არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 児島 康宏 - იასუჰირო კოჯიმა - Yasuhiro Kojima

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: 児島 康宏 - იასუჰირო კოჯიმა - Yasuhiro Kojima   Fri Aug 02, 2013 9:46 am



児島 康宏 - იასუჰირო კოჯიმა - Yasuhiro Kojima

დაბადების თარიღი - 1976 წლის 18 თებერვალი
სქესი - მამრობითი
ენები - Japanese, English, Georgian და Russian

I am a research associate in the Research Institute for Languages and Cultures of Asia and Africa (ILCAA) of Tokyo University of Foreign Studies (TUFS). (See LingDy - The Linguistics Dynamics Science Project.)

I am a linguist and am working on Georgian and other Caucasian languages.

I am collecting materials of Batsbi, an endangered language spoken in Georgia.

Translation

* 2009
(From Georgian to Japanese) Goderdzi Chokheli, "Boukyaku no kawa" ("Davic'q'ebis mdinare"). "Mayonaka" [Midnight] No. 5, pp. 100-104, Littlemore.

* 2006
(From Georgian to Japanese) Lasha Tabukashvili, "Saraba Kifujin-yo!" ("Mšvidobit, kalbat'ono!"). Iijima Itaru and Kohara Masatoshi (eds.) "Poketto no nakano touou-bungaku" [East European Literature in My Pocket],334-341. Tokyo: Seibunsha.

* 2004
(From Georgian to Japanese) Nodar Dumbadze, "Boku to Obaasan to Iriko to Irarion" ("Me, bebia, Ilik'o da Ilarioni"). Tokyo: Michitani.

* 2002
(From Japanese to Georgian, co-translation with Medea Gotsiridze) Shiga Naoya, "K'inosak'iši" ("Kinosakinite"). Literaturuli Sakartvelo [Literary Georgia], No.20(3384), p.15.



წყარო - https://www.facebook.com/photo.php?fbid=395026933908473&set=a.132342126843623.31503.100002035099487&type=3&theater

ბმულები:
* https://www.facebook.com/ya.kojima
* http://www006.upp.so-net.ne.jp/koj/index.html
* http://www006.upp.so-net.ne.jp/koj/cv_eng.html
* http://www.ambebi.ge/books/80550-tsigni-qsaqarthveloq-romlithac-iaponeli-avtori-tokioshi-thanamemamuleebs-chvens-qveyanas-ayvarebs.html


Last edited by Admin on Fri Aug 02, 2013 10:31 am; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: 児島 康宏 - იასუჰირო კოჯიმა - Yasuhiro Kojima   Fri Aug 02, 2013 9:47 am

ვაჟა-ფშაველა

არჩილური

იმდენი ოფლი, იმდენი სისხლი
არც ერთსა ერსა არ დაუღვრია,
პატარას, დიდსა სამშობლოსათვის
ომშია თავი არ დაუდვია.
ნათლის გონებით, მგზნებარე გულით
ერთს სხვას მამული არ ჰყვარებია.
ლამაზის ერის ლამაზმა ქცევამ
ერებს ჩვენფერებს მადლი მოჰფინა,
ბინა-დაკარგულთ, დაწიოკებულთ
იმათგან ლამის იპოვონ ბინა.

Arrow
„კოჯიმას (იასუჰირო კოჯიმა, ქართველოლოგი) იაპონურ ენაზე თარგმნილი აქვს სკოლის მოსწავლეების მიერ დაწერილი წიგნი - "დრაკონი", ასევე, ჩვენი თხოვნით, იაპონურ ენაზე თარგმნა ვაჟა-ფშაველას "არჩილური"...

それほどの汗を、それほどの血を
流した民は未だかつていない
幼子も、大人も、祖国のために
戦いに身を捧げ
明晰な頭で、熱い心で
国を愛した者は他にはいない
美しい民の美しい行いが
我々の如き民に恵みを与えた
家を失い、虐げられた者たちは
彼らから家を与えられんばかり

წყარო/Source: http://www.ambebi.ge/books/80550-tsigni-qsaqarthveloq-romlithac-iaponeli-avtori-tokioshi-thanamemamuleebs-chvens-qveyanas-ayvarebs.html#ixzz2amnM6Zuv


Last edited by Admin on Mon Aug 05, 2013 10:50 am; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: 児島 康宏 - იასუჰირო კოჯიმა - Yasuhiro Kojima   Fri Aug 02, 2013 9:55 am

ნაოია შიგა

კინოსაკიში

ნაოია შიგა (1883-1971) დაიბადა ჩრდილოეთ იაპონიაში, მიიაგის პრეფექტურაში. ტოკიოს უნივერსიტეტში სწავლისას გადაწყვიტა მწერალი გამხდარიყო, შეწყვიტა სწავლა და მეგობრებთან ერთად დაიწყო ჟურნალ "შირაკაბას" ("არყის ხის") გამოცემა, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს თანამედროვე იაპონურ ლიტერატურაში. მამამისს, წარმატებულ ბიზნესმენს, არ მოსწონდა შვილის მწერლობა. მამა-შვილს შორის დაპირისპირებამ დიდი ზეგავლენა იქონია ნაოიას მწერლობაზე. მის კალამს ეკუთვნის ერთი რომანი "ანიაკოორო" ("გზა ბნელ ღამეში"), ძირითადად ნოველებს წერდა.
1913 წელს ავარიაში მოხვედრის შემდეგ სამკურნალოდ წავიდა დასავლეთ იაპონიაში, კინოსაკიში. საკუთარი განცდის საფუძველზე დაწერა წინამდებარე ნაწარმოები, სადაც ნაჩვენებია სიკვდილ-სიცოცხლის მარადიული ჭიდილი.


მატარებელი დამეჯახა და მძიმედ დავშავდი. ამ ამბის შემდეგ გავემგზავრე კინოსაკიში, რომ შერყეული ჯანმრთელობა აღმედგინა. ექიმმა მითხრა: - ზურგის დაზიანება ხერხემლის კარიოზად თუ განვითარდა, შეიძლება სიცოცხლისათვის საშიში აღმოჩნდესო, თუმცა არა მგონია, ასე მოხდეს. კარიოზმა ორი-სამი წლის განმავლობაში თუ არ იჩინა თავი, შემდეგ საშიში არაფერი იქნება, მთავარია თავს გაუფრთხილდეო. ამიტომ ჩავედი კინოსაკიში. იქ სულ ცოტა სამი კვირა თუ გავძლებდი, ხუთი კვირა მინდოდა დავრჩენილიყავი.

აზროვნება ჯერ კიდევ ნათელი არ მქონდა, რაღაცეები ხშირად მავიწყდებოდა. მიუხედავად ამისა, თავს კარგად ვგრძნობდი და ისე მშვიდად ვიყავი, როგორც არასდროს. ბრინჯის მოსავლის აღების დრო დგებოდა. ამინდიც კარგი იყო.

მარტო ვიყავი, გამომლაპარაკებელი არავინ მყავდა. ან ვკითხულობდი, ან ვწერდი, ან დივანზე ვიჯექი და ბუნდოვან ფიქრებში ჩაძირული მთებსა და მოსეირნე ხალხს მივჩერებოდი, თუ არა, სეირნობაში ვატარებდი დროს. ქალაქისაკენ მომდინარე პატარა ნაკადულის გაყოლებით, ოდნავ აღმართი გზა კარგი სასეირნო იყო. მთის ძირას, ღრმულში მოგროვილ წყალში ურიცხვი კალმახი ცურავდა. თუ კარგად დააკვირდებოდით, შეიძლებოდა, მდინარის დიდი კიბორჩხალაც შეგემჩნიათ, ფეხებზე ბეწვები რომ ეზრდება, რომელიც გაქვავებულივით ერთ ადგილას ზის ხოლმე. ამ გზაზე ვახშმამდე, საღამოობით ხშირად ვსეირნობდი. შეგრილებულზე, შემოდგომის მოწყენილი მთის ხეობის ანკარა ნაკადულის გასწვრივ რომ დავდიოდი, ხშირად სევდიანი ფიქრები მიპყრობდა, გული დარდიანი მქონდა. მაგრამ იყო ამაში რაღაც სასიამოვნო და სიმშვიდის მომგვრელი. ვფიქრობდი ჩემს ავადმყოფობაზე - ერთი ნაბიჯიც და ახლა, ალბათ, აოიამას სასაფლაოს მიწაში ვიწვებოდი გულაღმა, გაფითრებული, ცივი, გაშეშებული, სახესა და ზურგზე ჭრილობებით. ჩემ გვერდზე იქნებოდნენ დედისა და ბაბუის გვამები და ჩვენ ერთმანეთს ვერც კი დაველაპარაკებოდით. ამ სევდიანი ფიქრების მიუხედავად, მაინცდამაინც არ მეშინოდა. ოდესმე ასეც იქნება. მაგრამ როდის? აქამდე ამაზე რომ ვფიქრობდი, ეს "როდის?" ჩემი წარმოდგენით, სადღაც შორს იყო. ახლა ისეთი გრძნობა დამეუფლა, რომ ნამდვილად გაურკვეველია, თუ როდის იქნება ეს. სიკვდილი მეწერა და გადავრჩი, რაღაცამ დამიფარა, რაღაც მაქვს კიდევ გასაკეთებელი და ალბათ ამიტომ. სკოლაში ერთი მოთხრობა ვისწავდე, "ლოდ კრაივი", სადაც ეწერა, რომ კრაივი ასეთი ფიქრებით იმხნევებდა თავს. მეც მის მაგვარად მინდოდა შემეგრძნო ჩემი საშინელი ამბავი. ასეც მომეჩვენა. საოცარია, მაგრამ გული მშვიდად მქონდა, მასში სიკვდილის მიმართ რაღაც უცნაური სიახლოვე წარმოქმნილიყო.

ჩემი ოთახი მეორე სართულზე ერთადერთი და შედარებით წყნარი იყო. წერა-კითხვით დაღლილი აივანზე ვისვენებდი ხოლმე, სკამზე ჩამომჯდარი. იქვე, გვერდზე შემოსასვლელის სახურავი გახლდათ. მის სახლთან შეერთების ადგილას, შიგნით, როგორც ჩანდა, ფუტკრებს ბუდე ჰქონდათ. კარგ ამინდში დიდი, მსუქანი, ვეფხვისმაგვარი შეფერილობის ფუტკრები დილიდან საღამომდე დაძაბულად მუშაობდნენ. ღრიჭოდან გამოძვრებოდნენ, ჩამოვიდოდნენ შემოსასვლელის სახურავზე, იქ ფრთებსა და საცეცებს წინა და უკანა ფეხებით ფაქიზად გაისწორებდნენ. ზოგი მაშინვე მოგრძო ფრთებს ორივე მხარეს კარგად გაშლიდა და გაფრინდებოდა, ზოგიც გაფრენამდე ცოტას გაივლ-გამოივლიდა. აფრენის შემდეგ ისინი სწრაფად უჩინარდებოდნენ. ბაღში არალიის ყვავილები იშლებოდა. ფუტკრებიც იქ ირეოდნენ. მოწყენილობისას ხშირად ვაკვირდებოდი მათ.

ერთ დილას შემოსასვლელის სახურავზე მკვდარი ფუტკარი შევნიშნე. ფეხები მუცელზე ჰქონდა მიკრული, საცეცები უღონოდ ჩამოეშვა. სხვა ფუტკრები, სრულიად გულგრილნი, ბუდეში შესვლა-გამოსვლით იყვნენ დაკავებული. მის გვერდზე დაცოცავდნენ, მაგრამ აშკარა იყო, რომ მისდამი ინტერესი სულ არ ჰქონდათ. ბეჯითად მომუშავე ფუტკრები ნამდვილად ცოცხალი არსებების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. მათთან ახლოს კი ერთი ფუტკარი დილით, შუადღისას, საღამოს, ყოველთვის, როცა არ უნდა გენახათ, ერთსა და იმავე ადგილას, სრულიად გაუნძრევლად, გულაღმა ეგდო. ეს კი ნამდვილად მკვდარი არსების შთაბეჭდილებას მიქმნიდა. იგი ასე იყო სამი დღის განმავლობაში. მისი დანახვა მამშვიდებდა, თან მეცოდებოდა.საღამოს, როცა დანარჩენი ფუტკრები ბუდეში შევიდნენ, ცივ კრამიტზე მარტოდ დარჩენილი მკვდარი ფუტკარი სევდისმომგვრელი სანახაობა გახლდათ. მაგრამ ის მართლაც მშვიდი იყო.

ღამე თავსხმა წვიმა მოვიდა. დილით გამოიდარა, ხის ფოთლები, მიწა და სახურავი სუფთად დაიწმინდა. მკვდარი ფუტკარი იქ აღარ იყო. სხვები ახლაც ცოცხლად მუშაობდნენ, მკვდარი ფუტკარი კი წყალმა საწვიმარი ღარით ჩარეცხა. იგი ალბათ ფეხებშეკუმშული, საცეცებჩამოშვებული, სადღაც, ტალახში უმოძრაოდ გდია. იქ იქნება, სანამ გარე სამყაროში რამე ცვლილება არ მოხდება, რომელიც მას კიდევ სადღაც გადაიტანს. ან, იქნებ ჭიანჭველებმა წაათრიონ. იგი მართლაც მშვიდი იყო. დაძაბული მუშაობის შემდეგ აბსოლუტურად უმოძრაოდ იქცა და, რასაკვირველია, მშვიდი იყო. ამ სიმშვიდის მიმართ სიახლოვე ვიგრძენი. ამას წინათ დავწერე პატარა მოთხრობა, "ჰანის დანაშაული". ერთი ჩინელი, სახელად ჰანი, ეჭვიანობს ქორწინებამდე თავისი ცოლისა და მისი მეგობრის ურთიერთობაზე. ეს ეჭვიანობა საკუთარი ფიზიკური ნაკლი ჰანს ცოლის მკვლელობისკენ უბიძგებს. ამ მოთხრობაში ძირითადად ჰანის გრძნობა აღვწერე. მაგრამ ახლა გამიჩნდა სურვილი, რომ გადმომეცა ჰანის ცოლის გრძნობები, მოკლული, საფლავის ქვეშ მიძინებული ცოლის სიმშვიდე.

მინდოდა დამეწერა "ჰანის მოკლული ცოლი". ბოლოს მაინც არ დავწერე, თუმცა მაშინ მქონდა ასეთი მოთხოვნილება. ვწუხდი, რომ უკვე კარგა ხანია დიდ რომანზე ვმუშაობდი, რომლის მთავარი გმირის შეხედულება ამ ამბავს არაფრით ეხმიანებოდა.

დიდი დრო არ გასულიყო, რაც წვიმამ წაიღო მკვდარი ფუტკარი და იგი ჩემი მხედველობის არიდან გაქრა. ერთ დილას სასეირნოდ გამოვედი ჰიგაშიიამას პარკში, მარუიამას მდინარესთან. პარკიდან ჩანდა იაპონიის ზღვა, რომელშიც ჩაედინება მარუიამა. აბანოსთან მომდინარე ღელე გზის შუაში წყნარად მიედინებოდა და მარუიამას უერთდებოდა. ერთ ადგილას ხალხი ხიდსა და ნაპირზე შეკრებილიყო, მდინარეში იყურებოდა და ხმაურობდა. ისინი მდინარეში ჩაგდებულ ვირთხას უყურებდნენ, რომელიც უკანასკნელი ძალით ცდილობდა გაეცურა და თავისთვის ეშველა. მას კისრის ადგილას ასე ოცსანტრიმეტრიანი შამფური ჰქონდა გაყრილი. თავს ზემოთ დაახლოებით ცხრა სანტიმეტრი მოჩანდა, ყელს ქვემოთ - კიდევ ცხრა. ვირთხა ქვის ჯებირზე ცდილობდა აძრომას. ორი-სამი ბავშვი და ასე ორმოციოდე წლის მძღოლი მას ქვებს ესროდნენ, მაგრამ ვერაფრით ახვედრებდნენ. ქვები ტკაცატკუცით ეცემოდა ჯებირს. მაყურებლები ხმამაღლა იცინოდნენ. ვირთხა ძლივს იკიდებდა ფეხს ჯებირის ქვებზე, მაგრამ ყელში გაყრილი შამფური აძრომაში ხელს უშლიდა და ისევ წყალში ვარდებოდა. ის ყველანაირად ცდილობდა თავის შველას. მისი გამომეტყველება ადამიანებისათვის გაუგებარი იყო, მაგრამ მოქმედება ნამდვილად განწირულის უკანასკნელი ძალით ბრძოლას ჰგავდა. შამფურგაყრილმა ვირთხამ ახლა მდინარის შუაგულისკენ გაცურა, თითქოს ეგონა, რომ გაქცევით თავს უშველიდა. ბავშვები და მძღოლი უფრო და უფრო აზარტში შედიოდნენ და მეტი გამალებით ესროდნენ. იქვე, სარეცხი ადგილის წინ, საკვების ძებნაში გართული ორი-სამი ბატის ყურადღება ქვებმა მიიქცია. მათ კისერი წაიგრძელეს და მიიხედ-მოიხედეს. ქვები ტყლაპა-ტყლუპით ვარდებოდა წყალში. კისერწაგრძელებულმა, დამფრთხალმა ბატებმა სწრაფად აამოძრავეს ფეხები და ყიყინით გასწიეს მდინარის სათავისაკენ. არ მინდოდა ვირთხის ბოლო წუთების ყურება. გონებაში ჩამებეჭდა გადარჩენისათვის მისი უკანასკნელი ძალ-ღონით ბრძოლა, თუმცა მას მაინც სიკვდილი ეწერა. სევდიან, ცუდ განწყობაზე დავდექი. ეს სინამდვილე იყო. ვფიქრობდი, თუ რა საშინელი რამ არის, ჩემი სასურველი სიმშვიდის წინ ასეთი ტანჯვის არსებობა. მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილის შემდგომ სიმშვიდესთან სიახლოვეს ვგრძნობდი, სიკვდილის მოახლოებისას ასეთი გააფთრებული ბრძოლა საშინლად მომეჩვენა. ცხოველებმა, რომლებმაც არ იციან, თუ რა არის თვითმკვლელობა, სიცოცხლის ბოლო წუთამდე უნდა იბრძოლონ გადარჩენისათვის. იმ ვირთხის მაგვარი რამ მე რომ შემმთხვეოდა, ნეტავ როგორ მოვიქცეოდი? იმ ვირთხასავით ხომ არ ვიბრძოლებდი? მომაგონდა ჩემი ამბავი. მეც ასეთ სიტუაციაში მოვხვდი. ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო. თვითონ გადავწყვიტე, რომელ საავადმყოფოში წავსულიყავი და რითი. ხალხს ვთხოვე, სავადმყოფოში დაერეკათ. ვიფიქრე, თუ ექიმი ადგილზე არ არის და მაშინვე ოპერაციას ვერ გამიკეთებენ, უფრო გამიჭირდება-მეთქი. საოცარია, ნახევრადგონებადაკარგულმა როგორ შევძელი ასეთ მნიშვნელოვან რამეებზე ფიქრი. სასიკვდილოა თუ არა ჭრილობა? ეს იყო, რაც მაწუხებდა. მაგრამ ისიც საკვირველია, რომ, როცა ამაზე ვფიქრობდი, სიკვდილის შიში თითქმის არ მქონდა. მეგობარს, რომელიც ჩემ გვერდით იჯდა, ვკითხე: სასიკვდილოა? ექიმი რას ამბობს=მეთქი. მან მიპასუხა: სასიკვდილო არ არისო. ამის გაგონებისთანავე გავმხნევდი, რაღაცნაირად ავღელდი და სიცოცხლის ძალა შემემატა. სასიკვდილოაო, რომ ეთქვათ, როგორ ვიქნებოდი, ვერც წარმოვიდგენ.ალბათ შევწუხდებოდი, მაგრამ არა მგონია სიკვდილს ისე შევეშინებინე, როგორც ამაზე ჩვეულებრივ მიფიქრია. ასეთი პასუხი რომ მიმეღო, ალბათ, მაინც რაღაცნაირად შევეცდებოდი გადავრჩენილიყავი. დიდი განსხვავება არ იქნებოდა ამ ვირთხასა და ჩემს შორის. იგივე ამბავი კიდევ რომ შემემთხვეს, ისევე მოვიქცევი, ალბათ. მინდა წყნარად მივიღო ის, რაც მიწერია, თუმცა რეალობაში ეს სურვილი ადამიანზე ისე სწრაფად ვერ ახდენს გავლენას. ორივე შემთხვევა შესაძლებელია. თუ მოახდენს გავლენას, მოახდინოს, თუ არა და ამასაც არა უშავს. მაინც ვერაფერს გააწყობ და...

ცოტა ხნის შემდეგ, ერთ საღამოს, ქალაქიდან მდინარის გასწვრივ, მისი სათავისაკენ, ნელ-ნელა, მარტო ვსეირნობდი. გვირაბის წინ, რკინიგზას რომ გადახვიდოდი, გზა ვიწრო და დამრეცი ხდებოდა. აქ დინებაც ჩქარი იყო. ადამიანებიც თითქმის აღარსად ჩანდნენ. აი, ამ კუთხემდეც და დავბრუნდები-მეთქი - ვფიქრობდი და მაინც თითო-თითო კუთხით წინ მივიწევდი. გარშემო ყველაფერი ლილისფერი გამხდარიყო. ჰაერის გრილი შეხება და გამეფებული სიმშვიდე რაღაცნაირად მაღელვებდა. გზის პირას დიდი თუთის ხე იდგა. გზის მეორე მხარეს გადაწვდილ ტოტზე მხოლოდ ერთი ფოთოლი, ერთნაირი რიტმით თრთოდა. ქარიც არ იყო და ისე ჩანდა, თითქოს დინების გარდა ამ სიწყნარეში მხოლოდ ეს ერთი ფოთოლი შრრ... შრრ...-ს ძახილით მოძრაობს გამალებულიო. ამან ცოტა გამაკვირვა. მეტნაკლებად შიშის გრძნობაც დამებადა. აქ ცნობისმოყვარეობამ იჩინა თავი. ქვემოთ გაჩერდა. მიზეზი ნათელი იყო. მგონი, ასეთი სხვა შემთხვევებიც ვიცოდი.

თანდათან შებინდდა. რომელ კუთხემდეც არ უნდა მივსულიყავი, იქიდან კიდევ შემდეგი მოჩანდა. უკვე დაბრუნებას ვაპირებდი. ანგარიშმიუცემლად დინებას ჩავშტერებოდი. მოპირდაპირე მხარეს გვერდულად წყლიდან ამოსულ ასე ნახევარი ტატამის2 ზომის ქვაზე პატარა შავი არსება იჯდა - ტრიტონი იყო. ჯერ კიდევ სველს ლამაზი ფერი ჰქონდა. თავი ქვემოთ დინებისაკენ მიემართა და გაქვავებულიყო. მისი სხეულიდან ჩამოსული წყლის წვეთები ერთმანეთს უერთდებოდა და წვრილად მოედინებოდა მშრალ, შავ ქვაზე. მე მას ჩაცუცქული ვუცქერდი უმიზნოდ. ადრინდელთან შედარებით ტრიტონები აღარ მძულდა. ხვლიკები ასე თუ ისე მომწონდა. პატარა ცხოველებში ყველაზე მეტად გეკონს3 ვერ ვიტანდი. ტრიტონი კი ჩემთვის სულ ერთი იყო. დაახლოებით ათი წლის წინ, აშის ტბაზე ვაკვირდებოდი მათ, სასტუმროდან გამოსულ კანალიზაციის წყალში რომ ფუთფუთებდნენ. ვფიქრობდი, ტრიტონად ყოფნა ჩემთვის აუტანელი იქნება-მეთქი. რა მეშველება, შემდეგ ცხოვრებაში ტრიტონად რომ მოვევლინო ქვეყანას? - არ მასვენებდა ასეთი უსიამო ფიქრები. ამიტომ მეზიზღებოდა ტრიტონების ყურება. მაგრამ ახლა ამაზე უკვე აღარ ვფიქრობდი. გადავწყვიტე, შემეშინებინა ტრიტონი, რომ წყალში შესულიყო. მომაგონდა, როგორ დადის იგი სხეულის მოუქნელი რხევით. ჩაცუცქულმა პატარა ბურთისხელა ქვა ავიღე და ვესროლე. მაინცდამაინც მისთვის არ დამიმიზნებია, რომც დამემიზნებინა, ვერ მოვარტყამდი, იმდენად არ მეხერხება რაიმეს მიზანში მოხვედრება. ამიტომ სულ არ მიფიქრია, რომ ქვა მოხვდებოდა. ქვამ ტკაცანი გაადინა და მდინარეში ჩავარდა. ამ ხმასთან ერთად ტრიტონი თითქოს ათიოდე სანტიმეტრით გვერდზე გადახტა. კუდი გაჭიმა და მაღლა ასწია. ნეტავ რა მოხდა? - გავიფიქრე და დავაკვირდი. თავიდან არც მიფიქრია, რომ ქვა მოხვდა. გაჭიმული კუდი ბუნებრივად, მშვიდად ჩამოეშვა დაბლა. იდაყვები თითქოს გაასწორაო, წინ მიკრული ორივე ფეხის თითები მოკაკვა და უღონოდ გადავარდა. კუდი ქვას მიეკრო. უკვე აღარ ინძრეოდა. იგი მოკვდა. რა ჩავიდინე? მოვკალი ტრიტონი, რომლის მოკვლა სულაც არ მინდოდა. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვკლავ მწერებსა და პატარა ცხოველებს, ძალიან არასასიამოვნო იყო. ეს მე ჩავიდინე, მაგრამ ნამდვილად შემთხვევით. ტრიტონისთვის სრულიად უეცარი სიკვდილი იყო. ცოტა ხანი გავჩერდი ასე ჩაცუცქული. თითქოს მარტო მე და ის ვარსებობდით. ტრიტონის ადგილას დავაყენე ჩემი თავი, მისი გრძნობები გავითავისე. შემეცოდა და მასთან ერთად შევიგრძენი ცოცხალ არსებათა სევდა. მე შემთხვევით არ მოვკვდი, ტრიტონი კი შემთხვევით მოკვდა. ნაღვლიანი მოვედი სახლში ჩაბნელებული გზით, ძლივს რომ ჩანდა. შორიდან ანათებდა გარეუბნის სინათლეები. მკვდარ ფუტკარს რა მოუვიდა? მას მერე კვლავ იწვიმა და ალბათ უკვე მიწაში იქნება. იმ ვირთხას რა დაემართა? მდინარე ზღვაში წაიღებდა, ახლა წყლით გასიებული მისი სხეული ნაგავთან ერთად, სადღაც, ზღვის სანაპიროზე გდია, ალბათ. მე კი არ მოვკვდი და ახლა ასე დავდივარ... მადლობელი უნდა ვიყო-მეთქი, ვიფიქრე, მაგრამ ჩემში ამას სიხარული არ გამოუწვევია. ცოცხლად ყოფნა და მკვდრად ყოფნა, ეს ორი პოლუსი არ იყო. მომეჩვენა, რომ მათ შორის არც ისე დიდი განსხვავებაა. უკვე ძალიან დაბნელდა. ჩემი მხედველობა მხოლოდ შორეულ სინათლეებს აღიქვამდა. საკუთარ ნაბიჯებსაც ვეღარ ვხედავდი და ფეხები თითქოს მე აღარ მეკუთვნოდა. ტვინი თავისთავად მუშაობდა. ამან უფრო გამიმწვავა ასეთი ფიქრები.

კინოსაკიში სამი კვირა დავყავი და წამოვედი. მას შემდეგ უკვე სამ წელზე მეტი გავიდა. კარიოზი არ დამმართნია, გადავრჩი.

___________

1 კინოსაკი - კურორტი დასავლეთ იაპონიაში, სადაც ბუნებრივი ცხელი წყლის წყაროებია.

2 ტატამი - ბრინჯის სილოსისაგან დამზადებული საგები იატაკისათვის იაპონურ სახლში. მართკუთხედის ფორმა აქვს და ხშირად გამოიყენება ფართის საზომ ერთეულად. ზომა დაახლოებით 1,90 X 0,90 მ.

3 გეკონი - ხვლიკისებრი ცხოველი.



იაპონურიდან თარგმნეს - მედეა გოცირიძემ და იასუჰირო კოჯიმამ.

***
იასუჰირო კოჯიმა იაპონელი ქართველოლოგია. მან იაპონიაში დამოუკიდებლად დაიწყო ქართული ენის შესწავლა. ამჟამად სტაჟირებას გადის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სამეცნიერო მოღვაწეობასთან ერთად მთარგმნელობით საქმიანობასაც ეწევა. აღმოსავლეთმცოდნე მედეა გოცირიძესთან ერთად თარგმნა XX საუკუნის იაპონელი მწერლის ნაოია შიგას ნოველა "კინოსაკიში".

გაზეთი „ლიტერატურული საქართველო“, 2002-05-17

* ბმული - http://www.open.ge/index.php?m=57&y=2002&art=9392
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: 児島 康宏 - იასუჰირო კოჯიმა - Yasuhiro Kojima   Fri Aug 02, 2013 10:04 am

ნათია უტიაშვილი

ვინ არის იაპონელი იასუჰირო კოჯიმა, რომელიც ქართულ ენაზე, მეგრულ, სვანურ, ლაზურ დიალექტებზე საუბრობს და ტოკიოს უნივერსიტეტში იაპონელებს ქართულად საუბარსა და წერა-კითხვას ასწავლის


იასუჰირო კოჯიმა იაპონელია, ტოკიოში ცხოვრობს და უკვე 4 წელია‚ იაპონელებს ქართულ წერა-კითხვასა და საუბარს ასწავლის. გარდა იმისა, რომ იასუჰირომ ძალიან კარგად იცის ქართული, ის‚ ასევე‚ ლაპარაკობს მეგრულ, ლაზურ და სვანურ დიალექტებზე. ცოტა არ იყოს‚ შემრცხვა, როცა ელექტრონულ ფოსტაზე წერილი ლათინური შრიფტით მივწერე, ხოლო იასუჰირომ ქართული შრიფტით მიპასუხა... მას ქართველი მეუღლე ჰყავს – მედეა გოცირიძე და მიუხედავად იმისა, რომ ისინი თითქმის 10 წელია‚ ტოკიოში ცხოვრობენ, სახლში უფრო ხშირად ქართულ ენაზე საუბრობენ. ამ ორი ადამიანის წყალობით‚ ტოკიოში უკვე ბევრი ადამიანი იცნობს საქართველოს, ქართულ კულტურას და რაც მთავარია‚ ქართულად საუბრისა და წერა-კითხვის შესწავლის მსურველთა რაოდენობა იზრდება.



იასუჰირო კოჯიმა: 1976 წელს დავიბადე იაპონიის ერთ-ერთ რეგიონში, 18 წლამდე იქ ვცხოვრობდი. შემდეგ უნივერსიტეტში ჩავაბარე და ტოკიოში გადმოვედი საცხოვრებლად‚ მას შემდეგ სულ აქ ვცხოვრობ. ზოგად ენათმეცნიერებას ვსწავლობდი და მაშინ გავიგე ქართული ენისა და ზოგადად, კავკასიური ენების შესახებ, რომლებიც თავისებური და საინტერესოა. საქართველოში წელიწადში ერთხელ ჩამოვდივარ, ოღონდ ცოტა ხნით. ადრე 2 წლის განმავლობაში‚ ანუ 2000-2002 წლებში‚ ვცხოვრობდი თბილისში და სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში ვსწავლობდი კავკასიურ ენებს.

– რატომ გამოარჩიეთ ქართული ენა?

– თავიდან მაინტერესებდა კავკასიური ენები, მაგრამ მერე, რატომღაც ქართული ენით უფრო დავინტერესდი. მოვიძიე უნივერსიტეტში ქართულ ენაზე წიგნი, შევყევი და მართლაც ძალიან საინტერესო ენა აღმოჩნდა. ჩვენს უნივერსიტეტში იყო ინგლისურენოვანი წიგნი „ქართული ენის გრამატიკა“ და იმით დავიწყე სწავლა. შემდეგ იაპონიაში დავიწყე ქართული ოჯახის მოძებნა და ბოლოს, ტოკიოსთან ახლოს ვნახე ერთი პატარა, ქართული ოჯახი. მათთან მივედი, გავიცანი და კვირაში ერთხელ დავდიოდი ქართული ენის სასწავლებლად. ქართულ ენას ძალიან რთული გრამატიკა აქვს და საკმაოდ რთული სასწავლია. ეს ხდებოდა 1998 წელს, ანუ 14 წლის წინათ და თან, ქართველი მეუღლე მყავს ოჯახში, ხშირად ვსაუბრობთ ქართულ ენაზე.

– მშვენივრად ლაპარაკობთ, თუმცა ქართულ ენაში ბევრი ისეთი ბგერაა, რომლის გამოთქმაც უცხოელებს ძალიან უჭირთ.

– ნამდვილად – წ, ჭ, ყ, ხ, კ ძალიან რთული გამოსათქმელია და თავიდან გამიჭირდა. იაპონური ენის გამოთქმა და გრამატიკა არ არის რთული. წერა-კითხვა და იეროგლიფებია ძალიან რთული. ქართულში კი პირიქითაა, წერა მარტივია, ანბანი – უმარტივესი, სამაგიეროდ, გამოთქმა, გრამატიკაა ურთულესი.

– რა რეაქცია ჰქონდათ მაშინ საქართველოში, როცა უცებ ქართულად იწყებდით ლაპარაკს?

– ახლა იმდენად აღარ არის გასაკვირი, როცა უცხოელი ქართულად იწყებს ლაპარაკს. მაგრამ მაშინ მართლაც ძალიან უკვირდათ, გაოცებულები მიყურებდნენ. იმ დროს ასეთი სახის, ანუ იაპონელი თბილისში მაინც უცხო იყო. ახლა უკვე ბევრი ჩინელია, მაშინ იაშვიათი იყო და როდესაც ქუჩაში გავდიოდი‚ ყველა მე მიყურებდა, უცნაურად ვგრძნობდი თავს. თან, როცა ქართულად დავილაპარაკებდი, გაოცება მაშინ უნდა გენახათ.

– როგორ გაიცანით თქვენი ქართველი მეუღლე?

– როდესაც თბილისში ვსწავლობდი, პარალელურად, უნივერსიტეტში ვასწავლიდი იაპონურს. ამ დროს ჩემი მეუღლეც იაპონურს ასწავლიდა და ასე გავიცანით ერთმანეთი. თუმცა‚ თავიდან‚ როდესაც მე ჩამოვედი თბილისში, ის იაპონიაში იყო სტაჟირებაზე. რომ დაბრუნდა თბილისში, მაშინ გავიცანი. მერე შევხვდით ერთმანეთს...

– მალევე გადაწყვიტეთ დაოჯახება?

– ძალიან მალე გადავწყვიტეთ. სანამ თბილისში ვიყავით‚ იმ ორი წლის განმავლობაში მოვასწარით დაქორწინება. მე არ ვარ მართლმადიდებელი, ეკლესიაში არ დაგვიწერია ჯვარი, მაგრამ ხელი მოვაწერეთ. მერე ქეიფიც გვქონდა, აღვნიშნეთ მეგობრების წრეში. შემდეგ იაპონიაში გადმოვედით საცხოვრებლად და ძირითადად, აქ ვცხოვრობთ. ჩემი მეუღლეც აქ ქართულს ასწავლის. ტოკიოს ცენტრში ენების სკოლაა, სადაც მრავალი ენა ისწავლება. რაც ჩემი მეუღლე ჩამოვიდა, ქართული ენის კურსიც გახსნეს და დაინტერესებულ იაპონელებს ქართულ ენას ასწავლის. კვირაში ოთხი გაკვეთილი აქვს, ჯგუფი ჰყავს. ვინც სწავლობს ენას, ზოგს ქართული ბალეტი უყვარს, ზოგს – კინო, ზოგი ქართველ სპორტსმენს გულშემატკივრობს და ასე შემდეგ, მრავალნაირი ინტერესი აქვთ და თან, ქართულ ენას სწავლობენ.

– როგორც ვიცი, მეუღლესთან ერთად კვირის სხვადასხვა დღეებში სხვადასხვა ენაზე საუბრობთ.

– ეს ვარჯიშისთვის, პრაქტიკისთვის არის საჭირო. ამიტომ, ვლაპარაკობთ სხვადასხვა ენაზე. ვცდილობთ‚ რომელი ენის დღეც არის, იმ დღეს იმ ენაზე ვისაუბროთ. ძირითადად, მაინც ქართულად ვლაპარაკობთ. მიჩვეულები ვართ. როცა ერთმანეთი თბილისში გავიცანით, გარშემო ყველა ქართულად ლაპარაკობდა და ჩვენთვისაც ბუნებრივი იყო ამ ენაზე საუბარი. რაც იაპონიაში ჩამოვედით, 10 წელზე მეტია, აქ ვცხოვრობთ, მაინც ვერ გადავეჩვიეთ.

– სიყვარული ქართულად აუხსენით თუ იაპონურად?

– არ მახსოვს, მაგრამ‚ ალბათ‚ ქართულად.

– როგორც ვიცი, ამჟამად ტოკიოში იაპონელებს ქართულ ენას ასწავლით. დიდია მათი მხრიდან ინტერესი?

– ამჟამად სადაც ვმუშაობ, ტოკიოს უცხო ენათა ინსტიტუტში ბევრი ენა ისწავლება. სტუდენტებს აქვთ სპეციალობა: რუსული, ჩინური, ინგლისური, ამ სპეციალობებში არ შედის ქართული ენა. თუმცა‚ ისწავლება და მე ვასწავლი უკვე მეოთხე წელია, მანამდე არ ისწავლებოდა. ყოველ წელს იზრდება სტუდენტების რაოდენობა და ძალიან მიხარია. ვცდილობ‚ ადვილად ისწავლონ სტუდენტებმა. რთული ენაა, იაპონელებისთვის კი – განსაკუთრებით. ამიტომ‚ ერთი წლის განმავლობაში ძირითადს სწავლობენ. ერთ წელში ალაპარაკებას ვერ ახერხებენ, მაგრამ საფუძველი აქვთ. სხვათა შორის‚ ერთმა სტუდენტმა, რომელმაც ჩემთან ერთწლიანი კურსი გაიარა, გადაწყვიტა, საქართველოში ჩამოსულიყო და ესწავლა. ახლა თბილისშია და სწავლობს.

– ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ. იაპონელებს არა მხოლოდ ქართულ ენას ასწავლით, მათ საქართველოს, მის კულტურას, ისტორიასაც აცნობთ.

– ვერ ვიტყვი, რომ იაპონიაში საქართველოს შესახებ ბევრი რამ იციან, ამიტომ ხანდახან ვცდილობ‚ გავაცნო. 2004 წელს ტოკიოში იაპონურ ენაზე ვთარგმნე და გამოვეცი „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, ამის შემდეგ ვთარგმნე ორი პატარა მოთხრობა: ლაშა თაბუკაშვილის „მშვიდობით‚ ქალბატონო“ და გოდერძი ჩოხელის „დავიწყების მდინარე“. ძალიან მიყვარს ლიტერატურა და ქართული მოთხრობების კითხვა. საერთოდ‚ რაც წამიკითხავს, მათ შორის ესენი ძალიან მომეწონა და მიყვარს. კიდევ ბევრი მოთხრობაა, რომლის თარგმნაც მინდა.

– ამან იაპონიაში თუ გამოიწვია დაინტერესება?

– „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ რომ გამოვეცი, ეს იყო პირველი, როცა ქართულიდან იაპონურ ენაზე პირდაპირ ითარგმნა ლიტერატურული ნაწარმოები. სტატიაც დაიბეჭდა და ბევრი დაინტერესდა, წაიკითხეს, მოეწონათ.

– ხომ არ მუშაობთ ლექსიკონზეც?

– ახლა ვაკეთებ ლექსიკონს, ჯერჯერობით კეთების პროცესშია. ეს იქნება იაპონურ-ქართული და შემდეგ მის საფუძველზე‚ ალბათ‚ ქართულ-იაპონურს გავაკეთებ.

– როდესაც საქართველოში ჩამოდიხართ, თუ გაქვთ ადგილები, სადაც ხშირად დადიხართ და სასიამოვნოდ ატარებთ დროს?

– ბოლო დროს ძირითადად, საქმეზე ჩამოვდივარ ერთი-ორი კვირით. სულ ვმუშაობ და დიდი დრო არ მაქვს დასვენებისთვის. მინდა‚ დიდი ხნით ჩამოვიდე საქართველოში და გარკვეული პერიოდი, რამდენიმე წელი ვიცხოვრო მანდ. ამის სურვილი ნამდვილად მაქვს. საქართველოში ბევრი ადგილი მაქვს მოვლილი და ყაზბეგმა დატოვა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება. ძალიან მინდა, მოვხვდე მთათუშეთში. სამწუხაროდ‚ არ ვარ ნამყოფი და დიდი იმედი მაქვს, ოდესმე მოვხვდები იქ. წელს‚ ზაფხულში‚ ალბათ‚ მარტო ჩამოვალ, 2-3 კვირით. ჯერ არ მაქვს განსაზღვრული, ალბათ‚ აგვისტო-სექტემბერში.

ჟურნალი "თბილისელები", 2012-07-09

ბმული - http://tbiliselebi.ge/?mas_id=15064&year=2012&rubr_id=2&jurn_id=28
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: 児島 康宏 - იასუჰირო კოჯიმა - Yasuhiro Kojima   Fri Aug 02, 2013 10:22 am



გოდერძი ჩოხელის "დავიწყების მდინარე" იაპონურად


08:00 / 15-05-2011

გოდერძი ჩოხელის მწერლობას მსოფლიო სათანადოდ ჯერ არ იცნობს, მაგრამ მისი "დავიწყების მდინარე" საკმაოდ ავტორიტეტულმა იაპონურმა ჟურნალმა "შუაღამისას" თარგმნა და იაპონელი მკითხველის დიდი მოწონებაც დაიმსახურა.

ნინო მელაშვილი-ჩოხელი: - გოდერძის მოთხრობა "დავიწყების მდინარე" ქართველოლოგმა და ენათმეცნიერმა იასუჰირო კოჯიმამ თარგმნა. ეს ადამიანი ათი წელია საქართველოს ხშირი სტუმარია, ჰყავს ქართველი მეუღლე და ძალიან მოსწონს ჩვენი მწერლობა, განსაკუთრებით კი გოდერძის მოთხრობები. მისთვის ჟურნალ "შუაღამისას" ქართული მოთხრობის თარგმნა უთხოვია და მანაც "დავიწყების მდინარე" თარგმნა.

ჟურნალი 2009 წელს გამოვიდა, მაგრამ ჩვენ მასზე ხელი არ მიგვიწვდებოდა. იასუჰირომ ახლახან თვითონ ჩამოგვიტანა ნომრის ეგზემპლარი. ჩვენთან სტუმრობით ძალიან გაიხარა, გაიძახოდა, რა დიდი მწერლისა და მოღვაწის ოჯახში ვიმყოფებიო. როგორც გვითხრა, სხვა მოთხრობების თარგმნას და იაპონიაში გოდერძი ჩოხელის პატარა კრებულის გამოცემასაც აპირებს.

მართალია, თარგმანის წაკითხვა ვერ შევძელით, მაგრამ იაპონელები გოდერძის შემოქმდებით რომ დაინტერესდნენ, ძალიან გვახარებს. მოთხრობასა და გოდერძის ბიოგრაფიასთან ერთად თვალსაჩინოებისთვის რუკაა დახატული, სადაც ისრით არის მიანიშნებული საქართველო.

დავით ოქრუაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)

წყარო/Source: http://www.ambebi.ge/books/36114-goderdzi-chokhelis-qdavitsyebis-mdinareq-iaponurad.html#ixzz1O28FLbiW
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: 児島 康宏 - იასუჰირო კოჯიმა - Yasuhiro Kojima   Today at 12:14 am

Back to top Go down
 
児島 康宏 - იასუჰირო კოჯიმა - Yasuhiro Kojima
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთარგმანებელთა და თარგმანთათვის-
Jump to: