არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 გიორგი ბაქანიძე

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: გიორგი ბაქანიძე   Mon Dec 31, 2012 9:20 am


Giorgi Bakanidze


გიორგი ბაქანიძე
იგივე იურა ბაქანიძე, იგივე "ბრატი" ("ბრატ"-ს ეძახდა ყველას და იმიტომ შეარქვეს).
პროზაიკოსი, მთარგმნელი, რედაქტორი.
მისი შვილებიც წერენ:
* ირინე ბაქანიძე - ნათელო, ნათელო ჩემო... : [მოთხრობები / რედ.: გივი ალხაზიშვილი ; მხატვ.: ჯ. ზენაიშვილი]. - თბ. : მერანი, [1995]. - 148გვ. ; 12სმ.. - ფ.ა.[MFN: 5871]; შინაარსი: ნათელო, ნათელო ჩემო; ისევ სახრჩობელაზედ; ოდეს ღმერთები ნადიმობდნენ; UDC: 821.353.1-32
და ესეც - გრძელი, ძველი დღე : [ორი ნაწყვეტი რომანიდან] / ირინე ბაქანიძე // ცისკარი. - , 1998. - N9. - გვ.9-23. - ახლავს ავტორის ფოტო[MFN: 312219]; UDC: 821.353.1-31
* ლუკა ბაქანიძე - http://litsakhelebi.ge/index.php?page=14&lang=geo&c=0&author=587

ორიგინალური
* "ორმოცი დღე და ორმოცი ღამე" : [მოთხრობა. 1971, N11] / გიორგი ბაქანიძე // ცისკარი. - , 1997. - N9. - გვ.84. - ახლავს ავტორის ფოტო[MFN: 70550]
* ჭრილობა : [მოთხრობა] / ბ. ბაქანიძე // პირველი სხივი : თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ლიტერატურული წრის ალმანახი. - , 1966. - N7. - გვ.122-138[MFN: 110682]
* პური და თაფლი : [მოთხრობა] / გიორგი ბაქანიძე // ცისკარი. - თბილისი, 1966. - N11. - გვ.48-54[MFN: 124181]
* პური : [ნოველა] / გიორგი ბაქანიძე // ცისკარი. - თბილისი, 1967. - N8. - გვ.77-81[MFN: 130698]
* პირველი, მეორე, მესამე : [მოთხრობა] / გიორგი ბაქანიძე // ცისკარი. - თბილისი, 1967. - N8. - გვ.81-88[MFN: 130700]
* გზადაგზა : [მასალები, სახელდახელო ჩანაწერები] / გიორგი ბაქანიძე // ცისკარი. - , 1997. - N2. - გვ.80-104. - N3. - გვ.88-108. - N4. - გვ.63-75. - N5. - გვ.6. - N7. - გვ.88-101. - N8. - გვ.83-100. - N10. - გვ.68-82. - N11. - გვ.85-94. - N12. - გვ.66-78. - ახლავს ავტორის ფოტო და ზაურ კალანდიას წინასიტყვაობა[MFN: 304731]
UDC: 821.353.1-3

თარგმნილი
* რითხეუ, ი. - ჩრდილოეთის შორეულ კონცხზე : [ჩუკოტკელი მწერლის მოთხრობა] / ი. რითხეუ ; მთარგმ. გ. ბაქანიძე // ცისარტყელა. - თბილისი, 1970. - N5. - გვ.3-29[MFN: 145723]
* აკუტაგავა - რასიომონის კარიბჭე : [იაპ. მწერლის ნოველა] / აკუტაგავა ; თარგმ. გ. ბაქანიძემ // საუნჯე. - 1974. - N1. - გვ.189-194[MFN: 158120]
* შოლოხოვი, მ. - ისინი სამშობლოსათვის იბრძოდნენ : [რომანი] / მ. შოლოხოვი ; თარგმ.გ. ბაქანიძემ და გ. ლაბაძემ // ცისარტყელა. - თბილისი, 1971. - N6-7. - გვ.3-45.
* სტრელცოვი, მ. - ჰეი, ივანოვიჩ, ძველი დონჟუანი! : [მოთხრობა] / მ. სტრელცოვი ; ბელორუს. თარგმ. გ. ბაქანიძემ // საუნჯე. - 1974. - N2. - გვ.19-41[MFN: 171506]
* ციავლოვსკაია, ტ. - მარია ვოლკონსკაია და პუშკინი / ტ. ციავლოვსკაია ; თარგმ. გ. ბაქანიძემ // საუნჯე. - 1976. - N2. - გვ.219-231[MFN: 180680]
* აიტმატოვი, ჩ. - ჯარისკაცის ვაჟიშვილი : [ყირგიზი მწერლის მოთხრობა] / ჩ. აიტმატოვი ; თარგმ. გ. ბაქანიძემ // საუნჯე. - 1978. - N5. - გვ.170-175[MFN: 209917]
* ნარჯხიოუ: "ამბავი ნართებისა" : [აფხაზ. ეპოსი] ; თარგმნა. გ. ბაქანიძემ // საუნჯე. - 1978. - N5. - გვ.109-113[MFN: 210100]
* აილისლი, ა. - ჩემი მხიარული მამიდა : [რომანი] / ა. აილისლი ; თარგმ. გ. ბაქანიძემ // ცისარტყელა. - თბილისი, 1973. - N10. - გვ.232-262[MFN: 217349]
* ვალტონი, ა. - თავისუფლება : [მოთხრობა] / ა. ვალტონი ; თარგმ. გ. ბაქანიძემ // ცისარტყელა. - თბილისი, 1973. - N10. - გვ.57-61[MFN: 217396]
* ბელოვი, ვ. - როსტანის გორზე : [მოთხრობა] / ვ. ბელოვი ; თარგმ. გ. ბაქანიძემ // საუნჯე. - 1975. - N3. - გვ.22-29[MFN: 259096]
* ლოხვიცკი, მ. - მეხთატეხა : [ისტ. მოთხრობა] / მ. ლოხვიცკი ; თარგმ. გ. ბაქანიძემ // საუნჯე. - 1981. - N1. - გვ.10-89[MFN: 277643]
* აკუტაგავა, რ. - ო-გინი : [მოთხრობა] / რ. აკუტაგავა ; მთარგმ. გ. ბაქანიძე // რიწა. - , 1986. - N2. - გვ.298-304[MFN: 302988]

წიგნები
* აკუტაგავა რიუნოსკე (1892-1927) - მოთხრობები / რიუნოსკე აკუტაგავა ; [მთარგმნ.: გიორგი ბაქანიძე, კარლო არსენაშვილი, ზურაბ კიკნაძე [და სხვ.] ; რედ. მაია ალუდაური]. - [თბ. : პალიტრა L, 2012]. - 432გვ. ; 21სმ.. - (50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ, ISSN 1987-9628 ; წ. 28). - ISBN 978-9941-422-63-8[MFN: 122855]

შინაარსი: რასიომონის კარიბჭე; Menzura Zoili; ოისი კურანოსკეს ერთი დღე; ხელოვნებით შეპყრობილი; როგორ განეშორა თავი ტანს; ქრისტიანის სიკვდილი; მანდარინები; ეჭვი; ჯადოქარი; მაგიის სასწაულები; ამბავი ერთი შურისგებისა; სუსანოო-ნო-მიკოტო ხანდაზმულობისას; ნანკინელი ქრისტე; უცნაური შემთხვევა; უსიერ ტყეში; გენერალი [და სხვ.] UDC: 821.521-32 + 821.521.03=353.1
* ამბავი ნართებისა : აფხაზური ხალხ. ეპოსი / [პროექტის ავტ. ნაირა გელაშვილი ; თარგმ. გიორგი ბაქანიძისა (პროზა) და ჯემალ აჯიაშვილისა (პოეზია), პწკარედი მოამზადა გიორგი ამიჭბამ ; რედ. ანა წვინარია-აბრამიშვილი, გამოც. რედ. ლეილა სიხარულიძე ; მხატვ. მზია დედანაშვილი ; წინათქმა ლია ჩლაიძე]. - [მე-2 გამოც.]. - [თბ.] : კავკასიური სახლი, 2007. - 288გვ. ; 20სმ.. - (კავკასიის ხალხთა ფოლკლორი). - ISBN 978-99940-921-6-1[MFN: 142929] UDC: 821.352.2-91-13 + 821.352.2-91-34

* ქართული საყმაწვილო მოთხრობების რჩეული / [იდეისა და პროექტის ავტ. ლია შალვაშვილი ; შემდგ.: ლალი ბრეგვაძე-კახიანი, ლალი ჯაფარაშვილი ; რედ. ლალი ბრეგვაძე-კახიანი]. - [თბ.] : შემეცნება, 2011. - 487გვ. ; 24სმ.. - ISBN 978-9941-428-03-6[MFN: 147196]

შინაარსი: მოპარული ხილი/აბულაშვილი თემურ; მერხი/ავთანდილ ადეიშვილი; ორმოცი დღე და ორმოცი ღამე/გიორგი ბაქანიძე; კენტავრის უკანასკნელი ზაფხული/ლალი ბრეგვაძე-კახიანი; სერსო/ნაირა გელაშვილი; შურისძიება/გურამ გეგეშიძე; მისტერ ჯონსის შარვალი/თენგიზ გოგოლაძე; მზე სარკეში/მიხეილ გოგუაძე; კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა/გურამ დოჩანაშვილი; ძაღლი/ნოდარ დუმბაძე; კლასიკური გაკვეთილი/ზურაბ თორია; "დიოსკურია ზღვაში ჩაძირული ქალაქია"/ჯემალ თოფურიძე; წისქვილში რომ წავედი/რევაზ ინანიშვილი; მეწისქვილის ქალიშვილი/ოტია იოსელიანი [და სხვ.] UDC: 82-93:821.353.1-32

ბმულები:
*

study


Last edited by Admin on Mon Dec 31, 2012 10:33 am; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გიორგი ბაქანიძე   Mon Dec 31, 2012 9:57 am



წიგნის დასახელება – "მოთხრობები”
ავტორი – გიორგი ბაქანიძე
რედაქტორი - ტარიელ ჭანტურია
გამომცემლობის რედაქტორი - ც. ქაროსანიძე
მხატვარი - სპ. ცინცაძე
მხატვრული რედაქტორი - ან. თოდრია
ტექნიკური რედაქტორი - თ. ნათიშვილი
კორექტორი - მ. სანადირაძე
გამომშვები - თ. კანდელაკი
გადაეცა წარმოებას - 22/II-74
ხელმოწერილია დასაბეჭდად - 10/VIII-74 წ.
ქაღალდის ზომა - 70 x 90 1/32, საბეჭდი #2
ნაბეჭდი თაბახი - 6,28
სააღრიცხვო-საგამომცემლო თაბახი - 4,95
უე - 00425
ტირაჟი - 5000
შეკვ. - 780
გამომცემლობა – "მერანი", რუსთაველის 42, თბილისი
გვერდები – 172
ენა – ქართული
ფასი - 18 კაპ.
წინათქმა - ტარიელ ჭანტურია

შინაარსი -
* "პური და თაფლი"
* "ჭრილობა"
* "პური"
* "პირველი, მეორე, მესამე"
* "ორმოცი დღე და ორმოცი ღამე"



study


Last edited by Admin on Mon Dec 31, 2012 10:22 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გიორგი ბაქანიძე   Mon Dec 31, 2012 10:21 am



მიხო მოსულიშვილი

გვიმრისა და გვიმრუჭას პარაბოლა

ირინე გიორგის ასულ ბაქანიძეს

"ელმავალი გამაყრუებელი ზათქით შემოიჭრა გადასასვლელზე. ლიანდაგი გაიზნიქა და აჭრიალდა. რელსებს თითქოს მძიმე, ტლანქი ნაჯახი დაუშინეს – რიტმულად, წყვილ-წყვილად, გაუთავებლად. ავტობუსის საბურავქვეშაც აძიგძიგდა მიწა და სარკმლის ჩარჩოებს ზრიალი შეუდგა".
ამ პასაჟის ავტორი დიდი მუსიკოსივით აბსულუტური სმენის პატრონია – რამდენჯერ მომისმენია და მინახავს მატარებლის გადავლა შლაგბაუმის მიღმა, მაგრამ ახლა წაკითხული და მერე გონებით მოსმენილი, - თუ როგორ დაუშენენ ტლანქ ნაჯახებს ლიანდაგს – აღარასოდეს დამავიწყდება.
ზუსტად მიგნებული ეს დეტალი სხვა იმისთანებან ერთად გვიმრის ფოთლებივით გამოესხმება "კრიმანჭულის" შვიდ ხმას – ზროდ, ვარჯად და ტოტებად რომ გახლართულა და რაღაცნაირად, ჩემს თვალწინ გამქრალი სიტყვების ადგილზე უცხოდ მოშრიალე, ფანტასტიკური გვიმრაა...
მარტო იქ კი არა, ასევე დანარჩენ მოთხრობებშიც – უცხოდ სახილველი გვიმრები ჩნდება.
დავხურავ წიგნს, დავხედავ და იქიდანაც ზღვისპირზე ამოსული გვიმრები შემომეფეთებიან თვალებში. სწორედ ისე, როგორც თავად წერს - "ზღვა ახლა ნისლიან ჰაერს ჰგავდა, შორს და, როგორღაც ძალიან ქვევით ფარფატებდა ნაცნობი ღელე, ანწლით, ჯუჯა თხმელებითა და მაღალი გვიმრებით დაფარული".
მიდის დრო და ფიქრისას ეჭვი ჩნდება – რას ავიკვიატე ეს გვიმრა, ვის გაუგონია "კრიმანჭულის" შვიდ ხმაზე გამოფოთლილი მცენარე? აბა, რა ვიცი! "კრიმანჭული" იმიტომ, რომ მუსიკოსის სმენა მოჰმადლა გამჩენმა. გვიმრა რაღა შუაშია, რას ავიხირე? გვიმრა და გვიმრა!..
დრო მიდის, ისევ ვფიქრობ ამ ხუთმოთხრობიან წიგნზე, ვუღრმავდები, ვაკვირდები წაკითხულს და თავს არ მანებებს ის ფანტასტიკური გვიმრა.
გადავშლი საბას ლექსიკონს. გვიმრა, იგივე ჩადუნა, იგივე იფხლი ყოფილა. ხეგვიმრა. დ. ჩუბინაშვილი ბლენცარასაც ეძახის, ქვიმრასაც, დათვის საგებელსაც. სხვები – მამასწარას, ღორთიფქლას, დათვის ჩადუნას, იფხლას უხმობენ.
ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით გვიმრა უყვავილო, სპოროვანი მცენარეა. აქვს დიდრონი, დაკბილული ფოთლები. ხოლო გვიმრუჭა კი დაბალი ტანის გვიმრაა.
ვიხსენებ, ვცდილობ დავინახო გურიაში და მთელ საქართველოშიც ლამის ყოველ ფეხის ნაბიჯზე ნანახი ბუსუსებიანი, მთლად ჭინჭარივით არა, მაგრამ მაინც მსუსხავი მცენარე, თავისი სპეციფიკური სუნით.
ენციკლოპედია იუწყება, რომ გვიმრები (Pteropsida) უმაღლესი სპოროვანი მცენარეების ტიპია. აერთიანებს როგორც ბალახოვან (გვიმრუჭა), ისე ხეგვიმრებს. ნორჩი ფოთოლი ლოკოკინასავით აქვს დახვეული. ჩვენში გვიმრის თოთხმეტი ოჯახის ორმოცდათოთხმეტი სახეობა ხარობს – მეტწილად დასავლეთ საქართველოს ტენიან ტყეებში, თუმცა აგერ ლაგოდეხის რაიონში სოფელი გვიმრიანი ყოფილა და ტყუილად ხომ არ დაარქმევდნენ... ხოლო ტროპიკებში კი შემორჩენილი ყოფილა მეზოზოური ხანის ხისებრი, ოცმეტრიანი გვიმრები.
საბა ბრძანებს, ხეგვიმრაო.
მეზოზოური ხანა დინოზავრებისაა, ადამიანი ჯერ არ იყო მაშინ.
უნივერსიტეტში მოსმენილ პალეონტოლოგიის ლექციებს ვიხსენებ – სწორედ ამ მეზოზოურ ხანაში, ანუ მილიონობით წლების წინ გიგანტური ხეებიც ხარობდნენ: გვიმრები, შვიტები და ლიკოპოდიუმები. იარებოდნენ დიდროან-დიდროანი დინოზავრები – მტაცებლებიცა და მძოველებიც, მფრინავებიც, ხმელეთისებიც, წყლისანიც: ქვიშაში ეფლობოდათ ფეხები, აკი სათაფლიაშიც დაგვიტოვეს თავისი ნაკვალევი და იმ გიგანტური ხეებიდანაც ჭამდნენ. მერე კლიმატი შეიცვალა, აცივება დაიწყო და დინოზავრები გადაშენდნენ. აღარც შვიტები და ლიკოპოდიუმებია. გვიმრა კი გადარჩა – შეეგუა გარემო პირობებს, დაპატარავდა, დაჩიავდა და ხიდან ბალახად იქცა, გვიმრიდან გვიმრუჭად.
ნეტავი, რომელი სჯობდა, შეგუება და გადრჩენა თუ დაუმორჩილებლობა და გადაშენება? ანდა, რას ავხირდი და, რომ იტყვიან, ღდინში ჩავყევი ამ გვიმრებს?
ეს ჩემი კი არა, იმისი ბრალია – იმის მოთხრობებში აკვიატებული გვიმრა ახლა მე ამეკვიატა და აღარ მეშვება. ნეტავი, რას ფიქრობდა, რატომ მოსწონდა? ეგებ წინარე იბერიული რასის ბედიც ამ გვიმრისას აგონებდა, თავის დროზე მთელი ხმელთაშუა ზღვის არეალში რომ გადაშლილიყო და მერე, ინდოევროპელთა მოსვლის, ანუ გარემო პირობების ცვალებადობის კვალობაზე პირენეელ იბერებად, კელტიბერებად, ეტრუსკებად, აფრიკელ ბერბერებად, წინააზიელ პელაზგებად თუ კავკასიელ იბერებად რომ დაპატარავდა, დაჩიავდა და ხიდან ბალახად, გვიმრიდან გვიმრუჭად აქცია ჟამთა სიავემ? შეიძლება, ეს არც უფიქრია, მაგრამ ზეგარდმო ძალამ ანიშნა იქნებ?..
მიდის დრო, რა გააჩერებს და, ყოველთვის, როცა იმის პროზაზე ვფიქრობ, კვლავ და კვლავ იმ უცხოდ სახილველ გვიმრას ვხედავ ხოლმე, როგორც არსსა თუ გულისგულს მისი შემოქმედებისა.
მოქანდაკე რომ ვიყო, იცი, როგორ გავაკეთებდი?
ზის სულად დარჩენილი, თითქმის უხორცო. უშიშარი. საკუთარ თავში თუ წარსულში ჩაღრმავებული. აუცილებლად ნიკაპი აქვს შემოდებული დაძაბულ, ათრთოლებულ თითებზე და თავის წინ ამოსულ გვიმრას უყურებს და უყურებს; ისე დაჟინებით მისჩერებია, იფიქრებ – იმის სულშიც ასეთივე გვიმრა ამოსულაო.
არ ვიცი, გიფიქრია თუ არა, მაგრამ, რაღა დასამალია და, შენც ხომ იმისი გენი გაქვს, დიდი მუსიკოსივით აბსოლუტური სმენა, იმისი ნიჭი "კრიმანჭულივით" შვიდხმიან კომპოზიციებზე ზუსტი დეტალების მორგებისა და ჩემგან დანახული თუ აკვიატებული ფანტასტიკური გვიმრის გამოხატვისა, გვიმრუჭასი კი არა!..
თუ ასე არაა, მაშ, რანაირად პოულობ, ანუ როგორ ისმენ იმ ერთადერთ ზუსტ ფრაზას, რამაც შენი პერსონაჟი, ცხოვრებით განაწამები ქალი სამუდამოდ უნდა დამამახსოვროს: "სხეულის ყველა წერტილით გამოსწოვა სამყაროს ენერგია და საიდანღაც, ამ მიწისა თუ ცის წიაღიდან, თავისი ახლანდელი და ყველა წინანდელი ცხოვრების სიღრმიდან უნაპირო საყვედურითა და ზიზღით, მკაფიოდ და საოცარი სიმშვიდით, იმ სიმშვიდით, რასაც ყველა ეს ძალა ანიჭებდა, ყველას გასაგონად ამოთქვა:
-წადით, თქვენი..."
დრო კი გადის, ყოვლის მკურნალი და ყოვლის დამამხობელი, თან წაუყვანია მამაშენი, მაგრამ შენ ხომ ხარ...
ერთსაც გეტყვი, თუკი არ მიწყენ – გავიგე, კინოსცენარების წერა დაგიწყია და ვშიშობ, ვაითუ, მოგაცდინოს – როგორც გიორგი ბაქანიძე გადაიყოლა თარგმანმა.
ყველაფერს ისა სჯობია, მემკვიდრეობით მიღებულ-ნაანდერძევი, უკვე შენეული, ფანტასტიკური გვიმრები დაგვიხატო ხოლმე, გვიმრუჭები კი არა, - "კრიმანჭულის" შვიდი ხმის ღერებზე გამოსხმული, შეკბეჩილ-გამოკბეჩილი და ბუსუსისანი ფოთლებით.


წიგნიდან: "გედები თოვლქვეშ", (მინიატურები), თბ., გამომცემლობა საარი, 2004

study

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: გიორგი ბაქანიძე   Today at 4:03 am

Back to top Go down
 
გიორგი ბაქანიძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: