ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრის კონკურსი ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი აცხადებს კონკურსს საბავშვო და საყმაწვილო დრამატურგიული ნაწარმოებების გამოსავლენად.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა მსურველს. პიესების თემატიკა უნდა შეესაბამებოდეს ნებისმიერი სასკოლო ასაკის ყმაწვილთა ინტერესებსა და მოთხოვნილებებს.
კონკურსზე წარმოდგენილი პიესა არ უნდა იყოს ადრე გამოქვეყნებული ან დადგმული.
საკონკურსო პიესების წარმოდგენის ვადაა 15 დეკემბერი ელექტრონული ვერსიით მისამართზე:
khvtiso@yahoo.comგამარჯვებული პიესა გამოვლინდება 25 დეკემბრისათვის.
გამარჯვებული პიესა წლევანდელ სეზონში დაიდგმება თეატრის დიდ სცენაზე - საავტორო ჰონორარის 2000 ლარი გადახდით.
დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ: 2953681
ბმული --
*
https://www.facebook.com/MozardmaqurebeltaTeatri/posts/199269613584177*
http://www.mozardi.ge/ge/