეჩვია და ნელ-ნელა უნადგურებს. თოფიც აქვს ნინიას და მსროლელიც სანაქებოა, რამდენჯერმე შეეძლო კიდევაც დათვის მოკვლა, როდესაც საქონლის საცოდავ ბღავილზე გავიდა და საქონლის ბაკთან ზედ შეეჩეხა, თოფიც დატენილი ჰქონდა და ხელში ეკავა, მაგრამ მაინც მხოლოდ ყვირილით და ჰაერში სროლით სცადა, ნადირის დაფრთხობა.
დააფთხო კიდევაც მაგრამ , უმოწყალოდ დაგლეჯილი დეკეული ,მეორე დღეს მაინც მოკვდა.
სიტყვა აქვს ნინიას ნათქვამი , ხატზე შეჰფიცა რომ დათვს არასდროს დათოფავს. ამ შეფიცვამდე კი ნინიას ორი აზარი ჰქონდა ათავებული. ორი სპილოს ძვლიანი ხირიმი მიაბარა მიწას, ჟანგი შეჭამს და გამოისყიდის ალბათ ცოდვებს ორივე. კარგად იცის ნინიამ თავადაც მოუწევს უფლის სამსჯავროზე წარდგენა. მხოლოდ ეს უმოწყალოდ დახოცილი კეთილშობილი ნადირის ცოდვა აშინებს ნინიას, თორემ დანარჩენი ღვთის მოშის კაცად ცხოვრობს, ჭიანჭველა რომ ჭიანჭველაა მისთვისაც კი აურიდებია ხშირად ფეხი.
ერთ წელიწადს თავის თანასოფლელებთან ერთად ადრიან შემოდგომაზევე დაგეგმა, დათვზე მორეკვით ნადირობა. დაიწყო სარეკი , ნინიას მრეკავად მოუწია წასვლა, სხვებმა გეზი შეუკრეს. ფოთოლი არ იყო ჯერ ბოლომდის გაცვივნილი და მხედველობა ჭირდა, წვრილიანში გარკვევით დალანდა ნინიამ დიდი დათვი, როგორ ოსტატურად ცდილობდა უკან გაპარვას, არ დაუყოვნებია დამიზნებით ესროლა, დათვმა დაიღრიალა , რაც იმის ნიშანი იყო რომ ტყვიამ მიზანს მიახწია. მიახწია მაგრამ სწორეთ მაშინ დაიწყო ნინიასთვის ჯოჯოხეთი, დათვის ღრიალთან ერთად მის უკან ორი პაწაწუნა, ბელი აწკმუტუნდა და ატირდა. თავბრუ დაეხვა ნინიას, მხოლოდ მდევრების გააფთრებულმა ყეფამ გამოაფხიზლა. მდევრები კვალში ედგნენ , დაჭრილ დედა დათვს და მიჰყვებოდნენ. ნინიაც ყეფის მიმართულებით მიჰყვა, ყეფა ერთი ადგილიდან მოისმოდა, რაც იმის ნიშნავდა რომ გაჩერებულ ნადირს უყეფდნენ ძაღლები. ფრთხილად მიუახლოვდა, ძაღლები ერთ პანტის ბებერ ხეს, გარს უვლიდნენ და გამაყრუებელი ყეფით იკლებდნენ გარემოს. შეხედა ხეს ნინიამ და ორი პატარა ბელი დაინახა ზედ წამოსკუპებული, რომლებიც ტირილით უხმობდნენ, საშველად თავიაანთ საყვარელ, ყოვლის შემძლე დედიკოს. და ჰოი საოცრებავ , სწორეთ ამ დროს , ბელების ტირილზე დაჭრილი დედა უკან მობრუნდა, შეცბა ნინია ასეთ თავგანწირვას ნამდვილად არ ელოდა, მაინც რამდენი ადამიანი შეძლებდა გადაფარებოდა საკუთარ შვილზე ნასროლ ტყვიას? მოდიოდა დათვი ღრიალით და იცოდა ნინიამ რა დღეც ელოდა, მაგრამ წამითაც კი არ უფიქრია, ამ გმირ დედაზე ხელ მეორეთ თოფის აღმართვა. მხოლოდ ჰაერში სცადა გასროლა, მაგრამ ამაოდ, გამძვინვარებულ ნადირს ეს ნამდვილად ვეღარ შეაჩერებდა.
ნინია გონს მხოლოდ მეორე დღეს, საკუთარ საწოლში მოვიდა, მეუღლე მართა თავით ეჯდა და ცხარე ცრემლოთ ტიროდა. მართამ ყველაფერი უამბო რაც მის შემდეგ მოხდა, რაც ნინიამ გონი დაკარგა, მართას კი ეს ამბავი ნინიას "ნამგალა" მეგობრებმა უამბეს:
ღრიალზე მისახმარებლად ჩასულებს ნინია უკვე დაბეგვილი და გონ დაკარგული დახვდათ, დედა დათვი კი მდევრებს უტევდა და ორი მათგანი უკვე გამოესალმებინა სიცოცხლისთვის, დედა დათვმა მათ მიახლოვებაზე, მდევრებს თავი ანება და მათკენ წამოვიდა შეტევაზე, მაგრამ ვინ აცადა, მყისვე იქუხა თოფებმა და სამაგალითო დედა ჩაიკეცა გვიმრის ფოთლებში.
ყველაზე საშინელება კი შემდეგ მოხდა, გამწარებულმა მონადირეებმა როდესაც ცოცხლად ვერ შეძლეს, პაწაწუნა დაობლებული ბელების ხიდან ჩამოყვანა, დახოცეს და ისე ჩამოყარეს. ბელების ამბავი დაუმალა მართამ, ნინიამ ეს მხოლოდ რამოდენიმე თვის შემდეგ , იგივე მეგობრებისგან შემთხვევით გაიგო და მას შემდეგ გაწყდა კიდეც მათი მეგობრობა.
ამის შემდეგ დადო ნინიამ სიტყვა რომ დათვს არასდროს ესროდა და პირნათლადაც ასრულებდა, მაგრამ ახლა როდესაც დათვმა საქონელი თითქმის გაუნახევრა, მართა გასაქანს არ აძლევდა, ქოთობდა და ლანძღავდა, ემუქრებოდა რომ თავად აიღებდა იარაღს და ნადირს თავად გაუსწორდებოდა. ნინია მშვიდად იჯდა მართას ქოთ-ქოთს ყურსაც არ უგდებდა, უბრალოდ ფიქრებში იყო წასული.
გვიანი ღამეა წვიმამ იმატა, ნინია ღრმა ძილისგან , თოფის ხმამ და მართას განწირულმა კივილმა გამოაფხიზლა. წამოხტა იქვე ბუხართან დაკიდებულ ხანჯალს ხელი დასტაცა და საცვლების ამარა გავარდა გარეთ, დაჭრილი გაავებული დათვი მართას უმოწყალოდ ტორავდა, აზროვნების უნარი დაკარგა, ცნობაზე როდესაც მოვიდა , გულში ხანჯალ გაყრილი დათვი უსულოს ეგდო ნაწვიმარ მიწაზე და ნინიამ თვალ ნათლივ დალანდა დათვის გვერდით როგორ ესვენა მისი სიტყვა გატეხილი კაცობა და დათვის ნეშტთან ერთად როგორ უქადდა მიწა, მისი ორი დამარხული ხირიმივით შეჭმას.
ღირსება, გაუტეხელი ფიცი და სიტყვა, რომელიც მხოლოდ მართას სიყვარულს შეეძლო აეყარა მისთვის.
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Mon May 12, 2014 10:20 am

ყოველთვის როცა,
ვიხურავ კარს და მივდივარ,
შენ არ იცი რომ,
თავად ვეძებ,
დახურულ კარზე
ჭუჭრუტანებს.
ვეძებ რომ ვისუნთქო.








Last edited by aleksandre on Sun May 17, 2015 9:10 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Wed May 14, 2014 9:30 am

************



Last edited by aleksandre on Tue Sep 15, 2015 5:57 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Fri May 16, 2014 9:35 am

*************


Last edited by aleksandre on Wed Oct 15, 2014 7:24 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Sun May 18, 2014 10:56 am

ჩვენ ზოგჯერ წასვლით, ვიღაცის წასვლით,
იმ მატარებელს ვემსგავსებით,
შუა გზაზე ლიანდაგს რომ გადაუჭრიან.
ვჩერდებით ვიყინებით ერთ ადგილზე
და ის მგზავრებიც კი რომლებიც,
საკუთარი ზურგით აქამდე მოვიყვანეთ,
უკან მოუხედავად გვტოვებენ.
მიზანი დაკარგულია, გული მკვდარი,
უცნაურად მკვდარი(ფეთქავს, მაგრამ ვეღარ გრძნობს)
ობობების საყვარელი თავშესაფარი ვხდებით,
ხშირად გვსუმრობენ ქვეწარმავლები და
ამიტომაც გარედან გვაწერია "ფრთხილად საშიშია"
მხოლოდ გაზაფხულზე დაბრუნებული,
მერცხლები არ გვიფრთხიან,
შემოდიან ჩვენში ბუდეებს იშენებენ
და ჩვენი ერთად-ერთი მესაიდუმლე ხდებიან.
ზოგის ლიანდაგს ვიღაც აღადგენს,
გაჩნდება მიზანი და ქვეწარმავლები იმ წამში ტოვებენ.
ივსება სითბოთი და მგზავრებიც ძველებურად უბრუნდებიან.
ზოგი კი თავად არ ვაძლევთ,
ჩვენს მწყობრში მოყვანის უფლებას არავის.
რაღაც უცნაური, ერთგულების ქანდაკებად ვიქცევით
და მთელი ცხოვრება ჩვენში ნაგროვებ, გაუცემელ სითბოს,
უსულო საგნებსა და მერცხლებს ვუნაწილებთ,
რომლებსაც თბილ ქვეყნებამდე გასაფრენად ყოფნით,
ჩვენ კი მერცხლებმა რომც წაგვიყვანონ,
არასოდეს გავყვებით, რადგან შესაძლოა,
ამ დროს ის დაბრუნდეს და ლიანდაგი აღსდგეს.





Last edited by aleksandre on Wed Oct 15, 2014 7:29 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Mon May 19, 2014 10:42 am




*************


Last edited by aleksandre on Wed Oct 15, 2014 7:26 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Tue May 20, 2014 10:15 am

გაზაფხული რომ შეიხსნის ნაბადს,
მე უშენობას ვმკურნალობ ლოცვით
და დაუკოცნელ მაგ ტუჩთა ნაცვლად,
ატმის გაფურჩქნულ ყვავილებს ვკოცნი.

მე ყოველ ღამით ვამოწმებ ღრუბლებს
და მერე ზეცას რკალივით მოვხრი,
რკალივით მოვხრი და ზეცის ღრმულებს,
შენს საძებნელად მოვთხრი და მოვთხრი.

შენს ნაფეხურებს ღრუბლებზე ვეძებ,
და ერთ დღეს ალბათ მე მაგ ფრთებს მოგხსნი,
მე მაგ ფრთებს მოგხსნი ძვირფასო რადგან,
ჩემი სიმცირე ორივეს მოგვხვრის.

სითავხედისთვის შემრისხავს ღმერთი,
რომ მიწიერი , ზეციერს გეტრფი.
და ზუსტად მაშინ, შენ აფეთქდები,
შენ აფეთქდები, როგორაც დენთი,
ფრთებს შევიხსნი და შენთან მოვდივარ,
თავს მომადებ და ჩურჩულით მეტყვი.



Last edited by aleksandre on Wed Jul 02, 2014 8:01 am; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Thu May 22, 2014 9:59 am

ერთი არ გყოფნის, სამი ცა დაგაქვს,
ერთი ზემოთ და ორი თვალებში
და დედამიწა აპრილებს ლანდავს,
როცა თვალებით ზედ ეფარები.
სამყაროს მწუხრის ფერი ექნება,
თუ მაგ ლექსებით არ დაათვერი.
პოეზია კი ჩემო ქეთევან,
ჩვენთვის სუნთქვაა, სხვა არაფერი.
ყველა მამრი და თუნდაც ქაჯები,
შენს წინ რატომღაც სხვაგვარად ჰკრთიან
და ღრუბელივით ამაყი მთები,
შენს საქმროს სადღაც მწვერვალზე ზრდიან.
აბა შენს მეტი სხვა ვინ გაიგებს,
სხვა ვინ იგრძნობს რომ ყვავილსაც სცივა.
ზეცა კი ნისლებს იმიტომ იფენს,
რომ მწვერვალების ნაჩხვლეტი სტკივა.
ბოლოს კი გეტყვი , ჩემო ქეთევან,
რომ ეს ცხოვრება- ავგიას თავლა,
დიდი თონეა, სადაც თბებიან.
პოეტები კი ამ დიდ თონეში,
დავდომილ მგზავრთა საზრდოდ ცხვებიან.



Last edited by aleksandre on Tue Oct 06, 2015 10:11 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Sat May 24, 2014 10:30 am

***********


Last edited by aleksandre on Fri Apr 29, 2016 8:36 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
Sponsored content




PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Today at 6:01 am

Back to top Go down
 
ალექსანდრე მიშელაშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 5 of 8Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: