არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ალექსანდრე მიშელაშვილი

View previous topic View next topic Go down 
Go to page : 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8  Next
AuthorMessage
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: ალექსანდრე მიშელაშვილი    Tue Jan 14, 2014 9:51 am

ალექსანდრე მიშელაშვილი

ერთი ფუტკარი
მაინც რომ მანახა ღმერთო,
შიმშილით მკვდარი,
ყვავილები
რომ დასაჩხვლეტად
ვერ გაიმეტა.
*******************

და თუ შენ დაჟინებით ეცდები,
ჩემი თვალებიდან სულის დანახვას,
იქ მხოლოდ პოეზია დაგხვდება.
პოეზია რომელსაც შენ "სულს" დაარქმევ.

**************************
სადაურობას როდესაც მკითხავთ,
მე წამით პასუხს დაგიგვიანებთ,
და იმ ერთ წამში ჩემში რა ხდება,
იმას მაინც ვერ გაგიზიარებთ.

მერე წმსკდება ამაყი მზერა
და არწივივით თვალს ვაბრიალებ.
ჩემს წარსულს, მერე ისე გიყვებით,
თითქოს დაჭრილი დევი ვღრიალებ.

მე იმ ბერმუხის ერთი ტოტი ვარ,
სამასი ფესვი კრწანისს რომ ჩარგო
და იმ ფესვების ოფლმა და სისხლმა
მთელ საქართველოს მალამოდ არგო.

მე იმ მთებიდან ერთი კენჭი ვარ,
წანარებმა რომ არაბებს ავნო.
არაგვზე მდგარი ნისლის ნაგლეჯი
და მამულს უნდა წულულები ვბანო.

ვაჟას ლექსიდან ერთი ნაწყვეტი
და გუდამაყარს გოდერძის წყარო.
კრწანისამდე რომ ვეღარ ჩავედი,
ცრემლები უნდა მცხეთაში ვღვარო.

მე ის ჯარჯი ვარ ჯიხვებს რომ სდევდა
და დამიფარე გუდანის ჯვარო.
ზვავმა უფსკრულში ვერ გადამჩეხა,
შენ როგორ დამღრღნი სევდავ და ჯავრო.

არაგველი ვარ ბოლოს კი გეტყვით,
საფლავიც უნდა ამ მთებში ვთხარო.
მაგრამ სამშობლოს თუკი დასჭირდა
ეს სისხლი უნდა კრწანიშიც ვღვარო.


*********************8
წამოდი მწკრივ და მწკრივ გადავყვეთ წეროებს,
წეროებს რომლებიც მწვერვალზე მიდიან.
არ ვგავართ მე და შენ არ ვგავართ მიწიერს
და ვგრძნობ რომ, იქ სადღაც უთუოდ გვიცდიან.
წამოდი და ერთხელ ეს მიწა გაწირე,
თვითონ ვინც გაგვწირეს თავადვე იციან,
იხვევენ ეს მთები ნისლს როგორც საწვიმრებს
და როგორც ტიკები ღრუბლები ისეა,
პირსავზე ნესტით და აშარი ავდარით,
ნერვები, ნერვები დაწყვეტის პირზეა.
შეშლილი ვბორგავ და შეშლილი ვჯახირობ,
სული კი შაგრენის ტყავივით მიპყვრია.
თვალები ჩიტების საკენკად ვაქციე,
გულს ყველას ვუწვდი და შეშლილი ვყვირივარ:
წაიღეთ გაყიდეთ, მიუგდეთ მაქციებს,
შვილ მკვდარი დედების თვალების მსხვერპლია.
წამოდი, მწკრივ და მწკრივ გადავყვეთ წეროებს,
თორემ აქ სადამდე, სადამდე გვაცდიან,
მე დღესაც მათხოვრის თვალები მესროლეს
და ხორცის სხეული, სულით მკვდარს მაცვია.
**********************
როგორ ცარიელი ვდგავარ,
ყოველთვის შენს წინ,
როგორ ცარიელი,
კრიალა ცასავით,
სინათლისაგან,
მოკვეთილი
ვარსკვლავებით.
სულმდაბლობაა,
შესამჩნევად
რომ ჩამოვღამდე.
**************
როდესაც ქარი ამთავრებს სოლოს,
წყდება ყვავილთა კვნესის არია,
მე მოგიკვდები ზამთარში ბოლოს
და მიწის ნაცვლად თოვლს მომაყრიან.
მექნება მკვდართა სასახლე ბროლის,
ალაყაფზე კი ეპიტაფიათ,
მომკვეთეთ დადეთ ცოცხალი გული,
რომ იქნებ იგრძნონ ეიფორია,
ყველაფერ იმის რასაც განვიცდი,
გულს ვერ ხედავენ და არ იციან.
არ მინდა არა გლოვა და ფიცი,
ნურც შაოსნები, ცრემლს დამაყრიან.
მე მოგიკვდები ზამთარში ვიცი,
როცა სულ ყველას თეთრი აცვია.
როდესაც მთები ნარბენ ბედაურს,
ჰგვანან და ტანზე ორთქლად ასდიან,
თეთრი ნისლები ზურგების ბოლოს,
ყელზე ნამქერის ფაფარს გაშლიან.
როდესაც ქარი ამთავრებს სოლოს,
წყდება ყვავილთა კვნესის არია,
როცა ზამთარი თეთრებში გლობობს,
რომ ყვავილები აღარ არიან.
მე მოგიკვდები ზამთარში მხოლოდ
და მიწის ნაცვლად, თოვლს მომაყრიან.
***********************

************************************
იქ არც რა წყდება,
სადაც უკვე წერტილი დასვი.
სიკვდილის იქით,
მარადიულ ზღაპრად გრძელდება
და ყოველ ღამით,
მოწყვეტილი ვარსკვლავთა დასი,
მაგ შენს თვალებში,
ფენიქსივით კვლავ აღზევდება.

********************
შენ არ იცი რას განიცდიან,
ფუტკრის მსგავსი ადამიანები.
საერთოდ თუ არსებობენ,
არც ის იცი.
როცა ძალიან ატკენ,
ტკივილითვე გიპასუხებენ,
აგატირებენ და მიდიან.
მიდიან ოღონთ გულს,
ნექტარივით, შენს ტკივილებში
ტოვებენ.
-
იმ საღამოს კი,
შენი ტკენისთვის,
საკუთარ თავს,
მერამდენედ, ასაფლავებენ.
**********************
მივდივარ, არაგვში ტოტებით ჩახრილი,
წნორები მაგონებს იმ ლერწამ-ასულებს,
ნისლმა რომ ჩააცვა დილიდან ქათიბი
ქალწულებს რომლებიც მიწაზე დალურსმეს.
აკვნიდან დაწინდეს დევებზე საცოლეთ
და ელოდებიან საომრათ წასულებს.
კოპალავ შეეშვი დევებიც აცოცხლე,
ძილის წინ დევებიც ტირიან წარსულზე.
ხან ისე მკრთალია, ჩარგალთან ცა ხოლმე,
არაგვთან ჯდება და სიზმრებს წყალს აყოლებს.
ღრუბლები მოჰგვანან ელადის ხომალდებს,
და ცისარტყელა კი მისართმევ ყვავილებს.
გამოდის მედეა მზის ოქროს საწმისებს,
ცვლის ყვავილებზე და ხომალდში ასვენებს.
მივდივარ არაგვზე და მინდა გაწვიმდეს,
უყვარდეთ დევები ამ წნორთა მასივებს.
უყვარდეს ბოროტიც, ბოროტიც აქ ვინმეს,
წნორები დევებზე ტირილით დასივდნენ.
********************


*****************
"შემოდგომა"
მკვდარი ფოთლები მიაბარეს მიწას ქარებმა,
ორსული ზეცა, შემოდგომას მუცლით ატარებს.
ამოიბღავლეს ენკენის თვე ირმის ხარებმა
და ფიწალ რქებით, მშობიარე ზეცა გაფატრეს.
დაავადმყოფეს მთები სუსხის ურცხვმა თარეშმა,
ზედ ბოტკინივით, სულ ყვითელი პლედი დაფარეს.
კუდს აქიცინებს ცხვარში ძაღლი, ძაღლი თარეშა,
და კუდით უკრავს შემოდგომის მოსვლას დაფ-დაფებს.
სამყარომ ქარი ხის ფოთლებზე ისე დაგეშა,
ხეებს გაძარცვავს მოაწყდება მერე დარაბებს.
მწვერვალებიდან თოვლის ფარდა ქვემოთ დაეშვა,
ნისლს აუვსია, თეთრი გზაა, გადაივლი თავზე ქარაფებს.
ბაღებში უკვე, სულ გაკორტნეს ხურმა შაშვებმა,
შორს წეროს ფრთები, ქნევით თითქოს ღრუბლებს აქაფებს.
მკვდარი ფოთლები მიაბარეს მიწას ქარებმა,
ორსული ზეცა შემოდგომას მუცლით ატარებს,
ამოიბღავლეს ენკენის თვე ირმის ხარებმა,
და შემოდგომა გადმოვარდა, ზეცა რქებით ისე გაფატრეს.






Last edited by aleksandre on Thu Nov 03, 2016 10:26 am; edited 18 times in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Tue Jan 14, 2014 9:58 am

შენც დაგღლის ერთხელ, დაგღლის ღიღილოვ,
სხვაზე წუხილით გზაზე ყურება,
შენ როცა გიჭირს, შენი ტირილი,
ქვეყნად არავის არ ეყურება.
მე ვერ გავუძლე , ჩემო ღიღილო,
ჩემი ცა უკვე მრუმედ ხუნდება.
იქმებ შენ მაინც სადმე იხილო,
მადლი რომელიც უკან ბრუნდება.
**************
მოაქვთ ჭილ-ყვავებს ,
მკვდართა სიზმრები
და ყოველ ღამით
ურიგებენ სასაფლაოებს.
ადგილებს სადაც,
დედამიწის ჰორიზონტია
და საიდანაც ცა გიზიდავს,
მხოლოდ იმიტომ,
რომ ხედავ ღრუბლებს
ჰორიზონტი არ გააჩნიათ.
მე მძინებია,
მომაკვდავი ყვავილის გვერდით
და სიკვდილის წინ,
ცას საერთოდ არ უყურებდა.
ჩემი ძარღვები,
ღმერთო უნდა ფესვები იყოს
და მთელ ამ ტანზე,
ამოხეთქო ერთ დღეს,
ჭრელი ქრიზანტემები.
ნუ გამოატან,
ჩემს საფლავზე,
მკვდართა სიზმრებს,
ზამთრის ჭილ-ყვავებს.
მე სიკვდილითაც,
მასთან ვრჩები,
ვისაც ვჭირდები.
**************
ან და შენ საით გაიქცევი თეთრო ყვავილო,
რომც აიწყვიტო, ბელტებიდან სუსტი ფესვები,
მაგრამ შენ გინდა, სული გინდა მის წინ დალიო,
მიხვალ და სერზე კესანეს წინ ჩაიკეცები.
წამოიზიდე ზამთარს გინდა ბეწვზე მოასწრო,
სანამ ნამქერებს წამოშლიან იალქანივით,
სანამ სიკვდილი დაგიძახებს:"აბა დროა დრო"
და მის სიკვდილსაც გიმიზნებენ იარაღივით.


Last edited by aleksandre on Fri Sep 23, 2016 11:58 am; edited 4 times in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Tue Jan 14, 2014 10:00 am

მიწა ვარ მეთქი,
ვთქვი და დავმუნჯდი.
ზოგჯერ მიწასაც ასაფლავებენ.
ჩემი ძარღვები, გვალვისაგან
დახეთქილი ნაპრალებია.
ხოლო თვალები,
ყორღანია, დღესაც უძირო,
სადაც შენ ერთხელ,
მზესთან ერთად,
ჩაგასვენებენ.
ვწევარ და ცაზე,
ელვის ძაფები,
უფლის დაწყვეტილ
ძარღვებს მაგონებს.
არ შეიძლება მიწა,
ღმერთთან ასე შორს იდგეს,
მაგრამ მან ღმერთი,
ერთხელ უკვე დაასამარა.
დაასამარა და მკვდრეთით
აღმსდგარს,
თვალი როდესაც,
ვერ გაუსწორა,
ადგა და შანთით ამოითხარა.
მიწა ვარ მეთქი
და თუ დღეს ცისკენ,
მიუმართიათ, ამ ტანიდან,
ყვავილებს პირი,
ხვალ თავდაყირა,
ყველას შენსკენ
ჩამოვიბრუნებ,
თუკი შენს სხეულს,
ჩემს ქვესკნელში ჩაასვენებენ.
****************
შორიდან ყველა ყვავილებს ხედავს,
ზედ მუშა ფუტკარს ვერავინ ამჩნევს.
ასეა ძმაო ცისარტყელა ჩანს,
შემოქმედი კი გვარიდებს სახეს.

ზოგს რომ ყოველდღე მზიანი უნდა,
და წვიმა უქმნის მაკიაჟს საფრთხეს.
დავიწყებია რომ წვიმა უნთებს,
უდაბნოშიც კი სიცოცხლეს სანთელს.

ყველა ჩვენს ჭკვაზე ვარიგებთ უფალს
სად უმატოს და სად უკლოს სათქმელს,
ყველა ეჭვებით ვუყურებთ ფუტკარს,
თუ კი ის სხვისთვის ამზადებს სანთელს.
##########


რა უნდა იპოვო ჩემში?!
კაცმა რომელმაც,
თვალებიც კი ამოითხარა
და მათ ადგილას შეისახლა,
ჩიტები და ფურისულები.
კაცმა რომელმაც
ხორცი მშიერს,
სისხლი მწყურვალს
გაუნაწილა
და დღეს იმდენად
სავსე არის სხვისი ტკივილით,
ვერ დაგიტია ბედნიერი ადამიანი.




Last edited by aleksandre on Fri Sep 04, 2015 9:18 am; edited 4 times in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Tue Jan 14, 2014 10:02 am

საკუთარ თავში,
რომ ვერ ვეტევი,
ყოველ ძილის დროს,
გავდივარ და სიზმრებით
ვცხოვრობ.
ვნატრობ თვალები,
მომიშვიროს,
ერთ დღესაც ვინმემ,
რომ ჩავხედო და
ის სიზმრები აღმოვაჩინო,
სადაც შენ დამრჩი,
წინა ცხოვრების გასაყართან
და მე მახსოვხარ.
სიკვდილის შემდეგ,
თუ გაბედეს,
ჩემს სხეულზე,
ყურის მოდება.
ნიჟარასავით,
მხოლოდ შენს ხმას
ამოვიკვნესავ
და ეს მზეც მხოლოდ
სიკვდილისას,
ჩამოვა ჩემში.
ხომ შეიძლება,
ამ თეთრ ღრუბლებს,
ყვავილები ამოეზარდოს.
ხომ შეიძლება,
საყდრის კედელთან,
ნასანთლარი ქვასავით იდგე,
ყველაზე სავსე,
ყველაზე მეტს რომ,
შენ ისმენდი,
კაცისა და ღმერთის საუბარს
და გულიანად ხარხარებდე,
როცა ამბობენ:
რომ ქვა ყველაზე,
ცივია და ცარიელია.
ნეტავ ჩიტები,
გადამფრენი ჩიტები ზღვაზე,
რას განიცდიან,
როცა ერთ-ერთი
მოწყდება და
ფსკერისკენ წავა.
იქნებ ჩვენც ასე,
მოვწყდით ერთმანეთს
და იმ ფსკერიდან,
ამოვედი ადამიანად.
ახლა რომ მკითხო,
შენი ხსოვნის,
რა შევინახე,
მე თავ ჩახრილი გიპასუხებ:
ადამიანებს,
ადამიანებს სულ არ ახსოვთ,
წინა ცხოვრება.
მხოლოდ თვალები,
უფრო სწორად,
მესამე თვალი,
ინახავს რაღაც,
წარსულსა და სხვა ილუზიას,
რომ სადღაც დამრჩი,
რომ ჩემიდან ვიღაც წავიდა
და როცა თავში,
საკუთარში ვეღარ ვეტევი,
მე მაშინ ვხვდები,
რომ გაქცევა,
ხეებსა და ადამიანებს,
აქ ერთნაირად, არ შეუძლიათ.
აქ მოწყვეტილი ვარსკვლავები,
გარბიან მხოლოდ
და შემომასწრეს,
მაგ თვალებში,
დღესაც შემოსვლა.
არ შეიძლება,
ყვავილები ქოთანში იდგეს,
არ შეიძლება ყვავილს მიწა,
ჩიტს ცა წაართვა.
ჩემი ფანჯრები,
მხოლოდ ზეცის,
მხარეს იღება
და გაღებისას,
ჰაერივით შემოდის
ღმერთი.
მე ყოველ დილით,
მტრედებს ვატან,
ცაში ბარათებს,
სადაც სისხლისფრად აწერია,
გაცრეცილ ფონზე:-
ჩვენ დავემსგავსეთ ციცინათელებს
და სამუდამოდ წაგვართვეს ღამე,
ერთმანეთი რომ ვერასოდეს აღმოგვეჩინა.
*****************************8
ჭორფლივით გამოაყრის ზეცას ვარსკვლავები,
ვიღაც ჩამძახებს რომ დროა
და ჩემი სული, ჩიტის ბარტყივით,
ეცდება სხეულის ბუდიდან ამოფრენას.
იქნება მერე ვაი და ვიში, მსუყე ლუკმასავით
ჩამტენიან, პირ -დაფჩენილ მიწას.
მიწა იყავ , მიწად იქეცო და წავლენ ყველანი
და ამ დროს მოვა, უსათუოდ მოვა ძაღლი საფლავთან,
ყოველგვარი მოთქმის გარეშე, მოვა და დაწვება.
დააწვება გათოშილ საფლავს და მე ვიგრძნობ,
გადაყლაპული თევზივით,
როგორ გავუცოცხლდები მიწას მუცელში.
იწვება ძაღლი უსასრულოდ და ერთ დღეს,
როდესაც მის უგრძნობ სხეულს იპოვნიან,
უსათუოდ მოისვრიან, მგლების საჯიჯგნად,
სადმე ტყის სიღრმეში
და მე სიკვდილის შემდეგაც,
უსათუოდ ნატვრად დამრჩება,
რომ თუნდაც ერთხელ, ასეთი ძაღლის საფლავთან,
გათოშილი თუ არა, უბრალოდ მიწოლილი,
ადამიანი ვიხილო.

############




Last edited by aleksandre on Thu Mar 17, 2016 10:53 am; edited 8 times in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Wed Jan 15, 2014 10:15 am

დეკემბრის თოვაში გამოსული,
პეპლები თუ გინახავთ?!
ამაოდ რომ დაეძებენ ყვავილებს,
ჩამოსასვენებლად.
ღამით კი უკვალოდ იფერფლებიან.
სწორეთ ასეთი პეპელა ვარ,
შეცდომით დაბადებული,
სხვა დროსა და სივცეში
და ზუსტად ვიცი, ყინვისგან არა,
ყვავილებზე დარდით,
იხოცებიან პეპლები.


Last edited by aleksandre on Thu Apr 09, 2015 11:18 am; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Wed Jan 15, 2014 5:08 pm




მთის წვერზე გინახავთ მზის შარავანდედი?!
ან მოგისმენიათ ბღავილი ირმისა?!
გინახავთ არწივი, ან კლდის შევარდენი,
ჩანჩქერი კლდეებზე როგორა ტირისა ?!
გინახავთ ?! სამშობლო აქედან იწყება,
აქედან იწყება დათმენა ჭირისა.
მთებიდან იწყება, იწყება ყოველი,
და თერგიც გულდიდათ ამიტომ ყვირისა.
ამას უმღეროდა ვაჟა და ჩოხელი,
სული რომ ჩაუდგეს, კლდესა და ყვავილსა
და მე ვინ ოხერი და შენ ვინ ოხერი,
დრო -ჟამი გავიდეს, დღეს ამის ყავლისა.
მთა ის ბედაური მგონია მე ზოგჯერ,
მშიშარა მხედარს რომ არასდროს შეისვავმს
და თუკი მუცალს დღეს, მარჯვენა არ მოსჭერ,
მოგპარავს და თავის ბაგაზე დაიბამს.
თუ კი არ გინახავს ხვამლი და არხოტი,
მთვარე რომ ღრუბლის თმებს, არაგვში დაიბანს,
შენ ძმაო სამშობლო გიგრძვნია არც როდის,
და აბა არ ნანახს, ან როგორ დაიცავ ? !
მუცო ინგრეოდა, შენ სხვაგან გარბოდი,
და როცა საკუთრად მიიღე სხვისი ცა,
ანატორს შეტოკდა ძვლები და დაობლდი,
ისე რომ ფუძეც კი არ დაგრჩა სახლისა
და როცა მე გულში, ვერაფრით ვაქრობდი,
მთებისგან გაჩენილ, ვარ-ვარა სახმილსა,
შენ გვერდზე მიმწიე და ჩემი მთებითურთ,
კუზიანს მეძახდი, უქონელ მახინჯსაც.
მე მეცოდებოდი, ვიცოდი რამე თუ,
სხვა ქვეყნის სიმდიდრემ ვინც ასე აგყინჩათ,
მე თქვენთან ვიდექი, დღეს როგორც დემეტრე,
სამშობლოს გულისთვის რომ იდგა ყაენთან.





Last edited by aleksandre on Tue Oct 06, 2015 8:58 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Thu Jan 16, 2014 11:28 am

****************
ქარივით მოვდევ და მოვბღავი ქარაფებს,
ხევიდან ნისლები , მწვერვალზე მიდიან,
არ გეტყვი , არ გეტყვი მე უკვე არაფერს,
უთქმელსაც თავისი რაღაცა ხიბლი აქვს.
ხევში ირეცხავენ ნისლის თეთრ პერანგებს,
მთები და მანამდე შიშვლები იცდიან.
მოვდივარ მოვბღავი ქარივით ქარაფებს,
და როგორც მიხაკი ზედ გულთან ტიციანს,
სისხლისფრად მაჩნია უთქმელი ლექსები
და გადაჩეხვამდე სათქმელად იბრძვიან.
მოვდივარ მოვბღავი ქარივით ქარაფებს,
ღრუბლები კორიდის ხარივით მიქრიან,
დღეს ზეცა სილურჯეს, სისხლისფრად ამთავრებს.
მთებისგან ნაჩხვერი ღრუბლები კვდებიან.
სად გინდა გაექცე, სიკვდილს და მაგ თვალებს?!
ორივე ღმერთივით მიყურებს, იცდიან.
არ გეტყვი , არ გრტყვი მე უკვე არაფერს,
ჩემს უთქმელს სხვის თქმულზე დღეს მეტი ხიბლი აქვს.


Last edited by aleksandre on Fri Apr 08, 2016 7:43 am; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Thu Jan 16, 2014 6:12 pm

ღამე მთაში
ბნელა ხევადან ამოიცმევს ბინდი ქალამნებს,
მთვარე მხედარი, ზურგს უმშვენებს ღრუბლის ფაშატებს.
დგება მყინვარი საპატარძლოდ მორთულ ქალივით
და ვარსკვლავები აბნევია ნისლის ფატაზე.

შეჰყმუვლებს მგელი და მწვერვალებს ექო დაივლის,
ჩაეჭიდება მთვარე ღრუბელს გაშლილ ფაფარზე.
შორს ოჩოპინტრე, კლდის ეხებში ნადირს დაითვლის,
წამოუწვება სადარაჯოდ ჯიხვებს ქარაფზე.

ვიღაც იბრუხი გათენებას აღარ დაიცდის,
გადაევლება სერებს თავზე ,ნისლის ფაფახზე.
სად მოეღება ერთხელ ბოლო კაცმა არ იცის,
მშობელს კი მზერა ეყინება ფანჯრის რაფაზე.

გათენებისას ქარიშხლებმა ვინ სად გალახეს,
მთვარე თავისთვის გადაითვლის, გადააფასებს.
ჩამოიბერტყავს ღამე ცრემლებს, დასხავს ბალახზე
და ხევში ნისლებს გააბოლებს ბოლო ნაფასზე.

აედევნება ბუხრებიდან კვამლი ლაჟვარდებს
იმშობიარებს ჰორიზონტი ნისლში ნაბან მზეს,
დაასხით ერთი, უნდა შევსვა ჯანიც გავარდეს,
იტყვის პაპა და ჯიხვის ყანწით ლოცვას აღავლენს.



Last edited by aleksandre on Thu Apr 23, 2015 3:27 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Sat Jan 18, 2014 7:56 pm

მიდიხარ, ნაბიჯებს სიკვდილის სუნი აქვს,
არ ვნანობ მაინც რომ სიცოცხლე გიწოდე.
მიდიხარ და ქარიც ისეთი ჩუმია,
ჩუმად ჩურჩულით, რომ ერთ სიტყვას იტყოდე,
რომ ნანობ, რომ წასვლა შენთვისაც რთულია,
ჩემს ტანჯვას სულ ოდნავ, მაინც რომ იყოფდე,
მოწვდება ყურსა და მერე კი სრულიად,
დანარჩენ ქვეყნისა თუნდ არც რა ვიცოდე.
მოგარგებ ნაბადს და მომდევდეს დუნია,
ქალს არა, ვიტაცებ საკუთარ სიცოცხლეს.
ნუ მეტყვი მიტაცებ?! ეგ სადაურია ?!
ის სადაურია წამართვა სიცოცხლე ? !
მე შენი სხეული კი არა მწყურია,
თვალებზე კოცნით მსურს, მაგ შენს სულს ვიწოვდე.
მიდიხარ ნაბიჯებს სიკვდილის სუნი აქვს,
არ ვნანობ მაინც რომ სიცოცხლე გიწოდე,
მიდიხარ და ქარიც ისეთი ჩუმია,
ეგება , ეგება ერთ სიტყვას იტყვოდე.


Last edited by aleksandre on Sat Aug 22, 2015 1:59 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Sat Jan 18, 2014 9:03 pm

***********
არაგველებს
ვერ გავუფრთხილდი, ვერც არაგვს და ვერც პაპის საფლავს,
ღამე ვარსკვლავებს აკაშკაშებს(უფლის კელაპტრებს),
მე ვიცი, ძილში გესიზმრებათ ხარები "ლაბა"
და ხნულებს ავლებთ არხოტიდან, დარიალამდე.
ვერ გავუფთხილდი, მივეჩვიე მუხლების ცახ-ცახს,
დაწყვეტილია ყველა ნერვი, ყველა იმედი,
მთვარეც მთებიდან, აიწყვეტავს ღრუბლების არტახს
და ერთ დღეს ალბათ, თქვენს საფლავთან გავიყინები.
შეხედე მთები, თქვენი მთები, ბეწინავ, ჯურხავ,
დღეს უფლის მკერდზე, მიდებული სატევრებია,
თქვენი სული კი, თქვენი სული, მე ამას ვწუხვარ,
მთაში, ხის ტოტებზე, შეყინული ფანტელებია.
ყოველ ღამ დგება იაღსარი, ყოველ ღამ მწუხრთან
და შუბლზე დევთა, დადაღული ნაკეჭნები აქვს.
ლეგა ხეობებს, აფენიათ ნისლები წყლულთან
და ღამით ტბებში, ვარსკვლავები იჩეკებიან.
ვერ გავუფრთხილდი, ჩაშლილია ბებერი ციხე,
ჩამოინგრა და ჩაიშალა თქვენი კერიაც,
ახლა ვდგევარ და გული ისე ძალუმად მიცემს,
ვხვდები რომ ეს დღეც, მისთვის ერთი ხარაკირია.
ვერ გავუფრთხილდი, გაიცრიცა შატილის ზეცა,
ღამით ვარსკვლავებს აკაშკაშებს(უფლის კელაპტრებს)
თქვენ მაინც ძილში გესიზმრებათ ხარები "ლაბა"
და ეგ სიზმრები გირჩევნიათ ქვეყნად ყველაფერს.
******************
მეც გავიმეტე,
ერთ დღეს,
გული გადასაგდებად,
ამოვიღე და დეკემბერში,
ქუჩაში დავსვი.
გამიგონია უგულოებს,
მშვიდათ სძინავთო,
მე კი იმ ღამით,
სული ამტკივდა.
გამოვედი და სისხლის გუბე,
დამხვდა ქუჩაში.
გაყინულ კაკტუსს,
გასათბობათ ჩახუტებოდა.
ავიყვანე და დაჩხვლეტილი,
მკერდში ჩავიდგი.
ტკივილები კი,
საკუთარი კი არ სტკიოდა?!
გაიყინაო, შეშლილივით
იმეორებდა.
*************
იმ ჩიტს მაგონებს,
ჩემი ქვეყანა,
რომლის ბუდეშიც,
გუგულები გამოიჩეკნენ
და შემზარავად წივწივებენ,
განწირული ღვიძლი შვილები.
*****************
ასფალტის ნაპრალიდან,
ამოზრდილ ყვავილს,
რომ დაემსგავსები,
მზად უნდა იყო,
მზად უნდა იყო,
მარტოობისთვის.
მილიონი ჩაგივლის
გვერდით,
იშვიათი დაგყნოსავს,
ვიღაც კი,
აუცილებლად შეჩერდება,
დაგაცქირდება,
ღმერთ-მოშიებული თვალებით
და მტვრიან სხეულს,
თავისი ცრემლებით ჩამოგბანს.
მომაკვდავ ფესვებს დაგილბობს.
ამ დროს,
ყველაზე ძალიან გინდა,
მთელი ძალით,
ამოიყვირო:
არ გვჭირდება ,
ღმერთის შეწუხება,
არ გვჭირდება წვიმა,
ადამიანებს ერთმანეთის
გადასარჩენად.


Last edited by aleksandre on Fri Sep 04, 2015 9:24 am; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Sun Jan 19, 2014 10:50 am

ვუყურებ, ჩამდგარან გვერდი-გვერდ ქედები,
გაშლიან დრო და დრო ღრუბლების ბაირაღს,
მე ყველას ტკივილთან იმდენ ხანს ვჩერდები,
მოგიწვს ლოდინი, მოგიწევს კაი ხანს.
თოვლიდან იებმა გაშალეს კერტები
შეშლილი ზამთარი, მათ როგორ აიტანს?!
ვფიქრობ და ძაღლივით ყინვაში ვეგდები,
ყველა გაზაფხულის, პატარა ყვავილთან.
აფრინდნენ სამრეკლოს, ცისფერი მტრედები,
ვაგროვებ ტაძართან მლოცველთა კაეშანს,
მე როგორც, ხორცს იქით, მხედველი რენტგენი,
ვუყურებ შენს სულში, მზე როგორ ჩაეშვა.
ვუყურებ, ჩამდგარან გვერდი-გვერდ ქედები,
გაშლიან დრო და დრო ღრუბლების ბაირაღს,
მე ყველას ტკივილთან, იმდენ ხანს ვჩერდები,
მოგიწევს ლოდინი, უჩემოდ კაი ხანს.
*****************




Last edited by aleksandre on Tue May 24, 2016 2:52 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Mon Jan 20, 2014 11:36 am

**********
"მოტაცება"
გაახურებენ შარაზე ცხენებს,
შეერევიან ღამეს ლანდებათ,
ცაზე კი ელვა(ურჩხულის ენა),
ვარსკვლავებისკენ გაიკლაკნება.
იქნება ფლოქვთა, ჩქარი თქარუნი,
კლდეზე იაბოს ჩქარი ტარება
და გააღვიძებს ქედებს ქალური,
შეკივლება და ძალდატანება.
იქნება გზაში, ყანწის გადაწვდა
და სიყვარულის ურცხვი ხსენება,
მაშინ როდესაც, ქალს სხვა უყვარდა
და სიყვარული მოკლეს მხედრებმა.
დროის შემდეგ კი, სერზე სათიბი,
მზე თითქოს, მთების კერტებს ეხება
და მოდის ქალი, ქალი ნატიფი
და ქმრის ოფლიან სხეულს ეხვევა.
სასწაულია, რა გინდა მეტი,
ცა გადასერეს, ღრუბლის ეტლებმა,
ქალია სხვისი ნეკნის ნაწილი
და სხვის სხეულში მაინც ეტევა.
**************
ყოველი ტირილის შემდეგ,
რატომ მგონია რომ,
შენი ერთი თვალიდან,
ცისარტყელა ამოვა,
ამოვა და მეორეში ჩავა.
ჩავა და თან ჩაიყოლებს,
შენს თვალებთან ატუზულ,
ჩემი სულის ჩრდილს.
********************
ბევრი დაგპირდება,
საფლავში ჩაყოლას,
იშვიათი მოვა საფლავთან
და მაინც, არიან ადამიანები,
ადამიანები რომლებიც,
მხოლოდ ერთხელ,
შეგახსენებენ თავს.
გადაუდებელი ოპერაციიდან,
ჯამრთელი გულით,
გამოფხიზლებული,
გვედით რომ მის უგულო,
ცხედარს აღმოაჩენ.
არ ვიცი,
როგორ უნდა დარჩე,
საყვარელი ადამიანის მკერდში,
სხანაირად.
***********
მივადებდი ყურს,
ზღვიდან მოსროლილ
ნიჟარას და გავრბოდი,
გავრბოდი სასაფლაოსკენ.
სათითაოდ ვადებდი,
ყურს ყველა საფლავს.
რა მიჰქონდათ ,
აქედან ადამიანებს?!
რისი ხმაური?!
ვაი რომ ყველაზე მძიმე.

დუმილის მეტი,
არაფერი მომისმენია
*********


Last edited by aleksandre on Sat Apr 09, 2016 7:38 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Tue Jan 21, 2014 10:29 am

ჩემს ტკივილს, უცხოს არასდროს ვანდობ
მავანნი მყისვე გიჟათ ჩამთვლიან.
მე სხვანაირი ტკივილით მტკივა,
ჩემი დარდები სხვა გზით დადიან.
მე დაჩეხილი მუხები მტკივა,
პეპლის სიმცირე, გულში გამჩრია.
მტკივა ზამთარში დამზრალი მიწა,
ნისლი საკუთარ სუნთქვად მაჩნია.
მე ამ გაყინულ ენძელებს ვჩივი,
ყინვამ დაღები რომ დაამჩნია.
მთაში ჩამოშლილ ზვავებზე ვდარდობ,
სიბრალული რომ არ გააჩნიათ.
ზღვის თავზე დაღლილ ფრინველზე ვგლოვობ,
თბილი ქვეყანა რომ აირჩია.
მე დაკოდილი ირემი მტკივა
სისხლი ფოთლებს რომ უკვე არია.
ხმელი ფოთლების სიკვდილი მტკივა,
ხეებს სამოსი რომ არ აცვიათ.
მე გაჩეხილი ვაზები მტკივა,
მე ეს ბუნება დარდად მაჩნია.
თქვენ მხოლოთ თქვენი ტკივილი გტკივათ,
ყვავილზე დარდი მე გამაჩნია.




Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Wed Jan 22, 2014 9:14 pm

მონადირის ჩანახატი

არ ვიცი ამას ტკბილ მოგონებას რამდენად დაარქმევთ, მე უბრალოდ მომინდა მეწერა, მარამ ერთიცაა ყველაზე მეტი ტკბილად მოსაგონარი ამ ქვეყნად ალბათ სწორეთ, მონადირეებს გვაქვს, ჩვენ ხომ თვითვეული ლამაზი მომენტი, ძაღლის ლამაზი ნაბული, მისი ლამაზი მუშაობა, ლამაზი ნასროლი და დაცდენაც კი ცხოვრების ბოლომდის გვამახსოვრდება. სულ რომ ყველაფერი წაგვიშალონ და მეხსიერების დაკარგვა დაგვემართოს, ყველაზე უწინ სწორეთ ეს კადრები ამოგვიტივტივდება ალბათ თავში. ჩვენთვის თვითვეული ტყეში გასვლა, იმის იმედით იწყება რომ ეს დღეც აუცილებლად მიემატება ,წარსულის სხვა ლამაზ დღეებს. სწორეთ ეს იმედი მიგვარბენინებს ტყე-ღრეში სახეტიალოდ , იმედი იმისა რომ წუთის სოფელს ,ლამაზ წამებს გამოვტყუებთ.
საშინლად არ მიყვარს ზაფხული, არც ზამთარი, შემოქმედს რომ ჩემთვის ეკითხა, მხოლოთ გაზაფხულს და შემოდგომას დავტოვებდი, ალბათ კითხვა გაგიჩნდებათ სიცოცხლის დაბადებას(გაზაფხულს) ,ზედვე გარდაცვალებას რატომ მოაყოლებო(შემოდგომას) . მართალიც იქნებით, მაგრამ რა ვუყო ეს ორი პერიოდია ზუსტად, როცა ჩემი სხეული და სული ბუნებას ბოლომდის განიცდის, ზაფხულის სიცხეც და ზამთრის სითეთრე და ყივვა ბუნებას ერთფეროვანს ჰქმნის, იქ ახალს ვერაფერს აღმოაჩენ, აი სულ სხვაა გაზაფხული , სისხლი გიდუღს, გული ბუნებისკენ თავისით იწევს, ბუნების ჰანგები და ჩიტების გალობა თავისკენ გიზიდავს, პირველი კომპოზიტორი და მუსიკის შექმნის იდეაც უთუოდ ბუნებაში დაებადა, ჩიტების საამურ გალობას რომ უსმენდა, ადამიანს. თანაც უთუოდ გაზაფხულზე და უთუოდ მონადირე იყო.
დგები დილით ჩიტებს ჯერ არ გაუღვიძიათ, მაგრამ მამალმა იყივლა უკვე, ფეხაკრეფით მოძრაობ რომ ოჯახის სხვა წევრებს ძილი არ დაუფრთხო, მაგრამ დედას ღვიძავს, არაფერს ამბობს , საყვედურს მის თვალებში ვკითხულობ. საყვედური კი ისაა რომ უნდა მოვიშალო ეს ჩემი ახირება და დრო ასე უქმად არ უნდა დავკარგო. სახლიდან გასვლის წინ მაინც მივდივარ და თმებზე ვკოცნი, ამით თითქოს ჩემს დანაშაულს ვისყიდი.
ჩემს განზრახვას პირველი ძაღლი ხვდება და დილით სინათლე თუ ანთო ჩემს ოთახში ,მერე მას ვერაფერი გააჩერებს, ყეფს და წკმუტუნებს, ჩემზე მეტად მას ეჩქარება, რადგან ჩემგან განსხვავებით ის უსაქმური არ არის. სოფელს ჩუმად სწრაფი ნაბიჯით ვცდები, ძაღლსაც კი ვერ ვამჩნევ თითქოს, ისე ვარ ფიქრებში გართული და მხოლოთ მაშინ ვფხიზლდები როცა გაზაფხულის ხასხასა ბალახზე დაძინებული ნამი, ფეხსაცმელში ატანს. ვიღაცისთვის ეს ალბათ დიდ დისკომფორტს წარმოადგენს, ჩემში კი პირიქით კმაყოფილებას იწვევს, ცვარი კარგად აქვს, მაშასადამე მდევრის უკეთესი კონცერტი მელის. ფეხის დასველებას კი რა უშავს, ამოიწვერება მზე და გამაშრობს, ცვარსაც ააციმციმებს, აუჟუჟუნებს თვალებს და თავისთან წაიყვანს. საეჭვო ადგილას ძაღლს საყელოს ვხსნი და გარემოს მყუდროებას ჩემი გამამხნევებელი შეძახილი არღვევს, აბა ნახე "გოგო" . ეს სიტყვები ძაღლზე ჯადოსასნურად მოქმედებს, მაშინვე ენერგიული კუდის ქიცინით, მსუბუქი ნავარდით ტყეს შეერევა. შენ კი ისევ ფიქრებთან რჩები, მაგრამ ამ დროს მხოლოდ იმაზე ფიქრობ, ტყეს როდის შეაზანზარებს ხმები, რომელიც ვიღაცისთვის უბრალო ძაღლის ყეფაა და ვიღაცისთვის მუსიკის უმაღლესი მწვერვალი. ჩამოჯდები და აკვირდები ახლად გაფურჩქნილ ყვავილებს, ამდროს ნატრობ ხატვის ნიჭიც მოეცა უფალს რომ, ეს ყოველივე უკვდავებად გექცია და ტილოზე გადაგეტანა. ყეფა იგვიანებს და შენც ნერვიულობ, ვაი თუ მუსიკოსმა , ბარაბანი ვერ აღმოაჩინა რომელზეც უნდა დაუკრას.
ადგილს ინაცვლებ და აი უცებ, ნანატრი ბგერები, ჩერდები აღარ ინძრევი, ცდილობ არცერთი ბგერა არ გამოგრჩეს. ვცდილობ ისეთი ადგილი აღმოვაჩინო, საიდანაც მთელ დევნას ხელის გულივით დავინახავ და არაფერი გამომრჩება.
აღმოსავლეთი წითლდება, გავარვარებული ბურთი ნელ-ნელა მოცურავს უკიდეგანო სივრცეში და აცხუნებს. დევნაც წყდება, დროა სახლში წამოსვლის, საყვირს იმარჯვებ და მდევარს უხმობ. მდევარი კი უხალისოთ მოდის და მის თვალებში საყვედურს კითხულობ რომ, თვითონ გაისარჯა, შენ კი არ მოინადირე. ამ დროს მინდა მას ჩემი ესმოდეს და ვუთხრა : დღეს გაზაფხულია , ახლა სიცოცხლეს მხოლოთ თუ აჩუქებ ვინმეს, თორემ წართმევა ,ჯოჯოხეტისკენ კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯია.
სახლში ბრუნდები, სულიერად დამშვიდებული და ამაღლებული, რადგან გაზაფხული განიცადე.
შენი ჭირიმე სიკვდილო, სიცოცხლე ფასობს შენითაო. ვაჟას უთქვამს და ძნელია გენიოსს არ დაეთანხმო. სიკვდილიც შეიზლება ალბათ ლამაზად, იმდენად ლამაზად რომ აღაზას, ზვიადაური შეაყვაროს. დგახარ შემოდგომის, 100 წლოვან მუხნარში ან და თუნდაც ალპურში მთის წვერზე და საკუთარი თვალით ხდები მოწმე, ბუნების მიძინების. მიძინების რომელიც ისევ სიცოცხლედ იფეთქებს გაზაფხულზე. გიყვარს ეს მიძინება, იმიტომ რომ ლამაზად ხდება, აქ ზედმეტ სიცოცხლეს და უკვდავებას არავინ ითხოვს, მხოლოთ ნაძვი და ფიჭვი დგას მარადმწვანეთ. ყველაფერი შეგუებულია თავის ბედს და შენ მათ თანაუგძნობ, ალბათ ამიტომაც შეიმოსება ხოლმე ნისლის სუდარით მთები შემოდგომით.
ვხვდები რომ ჩემი ბედნიერება, რომელსაც ყველა მთელი ცხოვრება ვეძებთ, ამის გარეშე სრულყოფილი არასოდეს იქნება.

ტკბილი მოსაგონებელი ზოგისთვის ალბათ ის დღეა როდესაც ბევრი ფული იშოვა, ახალი ავტომობილი შეიძინა, ჩემთვის კი ბუნებაში გატარებული ლამაზი წუთები, წუთები რომელმაც სიცოცხლე შემაყვარა.
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Sat Jan 25, 2014 9:27 am

ბებერი ყვავი რომ
ჩხავილით გადაუფრენს,
გათოშილ საფლავს,
თოთო ბავშვისა.
რატომ მიჩნდება,
სურვილი მაშინ,
მოვიდე და თვალები
შევუშვირო,
შენი გუგებიდან ,
წამოსულ ცრემლებს,
უფალო.
რატომ მგონია რომ
ეგ ცრემლები,
შვებისათვის,
თვალებს ამომწვავს?!

ჩემი მხედველობა-
სასჯელია უფალო,
ამათ არ იციან,
შენ იცი.
*************
ჩემს პერანგს,
ყოველთვის ექნება,
მიწის და მინდვრის
ყვავილების სუნი.
ყოველთვის ეყრება,
გულის ჯიბეში მიწა,
ყვავილებისთვის.
მოვალ და მოვუშვერ შენს
ცრემლებს, მკერდიდან
ამოზრდილ ყვავილებს.
მანამდე კი უნდა გიპოვო,
შენ რომელიც, ამ ყვავილებს
გადაინერგავ.

ჩვენნაირები ძნელად
და იშვიათად პოულობენ.
***************
ვერასდროს გაიგებ,
რატომ არ ვხვდებოდი,
შენს გვერდით,
მზის ჩასვლას
ზღვასთან.
მეშინოდა,
ჰო მეშინოდა,
რომ უცებ,
მიგატოვებდი
და ჩავიდოდი
მზის გადასარჩენად,
ზღვაში სამუდამოდ.
მე არ ვიცი,
როგორ შეიძლება,
სიკეთე ასწავლო,
ადამიანს.
მე უბრალოდ,
ვიცი რომ,
არსებობენ ადამიანები,
ადამიანები რომლებიც,
წინასწარ გრძნობენ,
სიკვდილის და მიდიან,
მიდიან და მშიერი მგლების
ხროვასთან ასრულებენ
სიცოცხლეს,
ასე სიკვდილითაც,
სხვის დაპურებაზე
ფიქრობენ.
არა და მათვის,
აქ სხვისი,
მოკვლის მეტი,
არაფერი უსწავლებიათ.
**********
მე მივხვდი რომ,
შენ შეძლებდი,
ჩემს დანახვას,
თვალების გარეშე.
როცა წვიმაში გახვედი,
სახე მიუშვირე
და თვალები დახუჭე.
შენ არ გჭირდებოდა
თვალები, სულის
დასანახათ.
***************
პატარა თევზს რომ,
გუბიდან ამოიყვან,
დაისვამ ხელისგულზე
და უკიდეგანო ხმელეთის იმპერიას
შესთავაზებ.
სწორეთ ასეთი თევზი იყავი,
ჩემს მკლავებში აცახცახებული
და თევზის უკანასკნელი
ჟანგბადივით, ყლაპავდი სიტყვებს,
სიტყვებს რომლებიც,
ყველაფერს გთავაზობდა,
გარდა სიყვარულისა.
**************
"გახვიდე სეტყვაში
და ერთ ყვავილს მაინც გადაეფარო"
- სიკეთეს მიაწერენ.
არა და საკუთარი სიცოცხლისთვის
გჭირდება, ჰაერივით.


Last edited by aleksandre on Fri Sep 04, 2015 9:38 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Sun Jan 26, 2014 10:00 am

ისე მაკლიხარ ვით ზამთრის პირზე,
სითბო გაუშლელ მინდვრის ყვავილებს.
როგორც ხემ ქარი ვერ აგირიდე
და შიშვლად ვდგავარ მზისგან ნაგრილზე.
ვდგავარ და მზეც კი რაღაც სხვა გვარად,
ღრუბლებმა თითქოს ხელში გალიეს,
შემომჩვევია ქარი მასხარა
და სითბოს მპარავს, ჯიბე ცარიელს.
დამჩემდა ფიქრი მძიმე სახადათ,
ვისმენ სამყაროს კვნესის არიებს.
მე ხშირად ვდგავარ მთაში ახადთან
და სულს ვუბერავ გადამჭკნარ იებს.
რაღაც სხვაგვარი დამჩემდა ხედვა,
სამყარო სულ ჩემს ჭკვაზე ავრიე,
მესმის ყვავილთა სუნთქვა და ფეთქვა,
ხეებმა სული როგორ დალიეს.
ხშირად მინდოდა, მინდოდა მეთქვა:
მთებმა ღრუბელი წვერით დახიეს,
ლაპარაკობსო სუყველა: ხე, ქვაც,
ნასახლარებიც სტკივა ახიელს.
მაგრამ თქვენ ყველას სიყრუე გეცვათ,
სიგიჟეთ თვლიდით ასეთ საქციელს.
შევეგუე და ჩვევადაც მექცა,
რომ სულს მე სხვისი სევდა დამილევს,
ისე მაკლიხარ უფალო დღესაც,
როგორც დაცული ქუსლი აქილევსს.










Last edited by aleksandre on Sun Oct 12, 2014 9:47 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Mon Jan 27, 2014 3:09 pm

მე მინახავს როგორ ტოვებდა ბერიკაცი,
ხურმის რამდენიმე ნაყოფს ხეზე.
"ზამთრის ჩიტებისთვის"
ჩიტებმა არ იცოდნენ,
როგორ შერჩა ნაყოფი ხეს.
ღმერთმა იცოდა.

**************

არ მჯერა ისეთი მწვერვალების,
მაღლა რომ უკვე,
ასი კაცი დაგხვდება,
ტაშის დასაკრავად.
შენც შეიძლება იყო,
ჩემი მწვერვალი,
სანამ შენს კვარცხლბეკზე,
უფლის ნაფეხურების მეტს,
ვერაფერს აღმოვაჩენ.
**************



Last edited by aleksandre on Fri Sep 04, 2015 9:43 am; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Mon Jan 27, 2014 4:37 pm

გარიყული

მზე ჩაიწვერა კავკასიონზე, სხივებს ჯერ კიდევ გამოჰყოლიათ, ზაფხულისგან შერჩენილი სითბო, არა და ზაფხული უკვე, უფსკრულის პირას იდგა და საცაა უკანასკნელად კრავდა ხელს, ოქოსფერი შემოდგომა ბოლომდე გადასაჩეხათ.
ირგვლივ უკვე ყველაფერი შეეწუხებინა და ყველაფრისთვის დაემჩნია თავისი კვალი, აბეზარ ბუღსა და სიცხეს.
ყველაფერს ოქროსფერი დაჰკრავდა და ხმობა ეტყობოდა. ეს ყველაფერი შორიდან რაღაც ზღაპრულ ფერთა პალიტრას ქმნიდა. სულ უბრალო ბალახებიც კი , გმირულად ხვდებოდნენ სიცოცხლის ციკლის დამთავრებას და ნიავზე ნარ-ნარად ირწეოდნენ, შემოდგომის გრილ ნიავს გულ-მკერდს ისე უშვერდნენ , როგორც უკანასკნელ ამოსუნთქვას.
სულ უბრალო ჭიანჭველაც კი გრძნობდა, ზამთრის მოახლოებას და ისინიც შემოდგომის ფუსფუსში ჩამბულიყვნენ.
შემოდგომის მთვარიანი ღამე ფეხაკრეფით შემოიპარა, მთის პატარა სოფელში. მთელი დღის ფუსფუსში დაღლილ სოფელს , უკვე ღრმა ძილით ჩასძინებოდა. მხოლოთ სოფლის ძაღლები თუ შეუყეფავდნენ , ღამეულ ლანდებს შიგა და შიგ.
ერთი განაპირა ქოხიდან მკრთალად მოჩანდა სინათლე. ქოხი თქო ვახსენე და ან სად ეცალა მის პატრონს, ნორმალური სახლის ასაშენებლად.
მთელი თავისი სიცოცხლე , ტყე -ღრეში ხეტიალსა და ნადირობაში დაეღამებინა. თვითონ კიდევაც განიცდიდა თავის მდგომარეობას, მითუმეტეს რომ უკვე ხანში შესულ ბერ-ბიჭად ქცეულიყო და უშვილძიროდ დარჩენილიყო.
ერთხელ ყვარებოდა კიდეც , მაგრამ თქმა ვერ გაებედა, ქალი სხვას შეუღლებოდა, მას კი დღემდე ისევ უანგაროდ , იმდენად წრფელი სიყვარულით უყვარდა, რომ სხვა ქალისკენ არც კი გაუხედავს.
თავის გულის ნადებსა და საიდუმლოს მხოლოთ მთებს, ყვავილებს, ხეებს და ჩანჩქერებს უმხელდა.
ბევრჯერ სცადა მოეშალა ეს თავისი ახირება და ტყე-ღრეში წანწალი, მასაც სხვებივით ეცხოვრა, მარა არაფერი გამოუვიდა, ეს მისი ავადმყოფობა იყო, უკურნებელი სენი. ამისთვის იყო დაბადებული და ასე უნდა ეცხოვრა, ბუნება მისი სულის ნაწილი გამხდარიყო და ადამიანებისგან დაკლებულ სითბოს ის უვსებდა.
აი ახლაც სანადიროთ ემზადებოდა, თვალები უელავდა, რაღაც სხვანაირი სხივი უკრთოდა, სხივი ხვალინდელი დღის ნეტარებისა.
გაამზადა ყველაფერი, იქვე ბუხრის გვერდით, თავისივე გაკეთებულ ტახტზე მიწვა, მარა მთელი ღამე არ დაუძინია. თავში ათასი ფიქრი და დარდი უტრიალებდა.
მისი ფიქრი და დარდიც კი ყველასგან განსხვავებული იყო. გადახედავდა ბუხართან დაგროვილ ხმელ კუნძებს და ნაღვლიანი ხმით ჩაილაპარაკებდა, გუშინ შუა გორზე ნედლი მუხები დაუჭრიათ და ამ სიტყვებს მთელ ნაღველს თან ამოაყოლებდა.
თავად ნედლ ხეს არასდროს მოსჭრიდა, დადიოდა და ეძებდა ხმელ , გადაქცეულ ხეებს და მათაც რუდუნებით , ბოდიშის მოხდით მოათრევდა სახლში. მთელი ღამე სტკიოდა მოჭრილი მუხები.
გამთენიისას წამოდგა , აუშვა ჯიშიანი მეძებარი, თავისებურად მოეფერა , წინ აიდევნა და დაადგა ვიწრო ბილიკს მთებისკენ.
მიდიოდა და თვითვეულ ხესთან, თვითვეულ ბალახთან ჩერდებოდა და როგორც საკუთარ შვილს ისე ათვალიერებდა, თბილად ესაუბრებოდა. იქ ხეს ჩამოხრილ ტოტს გაუსწორებდა, გახმობის პირას მისულ ყვავილებს, წყალს აპკურებდა.
ვისაც შემოდგომა მთებში არ უნახავს, მისთვის ვერანაირი ლამაზი სიტყვებით ვერ აღვწერ ამ ზღაპრულ სილამაზეს, ეს უბრალოდ საკუთარი თვალით უნდა ნახო და შეიგრძნო.
უყურებდა ფშაური ფარდაგივით აჭრელებულ ტყეს გიგია და გულში სითბო ეღვრებოდა.
ნადირობა ვახსენე და სანადიროთაც , მხოლოთ და მხოლოთ ლამაზი განცდებისთვის დადიოდა. რამდენჯერ გასცინებია ირონიული ღიმილით, როდესაც რომელიმე ვაი მონადირე, მთავარ აქცენტს ნანადირევის რაოდენობაზე აკეთებდა და ამით თითქოს ყველას უმტკიცებდა, თავის უპირატესობას ამ სათუთ და ფაქიზ საქმეში.
გიგია თითქოს ადამიანი არც იყო, შემთხვევით იყო ამ დედამიწაზე მოვლენილი, ან იქნებ ზუსტად ის იყო ადამიანი და სხვები იყვნენ, მუტაცია გამოვლილი მაქციები.
მთელი დღე იხეტიალა გიგიამ, ტკბებოდა ბუნებით და მეძებრის ლამაზი მუშაობით. ყოველი ამოფრენილი ტყის ქათმის თუ როჭოს შემდეგ , პატარა ბავშვივით აღფრთოვანებას ვერ მალავდა. რამ დაგაფრთხო შე ქათამო შენა, არაფერს გერჩი, იფრინე თავისუფლად, გაალამაზე ბუნება, მიაძახებდა უკან და თვალს ჰორიზონტამდე გააყოლებდა.
საღამოს დაღლილ დაქანცული, სოფლის ორღობეს რომ მოატანდა, გამოლაგდებოდნენ გულ-ქვა მეზობლები და გიგიას ირონიული ტონით კითხავდნენ, კიდევ ცარელა დაბრუნდი გიგია? ოო როგორ ეჯავრებოდა ეს კითხვა გიგიას. არავის ესმოდა რომ ყველაზე სავსე სწორეთ მაშინ ბრუნდებოდაა.
მიდიოდა გიგია და თან მიჰყვებოდა ბანებზე გადმომდგარი მეზობლების, ქირქილი და ხორხოცი.
ამ დროს ყველაზე მეტად წყევლიდა გიგია თავისი გაჩენის დღეს და უფალსაც ყველაზე მეტად საყვედურობდა, სადმე უღრან ტყეში მუხის ხედ რომ არ დაბადა და მისთვის გაუცხოვებულ, მოაზროვნე ნაძირალებში გააჩინა.
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Tue Jan 28, 2014 11:13 am

**************


ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე:
სიძულვილისთვისაც შეიძლება, ვუყვარდეთ უფალს,
უფრო კი მაშინ, ჯიბეში ხურდების ჩხრიალით,
რომ ჩავუვლით, შიმშილისაგან გონ-დაკარგულ მათხოვარს.
საღამოთი კი ძილის წინ , გძულდეს საკუთარი თავი,
მიუხედავად იმისა რომ, იმ უკანასკნელი ხურდებით,
წამალი იყიდე საკუთარი თავის გადასარჩენად.
ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე:
მე სიკვდილის კი არა, სიკვდილის შემდეგ, ცაში გაფრენის მეშინია.
ზემოდან ყველაფრის, ღიად ყურების მეშინია.
ჩემი ჯოჯოხეთი ეგ იქნება: დამსვა სადმე ღრუბლის კიდეზე
და მაყურებინა მთელი ქვეყნის ცოდვა ბრალს.
როგორ კლავს ძმას, ძმა. როგორ ღალათობენ ერთმანეთს,
როგორ თელავენ ყოველგვარ სიწმინდეს.
ამდენს ვერ გავუძლებ, მეორეთ ჩაასვენებენ ჩემს სულს,
ღრუბლის თეთრ კუბოში.
ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე:
როგორ მოვიდა სიზმარი ჩემამდე?!
ამ გზას ვეძებ, რომ უკან დავბრუნდე.
დავბრუნდე უკან , აბსოლიტურად ფხიზელი, იებით ხელში
და სიზმარს ვთხოვო, რაც შეიძლება ხშირად მომაკითხოს,
მე ის მჭირდება, რომ გავძლო.
ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე:
სამყარო სახლია, თვითვეული ადამიანი, ამ სახლის სარკმელი.
გაიხედავ ზოგ სარკმელში და ულამაზესი ხედი იშლება,
ზოგ სარკმელს საერთოდ, ახლოსაც ვერ გაეკარები,
ზოგ სარკმელს სისხლის სუნი უდის.
ისეთი სარკმელებიც არიან, შორიდან რომ უჩვეულოდ მიგიზიდავენ.
მისვლისას კი სანამ გაიხედავთ , ობობის ქსელში აღმოჩნდებით.
მე ის სარკმელი ვარ , აგერ კუთხესთან, მთელი თავისი სამყოფელი,
მერცხლის ბუდეებს რომ დაუთმო.







Last edited by aleksandre on Fri Mar 13, 2015 9:52 am; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Tue Jan 28, 2014 3:45 pm

************
ისე გულგრილად
ჩაუარა უკვდავების წყალს,
ვიეჭვიანე შენს საფლავთან
ხომ არ შეჩერდა.
***************
დასრულებული უსასრულობა,
ან ერთ სიტყვაში მოკლული,
ღმერთი თუ გინახავთ?!
არა და რა ხშირად გაიგონებთ,
სიტყვას "მიყვარდა".
რამდენს მართლა ჰგონია,
რომ უყვარდა.
******************
თოვლივითაა სიყვარული,
თეთრი და სპეტაკი.
ყველა ნაფეხურს რომ,
უსიტყვოდ ითმენს.
სისულელეა მიხვიდე
და ვინმეს
აუხსნა.
ღმერთს არასდროს,
აუხსნია ჩვენთვის,
სიყვარული.
ჩვენ ის ვიგრძენით.
****************
უთხარით სიმართლე პატარებს,
არც წეროებს მოჰყავთ ბავშვები
და არც კომბოსტოში იბადებიან.
ცრემლისგან იბადებიან ადამიანები,
სინანულისა და სიყვარულის ცრემლისგან
და ვინც ცრემლისგან არ დაბადებულა,
სატანის მუცელს გამოჰკერვია,
სამუდამო მუცლად-ყოფნისთვის.


Last edited by aleksandre on Sun Oct 23, 2016 11:47 am; edited 6 times in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Wed Jan 29, 2014 11:05 am

****************


მე გადამხვევენ ერთ დღესაც მთები,
ზეცის ზიდვისგან, თავის ნატკენ მკლავს.
ვარსკვლავებს- "უფლის მობნეულ მარცვლებს",
მოვა და მტრედის გუნდი გაკენკავს.
იქნება მერე შენს თვალში ცრემლი,
ცრემლი და შემდეგ ჩემი განკითხვა,
რომ ყველას ტკივილს მივყავი ხელი
და ჩემს სუსტ მხრებზე ვცადე აკიდვა.
იეჭვიანებ რომ მწვავდა ცეცხლი,
ყაყაჩოსი და მინდვრის ყვავილთა.
რომ დეკემბერში დავტოვე სახლი
და მათთან ერთად ვცადე გაყინვა.
იეჭვიანებ რომ ჩემი ფერი,
ოქტომბრის ტყესთან, ერთად გაყვითლდა.
რომ ერთ დღეს, ჩვენს სახლს ავხადე ჭერი,
და მთვარე მყავდა სტუმრად მაღლიდან.
იეჭვიანებ რომ ადრე ვდგები,
და ნისლს ვიტყუებ, სულში ჭალიდან,
რომ მივუჩინო სულში დილეგი,
და სული თეთრი ჩანდეს თვალიდან.
იეჭვიანებ და ეჭვით დაღლილს,
ფიქრთა მირაჟში მიგეძინდება,
მოვა შენთან ეს "ტკივილის კაცი"
და შენს ერთ ცრემლში ჩაიძირება.




Last edited by aleksandre on Fri Mar 13, 2015 9:56 am; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Wed Jan 29, 2014 1:09 pm

****************
სისულელეა, გული ამოიღო, ქვაზე დადო
და გამვლელ, გამომვლელს შესთავაზო.
ასეთ გულს მაინც არ აიღებენ.
ვისაც ასეთი გული სჭირდება,
მან უკვე დაასვენა საკუთარი გული,
შენს ვერდით ქვაზე
და შენსავით უიმედოთ ელოდება,
რომ სანამ ფეთქავს ვინმეს ჩაუდგას.
*****
"გახვიდე სეტყვაში
და ერთ ყვავილს მაინც გადაეფარო"
- სიკეთეს მიაწერენ.
არა და საკუთარი სიცოცხლისთვის
გჭირდება, ჰაერივით.
*********
ნუ ფიქრობ მიწვდები, აწვართულ მწვერვალებს,
ნუ მეტყვი, ჩემს გვერდით ყოფნა რომ გწადია.
ჩემს გვერდით ღრუბლებსაც გაქცევა აწვალებს
და ცისარტყელა-ღვთიშობელის ნაწნავებია.
ნაწნავებია ჩამოშლილი ზეცის კიდიდან,
რომ ზედ ავყვე და ცის კიდეზე, იქნებ გადავრჩე.
ორი სხეული მეტისმეტად მძიმე ტვირთია
და მარტო წასვლა, მეტისმეტი ალბათ სილაჩრე.
ჩემი სხეული, დაბზარული ჯებირებია,
და სული ჩემი, მოხეთქილი მთიდან მდინარე.
რომ შენი სულის , დამშრალ ნაპირებს
შეერიოს და ჩადგეს პირამდე.
მაგრამ ეს წასვლა, უთუოდ წასვლა,
ყველა მდინარის ალბათ ბედია,
მატანენ იმდენ ჭუჭყსა და ნაგავს,
შენი სული რომ არ ამემღვრია,
სხვა კალაპოტში ვეძებდი სავალს,
და შენ ღალატში ეს აგერია.
გამრიყე მერე, ვითვლი ვარსკვლავებს-
"ანგელოზების ჭიაკოკონას".
სიყვარულისთვის შექმნილ ზვარაკებს,
გული ყველაზე მეტად გვტკიოდა.
სულის მდინარის, დამშრალ კალაპოტს,
უკანასკნელი ორთქლი სდიოდა.
იმედი- "სულის ფშანიდან წერო",
ლურჯ ჰორიზონტზე გადადიოდა.


Last edited by aleksandre on Sat Sep 05, 2015 6:51 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Wed Jan 29, 2014 4:07 pm

მივდივარ, არაგვში ტოტებით ჩახრილი,
წნორები მაგონებს იმ ლერწამ-ასულებს,
ნისლმა რომ ჩააცვა დილიდან ქათიბი
ქალწულებს რომლებიც მიწაზე დალურსმეს.
აკვნიდან დაწინდეს დევებზე საცოლეთ
და ელოდებიან საომრათ წასულებს.
კოპალავ შეეშვი დევებიც აცოცხლე,
ძილის წინ დევებიც ტირიან წარსულზე.
ხან ისე მკრთალია, ჩარგალთან ცა ხოლმე,
არაგვთან ჯდება და სიზმრებს წყალს აყოლებს.
ღრუბლები მოჰგვანან ელადის ხომალდებს,
და ცისარტყელა კი მისართმევ ყვავილებს.
გამოდის მედეა მზის ოქროს საწმისებს,
ცვლის ყვავილებზე და ხომალდში ასვენებს.
მივდივარ არაგვზე და მინდა გაწვიმდეს,
უყვარდეთ დევები ამ წნორთა მასივებს.
უყვარდეს ბოროტიც, ბოროტიც აქ ვინმეს,
წნორები დევებზე ტირილით დასივდნენ.
************
მუნჯი ტკივილების ყულაბა ვარ.
ვდგავარ სადღაც ტყის სიღრმეში
და შეუჩერებლად ვივსები:
ქარის კვნესითა, თუ მუხის შრიალით,
ქვების ჩხრიალითა, თუ ჩიტების გოდებით.
ყულაბა რომელსაც, მოსაპარად არავინ გატეხავს,
ყულაბა რომელიც, მხოლოდ მაშინ ტყდება:
მომაკვდავ თოვლს, რომ ნუგეშივით გვერდზე მიუწვება.
სანამ მასთან ერთად არ ჩადნება.
*******************
მთები სადღაცა შორს, საშავარდნოს,
მოჰგავდნენ თითქოს დევების შამანს
და ადუღებულ ნისლში ხარშავდნენ,
მთელი ხეობის მღვრიე შეჭამანდს.
ვიჯექით კლდესთან მე და გვირილა
ზედ ნესტიანი გვიმრა გვეფარა,
წვიმა კი თითქოს ჩვენმა ტირილმა,
ააჩუყა და სადღაც ტირიფთან,
აქცია ცრემლის მუდმივ თილისმად.
ვიჯექით ასე, ყველა ირიბად,
გვიყურებდა და ვხვდებოდით სათქმელს,
რომ ჩვენ ერთმანეთს უნდა გავყროდით,
რომ მოგწვდებოდა ზამთარი მხრამდე.
ვიჯექით ასე და პირველ ფიფქებს,
როგორც ჯალათთა მოქნეულ ხანჯლებს,
გადავეფარე და ირგვლივ იფნებს,
სიბრალულისგან წაუხდათ სახე.
ვიგრძენი მისი ძალუმი ფეთქვა,
მერე კი მერე ჩემს თავზე ვნახე,
როგორ იქმნება "ცოცხალი მკვდარი"
როგორ აბნელებს სულის ჩარდახებს,
თუ სიყვარულის ბოლო საყდარი,
თუნდაც უბრალო გვირილა ჩახმეს.


Last edited by aleksandre on Wed Apr 27, 2016 9:08 am; edited 4 times in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Thu Jan 30, 2014 10:50 am

თუ დავილევით , დავილევით ერთად მამულო,
რა სათქმელია შიში და დაღლა.
დღეს კი უბრალოდ მე რკინის ნაცვლად,
მაგ შენს მორღვეულ , ჩამოშლილ საზღვარს,
ჩამოვაფარებ ყვავილთა ფარდას,
ჩამოვაფარებ სითბოს და ჯვარცმას.
გვგლიჯოს ,გვამტვრიოს მხეცმა და კაცმა,
მიეც წაიღონ სიკეთე რაც გვაქვს.
მიდი აცადე, შენი კვართის ბოლომდე ჩაცმა.
დაე "პილატემ" დაინახოს, დღეს შენი ჯვარცმა.
ხვალე თვითონვე გაუხდებათ საფიცრად რაც რამ,
მაცხოვარივით შეეწირა და ისე აღსდგა.


Last edited by aleksandre on Wed Feb 24, 2016 9:58 am; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 177
Age : 28
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Thu Jan 30, 2014 11:56 am

************
დააგვიანე, ახლა უკვე ერთი ფასი აქვს,
წასვლას, არ მოსვლას, დაბრუნებას ან და პირიქით.
ზეცაც პირ-ბასრი ვარსკვლავებით ისე სავსეა,
რომ მათ მოწყვეტას, მგონი უკვე შვებად განიცდის.
დააგვიანე, ირგვლივ მთებზე მწუხრი გადაწვა.
არაგვში ახჩობს, უსასრულოდ ორეულს მთვარე.
დააგვიანე, დაბრუნება მხოლოდ ისე მწამს,
როგორც ენგურით ბრუნდებოდა, თარაშ ემხვარი.
დააგვიანე, სასიცოცხლო ვითვლი ყოველ წამს,
აჩნია ზეცას ვარსკვლავები როგორც სახადი.
შენ კი ცუნამის ტალღებივით ისე მოღელავ,
სიკვდილის შემდეგ მიწის საბანს, სადმე გადამხდი.


Last edited by aleksandre on Sat Nov 19, 2016 1:33 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
Sponsored content




PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    Today at 1:38 pm

Back to top Go down
 
ალექსანდრე მიშელაშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 8Go to page : 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: