არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 აზა მდინარაძე

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: აზა მდინარაძე   Thu May 30, 2013 12:07 am


Aza Mdinaradze

აზა მდინარაძე

დავიბადე თბილისში და დღემდე აქ ვცხოვრობ.

ვსწავლობდი თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. 53–ე სკოლასა და ამავე მეცნიერის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოლოგიისა და კინოხელოვნების (მეორეულ, კინოსასცენარო სპეციალობით) ფაკულტეტებზე.
დავამთავრე აღნიშნული ფაკულტეტები და შოთა რუსთველის სახ. ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურა.

ვმუშაობ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.

გახლდით ახალგაზრდობის საგანმანათლებლო ასოციაცია "მთენის" გამგეობის თავმჯდომარე, ორი რესპუბლიკური შემოქმედ ბავშვთა ფესტივალის დირექტორი, საბავშვო გაზეთი "მთენის", საინფორმაციო სააგენტოსა და ჟურნალისტური სკოლის დირექტორი, საგამოძიებო ჟურნალისტიკის საგანმანათლებლო ჯგუფის პროექტის დირექტორი და ბავშვთა საზაფხულო ბანაკების ტრენერი და მენეჯერი.

გატაცებული ვიყავი ალპინიზმით – 30–ჯერ ავსულვარ კავკასიონის (მათ შორის საქართველოს უმაღლეს მწვერვალ შხარაზე), ფანების მთებისა და ტატრების მწვერვალებზე.

ჩემი ჰობია ინტერიერის დიზაინი – გახლავართ ავტორი სხვადასხვა ბინის, ოფისის, სილამაზის სალონის (33ა), ბარის ("ჯოილენდი", ბაკურიანი) ინტერიერის დიზაინისა.

მიყვარს წიგნები, მოგზაურობა, მუსიკა, კინო და ცხოველები.

მყავს მეუღლე და 4 შვილი.


ბმული:
* https://www.facebook.com/aza.mdinaradze
* http://www.linkedin.com/pub/aza-mdinaradze/37/425/66a
* http://literatura.mcvane.ge/main/literatura/poezia/487-bbbbbbbbb-bbb.html
* http://lib.ge/mdinaradze-aza/

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Aza Mdinaradze



Female
Number of posts : 13
Age : 111
Location : Tbilisi
Job/hobbies : educational project manager; teacher; interior desighner
Humor : rocky elephant
Registration date : 30.05.13

PostSubject: Re: აზა მდინარაძე   Thu May 30, 2013 10:38 am

ბექას

ო, არ იდარდო, მე შენზე მეტი ცუდი მინახავს.
გაძელი მარტო – მაინც ვერავინ გეტყვის, ვინა ხარ.
აწიე თავი – შენ თვითონ უნდა იღონო რამე,
აჰყვე აღმართებს და მზის ლოდინში ათიო ღამე.

ო, არ იდარდო – სადარდელი დარდს მეტი მოაქვს.
ვინც დარდს ივიწყებს, დამიჯერე, მას მეტი დრო აქვს!
მას მეტი დრო აქვს, გაიაზროს –
დრო
ან ჩავლილი,
ან ჩასავლელი.
Back to top Go down
View user profile http://azamdinaradze.com
Aza Mdinaradze



Female
Number of posts : 13
Age : 111
Location : Tbilisi
Job/hobbies : educational project manager; teacher; interior desighner
Humor : rocky elephant
Registration date : 30.05.13

PostSubject: Re: აზა მდინარაძე   Thu May 30, 2013 10:40 am

დილა

თრთვილმა დათრთვილა ყველა ფოთოლი,
ყველა სამყურა ერთად ატირდა
და განთიადმა
მთები ტყიანი
უცებ ამოსხა ნისლის აკვნიდან.


Back to top Go down
View user profile http://azamdinaradze.com
Aza Mdinaradze



Female
Number of posts : 13
Age : 111
Location : Tbilisi
Job/hobbies : educational project manager; teacher; interior desighner
Humor : rocky elephant
Registration date : 30.05.13

PostSubject: Re: აზა მდინარაძე   Thu May 30, 2013 10:43 am

უშენოდ

უშენოდ ჩამოსხდნენ ნისლები ფანჯრის რაფებზე,
უშენოდ დააფარეს საბანი მოლურჯო ქედებს,
უშენოდ თვლემენ ჩემ გარშემო და ღრმად სუნთქავენ,
უშენოდ ევლებიან თავს ხეებს, ჩიტებს, ჩემს ფიქრებსა და სიყვარულს,

უშენოდ შემოდიან ჩემს ოთახში -
ბავშვების სულებით ავსებულ ლარნაკში,
სადაც ყვავილების ადგილი აღარ დარჩა,
რადგან ბავშვების სულებმა აავსეს ყოველივე -
ყველა გრძნობა და ყველა ჭურჭელი,
ყველა ნატვრა და საფიქრალი,
ბავშვი შემოსახლდა ჩემში და ბავშვურად მოფერებას მთხოვს...

ეს ნისლები კი,
უშენოდ მოცურებულნი, მოახლოებულნი და მოდარაჯებულნი,
უფრო მახსენებენ უშენობას,
უფრო მატკიებენ უშენობას,
უფრო ჭრილობებივით იხსნებიან, ვიდრე ადრე - მალამოსავით
რომ მესალბუნებოდნენ მწვანე თვალებსა და მწვანე შეგრძნებებზე...

უშენოდ მოდის გაზაფხულიც -
მარტი მარტობს და გული ყვავილობს;
უშენოდ რეკავს ზარი და მეძახის სადღაც -
იქ, უშენოდ რომ უნდა მივიდე!
Back to top Go down
View user profile http://azamdinaradze.com
Aza Mdinaradze



Female
Number of posts : 13
Age : 111
Location : Tbilisi
Job/hobbies : educational project manager; teacher; interior desighner
Humor : rocky elephant
Registration date : 30.05.13

PostSubject: ise eZaxdnen   Wed Jun 05, 2013 8:18 pm


ისე ეძახდნენ


ისე ეძახდნენ იებს იები, ხეებს - ხეები, ბუჩქებს - ბუჩქები,
ისე დაბერდნენ მაგნოლიები, თეთრი ხელები, მკრთალი ტუჩები
და ისე დარჩა თოვლში ფარული
ყინვით დამსკდარი ზღვა სიყვარული,

ისე ეძებდნენ ალერსს თვალები, გზები - შეხვედრას, გრძნობას - ალები
და ისე დაჭკნენ იასამნები,
რომ არ მოვიდა მზე გაზაფხულის.
დარჩა სიცივე
და დაზაფრული
ტრიალ მინდორზე მარტო დამტოვა.
მას შემდეგ აღარ შემწყდარა თოვა...
Back to top Go down
View user profile http://azamdinaradze.com
Aza Mdinaradze



Female
Number of posts : 13
Age : 111
Location : Tbilisi
Job/hobbies : educational project manager; teacher; interior desighner
Humor : rocky elephant
Registration date : 30.05.13

PostSubject: Re: აზა მდინარაძე   Wed Jun 05, 2013 8:25 pm


მესხეთში

მწვანე სერებით დამესერება სული ეული,
განსასვენები გამიცოცხლდება სველი სხეული,
როცა შორეთის ციხის ქიმთან გადარეული
შენს სუნთქვას ვუსმენ და დაგცქერი,
მესხეთის მიწავ!


Last edited by Aza Mdinaradze on Wed Jun 05, 2013 8:45 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://azamdinaradze.com
Aza Mdinaradze



Female
Number of posts : 13
Age : 111
Location : Tbilisi
Job/hobbies : educational project manager; teacher; interior desighner
Humor : rocky elephant
Registration date : 30.05.13

PostSubject: Re: აზა მდინარაძე   Wed Jun 05, 2013 8:30 pm



***

როცა ფოთლები შეყვითლდება და აცივდება,
როგორც ტანსაცმელს ზაფხულისას, ისე დავკეცავ
და კიდობანში ჩავალაგებ ბავშვობის დღეებს -
ზაფხულებივით მხიარულებს და მცხუნვარეებს.

ჩუმად ჩაივლის შემოდგომა, ზამთარი მოვა,
მერე, თუ ჩემთან არ იქნები,
დამიტანს თოვა.
Back to top Go down
View user profile http://azamdinaradze.com
Aza Mdinaradze



Female
Number of posts : 13
Age : 111
Location : Tbilisi
Job/hobbies : educational project manager; teacher; interior desighner
Humor : rocky elephant
Registration date : 30.05.13

PostSubject: როგორ ვიარო   Wed Jun 05, 2013 8:52 pm

როგორ ვიარო


არ მეშინია შენი მეწყერის,

არც ქარიშხლების და არც სიმაღლის,

არც შენი სიღრმის და ნაპრალების...

მხოლოდ ერთი რამ მაფიქრებს მარტოს –

როდემდე უნდა ვიარო კიდევ,

კიდევ რამდენი

და კიდევ რ ო გ ო რ,

ვიდრე მოვაღწევ, მიწავ, შენამდე?
Back to top Go down
View user profile http://azamdinaradze.com
Aza Mdinaradze



Female
Number of posts : 13
Age : 111
Location : Tbilisi
Job/hobbies : educational project manager; teacher; interior desighner
Humor : rocky elephant
Registration date : 30.05.13

PostSubject: Re: აზა მდინარაძე   Wed Jun 05, 2013 9:09 pm


დედას


შენ – ყველა ქალზე უფრო ქალურო

და ყველა ცრემლზე უფრო მალულო,

სულ მთლად ჭაღარა, ჩემო დედიკო,

მინდა, სიცოცხლის ბოლომდე ვიყო
ისე ძლიერი, სანდო და წმინდა,

როგორიც გინდა!..
Back to top Go down
View user profile http://azamdinaradze.com
Aza Mdinaradze



Female
Number of posts : 13
Age : 111
Location : Tbilisi
Job/hobbies : educational project manager; teacher; interior desighner
Humor : rocky elephant
Registration date : 30.05.13

PostSubject: იასამნისფერი გაზაფხული   Tue Jun 11, 2013 11:10 am

იასამნისფერი გაზაფხული


იასამნის ტოტებში ქარი ჩრჩილავს სევდის საბანს,

იასამნის ფერებში გახვეულა სიმარტოვე

და იასამნის სუნი იასამნისფერი გაზაფხულის

ისე აბრუებს სევდიან სულს,

აღარ მოგინდება სიზმრების ხილვა.


ცხადს მოსდევს ცხადი

და ყოველივე სიზმრად დარჩება.

გარდაიცვლები და მეორედ რომ გაცოცხლდები,

ახალ სიცოცხლეს ვეღარ შეიგრძნობ.


დილა აღგავსებს მხოლოდ დილის დევურ სიმძლავრით,

საღამო ისევ გაგაბრუებს იასამნებში,

დევებს ექნებათ დიდი ხორუმი გამოქვაბულში,

შენ კი ხის წვერზე დაიძინებ

და მოყუჟული შეხვდები აისს,

აპრილი კარგავს უკვე სილურჯეს

და ვარდისფერი შემოაქვს მაისს

იასამნებით გაბრუებულ საცერა სულში.


Last edited by Aza Mdinaradze on Mon Jul 08, 2013 2:51 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile http://azamdinaradze.com
Aza Mdinaradze



Female
Number of posts : 13
Age : 111
Location : Tbilisi
Job/hobbies : educational project manager; teacher; interior desighner
Humor : rocky elephant
Registration date : 30.05.13

PostSubject: Re: აზა მდინარაძე   Sat Jun 15, 2013 9:41 am

***


მიყვარხარ!

ნუთუ სადმე არსებობს

ამაზე მეტის დამტევი სიტყვა?

და თუ არსებობს,

მე მინდა - გითხრა.
Back to top Go down
View user profile http://azamdinaradze.com
Aza Mdinaradze



Female
Number of posts : 13
Age : 111
Location : Tbilisi
Job/hobbies : educational project manager; teacher; interior desighner
Humor : rocky elephant
Registration date : 30.05.13

PostSubject: Re: აზა მდინარაძე   Sun Jun 16, 2013 4:33 pm


გელოდები


ფართოდ გახელილი თვალებით გელოდები -

თვალებში ჩაღვრილი ტყისფერი სიმწვანით,

ტყეებზე გაყუჩებული სევდისფერი ნისლებით,

ნისლებში ყელამდე ჩაფლული მომავლის მწვერვალებით,

მწვერვალებზე გრაგნილად ასული ოცნების ბილიკებით,

ცით - ჩემი ლურჯი იმედების სკივრით

და მზით - ჩემი სიყვარულით...

შენსკენ გამოწვდილი ხელებით გელოდები...
Back to top Go down
View user profile http://azamdinaradze.com
Aza Mdinaradze



Female
Number of posts : 13
Age : 111
Location : Tbilisi
Job/hobbies : educational project manager; teacher; interior desighner
Humor : rocky elephant
Registration date : 30.05.13

PostSubject: Re: აზა მდინარაძე   Thu Jul 04, 2013 7:40 pm

მე ჩავიძირე ჩემს სევდაში



მე ჩავიძირე ჩემს სევდაში.

ისე რბილად და თბილად ვეშვები,

რომ ახლაღა გვრძნობ -

სევდის ხიბლი

რა მშვენიერი შეგრძნებაა,

ოღონდ დროებით…



დროდადრო მაინც

გამომაფხიზლებს

სიხარულისგან ჟრუანტელის მოგვრის სურვილი,

ჭახჭახა დილა,

კაშკაშა მზე – ოქროცურვილი,

ჩანჩქერის ძალა

და უძირო თვალები ბავშვის…



მე მაინც მოვალ

და შენს გულში

ნაპრალებს წავშლი.

Back to top Go down
View user profile http://azamdinaradze.com
Sponsored content




PostSubject: Re: აზა მდინარაძე   Today at 4:01 am

Back to top Go down
 
აზა მდინარაძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: