არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 მიშო დადიანი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
mishoo dadianii



Male
Number of posts : 3
Age : 28
Location : tbilisi
Job/hobbies : poetry
Humor : Humor
Registration date : 28.04.13

PostSubject: მიშო დადიანი   Sun Apr 28, 2013 2:41 pm

„პოეზია არის ასული,
ერთი იღლია მწიფე თავთავებით
ანდა პოეზია საერთოდ არ არის.“
(შოთა ჩანტლაძე)

-----
რა დარჩება ამ ქალაქისგან,
თუკი გეტყვი, რომ შენს თვალებში
ფოთლების სევდა ასვენია
და ქარს გადააქვს ისინი,
როგორც უკანასკნელი ამბავი ზამთრიდან.
რომ ტყისპირა ქოხში არავინ ცხოვრობს
გარდა დედ-მამის ხსოვნისა
და უშენობისა.
რა დარჩება ამ სიტყვებისგან
რომელთაც გულისკენ ვერ გაიკვალეს გზა.
რა დარჩება სიტყვებში
სადაც არ ურევია დუმილი,
როგორც
დახრილი თვალების პოეზია.
Back to top Go down
View user profile http://fb.com
mishoo dadianii



Male
Number of posts : 3
Age : 28
Location : tbilisi
Job/hobbies : poetry
Humor : Humor
Registration date : 28.04.13

PostSubject: Re: მიშო დადიანი   Wed May 08, 2013 6:40 pm

***
რა შეიცვალა
ო იმ ტკბილი მომავლის შემდეგ,
გულს რომ ჩაუთქვი, აისრულე. ხოლო დღეები
გადახალისდა, გაიზარდნენ
შენი ხელები
და ხვალინდელი
სარჩოს
ფიქრით აღარ იღლები.
შენი სახელიც,
ვით მდინარე ისე ადიდდა,
და ყველა ღამე წარსულია
ახლა რატომღაც.
რა შეიცვალა იმ მწარე და ტკბილ მომავლიდან,
როგორც ფოთოლი მოწყვეტის ჟამს,
ისევ მარტო ხარ.
Back to top Go down
View user profile http://fb.com
mishoo dadianii



Male
Number of posts : 3
Age : 28
Location : tbilisi
Job/hobbies : poetry
Humor : Humor
Registration date : 28.04.13

PostSubject: @@@   Tue Jun 11, 2013 2:06 am

***
ხომ არის,
ცხოვრებას ისე დაუხრი ხოლმე თავს,
საითაც უნდა – იქით წაგიღებს,
რომელი ქარიც უნდა, იმას გაგაყოლებს,
რომელი წვიმაც უნდა, იმ წვიმას გაჭმევს,
რომელი ზამთარი მოუნდება, იქ დაგასახლებს.

შენ კი გზადაგზა იფანტები
და ფეხს მიითრევ,
თითქოს წარსულში რაღაც დაგრჩა
და მობრუნებას ჭოჭმანობდე.



***
ტყე იმახსოვრებს ჩემს ფიქრებს, ტყეში
არასოდეს ვყოფილვარ.
ზღვა სინათლით მავსებს, ზღვაზე
ჯერ არ ვყოფილვარ.

მიველ ზღვაზე და გამინათა, შუქით ამავსო,
ტყეშიც ვიყავი,
იქ სამშობლოზე არ მიფიქრია..



ინერცია

რა შეიცვალა,
ო, იმ ტკბილი მომავლის შემდეგ,
გულს რომ ჩაუთქვი, აისრულე, ხოლო დღეები
გადახალისდა, გაიზარდნენ
შენი ხელები
და ხვალინდელი
სარჩოს
ფიქრით აღარ იღლები.
შენი სახელიც,
ვით მდინარე, ისე ადიდდა,
და ყველა ღამე წარსულია
ახლა რატომღაც.
რა შეიცვალა, იმ მწარე და ტკბილ მომავლიდან,
როგორც ფოთოლი – მოწყვეტის ჟამს,
ისევ მარტო ხარ.



********
„პოეზია არის ასული,
ერთი იღლია მწიფე თავთავებით
ანდა პოეზია საერთოდ არ არის.“
(შოთა ჩანტლაძე)

—–
რა დარჩება ამ ქალაქისგან,
თუკი გეტყვი, რომ შენს თვალებში
ფოთლების სევდა ასვენია
და ქარს გადააქვს ისინი,
როგორც უკანასკნელი ამბავი ზამთრიდან.
რომ ტყისპირა ქოხში არავინ ცხოვრობს
გარდა დედ-მამის ხსოვნისა
და უშენობისა.
რა დარჩება ამ სიტყვებისგან
რომელთაც გულისკენ ვერ გაიკვალეს გზა.
რა დარჩება სიტყვებში
სადაც არ ურევია დუმილი,
როგორც
დახრილი თვალების პოეზია.



**********
1.
სადღაც კი არა – ჩემს ღამეშია
უკაცრიელი ხეების სევდა,
გადაფარული თოვლის სინაზით,
ჩემი ფიქრით და ზამთრის სითეთრით.
თითქოს ოდესმე აქ ჩავიარე
და სამუდამოდ დამიმახსოვრა,
როგორც სურათმა -
გარდაცვლილი მეგობრის გვერდით.

2.
წვიმა კი არა – ჩემი სისხლია
ამ გამოფიტულ სიჩუმეში
შუბლს რომ მისველებს
სულს მიბრუნებს,
მაფორიაქებს
და მაგრძნობინებს
რომ ვარ ცოცხალი.
ჩემი სისხლია დარდი კი არა
ყველა ფიქრიდან რომ მოჟონავს, ძარღვებს მიტოკებს
და ამ დროს თითქოს მთელი ქვეყანა
მიჩანს თვალებში.

3.
ვიღაც კი არა – მე ვარ ეს კარი
და ვისაც უნდა ყველა შემოდის,
მხოლოდ დიდი ხნით შიგნით ვერ ძლებენ,
ხოლო ვინც გაძლო,
“ვინც” კი არა – თქვენ ხართ ეს გული.



@@@

დიდი ჩრდილები სცვივათ ღამურებს

და შორს, თოვლივით დევს – თეთრი ბაღჩა,

შენ

ჩემთან,

როგორც ძველი საყურე,

უკანასკნელი სიჩუმე დაგრჩა.



და ჭრილობიდან გამოდის ლექსი,

ვით სიბნელიდან თამბაქოს თვალი

და ტკივილიდან ჩემში დალექილს,

რჩება

ათასი

გზა უკვალავი.



***

რა არის იგი ,ერთი თვალის

გადავლებაა,

და რაც დიდი ხნის წინათ

მომხდარა -

დღეს იყო თითქოს.

მე აღარ მახსოვს

როგორ

დავთესე

ან სად ჩავმარხე მისი ფესვები,

მაგრამ ცხადია

ის აყვავილდა

და როგორც კომში

მედება გულზე.



რა არის იგი, ერთი უმზეო

დღეა

და

ღამე

ლექსით ნათევი,

თუმცა საკუთარ

თავს

ერთი თავით

ვუსწრებ

და

სწორედ

მაშინღა ვხვდები,

ვით ახალშობილს

ძილისგან აღმდგარს,

ხომ აღმოხდება

ხოლმე სლუკუნი,

სწორედ იმგვარად

და უსაბუთოდ,

მეც მცვივა

ლექსი

ნატყვიარიდან.



რა არის იგი, ერთი ძილია,

და სულ არ ვხვდები

რაღა ვთქვი მაშინ,

მხოლოდ იმავ წამს,

იმ ტკივილს – მხოლოდ

სძალუმს

შეიცნოს

ყოველი სიტყვა,

რაც ლექსად ითქვა

ჩემი სისხლიდან.



რა არის იგი,

მხოლოდ წარსული?

თუ აღსარება

დაღლილს

სულიდან

რომ ამოგსკდება..



როგორ ჩავსძახი

ჭას გამეტებით

და ისიც

უცებ მეხმიანება.


***
მცირე ხმაური შერჩა საღამოს,
როგორც
მოწმენდილ
ჭრილობას
სისხლი.
მინდა ეს კარი ისე გავაღო,
რომ მომიხურონ ქარებმა ისევ.

თვალი კი გარბის მძიმე ქუჩისკენ
და მისი ტანი სიბნელით მავსებს,
და გამომშრალი მძიმე ტუჩებით
შემომაქვს მისი ყოველი ხავსი.

სველი ჩრდილივით ვერწყმები ღამეს,
ქუჩის კუთხეში ვგროვდები იჭვით
და ვით თვითმკვლელის ხელებში ნაღმი,
გულით ყინულის ლექსი მიჭირავს.

ქარი კი თითქოს მიწის იარებს,
სულს უბერავდეს, და სადღაც იხმობს.
მინდა რომ ვინმემ ჩამოიაროს
სულ უმნიშვნელო რაღაცა ვკითხო.
Back to top Go down
View user profile http://fb.com
Sponsored content




PostSubject: Re: მიშო დადიანი   Today at 4:02 am

Back to top Go down
 
მიშო დადიანი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: