არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 მალხაზ გველუკაშვილი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: მალხაზ გველუკაშვილი   Wed Mar 06, 2013 10:36 am


Malkhaz Gvelukashvili

მალხაზ გველუკაშვილი

დაბადების დღე - 1957 წლის 27 ოქტომბერი
საყვარელი ფრაზები - "ღმერთო, მომეცი გული გონიერი".


ბმულები:
* https://www.facebook.com/malxaz.gvelukashvili
* http://svideo.ge/?v=UGM3FkCOTCjyoNiPm8vTBu2sG&PHPSESSID=u6agpkejnqcb9pjusrd4r2eh4r023pgi - მ. გველუკაშვილი ოპოზიციის ბარდიც იყო
* http://svideo.ge/?v=Qp6jdZNkNnjgMGcmxlqk6LSEo - "ჩვენ"

study


Last edited by Admin on Wed Mar 06, 2013 10:59 am; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მალხაზ გველუკაშვილი   Wed Mar 06, 2013 10:38 am

თამუნა ნიჟარაძე

როდის გადის მალხაზ გველუკაშვილი ციხეში ტრანსში და რა ლექციებს უტარებს ის პატიმრებს

მეტაფიზიკოსმა მალხაზ გველუკაშვილმა, რომელიც 21 მარტს დააკავეს სახელმწიფო გადატრიალებისა და ტერორისტული აქტის მომზადების მცდელობის ბრალდებით, ქალაქის სასამართლომ 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მალხაზ გველუკაშვილი სასჯელს გლდანის საპყრობილეში იხდის, სადაც საკუთარ სულიერ მდგომარეობაზე თავად ზრუნავს – ის თანამოსაკნეებს საინტერესო ლექციებს უტარებს, ღამღამობით კი, გლდანის ციხის საკანში ტრანსში გასვლასაც ახერხებს. როგორც მეტაფიზიკოსის მეუღლე თამრიკო ღადალაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, მალხაზ გველუკაშვილს საყვარელი საქმიანობისთვის არც გისოსებს მიღმა დაუნებებია თავი და მუშაობს წიგნზე, რომელიც დღის სინათლეს მეტაფიზიკოსის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ იხილავს.


თამრიკო ღადალაძე: მალხაზის სასამართლო პროცესი საკმაოდ უხმაუროდ ჩატარდა. იქიდან გამომდინარე, რომ მალხაზის დაკავება საკმაოდ სკანდალურად მოხდა, სასამართლო პროცესიც რეზონანსული უნდა ყოფილიყო, თუმცა პროცესის მიმდინარეობა თითქმის არ გაშუქებულა. ყველამ ძალიან კარგად იცოდა, რომ მალხაზი სახელმწიფოს გადამტრიალებელი არ იყო და სასამართლო პროცესიდან ახალ სკანდალებს ვერ შექმნიდნენ. პროკურატურას მალხაზის წინააღმდეგ თითქმის არაფერი ჰქონდა – იარაღი, რომელიც ნივთმტკიცებად იდო საქმეში, 15 ადამიანის საქმეში ფიგურირებდა. ტელეფონის ნომრების უმეტესობა, რომელიც საქმესთან დაკავშირებით არსებობდა, ჩემს მეგობრებს ეკუთვნოდათ. არც ერთ სასამართლო პროცესზე არ მოუყვანიათ, ეგრეთ წოდებული მოწმე, რომელზეც თქვეს, რომ სოფელში იყო. მალხაზმა ბოლოს ირონიით განაცხადა სასამართლო პროცესზე: თუ თქვენ გინდათ, რომ გამომიყვანოთ, როგორც ქვეყნის დამაქცევარი, კი ბატონო, იყოს ასეო. მალხაზს მიუსაჯეს ხუთი წელი: სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის 2 წელი, ხოლო ტერაქტის მომზადების მცდელობისთვის – სამი.

– ეს საკმაოდ მძიმე ბრალდებებია, ასე ლმობიერი რატომ აღმოჩნდა სასამართლო თქვენი მეუღლის მიმართ?

– სასჯელის გარკვეულ ნაწილზე შედგა საპროცესო გარიგება და მალხაზს მიესაჯა მინიმალური სასჯელი. მე გამოძიებას ვერ ჩავატარებ, რომ სიმართლე დავადგინო, მაგრამ იმაში დარწმუნებული ვარ, მალხაზის მიმართ კარგად დადგმული სცენარი გათამაშდა. უკვე შემიძლია ვთქვა, რომ მალხაზის დაკავება მარტო მთავრობას არ აწყობდა და ამით სხვებიც ინტერესდებოდნენ. მალხაზი პატიმრობას ატარებს გლდანის მერვე საპყრობილეში. ეს მისთვის პირველი პატიმრობაა, თუმცა ყველაფერს ყოჩაღად გაუძლო. ციხეშიც კარგი პირობები აქვს, მეც გლდანში ვცხოვრობ და უფრო იოლად ვახერხებ მის ნახვას. მოგეხსენებათ, პატიმრის შენახვა გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული. არ ვიცი, როგორ შევძლებ მის ნახვას, თუ სადმე გადაიყვანენ. მალხაზს არაფერი დაუტოვებია, მე არ ვმუშაობ. დარწმუნებული ვარ, დასაქმებას ვერც მოვახერხებ. ჩვენი ოჯახის ერთ-ერთ წევრს უარი უთხრეს სამსახურზე იმის გამო, რომ მალხაზის ახლო ნათესავია. ახლა ვის აწყობს, სამსახურში სახელმწიფო გადატრიალებაში ბრალდებული ადამიანის ცოლი ჰყავდეს? კი საუბრობდნენ იმაზე, რომ მე ვიღაც-ვიღაცეებმა ბევრი ფული გადამიხადეს, მაგრამ თუ ვინმე იმ ასი ათასს მაჩვენებს, აუცილებლად მივცემ წილს (იცინის).

– როგორ გრძნობს თავს მალხაზი საპატიმროში?

– ნორმალურად. მალხაზი ძალიან ძლიერი პიროვნებაა და პატიმრობას უძლებს. ის კომუნიკაბელური ადამიანია, უკონფლიქტო და არავისთან პრობლემები არ აქვს. სასჯელს იხდის 7 ადამიანთან ერთად, ზოგი კრიმინალია, ზოგი კი მსუბუქი მუხლით არის გასამართლებული. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ აქვს. მას შეუძლია, რომ თავის ჯანმრთელობასაც მიხედოს და სხვებსაც მოუაროს. იყო დრო, როცა ის პაციენტებს იღებდა და სხვადასხვა დაავადებებს მკურნალობდა. ჰქონდა მკურნალობის საკუთარი მეთოდი და საკმაოდ კარგ შედეგებს იღებდა. მან შეიმუშავა წამლის ფორმულა, რომელიც ძალიან ეფექტური იყო სიმსივნეების საწყის ეტაპზე. მალხაზმა ეს წამალი გამოსცადა ახლობლებზე, ნათესავებზე, თუმცა წამლის ოფიციალურად დარეგისტრირება ვერ შეძლო, რადგან მას ყველა თვალსაზრისით იგნორირებას უკეთებდნენ. როგორც ვიცი, მალხაზი ციხეშიც ბევრს მუშაობს, წერს. პრესის გარდა, კითხვის საშუალება არ აქვს, რადგან ციხეში წიგნების შეტანა არ შეიძლება. ბიბლიოთეკაში კი ისეთი წიგნები აქვთ, რაც ახლა მალხაზს აღარ აინტერესებს. ეგნატე ნინოშვილის მოთხრობებს ახლა არ წაიკითხავს. სასამართლო პროცესზე პროკურორი დაჰპირდა მალხაზს, რომ ყველა საჭირო სპეციალიზებული ლიტერატურით მოამარაგებდნენ, მაგრამ ეს დაპირება დაპირებად დარჩა. მალხაზს ეს ლიტერატურა ძალიან სჭირდება, რადგან როდესაც ნაშრომზე მუშაობს, ციტატები უნდა გამოიყენოს. როგორც მითხრა, მონახაზებს აკეთებს და როცა გაათავისუფლებენ, წიგნს გამოსცემს. მას უკვე გამზადებული აქვს ერთი ნაშრომი, სწორედ მისი დასაბეჭდი თანხების მოსაძიებლად იყო წასული საფრანგეთში, გერმანიასა და იტალიაში და არა სახელმწიფო გადატრიალებისთვის საჭირო თანხების საშოვნელად. მალხაზი ერთი კვირის ჩამოსული იყო ევროპიდან, როცა დააპატიმრეს.

– რა ინფორმაცია გაქვთ, ციხეშიც აკეთებს მეტაფიზიკურ პროგნოზებს?

– მალხაზს არ შეუძლია ცხოვრება თავისი საქმიანობის გარეშე. მას შეიძლება, ახლაც აქვს პოლიტიკური პროგნოზები, მაგრამ როდესაც ჩვენ ერთმანეთს შეზღუდული დროით ვხვდებით, ამ პერიოდს პოლიტიკაზე საუბრისთვის ნამდვილად ვერ დავკარგავთ. სანამ მალხაზს დააკავებდნენ, იცოდა, რომ რთული პერიოდი ჰქონდა. მაგრამ, იმას ვერ წარმოიდგენდა, რომ დააკავებდნენ, მკითხავი მაშო ხომ არ არის, რომ ამაზე ესაუბრა, ამისთვის ფანტაზია არ ეყოფოდა. (იცინის) ვიცი, რომ ის ადამიანები, ვისთან ერთადაც მალხაზი საკანშია, სიამოვნებით ისმენენ მის საუბრებს. მართალია, ლექციებისთვის პატარა აუდიტორია ჰყავს, მაგრამ მალხაზი ისეთი მოსაუბრეა, დარწმუნებული ვარ, საინტერესო ლექციები გამოსდის. მას თემა რომ ჩაუგდო, ორგეგაბაიტიან ინფორმაციას მოგაწვდის. მალხაზის თანამოსაკნეებზე იმასაც კი ხუმრობდნენ, მისი საკნიდან პროფესორები თუ არა, დოცენტები მაინც გამოვლენო. (იცინის) მალხაზი მთელი ცხოვრება წერს ლექსებს და როგორც ვიცი, ახლაც ასეა. ლექსებს წერს და პატიმრებსაც უკითხავს. რამდენიმე ლექსი ჩავიწერე და ვინახავ. მალხაზი ასევე მედიტაციასაც მიმართავს. ეს ჩვენი საყვარელი გატაცებაა. ციხეში მედიტაციისთვის შესაფერისი დრო ღამეა, როდესაც სხვა პატიმრებს სძინავთ. ღამით არც ის შეუშლის ხელს პატიმრებს და არც მას დაურღვევენ სიმშვიდეს, როცა სიჩუმეა აბსოლუტური რელაქსაცია და ტრანსულ მდგომარეობაში გასვლა უფრო იოლია. ცეკვა-თამაშითა და ტანტრული მოძღვრებით ტრანსში ვერ გადიან, თუმცა ეს მართლაც რომ, საინტერესო პროცესია. (იცინის).

ჟურნალი "თბილისელები", 2009-12-16
ბმული - http://www.tbiliselebi.ge/index.php?mas_id=1713&rubr..

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მალხაზ გველუკაშვილი   Wed Mar 06, 2013 10:43 am

ელენე ხირსელი

მალხაზ გველუკაშვილის საიდუმლო ლაბორატორია


"ფსიქოომი ფიზიკურ ომზე საშიშია. დღეს ფსიქოომი მიმდინარეობს ტელევიზიის, პრესის, კომპიუტერის საშუალებით..."

ახლო წარსულის ვნებათაღელვა: მასობრივი საპროტესტო აქციები, 9 აპრილის გრანდიოზული აქციის მოლოდინი, ფარული ვიდეოჩანაწერები და ერთი მეორეს მიყოლებით "გახსნილი" "შეთქმულებები" ხელისუფლების წინააღმდეგ... მაშინ ძნელი წარმოსადგენი იყო, თუ რით დამთავრდებოდა ყველაფერი...
ცნობილი მენტალოფიზიკოსი მალხაზ გველუკაშვილი, ყველასათვის მოულოდნელად ერთ-ერთი ასეთი `შეთქმულების~ აქტიურ მონაწილედ მოგვევლინა. ინტერვიუ მალხაზ გველუკაშვილთან 4 წლის წინ ჩაიწერა, თუმცა მკითხველისთვის ის დღეს უფრო საინტერესო იქნება.
ამ ინტერვიუში რესპონდენტი ადამიანის კოდირებაზე, პოლიტიკოსების მიერ ადამიანების ე.წ. `დამუშავებაზე,~ ხელისუფალთა მიერ პოლიტიკური მიზნებისთვის მენტალოფიზიკისა და მენტალოფიზიკოსების გამოყენების შესახებ, ასევე ბევრ სხვა საინტერესო და აქტუალურ საკითხზე საუბრობს.

_ ბატონო მალხაზ, ამბობენ, რომ მენტალოფიზიკის საკუთარი ლაბორატორია გაქვთ. რა საქმიანობას ეწევა თქვენი ლაბორატორია?
_ ლაბორატორია გასაიდუმლოებულია. ჩვენ ძალიან დიდი გეგმები გვაქვს და ძალიან სერიოზული საქმეების გაკეთებას ვაპირებთ. ძალიან მალე დადგება დრო და ჩვენზე ალაპარაკდებიან. პრესითა და ტელევიზიით ჩვენს შესახებ გადმოცემული ინფორმაცია იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი... მეტს აღარაფერს გეტყვით, ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ამ ლაბორატორიის ბაზაზე ვაპირებ სპეციალური კვლევითი ინსტიტუტის შექმნას, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს. სამაგიეროდ, უცხოეთის მრავალ ქვეყანაშია ცენტრები, სადაც ამ მეცნიერებას შეასწავლიან (მოსკოვის კოსმოსური მედიცინის ცენტრი, მიუნხენის კლინიკა...). მყავს მოსწავლეების ჯგუფი, რომელსაც ნელ-ნელა ვზრდი. სფერო, რომელშიც ვმუშაობ, ისეთია, რომ მას შეუძლია როგორც სიკეთის, ისე ბოროტების გაკეთება. თუმცა, სიკეთე და ბოროტება ფარდობითი ცნებებია. ვისთვის სიკეთეა ბოროტება და ვისთვის ბოროტება _ სიკეთე. მოსწავლეებს დიდი სიფრთხილით ვარჩევ. საკმაო ხანი მჭირდება იმისათვის, რომ რაღაც ვასწავლო. ჯერ თავად მოსწავლეებს ვსწავლობ _ მინდა გავიგო, რა ცნობიერება აქვთ, შესწევთ თუ არა ძალა, ეს ცოდნა ბოროტებისთვის არ გამოიყენონ.
_ თავად თუ შეგიძლიათ ადამიანის გონებაზე ზემოქმედება, მისი მართვა?
_ რა თქმა უნდა. ეს ძალიან იოლია.
_ ეს ბუნებრივი თვისებაა თუ შეძენილი ცოდნის შედეგია?
_ უფრო ბუნებრივი თვისებაა, მერე უკვე ცოდნით განმტკიცებული. საერთოდ კი, მინდა ვთქვა, რაც უფრო ძლიერია, რაც უფრო ნათელია ცნობიერება, მით უფრო ძნელია მისი დამორჩილება. ამიტომაა, რომ არ აწყობთ ნათელი გონების ადამიანები. `ფანატებს~ სხვადასხვა მეთოდებით ქმნიან. ყველაზე გავრცელებულია ზომბირება. `ფანატების~ ცნობიერება გადახურულია, ისინი გარკვეული იდეოლოგიის ზემოქმედების ქვეშ არიან მოქცეულნი: რელიგიური, პოლიტიკური ფანატები, სექტანტები, სატანისტები.
_ თბილისში თუ არსებობს სატანისტური ორგანიზაციები?
_ რა თქმა უნდა, მაგრამ არა ისეთ დონეზე განვითარებული, როგორც უცხოეთში, სადაც საკუთარი ტაძრებიც კი აქვთ. ჩვენთან `სატანისტები~ `განვითარების~ პროცესში არიან, აქ მათი ორგანიზაციები იმდენად გასაიდუმლოებულია, რომ მათი მიკვლევა თითქმის შეუძლებელია. მე მათ შევხვედრივარ _ ისინი საკმაოდ `ცარიელი~ ადამიანები არიან. ჩვენთან უაღრესად ნაყოფიერი ნიადაგია სატანიზმის განვითარებისთვის. სუსტი სული, დიდი სურვილები, ჰომოსექსუალიზმი.
სხვათაშორის, სატანისტები თანამდებობებზეც გვევლინებიან _ მათი არსი ხომ ამბიციებზე, მატერიალურ ფასეულობებზეა დაფუძნებული. მე ფაქტები არ ვიცი, რადგან არც ვეძებ, მაგრამ რომ ვეძებო, მექნება კიდეც.
_ ბატონო მალხაზ, რა მეთოდებით ხერხდება გონების მართვა?
_ არსებობს ე.წ. ფსიქოომი, რომლის ისტორია საუკუნეებს მოიცავს. ეს ომი ფიზიკურ ომზე საშიშია. ცნობიერების კოდირებაზე ყველა დროში მუშაობდნენ. იცვლება მხოლოდ ფორმა, არსი კი იგივე რჩება.
დღეს ფსიქოომი მიმდინარეობს ტელევიზიის, პრესის, კომპიუტერის საშუალებით. ამის შესახებ გასაიდუმლოებული ლიტერატურა მაქვს, რომლის მოპოვებაც თითქმის შეუძლებელია. ამ ლიტერატურით ძირითადად, პოლიტიკოსები, ხელისუფლების წარმომადგენლები არიან დაინტერესებულნი. არსებობს ინფორმაციული ომიც, რომელიც ადამიანებზე ტექსტის პირდაპირი მნიშვნელობის მიხედვით მოქმედებს, მაგრამ ფსიქოომს, რომელიც გაცილებით ძლიერია, სულ სხვა მექანიზმი აქვს: ადამიანის ტვინზე ზემოქმედება ხდება არა უშუალოდ მოწოდებული სიტყვების შინაარსით, არამედ იმ უხილავი ვიბრაციებით, რომლებსაც ისინი ადამიანის თავის ტვინში წარმოქმნიან და იწვევენ სულ სხვა ასოციაციებს. შეიძლება კაცმა დაგიწეროს მთელი ტექსტი, ამ ტექსტის უკან კი იდოს კიდევ სხვა რაღაც, რომელიც არის დაპროგრამებული სიტყვის წყობაში, განლაგებაში, ბგერებში და ამგვარად, გარკვეული კანონზომიერებით, სხვა ინფორმაციას გაწვდის. ეს არის ტრანსცენდენტალური ლოგიკა, ნეიროლინგვისტური მეთოდი. შენიღბული ინფორმაციის მოწოდება, რომლებიც გარკვეულ ვიბრაციებს იწვევენ თავის ტვინში, ხდება არა მხოლოდ სიტყვით, არამედ ვიზუალური ქმედებით, რიტმიკით, მუსიკით... დღეს მუსიკის დიდი ნაწილი იქითაა მიმართული, რომ აგრესია გამოიწვიოს, ან პირიქით _ მოადუნოს თავის ტვინი.
უკვე არსებობს თანამედროვე ტექნოლოგიები: რობოტრონული, ბიორეაქტორული, რომლებსაც სპეციალურად აძლევენ გარკვეულ სიხშირეებს, რომ ადამიანის თავის ტვინზე იმოქმედონ.
_ რა შემთხვევაში უფრო იოლია ადამიანის დამორჩილება?
_ ადამიანის დამორჩილება ყველაზე მეტად მაშინ არის იოლი, როდესაც მთლიანად ართმევ ემოციებსა და ნებას. ასეთი ადამიანი ყოველთვის კუჭზე ფიქრობს, აბსოლუტურად მიწიერი ხდება და მისი დამორჩილება სირთულეს აღარ წარმოადგენს. ასევე იოლად დასამორჩილებლები არიან ჰომოსექსუალები. შუა საუკუნეებში, როცა მუსულმანებს უნდოდათ მამაკაცი მორჩილი გაეხადათ, მას აუპატიურებდნენ. ასეთს ყველაფერს გააკეთებინებ, ყველაფერზე თავს დაგიკრავს _ ეს უკვე `დამუშავებული~ ადამიანია.
_ ჩვენს ქვეყანაში თუ მიმდინარეობს ადამიანის ე.წ. `დამუშავება~?
_ რა თქმა უნდა. ამაზე ყველა ხელისუფლება მუშაობს. ეს პროცესი დღეს და გუშინ არ დაწყებულა, ამაზე ჯერ კიდევ კომუნისტები მუშაობდნენ, როდესაც ცდილობდნენ, ადამიანებისთვის მოეხსნათ ემოცია. დამუშავების შედეგად მასა შეიძლება პასიური, ინერტული გახადო, ან პირიქით, აგრესიული და ამბოხებული _ იმის მიხედვით, თუ როდის რა აწყობს ამაზე მომუშავე ჯგუფს.
_ თქვენი აზრით, რა განსხვავებაა სხვადასხვა ეროვნებისა და სარწმუნეობის ადამიანებს შორის?
_ ადამიანი ყოველთვის ადამიანია. ადამიანები თავისი არსით _ ბუნებით, სურვილებით, მოთხოვნილებებით ყველგან ერთნაირები არიან; განსხვავება უფრო ზედაპირულ ნაწილებშია, ვიდრე სიღრმისეულში _ ტრადიციებში, ტექნიკურ განვითარებაში.
_ მენტალოფიზიკიდან გამომდინარე, თუ შეიძლება ადამიანების გარკვეულ კატეგორიებად დაყოფა გონებრივი მონაცემების მიხედვით?
_ ადამიანები პირობითად შეიძლება დავყოთ სამ ტიპად: პირველი ტიპის ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ მასას, არიან ადამიან-მანქანები. ისინი პრაქტიკულად, საჭმლის გადამუშავებაზე მუშაობენ, ცხოვრობენ იმისთვის, რომ დაიკმაყოფილონ ფიზიოლოგიური და მატერიალური მოთხოვნილებები; მეორე ტიპს განეკუთვნებიან იმპულსური ადამიანები, რომლებიც მთლიანად ემოციაზე ცხოვრობენ; მესამე ტიპი წარმოადგენს უმაღლეს რანგს _ ესენი არიან ნების ადამიანები, რომლებიც საკმაოდ იშვიათად გვხვდებიან. ძირითადად კი ადამიანებში სამივე ტიპისათვის დამახასიათებელი ნიშნები მეტ-ნაკლებად არის განაწილებული. თუ ადამიანი სუფთა `ნების ტიპს~ წარმოადგენს, მას შეუძლია, მართოს საკუთარი ემოციები, თავიდან ბოლომდე არეგულიროს ორგანიზმი. ასეთი ადამიანი საუკუნეში რამდენიმე თუ იბადება. ასეთები იყვნენ ლაო ძი, პითაგორა, გურჯიევი; ასეთი აუცილებლად იქნებოდა ჩვენი შოთა, დავით აღმაშენებელი _ მეფეებში, ალბათ ერთადერთი კაცი, რადგან პოლიტიკოსები ძირითადად `პროფანები~ არიან. `პროფანი~ არის ხელდასმის უმდაბლესი საფეხური, პრაქტიკულად, ადამიანი, რომელიც ვერ ერკვევა იმ რეალობაში, რომელშიც იმყოფება. მაგალითად, პროფანად ითვლება ლენინი, რომელიც ადამიანი-მანქანა იყო. იგივე ითქმის ჰიტლერზეც, სტალინს შედარებით მაღალი რანგი ეკავა.
_ და მაინც, `პროფანები~ უამრავი ადამიანის ბედს განაგებენ...
_ ძველი ქართული გამოთქმაა: `რაც _ ერი, ის _ ბერიო.~ ასეთი პრინციპია: რაც ნაკლებ `პროფანია~ ერი, მით ნაკლებ `პროფანია~ `ბერი.~ პოლიტიკოსს მასა ქმნის, მასა უშვებს ხელისუფლების სადავეებამდე. როდესაც პროტესტის გრძნობა, რომელიც მასებს ამოძრავებს, ქრება, ის სტატიკურ მდგომარეობაშია.
_ იქნებ უფრო კონკრეტულად აგვიხსნათ, რას შეისწავლის მენტალოფიზიკა?
_ მენტალოფიზიკა დახურული მეცნიერებაა, რომელიც ფაქტობრივად ქრისტიანობის, მუსლიმანობისა და იუდაიზმის ფუნდამენტს წარმოადგენს. სოლომონის (დავითის) ვარსკვლავი, რომლის მსგავსიც პითაგორასაც ჰქონდა, წარმოადგენს ორ სამკუთხედს _ ზემოთ მოქცეული წვერი ნიშნავს აღმასვლას (ანუ მიკროკოსმოსს _ ადამიანს), ქვემოთ მოქცეული კი დაღმასვლას (ანუ მაკროკოსმოსს _ სამყაროს). რაც ხდება ადამიანში, ის ხდება მთლიანად სამყაროში (მაკროკოსმოსში). აუცილებლად უნდა იცოდე, რა ხდება ადამიანში (მიკროკოსმოსში) _ ეს პრინციპი უდევს საფუძვლად მენტალოფიზიკას. სამყარო უზარმაზარია, მას ვერ გავწვდები, ამიტომ, ჩემი მიზანია, შვისწავლო მიკროსამყარო (ადამიანი). ადამიანის საშუალებით კი შესაძლებელია მთელი სამყაროს დანახვა.
მენტალოფიზიკა, პრინციპში ადამიანს სწავლობს, მის ყველაზე მთავარ და მნიშვნელოვან ნაწილს _ თავის ტვინს: ცნობიერებას, ქვეცნობიერებას, არაცნობიერებას, ნებისმიერ ქმედებას. როცა იცი ეს ყველაფერი, შეიძლება მართო ადამიანის ტვინი. ამ უნარის წყალობით კი, როგორც ბევრი კარგის, ასევე ბევრი ცუდის გაკეთება შეიძლება.
_ ბედისწერის შესახებ რა აზრის ხართ?
_ ყველა ადამიანს აქვს თავისი ბედისწერა და ამავე დროს, აქვს ნება _ ე.ი. აქვს უნარი, მართოს თავისი ბედისწერა. შეგიძლია, არ შეეწინააღმდეგო, წაჰყვე დინებას და დაიღუპო, ან პირიქით _ გადარჩე.
_ როგორ შეიძლება შევცვალოთ ბედისწერა?
_ ჯერ უნდა გაარკვიო, რა გიწერია ბედისწერაში. კაცმა უნდა იცოდეს ყველა ის სუსტი წერტილი, რაც თავიდანვეა მასში და უნდა ეცადოს მთელი მისი არსით გააძლიეროს. ზედმეტი რაც გაქვს, უნდა მოიშორო. ფატალური დამორჩილება ბედისწერაზე _ ცოდვაა, ეს პრაქტიკულად, თვითმკვლელობის ტოლფასია.
_ ბატონო მალხაზ, რაში გამოიხატება მენტალოფიზიკის დადებითად გამოყენება?
_ უპირველესად, მკურნალობის მიზნით. მაგალითად, მე მყავდა პაციენტი სიმსივნის დიაგნოზით, რომელზეც ექიმებს უკვე ხელი ჰქონდათ ჩაქნეული. ჩემი მკურნალობის მეთოდი მდგომარეობდა იმაში, რომ პაციენტი ჩემი დახმარებით, ცდილობდა, გაეხსენებინა დაშვებული შეცდომა, რას შეეძლო ამ დაავადების გამოწვევა. ეს იყო პირადული შეცდომა, რომლის აღიარებისა და მონანიების შემდეგ დაიწყო სიმსივნის დაშლა. მას შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა და ახლა ის ქალი სრულიად ჯანმრთელია. ეს ძალიან ცნობილი შემთხვევაა, რაზეც დოკუმენტური ფილმიც გადაიღეს.
_ ყველა დაავადება ცოდვის შედეგია?
_ ყევლა მძიმე დაავადება ცნობიერების დასუსტების, დაზიანების და რა თქმა უნდა ცოდვის შედეგია.
_ ადამიანს თუ შეუძლია, საკუთარი თავი განკურნოს?
_ თავისუფლად, ოღონდ, უფრო გააზრებით, ვიდრე შთაგონებით.
_ დიაგნოზს როგორ სვამთ?
_ ხელის გასინჯვით, ზოგჯერ შეხედვით ვგრძნობ. სერიოზულ დაზიანებებს, მთლიანად ნერვულ სისტემას თავიდან ბოლომდე ვხედავ.
სხვათაშორის, მკურნალობის ჩემი არატრადიციული მეთოდის გამო ხშირად კურიოზულ მდგომარეობაში აღმოვჩენილვარ. ერთხელ ადამიანების გარკვეული ჯგუფი მოვიდა ჩემთან და მითხრა: თუ სატანა არ ხარ, ამდენი ძალა საიდან გაქვსო. მერე კი სხვები მოვიდნენ და მითხრეს, გინდა თუ არა, აღიარე, რომ ქრისტე ხარო. კინაღამ გადავირიე. ადამიანებს უყვართ უკიდურესობები და სხვათაშორის, ჩემს შესახებ უამრავი ჭორი დადის.
_ მაინც რა ჭორები?
_ მთავრობასთან არის გარიგებული და ადამიანების ცნობიერების კოდირებაზე, მათ `დამუშავებაზე~ მუშაობსო. სტამბულში კი ჩემზე ამბობდნენ, საქართველოდან ქრისტე ჩამოვიდაო. სტამბულში ჩემი ყოფნის დროს ერთი სომეხი კაცი უეცრად ცუდად შეიქმნა. გამოიძახეს სასწრაფო და ექიმებმა ერთხმად აღიარეს, რომ ის გარდაიცვალა. მივედი მეც, მოვკიდე ხელი `გვამს~ და ვთქვი: მას სძინავს, დააცადეთ და ადგება-მეთქი. ექიმებმა გიჟად ჩამთვალეს. რამდენიმე წუთში `მკვდარი~ ფეხზე დავაყენე. თითქოს სასწაული იყო, სინამდვილეში კი არანაირი სასწაული არ ყოფილა. ის კაცი არც მომკვდარა. მისი ტვინის გარკვეული ცენტრები გამოვიდა მწყობრიდან და ამიტომ სისხლძარღვები იმდენად შევიწროვდა, გულისცემა აღარ ისმოდა. მსგავსი შემთხვევები ხშირად მქონია. ამიტომაც მაბრალებენ `მკვდრების გაცოცხლებას.~
ერთხელ ერთი ახლობელი შემხვდა და მეუბნება: ბიჭო, ეს რა გიქნია, რვა დღის მკვდარი აგიყენებიაო. გადის დრო და ახლა სხვისგან მესმის, რომ თურმე... 25 დღის მკვდარი გამოცოცხლებია... და ასე გრძელდება გეომეტრიული პროგრესიით.
_ როგორ გამოგყავთ ადამიანი უკიდურესი მდგომარეობიდან?
_ თუ ადამიანის ტვინის იოტისოდენა ნაწილი მაინც ცოცხალია, მაშინ კიდევ შეიძლება რაღაცის გაკეთება. თვალებით (ტელეპათიური ხაზით) შემყავს ტვინში გარკვეული იმპულსები და ვცვლი პროგრამას ქვეცნობიერს და ლიმფურ სისტემაში. არის შემთხვევები, როცა ყველა სიმპტომი ადასტურებს, რომ ადამიანი მკვდარია, სხეული შეიძლება გაციებულიც იყოს, მაგრამ გახევებული არა. თუ ორგანიზმი გახევდა, აღარაფერი ეშველება. 18 მძიმე შემთხვევიდან 15 `მოვიგე,~ 3 _ ვერა, რადგან უკვე გვიან იყო.
ბოლოს კი მინდა ვთქვა, რომ ადამიანს შეუძლია, მართოს საკუთარ ორგანიზმში მიმდინარე პროცესები, მთავარია, ჰქონდეს შესაბამისი ცოდნა და დაუძლეველი სურვილი.

25.12.2009
ინფორმაცია მოწოდებულია: ”ხალხის გაზეთი”

ბმული - http://regions.ge/2&newsid=2868&year=2009&position=news_main

study


Last edited by Admin on Wed Mar 06, 2013 11:03 am; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მალხაზ გველუკაშვილი   Wed Mar 06, 2013 10:46 am



თამუნა სამადაშვილი

ვის ჩაუტარა ჰიპნოზი მეტაფიზიკოსმა მალხაზ გველუკაშვილმა საკანში და რატომ იყო ის ციხის გამორჩეული პატიმარი


მეტაფიზიკოსი მალხაზ გველუკაშვილი ციხიდან ახალი წლის წინა დღეებში გათავისუფლდა. ბრალდებები, რომლებსაც მას უყენებდა გამოძიება, იმდენად მძიმე იყო, რომ, როგორც თავად ამბობს, ამ ბრალდებებით მინიმუმ გუანტანამოს ციხეში უნდა მოხვედრილიყო. ცნობილი მეტაფიზიკოსი, რომელიც ალქიმიასა და მეტალოგიკაზე მუშაობდა, არც ქვეყნის გადამტრიალებელს რომ არ ჰგავდა და არც სახელმწიფო ტერორისტს, ეს ყველასთვის ნათელი იყო, ამიტომაც, გუანტანამოს ნაცვლად, გლდანის ციხეში „გაამგზავრეს” ხუთი წლით. იქ გატარებულ პატიმრობის წლებს, ჩვენი რესპონდენტი დღეს ექსკლუზიურად უამბობს „თბილისელებს“.

მალხაზ გველუკაშვილი: პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმით გავთავისუფლდი, მაგრამ, პოლიტიკური ამნისტიაც შემეხო. ორი კვირით დავასწარი ამნისტიას. პრობაციის სამსახურმა დღეს გამიუქმა პრობაცია და პოლიტიკური პატიმრის საბუთი მომცა. დარჩენილი ერთი წელიც რომ ციხეში გამეტარებინა, პრობლემა არ იყო. რაღაცნაირად, თითქოს შევეჩვიე კიდეც ჩემს მდგომარეობას. ჩემზე ამბობდნენ, ნერვი არ აქვს, ფეხებზე ჰკიდია ყველაფერიო. ემოცია არ მქონია მთელი ოთხი წლის განმავლობაში, მაგრემ, რაც გავთავისუფლდი, მას მერეა „ცუდად” ჩემი საქმე (იცინის). ეტყობა, ორგანიზმში ფიზიკურად შეიცვალა ბევრი რამ, თორემ, სულიერად ჩემი „წაშლა” შეუძლებელი იყო. 51 წლის ვიყავი, როცა დამიჭირეს. თითქმის მთელი ცხოვრება გავლილი მქონდა. წყნარი და მშვიდი ცხოვრება არასდროს მქონია, ყოველთვის სირთულეებს ვეძებდი და ციხე მე ვერ გამტეხდა. კონფლიქტიც კი მომივიდა ციხეში იმის გამო, რომ კარცერში წაყვანას ვითხოვდი. ყველაფერზე ჭიჭყინებდნენ: წვერზე, დღისით დაძინებაზე, რაც ბოლო ერთი წელი აკრძალული იყო. მე ვწვებოდი დღისით. შემომძახებდნენ ხოლმე საკანში – სული ამოგძვრება ამდენი ძილითო. ეს ადმინისტრაციისთვის მიუღებელი იყო, წესების დარღვევად ითვლებოდა, მაგრამ, მაინც არ ჩავყავდი კარცერში. პატიმრობის ოთხივე წელი გავატარე „ბ“ სექტორში. ეს ყველაზე მძიმე სექტორია, იქ მარტო კრიმინალებს ათავსებენ. მაგრამ, იმ კრიმინალებსაც რომ ვუყურებდი, არც მთლად ისეა საქმე, როგორც ესენი უთხზავდნენ. ბევრი ისეთი პატიმარიც ვნახე, არაფერი რომ არ დაუშავებია. მათ საქმეებს რომ ვკითხულობდი, ვხარხარებდი, იმ დონეზე სასაცილოდ ჰქონდათ შეთხზული ბრალდება. ხელისუფლებისთვის დაუმორჩილებლები იყვნენ და იმიტომ მოხვდნენ იქ. „ბ“ სექტორზე იყო ზედგამოჭრილი „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა”, ბევრი ნიკოლსონის პერსონაჟი იჯდა ჩემს გვერდით. ჩვენს კამერას ჩემ გამო ბოლოს „აკადემიას“ ეძახდნენ. რვა კაცი იყო კამერაში, ყველა იცვლებოდა, მხოლოდ მე ვიყავი ¹123 საკნის უცვლელი ბინადარი, ბოლოს, როცა სიტუაცია შეიცვალა, მე თვითონ მოვითხოვე და „ე“ სექტორში გადავედი, რომელიც „ბ“ სექტორთან შედარებით სამოთხე იყო. „ბ“ სექტორი ციხეც კი არ იყო – საგიჟეთსაც ჰგავდა, „კონცლაგერსაც“. ციხეში ყველაზე დიდი ალბათობაა, გაგიჟდე, მაგრამ, მე ამის არ მეშინოდა, რადგან, ყველაზე ადვილად ვლავირებ გიჟებთან. ბავშვობიდან ისეთი თემებით ვიყავი დაინტერესებული, ძალიან მყარი ფსიქიკა მაქვს. ძალიან ემოციური ვარ და, მე თუ ავფეთქდი, ადამიანებს საქმე ცუდად მისდით. ამაში ბევრჯერ დავრწმუნდი და, ამიტომაც, ცოტა მეტად ვცდილობ ემოციების მოთოკვას. ეს ციხემაც მასწავლა.

– ბრალდებები, რითაც დაგაკავეს, ძალიან მძიმე იყო: სახელმწიფო გადატრიალების შეიარაღებული მცდელობა, ტერორიზმი... ნაწილობრივ, აღიარეთ კიდეც დანაშაული.

– ის ჩვენება იმ სამ დღეში იყო გაკეთებული, რომელიც არ მახსოვს. ჩემთან რომ შემოდიოდნენ გურჯიევზე და სენჟერმენზე მელაპარაკებოდნენ, რა უნდა მეღიარებინა? სპეციალურად იყვნენ მომზადებულები ჩემთან საუბრისთვის. ოც წუთზე მეტხანს არც ერთი გამომძიებელი არ მიჯდებოდა სასაუბროდ, პანიკაში იყვნენ. ერთ-ერთმა თანამშრომელმა ბადრაგებს უთხრა: ფრთხილად იყავით, თვალებში არ უყუროთ, დაგაზომბებთო. ჩემს გონებაში წაიშალა პატიმრობის პირველი სამი დღე – არ მახსოვს არც ერთი დაკითხვა. როცა „კაპეზეზე“ მიმიყვანეს, თავი მტკიოდა და ციტრამონი მოვითხოვე. ორი აბი დავლიე, მაგრამ, ალბათ, რამე დამალევინეს, თორემ, ციტრამონი არაფერს მიზამდა. როგორც ამბობენ, იმ დღეებში არაადეკვატური ვიყავი, საერთოდ არ მახსოვს არაფერი. ამათ ჩემ წინააღმდეგ რამე რომ ჰქონოდათ, ამ ბრალდებებით, სულ მცირე, გუანტანამოს ციხეში უნდა წავეყვანე (იცინის). ორი ისეთი მუხლი მქონდა, მინიმუმ 28 წლიდან იწყებოდა პატიმრობის ათვლა. მე ხუთი წელი მომცეს, თან, ჩემი ხმაც არ დაემთხვა ექსპერტიზის დროს იმ ხმას, რომელიც ფარულ ჩანაწერში ისმოდა. ნახევარმილიონიანი აპარატიც გაფუჭდა ჩემი ხმის იდენტიფიკაციის დროს, რასაც მერე დიდი ამბები მოჰყვა. პრაქტიკულად, არაფერსაც არ მაბრალებდნენ, თვითონაც არ სჯეროდათ არაფრის. მთავარი იყო ჩემი „ჩაკეტვა”, იზოლაცია, რადგან, წლების განმავლობაში არ შევეკარი ნაციონალებს, რისი მცდელობაც ძალიან ხშირად იყო. როდესაც დამაკავეს და ვანო მერაბიშვილის კაბინეტში მიმიყვანეს, იქ იყო ახალაიაც. ვანო მერაბიშვილმა ვისკი გამიხსნა – არ დავლევო, არ ვარ დალევის ხასიათზე-მეთქი, ვუთხარი. ახალაიამ ყავა მომიტანა. მერაბიშვილმა მკითხა, ჩემს ფსიქოტიპზე რატომ არაფერი დაწერეო. გამეცინა და ბევრი რამ ვუთხარი პირისპირ. მერე მითხრეს: იცი, რა გემუქრება, თუ არ ითანამშრომლებ ჩვენთანო? მე ვუთხარი: რამდენიც არ უნდა მომცეთ, მაქსიმუმ 2013 წლამდე გარეთ ვიქნები-მეთქი. ორივე ხომ ცოცხლები არიან, კიდევ ჩემთვის უცხო რვა კაცი ესწრებოდა ჩვენს საუბარს. ეგ როგორო, – მკითხეს. 2013 წლის შემდეგ თქვენ აღარ იქნებით ხელისუფლებაში, ასე რომ, მომისაჯეთ, რამდენიც გაგიხარდებათ-მეთქი, – ვუპასუხე. ამის მეტი ჩვენ შორის არაფერზე ყოფილა საუბარი. ძალიან კეთილგანწყობით მექცეოდნენ. როგორც მერე გავიგე, ვანო მერაბიშვილს ჩემი გაშვებაც უნდოდა იმ ღამესვე, მაგრამ, თურმე, ადეიშვილმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა და ამიტომაც მომისაჯეს ხუთი წელი. ძველმა ხელისუფლებამ, რომელსაც, ვატყობ, ლინჩის წესით გასამართლება არ ასცდება, თუმცა, მე მაინც კანონის ფარგლებში მათ დასჯას ვამჯობინებ, პასუხი უნდა აგოს ყველა იმ დანაშაულზე, რაც ჩაიდინა, რომ სხვა ხელისუფლებებს აღარ გაუჩნდეთ უკანონო ქმედებების სურვილი. რა მინდოდა მე პოლიტიკაში?! ვიყავი ჩემთვის, ვაკეთებდი ჩემს საყვარელ საქმეს, მქონდა ოჯახი, მოდიოდნენ ჩემთან ჩემი მეგობრები: მეცნიერები, ფიზიკოსები, მათემატიკოსები. ვსაუბრობდით სამყაროს კანონებზე, მეცნიერებებზე... მაგრამ, როგორც კი გამოვდიოდი გარეთ და ვხვდებოდი ადამიანებს, ვხედავდი, რომ ბედნიერი სახით კაცი არ დადიოდა, ეს ჩემში საოცარ პროტესტს იწვევდა, რასაც შემდეგ ჩემი პოლიტიკური აქტივობა მოჰყვა სხვადასხვა გადაცემაში მონაწილეობითა და მწვავე განცხადებებით. მე არ ვიცი, ვისთვის რა არის საქართველო, მაგრამ, ჩემთვის საქართველო არც კავკასიონის ქედია და არც ალაზნის ველი, რომელიც, შესაძლოა, სხვაზე მეტადაც კი მიყვარდეს. ჩემთვის საქართველო არის ქართული ენა და ადამიანები, რომლებიც ძალიან მძიმე დღეში ჩაყარა ნაციონალურმა ხელისუფლებამ. ამიტომაც იყო ჩემთვის მთავარი ამ ხელისუფლების შეცვლა და ცხოვრება ისეთ ქვეყანაში, სადაც ხალხს ღიმილიანი სახე აქვს.

– როგორ შეგხვდნენ ციხეში პატიმრები? როგორც ამბობენ, განსაკუთრებული პატიმრის სტატუსი გქონდათ. იმასაც ამბობდნენ, რომ პატიმრებს აჰიპნოზებდით, რის გამოც თქვენი ეშინოდათ. იყო ასეთი შემთხვევები?

– ციხეში ამ თემებზე მუშაობის სიტუაცია არ არის. მედიტაციას რომ აკეთებ, უნდა გაითიშო, ეს კი საკანში, სხვა ადამიანებთან ერთად, შეუძლებელია. ვაკეთებდი ისეთ მედიტაციებს, რაც ფიზიკური ფორმის შენარჩუნებაში მეხმარებოდა. იყვნენ ისეთებიც, ვინც თვითონ მოდიოდნენ ჩემთან და მთხოვდნენ, მელაპარაკა მათზე. ერთს ჩავუტარე ჰიპნოზი მისივე თხოვნით, მაგრამ, ეს ძალიან მარტივი ფორმით მოხდა. თავიდან, როცა საკანში შემიყვანეს, პატიმრები აზრზე არ იყვნენ, ვინ ვიყავი. საკანში ლადო ბედუკაძემ შემიყვანა. ჩემთვის კუთხის ქვედა საწოლი იყო გამზადებული, „ქურდულს” რომ ეძახიან. ლადოს ისეთი თანამდებობა ჰქონდა, ფაქტობრივად, ყველაფერს ის აკონტროლებდა. არ მინდა, მასზე ზედმეტი ვთქვა რამე, მაგრამ, მე რაც ვნახე, პატიმრებს ძალიან ეხმარებოდა. არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ ყავის დალევის საშუალებასაც მაძლევდა, რის გარეშეც გაძლება ძალიან მიჭირდა. ლადო ახერხებდა, რომ საკანშიც შემოეწოდებინა ცოტაოდენი უნალექო ყავა. მე არც მქონდა პრობლემები არავისთან, ხელშეუხებელი ვიყავი – კარანტინშიც კი არ ვყოფილვარ. საკანში შესულმა ვუთხარი ჩემს თანამოსაკნეებს: რომ იცოდეთ, ბინ ლადენი ვარ-მეთქი. ცოტა ხანში ჩემი პირობაც წავაყენე: მე ნურავინ შემეხება, გინდ ქურდები იყავით და გინდ შავები-მეთქი. არც მე ვარღვევდი ეტიკეტს და არც სხვას ვაძლევდი ამის უფლებას. ზოგი ისეთიც იყო ჩემს საკანში, მათთან ურთიერთობა მეც მომწონდა. სალექციო კურსებიც კი მქონდა საკანში როგორც მეტაფიზიკაზე, ასევე, სხვა საინტერესო თემებზე.

ახლა ერთ ისტორიას მოგიყვებით: ერთ დღეს ლადო ბედუკაძემ მითხრა, ერთ კაცს შენთან უნდა გადმოსვლა და პრობლემა ხომ არ გაქვსო? არა-მეთქი, – ვუპასუხე. ეს კაცი იყო გიორგი ლომია – ადამიანი, რომელმაც ციხის ცნობილი კადრების გადაღება უზრუნველყო. მას 200 ათასი გადაახდევინეს, რომ ციხიდან გამოეშვათ. გიორგი განათლებული, კულტურული კაცი იყო, სპორტული ფედერაციის თავმჯდომარე და ტაიბოქსის ოსტატი, სხვადასხვა შეჯიბრებაში გამარჯვებული. მასთან ურთიერთობა ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის. ჩვენ ბევრს ვსაუბრობდით პოლიტიკურ სიტუაციებზე, ვარჩევდით თითოეულ პიროვნებასა თუ სიტუაციას მეტალოგიკის კანონებითა და მათემატიკური წყობებით. მე ვამბობდი: ერთადერთი შანსი, რომ ეს ყველაფერი დაირღვას და დამთავრდეს, სიტუაცია შიგნიდან უნდა გატყდეს-მეთქი. ეს ხდებოდა 2010 წლის დასაწყისში. გიორგიმ ძალიან ბევრის ცხოვრება, საქართველოს ცხოვრება შეცვალა. ციხიდან გამოსულმა, გააკეთა ყველა ის კადრი, რომელიც მთელმა საქართველომ ნახა, მან უზრუნველყო იმ ვიდეოთვალით გადაღება, რომელიც დაიმაგრა ბიჭმა ქამარზე და გადაიღო კარანტინის დაშლა. თავისი სახსრებით და სხვათა დახმარებით, გიორგიმ შეძლო ამ კადრების გატანა უცხოეთში, მან თავისი გასაკეთებელი გააკეთა და ბევრი ადამიანი იხსნა.

– თქვენ იცოდით ამის შესახებ?

– მე ვიცოდი, რომ მსგავსი რაღაც უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ, არ ვიცოდი რა გზით გაკეთდებოდა. ლადო ბედუკაძის „დაკერვა” გიორგიმ ციხიდანვე დაიწყო. მან დიდი როლი შეასრულა იმ ყველაფერში, რაც საქართველოში მოხდა. ახლა ეს დეტალები დასამალი აღარაა, ამ ყველაფერზე საუბარი გიორგის პრეროგატივაა და არა ჩემი, თუმცა მე მას ვუთხარი, რომ, ვაპირებ, გავხსნა კარტები-მეთქი. გიორგიმ, პრაქტიკულად, გრაფი მონტე კრისტოს როლი ითამაშა, მე კი დამცინიან – შენ აბატი ფარია იყავიო? არ მინდა აბატი ფარიობა, ის მოკვდა, მე კი ცოცხალი ვარ და ვიქნები (იცინის).

– პატიმრობის დროს ახერხებდით მეტაფიზიკასა და თქვენს სხვა თემებზე მუშაობას?

– მე პატიმრობის დროს დავრწმუნდი ჩემი ბევრი თეორიის სიზუსტეში. საკანში ვმუშაობდი, რაღაცეებს ვწერდი, მაგრამ, ერთ დღეს, როცა საკანში არ ვიყავი, ციხის ოფიცერმა დახია ჩემი ჩანაწერები: წავიკითხე, ვერ გავიგე და დავხიეო, არადა, ჩანაწერების უმეტესობა მოთხრობები და ლექსები იყო. სამოცამდე ლექსის გამოგზავნა მაინც მოვასწარი. ასევე, გაკეთებული მქონდა მეტალოგიკის მონახაზები, რაზეც წიგნის დაწერას ვაპირებ – ეს იქნება პირველი წიგნი მეტალოგიკაზე დღევანდელ სამყაროში, რაც, პრაქტიკულად, თანამედროვე კვანტური ფიზიკის საფუძველია.

– ციხიდან გათავისუფლების შემდეგ როგორ მიდის თქვენი ცხოვრება?

– ციხეში გატარებული მთელი ოთხი წელი იყო ერთი დიდი დღე. მე სხვა სამყაროში ვცხოვრობდი და ამის გამო ვარ ახლა ცუდად. ციხიდან რომ გამოვედი, პირველ ღამეს, რბილ საწოლზე არ დამეძინა, ახლაც ვერ ვიძინებ ღრმად, ისე შევეჩვიე ფხიზელ ძილს, მუდმივ კონტროლზე რომ უნდა გქონოდა ყველაფერი. ახლა მოვეშვი და უცებ „დამარტყა” ყველაფერმა. გარეთ გამოსულს მამა გარდაცვლილი დამხვდა; დედამ მნახა და გაითიშა კიდეც – იმ დღეს დაკარგა მხედველობა და მეტყველება. გარეთ გამოსულს კარგი რაც დამხვდა, ახალდაბადებული შვილიშვილია. ახლა ჩემთვის მთავარია აღვიდგინო ჯანმრთელობა და მივხედო საქმეს: სამი წიგნი მაქვს დასაწერი, რომელთაგანაც ერთი იქნება თანამედროვე ალქიმიაზე. ჯერ არ ვიცი, როგორ დავარქმევ ჩემს წიგნს, რომელიც ცნობიერების ტრანსფორმაციაზე იქნება. მყავს მოწაფეები, რომლებიც ძალიან მაგრები არიან და მათთან ერთად „ჩავუჯდები”. დარწმუნებული ვარ კარგი წიგნების გაკეთებას შევძლებ. სხვათა შორის, ციხეში შემომიტანეს წიგნი, რომელშიც წავიკითხე, რომ ყველა მეტაფიზიკოსი, თვით სენჟერმენით დაწყებული, სხვადასხვა ასაკში, ციხეში პოლიტიკურზე მოხვდნენ, ასე რომ, ტრადიცია არც ჩემს შემთხვევაში არ დარღვეულა (იცინის).

ჟურნალი "თბილისელები", 2013-01-28
ბმული - http://www.tbiliselebi.ge/?mas_id=268436862&year=2013&rubr_id=2&jurn_id=5

study


Last edited by Admin on Wed Mar 06, 2013 11:02 am; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მალხაზ გველუკაშვილი   Wed Mar 06, 2013 10:48 am

მალხაზ გველუკაშვილი

***
მიწის მტვრისაგან მე შემქმნეს, კარგო,
ჩემი ნეკნიდან - შენი სხეული,
მე შენმა ვნებამ დამსვა მიწაზე,
შენთან ერთად ვარ, და ვარ ეული.
შენმა თვალებმა მომაჯადოვა,
თითქოს ჩამიძვრა სულში გრძნეული,
- მე შენ მიყვარხარ! - შემოგძახებ და
ცოდვილ მიწაზე დავრძწი ეული.
შენ ხომ ჩემი ხარ, ჩემი ნაწილი...
თითოს არრა მაქვს რამ იჭვნეული.
მიწით შექმნილმა მიწა დავიპყარ
და სამყაროში დავალ ეული.
დღეს მიწას მართავს კაენის მოდგმა,
აბელის სისხლით გადარეული,
და მახსენდება დღე შესაქმისა
- თუ როგორ მოვალ ქვეყნად ეული.

14.09.2009

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მალხაზ გველუკაშვილი   Wed Mar 06, 2013 10:54 am

მალხაზ გველუკაშვილი

***
როცა ქვეყანას მართავს უგნური,
როცა სიმართლე იხრჩობა ქაქში,
როცა არ გტკივა სხვისი ტკივილი,
როცა სამშობლო მოვიწყეთ სახლში.

როცა სიკეთეს სიბრიყვეს ვარქმევთ,
არ გვაქვს გარჩევა კარგის და ავის,
მომავალზე ფიქრს შვილებს ვუტოვებთ,
არ გვსურს განძრევა ხელის და თავის.

როცა მუცელი სულზე ძვირია,
გვახარებს განზე გაწევა გავის,
როცა მგოსანი დითირამბს მღერის,
ბოროტი ხარობს და ბოზი ყვავის.

როცა გვახურავს თავზე ნიფხავი,
როცა სიყვარულს ედება მტვერი,
ნუღარ გვაკვირვებს, თუკი დაგვცინის
და თუ ანგარიშს არ გვიწევს მტერი.

9.2.2010
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მალხაზ გველუკაშვილი   Thu Apr 18, 2013 9:51 am

მალხაზ გველუკაშვილი

***
სხეულს დაეუფლა მყრალი სინამდვილე,
თითქოს ნაგვის სუნად ვყარვარ,
ვერაფრით მოვერგე ამდენ სიბინძურეს
- მე ამ სამყაროდან არ ვარ!
გარემო მიშორებს უცხო სხეულივით,
მე ხომ მათ არაფრით ვგავარ.
ასე იღუპებით! - ვერ გავაგებინე
- მე ამ სამყაროდან არ ვარ!
თითქოს ჩართულია მტკიცე მექანიზმი
თვითგანადგურების კოდით,
ქუჩას მოსდებიან თვალებამღვრეულნი
რეპით, სექსითა და მოდით.
სულით მდაბიონი, სიტყვით ღარიბები
ხარბად ეძლევიან ვნებას,
კაცი კაცსა ჰკოცნის - უნდა პატივი სცე
კაცთა თავისუფალ ნებას.
სრული სიბნელეა...მე ვერ დავზავდები,
მე ხომ მათ არაფრით ვგავარ.
მე ვერ მოვერგები ამგვარ სიბინძურეს,
მე ამ სამყაროდან არ ვარ!

17. 04. 2013

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მალხაზ გველუკაშვილი   Thu Oct 09, 2014 12:47 am



მალხაზ გველუკაშვილი

ა ზ რ ო ვ ნ ე ბ ი ს ა თ ვ ი ს
რიცხვები და მაღალი მოთხოვნილებები


ჩემო მეგობარო, ახლა მე, ყოველდღიური ერთფეროვნებით გადაღლილი მარტოსული, ნარზე წამოწოლილი ვოცნებობ თუ როგორი სიამოვნებით ჩამოვჯდებოდი შენთან ერთად სამზარეულოში ჭიქა ყავაზე და ვისაუბრებდი მაღალ მატერიებზე. ადამიანს ხომ ცხოველისაგან ის განასხვავებს, რომ ვიტალური მოთხოვნილებების (ჭამა, სმა, ძილი და ა.შ.) გარდა, მაღალი მოთხოვნილებებიც გააჩნია. ანუ ყველას, ვისაც ადამიანი ჰქვია, აქვს ინტელექტუალური, მორალური და ესთეტიური მოთხოვნილებები. ეს მოთხოვნილებები იმგვარია, როგორიცაა სუბიექტის ინტელექტი, ზნეობა და გემოვნება. ამჟამად მე ამ მოთხოვნილებებზე საუბარს არ ვაპირებ, უფრო მოთხოვნილებათა ტრანსცედენტალურ არსზე მსურს საუბარი.
მეტაფიზიკურ რიცხვთა თეორიის მიხედვით რიცხვი 1-ის ზოგადი ატრიბუტი პრინციპია, 2-ის - ანტაგონიზმი, 3-ის იდეა.
ადამიანი ცხოველისგან იმით განსხვავდება, რომ მას აქვს აბსტრაქტული აზროვნების უნარი. მას შეუძლია ნებისმიერი სახის ინფორმაცია გაიაზროს, გაანალიზოს და მისი განზოგადება მოახდინოს. და ეს ყველაფერი ინტელექტია. ინტელექტია ის, რაც პრინციპულად განასხვავებს ადამიანს სხვა ცოცხალი არსებისაგან და რაც შინაარსს აძლევს მის ცხოვრებას. ანუ ინტელექტი ადამიანის უმთავრესი მახასიათებელია და მისი რიცხვია 1.
ადამიანი, თავისი არსით, საზოგადოებრივი არსებაა. ის სხვა ადამიანებთან ერთად ცხოვრობს და ქმნის სოციუმს. სოციუმის წევრები, მიუხედავად ინდივიდუალური მახასიათებლებისა (ინტელექტი, ტემპერამენტი, გემოვნება და ა.შ.) ამ სოციუმისათვის დადგენილი ნორმების (ტრადიცია, კანონი) მეშვეობით ახერხებენ ერთმანეთთან მშვიდობიან თანაარსებობას. სოციუმის საფუძველი მის ინდივიდუალურ წევრებს შორის არსებული მუდმივი ანტაგონიზმია და სწორედ ეს წინააღმდეგობათა ერთიანობაა საზოგადოების პროგრესის შემოქმედი. და სწორედ ეს ანტაგონიზმი ქმნის მორალის მოთხოვნილებას, რაც შემდეგ ადამიანში აყალიბებს გარკვეულ ნორმებს, რომლებიც აადვილებს ინდივიდთა შორის ურთიერთობას. ჩვენ ამ ნორმების გათვალისწინებას ზნეობას ვარქმევთ და მისი რიცხვია 2. რამდენნაირი საზოგადოებაც არსებობს, იმდენნაირია ზნეობის გაგებაც, ანუ რაც ერთი საზოგადოებისთვის მისაღებია, შეიძლება მეორისთვის უზნეობადაც ინათლებოდეს და ა.შ. ასევე ზნეობისადმი მიდგომა დროშიც იცვლება.
ამრიგად, რამდენადაც განსხვავდებიან ერთურთისაგან საზოგადოებები, იმდენად განსხვავდება მათი მორალური მოთხოვნილებები და იმდენად განსხვავებული ზნეობის მატარებლები არიან ამ საზოგადოებათა წევრები. ხოლო საზოგადოებათა დაახლოება, თუ გაერთიანება იწვევს მათ მორალურ მოთხოვნილებათა დაახლოებასა თუ გაერთიანებას (შერწყმას), და იქმნება თვისობრივად და ხარისხობრივად ახალი საზოგადოება, ძველისაგან განსხვავებული მორალური მოთხოვნილებებითა და ზნეობით.
ანტაგონიზმი (რიცხვი 2) საფუძველია იდეის (რიცხვი 3).
ინტელექტუალური მოთხოვნილება განსაზღვრავს მორალურ მოთხოვნილებას (2=1+1), ხოლო მორალური მოთხოვნილება იწვევს ესთეტიკურ მოთხოვნილებას (3).
და ეს ყველაფერი იდეალურ შემთხვევაში. ცხოვრებაში კი ყველაფერი ეს ცოტა უფო რთულადაა ასახული.
ოკულტურ მოძღვრებათა მიხედვით ადამიანი, ისევე როგორც მთელი სამყარო, სამ - მენტალურ, ასტრალურ და ფიზიკურ სივრცეშია განფენილი და ეს სამი სივრცე ერთიან, საერთო სივრცეს ჰქმნის (ადამიანის შემთხვევაში ამ სივრცეების შესატყვისს სხეულები ეწოდება).
თუ ცხრა რიცხვს გადავანაწილებთ, ამ სამ საერთო სივრცეზე (ან და სხეულზე), მივიღებთ:
1 - მენტალური სივრცე ------- ინტელექტუალური მოთხოვნილება
1.მენტალი-მენტალში ----- ინტელექტი
2.ასტრალი-მენტალში ----- აზროვნება
3.ფიზიკური-მენტალში ----- იდეა
2 - ასტრალური სივრცე ------- მორალური მოთხოვნილება
4.მენტალი-ასტრალში ----- ზნეობა
5.ასტრალი-ასტრალში ---- ლოგიკა
6.ფიზიკური-ასტრალში ---- ჰარმონია
3 - ფიზიკური სივრცე ----------- ესთეტიური მოთხოვნილება
7.მენტალი-ფიზიკურში----- გაცნობიერება
8.ასტრალი ფიზიკურში ---- ქცევა
9.ფიზიკური-ფიზიკურში---- ადამიანი
ადამიანის მენტალური სხეული, რომლის ხარისხობრივი მაჩვენებელიც რიცხვი 1-ია, არის ის ადგილი, სადაც თავის არაცნობიერი სახით პირველი, ჯერ კიდევ შეურყვნელი, ინტელექტი მდებარეობს და მისი რიცხვია 1.
ეს ის ინტელექტია, რომელიც ინახავს ინფორმაციას არსობის ბუნებრივ კანონზომიერებათა შესახებ, ასევე, ყველაფერი იმის შესახებ, თუ ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და საით მივდივართ. იგი პირდაპირ კავშირშია მსოფლიო ინფორმაციულ ველთან, მაგრამ მთელი ეს ინფორმაცია ცნობიერებისთვის მიუწვდომელია (ან, უფრო სწორედ, თითქმის მიუწვდომელია), რადგან იგი სრული ცნობიერების არაცნობიერი ნაწილია. მაგრამ დგება მომენტი, როცა ადამიანი ახერხებს ამ ინფორმაციიდან მცირე მარგალიტების ამოკრეფას და სწორედ ეს მარგალიტები აძლევენ ბიძგს კაცობრიობას შემდგომი პროგრესის გზაზე.
შემდგომ ეტაპზე, ჯერ კიდევ მენტალურ სხეულში იბადება პირველი წინააღმდეგობა - ანტაგონიზმი, რომლის რიცხვია 2. როგორც ჩინელი ბრძენკაცი ლაო-ძი გვმოძღვრავს: „მაშინ, როდესაც დედამიწაზე იშვა ბოროტება, კაცობრი9ობამ შეიმეცნა რა იყო სიკეთე“. 2=1+1 - ინტელექტი თავისივე თავში ჰქმნის წინააღმდეგობას, ყოფს, რათა შემდგომ თავადვე განსაზღვროს, რა არის პირველადი და არჩევანი რაზე უნდა შეაჩეროს. რიცხვი 2 იმ დინამიური პროცესის დასაწყისია, საჭირო ინფორმაციის ანალიზს, ანუ აზროვნებას რომ სჭირდება, რათა შემდგომ ამ ანალიზის შედეგები, ანუ შემოქმედება, სახიერი გახადოს. ამ ეტაპზე ინტელექტუალური მოთხოვნილება-აზროვნება, ჰარმონიულია (2=11).
მესამე ეტაპი მენტალურ სხეულში ინტელექტუალური მოთხოვნილების იდეად ფორმირების ეტაპია და მისი რიცხვია 3.
ანტაგონიზმი-აზროვნება (2) ჰქმნის იდეას (3), რის გამოც თავად ეს იდეაც ანტაგონისტურ ელემენტებს შორის იქმნება (3=12 და 3=21).
რიცხვი 12 სიბრძნეა, ანუ იდეაა, რომელიც სუბიექტის ინტელექტუალურ პროგრესირებას ემსახურება. იგია იმპულსი, რომელიც სულიერ სიღრმეებში წვდომისაკენ გვიბიძგებს და შემოქმედებითი პროცესია თვითშემეცნებისა.
ხოლო რიცხვი 21 გონიერებაა, ანუ იდეაა, რომელიც ხელს უწყობს სუბიექტის ადაპტირებას გარემოსთან.
ასტრალური სხეული ადამიანში ის ადგილია, სადაც მორალური მოთხოვნილებები და შესაბამისად ზნეობა ფორმირდება. მისი ხარისხობრივი მაჩვენებელია რიცხვი 2.
ადამიანის მენტელურ სხეულში, ანუ არაცნობიერში მიმდინარე პროცესების ფორმირება-გამოკრისტალების პირველი ეტაპი, ანუ ზნეობის ჩამოყალიბება ასტრალურ სხეულში, ანუ ქვეცნობიერში საკმაოდ რთულად და ხშირ შემთხვევაში მტკივნეულად მიმდინარეობს. ამ პროცესის დასაწყისი რიცხვია 4, და მისი უმთავრესი ატრიბუტი ეზოთერულ მეცნიერებებში - ფორმაა. რიცხვი 4 ძირითადად სამი სახით წარმოგვიდგება: 13, 22 და 31.
13 ისეთი მორალური მოთხოვნილებაა, ისეთი ზნეობაა, რომელიც სუბიექტის ემოციურ, შემოქმედებით პროგრესირებას ემსახურება პერმანენტული ტრანსმუტაციის მეშვეობით უმაღლეს ღირებულებათა შეცნობის გზაზე. 13 ნათელს ჰფენს პირველად, ქვეცნობიერ მორალურ მოთხოვნილებას - ადგილი დაიმკვიდროს უმაღლეს სულიერ იერარქიაში, რადგან იგი, ადამიანი უმაღლეს შემოქმედმა შეჰქმნა „სახედ ღვთისად და ხატად ღვთისად“.
22 გაწონასწორებული მორალური მოთხოვნილებაა.ეს ის ზნეობაა, რომელიც მსჯელობს, რომ ცხოვრება ერთმანეთის მიმართ ანტაგონისტურად განწყობილ მოვლენებს შორის მიმდინარეობს, როგორც დიოგენე იტყოდა: „მზეც მრავალ ბინძურ ალაგს გაივლის, მაგრამ თვითონ სუფთა რჩებაო“ და მიზნად ისახავს დაუზიანებლად, ზედმეტი შფოთვის გარეშე გაიაროს თავისი გასავლელი.
31 - ამ შემთხვევაში მორალურ მოთხოვნილებათა და შესაბამისად ზნეობის პროფანაციასთან გვაქვს საქმე. ეს ის შემთხვევაა, როდესაც „მიზანი ამართლებს საშუალებას“, როდესაც იდეა-ნებელობა უპირატესია, ვიდრე სულიერი და ინტელექტუალური მოთხოვნილება, როდესაც პროგრესს ანაცვლებს თვითკმაყოფილება.
მორალურ მოთხოვნილებათა ფორმირების შემდგომ სუბიექტი ცდილობს მასში ჩამოყალიბებულ ზნეობის შესაბამისად იმოქმედოს. სწორედ ამ მოქმედების ამსახველია რიცხვი 5 და იგი ზოგადად სიცოცხლის, სიმტკიცისა და ლოგიკის სიმბოლოა. რიცხვ 5-ს, ისევე როგორც რიცხვ 3-ს, ნეიტრალური განწყობა არ გააჩნია. იგი დინამიურია და შემტევი. ხუთია 14, 23, 32 და 41.
14 ჭეშმარიტების ძიებაა. იგია ფორმირებული ინტელექტი - ადამიანი, თვისი უმაღლესი დანიშნულებით; განსხეულებული სიტყვა - ლოგოსი; ქრიტიანულ თეოლოგიაში:განკაცებული უფალი - ქრისტე.
23 ნებელობითი ანალიზის ე.წ. „ტვინის ჭყლეტის“ პროცესია, რომელიც წინ უსწრებს ნებელობით იდეას, რათა წინასწარ დაგეგმილ ეგოისტური მიზნისაკენ მიმავალ გზაზე დაუბრკოლებრივ ატაროს. ოკულტიზმში მისი სიმბოლო მენდესის პენტაგრამაა და იგი თხის თავს ასახავს.
32 ზნეობრივი ადამიანია, ამაღლებული მორალური მოთხოვნილებებითა და მკაცრი, სამართლიანი ლოგიკური ანალიზით. ოკულტიზმში მისი სიმბოლო სწორი პენტაგრამაა, რომელიც ადამიანს ასახავს.
41 იმპულსური ადამიანის ფორმულაა, ანუ ადამიანისა, რომელიც გარემო ფაქტორებზეა დამოკიდებული.
შემდგომ ეტაპზე საჭიროა მოქმედების ჰარმონიაში მოყვანა, რადგან ქაოტურს, მოქმედება იქნება ეს თუ აზროვნება, აბსურდამდე და ნგრევამდე შეუძლია ადამიანის მიყვანა. ამ პროცესებს რიცხვი 6 ასახავს და იგი ზოგადად ჰარმონიის, სილამაზის და არჩევანის სიმბოლოა. ამ ეტაპზე პირველად ჩნდება ჯერ კიდევ გაუაზრებელი ქვეცნობიერი ესთეტიური მოთხოვნილება. ექვსია 15, 24, 33, 42 და 51.
15 მეცნიერი, მაძიებელი ინტელექტია. იგია ნება და შესაძლებლობა გაცნობიერებისა.
24 არჩევანია ერთმანეთის მიმართ ანტაგონისტურად განწყობილ ისეთ ელემენტებს შორის, როგორებიცაა - სიკეთე და ბოროტება, ნათელი და ბნელი, პოზიტიური და ნეგატიური და ა.შ.
33 არჩევანია ორ იდეას შორის. სწორედ აქ იჩენს თავს პირველად ესთეტიური მოთხოვნილება.
42 ზნეობრივი დაშვებაა, შეიძლება ითქვას, რომ ზნეობრივი ექსპერიმენტია.
51 ინტელექტია, რომელსაც ცხოვრებისეული გამოცდილება, ლოგიკური პროცესები უდევს საფუძვლად.
ესთეტიური მოთხოვნილებების ჩამოყალიბება სუბიექტის ფიზიკურ სხეულთან არის დაკავშირებული. ამ უკანასკნელის ხარისხობრივი მაჩვენებელია რიცხვი 3.
ფიზიკურ სივრცეში ხდება საბოლოო ფორმირება - გამოვლენა როგორც ინტელექტის, ასევე ზნეობის და ამავე სივრცეში ყალიბდება და ფორმირდება გემოვნება. ეს ცნობიერი სივრცეა.
ეზოთერიკაში რიცხვი 7-ის ატრიბუტიკაა ბუნება (კოსმოსი), მფარველობა, რისკი, გამარჯვება და გამოცდა. იგი გააზრებისა და გაცნობიერების რიცხვია. შვიდია 16, 25, 34, 43, 52 და 61.
16 ინტელექტუალური არჩევანია: შენება ან ნგრევა, ომი ან მშვიდობა, სიკეთე ან ბოროტება და ა.შ.
25 გააზრებული ქმედებაა. იგია ასევე გაცნობიერებული ბედისწერა.
34, თუ გავიხსენებთ ქართულ სიტყვას „სამოთხე“ (3+4), ბევრი რამ ნათელი გახდება. აქ ნათლად სჩანს სულის უპირატესობა ფორმაზე, ანუ იდეა-სულიერება (3) + მაღალი მორალური მოთხოვნილება(4) გამარჯვების საწინდარია (7).
43, ეს რიცხვი წინა რიცხვის (34) აბსოლუტურად საწინააღმდეგოა, ანუ სული ფორმის ტყვეობაშია. იგი დაცემული მორალური მოთხოვნილებების, დაცემული ზნეობის სიმბოლოა.
52 რისკი და გამოცდაა.
61 არჩევანი-დილემა: სიკეთე და ბოროტება.
შემდეგი ეტაპია რიცხვი 8 და მისი ატრიბუტებია: ცვლილება, ტრანსფორმაცია, კანონი, ტრადიცია. იგი ფორმირებული ზნეობისა და გემოვნების რიცხვია და განსაზღვრავს სუბიექტის ქცევას. რვაა 17, 26, 35, 44, 53, 62 და 71.
17 ადამიანური საწყისის ( ინტელექტის; ნების) სამართლიანი (კანონზომიერი) გამარჯვებაა. ასევე: გამარჯვება მშვიდად უნდა მივიღოთ.
26, სიფრთხილე=გააზრება (2) + სწორი არჩევანი (6). ასე, რომ ეს რიცხვი სიფრთხილის ფორმულაა.
35 კანონზომიერი პროგრესია. ახალი იდეა (3) + ლოგიკური ქმედება (5) იწვევს ცვლილებას.
44 პასუხისმგებლობაა: ვინმეს მიაყენე შეურაცყოფა?(4) მოუბოდიშე (4); შექმენი რევოლუციური ხელისუფლება? (4) მიიღებ დიქტატურას (4); და ა.შ.
53 კანონზომიერი რეგრესია. მისი ლოგიკაა: „ის (სუბიექტი) მე მომწონს, იმიტომ რომ ის ვარგისია (რაღაცისათვის)“.
62 გაორებული აზროვნებაა, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს სუბიექტის - როგორც ევოლუცია, ასევე ინვოლუცია, ანუ არჩევანის გაორების, იგივე დაბნეულობის სიმბოლოა.
71 სუბიექტის პირადი (სუბიექტური) გამარჯვების უპირატესობა, ანუ უსამართლობაა.
და ბოლოს რიცხვი 9 - ეზოთერულ მეცნიერებებში აღსრულებისა და ხელდასმის სიმბოლო. ეს ფორმირებული ადამიანია, ადამიანი - მთელი თავისი გამოვლინებებით.
ცხრაა 18, 27, 36, 45, 54, 63, 72 და 81.
18 ადამიანია, როგორც ინტელექტუალური სუბიექტი კანონზომიერებათა შორის.
27 მედიუმის ფორმულაა. იგი თავისუფალი, გამარჯვებული აზროვნებაა.
36, იდეა-მიზანი (3) განსაზღვრავს არჩევანს (6). იგი შემოქმედებისა (ხელოვნების) და გემოვნების რიცხვია.
45 ზნეობრივი ადამიანის ფორმულაა. იუდეურ და ქრისტიანულ თეოლოგიაში იგი ადამის რიცხვია.
54 მოქმედების უპირატესობას ასახავს. იგი დემაგოგის ფორმულაა.
63, ასეთ შემთხვევაში არჩევანი (6) განაპირობებს იდეას (3). აქ ფორმის უპირატესობაა ასახული, ანუ ფიზიკური სილამაზის ფორმულაა.
72, ამ ფორმულაში გამარჯვების უპირატესობაა მოცემული.
81 - როცა ინტელექტი კანონის ჩარჩოებშია მოქცეული, ანუ კანონი ზღუდავს ინტელექტს. ეს რიცხვი პოლიტიკოსისა და სახელმწიფო მოხელის ზოგადი ფორმულაა.
ჩემო მეგობარო, არ ვიცი შევძელი თუ ვერა ნათლად მეთქვა ყველაფერი, რის თქმასაც ვაპირებდი, მაგრამ ყავა რომ ნამდვილად გემრიელი იყო, დამეთნხმე.
ახლა კი ერთ იგავს მოგიყვები და საუბარსაც დავასრულებ:
ამჟამინდელი საბერძნეთის ტერიტორიაზე ერთი მოგზაური ლამაზი ქალის ქანდაკებას გადაეყარა. მისი მშვენიერებით აღფრთოვანებულმა მოგზაურმა წამოიძახა
- ვინ ხარ შენ!
- მე გალათეა ვარ - უპასუხა ქანდაკებამ.
- კი, მაგრამ ასეთი მშვენიერი ფეხები ვინ გაგიკეთა...
- პიგმალიონმა - იყო პასუხი.
- ასეთი მშვენიერი მკერდი!..
- პიგმალიონმა...
- ასეთი მშვენიერი სახე!..
- პიგმალიონმა...
კაცმა ღრმად ჩაისუნთქა, ცას ახედა და
- მაშ ღმერთო, შენ რაღა გააკეთე!.. - ამოიოხრა.
- პიგმალიონი - მოისმა ციდან.


მალხაზ გველუკაშვილი
გლდანის N8 საპყრობილე. 2010 წელი

ბმული:
* https://www.facebook.com/malxazi.gvelukashvili/posts/295186557337081

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მალხაზ გველუკაშვილი   Fri Apr 29, 2016 11:52 pm

რა ამტკიცებს იმას, რომ გარდაცვალების შემდეგ ცხოვრება გრძელდება და რა ემართება ადამიანს, როცა პარალელურ სამყაროში გადადის


2016-04-25
ნინო სანებლიძე


მრავალი საუკუნეა, რაც კაცობრიობა მშვიდობიანად არსებობს პარალელური სამყაროების მცხოვრებლებთან ერთად. არის მომენტები, როცა საზღვრები სამყაროებს შორის გამჭვირვალე ხდება და ერთი მეორეში გადადის. 1954 წელს, პრინსტონის უნივერსიტეტის ლექტორმა, ჰიუ ევერეტმა, გამოთქვა მოსაზრება პარალელური სამყაროების არსებობის შესახებ. ისინი მჭიდრო კავშირში არიან ჩვენს სამყაროსთან, მაგრამ მათშიც არის გარკვეული განსხვავებები. მაგალითად, ჩვენს სამყაროში მცხოვრები ადამიანი პარალელურ სამყაროში შესაძლოა, დაბადებულიც არ იყოს, ხოლო აქ დიდი ხნის წინ გარდაცვლილი ადამიანი, იქ უვნებელი ტკბებოდეს ცხოვრებით. კაცობრიობის განვითარებასთან ერთად, უფრო მეტი ინტერესი გაჩნდა ამოუხსნელი მოვლენების მიმართ. ცნობილი იტალიელი მოაზროვნე ჯორდანო ბრუნო ამბობდა, რომ ჩვენი სამყაროს გარდა არსებობს სხვა სამყაროებიცო. საბოლოოდ, ის მისი შეხედულების გამო, ინკვიზიციის მსხვერპლი გახდა. დღეს მეცნიერებს კოცონზე აღარ წვავენ, თუმცა მკვლევრებს ჯერ კიდევ ვერ აუხსნიათ პარალელური სამყაროს საიდუმლო. ამ თემასთან დაკავშირებით მეტაფიზიკოს, მალხაზ გველუკაშვილს ვესაუბრეთ.

– ძველი მეცნიერებების მიხედვით, სამყარო შეიძლება დაიყოს სამ ნაწილად, სამ ვიბრაციად: ბგერის, ფერისა და ფორმის. ეს არაა ცალ-ცალკე სამყაროები, ისინი ერთმანეთშია და ერთმანეთის გარეშე არ არსებობს. თავიდან, ყველაფერი იქმნებოდა ბგერისგან, როგორც საწყისი ელემენტისგან. სახარებაში ნათქვამია: პირველად იყო სიტყვა, სიტყვა იყო ღმერთი და სიტყვა იყო ღმერთთან. ანუ, გამოდის რომ ბგერის ვიბრაცია ქმნის ყველაფერს. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვინდა თუ არა, მასთან მუდმივი კავშირი გვაქვს. არსებობს გლობალური მატრიცა, ეს იგივეა, რაც ღმერთის კანონზომიერება – აბსოლუტური სული, აბსოლუტური გონება, რომელიც მუდმივად იცავს წონასწორობას. როცა ამ წონასწორობას ვარღვევთ, მაშინ, რაც დავარღვიეთ უკან გვიბრუნდება. ამიტომ ვცხოვრობთ ისე, როგორც ვაზროვნებთ და არა ისე, როგორც გვინდა. როცა სამყაროს ეწინააღმდეგები, მაშინ ირღვევა ის ჩარჩო, რომელშიც მოთავსებული ხარ. ჩვენ ხომ სულ წინააღმდეგობაში ვართ სამყაროსთან. პარალელური სამყაროები და სხვადასხვა სივრცე კი, მუდმივ კონტაქტშია ერთმანეთთან. ამიტომ, როცა რაღაცას არღვევ აქ, არღვევ იქაც. თუმცა, ასე მარტივადაც არაა. პარალელური სამყარო ზოგადი ფრაზაა და ძალიან ბევრი შეიძლება, არსებობდეს. ეს ფაქტობრივად, მუდმივად მეორდება და ლაგდება, ისე, როგორც ადამიანის ორგანიზმში უჯრედი. არა მხოლოდ, პარალელური, არამედ იერარქიული სამყაროებიც არსებობს, რომლებიც განვითარების მიხედვით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მაგალითად, რომელიღაც სამყარო ჩვენზე ბევრად განვითარებულია, რომელიღაც ჩამორჩენილია და ასე შემდეგ. ერთ-ერთი ვარიანტია კოპირება, ანუ აქ ხარ, მაგრამ იმავდროულად შენი პარალელური „მე-თი” სხვა სამყაროშიც იმყოფები. ეს პარალელური სივრცეები არ აღიქმება იმის გამო, რომ მათი განზომილებათა თანხვედრა არ ხდება. შეიძლება სულ ერთმანეთში გავდივართ და გამოვდივართ, მაგრამ რადგან თანხვედრა არაა, ამას ვერ ვგრძნობთ. მოკლედ, ეს კანონზომიერებები ძალიან გაწონასწორებულია. ყველას აქვს თავისი ოქროს შუალედი. ადამიანის ჯანმრთელი სხეული რომ განვიხილოთ, ყოველი პროპორცია დაცულია. როგორც კი ირღვევა პროპორცია, ირღვევა სიცოცხლე. ამდენად, ეს სამყაროებიც ასეა ერთმანეთთან განლაგებული და აბსოლუტურ კანონზომიერებაშია მოქცეული.
– თუ შეიძლება ადამიანმა კონტროლი გაუწიოს თავის პარალელურ სამყაროებს ისე, რომ ეს დადებითად აისახოს მის ცხოვრებაზე?
– კი, როგორ არ შეიძლება. თუ, ჩავთვლით იმას, რომ აზრის, სიტყვის, გონების ძალა წყვეტს ყველაფერს, მაშინ შეუძლია. სამყაროს ვქმნით ისეთს, როგორიც ჩვენ ვართ, ანუ რამდენადაც გვიჭრის გონება, ცნობიერება და ზნეობა. ეს სამი ერთმანეთთან კავშირიშია. აქედან გამომდინარე, წარმოიდგინეთ, რა სამყაროს ვქმნით და რა ცხოვრებაა დღეს დედამიწაზე. ჩვენ ვართ მშენებლებიც და დამანგრეველებიც. ამასთანავე სამყაროს აქვს თავისი კანონები. არსებობს ბუმერანგის პრინციპი, ანუ შენ მიერ დარღვეული ფორმა, თავადვე გიბრუნდება. მორწმუნეებში არის ასეთი მოსაზრება – ღმერთი სჯის. ღმერთი არ სჯის და ვერც დასჯის, რადგან ღმერთი თავისთავად სიკეთე, სათნოება და სიყვარულია. სიყვარული, სიკეთე და სათნოება კი არ სჯის. ადამიანი თავადვე სჯის საკუთარ თავს. როცა შენ აშავებ, ღმერთი ვალდებულია, სამყარო შენგან დაიცვას და თავადვე გიბრუნებს შენს ნასროლს.
– ამბობენ, პარალელური სამყაროების არსებობა, ღმერთის არარსებობას გულისხმობსო.
– არა, პირიქით. ჩვენი დიდი შეცდომა ისაა, რომ ღმერთი გვესმის – ვინ ან რა პოზიციიდან. ღმერთი არც ვინ არის და არც რა. ღმერთი ყველგან და ყველაფერშია. ეს ძველ, საკრალურ მათემატიკაში ფანტასტიკურად იყო აღწერილი. თუ ავიღებთ ხარისხებს, როგორც სამყაროსეულ მაჩვენებლებს, პირველადი სამყარო, რომელიც თავიდან შეიქმნა, იქნებოდა ნულოვანი ხარისხის. ნებისმიერი პოზიცია ნულოვან ვერსიაში კი, ერთის ტოლია, ამიტომ ღმერთი ყველგან და ყველაფერშია. ზოგადად, ყველა რიცხვი ჩვენშია, მაგრამ ნულში ყველა შემთხვევაში ერთის ტოლი ვართ.
– გარდაცვალება გულისხმობს პარალელურ სამყაროში გადასვლას?
– კი. ჩვენ გადავდივართ სხვა განზომილებასა და სივრცეში. თუ ადამიანს განვიხილავთ, როგორც ფიზიკურ სხეულს, მაშინ ადამიანი არ არსებობს, რადგან ფიზიკური სხეული კვდება და მეხსიერებაში ინფორმაცია მთლიანად ქრება. სინამდვილეში ადამიანი არის სამშვინველი და არა სული – სული ღვთისაა. სხეული მხოლოდ ტანსაცმელია, გარდაცვალების შემდეგ, ამ ტანსაცმელს იხდი და სუბსტანცია რჩება. ეს სუბსტანცია მატერიალურია მთელი თავისი არსით. სიკვდილის შემდეგ, ადამიანი გადადის სხვა სამყაროში, თუმცა ეს არ ხდება ფიზიკურად.
– რა ემართება ადამიანს, როცა პარალელურ სამყაროში გადადის?
– არაფერი, უბრალოდ ხედავს, გრძნობს და აღიქვამს იქაურობას. უამრავი მაგალითია პარალელურ სამყაროში გადასვლა-გადმოსვლისა და მათ შორის, გაქრობის. საავადმყოფოების მიერ ჩატარებული ექსპერიმენტი იყო ფანტასტიკური. უნდა დაედგინათ, შეეძლოთ თუ არა კომაში მყოფ ადამიანებს პარალელურ სამყაროში გადასვლა. კომაში ჩავარდნილი პაციენტებისთვის წარწერებიანი ფურცლები ჭერზე დაკიდეს ისე, რომ ნაწერის წაკითხვა, მხოლოდ, ზემოდან იყო შესაძლებელი. აბსოლუტურად ყველა პაციენტმა წაიკითხა. ანუ, ისინი მართლა იყვნენ გასულები და ზემოდან კითხულობდნენ ტექსტს. ეს უკვე იმასაც ადასტურებს, რომ სიცოცხლე სიკვდილის შემდეგაც გრძელდება. ფანტასტიკური სიტყვა გვაქვს ქართულში – გარდაცვალება. ადამიანი კი არ კვდება, არამედ გარდაიცვლება. თუმცა, ვფიქრობ, ზოგი ადამიანი კვდება საკუთარი სიმძიმის მიხედვით. ვისაც მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი, სამყარო აღარ ღებულობს და ქრებიან.
– რამდენი ხანი გრძელდება პარალელურ სამყაროში გადასვლა? რას ხედავს ადამიანი ამ დროს?
– ასე ზუსტი დრო არ აქვს. 4-5 წუთით გადადიან ხოლმე და რომ ბრუნდებიან, ჰგონიათ, თითქოს 2-3 წელი გავიდა. ციმბირში სპეციალური საიდუმლო ჯგუფი იყო და მსგავს შემთხვევებს იკვლევდა. მაშინ, პარალელურ სამყაროში გადასვლის 15 000 შემთხვევა დაფიქსირდა. ერთი კაცი საერთოდ გაქრა თავისი სახლის სარდაფიდან. სამი წლის შემდეგ ეს სახლი გაიყიდა, კაცი დაკარგულად ჩაითვალა და ეს ადამიანი იგივე ადგილიდან ამოვიდა, დაბრუნდა. კაცი შოკში იყო, სულ სხვა სამყაროში მოხვდა და ისევ უკან წავიდა. საინტერესო მოვლენა დაფიქსირდა უკრაინაში. 50-იანი წლებიდან კაცი მოხვდა 90-იან წლებში. ასევე, ამერიკაში გზაზე გადასვლისას კაცს მანქანამ დაარტყა და მოკლა. ეს კაცი, რომ ნახეს, იფიქრეს, რომელიღაც მასკარადიდან იყო გამოსული, რადგან ძველი სამხედრო ფორმა ეცვა. საბუთები რომ ამოქექეს, მე-18 საუკუნის მცხოვრები ყოფილა, რომელიც მოულოდნელად გამქრალა. თუ ამას დავუკვირდებით, აღმოჩნდება, რომ პარალელური სამყარო კი არა, დრო სივრცეთა პორტალიც არსებობს. პარალელურ სამყაროში გადასვლა ეს არის უბრალოდ ტრანსული პოზიცია და შეგრძნებები გაქვს შემდეგი: გემოს, მხედველობის, შეხების. გგონია ფიზიკურადაც იქ ხარ. აბსოლუტურად უცხო ადამიანების მეტყველება გესმის, შენთვის გაურკვეველ ენაზე. ერთ-ერთი ექსპერიმენტის დროს 10 წუთით გაიხსნა სივრცე და დაფიქსირდა ბრძოლა, რომელიც ფოტოზეც გადაიღეს.
– არსებობს კომპანიები, რომლებიც ახერხებენ, რომ ადამიანებმა მათთვის არასასურველი, ძვირად ღირებული პროდუქცია შეიძინონ. ეს ჰიპნოზია? როგორ შეიძლება თავის დაცვა?
– ეს ჰიპნოზი არაა, ესეაა ნეიროლინგვისტური პროგრამირება, იგივე ტექნოლოგიური მეთოდიკა, რომლის შესასწავლადაც სპეციალურ კურსებს გადიან. არსებობს კიდევ, სხვა მეთოდებიც. ამას ყველა ვერ სწავლობს. ამ დროს, მეტყველების პროცესში, ადამიანს ითანხმებენ. ისინი პირველივე სიტყვაზე აწყობენ ყოველ პოზიციას და შენც მიჰყვები, რადგან გაქვს ნდობა. მათი მთავარი იარაღია სიტყვები, რითაც აბრუებენ ადამიანებს. დაცვის საშუალება საკუთარ თავში უნდა მოძებნო. შეგიძლია მოუსმინო, მაგრამ არ დაუჯერო. ადამიანთა 90 პროცენტი იმიტომ ემორჩილება მათ, რომ ცდილობენ, უკეთესი მხრიდან დაინახონ და ენდონ. მაგრამ, როგორც კი ეჭვის მომენტი გაგიჩნდება, ვერ დაგაჯერებენ. იმდენად გართულდა ცხოვრება, ხალხი მინიმალურ სიკეთეზე აკეთებს აქცენტს და მას რა მოჰყვება, აღარ ფიქრობს.

ბმული -- http://www.tbiliselebi.ge/?mas_id=268447552

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მალხაზ გველუკაშვილი   Sat Oct 01, 2016 12:10 pm




მალხაზ გველუკაშვილი

ადამის აღსარება

დაუსაბამო, ქაოსურ დროში, ვიღაცამ, უცხომ, წარმოთქვა სიტყვა: იქმენ და. . . იქმნა.
მეც იმ შორეულ გზიდან მოვედი. ვიხეტიალე ვარსკვლავებს შორის. ათიათასჯერ გადაზელილი ვიქეცი მიწად.
მტვერი შევისხი ადამმა ხორცად.
. . . და დედამიწამ უნდოდ მიმიღო უცხო სტუმარი, რამეთუ ხორცშესხმული მეტისმეტად მსუბუქი ვიყავ.
“სადა ხარ ადამ?” მკითხავდა ვიღაც. . . აგებ ის იყო ჩემი მეობა. “აქა ვარ, აქა!” შემოვძახებდი მარტოობაში გაბეზრებული. “მე შენ გაჩუქებ კეთილ განსაცდელს. . . და თუ აჰყვები ბოროტ ზმანებას, ამიტირდები გამთენიისას. . . ცრემლად გექცევა შემოღამება.”
ტკივილის ფასად მაჩუქა ევა.
. . . . .
დიახ, ვაშლი მომაწოდა.
არ მასვენებდა ეშმაკისეული _ გამოართვი ადამ, რამეთუ დღემუდამ ბედნიერება სულსა და გონებას გაგიხუნებს და ჭეშმარიტებას დაკარგვინებს.
მაინც მაცდუნა, სიყვარული ხომ ჩანასახშივე ურწმუნოა.
საოცრებაა. . .
ქალმა, რომელმაც ჩემი ტკივილის ფასად იხილა მზის სინათლე, ხელმეორედ მშვა საკუთარი ტკივილის ფასად.
. . . . .
ახლა ვიგრძენი რაოდენი შემძლებია.
ჩემი კარნახით ცხოვრობდა ევა, გადავაქციე ხორცის მეუფედ. თავად მეუფე, მისვე სურვილით, ჩადრში ვახვევდი თავისუფლებას, რომ მებალახა. . .
მსიამოვნებდა, დიდხანს მსიამოვნებდა, მაგრამ ერთხელაც. . .
ნუთუ, ღმერთო იმისათვის მომივლინე ეს ქალი, რომ უფრო მკაცრად მეგრძნო მარტოობა.
. . . მაგრამ ყოველის დასაწყისი ხომ მისი დასასრულის დასაწყისია.
1981 წ.

study


Last edited by Admin on Fri Nov 04, 2016 9:04 am; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მალხაზ გველუკაშვილი   Sat Oct 01, 2016 12:12 pm

მალხაზ გველუკაშვილი

ძაღლი ბატონისა

მთელი ცხოვრება მისი ერთგული იყო.
თვალებში შესციცინებდა.
ღამეებს უთევდა - ძილი არავინ დაუფრთხოსო.
იმ დღესაც. . .
მან თოფი გადმოიღო.
სანადიროდ მივდივართო - გახარებულმა ცქმუტვა დაიწყო, თუმცაღა გრძნობდა, რომ ბებერი მუხლები ძველებურად აღარ ემორჩილებოდა.
ტყეში გავიდნენ.
თოფი გატენა. . .
მეხუმრებაო - გაიფიქრა და წყლიანი თვალებით მიაჩერდა.
თითქოს ტვინი აეხადა. . .
თოფის ხმა არ გაუგია. . .
რისთვის! - გაიფიქრა და თვალები ცრემლებით აევსო.
. . . . .
ის ვალმოხდილი ბრუნდებოდა შინ.

1981 წ.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მალხაზ გველუკაშვილი   Thu Oct 20, 2016 12:45 pm

მალხაზ გველუკაშვილი

***

ბევრი არ მინდა, სულ ცოტა მინდა,
ჩემი წილი მზე მინდა,
ბევრი არ მინდა, ჩემს მტერს, მოსისხლეს,
კაცი არისო - ეთქვას,
ბევრი არ მინდა, ხარობდეს ქვეყნად
მართალი კაცის სიტყვა,
ერთ წუთს ვიცოცხლო, ამ ერთადერთ წუთს
მთელი ცხოვრება ერქვას.

1978 წელი

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მალხაზ გველუკაშვილი   Thu Oct 20, 2016 12:47 pm

მალხაზ გველუკაშვილი

სინანული

მჯეროდა შენი.
და ერთხელ, როცა მაიძულე გარემოსათვის შემეხედა შენი თვალებით, შემზარდა ყველა და ყველაფერი.
ვაი, რომ მჯეროდა შენი.

1980 წ.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მალხაზ გველუკაშვილი   Thu Oct 20, 2016 12:48 pm

მალხაზ გველუკაშვილი

სიკვდილის შიშით

სივრცე არ მყოფნის. . .
სული მოდრიკა მობოშებულმა ხორცის სიმძიმემ. გული ავთხლიშე სხეულს უწყალოდ და ჩემებრ მონებს ვუბრძანე მონამ
- მომიოქროვეთ! ! ! მომივარაყეთ! ! !
. . . სულ მუჭა მიწამ დააშოშმინა.

1982 წ.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მალხაზ გველუკაშვილი   Thu Oct 20, 2016 12:49 pm

მალხაზ გველუკაშვილი

თვითმხილების ხიფათი

დიდი ხანი, ძალიან დიდი ხანი დაბოდიალობდა.
მობეზრდა.
გულმისატანი საქმე რომ ვერ გამონახა, გადაწყვიტა, ჩემს ცხოვრებას გადავიტანო ფურცლებზე.
გაშიშვლდა.
ო, რა საშინელი ვყოფილვარო - და კალამი გადადო გვერდზე.
დაწვა და . . . დაიძინა.

1982 წ.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მალხაზ გველუკაშვილი   Thu Oct 20, 2016 12:51 pm

მალხაზ გველუკაშვილი

ბრწყინვალე ვარსკვლავი

შავს იდუმალებაში ტაატით მიიკვლევდა გზას თეთრი ხომალდი. . . ჭუჭყისფერ კვამლს სტოვებდა გზაზე. კვამლს, რომელიც წარსულში უნდა დარჩენილიყო არდავიწყაბად და მომავლის ტკივილის მიზეზად ქცეულიყო.
- მართლაა ბედნიერება აღთქმულ ვარსკვლავზე, ძია?
- მართლა შვილო.
- მერე და როდის მივაღწევთ?
- მალე, სულ მალე.
- და ეს “მალე” მთელი ცხოვრებაა - ჩაილაპარაკა მოხუცმა კოსმონავტმა.

. . .
მრავალმა სინათლის წელმა ჩაიარა მას შემდეგ. ჰადესის ჯურღმულებში გაუჩინარდა მოხუცი კოსმონავტი.
ჰა და ჰა, თითქოს, დღეს თუ არა ხვალ მაინცო. . . და უჩინარდება ვარსკვლავი სამყაროს უსასრულობაში.
შავს იდუმალებაში ტაატით მიიკვლევს გზას თეთრი ხომალდი. უშიშრად მიჰყვება უსასრულობის უცნობ გზებს.
- მივაღწევთ ოდესმე აღთქმულ ვარსკვლავს!
- მალე, სულ მალე!

1981 წ.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მალხაზ გველუკაშვილი   Thu Oct 20, 2016 12:56 pm

მალხაზ გველუკაშვილი

რატომ აღარ არიან ფასკუნჯები

ეს ამბავი მაშინ მოხდა, როცა ფრინველები ადამიანებივით ლაპარაკობდნენ. ყოველ ჯიშს ფრინველებისას საკუთარი ალაგი ჰქონიათ და სახელმწიფო პრინციპებით უცხოვრიათ. ერთ ალაგას ფასკუნჯები ცხოვრობდნენ თურმე. ლამაზი და ნოყიერი ადგილი ყოფილა.
დიდები ყოფილან ფასკუნჯები და ყვავ-ყორნებისაგან შეწუხებულმა ჩხიკვებმა და შოშიებმა დახმარება სთხოვეს. თავიანთი დიდი ბუნების გამო სუსტ მეზობლებს უარი ვერ უთხრეს და მამა ფასკუნჯები ერთიანად დასახმარებლად გაფრენილან. ბუდეებში მარტოდ დარჩენილ დედა ფასკუნჯებს ძერები დარევიან და დიდი ბრძოლის შემდეგ შვილებიანად ამოუჭამიათ. დაბრუნებულან შინ მამა ფასკუნჯები და ბუდეებში კვერცხების მეტი ვერა უპოვიათ.
ხომ დიდი იყვნენ ფასკუნჯები, მაგრამ ძერები ათასჯერ მეტნი ყოფილან.
ფასკუნჯებმა გადაწყვიტეს - დახმარება ორბებს ვთხოვოთო. მართალია ჩვენხელანი არა, ძერებზე დიდები მაინც არიანო და ბევრიც არიანო. ჩვენა გვგვანან და ერთად გვარიანად დავაფრთხობთ ძერებსო. ჩვენ თუ დავიხოცეთ, ჩვენს კვერცხებს ისინი მოუვლიან და არ გადავშენდებითო.
შემდეგ იცით რა მომხდარა? . .
ფასკუნჯნი წავიდნენ ორბებთან ერთად ძერების დასაფრთხობად. ორბებმა შუა ბრძოლაში შეატოვეს ხელში ფასკუნჯები ძერებს, თავად დაბრუნდნენ და მათ კვერცხებს დაერივნენ.
ის ფასკუნჯები, რომლებიც ცოცხლები დაბრუნდნენ ბრძოლიდან უკან, ასე მღეროდნენ თურმე:
აწი ბახალებს მოუყვებიან ჩვენზე არაკებს!
აწ გარდასული ჟამთა ზღაპრები ორბთა ბახალებს ცისფერ სიზმრებში გააბალახებს.
ჩვენს წინაპარსო ფასკუნჯი ერქვა, აჭორებს დედა პატარა ორბებს, . .
ნახეთ რამოდენა ფესვი გვქონიაო, ქვეყანას მოსდებს.
და ეს ამბავი როგორც დასრულდა, თქვენც კარგად უწყით - დღეს, თუნდაც წამლად, ერთ ფასკუნჯსაც ვერსად შეხვდებით, ზღაპრებისა და არაკების გარდა. ისე კი მართლა ყოფილან თურმე.

1983 წ.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მალხაზ გველუკაშვილი   Thu Oct 20, 2016 12:57 pm

მალხაზ გველუკაშვილი

მეფისა და მათხოვრის ზღაპარი

უხსოვარ დროში ერთი კაცი ცხოვრობდა თურმე. მეფე ყოფილა და ყოფილა კეთილშობილი. მშვიდობიანად გაატარა მთელი ცხოვრება. როცა ეწვია მეფეს სიბერე, გადაწყვიტა, რომ სიკეთე ექმნა, დიდი სიკეთე, რომლის მაგვარიც არ სმენია ადამის მოდგმას.
ბევრი იფიქრა თუ ცოტა, გზას გაუდგა. მიდიოდა და მიდიოდა.
ბევრი სიკეთე დათესა, მაგრამ ვერ იმყოფინა ვერცერთი, რადგან კიდევ ეძებდა.
და ჰა, ერთხელაც დაღლილი მეფე ჩამოხდა ერთი ტაძრის კარებთან. მათხოვარი შენიშნა. ქისაზე იკრა მეფემ ხელი და ერთი ოქრო მისცა მათხოვარს. შეცბა მათხოვარი ოქროს დანახვაზე:
-- დაიბრუნე კეთილო კაცო შენი მონეტა!
- კი მაგრამ რატომ? - გაკვირდა მეფე.
- ოქროა იგი!
- მე არ შემშლია!
- მე მესმის შენი, მაგრამ ჩემთვის ოქრო ბევრია!
- ბევრია ვითომ?!
- მე ხვალ ამ ოქროს არავინ მომცემს და უფრო მეტად გამიჭირდება!
დაფიქრდა მეფე, ბრძნულს უბნობსო ეს კაცი მართლაც და დაჰპირდა, რომ ყოველდღე ამდენს მისცემდა.
- დიდი მადლობა, კეთილო კაცო, და ეს ცხოვრება ჭრელია, რადგან ხომ შეიძლება, რომ განმირისხდეთ, ანდა მოგბეზრდეთ და აღარ მომცეთ არცერთი გროში! რა მეშველება მერე მე, უძლურს? რომ დავაგროვო? ო, არა! არა! მე დაგროვებას ჩვეული არ ვარ! მთელი ცხოვრება იმდენი მქონდა, რომ დღიდან დღემდე სული მიმქონდა. და ჩემი თხოვნა იქნება მხოლოდ, რომ სურვილს ჩემსას წინ არ აღუდგეთ!
- ო, ჭეშმარიტად ბრძენი ხარ ძმაო! - აღაფრთოვანა კეთილი მეფე მატხოვრის სიბრძნემ და გადაწყვიტა - ტახტს დავუთმობო. იგი უფრო ღირსია ტახტის და ჭეშმარიტად სამართლიან სამეფოს შექმნის. და ეს იქნება ყველაზე დიდი სიკეთე, რომლის მაგვარიც არ სმენია ადამის მოდგმას.
- მე მეფე ვარ და მსურს, რომ ჩემს ადგილს შენ დაეუფლო, შენ იყო მეფე!
მათხოვარი წამით გაოგნდა, მაგრამ მალე მოვიდა აზრზე. გაიფიქრა, რომ ეს ყველაფერი ან უადგილო ხუმრობა იყო, ან კი. . . ო. არა! გაფიქრებისაც კი ეშინოდა! დაემხო მეფის ფეხებთან მაშინ და
- შემიბრალეთ მეფევ ბატონო! მე ასეც, აქაც კარგად ვარ, რადგან ბედს არ ვემდური! არა ვარ ღირსი. მეშინია კიდეც, რომ ამხელა ტვირთი ვიკისრო!
- ოო, ჭეშმარიტად მეფედ შობილხარ! შენი ბედი ასე ყოფილა.
- არა, მეფეო! აბა, რა ჩემი საქმეა მეფობა! სად გაგონილა მათხოვარი დაესვათ მეფედ?!
- გვირგვინი მომაწოდეთ! - შესძახა მეფემ ნაზირ-ვეზირებს - არ გაგონილა და დღეის შემდეგ ასე იქნება! იმეფებს, ვინც ეს დაიმსახურა!
- არა, მეფეო! გთხოვთ შემიბრალოთ! მე მაგ გვირგვინის ღირსი არა ვარ!
- ღმერთი გფარავდეთ, მეფევ ბატონო! - და შემდეგ, მეფემ დატოვა სამეფო და გადაწყვიტა სიმშვიდეში გაეტარებინა დარჩენილი წლები. მათხოვარი მალე მოეგო გონს და შეიფერა მეფის გვირგვინი.

. . .
- აბა მომახსენეთ, ვირისთავებო, ხომ წესრიგშია სუყველა საქმე! ის კაცი, ხარკი არ გადაუხდიაო, რას ფიქრობს! კიდევ ვერ ხვდება, ვისთანა აქვს საქმე, ძაღლიშვილს!
- ჯერ ჩავაყუდეთ ორი-სამი დღე, მერე გავროზგეთ, რა თქმა უნდა, მანამდე, “თავის ნებით” მოგვცა ყოველი. . .
და ასე “მშვიდად” ცხოვრობდა მეფე-ნამათხოვრალი. და რადგან არაფერი არ იმალება, ამ ამბავმაც მიაღწია განდეგილი მეფის ყურამდე. გაგულისდა ნამეფარი და სასახლეში მიეჭრა მეფეს. მათხოვარმა, ო, მაპატიეთ, მეფემ ვერ იცნო ნამეფარი:
- ვინ ხარ! რა გნებავს! რისთვის მოსულხარ! ჩემი სიმშვიდე რად დაარღვიე?!
- როგორ თუ ვინ ვარ! ნუთუ ვერ მიცან?! შენ ის არა ხარ, მათხოვარი, ტაძრის წინ რომ ოქრო გაჩუქე?!
- როგორა ბედავ! სად გაგონილა, რომ ხელქვეითმა აუგი ჰკადროს ღმერთის ტოლ მეფეს!
- რაა?! ხელქვეითი?! ოო, საცოდავო!
- შეჰკარით! - იღრიალა ტახტის მფლობელმა - მოჰკვეთეთ თავი!
. . . დიახ, ცხოვრობდა თურმე ასეთი მეფე დიდი ხნის წინათ.

1984 წ.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: მალხაზ გველუკაშვილი   Today at 4:03 am

Back to top Go down
 
მალხაზ გველუკაშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: