არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 მანანა ანთაძე

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: მანანა ანთაძე   Tue Mar 05, 2013 10:03 am


Manana Antadze

მანანა ანთაძე
თუმანიშვილის ფონდის ხელმძღვანელი. თუმანიშვილის თეატრის ლიტერატურული ნაწილის გამგე.
თუმანიშვილის ფონდი 1998 წელს შეიქმნა. დამფუძნებელი და პრეზიდენტია მანანა ანთაძე. 2006 წელს დაიწყო პროექტი "ახალი დრამატურგია", და მას შემდეგ ყოველწლიურად ტარდება ორი კონკურსი:
1. "ახალი ქართული პიესა"
2. "ახალი თარგმანი"
ორივე კონკურსი ხორციელდება იმ პირთა და ორგანიზაციათა მხარდაჭერით, ვინც გამუდმებით ზრუნავს ქართული კულტურის განვითარებასა და პოპულარიზაციაზე. ჟურნალები: "ანაბეჭდი" და "ცხელი შოკოლადი", კომპანია "მაგთიკომი", "მრეწველები", ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირი, მუსიკისა და დრამის თეატრი, რუსთაველის თეატრი, საქართველოს კულტურის სამინისტრო.
2009 წელს შედგა ფონდის თანამშრომლობა ლონდონის უმნიშვნელოვანეს თეატრ "როიალ ქორთთან" /კონკურსის წესით შერჩეულ 6 ქართველ დრამატურგთან ბრიტანული თეატრის წარმომადგენლები ატარებენ სემინარებს/, რომელიც ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით ტარდება და დასრულდება 2013 წელს.



წიგნები:
* თანამედროვე დასავლური დრამა (ჟან ჟიროდუ (ავტორი: ირინა ღოღობერიძე), ედუარდ ოლბი (ავტორი: მანანა ანთაძე), ედუარდ ბონდი (ლალი კერესელიძე)), ნიკო ყიასასვილის რედაქციით, თბ. უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1989, ISBN 5-511-00317-4

* ჯოან კ. როულინგი - "ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა" Harry Potter and the Philosopher's Stone, რედ.: რ. ბრეგაძე, ლ. ქადაგიშვილი, თ. ქიტოშვილი; თბ. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2002, ISBN 99928-986-5-8

* უილიამ შექსპირი - "მაკბეth", ფოტოები გურამ წიბახაშვილი, დიზაინერი კარლო ფაჩულია, კომპიუტერული უზრუნველყოფა თენგიზ რობიტაშვილი, თბ. ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრი, პრემიერა - 2009 წლის 29 ოქტომბერი

* ირვინგ სტოუნი (1903-1989) - "წყურვილი სიცოცხლისა" (ბიოგრაფიული რომანი), რედ.: მარინე სოხაძე, ელისო ცქიტიშვილი ; მხატვ. თეა გელაშვილი, თბ. "საქართველოს მაცნეს" გამ-ბა და სტ., 2010. - 576გვ. : ნახ. ; 21სმ.. - (ოქროს ბიბლიოთეკა : ობ, ISSN 1512-2921 ; ტ. 10). - წიგნში გამოყენებულია ვინსენტ ვან გოგის ნახატები. - ISBN 99940-43-11-0 (ტომეულის); ISBN 978-9941-16-061-5

* "ადამიანის სხეული" (უმცროსი სასკ. ასაკის მოსწ. / შეადგ. ოლგა პეტროვსკაიამ ; რედ. ტატიანა ზარიცკაია ; მხატვ.: ოლგა მარტისიუკი, დენის ბუშინი; ქართ. ვერსიის რედ.: რუსუდან მოსიძე, ბონდო მაცაბერიძე, მე-2 გამოც., თბ. ბაკმი, 2009, დაიბეჭდა ჩინეთში. - ISBN 978-99940-27-62-0

* ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა), თბ. აგორა, 2010, 180გვ. (ავანსცენა). - ISBN 978-9941-9149-6-6

* ტერენს მაკნელი - "მასტერ კლასი" (პიესა), თბ. აგორა, 2012, 104 გვ., - ISBN 978-9941-9236-9-2



Published on Nov 8, 2012
ავტორი და წამყვანი - დავით ბუხრიკიძე.
გადაცემა "არტ ჰაუსის" 7 ნოემბრის ჩანაწერი.
"არტ ჰაუსის" სტუმარია მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრალური ხელოვნების განვითარების ფონდის პრეზიდენტი, მანანა ანთაძე, რომელიც დრამატურგთა კონკურსის, "ახალი ქართული პიესის" შესახებ საუბრობს.


ბმულები:
* http://en.wikipedia.org/wiki/Manana_Antadze
* http://ka.wikipedia.org/wiki/მანანა_ანთაძე
* https://www.facebook.com/TumanishviliTheatreFoundation
* http://www.geo.mttfoundation.com/
* http://tumanishvilifoundation.ge/
* http://www.nplg.gov.ge/ec/ka/cart/search.html?cmd=search&pft=biblio&qs=700%3Aანთაძე+მანანა
* http://radio1.ge/media-view/10070
* https://www.facebook.com/manana.antadze



Published on Dec 12, 2012

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების განვითარების ფონდის, კინომსახიობთა თეატრის და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მიერ წარმოდგენილი ერთობლივი პროექტის „ახალი ქართული პიესა" პირველი ეტაპი დასრულდა. კონკურსანტ დრამატურგთა მიერ 60-მდე პიესა იყო წარმოდგენილი, საიდანაც ექვსი გამარჯვებული გამოვლინდა . მათ ფულადი პრემიები გადაეცათ. კონკურსის მეორე ეტაპი 2013 წლის თებერვალში გაიმართება.


study


Last edited by Admin on Tue May 27, 2014 9:28 pm; edited 5 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მანანა ანთაძე   Tue Mar 05, 2013 10:49 am



წიგნის დასახელება – "თანამედროვე დასავლური დრამა (ჟან ჟიროდუ, ედუარდ ოლბი, ედუარდ ბონდი)
ავტორები – ირინა ღოღობერიძე (ჟან ჟიროდუ), მანანა ანთაძე (ედუარდ ოლბი), ლალი კერესელიძე (ედუარდ ბონდი)
გამომცემლობა - "თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა"
რედაქტორი - ნიკო ყიასაშვილი
მხატვრები - ირაკლი ფარჯიანი, ოთარ ვარვარიძე
ტირაჟი - 2000
ISBN 5-511-00317-4
გვერდების რაოდენობა – 148
ყდა – რბილი
გამოცემის წელი - 1989


ნაშრომში მოთავსებულია სამი ესეი, რომლებშიც განხილულია დასავლური დრამის სამი მნიშვნელოვანი წარმომადგენლის, მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის ფრანგი დრამატურგის - ჟან ჟიროდუს, თანამედროვე ამერიკელი და ინგლისელი დრამატურგების - ედუარდ ოლბისა და ედურად ბონდის შემოქმედების ძირითადი ასპექტები. წიგნი ეძღვნება პრობლემას, რომელიც განსაზღვრავს თანამედროვე დრამატურგიული გმირის შეჭირვებას იმ სამყაროში, რომელიც გაუცხოებულია მისადმი.
განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისათვის.

თსუ მეოცე საუკუნის საზღვარგარეთის ლიტერატურული პროცესების სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია.



study


Last edited by Admin on Tue Mar 05, 2013 11:26 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მანანა ანთაძე   Tue Mar 05, 2013 10:54 am



Friday, May 15, 2009

თამარ ბაბუაძე

ჯ.კ. როულინგი – ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა

ტაიმ-აუტი "ბურღების რეალობიდან"

კარგად მოერგეთ ცოცხს და…



ჯ.კ. როულინგი, ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა. ინგლისურიდან თარგმნა მანანა ანთაძემ. რედაქტორები რ. ბრეგაძე, ლ. ქადაგიშვილი, თ. ქიტოშვილი. თბ. 2002, "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა".



ერთხელაც, მომინდა, მყოლოდა საკუთარი ბუ. ნამდვილი. ზუსტად ისეთი, ჰარის რომ ჰყავს. ეს სურვილი ისეთივე ცხადი იყო, როგორც ბავშვობიდან შემორჩენილი წარმოსახვა. მაგალითად, როცა სამზარეულოში ჩუმად შეპარული, კარლსონთან ერთად ვანადგურებ მაჭკატებს, მინდა, მქონდეს ჯადოსნური თითი, რომ მასწავლებელს მივუშვირო და კატად გადავაქციო...
ჰოდა, ასე, ვზივარ საქმიანად ჩემს (თუ ბილ გეიტსის) Windows 2000-თან, ვბეჭდავ ბრმად და ვოცნებობ, რომ ამ ფანჯარას ბუმ მოუნისკარტოს, რაფაზე შორი გზიდან მოტანილი წერილი დამიგდოს და შემდეგ შენობის უკან, რედაქციის თანამშრომელთა ბუებისთვის განკუთვნილ საბუეს მიაშუროს – დაასვენოს ჰაერს ნახათქუნები ფრთები…
ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ეს შეუფერებელი და უკადრისი აზრები "ჰარი პოტერის" პირველად წაკითხვიდან მეორე წლის თავზე მომდის. ორი წლის წინ კი, გაგიჟებული ევროპელების გავლენით, როულინგის ორნახევარი წიგნი ერთ თვეში წავიკითხე (მეტს ვეღარ გავუძელი, მივხვდი, ეს ყველაფერი მარაზმში გადადიოდა) – რომ გამეგო, რით აღაფრთოვანა ასე ბრიტანელმა ავტორმა ჩემი სრულიად პროზაული შვეიცარელი მეგობარი (როცა "ჰარის" რეკომენდაციას უწევდა, წიგნი გულში ჩაიკრა და ყდა მაგრად ჩაკოცნა).
ახლა კი ვხედავ – "ჰარიმანია" თბილისშიც სახეზეა: აგერ, მე ოფისის უკან საბუეს ვაშენებ, ქართველი ბავშვები კი, ვინ იცის, ეშმაკურად ხითხითებენ და წიგნში ამოკითხულ შელოცვებს მეზობლებზე ცდიან.
ასე რომ, მგონი, ღირს, გადავხედოთ წიგნს და ვნახოთ, რატომ იქცა ეს ქალბატონი ნომერ პირველ საბავშვო მწერლად და საერთოდ, რატომ შექმნა მსოფლიომ ჰარი პოტერის კულტი.
...

ეს გახლავთ წიგნი ობოლ, გაჩხიკულ, სათვალიან ბიჭუნაზე, რომელიც ანჩხლი დეიდის ოჯახში, კიბის ქვეშ, საკუჭნაოში ცხოვრობს და მუდამ გაქსუებული დეიდაშვილის, დადლის ტერორის ქვეშ იმყოფება. ის მხოლოდ მე-11 დაბადების დღეზე აღმოაჩენს, რომ ჯადოქარია. იმავე დღეს ჰარი მეორე უდიდეს საიდუმლოს შეიტყობს – მშობლები ავარიაში კი არ დაეღუპა, როგორც დეიდა პეტუნია და მისი ქმარი ვერნონ დერსლი ეუბნებოდნენ, არამედ ბოროტმა ჯადოქარმა ვოლდემორტმა დაუხოცა. მას ჩვილი ჰარის მოკვლაც სურდა, თუმცა, რატომღაც ეს ვერ შეძლო. ბიჭი მხოლოდ შუბლზე, ელვისებური იარით დადაღა, თვითონ კი ძალა დაკარგა და გაუჩინარდა. ჩვილი ჰარი ჯადოქარმა პროფესორებმა ალბუს დამბლდორმა და მინერვა მაკგონაგელმა დეიდამისის სახლთან, ზღურბლზე დატოვეს. ასე აღმოჩნდა ჯადოქარი ჰარი პოტერი ამ სრულიად არაჯადოსან ნათესავებთან. თუმცა, რეალურ ცხოვრებაში დადლისგან დაჩაგრული ბიჭუნა ჯადოქრების სამყაროში მაშინვე იქცა გმირად, რომელმაც ბოროტი ვოლდემორტი დაამარცხა... თუმცა, მის საბოლოო დამარცხებამდე კიდევ ბევრი რამ უნდა მოხდეს. ჰარი კინგს-კროსის სადგურიდან, ბაქანი ¹9 ¾-იდან (რომელსაც არაჯადოსანი მაგლები ვერ ხედავენ) ჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოქრობის სკოლაში სასწავლებლად უნდა გაემგზავროს, მრავალი სახიფათო თავგადასავალი გაიაროს და ბოროტ ვოლდემორტს კიდევ ერთხელ შეხვდეს.
...

ახლა კი მივყვეთ მოვლენებს და თავიდანვე შევთანხმდეთ იმაზე, რომ ჯ.კ. როულინგი შესანიშნავი მთხრობელია – იუმორი, დაძაბული სიუჟეტი, უცნაური მხატვრული სახეები, შედარებები, ტექსტის საოცარი ვიზუალურობა – ამ წიგნში თავშესაქცევად მართლაც ყველაფერი მოიძებნება. რაც მთავარია, ეს პირველივე გვერდიდან იგრძნობა. სანამ ფურცელს გადავშლიდე, უკვე ვიცნობ ორ მთავარ პერსონაჟს: ვიცი, რომ მსუქანი ბატონი ვერნონ დერსლი, რომელსაც კისერი თითქმის არ უჩანს, სამაგიეროდ კი ულვაში აქვს ძალიან დიდი და რომელიც ბურღების დამამზადებელი ფირმის "გრანინგსის" დირექტორი გახლავთ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა შემიყვარდეს. მას შეუძლია, ღიღინ-ღიღინით გაიკეთოს თავისი ყველაზე უსახური ჰალსტუხი (და ბედნიერად შეეგუოს ამ უსახურობას), მთელი გზა, ქალაქამდე, მხოლოდ ბურღებზე იფიქროს, ეშინოდეს სიზმრებისაც კი (მოტოციკლეტები არ დაფრინავენ! – უღრიალებს ის ჰარის, რომელიც სიზმარს ჰყვება); შვილს ასე მიეფეროს: "პატარა ურჩხული... მამას ჰგავს".
ახლა დეიდა პეტუნია გავიცნოთ – ვერნონის ერთგული თანამეცხედრე, თხელი, ქერა ქალი. მის ჩვეულებრივზე ორჯერ გრძელ კისერს ისეთივე სასიცოცხლო-ფუნქციონალური დატვირთვა აქვს, როგორც ვთქვათ, სპილოსთვის – ხორთუმს: დეიდა პეტუნია, კიდევ უფრო კისერწაგრძელებული, ხშირად დგას ღობესთან და მეზობლებს უთვალთვალებს, მერე საღამოს, ახალ ამბებს ქმარს უამბობს. გრძელი კისრისთვის თვალთვალის ფუნქციის მინიჭება და ჭორების მოლოდინში ღობესთან ატუზვა პეტუნია დერსლის ცხოვრების პოზაა. მას ქმართან ურთიერთობისთვისაც ორადორი საბაბი აქვს: სხვების ცხოვრების განხილვა და "პატარა, ნიჭიერი ანგელოზი დადლიკუნა". ეს ქალი პატარა ჰარის საკუჭნაოში აცხოვრებს და დაბადების დღეზე ქმრის გამონაცვალ, თითგამოხეულ წინდას ჩუქნის.
ახლა თვითონ დადლი ნახეთ: ქონებში ჩაფლული, წყალწყალათვალებიანი ბავშვი, რომელიც კედლებს ფაფებით წუწავს, გაანჩხლებულს, სკამში ძლივს ტენიან, სპორტული ველოსიპედი მინდაო, გაჰკივის მხოლოდ იმიტომ, რომ მერე მისის ფიგს დააჯახოს, დაბადების დღეზე 40 ნაირსახეობის საჩუქარს ითხოვს, დიდი ხანია არ უტირია, მაგრამ ცრემლებს ყოველთვის იგონებს – გულაჩუყებულმა დედამ "დადლიკუნებს", "ბაცაცუნებს" ყველა სურვილი რომ შეუსრულოს.
პრინციპში, უსახური ჰალსტუხი, დღემუდამ ბურღებზე ფიქრი, პატარა დადლის ანჩხლად წარმოთქმული "არ ვქნამ!", მეზობლების თვალთვალში დაღლილი კისერი... – სანამ ამ შესანიშნავი შტრიხებით დერსლების ოჯახზე წარმოდგენას შევიქმნიდეთ, პირველივე წინადადებაში, თანაც დახვეწილი იუმორით, მჟავნდება მთავარი სათქმელი: ოჯახი, რომელშიც ჯადოქარი ჰარი პოტერი 11 წლამდე ცხოვრობს, აშკარად "ბურღების რეალობას" ეკუთვნის: "ცოლ-ქმარი დერსლები, პრივიტ დრაივის ოთხი ნომრიდან, ძალიანაც ამაყობდნენ იმით, რომ მათ, მადლობა ღმერთს, სრულიად ნორმალური ხალხი ეთქმოდა" – ზუსტად ასე ითარგმნება როულინგის პირველი წიგნის პირველი წინადადება. ის ეფექტური გახლავთ იმდენად, რამდენადაც მთავარ ინფორმაციასთან ერთად (დერსლები ჩვეულებრივი, "არა-ჯადოსანი" ხალხია), თავად ცოლ-ქმრის ამ ფაქტისადმი დამოკიდებულებასაც გადმოგვცემს (რომ ისინი ძალიანაც ბედნიერები არიან ამ თავიანთი სტანდარტულობით). არ დაგავიწყდეთ, რომ ამ ორმაგ ფუნქციას შესანიშნავად ითავსებს პირველივე წინადადება. აი, ქართულ ვარიანტში კი პირველ აბზაცს, ფრაზების გადაადგილების გამო, ეფექტურობა აშკარად დაკარგული აქვს. ქართული "ჰარი" ასე იწყება: "ვინ წარმოიდგენდა, რომ ბატონ და ქალბატონ დერსლებს, პრივიტ დრაივის ოთხ ნომერში რომ ცხოვრობენ, ოდესმე უცნაური, თანაც იდუმალებით მოცული ამბავი გადახდებოდათ თავს". თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ, საბოლოო ჯამში, "ჰარი პოტერი" მშვენიერი თარგმანია. მის შესახებ ოდნავ ქვემოთ.
...
კიდევ რა მიზეზი არსებობს მსოფლიო მიმდინარეობა "ჰარიპოტერიზმის" ჩამოსაყალიბებლად? ალბათ, ეს, პირველ რიგში, ჯადოქრობის რანგში აყვანილი "მძაფრსიუჟეტიანი" თავგადასავლებია. უფრო ზუსტად კი, თითქმის ჰოლივუდური ბლოკბასტერების – "ბოევიკებისა" და ჰორორის ჟანრში გადაწყვეტილი ამბები – ტროლთან შებმა, სამთავიანი გიგანტური ძაღლი, ურჩხულის ახლადგამოჩეკილი "ბარტყის" უნგრეთში გადაფრენა. ასევე, დეტექტიური ელემენტები – გრინგოტსის ბანკის გაძარცვა, ბოლო თავამდე უპასუხოდ დარჩენილი კითხვა – რა განძს იცავს გიგანტური ურჩხული, ბოროტი ვოლდემორტის განუწყვეტელი მოლოდინი და მასთან შებმა.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, "ჰარი პოტერში" ზუსტად ისე (ანუ ერთბაშად) ეფინება სიუჟეტს ნათელი, როგორც "აღარასდროსდამთავრებად" და გულისზიდვამდე მსუყე ლათინო-ამერიკულ მრავალერსიან ფილმებშია – როცა უკანასკნელ სერიაში აღმოგვხვდება, "ო, ამ ბოროტს მოუკლავს ის კეთილი პერსონაჟი" ან: "უი, ეს ჩემი საყვარელი გმირი ცოცხალი ყოფილა, მერე რა, რომ საკუთარი თვალით ვნახე, როგორ გაიტანა მანქანამ". იქვე, თვალცრემლიანები და აღელვებულები, ვაქორწინებთ მრავალტანჯულ წყვილს... "ჰარი პოტერშიც" სიმართლეს ბოლო თავში ვიგებთ. მანამდე მკითხველი, დაძაბული სიუჟეტების წყალობით, სულ "აყვანილი", სუნთქვაშეკრული უნდა იყოს და მთავარი თავსატეხის ამოსახსნელად ასე დაძაბულმა, გზადაგზა, ფურცელ-ფურცელ უნდა კენკოს ტექსტში თავშესაქცევად მიმობნეული საკენკი-გასაღებები – რა იმალება ჰოგვორტსის საცავში, ვინ ცდილობს მის მოპარვას და შეძლებს თუ არა ჰარი პოტერი ვოლდემორტის მეორედ დამარცხებას.
ალბათ, პირველ რიგში, სწორედ ამ დეტალების გამო ასაღებს როულინგის წიგნებს მსოფლიო დიდი გულმოდგინებით. თანაც, ეს ჩვეულებრივი დაძაბული სიუჟეტები არ გახლავთ. მოქმედება ორ განზომილებას შორის – მაგლებისა და ჯადოქრების სამყაროში ხდება და მკითხველსაც სწორედ ეს მოსწონს.
...
მაგრამ, ნუთუ, სულ ეს არის "ჰარი პოტერი"? ნუთუ, მხოლოდ ამის გამო გავბრიყვდი და ბუს შეძენა გადავწყვიტე, ქართველმა ბავშვებმა კი ამის გამო გაწირეს უდანაშაულო მეზობლები? არა, თქვენ ჯერ მთავარი არ გაგიგიათ – სინამდვილეში "ჰარი პოტერის" უპირველესი ღირსება სულ სხვაგან იმალება. ეს ღირსება იუმორი, ცოცხალი შედარებები, უცნაური სიტუაციები და კიდევ უფრო უცნაური მხატვრული სახეებია. როულინგი, კარგი რეჟისორივით, ჩინებულ ვიზუალურ იმიჯებს ქმნის, ისეთს, წაკითხვისთანავე, გონებაში "ვიდეო-კამერით" რომ "იღებ"...
მეტიც, სინამდვილეში წიგნის ყველაზე მძაფრსიუჟეტიანი ეპიზოდი არც ვოლდემორტთან შებმაა და არც ტროლთან: აბა, რომელი ბრძოლა და სამთავიანი ურჩხული შეედრება იუმორში გადაწყვეტილ, შესანიშნავ ეპიზოდს, რომელშიც ჰარი პოტერი ჰოგვორტსიდან წერილს იღებს, ძია ვერნონი კი ბიჭს კონვერტს გულმოდგინედ უმალავს. როგორ თანდათან იძაბება სიტუაცია – ჯერ ერთი წერილი მოდის (კიბის ქვეშ რომ საკუჭნაოა, იქ მცხოვრებ ჰარი პოტერსო, წერია კონვერტზე), ვერნონი კი ჰარის დადლის ყოფილ საძინებელში აასახლებს, შემდეგ – მეორე წერილი (მისამართის გრაფაში უკვე ყველაზე პატარა საძინებელია მითითებული) და ვერნონი საფოსტო ყუთს ჭედავს, მერე – ერთბაშად 12 წერილი – მისტერ დერსლი კარებისა და ფანჯრების აჭედვაზე გადავა; შაბათ დილას 24 წერილს მერძევე მოიტანს, კვირა დილას ოცდაათი, ორმოცი, უთვალავი წერილი ბუხრის საკვამურიდან ჩამოშხუილდება, დერსლებიც ჯერ სასტუმროში, შემდეგ კი უკაცრიელ კუნძულზე გაიხიზნებიან. წერილები იქაც მოდის. კონვეტზე წერია: "ჰარი პოტერს ოთახი 17, სასტუმრო "რეილვიუ", ან ეს: "ბატონ ჰ. პოტერს, ზღვაში რომ კლდეა, კლდეზე რომ სახლია, იმ სახლის იატაკზე რომ იმყოფება"... ეს ეპიზოდი, რომელსაც აგვირგვინებს მოულოდნელად გამოჩენილი გოლიათი ჰაგრიდი, ვარდისფერი ქოლგით ხელში, მართლაც შეუდარებელია.
...
ეს გახლავთ იუმორი და დაძაბულობა დიდებისთვის. თუმცა, "გემრიელი საკვები" (თანაც ბლომად) როულინგს პატარებისთვისაც აქვს შემოტოვებული: მოდი, იყავი პატარა ბიჭი და არ მოგინდეს, რომ სკოლაში წასვლისას თან მიგყავდეს ბუ, კატა ან გომბეშო (რომლებიც ფოსტალიონის ფუნქციას იტვირთებენ), ჩანთაში კი დედაენის, ფარგლების და ტრანსპორტირების ნაცვლად, ალაგებდე: 1 ტელესკოპს, 1 ჯადოსნური ჯოხს, 1 ქვაბს (მოკალული, სტანდარტული, ზომა 2), დრაკონის ტყავის ხელთათმანს (სხვათა შორის, ამ ნივთების ნუსხა კიდევ უფრო სასაცილოდ ჟღერს სწორედ ასეთი პროზაული განმარტებების გამო. ანუ იმ კონტრასტის გამო, რაც ერთი შეხედვით ჯადოსნურ ნივთს – "საწამლავებისთვის განკუთვნილ ქვაბსა" და განსაზღვრებას – "მოკალული, ზომა 2" შორისაა); პატარა ბიჭუნებს ისიც ძალიან უნდათ, რომ სკოლაში ფიზიკა-მათემატიკის ნაცვლად ასწავლიდნენ ფრენას, ფეხბურთს, რომელიც ჰაერში, ცოცხებზე შემომსხდრებმა უნდა ითამაშონ (მას ქვიდიჩი ჰქვია) და აკითხებდნენ ისეთ წიგნებს, როგორიც "შელოცვების ქრესტომათიაა"...
სწორედ ამ იუმორის გამოა, რომ მეორეხარისხოვანი პერსონაჟებიც მკითხველზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. მოდი და ნუ დაგამახსოვრდება ტექსტში სულ სამ-ოთხჯერ ნახსენები მისის ფიგი (დერსლების მეზობელი, რომელსაც დადლის დაბადების დღეზე ჰარის უტოვებენ ხოლმე – საყვარელ დადლიკუნას დაბადების დღე არ ჩაუშხამოს): მისის ფიგის სახლი დღემუდამ კომბოსტოს სუნით ყარს, ჰარის კი ათვალიერებინებს ყველა იმ კატის ფოტოს, რომელიც ოდესმე ჰყოლია.
ხშირად გულიანად გაცინების საბაბს ისევ ის კონტრასტი გვაძლევს, რაც ჯადოქრულსა და ადამიანურს შორის არსებობს. აბა, სცადე და არ გაგეღიმოს მაინც იმ ფაქტზე, რომ ალბუს დამბლდორი ჰოგვორტსის დირექტორიც არის, ჯადოქართა საერთაშორისო კონფედერაციის პრეზიდენტიც და ამ დროს "გატაცებულია კამერული მუსიკითა და ბოულინგით". საშობაოდ კი წინდებს ნატრობს: "აი, კიდევ მოვიდა შობა და ერთი წყვილი წინდა არავის უჩუქებია. ყველას უნდა, მაინცდამაინც წიგნი მაჩუქოს". ფილოსოფიური ქვის გამომგონებელი და გამოჩენილი ალქიმიკოსი ფლამელი ოპერის დიდი ტრფიალი გახლავთ.
კიდევ რას აღარ იპოვით ჰოგვორტსის იდუმალებით მოცულ წიგნთსაცავებში. მაგალითად, ასეთ წიგნს: "წყევლა და საპასუხო წყევლა" (მოხიბლეთ თქვენი მეგობრები და თავგზა აუბნიეთ მტრებს უთანამედროვესი შურისძიებით: გამელოტება, მუხლებში მოთენთვა, ენის ბორძიკი და უამრავი სხვა რამ). დარწმუნებული ვარ, ამ წიგნის ხელში ჩაგდება, არამხოლოდ პატარა, ცელქ ბიჭუნებს, არამედ უფროსებსაც მოუნდებათ, განსაკუთრებით, აღრენილ და გაბოროტებულ მდგომარეობაში...
უჟმური და შურიანი მალფოი სულ ტრაბახობს, არდადეგებზე იმდენი ვიფრინე, ცაში კინაღამ მაგლების ვერტმფრენებს შევასკდიო. იქვეა, ყველა გემოს კანფეტი (მათ შორის, ღვიძლის, ხაშის, ბრიუსელის კომბოსტოს, წვინტლისაც...), შოკოლადში ჩადებული ბარათები, რომლებზეც სურათები სადღაც მიდიან, მერე ბრუნდებიან და ტკბილად გიღიმიან; კედელზე ჩამოკიდებული პორტრეტები, რომელთა ბინადრებიც ღამ-ღამობით, თავ-თავიანთი ჩარჩოდან გამოდიან და ერთმანეთთან სტუმრად დადიან...
ჰოგვორტსის ბნელით მოცულ დერეფნებში მოჩვენებებსაც გადააწყდებით: უთავო ნიკი, რომელსაც შემოტმასნილი რეიტუზი აცვია, როცა მოუნდება, მარცხენა ყურს დაიქაჩავს და თავი მხარზე ეკიდება – ამით ერთობა; მასწავლებელი-მოჩვენება ბინსი – ძალიან მოხუც პროფესორს ერთხელ სამასწავლებლოში, ბუხართან ჩასძინებია, მეორე დილით გაკვეთილზე შესულს გაურკვევია, რომ სხეული ბუხართან დარჩენოდა...
...
ეს ის დეტალებია, რომელთა გამოც ჯ.კ. როულინგი წარმოსახვის უნარი განცვიფრებს. თუმცა, ამდენი ახალი და ორიგინალური მხატვრული სახის მიუხედავად, ხანდახან მაინც რჩება ისეთი განცდა, რომ ეს ყველაფერი სადღაც გინახავს, სადღაც ამოგიკითხავს: განა, საბავშვო მხატვრულ ლიტერატურაში არ არსებობს გმირი, რომელიც დაფრინავს, ან ისეთი კეთილი ჯადოქარი, როგორიც ალბუს დამბლდორია? როულინგის თითქმის ყოველ პერსონაჟს შეიძლება გამოუძებნო ანალოგი მსოფლიო ლიტერატურაში. იგივე შეიძლება ითქვას, მხატვრულ ხერხებზე – უგემრიელესად აღწერილი კერძები აშკარად ასტრიდ ლინდგრენს გახსენებს, სუფრა, რომელიც თავისით იშლება და ეწყობა – ხალხურ ეპოსს, ჯადოსნური ჯოხის შეხებით ჰაერში გაჩენილი სიმღერის ტექსტი კი – კომიქსებში დიალოგების ჩასაწერად დახატულ ღრუბლებს. სწორედ ამიტომ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ როულინგი ვერაფრით მივა ვერც როალდ დალთან – ავტორთან, რომელსაც მას ხშირად ადარებენ. "ჰარი პოტერის" შემქმნელი ადგას კარგად გაკვალულ გზას, რომელზეც მახვილი თვალი კარგ შედარებებსაც წააწყდება, საინტერესო სიუჟეტსაც და მზამზარეულ გმირებსაც. ყველაზე შთამბეჭდავი ეპიზოდი კი "ჰარი პოტერის" მეორე ნაწილში სილივრუს სარკესთან ჰარის შეხვედრაა. ეს გახლავთ სარკე, რომელშიც ყველა თავის სანუკვარ ოცნებას ხედავს. ჰარი პოტერი მას ერთ-ერთი ღამეული ვოიაჟის დროს, მიტოვებულ საკლასო ოთაში წააწყდება და ობოლი ბიჭიც სარკეში თავის გარდაცვლილ ნათესავებს დაინახავს. ზურგს უკან უდგას დედა და უღიმის, მამა ხელს უქნევს... ეს ადგილი ნამდვილად ღირს წაკითხვად.
ორიოდე სიტყვით თარგმანზეც შევჩერდეთ: ხშირად ქართული წინადადებები გაცილებით უფრო ეფექტურია, ვიდრე – ორიგინალში. მაგალითად: ინგლისურ ზმნას favour აშკარად ჯობია ქართული – გაუტკბება. (დროზე დავამთავროთ, ვიდრე სნეიპს ჰაპლეპაფის სიყვარული გაუტკბება. გვ.200). საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება "ვარდისფერაბრეშუმისკაბიანი, ფუშფუშა ქალბატონიც", რომელიც ჰოგვორტსში, პორტრეტში ცხოვრობს. ამ შემთხვევაშიც ინგლისურ "ძალიან მსუქანზე" უკეთესია ქართული "ფუშფუშა". ასე თავისუფლად და ბუნებრივად გადმოქართულებული ფრაზების გახსენება კიდევ მრავლად შეიძლება. თუმცა, ქართული "ჰარი პოტერის" კითხვისას იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება ისე, რომ წინადადებებში ინგლისური ორიგინალის კვალი აშკარად იგრძნობა. მაგალითად, წინადადება – "სიტყვა მანამდე გაქრა, ვიდრე ბაგემდე მიაღწევდა". ან ეს: "შენი დედიკო არავის გააფუჭებინებს შენს დღეს", ანდა: "პროფესორი მაკგონაგელი, რომელსაც ვერც ერთი მასწავლებელი ვერ დაასწრებდა ცხელი წერტილების აღმოჩენას, მყისვე იქ გაჩნდა" (134 გვ. ინგლისური ვერსია: ..who could spot trouble quicker than anyone else...) თუმცა, ეს მხოლოდ მცირე გამონაკლისებია. სხვა მხრივ, ტექსტი კარგად იკითხება.

P.S. ერთი სიტყვით, ყველაფერი ასე თუ ისე გაირკვა. ერთადერთი, ჩემი და ბუს ამბავია გადასაწყვეტი. ერთის მხრივ, შეიძლება, ბურღების ქარხნის დირექტორობასა და საკუთარი სტანდარტულობით ტკბობას, ისევ ფოსტალიონ ბუზე ოცნება მერჩივნოს. მაგრამ, საბოლოო ჯამში, მაინც გადავწყვიტე, ამ წამოწყებაზე უარი ვთქვა, რადგან ჩემი შინაური ფრინველი ჰარი პოტერს მომაგონებს, ეს პერსპექტივა კი სულაც აღარ მხიბლავს. ჩემთვის "ჰარი პოტერი", ერთი შეხედვით, ბრწყინვალე ზღაპრული ფანტაზია, უკვე გახდა ცხოვრებისეული სტანდარტი, რომელიც ლათინო-ამერიკული სერიალივით აღარასდროს მთავრდება. ამას, სხვათა შორის, მედიამაც შეუწყო ხელი. სიტყვა "ჯადოსნური" პრესამ ისე აიტაცა, თითქოს, პირველად გაიგო, ჟურნალისტების მახვილგონიერების პიკად კი დაახლოებით ასეთი ფრაზა იქცა: "ჯადოქრობა რეალურ ცხოვრებაში: მარტოხელა, ღარიბი დედა მილიარდერი ხდება". მე კი არა მგონია, მიმზიდველი იყოს ფანტაზია, რომელსაც დასასრული არ უჩანს, თითიდან გამოწოვილი ხდება და 11 სქელტანიან წიგნში უსაშველოდ იწელება – ანუ, ყალიბდება ადვილად მოყირჭებად მასკულუტურულ ფენომენად...
საინტერესოა, როდის მოიყირჭებს "პოტერიზმს" მსოფლიო. თუმცა, სანამ ეს მოხდება, პლანეტა კვლავაც გატაცებით ელის როულინგის მეხუთე – გამოსვლამდე ბესტსელერადქცეულ წიგნს. ის ხომ წინასწარ 6 მილიონ ადამიანს აქვს შეკვეთილი. მე კი, რა ვქნა, აღარ მინდა ბუ...


© “წიგნები – 24 საათი”
ბმული - http://arili2.blogspot.com/2009/05/blog-post_9610.html
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მანანა ანთაძე   Tue Mar 05, 2013 11:17 am

http://1tv.ge/news-view/18725

7 ოქტომბერი, 2010

ტენეს უილიამსის პიესა ”კამინო რეალი” ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა. პიესა თუმანიშვილის თეატრის ფონდის დამაარსებელმა მანანა ანთაძემ თარგმნა და ამერიკის საელჩოს დაფინანსებით გამომცემლობა ”პარნასმა” გამოსცა.

წიგნის პრეზენტაცია, საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პროგრამის ფარგლებში, თეატრალურ კაფე ”მარჯანოვში” გაიმართა.


კინომსახიობთა თეატრში ტენესი უილიამსის "კამინო რეალი" პრემიერა იქნება წარმოდგენილი
თბილისი 19:14 - 07.12.09 "ჯი-ეიჩ-ენი"


10 დეკემბერს მ. თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი და ფესტივალი "საჩუქარი" წარმოადგენენ ტენესი უილიამსის "კამინო რეალი" პრემიერას. სპექტაკლი ინგლისელმა რეჟისორმა ჰილარი ვუდმა დადგა.

როგორც ჰილარი ვუდი აცხადებს, კამინო რიალი არის სამეფო გზა, რომელიც ოდესღაც უძველეს აცტეკ მეფეებს ეკუთვნოდათ. ტენესი უილიამსის ფანტაზიით ამ გზის დასასრული წარმოდგენილია ქვის გალავნით შემოზღუდულ ქალაქად, საიდანაც გზა უკვე აღარსად მიდის. იქით არსებობს მხოლოდ ტერა ინკოგნიტა. მასთან მისასვლელად კი მეტად საშიში უდაბნოს გავლაა საჭირო.

სპექტაკლი 11, 12 დეკემბერსაც იქნება წარმოდგენილი.

ბმული - http://www.ghn.ge/news-4005.html

კამინო რეალი

თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი, პრემიერა შედგა - 10.12.2009-ში
პიესის ავტორი: ტენესი უილიამსი

დამდგმელი რეჟისორი: ჰილარი ვუდი (დიდი ბრიტანეთი)
დამდგმელი მხატვარი: შოთა გლურჯიძეშოთა გლურჯიძე
მუსიკალური გამფორმებელი: ჰილარი ვუდი (დიდი ბრიტანეთი)
ქორეოგრაფი: ნინო კერვალიშვილინინო კერვალიშვილი
მონაწილეობენ:
მზია არაბული;
გია აბესალაშვილი;
პაატა ბარათაშვილი;
შორენა ბოხაშვილი;
თამარ ბზიავა;
თამარ (თამუნა) ბუაჩიძე;
გურანდა გაბუნია;
ირინა გიუნაშვილი;
რამაზ იოსელიანი;
გუგა კახიანი;
ოთარ მეღვინეთუხუცესი;
ზაზა მიქაშავიძე;
გიორგი ნაკაშიძე;
ანა ნიკოლაშვილი;
ნინელი ჭანკვეტაძე;
გიორგი ყიფშიძე;
ზურაბ ყიფშიძე;
ნინა ჩხეიძე;
დარეჯან ჯოჯუა;
იოსებ (სოსო) ხვედელიძე;
ნიკოლოზ (ნიკა) წერედიანი;
ბექა იაკობაშვილი;
ილია ჭეიშვილი;
ლევან ფირცხალავა;
თამთა შერაზადაშვილი;
ხატია ხაზიური

ბმული - http://www.geotheatre.ge/ge/spektakl.php?ID=119&N=10
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მანანა ანთაძე   Tue Mar 05, 2013 11:22 am



ნანა ლომიძე

"თეატრი სასწაულია"

"თუ ადამიანს შესწევს უნარი ყოველ ჯერზე გაიკვირვოს და ხელახლა აღმოაჩინოს ის, რასაც თავის გარშემო ხედავს, ბედნიერი ადამიანი ყოფილა."

როცა საუბრობს, მსახიობიც გგონია, რეჟისორიც, დრამატურგიც და მთარგმნელიც. ერთხელ მართლაც იყო მსახიობი უნივერსიტეტის სცენაზე. დასავლეთ ევროპის ფაკულტეტზე სწავლობდა. პირველი კურსის სტუდენტი იყო, როცა შექსპირის იუბილეზე ნიკო ყიასაშვილმა თავისი საუკეთესო სტუდენტები შეკრიბა და გადაწყვიტა ინგლისურ ენაზე სპექტაკლი დაედგა. მიშა თუმანიშვილი მოიწვიეს. პირველად ინგლისურ ენაზე "ზაფხულის ღამის სიზმარი" დადგეს. ჰერმიას როლი ითამაშა და თუმანიშვილმა თავის თეატრში წასვლა შესთავაზა. სახლში უთხრეს, არ გამოდგები, ძალიან მორცხვი ხარო… თეატრში არ წასულა. უნივერსიტეტში დარჩა. მერე მიშა თუმანიშვილი და მანანა ანთაძე დამეგობრდნენ. მანანა რუსთაველის თეატრში თუმანიშვილის რეპეტიციებს ესწრებოდა და რეჟისორის თხოვნით, მსახიობებისთვის ინგლისურად კითხულობდა ტექსტებს. შემდეგ მანანა ანთაძე მოსკოვში წავიდა და იქ დრმატურგიის უმაღლესი სკოლა გაიარა. მეცნიერულ მოღვაწეობასაც ეწეოდა. დისერტაციებს წერდა დრამატურგიაზე და ახალ აღმოჩენებს აკეთებდა. "მოდი ჩემთან თეატრში, სალიტერატურო დარგში" - უთხრა თუმანიშვილმა… როგორც ჩანს, მოსწონდა ნიჭიერი ლიტერატორი. 1981 წელს მანანა ანთაძე თეატრში მივიდა. 1996 წლამდე, თუმანიშვილის გარდაცვალებამდე თითქმის სულ ერთად იყვნენ. ერთად მუშაობდნენ პიესებზე, ერთად მსჯელობდნენ ტექსტებზე.

- რუსულად წერდა, მე ვთარგმნიდი... მაოცებდა სიტყვებისადმი მისი დამოკიდებულება. მისთვის სიტყვები იყო ყველაფერი, მთელი სამყარო. ბევრგან წერს ბატონი მიშა, რომ "ლიტერატურა არის ფუძე სპექტაკლის". მას უყვარდა გამართული პიესები. კარგი ენა. ნატიფი ტექსტი.

მანანა ანთაძეს თუმანიშვილის თეატრში შევხვდი. ის დღესაც თეატრშია და კვლავ სალიტერატურო ნაწილის გამგეა. ამავდროულად, მიშა თუმანიშვილის ფონდის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია. "თეატრი უნდა გადარჩეს, თეატრმა უნდა იარსებოს. თეატრი უნდა არსებობდეს, მიშას თეატრი" - თავიდან ფონდი სწორედ ამისთვის დაარსდა. თუმანიშვილის მემკვიდრეობაზე ზრუნვა და თეატრალური ხელოვნების განვითარებაზე ფიქრი თავიდანვე მის მოვალეობად და საქმიანობად იქცა. ფონდმა მაშინ ირაკლი ფარჯიანის ნამუშევრების პირველი ალბომი გამოსცა (ფონდის გამგეობაში ლიკა თუმანიშვილია, მიშა თუმანიშვილის შვილი). შემდეგ დაიწყო გასტროლები საფრანგეთში. ფონდის სახელით საფრანგეთში ფოლკლორული ანსამბლები წავიდნენ. საფრანგეთის პატარა ქალაქ დობრინში, სადაც ჟანა დ‘არკის ფესტივალი-სახალხო ზეიმი იმართებოდა, ფრანგებმა ლელა თათარაიძის ფოლკლორული კვარტეტი იხილა. იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა ეს ფრანგებისთვის, რომ ქალაქის მერიამ ამ ფესტივალზე ჩასულ ქართველებს 2002 წელს ორდენი გადასცა და საფრანგეთის საპატიო მოქალაქეებად გამოაცხადა.

მანანა ანთაძე 6 წელია ამ საქმეს ემსახურება და ჯერჯერობით სპონსორების მოძიება არ გასჭირვებია. საოცარი ქალია, ისე საუბრობს თეატრზე, ისეთი გადამდები სიყვარულით და ზრუნვით, რომ სპონსორები თავად გამოთქვამენ კონკურსების დაფინანსების სურვილს. თუმანიშვილის სახელობის ფონდის კონკურსი შარშან კულტურის სამინისტრომ დააფინანსა. სპონსორები პრემიებს თავად გასცემენ. ფონდი მხოლოდ ორგანიზატორია. დრამატურგებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ელოდებიან. შემდეგ ეს პიესები თითქმის ყველა თეატრის სცენაზე მიდის.

ჟიურის წევრები რეჟისორები, თეატრმცოდნეები, მსახიობები, ლიტერატორები, ან ლიტერატურის მოყვარულები არიან. კონკურსიდან კონკურსამდე ბევრი რამ იცვლება. იზრდება პიესების რაოდენობა. ერთხელ პიესები ცხინვალიდანაც კი მიიღეს ფოსტით… დაიდგმება თუ არა ეს პიესები, სხვა საქმეა. მაგრამ ხომ კითხულობენ. ეცნობიან, ვითარდება დრამატურგია…

"ფონდს ქონება არა აქვს, არაფერი, გარდა იმისა, რომ არსებობს დაფუძნების ფურცელი. აი, ჩემი ქონება -პიესები, თარგმანები. ეს არის ქართული თეატრის მომავალი," - ამბობს მანანა ანთაძე.

ფონდს ორი კონკურსი აქვს. ახალი ქართული პიესა და ახალი თარგმანი. სულ ახლახან ჩატარდა ახალი თარგმანის კონკურსი, რომელიც რუსთაველის თეატრმა დააფინანსა. კონკურსმა სამი გამარჯვებული გამოავლინა. მათ შორის ქართველებისთვის უცნობი და გერმანიაში აღიარებული ახალგაზრდა დრმატურგი ნინო ხარატიშვილია. ის მიუნხენში ცხოვრობს და გერმანიის კულტურაში გაწეული ღვაწლისთვის ჯილდოც აქვს მიღებული.

წელს თუმანიშვილის საიუბილეო წელია, 6 თებერვალს 90 წელი შეუსრულდებოდა. პატარა იუბილეც აღნიშნეს და თეატრი სარემონტო სამუშაოებისთვის დაიხურა. "ბატონმა მიშამ მაღალი დონის კულტურის მოთხოვნილება დატოვა და თუ თეატრი ამას მიაღწევს, მე შემიძლია ვთქვა რომ მისი მემკვიდრეობა გრძელდება. მემკვიდრეობაში ყველაფერი შედის, რაც მის სახელს უკავშირდება. რეპერტუარზეც უნდა ვიფიქროთ, როგორც თავის დროზე ბატონი მიშა ფიქრობდა."

მიშა თუმანიშვილის დღიურებიდან: "ქუჩაში კაცი მიდის. კოჭლობს. სიარული უჭირს, გაქცევა რომ შესძლებოდა მასზე ბედნიერი ალბათ, არავინ არ იქნებოდა. ჩვენ შეგვიძლია, ვირბინოთ, ვწეროთ, ვხატოთ, ვითამაშოთ, დავინახოთ, გავიგონოთ, შეგვიძლია სიყვარული, სუნთქვა ბოლოსდაბოლოს და რატომღაც არ მივიჩნევთ თავს ბედნიერად. ჩიტი კი მღერის და ამით გამოხატავს თავის სიხარულს. იმ სასიამოვნო მღელვარებას, მის გულსა და სულს რომ ავსებს. რა უნდა ვიღონოთ იმისთვის, რომ მაყურებელთა დარბაზიც ჩიტსავით მღელვარებდეს?..." -

წერდა მიშა თუმანიშვილი.

- ძალიან საინტერესო ადამიანი იყო. იყო რთული, ჩაკეტილი. ხშირად არ იხსნებოდა არავისთან და ეს მას მოსწონდა. არ ეცალა. ის არ დგმადა არასწორ ნაბიჯს. ირჩევდა საუკეთესო ვარიანტებს დამოკიდებულებაში და ის იყო სწორი, მართალი ადამიანი. კეთილი იყო, მაგრამ თეატრში იყო დაუნდობელი. მას შეეძლო ეთქვა - "შენ არ ხარ კარგი არტისტი," ან პირიქით - "შენ ხარ კარგი". მახსოვს, როცა ზურა ყიფშიძე დაკავებული იყო კინოგადაღებებით, ბატონი მიშა დიდხანს, დიდხანს უცდიდა. საყვედურობდნენ, "რატომ უცდით, სხვები ხომ ვართ აქ?!" "იმიტომ, რომ ის დიდი არტისტია". მორჩა, ეს იყო საშინელი პასუხი იმისთვის, ვინც ეს კითხვა დასვა. სხვაგან ის თავს შეიკავებდა. აქ, თეატრში კი, უკომპრომისო იყო.

მიშა თუმანიშვილის დღიურებიდან: "მიყვარს თეატრი! მაგრამ, ჩემი მსახიობებისთვის მეტი ალერსი უნდა გავიღო, აი რა მაკლია. მე მხოლოდ ვითხოვ. ალერსი კი სასწაულებს ახდენს."

- შეიძლება თეატრი როგორც ადამიანი, ისე აღიქვა. თეატრი როგორც ისტორია ან, თეატრი როგორც მომავლის ჭვრეტა. აქ თავს იყრის ხელოვნების ყველა დარგი. აზროვნების, შემოქმედების, სურვილების, შესაძლებლობების სინთეზი. აქ ყველაფერია, მთელი სამყაროა, - ამბობს მანანა ანთაძე და ეს მისი ყოველდღიურობაა.

- მე მთარგმენელი ვარ. თარგმანები ჩემთვის ძალზე ორგანულია. ყოველ პიესას თავის სირთულე ახლავს, თავის გზა აქვს. მთაში სხვა გზით ადიხარ, ტყეში - სხვა გზით... აქაც ნიშანს პოულობ, ტონალობას ეძებ. კარგად სწავლობ ლექსიკას. არ შეიძლება ერთი ლექსიკა სხვაში აურიო. არსებობს მკაცრი სტილი, ჩახუჭუჭებული სტილი. არის რბილი სიტყვები, ჩანჩურა სიტყვებიც არის. სიტყვის წონა უნდა ესადაგებოდეს სცენას და პერსონაჟს. პერსონაჟის მეტყველება არ შეიძლება ჰგავდეს სხვა პერსონაჟის მეტყველებას, კარგ დრამატურგიაში ასეა. ცუდ დრამატურგიაში კი, სულერთია ვინ ლაპარაკობს. შექსპირთან სხვა სირთულეა. იქ არ შეიძლება სიტყვის გამეორება. კულტურული, განათლებული ადამიანის მეტყველებაში დაახლოებით, სამი ათასი სიტყვა გამოიყენება. ეს სიტყვები ლიტერატურაში დათვლილია. ბიბლიაში, დანტესთან ეს სიტყვანი 6 ათასია, 7 ათასი… და შექპირთან რამდენია? - 30 ათასი. საოცრებაა… შეუძლებელია ამ სამყაროში გასვლა. ისე იმეორებს ეპითეტს, რომ არ მეორდება. ის სულ ეძებს ახალ-ახალ სიტყვას, ის იგონებს სიტყვებს.

მაკბეტის თარგმნაზე თავიდან უარზე იყო. მაკბეტი ბევრ სხვა პიესასთან ერთად მაჩაბელმა თარგმნა. თუმცა, თვლის რომ ას წელზე მეტი გავიდა და ეს სხვა საუკუნის თარგმანია.

- მაჩაბელმა იპოვა საზომი, 14 მარცვალი. შექსპირს აქვს ათ მარცვლიანი. ეს არის იამბი თეთრი ლექსით გარითმული. რითმა ხან შუაშია, ხან თავში, ხან - ბოლოში. ლექსი მიდის იოლად, ათი მარცვლითაა. ქართული სიტყვები უფრო გრძელია, ვიდრე ინგლისური სიტყვები. მაჩაბელმა იპოვა 14 მარცვალი და ეს შექსპირს იდეალურად მოერგო.

როცა თარგმნიდა, მოულოდნელად მაკბეტის კონცეფცია აღმოაჩინა. თითქოს მიხვდა, რატომ დაწერა ეს პიესა ავტორმა. ამ პიესას პროლოგი საერთოდ არ აქვს. სამი კუდიანი ხვდება ერთმანეთს. მაჩაბლისეულ თარგმანში ეს საუბარი პირდაპირ არის გადმოტანილი და თვლის, რომ შინაარსს მოკლებულია. თარგმნა საოცრად შემოქმდებითი პროცესია, აღმოჩენებით სავსე. ავტორის შიგნით ღრმად უნდა ჩაძვრე რომ უზუსტესად გაუგო და გადმოსცე. თარგმანს ღრმა ჟღერადობა უნდა შესძინო, ზუსტი ტონალობა მოძებნო. სწორედ კუდიანების საუბრის სცენაში მიაგნო პიესის გასაღებს. მიხვდა, რომ სწორედ იქაა საუბარი ნათელისა და ბნელის ურთიერთობაზე: "ბნელში ნათელია და ნათელში ბნელა, ამ დამპალ ნისლში დადიხართ ყველა". ვიდრე ამას მიაგნებდა, ბევრს ფიქრობდა, რადგან ნათელი და ბნელი ირევა ერთმანეთში, თუ "მზიანი ღამის" ფილოსოფია დევს. თარგმნის დროს გალაკტიონიც გაახსენდა "წმინდა სინათლის ციურ ბადეში ისე ცოტაა გასაგებელი, როგორც რომ დიად სიწყვდიადეში". და მიხვდა ამ პიესის აზრს, - ბნელი და ნათელი შენზეა უკვე, შენ უნდა გაარჩიო. "შეიძლება ვინმეს განსხვავებული კონცეფცია ჰქონდეს. როგორც კი დავამთავრე, კიდევ ერთხელ ვთქვი, ელიოტის სიტყვები, რასაც ყველა მთარგმნელი ამბობს - "შექსპირი უთარგმნელი დარჩა თაროზე."

უყვარს სუფთა ტექსტი. "თუ ფრაზა ან სიტყვა საჭიროა, თვითონ ამოხტება." როცა შექსპირს თარგმნის, მის ლექსებს კითხულობს… პოეზია ეხმარება. უყვარს ლექსიკონების კითხვაც. ზუსტად იმ დროს, როცა შექსპირს თარგმნიდა, კემბრიჯის ლიტერატურულ სემინარზე - ტექსტის ინტერპრეტაცია და თარგმანი - მოხვდა შექსპირის თეატრში.

- რა აღმოვაჩინე, იცით? ლექსზე გეუბნებოდით ათი მარცვალი. ორ-ორ მარცვლიანი შეკრული სუნთქვები… როცა სუნთქვა ირევა, ანუ კუდიანების ტექსტები არის კენტი, ჰარმონია დარღვეულია. ასეა, ბევრ სხვა მის პიესაშიც. ათი მარცვალი არ არის იმდენად მნიშვნელოვანი რამდენადაც, დისჰარმონია და ჰარმონია. ამაზეა აგებული ტექსტი. მთავარია რიტმი მეორდებოდეს, ძირითადი საზომი კი, სუნთქვაა, გულისცემა, არითმია არ უნდა იყოს. კიდევ ერთხელ ვთქვი - მაჩაბელი გენიოსია! მიხვდა, რომ აზრი 14 მარცვალში ეტევა და არა 13-ში, ან 15-ში. ჰარმონია იპოვა. ეს ჰარმონია არ უნდა დაირღვეს შექსპირის ლექსში. თუ პერსონაჟები დისჰარმონიულები არ არიან, ყველას აქვს ათი მარცვალი. ერთადერთი ადგილი, სადაც პერსონაჟთან დისჰარმონია შემოდის, ჰამლეტია. როგორც კი იწყება ცნობილი მონოლოგი - "ყოფნა არყოფნა", იქ ათის მაგივრად თერთმეტი მარცვალია. მონოლოგში არის ნიშანი, რომ ის ვეღარ იარსებებს უკვე. "დარჩა საუკუნე სიჩუმე მხოლოდ" - ამით ამთავრებს "ყოფნა არყოფნას".


რიტუალები

- ბატონი მიშა რიტუალებს იგონებდა. სცენაზე გასვლის წინ სანთლის ანთება, ფეხზე დგომა… 31 დეკემბერს დღისით, 12 საათზე ყველანი ვიკრიბებოდით. დაასხმდა წითელ ღვინოს, ყველა ამბობდა ვის რა ეწყინა, ვის რა გაუხარდა. თავის მოტანილ წითელ ვაშლებს დაგვირიგებდა, წითელ ღვინოში ამოავლებდა, ეს ვაშლი ღამის 12-ზე უნდა გაგვეჭრა ჩვენი ახლობელი ადამიანისთვის, რომ სიმბოლურად ისევ ერთად ვყოფილიყავით. ის დგამდა ასეთ რიტუალებს. არა იმიტომ, რომ ეს მას სჭირდებოდა, ამით ინარჩუნებდა ერთიანობას. ეროსი მანჯგალაძე რომ გარდაიცვალა, მან მოიგონა "ეროსის ზარი." ყოველი სპექტაკლის წინ რამდენჯერმე ირეკებოდა და სპექტაკლი იწყებოდა. ამბობდა, "ეს არ არის ეროსის ზარი, ეს ყველა ჩვენგანის ზარია".

ჰემინგუეი გახსოვთ? - "ვისთვის რეკს ზარი" - "ნუ იკითხავ ვისთვის რეკს ზარი, ისე რეკავს ჩემთვის და შენთვის." ის მარტო სპექტაკლზე არ ფიქრობდა. ხანდახან კონფლიქტური სიტუაციაა თეატრში. ის ამას არ დაუშვებდა. ძალიან მაღალი ზნეობის ადამიანი იყო. ეთიკა მისთვის იყო მნიშვნელოვანი.

მიშა თუმანიშვილის დღიურებიდან: "თეატრი რიტუალიდან უნდა აღმოცენდეს. ჯერ რიტუალი იშვა და ამის შემდეგ ააგეს მისთვის ტაძარი (თეატრი). როგორი რიტუალი გვჭირდება ჩვენ? ფიქრები: სტუდიაში პატარა სკივრი ან ზარდახშა უნდა დაიდგას, სადაც ყველა მსახიობი და რეჟისორი თავის პირად, მისთვის ყველაზე ძვირფას რელიქვიებს შეინახავს, რომლებიც მის სახლთან, მშობლებთან იქნება დაკავშირებული. ეს შეიძლება იყოს ძველი, ჯავახიშვილის ქუჩის სახლის აგურის ნატეხი, კოვზი, რომლითაც ბავშვობაში მაჭმევდნენ. მე მოვიტან მუშამბის პატარა ნაჭერს სამშობიაროდან, სადაც ლიკას ნომერია დაწერილი. თითოეულმა თავის სულის ნაწილი მოიტანოს და ამ ჩვენს სკივრში შეინახოს. აუცილებლად უნდა გავათავისუფლოთ ვნებათაგან ჩვენი სხეული, უნდა დავმშვიდდეთ და ფიქრებითა და შეგრძნებებით თეატრის სამყაროში გადავეშვათ."


თეატრი

"თეატრი? ის ადგილია, სადაც თავს ყველაზე კარგად ვგრძნობ. ის ადგილია, საიდანაც შეგიძლია ბევრი რამ გააკეთო თუკი მოახერხებ და ყურადღებას მიიპყრობ. სადაც შეიძლება ბევრი სასიკვდილო რამ მოხდეს. თეატრი ეს არის სამყარო. თუ ეს სამყარო საინტერესოა, იზიდავ ხალხს. არ არის საინტერესო და - გაურბის…"|

- ამბობს მანანა ანთაძე.

მიშა თუმანიშვილის დღიურებიდან: "თეატრი ადგილია, სადაც ლაპარაკობენ და ქმნიან მთავარს: რისთვის ვარ, რისთვის ვართ, როგორები ვართ, როგორები უნდა ვიყოთ? თეატრი იმისთვისაა, რომ ადამიანებს საშუალება ჰქონდეთ გვერდიდან შეხედონ საკუთარ თავს და გაოცდნენ."



24 საათი 26.06.11 - http://24saati.ge/index.php/category/culture/2011-06-26/18039.html

study

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მანანა ანთაძე   Sun Mar 10, 2013 10:28 am



უილიამ შექსპირი - "მაკბეth" (ტრაგედია ხუთ მოქმედებად)
თარგმანი - მანანა ანთაძე-ციციშვილი
ფოტო - გურამ წიბახაშვილი
დიზაინერი - კარლო ფაჩულია
კომპიუტერული უზრუნველყოფა - თენგიზ რობიტაშვილი,
გამომცემლობა - თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრი
გამოცემის წელი - 2009
გვერდების რაოდენობა - 76

ეძღვნება დოის

"შექსპირის ეს ყველაზე შავბნელი და სისხლიანი პიესა, თან საოცრად პოეტური, დათო დოიაშვილის თხოვნით ვთარგმნე, მისი სპექტაკლისათვის. დოისთან მუშაობამ მომაგონა ჩემი ცხოვრების უმშვენიერესი დრო, მიხეილ თუმანიშვილის გვერდით გატარებული წლები, როდესაც ცხადად ვგრძნობდი, რა ძალა აქვს თეატრს და რა ბედნიერებაა, რომ მონაწილეობ იმ იდუმალებით მოცულ პროცესში, რასაც სპექტაკლის დაბადება ჰქვია.
საოცარი რამ არის შექსპირის გენიალურ ტექსტთან ურთიერთობა, რომელიც ერთი დიდი ბრიტანელი პოეტისა არ იყოს, მუდმივად უთარგმნელი დარჩება, რადგან ინტერპრეტაციას დასასრული არა აქვს. სწორედ ამ კონტექსტში მხიბლავდა მოუსვენარი დოი, რომელიც გამუდმებით იჩხრიკებოდა ინგლისურ ტექსტში და მთხოვდა სიტყვებს, ემოციით დატვირთულს, პოეტურს, კოდის მატარებელ ციმციმა სიტყვებს. არ ვიცი, ეს როგორ გამოგვივიდა, მაგრამ იმისათვის, რომ "ბნელში ნათელი" მეტი განვიცადეთ, ვიდრე "ნათელში ბნელი", მადლობელი ვარ".

მთარგმენლი - მანანა ანთაძე-ციციშვილი

study


Last edited by Admin on Sun Mar 10, 2013 9:34 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მანანა ანთაძე   Sun Mar 10, 2013 10:38 am



წიგნის დასახელება – "Camino Real" (პიესა)
ავტორი – ტენესი უილიამსი
მთარგმნელი - მანანა ანთაძე
გამომცემლობა - "აგორა"
ISBN 978-9941-9149-6-6
გვერდების რაოდენობა – 180
ყდა – რბილი
გამოცემის წელი - 2010

წიგნი ითარგმნა და გამოიცა საქართველში აშშ საელჩოს მხარდაჭერით.

Tennessee Williams - Camino Real
Translated into Georgian by Manana Antadze
2010

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მანანა ანთაძე   Sun Mar 10, 2013 10:47 am



წიგნის დასახელება – "მასტერ კლასი" (პიესა)
ავტორი – ტერენს მაკნელი
მთარგმნელი - მანანა ანთაძე
დიზაინერი - თამარ ცინცაძე
გამომცემლობა - "აგორა"
ISBN 978-9941-9236-9-2
გვერდების რაოდენობა – 104
ყდა – რბილი
გამოცემის წელი - 2012

თარგმანი ეძღვნება რობერტ სტრუას.
პიესა ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა "სტურუა პროდაქშენის" მხარდაჭერით.

Master Class by Terrence McNally
Translated into Georgian by Manana Antadze
2010

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მანანა ანთაძე   Wed Mar 27, 2013 10:12 am

დარიო ფოს ამ მიმართვას დღეს, 27 მარტს კითხულობენ მთელი მსოფლიოს თეატრები თავ-თავიან ენებზე...


დარიო ფო

თეატრის საერთაშორისო დღის შეტყობინება 2013

დიდი ხნის წინათ ხელისუფლებამ კომედია დელ არტეს მსახიობებს სხვა ვერაფერი მოუხერხა და ქვეყნიდან განდევნა.
დღეს ბევრ მსახიობს თუ მთელ დასს უჭირს საჯარო სივრცის, თეატრის, მაყურებლის მოძიება, რადგან საყოველთაო კრიზისია.
აღარც ხელისუფალნი იწუხებენ უკვე თავს მათი გაკონტროლებით, ვინც ირონიითა და სარკაზმით ცდილობს გამოხატოს თავის სათქმელი, რადგან მათ არც ადგილი გააჩნიათ, საიდანაც ხალხს მიმართავენ და არც აუდიტორია, ვისაც უნდა მიმართონ.
არადა, რენენსანსის ეპოქაში იტალიის მმართველებს როგორ უჭირდათ კომედიანტების მოთოკვა. მაშინ ძალზე ფართო აუდიტორია უსმენდა მათ სიამოვნებით .
კომედია დელ არტეს მსახიობთა დიდი გაძევება კონტრრეფორმაციის ხანაში მოხდა. სწორედ მაშინ გამოიცა დეკრეტი თეატრების დახურვის შესახებ, უპირველესად რომში, რადგან მათ წმინდა ქალაქის შეურაცხყოფა დასდეს ბრალად. 1697 წელს პაპმა ინოკენტი XII –მ ბურჟუაზიის კონსერვატიული ფრთისა და სამღვდელოების გავლენიანი წარმომადგენლების დაჟინებული მოთხოვნით ბრძანა დაენგრიათ თეატრი ტორდინონა, რომელიც, როგორც მორალისტები ამბობდნენ, ამორალურ პიესებს უჩვენებდა მაყურებელს.
სწორედ კონტრრეფორმაციის ხანაში კარდინალმა კარლო ბორომეომ, იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში რომ მოღვაწეობდა და თავი ‘მილანის შვილთა’ ხსნას მიუძღვნა, საერთოდ გამიჯნა ერთმანეთისაგან ხელოვნება- როგორც სულიერი აღზრდის უმაღლესი ფორმა და თეატრი – უხამსობისა და პატივმოყვარეობის მანიფესტაცია. თავისი თანამოაზრეებისადმი მიძღვნილ წერილში იგი დაახლოებით ასეთ აზრს გამოთქვამდა: ‘ბოროტების აღმოსაფხვრელად რა ღონე არ ვიხმარეთ, დავწვით უხამსი ტექსტები, რათა სამუდამოდ წაგვეშალა ისინი ხალხის მეხსიერებიდან, პასუხისგებაში მივეცით ყველა, ვინც ამ ტექსტების დაბეჭდვა - გავრცელებაში მონაწილეობდა, მაგრამ სატანას არ სძინავს. მეტად ცბიერი ხერხი მოძებნა. თვალით ნანახი უფრო სულში ჩამწვდომია, ვიდრე ის, რასაც წიგნში ამოიკითხავ.
წარმოთქმული სიტყვა და ჟესტი უფრო ანგრევს ახალგაზრდის გონებას, ვიდრე წიგნში დაბეჭდილი მკვდარი სიტყვა. აი რატომ უნდა მოვიშოროთ სასწრაფოდ თეატრის ხალხი, როგორც ავი სულები.
თუ ყოველივე ამას არ დავივიწყებთ, კრიზისის დაძლევის ერთადერთ გზად იმედი გვრჩება, რომ დიდი გაძევება ჩვენს წინააღმდეგ იყო მოწყობილი. ყველა იმ ახალგაზრდის წინააღმდეგ, ვისაც სურვილი აქვს შეისწავლოს თეატრის ხელოვნება. კომედიანტების ახალი დიასპორა – თეატრის შემქმნელები, ახალ გამომსახველობით საშუალებებს მოძებნიან და იმ შევიწროების საპასუხოდ, ბევრად მეტს გააკეთებენ.

ინგლისურიდან თარგმნა მანანა ანთაძემ



Published on Mar 26, 2013

World Theatre Day Message 2013 by Dario Fo, read in Georgian

Read in Georgian by Zurab Getsadze, Actor, Director, Tbilissi, Georgia
More versions available on: www.world-theatre-day.org
© International Theatre Institute ITI 2013
© Translated by Manana Antadze
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მანანა ანთაძე   Wed Mar 27, 2013 12:30 pm



ელიზ დოჯსონის მოხსენებითი ბარათი
საქართველოში პროექტის მისამზადებელი ვიზიტის თაობაზე


2010 წლის 24-29 მარტი

ვიზიტის მიზეზი
ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მანანა ანთაძის გაცნობამ, რომელსაც 2009 წლის ზაფხულში ლონდონში შევხვდი. იგი არის თუმანიშვილის თეატრის ლიტნაწილი და თუმანიშვილის სახელობის თეატრალური ხელოვნების განვითარების ფონდის პრეზიდენტი. რაც მთავარია, ეს ქალბატონი ემსახურება იმ საქმეს, რაც როიალ ქორთის მთავარ მისიას წარმოადგენს. ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს ახალი დრამატურგიის განვითარებას საქართველოში. მიამბო თავისი კონკურსების შესახებ, 2006 წლიდან რომ ატარებს. ‘ახალი ქართული პიესა’ ღია კონკურსია. არც ასაკობრივ, არც პროფესიულ შეზღუდვას არ აწესებს და წელს უკვე ოთხმოცამდე ახალი პიესა შემოიტანეს.

სიხარულით დავთანხმდი თუმანიშვილის ფონდისა და ბრიტანეთის საბჭოს ერთობლივ შემოთავაზებას ჩავსულიყავი საქართველოში. იმედი მქონდა ჩვენს პროექტს დაეხმარებოდა პოლ დაბლდეი, ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი სამხრეთ კავკასიასა და სირიაში, რომელთანაც ადრე ვიმუშავე ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის 7 ქვეყნის ანალოგიურ პროექტზე. კარგია, რომ საქმეში ჩაერთვება გამოცდილი ადამიანი.

ზუსტად ვიცოდი რა იყო ჩემი ვიზიტის მიზანი:
1. გავცნობოდი ახალ ქართულ დრამატურგიას;
2. შევხვედროდი ქართველ დრამატურგებს;
3. მენახა თბილისის თეატრალური სივრცეები;
4. გამეცნო თეატრალურ მოღვაწეებს, სამომავლო ურთიერთობისთვის;
5. ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის ამეხსნა რა მეთოდოლოგიით მუშაობს როიალ ქორთი ახალ დრამატურგიაში;
6. შევხვედროდი ახალგაზრდა დრამატურგთა კონკრეტულ ჯგუფს, ვინც სავარაუდოდ შემოიტანდა განაცხადს ჩვენს საერთაშორისო პროექტში
ხუთ დღეში ყველა პუნქტი წარმატებით შევასრულე და ახლა დაწვრილებით მოგახსენებთ.


24 მარტი, ოთხშაბათი
დილის 3 საათზე ჩავედი თბილისში. დღის სამ საათზე, როგორც დაგეგმილი იყო, მე, მანანა ანთაძე და მაია დარჩია, ბრიტანეთის საბჭოს პროგრამების ხელმძღვანელი, დავსხედით ერთ-ერთ ლიტერატურულ კაფეში, რომ პროგრამა დაგვეზუსტებინა. აქვე გავიცანი რამოდენიმე დრამატურგი, რომელთაც მოგვიანებით უნდა შევხვედროდი. ეტყობა ხშირად დადიან ამ კაფეში. შემდეგ მანანამ დამათვალიერებინა ქალაქი და მიამბო ქართული თეატრის შესახებ. საღამოს შევხვდი თამარ ბართაიას, ბოლო კონკურსის გამარჯვებულ ავტორს, რომელიც პიესები იდგმება და ამასთან ასწავლის კიდეც დრამატურგიას. წავედით მარჯანიშვილის თეატრის სხვენში. უჩვენებდნენ ‘სიყვარულის ანატომიას’. ეს არ იყო თანამედროვე პიესა, მაგრამ მე ცნობილი თეატრის სივრცე მაინტერესებდა.


25 მარტი, ხუთშაბათი
ვიზიტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში
მანანა, მაია და მე ვესტუმრეთ გიგი თევზაძეს, უნივერსიტეტის რექტორს, რათა გვესაუბრა, შესაძლოა თუ არა უნივერსიტეტიც ჩაერთოს ჩვენს პროექტში. მოგვიანებით შემოგვიერთდა ოთარ ეგაძე, ვაკის სარდაფის ხელმძღვანელი და მარინა ოკლეი, ამ საუნივერსიტეტო თეატრის დირექტორი. მითხრეს, რომ უნივერსიტეტი აპირებს სასწავლო პროგრამაში შეიტანოს ახალი დრამატურგიის კურსი, რისთვისაც მოიწვიეს მწერალი ირაკლი სოლომანაშვილი. მიჩვენეს სარდაფის თეატრი და მიამბეს სხვა სარდაფის თეატრის შესახებ, რომელიც 1997 წელს დაარსა რეჟისორებისა და მწერლების ჯგუფმა, 13 წლის განმავლობაში იმუშავა, იყო ყველაზე საინტერესო თეატრი ახალი დრამატურგიის თვალსაზრისით, მაგრამ ახლა აღარ არსებობს.


შეხვედრა სამ ცნობილ ქართველ დრამატურგთან და მათი შემოთავაზება
თბილისში ჩამოსვლამდე მე უკვე ვიცოდი რომ სამი დრამატურგი ერთობლივ პროექტს სთავაზობდა როიალ ქორთს. ესენი იყვნენ ლაშა ბუღაძე, რომელსაც რამოდენიმე წლის წინ მოსკოვში შევხვდი და მას შემდეგ ინტერესით ვადევნებ თვალს; ბასა ჯანიკაშვილი და დათო ტურაშვილი, რომელმაც ახლახანს გამოსცა ადრე პიესად დაწერილი რომანი ‘ჯინსების თაობა’. მათ სურდათ 2008 წლის აგვისტოს ომი რუსული, ოსური და ქართული თვალით დანახული აესახათ ერთობლივ პიესაში და ამ ხალხების ტკივილი ეჩვენებინათ. მესაუბრებოდნენ იმაზე, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ საქართველო ოთხ ომში აღმოჩნდა ჩათრეული და დღევანდელი გადასახედიდან ეს ომები ტრაგიკულიც არის, კომიკურიც და აბსურდულიც. მითხრეს, რასაც ვწერთ, სულ ომს ეხებაო. ვუთხარი, რაც დაწერეთ, დროზე გამომიგზავნეთ, ჩვენი პროექტი 2011 წლის იანვარში იგეგმება და მანამდე ბრიტანელ რეჟისორებთან და მსახიობებთან ერთად განვიხილავ-მეთქი.


შეხვედრა დრამატურგებთან თუმანიშვილის თეატრში
ალბათ 50-მდე დრამატურგი და რეჟისორი მოვიდა შეხვედრაზე. ვისაუბრე როიალ ქორთის ისტორიასა და პროექტებზე, მაია დარჩია თარგმნიდა. ვუამბე როგორ ვმუშაობთ საერთაშორისო პროექტებზე დამწყებ დრამატურგებთან. საინტერესო კითხვებს მისვამდნენ. თანამედროვე დრამატურგიის მიმართ უდიდესი ინტერესი ვიგრძენი. ამიტომ მონაწილეობენ ხალისით კონკურსებში.
საინტერესო იყო იმის აღმოჩენა, რომ თეატრები დგამენ თანამედროვე პიესებს /ლაშა ბუღაძე თითქმის ყველა დიდ თეატრში იდგმება/, რასაც ვერ ვიტყვი მსოფლიოს სხვა დიდ თეატრებზე.


‘ჯინსების თაობა’ თავისუფალ თეატრში
ეს საინტერესო პიესა დათო ტურაშვილმა 90-იან წლებში დაწერა საბჭოთა პერიოდზე, როცა ყველა ახალგაზრდა ოცნებობდა ლურჯ ჯინსებზე. თავისუფალ თეატრში 200 ადგილია. სულ სავსეა დარბაზი. მე ორჯერ ვიყავი და ვნახე. პიესა გვიამბობს 7 ახალგაზრდა კაცის ისტორიას. მათ სცადეს თვითმფრინავის გატაცება 80-იან წლებში, რომ საბჭოთა კავშირიდან გაქცეულიყვნენ. ყველანი დაიჭირეს და სიკვდილით დასაჯეს. სუბტიტრები არ იყო, ტექსტის დეტალები არ მესმოდა, მაგრამ ცხადად ვგრძნობდი სპექტაკლის ძალას და იმას, თუ როგორ მოქმედებდა მაყურებელზე...


26 მარტი, პარასკევი
დღე იმით დაიწყო, რომ მე და მანანა ინტერვიუზე მიგვიწვიეს საქართველოს ტელევიზიის დილის ეთერში. ჩემი ტექსტი მაიას თარგმანით მიდიოდა. შემდეგ კი სამეფო უბნის თეატრში დათა თავაძეს და დრამატურგ დათო გაბუნიას უნდა შევხვედროდით.


სამეფო უბნის თეატრი – შეხვედრა დათო გაბუნიასთან და დათა თავაძესთან
ულამაზესი სივრცე მეოცე საუკუნის დასაწყისისაა. ახლა რესტავრირებულია. ეს კერძო თეატრია და დათა თავაძის ოჯახს ეკუთვნის. ორი ახალგაზრდა შემოქმედი 25 წუთიანი სპექტაკლების ფესტივალის ორგანიზებითაა დაკავებული, სადაც ადგილობრივი დრამატურგები მონაწილეობენ. ორივე დაინტერესდა როიალ ქორთის პროექტის განხორციელებით საქართველოში. დათომ თქვა, ‘თანამედროვე დრამატურგიამ რომ გზა გაიკვალოს, დახმარება სჭირდებაო’.დათო გაბუნია ახალი დაბრუნებული იყო ბრიტანეთიდან. ნაციონალური თეატრის სტუდიაში გაიარა სტაჟირება. ნანახი ჰქონდა სპექტაკლები, მათ შორის როიალ ქორთისაც და საუბრობდა იმაზე, თუ როგორ ეყრდნობა ტექსტს ბრიტანული თეატრი.


შეხვედრა ეკატერინე მაზმიშვილთან, თბილისის საერთაშორისო ფესტივალისა და მარჯანიშვილის თეატრის ხელმძღვანელთან
ეს ახალი საერთაშორისო ფესტივალია, წელს მეორე სეზონისთვის ემზადება. ეკა ქართულ თეატრში აქტიურად მოღვაწეობს, ფესტივალსაც უძღვება და ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თეატრსაც. ადრე რუსთაველის სარდაფშიც იყო. მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან წულაძე, რუსთაველის სარდაფის ერთ-ერთი დამაარსებელი ყოფილა. 2008 წელს მარჯანიშვილმა სტუდიური სივრცეც გაიხსნა, სხვენში.
პირველ ფესტივალში მონაწილეობა მიუღიათ ლიტვას, გერმანიას, პოლონეთს, თურქეთს, აზერბაიჯანს, საფრანგეთს, შვედეთს, სასომხეთს, კორეას. ბრიტანულ Gრეცო ჩომპანყ-ს. შესაძლოა როიალ ქორთიც ჩაერთოს ფესტივალში თავისი უორქშოპით
დავათვალიერე მარჯანიშვილის თეატრის ულამაზესი შენობა. დავესწარი რეპეტიციას დიდ დარბაზში.


შეხვედრა ზაალ ჩქობავასთან, რუსთაველის თეატრის მმართველთან
ლეგენდარულ რუსთაველის თეატრს და მის სამხატვრო ხელმძღვანელს, რობერტ სტურუას მთელი მსოფლიო იცნობს. სწორედ ასეთი დიდებული წარმომედგინა ეს შენობა. უმშვენიერესი დიდი დარბაზი და რამოდენიმე მცირე. რობერტ სტურუა უცხოეთში იყო დასადგმელად მიწვეული და ზაალმა, რომელიც ამ დასის წევრიც არის, მიამბო რუსთაველის თეატრის ისტორია, მიჩვენა ყველა სცენა. მუზეუმიც აქვთ, დიდი და საინტერესო, სადაც სათუთად ინახავენ აქ მოღვაწე რეჟისორების და დადგმული სპექტაკლების ყველა წვრილმანს. ვისაუბრეთ ახალ დადგმებზეც. თანამედროვე დრამატურგიასაც დგამენ. ლაშა ბუღაძის პიესა თვით რობერტ სტურუას დაუდგამს. ახლა დაკავებული არიან ნაციონალურ თეატრთან არსებული სტუდიის გაცვლითი პროგრამით.
დღის მეორე ნახევარში ინტერვიუ მივეცი ერთ ქართულ გაზეთს, ვიყავი გია ბუღაძის გამოფენაზე /ლაშა ბუღაძის მამაა/. შემდეგ ლაშა ბუღაძესთან ვისაუბრე ჩვენს მომავალ პროექტზე. მერე შევხვდით ტერი სენდელს, რომელიც ადრე ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი იყო, ახლა ევროსაბჭოში მუშაობს და მე, მანანა და ტერი თავისუფალ თეატრში ვიყავით სპექტაკლზე ‘მიყვარხარ, მიყვარხარ... ‘ პასტორალური პიესა იყო და მაყურებელს ძალიან მოსწონდა.


27 მარტი, შაბათი
მანანამ ხალხური ნაწარმის ბაზრობაზე წამიყვანა, მერე ლანჩზე შევხვდით პოლ დაბლდეის. პოლს ჩემს შთაბეჭდილებებზე ვესაუბრე და იმაზე, რომ პროექტი იქნებ რეგიონის სხვა ქვეყნებთან ერთად შემდგარიყო. ვიცოდი ინტერესი უკრაინასა და თურქეთსაც ჰქონდა. ამ ქვეყნებთან მიმუშავია ადრე. ანდა სასომხეთსა და აზერბაიჯანს დავკავშირებოდით, თუმცა იმათ სრულებით არ ვიცნობდი.
საღამოს რუსთაველის თეატრში ვნახეთ სტურუას ‘მეთორმეტე ღამე’, დავათვალიერეთ აფიშების გამოფენა თეატრის ფოიეში. მოგვიანებით ფილარმონიაში გამართულ საქველმოქმედო კონცერტსაც დავესწარით და ცნობილ მომღერალს, ლადო ათანელს მოვუსმინეთ.


28 მარტი, კვირა
მე და პოლს მანანამ გვიმასპინძლა. ვისწავლე როგორ უნდა მიირთვა ქართული ხინკალი. ვიყავით მცხეთაში. ადრე ეს ყოფილა საქართველოს დედაქალაქი. ვნახე დიდებული ტაძარი, მე-11 საუკუნეში აგებული.
საღამოს დათო საყვარელიძე გავიცანი, ოპერისა და ბალეტის თეატრის ხელმძღვანელი. საინტერესო საუბარი გვქონდა. მას ბრიტანეთშიც დაუდგამს სპექტაკლები. დაინტერესებულია თანამედროვე დრამატურგიით და ბევრ ქართველ ავტორს დგამს სხვადასხვა თეატრში. მირჩია უორქშოპი თბილისში არ ჩაატაროთ, რომელიმე რეგიონალური თეატრი შეარჩიეთ და ასე შესაძლოა სახელმწიფო დაფინანსებაც მიიღოთო. მეც თქვენს გვერდით ვიქნები და რაც შემიძლია დაგეხმარებითო.
ბოლო საღამოს თამარ ბართაიას ‘პეიზაჟს აკლია სითბო’ ვნახე მარჯანიშვილში. ინგლისური ტიტრებით მიდიოდა. ოჯახური ფარსი იყო. მაყურებელს ძალიან მოსწონდა.


დასკვნა და რეკომენდაციები
თავიდანვე ცხადი გახდა, რომ ამ ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში თეატრს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ახალი დრამატურგია ძალას იკრებს და ზოგი დრამატურგი თითქმის ყველა თეატრში იდგმება. ამასთან ვგრძნობ, რომ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რომ გაძლიერდეს და განვითარდეს ახალი დრამატურგია. შეიქმნას საინტერესო პიესები. მათ ელოდება ეს თეატრის მოყვარული მაყურებელი. მანანა სწორედ ამას ემსახურება. როიალ ქორთს შეუძლია მას გვერდით დაუდგეს და დაეხმაროს დრამატურგებს. სიამოვნებით ჩავატარებდი უორქშოფს შერჩეულ მწერლებთან /მაქსიმუმ 15/ და შევქნიდით ახალ პიესებს. ზუსტად ისე, როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ვაკეთებთ. იმუშავებენ მშობლიურ ენაზე. დაახლოებით ორ წელს გაგრძელდება. თემას და ფორმას შევარჩევთ. ცალკე საქართველოსთან ეს პროექტი ვერ შედგება, რესურსი არ ეყოფა. პოლ დაბლდეისთან საუბრის შემდეგ ვფიქრობ, რომ შესაძლოა რეგიონის სხვა ქვეყნებიც ჩავრთოთ. ჩემი სურვილია მარჯანიშვილის თეატრს და ფესტივალსაც დაველაპარაკოთ. ეს კარგი ბაზაა სამუშაოდ. შეუძლიათ სივრცე გამოგვიყონ. თუმცა სხვაც ბევრია ისეთი, ვინც სიამოვნებით ჩაერთვება პროექტში. მე მათ ხალისით დავთანხმდები. ამ პროექტის გული მანანა ანთაძეა და მისი თუმანიშვილის ფონდი. დარწმუნებული ვარ მას გამოცდილებაც ეყოფა და ძალიხმევასაც არ დაიშურებს განავითაროს და ახალ საფეხურზე აიყვანოს იგი.


მადლობა
უდიდესი მადლობა მანანა ანთაძეს და თუმანიშვილის ფონდს ამ ვიზიტისთვის. მანანას ენერგიამ, გამოცდილებამ, თავდაუზოგავმა შრომამ, გულუხვმა მასპინძლობამ მნიშვნელოვანი და საინტერესო გახადა ჩემი ვიზიტი. მადლობა პოლ დაბლდეის, მისი ენთუზიაზმისთვის და იმით, რომ ინტერესი გამოიჩინა. მადლობა მაია დარჩიას, მშვენიერი მასპინძლობისთვის და თარჯიმნობისთვის.


ელიზ დოჯსონი
როიალ ქორთის ასოცირებული რეჟისორი,
საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მაისი, 2010

Elyse Dodgson

Elyse Dodgson has been a member of the Royal Court artistic team since 1985 – first, as Director of the Young People’s Theatre and, since 1995, as an Associate Director and Head of the International Department. She was the first director of the International Summer School (now the Royal Court International Residency) which she started in 1989, and has produced the Royal Court Young Writers Festival (1986-91) and the International Season since 1997. Elyse has co-ordinated play development in many parts of the world including Cuba, Nigeria, Uganda, Mexico, Palestine, Russia, Syria, India and Brazil. She has also edited five anthologies of international plays, all published by Nick Hern Books, from Germany, Spain, Mexico and the Arab World. She was the recipient of the 2004 Young Vic Award and, in 2010, received an MBE for her contribution to ‘international theatre and young writers overseas’.

http://www.royalcourttheatre.com/about-us/whos-who/artistic/writers/

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მანანა ანთაძე   Thu Mar 28, 2013 5:21 pm

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ფონდი 15 წლისაა

ღია წერილი ფონდის ყველა მეგობარს და მხარდამჭერს

24 საათი 28.03.13

დიდი მადლობა თქვენ, ვინც გვერდით დაუდექით ფონდს და უანგარო დახმარებას უწევთ წლების განმავლობაში. ერთად შევძელით ქართული თეატრის განვითარებისთვის ერთ-ერთ აუცილებელ სფეროზე გვეზრუნა. დაუჯერებლად მცირე ბიუჯეტით დაუჯერებლად დიდ საქმეს შევეჭიდეთ და გავაკეთეთ. ხოლო ეს ‘ამბავი რაკი აგორდა, გზადაგზა ძალას თვითონ მოიკრებს’, როგორც იტყოდა დრამატურგთა შორის უდიადესი. დღეს თუმანიშვილის ფონდი პიესების ბანკია, ხოლო ორი კონკურსი, ‘ახალი ქართული პიესა’ და ‘ახალი თარგმანი’, 2006 წლიდან უწყვეტად რომ იმართება, არის სტიმული და ამასთანავე მოტივაცია - სამი პრემიით ვაჯილდოებთ დრამატურგებს და მთარგნელებს. პიესების რაოდენობა და ხარისხი გამუდმებით იზრდება და ჩვენს თეატრებში ბევრია კონკურსიდან წასული პიესა. რამოდენიმემ მსოფლიოს სხვადასხვა თეატრის სცენაზეც გააგრძელა სიცოცხლე.

სულ სხვა მიზანი მამოძრავებდა, როცა ეს ფონდი დავაფუძნე. კინომსახიობთა თეატრი, რომლის სალიტერატურო ნაწილის გამგე დღემდე ვარ (16 წელი მიხეილ თუმანიშვილთან ერთად და ერთი ამდენი მის გარეშე) კინოსტუდიის ნაწილს წარმოადგენდა. ბატონი მიშა უკვე გარდაცვლილი იყო, როცა კინოსტუდიამ დაშლა დაიწყო. გოგი მარგველაშვილმა, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა იმ პერიოდში, თქვა, სტუდიამ გამაფრთხილა, დაფინანსება აღარ გექნებათო. აი მაშინ დაიბადა ფონდის იდეა, რომ თეატრი როგორმე შეგვენარჩუნებინა. . მე და გოგიმ ბევრი ვირბინეთ, ბევრი განცხადება დავწერეთ ყველა ინსტანციაში და საბოლოოდ მივაღწიეთ საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ბრძანებას: ‘არაერთხელ მითქვამს, რომ კინომსახიობთა თეატრს მართლაც სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება და დახმარება. ეს თითოეული ჩვენთაგანის ვალია ბატონი მიშას ხსოვნის და მომავალი თაობების წინაშე. ეს თეატრი შენარჩუნებულ უნდა იქნას მემორიალურ მოქმედ თეატრად’. ჩემს ოთახში კედელზე მიკიდია ეს ბრძანება და ფონდის პირველ წარმატებულ ნაბიჯად მიმაჩნია.

რაკი კინომსახიობთა თეატრს ფონდის სახით არსებობა აღარ დასჭირდა, ფონდი ფონდად დარჩა თავისთვის და მიხეილ თუმანიშვილის სახელს ატარებდა (გამგეობის წევრია ელენე თუმანიშვილი, ბატონი მიშას მემკვიდრე), გადავწყვიტე რასაც გავაკეთებდი, ბატონი მიშასთვის მიმეძღვნა და მისი საკადრისი ყოფილიყო. აღარ მოვყვები რამდენი რამ მოხდა, თეატრი ხომ ის ადგილია, სადაც ხელოვნების ყველა სფერო და ლიტერატურა, ტექნიკის უახლეს მიღწევებთან ერთად იყრის თავს. ხან რას ვაკეთებდი და ხან რას... ვპოულობდი თანხებს დადგმისთვის, ალბომის გამოსაცემად, იყო ბევრი გასტროლი. 2002 წელს დომრემის /საფრანგეთი/ მერმა საპატიო მოქალაქეებად დაგვასახელა, ჟანა დ’არკის იუბილეზე, საერთაშორისო დონეზე რომ გადაიხადეს ლელა თათარაიძის კვარტეტის წარმატებული გამოსვლისთვის. ბატონი მიშას ხსოვნის დღეზე, რომელიც ფონდმა ძალიან მასშტაბურად ჩაატარა /კინომსახიობთა თეატრში დიდი გამოფენაც მოვაწყვეთ ბატონი მიშას სპექტაკლის მაკეტებით და ესკიზებით/ პიტერ ბრუკმა და ნატაშამ საოცარი წერილი გამოგზავნეს.

2006 წლიდან დავიწყე პროექტი ‘ახალი დრამატურგია’. მას შემდეგ ეს არის ერთადერთი, რასაც ვაკეთებ და მთელ დროსა და ენერგიას ვახმარ. თეატრებს პიესები აკლიათ და ძალიან სჭირდებათ. ქართული დრამატურგიაც და თანამედროვე უცხოურიც. მერვე წელია არ წყდება კონკურსები. წელს მერვე კონკურსია, ამჯერად თარგმნილ პიესებში. სამი წლის წინ დიდი საერთაშორისო პროექტი შედგა ფონდის ინიციატივით და ბრიტანეთის საბჭოს დახმარებით. როიალ ქორთის მთელ მსოფლოში ცნობილი უორქშოფი დრამატურგიაში თბილისშიც შედგა მარჯანიშვილის თეატრის სივრცეში და დასრულდა წელს, 13 მარტს, ლონდონში, როიალ ქორთში, ლაშა ბუღაძის პიესის წაკითხვით. დიდი წარმატების მომსწრე ვიყავით ყველა, ვინც ვესწრებოდით - ქართული პიესის ბრწყინვალე გამარჯვების.

წელს ფონდის იუბილეა - 15 წელი! მივუბრუნდები იმას, რითიც დავიწყე. მადლობა მათ, ვინც საშუალებას მაძლევს, ვატარო კონკურსები!!! უპირველესად მადლობა ნინო დარასელს - კონკურსის იდეა რომ გავანდე, აენთო ისიც და ისეთი სტიმული მომცა, დღემდე მომყვება; ახლა შევეცდები არავინ გამომრჩეს: ჟურნალი ‘ანაბეჭდი’ და გოგი ახალკაცი; დავით დოიაშვილი და მისი თეატრი; ‘ცხელი შოკოლადი’; ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირი /ნინელი ჭანკვეტაძე და დავით ოქიტაშვილი; ფრაქცია მრეწველები - ბატონი ზურაბ ტყემალაძე; კომპანია ‘მაგთიკომი’, მხატვარი ზურა გომელაური; კულტურის სამინისტრო, რუსთაველის თეატრი, თბილისის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრი - ქალბატონი ნეკა სებისკვერაძე. ცალკე მადლობა ჟიურის წევრებს, რომლების უანგაროდ, ანაზღაურების გარეშე კითხულობდნენ ზოგჯერ 80-მდე პიესას და გამარჯვებულის გამოვლენაში მეხმარებოდნენ. მადლობა ჩემს თეატრს, რომლის მისამართზე არსებობს ეს ფონდი და ზურაბ გეწაძეს, რომელმაც ბევრი დახმარება გამიწია

დღეს 27 მარტია, თეატრის საერთაშორისო დღე. დღეს ჩემი ფონდის დაბადების დღეა! გილოცავთ და თბილისის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრის თანადგომით ვაცხადებ მორიგ კონკურსს ,ახალი თარგმანი 2013’.

15 მაისამდე დრო გაქვთ!!!! კარგ პიესებს ველოდებით მე და მთელი ქართული თეატრი.


მანანა ანთაძე
ფონდის დამფუძნებელი და პრეზიდენტი



სტატიის მისამართი: http://24saati.ge/index.php/category/culture/2013-03-28/36816.html
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მანანა ანთაძე   Thu Mar 28, 2013 7:39 pm

ბნელში ნათელია - ნათელში ბნელა

უილიამ შექსპირის "მაკბეთი" და მისი ქართული თარგმანები
Macbeth the play by William Shakespeare and his Georgian translations


პირველი მაგალითი შესადარებლად

ALL
Fair is foul, and foul is fair:
Hover through the fog and filthy air.

SCENE I, ACT I, Macbeth by William Shakespeare
http://www.william-shakespeare.info/act1-script-text-macbeth.htm



Arrow

ყველანი
მზეა თუ ჩრდილი, დარობს თუ არა, -
ნისლს, მყრალ ჰაერში გავფრინდეთ ჩქარა.

უილიამ შექსპირი "მაკბეტ (ხუთმოქმედებიანი ტრაგედია)", მოქმედება პირველი, სურათი პირველი, თარგმანი ივანე მაჩაბელისა.


Arrow

ერთად:
ბნელში ნათელია - ნათელში ბნელა.
ამ დამპალ ნისლში მოძრაობთ ყველა.

უილიამ შექსპირი "მაკბეთი (ტრაგედია ხუთ მოქმედებად)", პირველი მოქმედება, სცენა პირველი, ინგლისურიდან თარგმნა მანანა ანთაძე-ციციშვილმა.


მეორე მაგალითი შესადარებლად


MACBETH
She should have died hereafter;
There would have been a time for such a word.
To-morrow, and to-morrow, and to-morrow,
Creeps in this petty pace from day to day
To the last syllable of recorded time,
And all our yesterdays have lighted fools
The way to dusty death. Out, out, brief candle!
Life's but a walking shadow, a poor player
That struts and frets his hour upon the stage
And then is heard no more: it is a tale
Told by an idiot, full of sound and fury,
Signifying nothing.

SCENE V, Act V, Macbeth by William Shakespeare
http://www.william-shakespeare.info/act5-script-text-macbeth.htm



Arrow

მაკბეტ - რას უჩქაროდა, სიკვდილს ვეღარ მოესწრებოდა!
და მეც ხომ მალე შევიტყობდი, ხვალე ხვალს მოსდევს
და წვრილ ნაბიჯით დღე დღის უკან მიიზლაზნება;
ვიდრე ჟამთბრუნვა უკანასკნელს საათს დაჰკრავდეს.
გუშინდელთა დღეთ უგუნურთა გზა გაუნათეს
მიწად გადამქცევ ხიკვდილამდე... ოჰ, შენ ხანმოკლე
მანათობელო! გაჰქერ, გაჰქერ!.. სიცოცხლე მხოლოდ
ჩრდილი ყოფილა, მოარული; ტაკიმასხარა,
რომელსაც ვიდრე დრო აქვს, ადის მაღალ სცენაზედ
და იჭიმება, იგრიხება მთლად გაქრობამდე.
სულელის ენით მოთხრობილი ამბავი არის,
თუმც უმნიშვნელო, მაგრამ სავსე აურზაურით.

უილიამ შექსპირი "მაკბეტ (ხუთმოქმედებიანი ტრაგედია)", მოქმედება მეხუთე, სურათი მეოთხე, თარგმანი ივანე მაჩაბელისა.


Arrow

მაკბეთი: რა დროს ეგ იყო. მოეცადა, რა იქნებოდა.
სიკვდილს ყოველთვის მოასწრებდა, ეჩქარებოდა?
ამ საქმისათვის უკეთესი დრო დადგებოდა.
ხვალ, მაგალითად. ან იმის ხვალ. ანდა იმის ხვალ.
რატომ ვესწრაფვით სხვა დღეს, ხვალინდელს.
დღე ზლაზვნით გადის, მაგრამ მაინც ტოვებს გუშინდელს.
ბოლოს და ბოლოს, დგება წამი უკანასკნელი,
და მაშინ ვხვდებით: დღე გუშინდელი, გზა ყოფილა,
განათებული ბრიყვებისათვის, რათა მივიდეთ,
სადაც მიწად უნდა მივიქცეთ. მოკლე სანთელო,
ჩაქრი ბარემ! ჩვენი ცხოვრება თურმე ლანდია,
როგორც საწყალი მსახიობი, სულ სცენაზეა,
ოინბაზობს, ვიღაცას ართობს, მაგრამ ბოლოს ის
არავის ახსოვს: ეს ყველაფერი ძალიან გავს
იდიოტის მონათხრობ ამბავს: სავსეს ხმაურით
და მძვინვარებით. აზრს ვერ გაიგებ, რადგან მე თვითონ,
თავი და ბოლო ვერ გავარკვიე.

უილიამ შექსპირი "მაკბეთი (ტრაგედია ხუთ მოქმედებად)", მეხუთე მოქმედება, სცენა მეხუთე, ინგლისურიდან თარგმნა მანანა ანთაძე-ციციშვილმა.


უილიან შექსპირის პიესების ტექსტები ინგლისურად - http://www.william-shakespeare.info/william-shakespeare-scripts-text-plays.htm

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მანანა ანთაძე   Tue May 21, 2013 11:15 am

Interview with Manana Antadze

by Mária Kiššová, PHD



Manana Antadze is a Georgian translator and the Founder and President of Tumanishvili Theater Foundation. From 1981 to 1989, Manana Antadze was a research associate at the Centre for Contemporary Literary Studies at the Georgian State University. She has been also working as a freelance translator since 1974 and her numerous translations include William Shakespeare´s Macbeth, Irving Stone´s Lust for Life, and J. K. Rowling´s Harry Potter and the Philosopher´s Stone.

MK: Interpretation of the text is a necessary part of the literary translation process. Shakespeare´s Macbeth is one of your most recent translations. Some perceive this tragedy as the discourse on evil, with Macbeth infecting the others, becoming himself the victim of it. What is your view on the murderous Scottish king?

MA: Macbeth is terrifying and shocking for everyone. It’s a bloody play, fearful, hair-raising and murky, nervously called ‘The Scottish Play’ in the theatre, not daring to pronounce the name of, as you say, the murderous Scottish king, who is getting what he deserves. Even the word ‘fear’ appears here more often, than anywhere else in Shakespeare´s work.
It is scary also because of its longstanding tradition of unlucky occurrences. On the day of the premiere I got e-mails like ´I will be crossing my fingers and turning over silver coins in my pocket seven times to wish you luck’ and ‘break your leg!’ But! I love this great tragedy!

‘Boundless intemperance
in nature is a tyranny. It hath been
the untimely emptying of the happy throne and fall of many kings’,

says Macduff to Malcolm. Inordinate lust for power brings ruin! Temptation can defeat even the strongest human being! Guilt haunts the evildoer! You remember, after Macbeth kills Duncan, he hears voices – it is the voice of guilt. Later Macbeth and Lady Macbeth hear knocking – this is also the sound of the guilt. The knocker is Macduff, who, in the final act, kills Macbeth!
In the Holy Bible, I Corinthians /10 – 12, 13 / we read: 12.‘Therefore let him who thinks he stands take heed lest he fall. 13. No temptation has overtaken you except such as is common to man; but God is faithful, who will not allow you to be tempted beyond what you are able, but with the temptation will also make the way of escape, that you may be able to bear it.’
What moves me is not only a story of murder, madness and death, hero’s fall from grace or supernatural phenomenon, but equivocation, tricky balance of the twin realm: comedy and tragedy, reality and supernatural, joined with mastery of language, with wit and humor, with lyricism. Shakespeare is the greatest of the poets. His later plays allow us to come very close to his deepest interests, but he ‘plays’ a game and you enjoy.
Interpretation is very important in literary translation process and takes courage, but for the first time in my life (it’s my first Shakespeare!) I came across the text with unlimited possibilities of interpretation. ‘Fair is foul and foul is fair’ – the most mysterious paradox tells us that nothing is as it seems! /Evil can wear a pretty cloak! /Everything is equivocal! Shakespeare is a restless experimenter and will always remain untranslatable!

MK: Shakespeare´s plays always represent a great challenge for the translator. What were major influences and inspirations in your work?

MA: My inspiration was the director’s vision. David Doiashvili (Doi) who is now an artistic director of our Music and Drama State Theatre, is one of Tumanishvili’s best students. I was commissioned Macbeth, but before I agreed, Doi told me very clearly about his conception. It seemed so attractive, but the process turned out to be much more complicated and interesting, than I could have imagined.
It was not just literary translation. I was translating Shakespeare for Doi, his cast and his production. I published the full text (of course, it was cut in the production) with the program. Doi erected ‘stage’ in the foyer of his theatre, which is an open space with balconies, thus creating three levels: ‘earth’ – main level, ´heaven’ and ‘hell’ (that’s how they were called in the Globe). Production was stretched vertically. Premiere was on October 12, 2009. We were having International festival in Tbilisi at that time and Macbeth was a great success.

MK: So nothing unexpected happened and you broke the bad spell of Macbeth?

MA: We began working two years ago and very soon stopped. A lot of things were happening. A make-up lady left the theatre. (Some people say, she was scared of Macbeth, some say she was offered better salary at our National.) So she moved to the National. She really was offered a reasonable salary! Next day she was found dead in the pit, under the lift. How it could happen, nobody can explain. Incredible! The actor, who plays Macbeth (he was the first year student by that time!) became very ill and had to stay in the hospital for quite a long time. I thought Doi would never return to Macbeth again. He did!

MK: Being also inspired by the powerful stories of the Georgian folk tradition while translating the play, do you think that there was a particular story which might have affected the essence of the final translation?

MA: There is no particular story of that kind but you can easily find symbols of temptation everywhere. Georgian folk legends and myths have their own reality of witchcraft or enchantment, which is tied closely to paganism. Wizards are present in the lore of all people. When I was working on witches, I was reading ‘Georgian Magic Poetry’ all the time. We have such! Sure you also have some in your Slovak folk heritage. But the thing is that in the book there were no curses, just spells to avoid evil. Anyway, rhythm of the jinx was useful and helpful as nursery rhymes.

MK: Thinking back on the translation of Macbeth, what were the most difficult decisions you had to make?

MA: Shakespeare wrote in iambic pentameter. It is not only ten syllables in each line, but also five pairs of alternating unstressed and stressed syllables. Rhythm sounds like: ‘de-Dum, de-Dum, de-Dum, de-Dum, de-Dum’. This particular rhythmical style is natural for English poetry. As they often say ‘it’s the rhythm of heartbeat and breathing.’

Macbeth says:
Is THIS/a DAG-/ger I/see BE-/fore ME?

You can’t do it in Georgian. I did a lot of thinking. (I wanted to use iambic pentameter!) Shakespeare has been translated into Georgian many times. Best translations are done in 14-syllable verse. This metrical pattern is more popular in our poetry and I decided to use it as well.
In August I was attending the Shakespeare seminar in the ‘Globe’ and we discussed these problems. We found that many languages have similar difficulties. However, I want to stress that I am not an intellectual theorist of translation. I am a practitioner, and I feel absolutely sure Shakespeare was not counting syllables.

MK: You had been working with Mikheil Tumanishvili (1921 – 1996) for some time and now you are cooperating closely with one of his best disciples. Could you tell us more about this legendary and charismatic icon of the Georgian theatre?

MA: Mikheil Tumanishvili was one of the most brilliant directors and teachers of his generation. He was teaching acting and directing at the Georgian State Institute of Theatre. He taught most of the best of the younger Georgian directors and actors. Tumanishvili began directing at Rustaveli National Theatre and worked there for 25 years. I met him when I was the first year student of English faculty at The State University of Georgia. The University invited Tumanishvili to direct Midsummer Night’s Dream. We were playing it in English and I played Hermia.
After leaving Rustaveli, Tumanishvili founded – in 1978 – his own studio theatre, Film Actors Theatre, where he invited me to work as a dramaturg (a literary director). Tumanishvili’s productions were always so young, so free from heavy-weight traditions of theatre! Some of them travelled a lot all over the world. Edinburgh Festival still remembers his Don Juan. Tumanishvili died rehearsing Cherry Orchard in 1996. He was 75.

MK: You said that Tumanishvili´s approach towards the theatre practices was far away from the traditional one.

MA. When Tumanishvili joined Rustaveli National in 1952, as critics say, THE REVOLUTION came! Old romantic productions vanished – there were many directors there by that time – one after another. Vibrant, new productions appeared. Everything was changing: sets, costumes, the psychology of acting, actor’s art was stressed. The creative image of National has changed; the audience and the stage united. Tumanishvili describes how it happened in his books which are available in Georgian and Russian (they are in the process of translation into English).

MK: As the founder and president of Tumanishvili Theatre Foundation, you hold the competition in ´the best translation´ and ´a new play´ twice a year to promote new material for the Georgian theatre.

MA: I founded ‘Tumanishvili Foundation’ in 1998. It is a non-governmental international organization working on different projects, but last three years we held competitions in the search of new material for our theatres.
In August, being in London, I met Elyse Dodgson, the head of International Department of the Royal Court Theatre and discussed our cooperation. Royal Court is truly an international Theatre. ‘Our job is to support and sustain new writing in other countries, particularly where there is strong theatre culture but the writers don’t have the voice that they might have’, says Elyse Dodgson, ‘and on the other side it’s to produce the best new work we can find and introduce that to our audiences.’ I will meet Elyse in Georgia in March. By that time my competition will have finals and she will meet Georgian playwrights. After that we shall see what can be done.

MK: Could you tell us more about the current theatre practices in Georgia?

MA: Georgian Theatre has very good actors and directors, most of them are Tumanishvili’s pupils. More than fifty theatres are repertoire theatres subsidized by the State, with the permanent troupe. But they are given not much money, not enough for the productions – especially regional theatres – and they are also in need of new plays as well. That’s why my foundation tries to stimulate writers and translators.

MK: The theme of this issue of Ars Aeterna is memory. Are the memories of the Georgian past somehow inspiring for you in your work?

MA: Memory is a great thing. Georgia is fond of looking back into history, as far as the XII century, when the country was united and politically and culturally very, very strong. For example, our traditional singing is an object of adoration for us. In 2002 Jeanne d’Arc’s year was internationally celebrated in Domremy. I organized our traditional singer’s concert there and all of us became honorary citizens of Domremy after that, so it really touched everybody. In the contemporary writing the past is always somehow felt. Isn’t literature the one whole process?!

MK: So to what extent do Georgian writers/ playwrights nowadays look back into the past? Are they haunted by it, do they confront it, is there something like an attempt to de-mythologize or re-write the past?

MA: Whenever they look back into the past, some are haunted, some confront it and some try to mythologize!

MK: The scope of current literary texts translated into Slovak includes mostly bestsellers and classics with just few exceptions. One of the reasons is a rather small Slovak market; another thing is that after the translation appears in the Czech Republic, it is very scarcely followed by the Slovak version. What is the situation like in Georgia?

MA: Georgian market is also very small and even the so called bestsellers are published just in about one thousand exemplars. Harry Potter was an exception and I am sure not only in Georgia! We have so many new publishers here. Authors try to get money themselves, but Art and Literature are not the source of living. In the Soviet period Georgia depended on Russia as other republics. You could translate only what was already translated into Russian and not only for copyright reasons! Now the small market has become the biggest problem.

MK: The quality and the amount of children´s literature translations have increased recently in Slovakia due to the fantasy fascination aroused by the Harry Potter series which you also mentioned. Authors such as C. S. Lewis, Michelle Paver, Philip Pullman, Ursula Le Guin and others have become quite popular. Is something similar going on in Georgia?

MA: I cannot say that amount of children’s literature has increased in Georgia. Children are ‘lost’ in the internet (my grandchildren too). Of course, there are more or less popular books in newest translation, but they are not as popular as Harry Potter.

MK: The last question for our interviewees traditionally deals with their current reading. Has there been any special (re)discovery in your reading experience recently that you would like to share with us?
PhDr. Mária Kiššová

MA: Frankly speaking, I didn’t have much time, since I was finishing Macbeth and then I worked on the translation of Camino Real by Tennessee Williams for my company. Now I am translating The Tempest!!! But since the Cambridge seminar in July I have read Jim Crace´s The Pesthouse, Jeanette Winterson´s The Stone Gods and David Lodge’s last novel Deaf Sentence. I intend to translate one of them.

‘ARS AETERNA’ – Art in Memory, Memory in Ar
Constantine the Philosopher University
Faculty of Arts
Vol.1, No.2 / 2009
ISSN: 1337-9291
© 2009
Univerzita Konštantína Filozofa v Nitre


Link –
* http://www.academia.edu/2559716/A_word_from_the_editor._Art_in_Memory._Memory_in_Art

* http://www.kaa.ff.ukf.sk/index.php/sk/vyucujuci/37-moj-profil-phdr-maria-kissova-phd

* http://armuri.wordpress.com/2013/05/21/interview-with-manana-antadze-by-maria-kissova/

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მანანა ანთაძე   Fri Jun 14, 2013 8:25 pm

რუსუდან ქართველიშვილი

"პრეზიდენტი სტუმრად" როიალ ქორთში, "სათამაშო პისტოლეტით" _ ჩელსის თეატრში

(ფონდის საიუბილეოდ)



"ექვსი სიტყვით აღწერეთ თქვენი პიესა? - ომი, ტვ-შოუ, მარტოობა, გაქცევა, ფეხმძიმობა, პრეზიდენტი.

თქვენი პიესის საყვარელი პერსონაჟი? - პრეზიდენტი.

სათაური რას ნიშნავს? - პოლიტიკა ადამიანის ცხოვრებაში იჭრება".

ეს ნაწყვეტია ლაშა ბუღაძის ბლიც-ინტერვიუდან, რომელსაც როიალ ქორთის თეატრის ვებგვერდზე წავაწყდი. რა ხდება, როცა "პოლიტიკა ცხოვრებაში იჭრება"? ამაზე ბრიტანელი მაყურებელი ლაშა ბუღაძესთან ერთად იფიქრებს. როიალ ქორთში პირველად დაიდგა ქართველი ავტორის პიესა - პოლიტიკური სატირა "პრეზიდენტი სტუმრად მოვიდა" - 2008 წლის აგვისტოს ომზე, საერთოდ, ომების ტრავმულ გამოცდილებაზეა. როგორც მწერალი ამბობს, ეს არ არის კონკრეტულ პრეზიდენტზე, ადამიანებზეა, რომელთა ბიოგრაფიაც ამ ტრაგიკულ დროს წყდება.

ამ დღეებშივე ჩვენი მაყურებელისთვის კარგად ნაცნობი თამარ ბართაიას "სათამაშო პისტოლეტის" (თავისუფალ თეატრში დადგა რეჟისორმა გიორგი შალუტაშვილმა) ჩვენება გაიმართება ჩელსის თეატრში ეს პიესაც ომზეა, უფრო ზუსტად იმ ომებზე, ძალიან მოკლე დროში რომ გადაიტანა საქართველომ და სამუდამოდ შეცვალა ბევრი ადამიანის ცხოვრება.

ეს ორი ლონდონური პრემიერა დაემთხვა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრალური ხელოვნების განვითარების ფონდის თხუთმეტი წლის იუბილეს. ეს შემთხვევითიცაა და ალბათ კანონზომიერიც, ფონდი წლებია დრამატურგთა და მთარგმნელთა საქმიანობას ემსახურება. მან წამოიწყო ეს ქართულ-ბრიტანული პროექტიც "ახალი დრამატურგია", რომელშიც ლაშა ბუღაძის პიესა კონკურსის მონაწილე ქართველ დრამატურგთა ნაწარმოებებს შორის საუკეთესოდ ცნეს. ფონდის "ბანკიდან" არის თამარ ბართაიას პიესაც.

ფონდის დამფუძნებელი და პრეზიდენტია, მანანა ანთაძე, კინომსახიობთა თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგე (1981 წლიდან), შექსპირის, მოლიერის, ჩეხოვის, ბრეხტის, უილიამსის, ო‘ნილისა და სხვა ცნობილი დრამატურგებისა და მწერლების მთარგმნელი. სწორედ მისი ინიციატივაა მთარგმნელთა და დრამატურგთა კონკურსი, რომელიც 2006 წლიდან მოყოლებული ყოველ წელს იმართება.

- ფონდის 15-წლიანი ისტორია 1998 წლის 27 მარტს, თეატრის საერთაშორისო დღეს დაიწყო. სულ მეკითხებიან, მისი შექმნის მიზეზად რა იქცა... მთელ საბჭოთა კავშირში ხომ ყველაფერი ერთი და იმავე სქემით მუშაობდა, ჰოდა, სწორედ ასეთი საყოველთაო სქემა იყო კინოსტუდიებთან თეატრების არსებობა. მართალია თეატრი ერქვა, მაგრამ დიდი ვერაფერი თეატრი ეთქმოდა. მხოლოდ ჩვენთან იქცა გამორჩეულ მოვლენად, იმიტომ, რომ მიხეილ თუმანიშვილი ხელმძღვანელობდა. ბატონი მიშა რუსთაველის თეატრიდან წამოსული იყო, ტელევიზიის თეატრი დაარსებული ჰქონდა (კახა კახაბრიშვილთან ერთად), მაგრამ საკუთარი სივრცე არ გააჩნდა და კინოსტუდიის შეთავაზებას სიამოვნებით დათანხმდა.

1996 წელს, კინოსტუდია დაიშალა და შეგვატყობინეს, რომ ისედაც მცირე სახელმწიფო ბიუჯეტიც მოგვეხსნებოდა. ბატონი მიშა ცოცხალი აღარ იყო... გავოგნდით, რომ ერთ-ერთი საუკეთესო, ყველასგან განსხვავებული ქართული თეატრი აი, ასე, უბრალოდ შეიძლება დაიხუროს, თან არაჩვეულებრივი რეპერტუარი

გვქონდა. თეატრის ხელმძღვანელმა, გოგი მარგველაშვილმა გადაწყვიტა, სხვა გზა არ გვაქვს, კარი უნდა გავხსნათ, ანაზღაურების გარეშე ვითამაშოთ და სანამდეც გავძლებთ, ვიარსებოთო.

მაშინ გაჩნდა ფონდის იდეა. დათო საყვარელიძემ ისე, სხვათა შორის, მითხრა: ხომ იცი, მსოფლიოს დიდი თეატრები ფონდის სახით არსებობენ, სახელმწიფოს სუბსიდირებასთან ერთად მეცენატების შეწირულობებით ან მხოლოდ შემოწირულობებით, და რეპერტუარიც მასზეა დამოკიდებულიო, და ვიფიქრე, რომ ამით შეიძლებოდა გადარჩენა.

ფონდი დავაფუძნე (გამგეობის წევრია ბ -ნი მიშას ქალიშვილი, ხელოვნებათმცოდნე ელენე თუმანიშვილი), დავწყნარდი, და მერე გოგი და მე გაუთავებლად დავდიოდით კანცელარიაში, კანცელარიიდან - კულტურის სამინისტროში - პარლამენტში, ვწერდით წერილებს, რომ არ შეიძლება თუმანიშვილის თეატრი დაიხუროს, თან დაგვქონდა საგასტროლო ისტორია, ბევრი საფუძველი გვქონდა ამისათვის...

ფონდის პირველი დიდი წარმატება იყო პრეზიდენტის ბრძანებულება: "არაერთხელ მითქვამს, რომ კინომსახიობთა თეატრს მართლაც სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება და დახმარება. ეს თითოეული ჩვენგანის ვალია ბატონი მიშას ხსოვნის და მომავალი თაობების წინაშე. თეატრი უნდა შევინარჩუნოთ მემორიალურ მოქმედ თეატრად" (1999 წ.10 თებერვალი). მე და გოგის დღესაც გვსიამოვნებს ამის გახსენება. ეს რომ არა, არ ვიცი, რა ბედი ეწეოდა... ფაქტობრივად, ამით ფონდის შექმნის მისია შევასრულე.

შემდეგ საქმიანობას შევუდექით. ჩვენი ინიციატივით გამოიცა ირაკლი ფარჯიანის პირველი ალბომი. ვინც იმ სამთავრობო სხდომას ესწრებოდა, ჩემი არგუმენტები დღესაც ახსოვს, რომ ირაკლი ფარჯიანი უდიდესი ქართველი მხატვარია, უდროოდ წასული, თან იუბილეა, - იქნებ თანხა, რამდენიც შესაძლებელია, გამოყოთ-მეთქი. შედეგმაც არ დააყოვნა - პრეზიდენტის ფონდმა დააფინანსა ალბომი.

უნდა გითხრათ, რომ დიდი თანხა არასოდეს გვქონია. მცირე ბიუჯეტით (ზოგჯერ ამის გარეშეც) ვახერხებდი ძალიან საინტერესო პროექტების განხორციელებას. ჯერ პროექტებს ვამზადებ და მერე საკმაოდ იოლად ვპოულობ დამფინანსებელს, ზოგჯერ უცხოელებს.

1998 წელს საფრანგეთში გიორგი სიხარულიძის "მარიანა პინედა" ვუჩვენეთ. სპექტაკლი თბილისში ნახა პროდიუსერმა, ძალიან მოეწონა და შემოგვთავაზა, ყველა ხარჯს მე ავანაზღაურებ, თქვენ მხოლოდ სამგზავრო ბილეთებზე იზრუნეთო. იმდენად მოკლე დრო იყო დარჩენილი, სპონსორი ვეღარ მოიძებნა. ჩვენი მსახიობები რესტორანში გამოდიოდნენ. წარმოიდგინეთ: რუსუდან ბოლქვაძე მოკროფონოთ ხელში მღერის და სხვებთან ერთად სამგზავრო ფულს აგროვებს. რატომაც არა, მშვენიერი იყო!..

"მარიანა პინედას" დიდი წარმატება ხვდა წილად. საფრანგეთის კულტურის მინისტრის მოადგილე პატრიკ მალვილი დაესწრო და ასეთი რამ თქვა: საფრანგეთისთვის არც ერთ ფრანგულ თეატრს არ გაუკეთებია იმდენი, რამდენიც ამ თეატრმა საქართველოს გაუკეთაო.

რამდენჯერმე მოეწყო ფოლკლორული ანსამბლის გასტროლები და დიდი წარმატება მოჰყვა. ბოლოს, 2002 წლის გაზაფხულზე, ჟანა დარკის იუბილეზე მოგვიწვიეს, რომელსაც იუნესკო და ევროკავშირი ჟანა დარკის მშობლიურ ქალაქ დომრემისთან ერთად მასშტაბურად აღნიშნავდა - ნამდვილი სახალხო დღესასწაული გაიმართა - ზეიმობდნენ ქალაქის მოედნებზე, ქუჩებში. ლელა თათარაიძის და მისი კვარტეტის "კესანეს" პირველივე გამოსვლის შემდეგ ყველაფერი მოხსნეს, სოლო კონცერტივით გამოვიდა- მოედანზეც "კესანე" მღეროდა, ქუჩაშიც, ტაძრებშიც, სადაც საკონცერტო დარბაზებია. საყოველთაო აღტაცების ფონზე ანსამბლის ყველა წევრი და მეც, როგორც ორგანიზატორი, დომრემის საპატიო მოქალაქეებად აგვირჩიეს.

მერე საქართველოში ჯერ კიდევ მძიმე წლები იდგა. ყველა თეატრი დაკეტილი, დანგრეული იყო, ა

არემონტებდნენ, აღარ ვიცოდი, რა მეკეთებინა და ფონდი გაჩერდა.

ერთ დღესაც ამერიკელმა მეგობარმა მომწერა - ფონდი კიდევ გაქვს ? რამე ერთობლივი პროექტი მოვიფიქროთ. მოძებნა რეჟისორიც, რომელიც თბილისში დადგამდა სპექტაკლს და მერე ნიუ იორკში ვაჩვენებდით, მეორე ეტაპზე ქართველი რეჟისორი იმუშავებდა ამერიკაში და ა.შ. ყველაფერი მათ უნდა დაეფინასებინათ. მარტო ჩემზე არ იყო დამოკიდებული და არავინ ამიბა მხარი... გახსენებაც არ მინდა, ეს პროექტი როგორ ჩაიშალა. მერე დრო გავიდა და გავიგე, რომ უკრაინაში განახორციელეს. კარგი შანსი დავკარგეთ, რომ თეატრალური ხიდი გაგვედო აშშ-თან.

***

მანანა ანთაძე ამბობს, რომ 2004 წელს თეატრის რემონტი დამთავრდა და გაიხსნა. გასტროლების ორგანიზება აღარ აინტერესებდა, უნდოდა რამე მნიშვნელოვანი მოეფიქრებინა. კარგად ესმოდა, რომ თეატრი და დრამატურგია ერთად ვითარდება და უერთმანეთოდ არ არსებობს. პიესების კონკურსის ისტორია რაღაცით ძალიან პირადულია. მიხეილ თუმანიშვილთან მეგობრობას და პიესებისადმი რეჟისორის სათუთ დამოკიდებულებას უკავშირდება. "რამდენიც არ უნდა ვიკამათოთ, პიესა, ლიტერატურა - თეატრალური წარმოდგენის ფუძეთა-ფუძეა. ჩვენ კარგი პიესის დაბადების მუდმივ მოლოდინში ვართ", - წერს მიხეილ თუმანიშვილი წიგნში "ფიქრები თეატრის ირგვლივ". ლეგენდარული რეჟისორის, საყვარელი პედაგოგის ეს სიტყვები შესაძლოა ინსპირაციის ერთგვარ წყაროდაც იქცა და კონკურსის მოწყობა გადაწყვიტა.

პროექტი, რომელსაც "ახალი დრამატურგია" უწოდა, ორი კონკურსისგან შედგება - "ახალი ქართული პიესა" და "თანამედროვე უცხოური პიესის საუკეთესო თარგმანი", და მონაცვლეობით იმართება.

ერთადერთი, მაგრამ საკმაოდ მკაცრი პირობა განსაზღვრა: წარმოდგენილი პიესა აუცილებლად გამოუქვეყნებელი უნდა ყოფილიყო და დადგმულიც არ ყოფილიყო. ავტორთა ვინაობა ჟიურის წევრებისთვის უცნობი უნდა დარჩენილიყო; მხოლოდ პრემიების თანხა სჭირდებოდა, ხუთი ათასი ლარი მაინც. ნაკლები თუ მოგროვდებოდა, იმას გაანაწილებდა გამარჯვებულთა შორის. ჟიურის წევრებს კი აუხსნა, რომ თუ უჰონორაროდ დახმარებაზე თანახმა იქნებოდნენ, ერთად გააკეთებდნენ კარგ საქმეს. უარი არ მახსოვსო, ამბობს.

ჟიურის წევრები იყვნენ ძირითადად რეჟისორები, რომლებსაც მერე უნდა დაედგათ, ასევე თეატრმცოდნეები, ლიტერატორები, პროფესიონალებთან ერთად საზოგადოების აზრიც აინტერესებდა, ამიტომ სხვა პროფესიის ადამიანები, სკოლის მოსწავლეებიც კი მონაწილეობდნენ.

პირველად ოცკაციანი ჟიური მუშაობდა. ყველა წევრს ყველა პიესა წაკითხული უნდა ჰქონოდა, ვინც ვერ მოასწრებდა, ჟიურიდან გადიოდა. ათბალიანი შეფასების სისტემა დააწესა და შედეგებს ერთად აჯამებდნენ. თავიდან ავტორებიც, მთარგმნელებიც, ჟიურიც დაფარული იყო. დღეს უკვე ყველა ინფორმაცია ღიაა. ძალიან შრომატევადი სამუშაოა, ზოგჯერ 70 და მეტი პიესა მოდისო, ამბობს.

"ამიტომ ყოველთვის, ახალი გამარჯვებულების დაჯილდოებისას, უანგარო დახმარებისათვის მადლობას ვუხდი ჟიურის წევრებს, სპონსორებს, ყველას, ვინც კონკურსების ორგანიზებისთვის რამე გააკეთა. სპონსორებს შორის არიან: კერძო პირები, ბიზნესმენები, სახელწიფო ორგანიზაციები: მაგ., კულტურის სამინისტო, ქალაქის მერიის კულტურის სამსახური, რუსთაველის თეატრი, მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრი, ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირი, "მრეწველები", "მაგთიკომი"... ხშირად თანხას ნაწილ-ნაწილ ვკრებდი, უმთავრესად მაინც ჩემი მეგობრები მეხმარებოდნენ და დღემდე ყველა მადლობას აქეთ მეუბნება. ნინო დარასელის ჟურნალ "ანაბეჭდში" მთელი წელი გვერდი გვქონდა დათმობილი, ჩვენი სპონსორი იყო "ცხელი შოკოლადი", მხატვარმა ზურა გომელაურმა რამდენიმე ნახატი მომიტანა, ფონდისთვის გამოიყენეო.

დიდ დროსა და ენერგიას ვახმართ ამ საქმეს და ვიცით, რომ ტყუილად არ ვშრომობთ.

ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ: ეს ჩვენი კონკურსების "ამბავი რაკი აგორდა, გზადაგზა ძალას თვითონ მოიკრებს", როგორც ერთი დიდი დრამატურგი ამბობს. რვაწლიანი უწყვეტი კონკურსებით ბევრი ქართველი და უცხოელი ავტორი გავაცანით თეატრებს. ბევრგან დაიდგა "ჩვენი" პიესები, მათგან ყველაზე პოპულარული ალბათ გოჩა კაპანაძის "მოხუცი ჯამბაზებია". პირველი თარგმანებიდან - თურქი დრამატურგის ჯუჯენოღლუს "ზვავი" - ხუთ თეატრში დაიდგა, სარა კიენის "ფსიქოზიც" ბევრგან დადგეს. უკვე საკმაოდ ბევრი თანამედროვე ავტორია თარგმნილი, თან ისეთები, რომლებსაც მთელ მსოფლიოში აქტიურად დგამენ. ისინიც ნელ-ნელა ავლენ სცენაზე.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ჩემთვის მაინც "ახალი ქართული პიესაა". პიესას იშვიათად დაწერს ან თარგმნის ვინმე, თუ დადგმის გარანტია არ აქვს. კონკურსი კი დიდი სტიმულია, პრემია - მოტივაციაა.

ავტორებმა ჯერ ძველი ნაწარმოებები ამოალაგეს "ზანდუკებიდან" და გამოგვიგზავნეს, თანდათან ახალი სახელებიც გამოჩნდა. საოცარია, რომ ახალგაზრდებს პიესის წერის დიდი სურვილი აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ დრამატურგიის საფუძვლები არ იციან. სამწუხაროდ, თეატრალურ ინსტიტუტში დრამატურგია აღარ ისწავლება, არადა კარგი სკოლა გვქონდა.

მთელი საქართველოდან მომდის ტექსტები. გურიიდან ძალიან საინტერესო პიესებს მიგზავნის ლია მოლარიშვილი (მას თამაზ ჭილაძის დრამატურგიის კურსები აქვს გავლილი). რამდენიმე წლის წინ ცხინვალიდან მივიღე პიესა ქართულ-ოსურ პრობლემებზე, სიყვარულზე. კონკურსის დასრულებისთანავე "რადიო თავისუფლებას" ვაძლევ ხოლმე ინტერვიუს, მახსოვს, ეს პიესაც ვახსენე, ვწუხვარ, რომ სუსტი იყო და ჟიურის წევრი რეჟისორებიდან არავინ დაინტერესდა, მაგრამ გულში სიხარული არ მეტევა, რომ ამ თემაზე დაიწერა პიესა, თან ავტორმა ცხინვალიდან გამომიგზავნა ქართული თეატრისთვის-მეთქი. პირდაპირ ეთერში ზარი გაისმა: მეც იქიდან ვრეკავ, შეიძლება სუსტია, მაგრამ უნდა დადგათო. მართალი იყო ის ქალბატონი. ვუპასუხე, რომ, სამწუხაროდ, ეს არ შედიოდა ჩემს კომპეტენციაში. ყველას კი ვთხოვდი, იქნებ პიესისგან რამე გავაკეთოთ-მეთქი.

გასული წლის კონკურსში "ახალი ქართული პიესა" (მერიის კულტურულ ღონისძიებათა სამსახური იყო სპონსორი. მადლობა ნეკა სებისკვერაძეს) ექვსი გამარჯვებული გვყავდა, მათ შორის, მეთორმეტეკლასელი ირაკლი ცხადაია, ხობიდან (წელს თეატრალურ უნივერსიტეტში, სამსახიობოზე აბარებს). შარშანდელი კონკურსის გამარჯვებულია თეატრალურის მესამეკურსელი ნანუკა სეფაშვილი, რომელიც ფონდის დრამატურგთა სექციას ხელმძღვანელობს. ახალ სახელებს მალე გაიცნობს მაყურებელიც.

მახარებს, რომ კონკურსი პოპულარულია, მნიშვნელობა შეიძინა. უკვე საინტერესო შემოთავაზებებიც მაქვს, მაგალითად, თეატრალურ უნივერსიტეტთან მემორანდუმი გავაფორმეთ - ყოველ წელს კრებულს დაბეჭდავს. უკვე გამოიცა შარშანდელი კონკურსის გამარჯვებული ექვსი ქართული პიესა, ამ კრებულს, რომელიც ფონდის იუბილეს მიეძღვნა, საზოგადოება მალე იხილავს.

* * *

ახლა კი მივუბრუნდეთ იმას, რითიც დავიწყეთ - საერთაშორისო პროექტს როიალ ქორთთან.

"დიდი ბრიტანეთის ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი თეატრი, მხოლოდ თანამედროვე პიესებს დგამს. ის მსოფლიოს 35 თეატრთან თანამშრომლობს. უორქშოპებს ატარებს და საუკეთესო პიესები თავის სცენაზე მიაქვს. საერთაშორისო პროექტებს ელიზ დოჯსონი ხელმძღვანელობს. ჩემი მეგობრის, ტერი სენდელის რჩევით, სწორედ მას დავუკავშირდი და შევეცადე ქართული დრამატურგიით დამეინტერესებინა.

მერე სპეციალურად როიალ ქორთის ვორქშოპებისთვის კონკურსი გამოვაცხადეთ. ბევრი განაცხადი შემოვიდა. ინგლისში გავაგზავნეთ, იქ თარგმნეს და შეარჩიეს: ლაშა ბუღაძე, ბაჩო კვირტია, ნესტან-ნენე კვინიკაძე, დავით გაბუნია, ბასა ჯანიკაშვილი, დათა თავაძე და ნანუკა სეფაშვილი. პროგრამაში ჩაერთო უკრაინაც.

როიალ ქორთი, ბრიტანეთის საბჭო, თუმანიშვილის ფონდი და მარჯანიშვილის თეატრი - ასეთი კარგი გუნდი შედგა, რამაც უდავოდ განაპირობა პროექტის წარმატებით დასრულება. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ბრიტანეთის საბჭო (დირექტორი ვერნონ ელისი), რომელმაც პროექტი დააფინანსა, თავდაუზოგავად მუშაობდა ჩვენი ბრიტანეთის საბჭოც (დირექტორი ზაზა ფურცელაძე, პროექტის მენეჯერი მაია დარჩია).

პირველი ვორქშოპი თბილისში, მარჯანიშვილის თეატრში გაიმართა, მერე - უკრაინაში, და დასრულდა როიალ ქორთში ლაშა ბუღაძის პიესის (დონალდ რეიფილდმა თარგმნა და ალბათ წიგნადაც გამოვა) დადგმით. 13 მარტს მცირე სცენაზე საჯარო კითხვა გაიმართა, 11-15 ივნისს კი პრემიერაა დიდ სცენაზე!

ეს ლაშა ბუღაძის და მასთან ერთად ქართული დრამატურგიის დიდი გამარჯვებაა.

12 -13 ივნისს ჩელსის თეატრში წარმოადგენენ თამარ ბართაიას "სათამაშო პისტოლეტსაც" (2009-ში გამარჯვებული პიესა). სპექტაკლი რამდენიმე პროდიუსერმა ნახა, ძალიან მოეწონათ და ინგლისის გარდა ამერიკასა და გერმანიაში მიიწვიეს. სპექტაკლი ჩვენი ფონდის იუბილეს ეძღვნება, დრამატურგმა და რეჟისორმა ასე გადაწყვიტეს, ამისთვის მადლობელი ვარ მათი".

საქართველოში ვიზიტის შემდეგ ელიზ დოჯსონი მოხსენებით წერილში (http://lashachkhartishvili. blogspot. com/2013/03/blog-post-19.html), რომელიც მან ბრიტანეთის თეატრალურ საზოგადოებას წარუდგინა, წერდა: "ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მანანა ანთაძის გაცნობამ, იგი ემსახურება იმ საქმეს, რაც როიალ ქორთის მთავარ მისიას წარმოადგენს. ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს ახალი დრამატურგიის განვითარებას საქართველოში". თვითონ ელიზ დოჯსონს დედოფალმა თეატრის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის ბრიტანეთის უმაღლესი ჯილდო პირადად გადასცა. იმედია ჩვენი ფონდის მიმართაც შესაბამისი ორგანოები და საზოგადოება უფრო მეტ ყურადღებას გამოიჩენენ. იუბილარს ჩვენც ვულოცავთ და ახალ წარმატებებს ვუსურვებთ!

ახლა მიმდინარეობს კონკურსი თარგმნილ დრამატურგიაში (ისევ მერიის მხარდაჭერით). პარალელურად კონკურსი გამოცხადდა დამწყები დრამატურგებისათვის, რომელთაც, ახალგაზრდა რეჟისორებთან ერთად, რობერტ სტურუა ჩაუტარებს მასტერკლასებს. ორივე კონკურსის გამარჯვებული თვის ბოლოს დასახელდება.

ეს ტექსტი რომ დაიბეჭდება, პრემიერები ჩავლილი იქნება და მათ შესახებ, ისევე როგორც წლევანდელი კონკურსის შედგებზე, ალბათ მონაწილეები და სპეციალისტები გვიამბობენ.

24 საათი 16.06.13
სტატიის მისამართი: http://24saati.ge/index.php/category/culture/theatre/2013-06-16/38808.html

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: მანანა ანთაძე   Today at 1:37 pm

Back to top Go down
 
მანანა ანთაძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთარგმანებელთა და თარგმანთათვის-
Jump to: