არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ჯონ დოს პასოსი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: ჯონ დოს პასოსი   Fri Sep 06, 2013 10:05 am



ჯონ დოს პასოსი

John Dos Passos

John Roderigo Dos Passos (/dɵsˈpæsɵs/; January 14, 1896 – September 28, 1970) was a radical American novelist and artist active in the first half of the twentieth century. He was born in Chicago, Illinois and he went on to Harvard College, graduating in 1916. He was well-traveled, visiting Europe and the Middle East, where he learned about literature, art, and architecture. During World War I he was a member of the American Volunteer Motor Ambulance Corps in Paris and Italy, later joining the U.S. Army Medical Corps.

In 1920 he had his first novel published, One Man's Initiation: 1917, and in 1925 his Manhattan Transfer became a commercial success. In 1928, he went to Russia to study socialism, and later became a leading participator in the April 1935 First Americans Writers Congress sponsored by the Communist-leaning League of American Writers. He was in Spain in 1937 during the Spanish Civil War, when the murder of good friend José Robles soured his attitude toward communism and severed his relationship with fellow writer Ernest Hemingway.

He is best known for his critically praised U.S.A. trilogy which consisted of the novels The 42nd Parallel (1930), 1919 (1932), and The Big Money (1936). In 1998, the Modern Library ranked the U.S.A. Trilogy 23rd on its list of the 100 best English-language novels of the 20th century.

By the 1950s his political views had changed dramatically, and in the 1960s, he actively campaigned for presidential candidates Barry Goldwater and Richard M. Nixon.

An artist as well as a novelist, Dos Passos created cover art for his books, was influenced by the modernist movements in 1920s Paris, and continued to paint throughout his lifetime. He died in 1970.


John Dos Passos (American, 1896-1970), Palma de Majorca, circa 1920, watercolor, 17 x 21 inches. Collection of Lucy Dos Passos Coggin, © Lucy Dos Passos Coggin. Photograph by Katherine Wetze

* http://en.wikipedia.org/wiki/John_Dos_Passos
* http://www.gutenberg.org/files/6362/6362-h/6362-h.htm -- Three Soldiers by John Dos Passos
* http://www.tfaoi.com/aa/5aa/5aa370.htm
* http://www.jdpag.ge/index.html - ჯონ დოს პასოსის საქართველოს ასოციაცია


Last edited by Admin on Fri Sep 06, 2013 11:18 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ჯონ დოს პასოსი   Fri Sep 06, 2013 10:07 am

ცნობილი მწერლისა და პუბლიცისტის ჯონ დოს პასოსის სტატია “გასაბჭოებული კავკასია”

დოს პასოსი პირველი ამერიკელი იყო, რომელიც “გასაბჭოებულ” საქართველოში ჩამოვიდა და 1921 წლის აგვისტოში სომხეთ-საქართველოში სამკვირიან მოგზაურობაზე წერილი გამოაქვეყნა “ლიბერასიონში”. სტატიაში არაფერია ნათქვამი სომხეთზე, სამაგიეროდ აღწერილია ბათუმი, თბილისი, ქუთაისი. მწერალი კარგად ამჩნევს მომხდარ ცვლილებებს, ხალხის გაჭირვებას, დაბნეულობას, ქუჩებში ახალგაზრდა რუსი ბოლშევიკების სიმრავლეს, წინასწარ ჭვრეტს მომავალი საბჭოთა სახელმწიფოს სახეს და კომუნისტური იდეების უპერსპექტივობას (20). ამ სტატიის მთარგმნელის, აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორის, ამერიკისმცოდნეობის ცენტრის ხელმძღვანელის ვახტანგ ამაღლობელის მიერ 2004 წელს შექმნილმა “ჯონ დოს პასოსის საზოგადოებამ” ქუთაისში, მწერლის მოგზაურობა და ის სახლი, ყოფილი სასტუმრო, რომელშიც ცხოვრობდა დოს პასოსი, მემორიალური დაფით უკვდავყო.


ჯონ დოს პასოსი

გასაბჭოებული კავკასია

უპირველეს ყოვლისა, მკითხველი უნდა გავაფრთხილო იმის თაობაზე, დაუჯერებლად არ მოეჩვენოს სტატიაში გადმოცემული ფაქტები. იმიტომ კი არა, “ფაქტებს” თითქოს განძრახ ვაყალბებ, არამედ შეუძლებელია ბოლომდე ჩაწვდე უწესრიგოდ აფუთფუთებული, ყლორტებამოყრილი ახალი ცხოვრების არსს.
ადამიანს მხოლოდ გარდასული ფაქტებისა სჯერა, ისტორიის სახელმძღვანელოში კოხტად და მწყობრად რომაა ერთმანეთის მიყოლებით ჩარიგებული. სულ სხვაა, ისინი შენს ფერხთ ხვლიკებივით რომ სხლტიან; ყოველი მცდელობა, რომელიმე მათგანი მოიხელთო, უშედეგოა, უმეტესწილად, მკვდარი კუდიღა გრჩება ხელთ, ცოცხალი და მოსხმარტალე სხეულის ნაცვლად. ყოველივეს ისიც ემატება რუსული, ქართული, თათრული, თურქული და საერთოდ, არც ერთი იმ მცირე დიალექტთაგანი, კავკასიაში მრავლად რომაა, არ ვიცი, თანაც ამ ქვეყნებში თავით ბოლომდე მხოლოდ სამი კვირა გავატარე. ჰოდა, რა შთაბეჭდილება უნდა მოსთხოვო ჩინელს ნიუ-იორკის შესახებ, იქ არჩევნების დღეს რომ ჩავა და, ენის უცოდინარობის გამო, ხალხთან ურთიერთობა კი არა, აბრებისა და ფირნიშების წაკითხვაც არ შეუძლია.
ბათუმში ჩასვლამდე, წინა ღამით, იტალიელი კაპიტანი გვიმტკიცებდა, წითელარმიელებს პატარა წითელრქიანი მუზარადები ახურავთო, como it diablo.*
გემი ნავსადგურში ალიონის შუქზე შევიდა, ჩვეულებრივ ცისფერ-მეწამული შავი ზღვა ხასხასა მწვანედ ლივლივებდა. მგზავრებს შორის ჭოგრიტზე დიდი ტაციაობა ატყდა, ყველას სურდა ბოლშევიკებისთვის პირველს შეევლო თვალი.
ძირითადად, საქონლის ფუთებიანი, მეწვრილმანე ვაჭრები იყვნენ, ისეთი ცნობისწადილით ელოდნენ ხმელეთზე გადასვლას, როგორც ავადმყოფები ანესთეზიას ოპერაციის წინ. ამასობაში, საკარანტინო მოტორიანი ბარკასი შეუმჩნევლად დამდგარიყო გვერდით. კარგად ჩანდა თეთრ კიტელებში გამოწყობილი აფრიანქუდებიანი რამდენიმე კაცი, მშვიდი გამომეტყველებით თამბაქოს მოსაწევ ოთახში სვამდა. კაპიტანს ჰკითხეს, რქები სად არისო. მან თავისი უზარმაზარი ულვაშები უშნოდ გადაიგრიხა და წაიჩურჩულა: _ დაიცადეთ, ვიდრე წითელ გუშაგებს ნახავთო.
ნავსადგური, რა თქმა უნდა, განადგურებული იყო. გამქრალი ფიცრების ადგილას სიცარიელე ჩანდა, ხიმინჯები ყველა მიმართულებით უსწორმასწოროდ გადახრილიყო. შორიახლოს, ზღვის მხრიდან, ნაავარიები ტანკერი იდგა, საიდანაც დიდ-პატარა წყალში ხტებოდა. ნავსადგურში უსაქმო, მხიარულ ახალგაზრდებს მოეყარათ თავი, ბევრი მათგანი ფეხშიშველა იყო, ხელში ხიშტიანი გრძელი შაშხანები ეჭირათ. ერთი გამხდარი, ქერათმიანი ახალგაზრდა, დაახლოებით 18 წლისა, დიდი, შავი ჩექმებით რომ გამოირჩეოდა, მათ წინ აღმა-დაღმა დააბიჯებდა და ბრძანებებს გასცემდა. საბჯინელი რომ დაუშვეს, ახალგაზრდების ჯგუფი, თეძოზე მიკრულ ბუდეში რევოლვერი რომ უხტოდათ, გემბანზე ამოვიდა. საპნის გასაყიდად ჩამოსულმა შვედმა, მათი მისამართით ზიზღით, წმინდა სტოკჰოლმური ფრანგულით თქვა: “ბიჭები მართავენ ამ ქვეყანას.
Ce n’est pas serios. Ce n’est pas serios”.**
ბათუმი, აჭარის ახალშექმნილი რესპუბლიკის დედაქალაქია. რუსების, ამ მხარის მოსახლეობა _ აჭარელთა სახელით ცნობილი ტომი _ ლაზების მონათესავე მუსლიმანი ქართველებია.
ლაზები მოხდენილი ხალხია, თავზე დაუდევრად შავ-დოლბანდ წაკრულები, პირატებს გვანან, შავი ზღვის მთელ სანაპიროზე ცნობილნი არიან, როგორც კარგი მეზღვაურები და მეთევზეები.
რადგან აჭარლები თავიანთი რელიგიური ძმების, თურქების, ადათ-წესების მიმდევარნი არიან, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მათთვის საკუთარი მმართველობა მიეცათ. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მითხრეს, როგორც ჰეროდოტე იტყოდა ხოლმე. ფაქტობრივად, ბათუმის კომისრები, ვისაც კი შევხვდი, ყველა რუსი გამოდგა. ქალაქს ნაომარი ეთქმის. ირგვლივ, არავინ იცის საიდან ჩამოსული, უამრავი უსაქმოდ მოხეტიალე უმუშევარი ირევა, ნავსადგურში რამდენიმე გემის გადმოტვირთვა მიმდინარეობს; ელექტროსადგური მუშაობს; ბევრი თეატრი და კინო ღიაა. ვრცელი, კენჭებიანი ზღვის სანაპირო მობანავე ხალხითაა მუდამ სავსე. ასე რომ, ჩემი დაკვირვებით, აქ ცხოვრება შედარებით ნაკლებადაა ჩამკვდარი, ვიდრე ტრაპზონსა და სამსუნში, ან შავი ზღვის ნებისმიერ პორტში, ომმა ვაჭრობა სრულიად რომ ჩაკლა, რაც ახლო აღმოსავლეთში მოკავშირეთა პოლიტიკის შედეგად შექმნილი ქაოსითაა გამოწვეული.
აქაც ისევე, როგორც ყველგან საბჭოთა რუსეთში, განათლებისკენაა დიდი ძალისხმევა მიმართული. ხანდაზმული ხალხისთვის საღამოს სკოლებია გახსნილი _ ბოლშევიკები სულ სამი თვეა, რაც ვითარებას განაგებენ _ განათლების კომიტეტის მდივანმა მითხრა, იმედი გვაქვს, მომავალ თვეში რუსული პოლიტექნიკუმის გარდა, დაწყებითი განათლების დღის სკოლებსაც გავხსნით, სადაც ბავშვები მშობლიურ ენებზე ისწავლიანო. ეს იმ ქალაქში, სადაც ქართველების, სომხების, ებრაელების, რუსების თანაბარი რაოდენობა ცხოვრობს და, როგორც შევიტყვე, მანამდე, სკოლა უბრალო ხალხისთვის საერთოდ არ იყო ხელმისაწვდომი. ასევე მოქმედებდნენ თეატრალური დასები, რომლებიც სპექტაკლებს დგამდნენ რუსულად, ქართულად, სომხურად, თათრულად და იდიშშზე. გამომგზავრების ღამეს, კონსტანტინოპოლში ამბავი გავრცელდა, თბილისის ოპერის თეატრში კორდე-ბალეტის ჯგუფის შემქმნელისა და მოცეკვავის, მორდკინის დასის სპექტაკლები ვერ შედგება, ქართველებმა ჯაშუშობის გამო მოკლესო. მუშაობდა აგიტთეატრი, სადაც მიმდინარე მოვლენათა ქრონიკები სცენაზე იდგმებოდა. მრავლად იყო კინოსეანსები.
ბათუმიდან ტფილისისაკენ ყოველდღე ექსპრეს_მატარებელი დადის, რომლის შემადგენლობაშია ერთი საძინებელი ვაგონი სახელმწიფო მოსამსახურეთათვის, ერთი_არმიის ოფიცრებისათვის და ერთიც საზოგადოების სხვა ფენების წარმომადგენლებისთვისაა, რამდენიმე სატვირთო ვაგონი კი _ ადგილობრივი გადაზიდვებისთვის. რუსებმა საქართველოს დაპყრობის პირველ დღეებში თიფლის-ბათუმის მატარებლით მგზავრობის ფასი 250 რუბლი დააწესეს, დაახლოებით ცენტის მეოთხედი. ამის გამო მატარებელს გართობის მიზნით გასასეირნებლად იმდენი ხალხი მოაწყდა, ხშირად საქმიანი ადამიანებისთვის აღარ რჩებოდა ადგილი . ამჟამად მგზავრობის ღირებულება 180 000 რუბლია. მიუხედავად ამისა, მგზავრთა რაოდენობა მაინც ჭარბობს მატარებელში არსებულ ადგილებს. მოკლე მანძილზე წამსვლელები მატარებლის სახურავზე მოკალათებულნი მგზავრობენ. მთელი ღამის განმავლობაში ჩაის _ რუსული ფუფუნების უკანასკნელ გადმონაშთს _ ხშირ-ხშირად დაატარებენ. გადაჭედილ კუპეებში მგზავრები ყლუპ_ყლუპობით სვამენ ჩაის და როგორც ადრე რევოლუციამდე, პუშკინზე და რუსეთის მომავალზე საუბრობენ.
ტფლისში ჯერ კიდევ შემორჩენილია ფუნიკულიორი, გოგირდის აბანოები, ვერცხლის ქამრები, მუშაობს რესტორნები, სადაც ალავერდს კვლავ გაიძახიან.
სასმისებს ახლაც ბოლომდე ცლიან, თუმცა ძველი მედიდურობის გარეშე.
გოლოვინის პროსპექტზე, სადაც ადრე, გადმოცემით, ქართველი თავადაზნაურობა გრძელი ჩოხებით, მრგვალი კრაველის ქუდებითა და ძვირფასთვლებიანი ვერცხლის ხმლებით თავმომწონედ დადიოდა, ახლა ნახავთ მხოლოდ წელზე შემოჭერილ ქამრიან, საბჭოთა რუსეთის სავალდებულო თეთრ კიტელებში გამოწყობილ უწვერულვაშო ახალგაზრდებს. “გრუზინსკი” კლუბში, სადაც ძველი რეჟიმის დროს, ალავერდები არ წყდებოდა, ახლა ძირითადად წითელი არმიის ოფიცრებსა და ჯარისკაცებს, საკმაოდ ღარიბულად ჩაცმულ ქალებს, უმეტესობას ნატიფი ქცევებით რომ გამოარჩევ, კომისრებს, სტენოგრაფისტებს, ოფიცერთა ცოლებსა და საყვარლებს შეხვდებით. დაბალ ხმაზე მოსაუბრე, წყნარი, მხიარული კომპანია ყურადღებით უსმენს ორკესტრს და გასაოცარი დუმილით გამოხატავს მსახიობებისადმი პატივისცემას პატარა ღია თეატრში, სადაც ყოველ საღამოს სპექტაკლები ხან რუსულად იმართება, ხან ქართულად.
ტფლისში ხეტიალისას თანდათანობით თვალში გხვდება მოსახლეობის სიმცირე, ვერ შეხვდები მოხუც, ჭაღარა, წვეროსან ადამიანებს, მსუქან, ფხუკიან გამომეტყველების რანტიეებს. მრავლადაა გამოუცდელი, მაგრამ იმედიანი გამომეტყველების კოხტა ახალგაზრდები. ხალხმრავლობის დროსაც კი მთავარი ქუჩა, მთელს სიგრძეზე ისე შეგიძლია ჩაიარო, 35 წელს ზევით ასაკის ადამიანს ვერ შეხვდები, ცოტა დამაკლდა ლამის 25 წლისანი არ ვახსენე. გაოცებას ვერ ვფარავდი იმის გამო, რომ ვერ გამეგო მოხუცები ყველა გარდაცვლილიყო, “ჩეკას” მიერ იყვნენ დაკავებულნი თუ ისინი ახალი ცხოვრების წესით გამოწვეულმა სასტიკმა ძალმომრეობამ გააქრო.
ამ მოხუცებს ძალზედ უბადრუკი ხვედრი ხვდათ წილად, უმრავლესობისთვის ახალი რეჟიმი სავსებით მიუღებელი აღმოჩდა. წუთისოფელი იმით გააქვთ, რაც გააჩნიათ, ნაწილ-ნაწილ, ყველაფერს რომ ყიდიან, დღეს ხალიჩას, ხვალ ვერცხლის ფინჯანს, ზეგ რომელიმე ფაიფურის ნივთს, სხედან დაცარიელებულ სასტუმრო ოთახებში, ჩამოფარებულ ფარდებს მიღმა და ფიქრობენ იმ აუხდენელ დღეზე, იქნებ ბედი შემობრუნდეს და ყირაზე მდგარი სამყარო უკან გადმობრუნდესო. ვერც დენიკინის, ვრანგელის და ვერც დანარჩენ მოკავშირეების მარიონეტთა დამარცხებ ებმა გადაარწმუნეს ისინი, ძველი დიდების დღეები რომ გარდასულიყო და ვეღარ დაბრუნდებოდა.
ვიდრე “ახლო აღმოსავლეთის დახმარების” მისიაში ვიმყოფებოდი, ნივთების გასაყიდად ნაკადად მოსული ადამიანებისაგან თავი გაბეზრებული გვქონდა. მოჰქონდათ საათები, ხმლები, ძვირფასი თვლები, ფოტოაპარატები, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები, მათი აზრით ყველაფერი, რაც ამერიკელთათვის იყო მისაღები და იმდღევანდელი კურსის მიხედვით ფულის ჩადება შეიძლებოდა. ყოველდღიურად არამარტო ყოფილი მდიდრები მოდიოდნენ ნივთების გასასყიდად, ღარიბებიც, იძულებულნი რომ იყვნენ უკანასკნელ ნივთებს შელეოდნენ. სახელმწიფოს სიღარიბის გამო კავკასიაში, როგორც რევოლუციური კომიტეტის პრეზიდენტი, ისევე ასანთის ფაბრიკის მუშა საარსებო მინიმუმს ვერ ღებულობს და რადგან გირვანქა პური 5000 რუბლი ღირს, სპეკულანტებისა და გლეხობის გარდა, სხვებს _ მიუხედავად იმისა რომ თავდაუზოგავად შრომობენ _ უსახსრობის გამო თავი ვერ გააქვთ.
ჩემი დაკვირვებით, გლეხობა შეძლებულად ცხოვრობს, მთელი ქვეყნის გადარჩენილი სიმდიდრე თანდათანობით მათ ხელში გადადის, მცირე რაოდენობით წარმოებული პროდუქციაც კი იმთავითვე დიდი მოგებით ეყიდებათ.
როგორც კი ბათუმის მატარებელი ტფილისს მიუახლოვდა, ხორბლით, კარტოფილითა და სიმინდით სავსე ტომრებიანი უამრავი გლეხი ზოგი სახურავზე აძვრა, ნაწილი ამორტიზატორებზე იდგა, სხვები კიდევ კიბეებზე იყვნენ ჩამოკიდებულნი. ადამიანთა უმრავლესობა თავის პროდუქციას ყიდდა, მიუხედავად იმისა, სჭირდებოდათ თუ არა, სპეკულიანტთა მაღაზიებში ქაღალდის ფულს ცვლიდნენ ოქროს ან ვერცხლის ნივთებზე და უკეთესი დროებისათვის ინახავდნენ. ტფილისიდან შორს, ყველა მიმართულებით, სოფლებიდან გასაყიდი პროდუქტებით სავსე მომავალ ურმებს შეამჩნევთ, თუმცა ქალაქიდან ამავე ურმებით ქალაქში დაგროვილი სიმდიდრის გაცილებით მეტი რაოდენობა გლეხებს უკან მიაქვთ, რაც სოფლის შურისძიებაა XIX საუკუნეში გაუაზრებლად გაშენებული ქალაქების მიმართ, მიწის მთელი ენერგია რომ შეისრუტეს.
გლეხობის უმეტესობა, დიდი შემოსავლების მიუხედავად, სახელმწიფოს მხრიდან მოსალოდნელი რეკვიზიციის საშიშროებით დამფრთხალი, ამასთან კრიზისის გამო შექმნილი გაურკვეველი ვითარებით აფორიაქებული, საკუთარ მიწას მოწყდა და მიატოვა ჩვეული საქმიანობა. ხალხმა მიწის ნაკვეთები და საქონელი მიატოვა. დაძონძილები, მშივრები მოედვნენ ქალაქებს, რკინიგზებს, ეძებდნენ მაგრამ რას, თავადაც არ იცოდნენ. მათი დასახლების ყველა მცდელობამ, ფუჭად ჩაიარა. ევროპაშიც, ალბათ, რაღაც ამდაგვარი მოხდა ათასწლეულის დამდეგს, როცა ფიქრობდნენ, და მაწანწალებად ქცეულები, შეძრწუნებულები ცისა და დედამიწის შუაზე გამყოფ ბუკის ხმას ელოდნენ.
ათასწლოვანი მიჯნის დადგომით თავზარდაცემული ხალხი შიშმა მოიცვა რუსეთშიც, ცენტრალური აზიის თვალუწვდენელ ველებზეც, რომლის კარიბჭესაც კავკასია წარმოადგენს. მშიერ-მწყურვალნი, უიმედონი, თავისუფლად დაეხეტებოდნენ ერთი ადგილიდან მეორეზე, სასომიხდილები საზოგადოებრივი წესრიგის რთული მანქანის ნაკვალევზე თითქოს უკანასკნელად დააბიჯებდნენ.
ამ ისედაც აზვირთებულ ქაოსში, გაუგებარი რომ იყო, რა ხდებოდა, კიდევ უფრო აბსურდული მოჩანდა პრო-ბოლშევიკური და ანტი-ბოლშევიკური დაყოფა.
საუბარია წელზე ქამარშემორტყმულ, თეთრკიტელიან ბიჭებზე, დრაკონთან შებმულებს გამოუცდელობის გამო სახეზე მწუხარება რომ აღბეჭდვიათ. მმართველობაში მოსულებს ბოლშევიკები რომ ვუწოდოთ, მართებული არ იქნება, რადგანაც ხელისუფლებაში, თვით წითელი არმიის ადმინისტრაციულ სტრუქტურებშიც კი ნახევარი თუა კომუნისტი.
საქართველოს მთავრობაში, საერთოდ ვერ ვნახე კომუნისტი, გარდა პრეზიდენტი ნიდვანისა ( დოს პასოსი გულისხმობს რევკომის თავმჯდომარეს ბუდუ მდივანს).
რუსეთში განათლებული და უნარიანი ადამიანების დიდი ნაკლებობაა. ვინც არ ამჟღავნებს არსებული ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებას, ნაწილობრივ ან ოდნავ განათლებულია, სამთავრობო იერარქიაში საკმაოდ მაღალი, საპასუხისმგებლო თანამდებობებიც უჭირავთ. ამის გამოა, როცა კომუნისტები მოსკოვში ეკლიანი გზებით კვლავ ბრძოლით მიიწევენ უტოპიისკენ, მთავრობა სულ უფრო და უფრო იხრება იქით, რომ უთავბოლო, ჩამოუყალიბებელი თეორიებით ცდილობს შეინარჩუნოს ის, რაც ძველი ცივილიზაციიდან გადარჩა.
ჩემი შეხედულებით, რუსეთი მკვდარი ნიჟარაა, რომელშიც ახალი, მნიშვნელოვანი იდეები და მრწამსი ისახება. კომუნიზმისა და პატარა მამამთავრის ძველი იერარქია წარსულ ი თაობის კუთვნილებაა და არა მათი, ვინც მღელვარე ეპოქის შუაგულში სრულწლოვანებას მიაღწია და რუსეთის განახლება _ გაახალგაზრდავებას აპირებს.
რომან “ქალის”*** მთავარი გმირი, ცნობილი “ქალი-რომელიც-უნდა-დამორჩილებულ იქნას” ხომ სწორედ გამახალგაზრდავებელ ცეცხლში დიდხანს ყოფნამ მიიყვანა სავალალო დასასრულამდე. ჩემი ვარაუდით, რუსეთიც იმავე დღეშია. არსებობს იმის შესაძლო ზღვარი, თუ რამდენ წელს გაუძლებს ქვეყანა შიმშილს, შფოთსა და ნგრევას ისე, რომ სრულად არ დაკარგოს სასიცოცხლო ძალა და ენერგია. რომის იმპერიის დაცემამ ევროპაში საუკუნეობით შეაჩერა განვითარება და ჩაკლა სიცოცხლე. ეჭვგარეშეა, ვოლგისპირეთში შიმშილობა რომ არა, მოდიფიცირებული საბჭოთა სისტემა შედარებით ადვილად გადაიტანდა ზამთარს, რაც ხალხს საშუალებას მისცემდა, თავიანთი ენერგია ცხოვრებისთვის საჭირო პირობების შესაქმნელად მიემართა. ახლა კი არავინ იცის რა მოხდება. შეიძლება ითქვას, რუსეთი ნაპოლეონისეულ დროშია. ამ უზარმაზარ ქვეყანაში, დამბლების სიბინძურეში, უამრავი ენერგია ქაფდება და შხეფებად იშლება, როგორც საახალწლო ნაძვის ხის ნესტიანი სატკაცუნებლები. ასეთ ყოფაში ყველაფერი შეიძლება წარმოიშვას _ კეთილიც და ბოროტიც, შეიძლება დაპყრობების ტალღამ მთელი აღმოსავლეთი მოიცვას და ევროპასაც გადაწვდეს, ან შემოქმედებითი, მშვიდობიანი საქმიანობა _ პროლეტარული სახელმწიფოს მშენებლობა _ დაიწყოს. თეორიებით თუ მათ გარეშე, რუსებს საუკეთესო ინსტრუმენტი აქვთ წითელ არმიაში, შინ დარჩნენ და იშიმშილონ. მოვლენათა განვითარება დიდადაა დამოკიდებული მოკავშირეებზე, ანუ ინგლისსა და საფრანგეთზე, უფრო მეტად ამერიკაზე _ ერთადერთ ძლიერ სახელმწიფოზე, ომის გამო აზიაში თავისი პრესტიჟი რომ არ დაუკარგავს. ამერიკამ ვოლგის აუზში 40 მილიონი დამშეულისთვის შექმნა უანგარო დახმარების სამსახური, ამ საქმეში ფაბრიკა-ქარხნებისა და რკინიგზების ტექნიკური პერსონალის მხარდაჭერა აქვს.
ეს შესანიშნავი საშუალებაა რუსეთი ცნობილი გახდეს დანარჩენი მსოფლიოსთვის და მისი ენერგია მიმართულ იქნას ახალი ცივილიზაციის მშენებლობისაკენ. რა სახის თანამშრომლობა უნდა გაეწია მისიისთვის ხელისუფლებას, როცა ლიდერები თვლიდნენ, რომ ეს წამოწყება პოლიტიკურ ზრახვებზე მაღლა უნდა მდგარიყო, იქედანაც ჩანს, კავკასიაში “ახლო აღმოსავლეთის დახმარების” მისიას მოქმედების სრული თავისუფლება რომ ჰქონდა მინიჭებული.
რა თქმა უნდა შიმშილს ყველაფერს ვერ დააბრალებ. არსებული “დამბლა”, უმეტესწილად ბლოკადასა და ინტერვენციასთან ერთად, იმ გარემოებებითაა გამოწვეული, კომუნისტური მართვის მეთოდებს რომ ახლავს თან. პირველ რიგში ეს არის “ჩეკა” - საგანგებო კომისია. არა მგონია, რუსულ სასამართლო სისტემას ოდესმე რაიმე ჰქონოდა სატრაბახო, მაგრამ რაც შეეხება თანამედროვე იურიდიულ სისტემას, განზრახ თუ უნებლიეთ, საიდუმლო მეთოდებით დატერორებული რომ ჰყავს მოსახლეობა, უკიდურესად ცუდია.
ნებისმიერი სამოქალაქო ომის დამახასიათებელია ოპონენტთა სწრაფი განადგურება, მაგრამ როცა სამხედრო ტრიბუნალები მშვიდობიან დროშიც არსებობენ, აუტანელი ხდება უსაფრთხოების უკმარისობა. ჩვენს არმიაშიც ჩატარებულმა გამოკვლებებმა სამხედრო სასამართლოების მიერ ჩადენილი უამრავი უსამართლობა გამოააშკარავა. რამდენადაც შევძელი დადგენა, კავკასიაში, სადაც სასამართლო შედარებით ზომიერად ითვლებოდა, ერთადერთი სასჯელი ნებისმიერი დანაშაულისთვის დახვრეტა იყო.
ფაქტობრივად, ბრალდებულებს საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცების არანაირი მექანიზმები არ გააჩნდათ. ამის გამოა, ადამიანები, ვისაც ადმინისტრაციული პოსტები უჭირავთ, ძალიან ფრთხილობენ რაიმე პასუხისმგებლობა აიღონ იმის შიშით, რომ კომისია დაგმობს მათ გადაწყვეტილებას და “ჩეკაში” გააგზავნის . ასევე საშიშია უმოქმედობაც, თუმცა ამას ნაკლებად აქცევენ ყურადღებას. ამიტომ უპრეცედენტოა პასუხისმგებლობის თავიდან აცილებისა და მისი სხვაზე გადაბრალების ხარისხი. იმის გამო, რომ სახელმწიფოს ნებისმიერ დროს, როცა საჭიროდ მიიჩნევს, შეუძლო რეკვიზიცია მოახდინოს, საშიშროება ექმნება კერძო საკუთრებას და ვაჭრობას კავკასიაშიც კი. ამის გამოსწორების არანაირი ხილული მექანიზმები არ არსებობს, ამიტომ ყველას ეშინია რაიმეს კეთების. სტაგნაცია ჩვევაში გადადის, რომლის დარღვევა ძნელია.
მთავრობა, მიუხედავად იმისა, რომ ხელფასს მხოლოდ სახელმწიფო მოხელეები იღებენ, დიდ ჯამაგირებს მაინც არ არიგებს, რაც ძნელი ასახსნელია, მითუმეტეს, ფულის საბეჭდი დაზგის პრობლემა არ არსებობს.
შეიძლება იმის შიშით, კიდევ მეტად რომ არ შეუწყონ ხელი “უბედური” რუბლის უსასრულო გაუფასურებას. არავის არ უხდიან იმდენს, სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ სურსათ-სანოვაგის ნორმას რაიმე აუცილებელი დაამატონ გვერდითი შემოსავლების გარეშე, შედეგად, როგორც რევოლუციამდე, უფრო მეტად თუ არა, კვლავაც ყვავის სპეკულაცია და მექრთამეობა, რაც ყოველთვის დამახასიათებელი იყო რუსი ჩინოვნიკებისთვის. თუმცა მედალს ორი მხარე აქვს, ალბათ ასეთი მდგომარეობა გარდუვალია ყველა იმ საზოგადოებისთვის, სადაც გადატრიალება ხდება. განსაკუთრებით მაშინ, რევოლუციით გამოწვეული ენთუზიაზმის პირველი მგზნებარება რომ ჩაცხრება და იმედიც, მოახლოებული ათასწლეულიდან რომ ელოდნენ, ჩაკვდება.
ხალხი ძირითადად საკუთარი ტყავის გადარჩენაზე ფიქრობს. ყოველივე ამის მიუხედავად, კომუნისტურმა პარტიამ დიდი კონსტრუქციული სამუშაოები ჩაატარა და ენით აუწერელია, როგორ გაწმინდა ჰაერი ეკლესიისა და დიდგვაროვანთა სასტიკი ტირანიისგან.
მიუხედავად ახალი ტიპის ტირანიისა, ჩემის აზრით, უდავოა, ხალხს მიეცა უსაზღვრო შესაძლებლობა თავი დააღწიონ ინერტულობას და თავიანთი ცხოვრება უფრო ენერგიულად წარმართონ ვიდრე რევოლუციამდე. ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია თეატრების უჩვეულო ზრდა. ვფიქრობ, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე ყველას აქვს შანსი, კვირაში ერთხელ მაინც რაიმე სპექტაკლს დაესწროს და კონცერტს მოუსმინოს. ცენტრებში ეს შესაძლებლობა კიდევ უფრო მეტია. მართალია, ჯერჯერობით ჩონჩხია, მაგრამ გიგანტურ განათლების სისტემას ჩაუყარეს საფუძველი. როგორც კომუნისტური ინოვაციების უმეტესობა, განათლების სისტემა ყველაზე კარგად არ მიაში ამუშავდა. თუ მე-11 არმიას ან კავკასიის არმიას ტიპურად მივიჩნევთ, მაშინ წერა-კითხვის აღმოსაფხვრელად საოცრებაა მომხდარი. 1921 წლის ივნისის სტატისტიკური მონაცემებით რევოლუციამდე არსებული წერა-კითხვის უცოდინართა 85-90% შეამცირეს 5,7%-მდე. შეიძლება ეს ციფრები ოდნავ გადაჭარბებული იყოს, მაგრამ მიღწეული თავისთავად შთამბეჭდავია. ასევე, ჯარში კლუბების, ჯარისკაცთა საბჭოებისა და ყრილობების მეშვეობით რეალური თვითმართველობის ორგანოები ჩამოყალიბდა.
ვზივარ მთის წვერზე, ტფილისს რომ გადაჰყურებს, წინ მიდგას ერთი ჭიქა კახური ღვინო, აღმოსავლეთის ძლიერი ქარი ლაქებიან მაგიდის სუფრას ფეხებში მიტლაშუნებს. მოშორებით, ძირს ფერდობზე ოთხი ჯარისკაცი შექუჩულად ზის, ქალაქს ზემოდან გადაჰყურებენ და საუბრობენ. ჩვენს ფერხთ ქალაქი უზარმაზარ უსწორმასწორო კვადრატებადაა გადაშლილი. მარჯვნივ ციხე-სიმაგრის ნანგრევებია, მის ქვემოთ, მტკვრის ხეობაში ძველი სპარსული და ქართული ქალაქია, ქართული ეკლესიების შავ-თეთრ ორნამენტებიანი, მტევნებად შექუჩებული ფარნები ჩანს.
მარცხნივ, ტალახიანი მდინარის ირგვლივ მოჩანს ხიდები, რკინიგზა, მართლმადიდებლური ეკლესიების ხახვისთავა გუმბათები და უზარმაზარი რუსული ქალაქის ხედი. შემდეგ ყველა მიმართულებით მომწვანო-მოყვითალო მთების სიმაღლეები და ფერდობები, პირდაპირ, ხალიჩასავით გაფენილი საძოვრების მიღმა მოთეთრო-მოლურჯო კავკასიონის მწვერვალები, ჩრდილოეთის ჰორიზონტს რომ ფარავენ. გამუდმებით ძლიერი აღმოსავლეთის ქარი უბერავს და ქალაქის თავზე მტვრის ღრუბლებს ატრიალებს. მთის წვერზე, ქოხში მექანიკური პიანინო უკრავს და გიჟური კრიმანჭულის ნაზავს ქარი ირგვლივ ფანტავს. აღმოსავლეთით, საიდანაც ქარი უბერავს, მთები არა დგას, მხოლოდ უსასრულო ლურჯი სივრცეა.
აზია, ხმამაღლა წარმოვთქვამ. ეს აზიაა. ქარწაღებული, უკიდეგანო, სასტიკი აზია. აზია, სადაც ურიცხვი მასები მზითა და ყინვით დამზრალ თვალუწვდენელ სტეპებში ზანტად და უაზროდ დაძრწიან, ალბათ გრძნობენ იმ ბიძგთა პირველ იმპულსებს, რომლებმაც შეიძლება ჯებირები გაარღვიოს და უცხო ხალხის ნიაღვარი მორევად დაატრიალოს მყუდრო ქალაქებად გაშენებული მსოფლიოს თავზე. მექანიკური პიანინოს გიჟურ ჰანგებზე გონებაში ასეთი ფრაზა მიფეთქავს: მომავალი აზია ზე გადის. ამასობაში ქარის ახალმა ტალღამ დაუბერა, სკამები და დანჯღრეული მაგიდები გადააყირავა, მიმტანი კიტელის ბოლოების ფრიალით გარეთ გამოვარდა. ჯარისკაცები სახლში წასულიყვნენ. ცაში ღრუბლები, როგორც ნიჟარაში საპნიანი წყალი, სპილენძისფრად აქაფქაფებულიყო.
მომავალს აზია უკარნახებს, აზიის ყალიბი კი რუსებს უპყრიათ ხელთ.
მსოფლიოს რუკაზე საზღვრებს ისინი გაავლებენ. ევროპელები, ბრიტანელები, ფრანგები, ჰოლანდიელები ჯერ მხოლოდ ფოჩებს ჩასჭიდებიან, იმ დროს, როცა რუსებმა რასების მშობელი კონტინენტის შუაგულში შეაღწიეს. ეს ის კიტელიანი ახალგაზრდებია, წელზე შემორტყმული ქამრით, დაკონკილი ფორმებით წითელი არმიის უსასრულოდ გადაჭიმულ, გაცვეთილ ეშელონებში რომ სხედან და ღია კარებიდან შიშველ ფეხებს აქანავებენ. მერხებზე მეცადინეობის დროს ებრძვიან შიმშილით გამოწვეულ სისუსტეს, კორუფციას და უიმედობას, საღამოობით სხვადასხვა კლუბებში ბეთხოვენს, ბოროდინსა და პროლეტარულ სახელმწიფოზე საზეიმო გამო სვლებს გაუთავებლად ისმენენ, ეს ახალი თაობის ქერათმიანი ბიჭები A _ Ce n’est pas serios _ როგორც გაჯავრებულმა შვედმა თქვა ბათუმში _ მათ მომავალ საუკუნეთა ყალიბი უპყრიათ ხელთ, ყოველ შემთხვევაში, აღმოსავლეთში მაინც.

ტფილისი, 1921 წ.

---
* Como it Diablo (იტალ.) _ როგორც ეშმაკი.
** Ce n’est pas serios. Ce n’est pas serios (ფრ.) – ეს არასერიოზულია.
*** მწერალ ჰენრი რაიდერ ჰაგარდის რომანი: "ქალი: ერთი თავგადასავლის ისტორია”.



ინგლისურიდან თარგმნა ვახტანგ ამაღლობელმა.

ბმული - http://www.jdpag.ge/geo/tr/gasabchoebuli_kavkasia.pdf
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
 
ჯონ დოს პასოსი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ლიტერატურა უსაზღვრებოდ-
Jump to: